Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > კულინარია > საკონდიტრო ნაწარმი - II |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 25 Feb 2009, 13:14 |
ჩვენი განყოფილების ერთ ერთი გემრიელი თემა 100 გვერდს მიუახლოვდა და ვხსნი ახალ თემას წარმატებებს გისურვებთ http://forum.ge/?f=82&showtopic=33695527 |
Posted by: Dancer 25 Feb 2009, 13:20 |
სამარხვო ნამცხვრების და პეჩენიების რეცეპტები გამიზიარეთ რა |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 25 Feb 2009, 13:35 |
Dancer აქაა მგონი ყველაფერი http://forum.ge/?f=82&showtopic=33790052 სამარხვო კერძები: http://forum.ge/?showtopic=33790052&f=&st=0entry7416343 |
Posted by: miau 25 Feb 2009, 16:37 |
ხალხო, ახლა წინათემას თვალი გადავავლე და ერთ ძალიან მცირე შესწორებას შევიტან დიდი მოკრძალებით კეკსი კი არა, კექსი არის ქართულად და ასე დავწეროთ |
Posted by: xachapuridze 25 Feb 2009, 22:35 | ||
miau
შენ რომ აქ მეგულები, მშვიდადა ვარ, ქართული ენა კარგ ხელშია. |
Posted by: radiology 26 Feb 2009, 18:59 |
არაჟნის კრემი როგორ გავაკეთო,ცოტა მომჟავო გემოთი, ტირამისუს რო აქვს ეგეთი? |
Posted by: rtuli 26 Feb 2009, 20:35 | ||
radiology
შეიძინე 500 გრ. 20% არაჯანი ,მოატავსე მარლაში(4-5 თად გადაკეცილში) და ჩამოკიდე მთელი ღამე გრილ ადგილას! ასე ჩამოიწურება ზედმეტი სითხე და მშვენიერი მასა გამოგივა კრემისთვის. მერე შეგიძლია შეათქვიფო შაქრის პუდრი,იმდენი რამდენად ტკბილი გიყვარს. |
Posted by: miau 27 Feb 2009, 01:15 | ||
radiology
"ზაგუსტიტელითაც" კარგი გამოდის და თუ მაღალპროცენტიანი არაჟანია (ბორჯომის ბაზარში იყიდება ხოლმე, ადრე ქობულეთის არაჟანი იყო ქარხნული და მერე გააფუჭეს), ისეც უნდა გაითქვიფოს. |
Posted by: rtuli 2 Mar 2009, 21:29 |
ქოქოსის ტრიუფელის ნამცხვარი 5 ცალი კვერცხის ცილა კარგად გათქვიფეთ 3/4 ჩ.ჭ.შაქართან ერთად(ანუ მაგარი ბეზე ამოიყვანეთ). დაამატეთ 2,5 ჩ.ჭ ქოქოსი,გადაურიეთ,გადაიტანეთ ყალიბში და გამოაცხეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთი. ყალიბს ჩაუფინეთ საკონდიტრო ქაღალდი და კარაქი გადაუსვით. ამ გამომცხვარ ქოქოსის ბეზეს ზემოდან გადაუსვით ნაღების კრემი: გათქვეფეთ 300გრ. ნაღები (38%) და გამდნარი შოკოლადი შეათქვიფეთ 250 გრ. ,ანუ გაადნეთ შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე და ამოყვანილ ნაღებს შეათქვიფეთ.ოღონდ შოკოლადი ცხელი არუნდაიყოს! მთავარია ნაღები დიდხანს ართქვიფოთ თორე კარაქში გადავა! წაუსვით გამომცხვარ ბეზეს ნაღების კრემი და მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი. მე კიდე თეთრი ნაღები გადაუსვი და მარმარილოს კრემის ეფეკტი მიიღო ,თეთრი შოკოლადიც მოვახეხე! http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 6 Mar 2009, 17:06 |
ტორტების მოსართავი მასტიკა 100 მლ.წყალი 2 ს.კ. კრახმალი ცოტა ლიმონმჟავა დაახლოებით 1 კგ.შაქარი(დაფქვილი პუდრივით). მოვხარშოთ კრახმალი+წყალი,შევაგრილოთ და დავამატოთ ლიმონმჟავა გემოვნებით. დავყაროთ შაქრის პუდრი მაგიდაზე და დავიწყოთ მასტიკის მოზელა. შაქრის პუდრი იმდენი უნდა შეაზილოთ რომ კარგი პლასტიკური მასა გამოვიდეს. თუ მასა გამაგრდა სველი ხელებით გადაზილეთ. შენახვა შესაძლებელია შუშის ქილაში,სველი ტილო გადაფარებული. პ.ს. ფერის მისაღებათ,სპეციალური ფერებია გამოსაყენებელი,ან ხილის წვენი(მაგალითად ვარდისფერი გამოგვივიდა ალუბლის წვენის გამოყენებით)ოღონდ წყალის მაგივრად კრახმალი ხილის წვენით მოიხარშება. |
Posted by: nini_blini 6 Mar 2009, 18:45 |
მასტიკა? იცით რა მაინტერესებს ორთქლის აბაზანა რა არის? ანუ ვთქვათ შოკოლადია დასადნობი საიდან მოვიტანო ეგ ორთქლის აბაზანა? და მიკროვალნოვკაში დაბალ ტემპ.-ზე რო დავადნო არ გამოვა? |
Posted by: nanana 6 Mar 2009, 19:27 |
b]nini_blini[/b] გამოვა, მაგრამ აორთქლდება სითხე შოკოდან და იმ მიზნით ვერ გამოიყენებ რაც გინდა. დადე პატარა ქვაბი წყლით ქურაზე, დაადე მეორე თასი( არაპლასტმასის), სადაც დატეხილ შოკოლადს ჩადებ და რომ ადუღდება ქვედაში წყალი ეგ არის შენი ორთქლის აბაზანა. |
Posted by: nini_blini 8 Mar 2009, 02:04 | ||
უი ადვილი ყოფილა მე რაღაც საოცრება მეგონა დიდი მადლობა, მასე ვიზამ ესეიგიიიი |
Posted by: Peppi 16 Mar 2009, 12:10 |
ესეც მაფინები - კლასიკური, შოკოლადის და კენკრის . . ჭიქების მიხედვით განსხვავდება |
Posted by: tos-ka 24 Mar 2009, 12:32 |
ესეც ტორტი მარიამის დაბადების დღისათვის |
Posted by: Breaky 24 Mar 2009, 15:59 |
ბანანის კექსი ათქვიფეთ ერთმანეთში: 2 კვერცხი 1 1/2 ჭიქა შაქარი 150 გრ დამდნარი კარაქი ან მარგარინი 1/5 ჭიქა რძე 2 ცალი ცალკე დაბლენდერებული ბანანი (რძესთან ერთად ადვილად ბლენდერდება ძალიან) 3/4 ჭიქა გატარებული ნიგოზი (შეგიძლიათ ნიგოზი არ გაუკეთოთ) ვანილი, სოდა, ძმარი 2 ჭიქა ფქვილი ფორმას წაუსმევთ რაიმე ცხიმს, ჩაასხამთ ამ მასას და გამოაცხობთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში |
Posted by: irinol-ka 25 Mar 2009, 09:44 |
tos-ka უუუულამაზესი ტორტია და დარწმუნებული ვარ უგემრიელესიც ესეთი ხასხასა ფერები საღებავებით მიიღეთ? * * * მარიამს ვულოცავ სასახელო გოგო გაზრდილიყოს! |
Posted by: tos-ka 25 Mar 2009, 12:27 | ||
irinol-ka
განსაკუთრებული საღებავები არაა, ჩვენი ცნობილი საბითუმოები ყიდიან. ბრეიკის სუნელების კაციც და წერეთელზე, "დოლარ სთორის" ეზოში საბითუმო საკონდიტრო ჯიხურშიც. უკრაინული საღებავებია "харчевый краситель" აწერია ზედ. ყველანაირი ფერი აქვთ. |
Posted by: rtuli 28 Mar 2009, 21:08 | ||
tos-ka
ძალიან ლამაზი გამოგივიდა და ასეთივე გემრიელი იქნებოდა დარწმუნებული ვარ შტრუდელი 600 გრ. ფქვილი 200გრ. კარაქი(მარგარინი) 2 ს.კ. ძმარი 100 მლ. თბილი წყალი მოვზილოთ ცომი,გავახვიოთ საკვებ ცელოფანში და მაცივარსი შევდოთ 30 წუთით. გულსართი: 150 გრ. ნიგოზი(დაქუცმაცებული) 100-120 გრ. კუნჟუტი(მოხალული ცოტათი) 150 გრ. ქიშმიში 0,5 ჩ.ჭ შაქარი ლიმონის ქერქი 4 ს.კ. გარგლის კონფეტიური გავყოთ ცომი ორად,გავაბრტყელოთ თხლად გადუსვათ გამდნარი ,,დაჩა,, ან ზეთი. მოვაყაროთ გულსართის ნახევარი ,ცომის 1/3 ნაწილზე და მოვახვიოთ რულეტივით. მოვათავსოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე შტრუდელები,გადაუსვათ გათქვეფილი კვერცხი(სამარხვო ვარიანტში მარგარინი). შევდგათ გამოსაცხობათ ღუმელში 20-25 წუთით 220 გრადუსზე. გამოდის ფხვიერი ცომი და ტკბილი გულსართი. |
Posted by: allegro 28 Mar 2009, 22:03 |
მარხვაზე ვარ და აუცილებლად გავაკეთებ. ისე მადის ამღძვრელად გამოიყურება, რომ აღარ ვკითხულობ კალორიებს |
Posted by: Peppi 30 Mar 2009, 13:04 |
"ჩიზ-კეიკი" კარამელით (ცხობის გარეშე) მასალა: ბისკვიტისათვის - 50 გრ შერბილებული კარაქი; 150 გრ. გამომშრალი, ხრაშუნა ორცხობილა. კრემისათვის: 400 გრ. რიკოტა (იგივე გემოს მატარებელია ახალი ნადუღი); 150 გრ. ყავისფერი შაქარი (შეიძლება თეთრით ჩანაცვლება); 400 გრ. ნაღები; 4 ფურცელი ჟელატინი; 1 პორცია ვანილი; 50 გრ. ფადჯი - fudge (ეს არის კარამელში ამოვლებული - ნუგის გემოს ტკბილეული, რომლის ჩანაცვლებაც ან არ გამოყენება დიდად არაფერს ცვლის); მოხარშული შესქელებული რძე - ერთი ქილა. საცხობი ფორმა - 20 სმ-იანი კიდეებ-მოხსდანი თუნუქის ფორმა. მომზადება: 1. ბისკვიტი - ორცხობილას ვაბლენდერებთ ბლენდერში და ვუმატებთ კარაქს, საბოლოოდ გამოდის ნამიანი ფაქტურის მასალა. რომელიც გადაგაქვთ ცხიმ მოსმულ ფორმაში, ტკეპნით რამდენადაც შესაძლებელია და ინახავთ მაცივარში შემდეგ გამოყენებამდე. შენიშვნა: თუ ფხვიერი არა გინდათ შეიძლება დაამატოთ მეტი კარაქი. ასევე შეიძლება დაემატოს მოხალული და გაგეხილი ნიგოზი, თხილი, შოკოლადი და ა შ. 2. ჯელატინი დაალბეთ და საერთოდაც იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით . . ანუ, გამოიყენეთ იმდენი ჯელატინი რომ ეყოს 900 გრ. მასას. ცალკე ცეცხლგამძლე ქვაბში გადაიტანეთ ნაღები (ანუ creme fraiche) დაამატეთ შაქარი და ურიეთ დაბალ ცეცხლზე ხის კოვზით, როცა გათხელდება ჩაუშვით გამდნარი და შემთბარი ჯელატინი, (ჯელატინისა და ნაღების მასა უნდა იყვეს ერთი ტემპერატურის). ეს ორივე მასა რომ ერთმანეთს აერევა გადმოდგით ცეცხლიდან, ანუ გაცხელება ან დუღილამდე მიყვანა საჭირო არ არის. ჩემს შემთხვევაში - ნელ-თბილი მასა იყო. შენიშვნა: თუ არ გაქვთ ყავისფერი ან მუსკოვადო შაქარი, მაშინ გამოიყენეთ კარამელი, ანუ მოხარშული "სგუშონკა" ( 1-2 სუფრის კოვზი) ჩვეულებრივ, თეთრ შაქართან ერთად. რომელიც შეიძლება წინასწარ ათქვიფოთ, რომ ადვილად გაიხსნეს ნაღებში, ან პირდაპირ ჩაუშვით ქვაბში (სანამ ჟელატინს დაამატებთ) რომ ცეცხლზე მუდმივად რევისას გაიხსნას. 3. ცალკე ითქვიფება რიკოტა ან ნადუღი ერთიან მასად ქცევამდე, დაუმატეთ ვანილი. 4. აურიეთ პირველი და მეორე მასა ერთმანეთში და აცალეთ გაცივება - შემაგრება. შენიშვნა: მე ჟელატინიან მასას კარგად გაცივება და თითქმის გამაგრებაც ვაცალე, რადგან ზედმეტად არ დაერბილებინა ორცხობილის ფენა. შენიშვნა: სიტკბო - ჟელატინიანი მასა როცა მაგრდება სიტკბოს საკმაოდ "კარგავს" იმასთან შედარებით როცა თბილია და თხევადი - ეს გაითვალისწინეთ; მაგრამ, თუ მაინც საკმარისი სიტკბო არ ექნა, უკვე მზას და გაცივებულს შეგიძლიათ მოასხათ მოხარშული "სგუშონკა" ან მოაყაროთ შაქრის პუდრი. 5. კრემი ჩაასხით ფორმაში და შედგით მაცივარში - ერთი ღამით მაინც. ამ პერიოდის დასვლის შემდეგ შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ფადჯი; ან ორცხობილა, ნიგოზი, ფორმაში, ან ცელოფანში, რომელისაც ოდნავ გახვრიტავთ - ჩაასხათ მოხარშული შესქელებული რძე და გააფორმოთ ამით. მომზადების დრო დახოლებით - 30 წუთი. კალორიულობით - ისეთი კალორიული და "მძიმე" არ არის როგორც გამომცხვარი "ჩიზ-კეიკი" |
Posted by: LUCIANA 30 Mar 2009, 14:29 | ||
Peppi
ძალიან მადისაღმძვრელი მაფინებია. რეცეპტი გიდევს სადმე? |
Posted by: queen4 30 Mar 2009, 17:19 |
სტაფილოს ნამცხვრის რეცეპტი მინდა |
Posted by: nanana 30 Mar 2009, 18:40 |
queen4 სტაფილოს ნამცხვარი 4 კვერცხი 2 ჭ შაქარი ( მე ნაკლებად ტკბილი და ოდნავ წებია მიყვარს და ამიტომ ყავისფერ შაქარს ვუშვები 1 ჭიქას და 1/2 ჭიქა ჩვეულებრივ თეთრს) 1.5 ჭიქა მცენარეული ზეთი ( არაკახური. მე სიმინდის ზეთს ვხმარობ) 2 ჭიქა გახეხილი სტაფილო 150 გრ ნიგოზი მსხვილად დაჭრილი 3 სუფრის კოვზი მაწონი + 1.5 ჩაის კოვზი სოდა და 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი ( რაზრიხლიტელი) 2 ჭ ფქვილი ვანილი 1 ჩ.კ. გახეხილი ჯავზი ( კორიცა) 1/2 ჩ.კ ჯანჯაფილი ( ჯინჯერ) 1/2 ჩ.კ მუსკატის კაკალი თანამიმდევრობა ჩვეულებრივი კექსის მსგავსად, კვერცხი +შაქარი+ ზეთი+ სტაფილო + ფქვილი + დანარჩენი ყველაფერი. ცხვება საშუალო ცეცხლზე 40- 45 წთ. მეორე დღეს უჯდება არომატები და განსაკუთრებით გემრიელია. ფროსთინგს არ ვუკეთებ ხოლმე, მაგრამ თუ გინდა შეგიძლია ფილადელფია, ვანილი და შაქარი ათქვიფო და წაუსვა. |
Posted by: ano_ano_ano 30 Mar 2009, 23:18 | ||
კუნჟუტი რა არის??? |
Posted by: nanana 31 Mar 2009, 00:36 | ||
ano_ano_ano
სეზამის მარცვალი |
Posted by: Peppi 31 Mar 2009, 10:57 | ||
მაფინები - პატარა კექსები ( Blueberry muffins by James Martin) მასალა: 2 ცალი კვერცხი, 75 გრ. შაქარი, 200 გრ. რძე, 110 გრ დარბილებული კარაქი (მე უსუნო ზეთს ვხმარობ, რადგან ასე უფრო მოგვწონს), ვანილი, 300 გრ. ხორბლის თეთრი ფქვილი, 2 ჩაის კოვზი "რაზრიხრიტელი" ან სოდა-ძმრით, 1/4 ჩ. კოვზი მარილი, 250 გრ. კენკრა (სასურველია მომჟავო გემოს მქონე) ან შოკოლადის მარცვლები ან პატარა ნატეხები. მომზადება: 1. გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე; 2. ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი, რძე, კარაქი და ვანილი სანამ ერთიან მასად არ იქცევა; 3. დაუმატეთ ფქვილი და "რაზრიხრიტელი" (საცხობი პუდრი), მოურიეთ ნაზად სრულ შერევემდე; 4. ჩაასხით სპეციალურ ფორმებში რომელშიც ქაღალდის ფორმებიც ჩაფენილია და შედგით ღუმელში 20-25 წუთI. გამოდის 12 სტანდარტული"ჭიქა" შენიშვნა: თუ გინდათ რომ ერთი მასიდან სხვადასხვა გემოს მაფინები გააკეთოთ ამისათვის: 1. გაანაწილეთ მასა იმდენ ნაწილად რამდენნაირი მაფინიც გინდათ გამოვიდეს, ან უფრო მარტივად - უკვე ჩაფენილ ქაღალდის ჭიქებში ჩაყარეთ კენკრა, თხილეული ან შოკოლადი ისე რომ ძირს თითქმის ფარავდეს და შემდეგ დაასხით ცომი, შეიძლება ასევე მოაყაროთ ზემოდანაც; შენიშვნა 2. რომ არ აგერით რომელი მაფინი რითია გაკეთებული - ამიტომ ართი სახეობის მაფინისთვის შეარჩიეთ ერთი ფერის ქაღალდის ჭიქა, თუ მხოლოდ ერთი ფერის ჭიქები გაქვთ - შეგიშლიათ მონიშნოთ, მოხატოთ გარედან ფერადი ფლომასტრით; შენიშვნა 3. ფორმები ბოლომდე არ უნდა გაავსოტ ცომით, მაქსიმუმ 3/4-ით. რადგან ეს მაფინები ძალიან მსუბუქი და ჰაეროვანი გამოდის ამიტომ, სასურველია მიირთვათ ფლამბირებულ კენკრასთად და ნაყინთან ერთად, კენკრის ფლამბირება ნებისმიერი კენკრა საზამთროს გარდა, (ასევე შეიძლება სხვა ხილიც - ბანანი, ატამი, ფორთოხალი) დაყარეთ გაცხელებულ პატარა (ბლინების საცხობ) ტაფაზე და დააყარეთ შაქარი კარამელიზებისთვის, შეიძლება უშაქროდაც, გააჩნია რამდენად ტკბილი გსურთ. პროპორცია - 250 გრ. კენკრა - 50 გრ. შაქარი - 50-70 მლ. სპირტი, ჯინი, ვისკი . . . შაქრის დაყრიდან 2 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან და დაასხით სპირტი, შემდეგ წაუკიდეთ ცეცხლი. ამ დროს ალი ავარდება და ფრთხილად იყავით - თუ ამ "ტრიუკის" გაკეთებას ეცდებით, მოაშორეთ რაიმე სხვა აალებად მასალას და არც ჩამოკიდებული კარადის ქვემოთ არ დადგათ, არც თავად "გადაეფაროთ" ინტერესის გამო 3-4 წუთში ეს ფლომბირებული კენკრა გადაიტანეთ ლანგარზე, დაადეთ ცივი ნაყინი და გვერდით მოუდეთ მაფინი |
Posted by: queen4 31 Mar 2009, 12:28 |
nanana დიიიდი მადლობა ამ შაბათ-კვირას გავაკეთებ, ვნახავ რა გამომივა |
Posted by: Frankens†ein 31 Mar 2009, 12:36 | ||||
სეზამი რა არის? |
Posted by: rtuli 31 Mar 2009, 12:45 |
რულეტი 5 ცალი კვერცხი 7 ს,კ. ფქვილი 7 ს.კ. რძის ფხვნილი 7 ს.კ. შაქრის ფხვნილი 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი(რაზრიხლიტელი) ნებისმიერი ჯემი(მომჟავო) ან ლიმონის კრემი,ან ფორთოხლის მარმელადი. მოვამზადოთ ბისკვიტი,დავასხათ თუნუქის ფურცელზე(პერგამენტის ქაღალდით გადაფარებული,კარაქ წასმული.). გამოვაცხოთ 20 წუთი 200 გრადუსზე. ცხელი ამოვაბრუნოთ ტილოზე ,მოვაცალოთ ქაღალდი და გადავახვიოთ,როცა გაცივდება,გავშალოთ რულეტი ,წავუსვათ გულსართი,გადავახვიოთ ისევ,მოვაყაროთ შაქრის პუდრი. http://www.radikal.ru |
Posted by: pipa 31 Mar 2009, 12:51 | ||
rtuli გულსართს რომ ვუყურებ, ბნედა მემართება სხვათაშორის სამსახურში ვარ და გარშემო საზკვების ობიექტიდან მარტო მაკდონალდსია Frankens†ein
ბლითებს(იგივე დიდ ბუბლიკებს ) რომ აყრია მარცვალი |
Posted by: rtuli 31 Mar 2009, 12:56 | ||
ano_ano_ano nanana Frankens†ein
sesame - ქუნჯუთი, შირბახტი - кунжут |
Posted by: Frankens†ein 31 Mar 2009, 13:08 | ||
rtuli
ააა... ეგრე გეთქვათ თავიდანვე |
Posted by: rtuli 31 Mar 2009, 13:28 |
Frankens†ein შირბახტი რომ დამეწერა მიხვდებოდი არა არც მე არვიცოდი დადარწმუნებული ვარ,საქართველოს მოსახლეობის 99% არიციან რა არის შირბახტი,ნუ 1 % მე და შენ ვყოფილვართ |
Posted by: ano_ano_ano 31 Mar 2009, 13:45 | ||
rtuli
გაიხარე. სეზამი კი ვიცოდი მაგრამ აი დანარჩენი ენისმოსატეხი სახელები არა |
Posted by: Frankens†ein 31 Mar 2009, 14:43 | ||
rtuli
მეც არ ვიცოდი არ მინდა უმცირესობას მივეკუთვნებოდე არანაირს |
Posted by: MEZGVAURI 31 Mar 2009, 15:30 | ||
rtuli
ძალიან ცდებით კაი ხანია ეგ ვიცი |
Posted by: Iron Maden 31 Mar 2009, 17:21 |
ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს - ვიაიდან აღდგომა გვიახლოვდება - იქნებ გაგვიზიაროთ გმოცდილება და პასკის რეცეპტები დადოთ |
Posted by: pipa 1 Apr 2009, 11:01 | ||
ეგ ხომ არ ვიცოდი და არ ვიცოდი, მაგრამ გუშინ წავაწყდი კულინარიულ ბლოგს , ავტორი ცხოვრობს იტალიაში და ეკითხება ხალხს, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგის მაღაზიებში თუ შევიძენ შემდეგ პროდუქტებსო, ტვალი გადავავლე და უმეტესობა არც კი გამიგია აი სია: стеблевой сельдерей вяленые томаты сухие БЕЛЫЕ грибы рикотта маскарпоне дичь: заяц, кабан цесарка миндаль савойская капуста мангольд базилик розмарин тимьян мята чабер цветы цуккини осьминоги каракатицы кальмары вонголе мидии тунец голуби Свежие сосиски из сырого/рубленого фарша/Купаты солёные анчоусы анчоусы в масле оливковое масло биологическое каштановая мука угри свежая речная рыба /щука, сом, карп/ Меня интересует наличие морской рыбы. Если есть, то какая, названия. |
Posted by: annak 1 Apr 2009, 11:09 | ||||
თვალი გადავავლე მეც და მხოლოდ ზოგირთი რამე არ ვიცი. მაგ აი ეს
|
Posted by: Peppi 1 Apr 2009, 12:22 | ||
pipa
გამიკეთებია, ყველა გამიგია ისე ძალიან ბევრი ზღვის პროდუქტი აქვს ჩამოთვლილი, რომელიც საკმაოდ უცხოა ქართული და რუსული სამზარეულოებისთვისაც . . . და რომ არ გავაოფო - ჩეხური ფახლავა ჩეხური ფახლავა უნდა გავაკეთოთ მე და ჩემმა შვილმა - ისე სამარხვო ნამცხვარიც არის. მასალა და მომზადება: 200 გრ არაჟანი, 200 გრ. კარაქი დავუმატოთ იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ძალიან ფაფუკი ცომი. გავყოთ 4 ნაწილად და შევდოთ მაცივარში. გულ-სურსათI; 1 ჭიქა ქიშმიში, 1 ჭ. ნიგოზი, 1 ჭ შაქარი - დავუმატოთ 1 კვერცხის ცილის ბეზე. გავყოთ 4 ნაწილად. თითო ცომი გავაბრტყელოთ თხელ ფენად და რულეტის პრინციპით დავადოთ 1 ნაწილი გულსართი. გადავახვიოთ და გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე. დავსეროთ თითო ნაჭრის ზომაზე და ზემოდან წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული. სამარხვოსათვის ; არაჟანი ჩანაცვლდება სამარხვო მაიონეზით, კარაქი - კი მარგარინით. კვერცხი საერთოდ არ დაემატება |
Posted by: Peppi 1 Apr 2009, 20:33 |
ესეც სურათი, ზემოთ დაწერა დამავიწყდა - უნდა დაიჭრას თბილი, როცა გაცივდება შეიძლება დაიფშვნას. |
Posted by: rtuli 1 Apr 2009, 20:42 | ||||||
pipa
მარტო ეს არვიცი რაარის. მგონი პირველი ფრინველი იქნება რამე და დანარჩენი ხილი იქნება Peppiჩეხური ფახლავა რა მადისამღვრელად გამოიყურება |
Posted by: miau 1 Apr 2009, 21:23 | ||
rtuli
ჩვენ რომ წითელ ფხალს ვეძახით ეგაა |
Posted by: Peppi 1 Apr 2009, 22:32 | ||
rtuli цесарка ციცარი, ფრინველია -დასავლეთ საქართველოში მინახია სოფელში. вонголе ზღვის მოლუსკია, იტალიურ სამზარეულოში ფართოდ გამოიყენება . .
უფ, გემრიელიცაა, თან ისე მენატრებოდა თან შენ რომ შტრუდელი დადე - იმან მთლად გამაგიჟა |
Posted by: rtuli 1 Apr 2009, 22:51 | ||||
Peppi
ვიცი და თან ლამაზიც არის.
სიზმარშიც ნახავდი |
Posted by: niki_ niki 1 Apr 2009, 23:23 |
Peppi rtuli თქვენ მე გადამრევთ ვუყურებ და ვერ ვაკეთებ, არ მეჭმევა და რა მინდა აქ? Peppi 4 ნაწილად რომ გქონდა ნახსენები და მერე თითო ცომი გავაბრტყელოთ და გულსართი დავადოთო, ყველას სათითაოდ წავუსვა გულსართი თუ ყველას ცალცალკე და ისე გამოვაცხო rtuli შენ რულეტში მოხარშული კრემი ალბათ კარგი იქნება |
Posted by: rtuli 1 Apr 2009, 23:46 | ||
niki19m
კი,კარგი გემრიელი მოხარშული კრემიც მოუხდება. |
Posted by: niki_ niki 1 Apr 2009, 23:59 |
rtuli მადლობთ |
Posted by: Peppi 2 Apr 2009, 13:01 | ||||
niki19m
იღებ ცომის 1/4-ს და აბრტყელებ თხელ ფენად, სიგანეში - "ჟარონის" ზომაზე, სიგრძეში რამდენზეც გაწვდება. იღებ გულსართის 1/4-ს და შლი ამ ცომზე, ისე გაშალე, რომ მხოლოდ ცომის ნახევარი დაიკავოს სიგრძეში, სიგანეში კი ონდავ დატოვე ადგილი კიდეეში, რომ როცა გაცხელდება არ გაეხსნას კიდეები. ეს გულსართი არის საკმაოდ შეკრული, ანუ, ნუ ეცდები პავიდლოსავით გადაუსვა - ცომიც გაფუჭდება-გაიხევა და ნერვების დაგაწყდება, უბრალოდ პატარა ბურთულების (ნაწილების) სახით მიმოაბნიე გაბრტყემებული ცომის ნახევარზე. შემდეგ დაიწყე გადახვევა იმ მხარიდან საიდანაც გულსართი ადევს, არც ძალიან მჭიდროდ გადაახვიო და არც ძალიან თავისუფლება მიცსე. გამოვა გრელი ჯოხივით, გადაიტანე აირღუმლის ფურცელზე და დასერე დანით მხოლოდ ცომი -ასე 3-4 სმ სიგრძის დაშორებით. ასევე გაიმეორე სხვა დარჩენილ 3 პორციაზეც. თU კიდევ ვერ ავხსენი - მომწერე და სხვანაირად ავხსნი rtuli
ეჰ, აღარ მძინავს, თორემ კიი . . სად გავექცეოდი მაგას . . |
Posted by: niki_ niki 2 Apr 2009, 16:21 |
Peppi გავიგე მე ფახლავას გამოცხობა სხვანაირად მაქვს ნანახი |
Posted by: Peppi 2 Apr 2009, 16:34 | ||
niki19m
"ჩეხური ფახლავა" უფრო შტრუდელია, მაგრამ დავწერე იმ სახელით, როგორც ჩემი ბავშვობიდან მესმოდა .. ისე, კი აჭარული ფახლავა და საერთოდ შუა აზიური სულ სხვანაირია, ხოო გარეგნულადაც და გემოთიც. |
Posted by: niki_ niki 2 Apr 2009, 17:08 |
Peppi აჭარული მაქვს ნანახი როგორ აცხობენ კიდევ ერთი შეკითხვა კარაქი გამდნარი? |
Posted by: baxbax 3 Apr 2009, 02:39 |
ფახლავა მინდა ახლა |
Posted by: Doloress 3 Apr 2009, 15:41 |
ისა.. ფრანგული ბლინები როგორ გავაკეთო? |
Posted by: rtuli 3 Apr 2009, 15:54 | ||
Doloress
რეცეპტს როცა ვკითხულობ დიდ განსხვავებას ვერ ვპოულობ ფრანგული და რუსული ბლინების შორის. პ.ს. იქნებ მეჩვენება |
Posted by: Frankens†ein 3 Apr 2009, 15:57 | ||||
სამაგიეროდ ფრანგულია |
Posted by: Doloress 3 Apr 2009, 16:14 |
rtuli ნუ მე ფრანგულად გამაცნეს და ეგრე ვეძახი მითხარი აბა, შენი რეცეპტი, მაინც უსაქმოდ ვარ და გავაკეთებ |
Posted by: rtuli 3 Apr 2009, 18:39 |
Doloress კრეპები შოკოლადით 100 მლ.წყალი 330 მლ. რძე 4 ცალი კვერცხი ცოტა მარილი 1 ს.კ. შაქარი 2 ს.კ ზეთი 225 გრ. ფქვილი (გაცრილი) მოზილე ცომი(უნდა გამოგივიდეს თხელი არაჯნის სისქის ცომი,თუ დაატყე სქელია ოდნავ წყალი დაამატე). გააჩერე ცომი, ტილო გადაფარებული, 30-40 წუთით. მერე ტაფას წაუსვი ცოტათი ზეთი და გამოაცხვე კრეპები. გადაუსვი გამომცხვარ კრეპებს მაგალითად ჯოლოს ჯემი ,მოაყარე გახეხილი შოკოლადი და მიირთვი პ.ს. სანდო რეცეპტია,საუკეთესო წიგნიდან ,რომელიც მიაუს დავესესხე |
Posted by: nanana 4 Apr 2009, 03:09 |
აი ეხლა გავაკეთე ყავის და ნუთელას ჩიზქეიქი, ზეგისთვის . ჩიზქეიქების გურუებს თუ ვენდობით პუდინგი ორი დღით ადრე უნდა გამოცხო და მინიმუმ 24 საათი უნდა იდოს მაცივარში. არ ვიცი განიტერესებთ თუ არა, მაგრამ, პირველი ჩიზქეიქი თურმე რომაელებმა გამოიგონეს და ნაყოფიერების დღესასწაულზე მიირთმევდნენ ხოლმე და ევროპაში სააღდგომო პასკა ფაქტიურიად ჩიზქეიექია |
Posted by: cheshire cat 4 Apr 2009, 09:49 |
გამარჯობა. სამარხო და საჩუქრად რო ვარგოდეს ისეთი ანუ ძალიან კარგი ნამცხვრის რეცეპტი თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ? ჩAმი მეგობრის დაბადების Dღეა და მინდა ვასიამოვნო. |
Posted by: Maykuna 4 Apr 2009, 10:20 | ||
nanana დაწერე რა შენეული რეცეპტი მე ამ ბოლო დროს მომწონს გამოცხობის გარშე თეთრი ჩიზი პიტნის ფოთოლით |
Posted by: nanana 4 Apr 2009, 11:43 |
Maykuna ყველანაირი ჩიზქეიქი მიყვარს, მაგრამ გამომცხვარს ვანიჭებ უპირატესობას. მოკლედ , ესპრესოს და ნუთელას ჩიზქეიქი . . . 600 გრ ქრიმჩიზი ( პოპულში ვიყიდე 200 გრ.იანები ხილი ეხატა რაღაც უცნობი ბრენდის ) 500 გრ ნაღები ( მინ 36 %) 1.5. ჭიქა შაქარი 4 კვერცხი ნუთელა ვანილი ნუშის ნამცხვარი 1 შეკვრა ორცხობილა კარაქი 200 გრ ესპრესოს ფქვნილი ან ხსნადი ყავა ნუშის ნამცხვარი და ორცხობილა დავფშვენი და გამლღვალი კარაქი და ცოტა წყალი დავუმატე. სველი მასა ჩიზქეიქის ყალიბში გადავიტანე და ერთი 5 წუთით ქურაში შევდგი. გამოვიღე. გავაცივე. ქრიმჩიზი, შაქარი და ვანილი გავთქვიფე + კვერცხი + ნაღები. ნაღების დამატების შემდეგ მარტო 1-2 წუთი ვაგრძელებ თქვეფას + ყავა. ძირითადი მასიდან დაახლ 500 გრ ცალკე ჯამში გადავიტანე და ნუთელა დავუმატე ალბათ 3-4 სუფრის კოვზი. ძირითადი ყავიანი მასა ორცხობიიან ყალიბში ჩავასხი და ალაგ ალაგ ნუთელიანი ჩავაგდე. უფრო მძიმეა და ფსკერზე ჩაეშვა. 45-50 წთ გამოვაცხვე საშუალო სიმძლავრეზე. გამომცხვარი ჩიზქეიქის გული თხევადია. უნდა იდგეს ერთი 5 -6 საათი და შემდეგ მაცივარში 24 საათით. ეხლა მოვციცქნე და უუუუგემრიელესია. |
Posted by: tikonini 5 Apr 2009, 01:51 |
ფუნთუშის რეცეპტი მაინტერესებს და თუ შეგიძლიათ დამიწეროთ?აკ ვეძებე და ვერ ვნახე.დიდი მადლობა |
Posted by: rtuli 6 Apr 2009, 00:05 | ||||
tikonini
არის საკონდიტრო ნაწარმის 1 თემა,მანდ მოძებნე. ბევრი კარგი რეცეპტი დევს. * * * შოკოლადის ნამცხვარი თაფლით და ბანანით გამოდის სველი, მძაფრი ბანანის და შოკოლადის გემოთი ნამცხვარი. 6 ცალი კვერცხი 150 გრ. კარაქი 200 გრ. მწარე შოკოლადი 0,5ჩ.ჭ შაქარი 0,5 ჩ.ჭ თაფლი 1 ჩ.ჭ ფქვილი 1/2 პაჩკა გამაფქვიერებელი(ან სოდა) 3 ცალი ბანანი 0,5 ჩ.ჭ ნიგოზი ,ან თხილი,ან 2 ს.კ. ლიქიორი დაამატეთ სურვილის მიხედვით. კარაქი და შოკოლადი დავადნოთ.დავამატოდ თაფლი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხის გულები და დავამატოდ დაჭყლეტილი ბანანები. ფქვილი და გამაფქვიერებელი დავაცრად შოკოლადის მასას. კვერცხის ცილები გავთქვიფოთ შაქართან ერთად და დავამატოდ ნელნელა ცომის მასას. გადავიტანოდ კარაქ წასმულ და ფქვილ მოყრილ ყალიბში. გამოვაცხოთ180 გრადუსზე 45-55 წუთის განმავლობაში. მოვასხათ შოკოლადის მინანქარი. http://www.radikal.ru |
Posted by: cheshire cat 6 Apr 2009, 15:04 |
სტაფილოს ნამცხვარი 4 კვერცხი 2 ჭ შაქარი ( მე ნაკლებად ტკბილი და ოდნავ წებია მიყვარს და ამიტომ ყავისფერ შაქარს ვუშვები 1 ჭიქას და 1/2 ჭიქა ჩვეულებრივ თეთრს) 1.5 ჭიქა მცენარეული ზეთი ( არაკახური. მე სიმინდის ზეთს ვხმარობ) 2 ჭიქა გახეხილი სტაფილო 150 გრ ნიგოზი მსხვილად დაჭრილი 3 სუფრის კოვზი მაწონი + 1.5 ჩაის კოვზი სოდა და 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი ( რაზრიხლიტელი) 2 ჭ ფქვილი ვანილი 1 ჩ.კ. გახეხილი ჯავზი ( კორიცა) 1/2 ჩ.კ ჯანჯაფილი ( ჯინჯერ) 1/2 ჩ.კ მუსკატის კაკალი თანამიმდევრობა ჩვეულებრივი კექსის მსგავსად, კვერცხი +შაქარი+ ზეთი+ სტაფილო + ფქვილი + დანარჩენი ყველაფერი. ცხვება საშუალო ცეცხლზე 40- 45 წთ. მეორე დღეს უჯდება არომატები და განსაკუთრებით გემრიელია. ამ კექსთან დაკავშირებით ეამდენიმე კითხვას დავსვამ რა. 1.სტაფილო თუ ძაან წვნიანია და ამ დროს სხვანაირი არ მეგულება, გადაწურვა უნდა? 2.როგორ ფორმაში უნდა გამოცხვეს - 4კუთხა თუ მრგვალში ჯობია. 3.ჯავზს და ჯანჯაფილს სად ვიშოვი. |
Posted by: miau 6 Apr 2009, 15:27 | ||
nanana
სხვისი არ ვიცი და ასეთი რაღაცეები მე ყველაზე მეტად მაინტერესებს და ძალიან საინტერესო თემაც არის გახსნილი, რომელიც არ არის აქტიური და ბოლო გვერდებზე დევს |
Posted by: nanana 6 Apr 2009, 17:36 | ||
cheshire cat
1. არ არის პრობლემა სტაფილოს წვნიანობა. ეს ნამცხვარი ცოტა სველია ისე 2. სულერთია ფორმა. ზოგი მაფინების ფორმაში აცხობს 3. პოპულში. ზოგი გატარებულ ნიგოზსაც უშვება დაჭრილის ნაცვლად. |
Posted by: cheshire cat 6 Apr 2009, 17:56 |
დიდი მადლობა. შაბათს ერთ ძალიან საინტერესო ადგილასმივდივარ - იქნება ხელნაკეთი სათამაშოების გამოფენა გაყიდვა და რამე სახლში გამომცხვარი უნდა წავიღო დფა მაგას ვაპირებ. მგონი ვასიამოვნებ. იმედია. |
Posted by: queen4 8 Apr 2009, 13:05 | ||
rtuli
ორივე რომ ვუქნა რამე ხომ არ მოუვა ნამცხვარს ??? უბრალოდ სულ შიშები მჭირს მგონია არ ამოფუვდება და გამოსაცხობი დამრჩება ნამცხვარი :პარანოია: |
Posted by: rtuli 8 Apr 2009, 13:14 | ||
queen4
მარტო გამაფქვიერებელი უყავი 1 პაჩკა მაშინ.არგადმოგივიდეს ცომი,მეტმა სოდამ გემოს უტოვებს და ყალიბიდან გადმოგივა. ისე ოდნავ სველი ბრაუნია იცოდე,არგეგონოს რომ არგამოცხვა. |
Posted by: cheshire cat 8 Apr 2009, 16:23 |
მე დიდი გამოცდილება არ მაქვს ცხობაში ამიტომ თქვენი აზრი მაინტერესებს როროგ ფიქრობთ ალუმინის ფორმაში უკეთ ამოდის კეკსი და ნამცხვარი თუ ტეფლონის? დღეს ბაზრობაზე ვიყავი და იმხელა არჩევანია დავიბენი. მომეწონა კიდევ ძველი რუსული ჩუგუნის ფორმა შუაში ამოღებული გულით. მერე ვიფიქრე ეგ ნელა გახურდება და რამეზე ხომ არ იმოქმედებსო. მოკლედ რომლის ყიდვას მირჩევტ კეკსებისთვის? |
Posted by: pipa 8 Apr 2009, 17:10 | ||||
cheshire cat
ეგ მაქვს და გადასარევად ცხვება
ამაშიც |
Posted by: rtuli 8 Apr 2009, 17:42 | ||||
cheshire cat
pipa +1 ,სქელი კედლები აქვს,სანამ გახურდება ცომს აძლევს ნელა ამოსვლის საშუალებას და გული კარგად უცხვება.
ამის პლიუსია, არ იკრობს |
Posted by: cheshire cat 8 Apr 2009, 19:50 |
რთული პიპა ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის. ე.ი ვიყიდი იმ თუჯის ფორმას. და დავამუღამებ კეკსებს. |
Posted by: rtuli 9 Apr 2009, 12:34 |
ვაშლის და მოცვის ნამცხვარი 3 ცალი კვერცხი 2 ჩ.ჭ შაქარი 0,5 ჩ.ჭ არაჯანი 150-200 გრ. მაიონეზი 1,5ჩ.ჭ ფქვილი ვაშლი 2 ცალი(თუ მარტო ვაშლით გააკეთებთ მაშინ 5-6 ცალი ვაშლი ,რბილი ჯიშის. მე ბროცკი ვიხმარე) 1 ჩ.კ. სოდა+ძმრით მოცვი 300 გრ.(ეს უკვე იმპროვიზირებულია) მოვამზადოთ კვერცხის გულებით და 1 ჩ.ჭ შაქრით გოგლი-მოგლი და დავამატოდ არაჯანი,მაიონეზი,სოდა-ძმრით და ფქვილი. კარგათ აურიოთ და ცომი გადავიტანოთ ყალიბში. გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე 10-15 წუთი,ოდნავ უნდა მიიღოს ყვითელი ფერი ცომმა. დავალაგოთ ცომის ზემოდან თხლად დაჭრილი ვაშლების ნაჭრები და მოცვი მოვაყაროთ (თუ გვაქვს). გავთქვიფოთ 3 კვერცხის ცილა+1 ჩ.ჭ შაქართან ერთად,ანუ ამოვიყვანოთ კარგი ბეზე. გადაუსვათ ხილს ბეზედა სევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად,სანამ ბეზე ცოტათი არშეყვითლდება. გამოვიღოთ,შევაგრილოთ და მივირთვათ. http://www.radikal.ru |
Posted by: Natia_N_N 9 Apr 2009, 12:57 |
ვაიმე რთული დეიდა გამაგიჟებთ ტქვენ რა. დამპატიჟეთ მაინც ერთხელ, ნერწყვებს რომ მადენინებთ 2 წელია. ყვავილებით მოვალ და ჩემი კოვზით |
Posted by: Unfinished_Sympathy 9 Apr 2009, 16:45 |
---------------------------------- |
Posted by: rtuli 9 Apr 2009, 17:59 | ||||
Unfinished_Sympathy
კარგი ბეზე რომამოიყვანო: 1. უნდა ცივი ცილა გათქვიფო ოდნავ მარილის დამატებით,ისე რომ ,ღრუბელივით იყოს. 2. შაქარი უნდა შეათქვიფო თითო სუფრის კოვზის დამატებით,ანუ 1 ს.კ. შაქარი თქვიფე 2-3 წუთი და ისევ 1ს.კ.შაქარი და ა.შ. 3. საქართველოში საშინელი შაქარი იყიდება აგარის!არვიცი რისი ბრალია მაგრამ,ხრეშს უფრო გავს და არდნება,ეს რა უბედურებაა! ამიტომ მე ყოველტვის ვეძებ წმინდა შაქარს,ბელორუსიიდან შემოაქვთ და ბრაზილიიდან. გამოსავალი არსებობს სხვაც,იყიდო აგაის ,,ხრეში,,, საფქვავში პუდრად აქციო და ისე ამოიყვანო ბეზე. ცადე გამოგივა
ორიგინალში ეს ნამცხვარი ვაშლით უნდა ყოფილიყო მაგრამ ,მე მჟავე ხილი მომწონს ნამცხვრებში და მოცვი დავამატე. ტკბილი ბეზე სიმჟავეს ითხოვდა. ცადე გარგარით,არიქნება ურიგო! მე ასეთ სტილში გარგარის ნამცხვარი მაქვს გაკეთეული ოღონდ,ცომი ხაჭოთი კეთდება. გემრიელი გამოდის! ******************************************************** Natia_N_N Posted on 9 Apr 2009, 12:57 ვაიმე რთული დეიდა გამაგიჟებთ ტქვენ რა. დამპატიჟეთ მაინც ერთხელ, ნერწყვებს რომ მადენინებთ 2 წელია. ყვავილებით მოვალ და ჩემი კოვზით მობრძანდი,შენი დიდი კოვზით |
Posted by: cheshire cat 9 Apr 2009, 18:04 |
ბეზე მეც მაინტერესებდა. მაგ ნამცხვარს ვცდი. ოღონდ ანტონოვკით. მგონი ჯემითაც არაუშავდესუნდა,მომჟავო ჯემით. ან მურაბიოთ. თუ არა? მალინა მაქვს და ჭანჭურის ჯემი მიფუჭდება. ახლა შევაგდე დუხოვკაში სტაფილოს პეჩენია. თუ ივარგებს დავდებ რეცეპტსაც. ძალინ მაინტერესებ რა გამოვა. |
Posted by: Unfinished_Sympathy 9 Apr 2009, 18:09 |
rtuli ბეზე გავაკეთე გამომივიდა, ძაან მაგარია , გადმოვატრიალე და არც კი გაინძრა აგარიისაა თუ სხვა შაქარია არ ვიცი, ჩვენ მაღაზიაშI რაც შემოაქვთ იმას ვყიდულობ, არ არის დიდი ხრეში, მაგრამ არც ძალიან წვრილია, რავი კარგად აითქვიფა. ახხლა უკვე დგას ხილით და ბეზეთი და 15-20 წთ.-ში მზად იქნება სურათს აუცილებლად დავდებ |
Posted by: cheshire cat 9 Apr 2009, 18:16 |
ვაიმე ჩემი ფორმირებული პეჩენიები ერთგვაროვან მასად გადაიქცა და გაიდღლიზამთელტაფაზე. ესეიგი ფირფიტას მივიღებ. იმედია გემომაინც ივარგებს,. რა უცნაურია. პეჩენიები დნება ხოლმე? |
Posted by: rtuli 9 Apr 2009, 18:18 | ||||
Unfinished_Sympathy
იმედია ჩემი შვილივით ცხელი ნამცხვარი არგიყვარს cheshire cat
რულეტი გამოაცხვე ჯემით |
Posted by: Unfinished_Sympathy 9 Apr 2009, 19:02 |
არაფერიც არ გამოვიდა ეტყობა ჟაროვნაზე უნდა დამესხა ცომი და არა ტორტის პატარა ქვაბში, და კიდე ცოტა მეტი ფქვილი მექნა ცომი იგივე დარჩა, ბეზე კი გამოცხვა. არაუშავს, შემდეგში უკვე მეცოდინება და უკეთ გავაკეთებ. |
Posted by: rtuli 9 Apr 2009, 19:19 |
Unfinished_Sympathy ვაშლის და მოცვის ნამცხვარი ამის ცომი არგამოგივიდა? მე ყალიბში გამოვაცხე ტორტის. ხილი გამომცხვარს დააყარე ?თუ ცომს? რეცეპტი გადავიკითხე და მეგონა რომ,მიხვედრილად დავწერე რომ,გამოცხვება და შეყვითლდება ცომი მერე ხილს ვაყრით და ბეზეს უსმევთ. მაპატიე ჩემი ბრალია |
Posted by: Unfinished_Sympathy 9 Apr 2009, 19:30 |
rtuli ყალიბი რა არის? ვიფიქრე ტორტის გამოსაცხობი ქვაბის მაგვარი რაღაც იყო და მაგაში ჩავასხი ცომი. ცომი ოდნავ რომ გამოსაცხობი დარჩა (გარედან ასე ჩანდა იმიტომ რომ გვერდები კარგად დაბრაწული, მოყავისფრო ქონდა, შუაში კი ცოტათი იყო თხელი) მაშინ მოვაყარე ხილი , მოვასხი ათქვეფილი ბეზე და შევდე გამოსაცხობად. თურმე ცომი შიგნით არ ყოფილა გამომცხვარი. ალბათ მაინც მაგ ფორმის ბრალი იყო, ჟაროვნაზე რომ დამესხა, კარგად გამოცხვებოდა არაუშავს ნა აშიბკახ უჩატსა ხო , მართლა, დაბალ ცეცხლზე ვაკეთებდი და არა მგონია ცეცხლის ბრალი იყოს. |
Posted by: rtuli 9 Apr 2009, 19:35 | ||
Unfinished_Sympathy
ტორტის ფორმაა.ჯარონაზე ძალიან თხელი გამოგივა. იცი ყველა ღუმელი ერთნაირ ტემპერატურას არიჭერს და მომავალში ხელი დაადე ცომს,თუ თხელია დააცადე გამოცხობა და დანარჩენი კი იცი როგორ დაამთავრო. |
Posted by: Unfinished_Sympathy 9 Apr 2009, 19:40 | ||||
rtuli
აა, ესე იგი სწორად გამიკეთებია და უბრალოდ გამოცხობა დააკლდა
კარგი აწი მასე გავაკეთებ , დიდი მადლობა |
Posted by: Darlunia 10 Apr 2009, 16:30 |
rtuli გამაფქვიერებელი რა არის, მგონი დროჟს არ უნდა გულისხმობდე? ეგრე ჰქვია? როგორ იყიდება? უგემრიელესი ჩანს ეგ ნამცხვარი, აუცილებლად გავაკეთებ მარხვა რომ დამთავრდება. ეხლა არაფერი მინდა ნამდვილად, მაგრამ ავცუნტრუკდი ამ სურათს რომ ვუყურებ, მითუმეტეს შოკოლადი ჩემი სისუსტეა. |
Posted by: pipa 10 Apr 2009, 16:33 | ||||
Darlunia
სოდის+ძმრის ეფექტია
არა, ეგ სხვა რამისთვის გამოიყენება |
Posted by: Dancer 10 Apr 2009, 16:34 |
სამარხვო ნამცხვარი ფორთოხლით 1 ცალი დიდი ფორთოხალი კარგად გარეცხეთ და ადუღებულ წყალში ჩააგდეთ 5-10 წთ. შემდეგ კანიანად დააბლენდერეთ. თუ კურკიანი ფორთოხალია, კურკები გამოაცალეთ. გაალღვეთ 100 გრ მარგარინი და ჩაასხით თასში, დაამატეთ დაბლენდერებული ფორთოხალი, 200 გრ შაქარი, ვანილი, დანის წვერით მარილი სოდა-ძმრით 100 გრ ზეთი ფქვილი იმდენი რომ საშუალო სისქის ცომი გამოვიდეს ჟარუნას კარგად წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და ისე დადეთ ცომი. ხელით ან კოვზით გადაასწორეთ. გამოაცხვეთ საშუალო ცეცხლზე და რომ გაცივდება მოასხით შოკოლადის გლაზური. http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 11 Apr 2009, 18:33 |
ღვინის კეკსი 3/4 ჩ.ჭ მშრალი თეთრი ღვინო 2 ცალი კვერცხი 190 გრ. კარაქი 3/4 ჩ.ჭ შაქარი 1,5 ჩ.ჭ ფქვილი ვანილი 1/8 ჩ.კ მარილი 1 ლიმონის ცედრა 2ჩ.კ გამაფხვიერებელი(რაზრეხლიტელი) 2 ჩ.ჭ კურკა გამოცლილი ყურძენი+1 ს.კ. ფქვილში ამოვლებული მოსაყრელად: 2 ს.კ გაყინული და გახეხილი კარაქი(50 გრ.) 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი გავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შაქარი,კარგათ. შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები. დავამატოდ ვანილი,ლიმონის ცედრა და მარილი. დავაცრად ნაწილი ფქვილი+გამაფხვიერებელი,ამოურიოთ და დავასხათ ღვინის ნახევარი რაოდენობა,ამოურიოთ. ისევ ფქვილის ნაწილი დავაცრად და დავასხათ ღვინის დანარჩენი ნაწილი,კარგად ამოურიოთ და ჩავასხათ ცომი ყალიბში. ზემოდან დავალაგოთ ყურძნის ნაჭრები და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში,გამოვიღოთ,მოვაყაროთ გაყინული კარაქი შაქარ არეული და განვაგრძოთ ცხობა 15-20 წუთის განმავლობაში.ხის ჩხირით გაუსინჯეთ მზადყოფნა. გაციებულს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.შესაძლებელია გათქვეფილ ნაღებთან ერთად მირთმევა! http://www.radikal.ru |
Posted by: cheshire cat 11 Apr 2009, 20:48 |
ძალიან გემრიელი კეკქსი გამოვაცხვე. შოკოლადის. ნახ.ჭ.რძეში+ერთი ჭ.შაქარი და 4კოვზი კაკაო. შევდგამთ დაბალ ცეცხლზე და ვურევთ. შაქარი რომ გადნება+200 გრ.კარაქი. ესეც უნდა ჩადნეს. არ უნდა ადუღდეს. მერე ვაცივებთ. ამასობაში 4 კვერცხს ავთქვიფავთ ჩანგლით და 2 ჭ.ფქვილს გავცრით,შიგვე ჩავაცრით გამაფხვიერებლეს.მე ეს არ მქქონდა და სოდა და ლიმონმჟავა ავურიე ნახ-ნახევარი. მერე შეცივებულ შოკოლადის მასაში + კვერცხი და + ფქვილი, ისევ ჩაცრით. აურევთ და დაამატებთ ვანილს და რასაც გინდათ შიგთავსად იმას. შეიძლება კაკალი, თხილეული, ჩირეული, ალუბალიც კი. ცხიმწასმულ ფორმაში ცხვება 1 სთ.დაახლ. ფორმაშივე ცივდება. ძალიან გემრიელი,მკვრივი,მსუყე კექსია. ზევიდანაც პამატკა შეიძლება. სურათს სამწუხაროდ ვერ ვდებ. ადვილი და გემრიელია. |
Posted by: Unfinished_Sympathy 11 Apr 2009, 21:23 | ||
rtuli
ვაიმე, ეს ახლა წავიკითხე მე ნახევრად უმს მოვაყარე ცომი და ბეზეც მასე წავუსვი. რას ამბობთ, თქვენი რა ბრალია მე მეგონა ასე და მაგიტომაც არ გამომივიდა არაუშავს, ხვალ ფანტის ნამცხვრის გაკეთებას ვაპირებ და ეგ კი, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად გამომივა |
Posted by: BEKO 11 Apr 2009, 21:59 | ||
5 კვერცხის გული უნდა თუ ცილა? გულისგან ბეზე როგორ გავაკეთო? |
Posted by: rtuli 11 Apr 2009, 22:05 | ||
BEKO
ვაიმე შემეშალა ავტომატურად მაგრამ,რაც მთავარია ბეზე დავწერე და ...... მოამზადე ეგ ნამცხვარი და ყმაყოფილი დარჩები! ოღონდ ცილით პ.ს. მოდერატორს ვთხოვ შემისწოროს შეცდომა |
Posted by: dali19 12 Apr 2009, 16:06 |
rtuli პირველ რიგში გილოცავ ბზობის დღესასწაულს. ქოქოსის ტრიუფელის ნამცხვარი ისე გამოიყურება თითქოს ბისკვიტის ორი ფენაა, ყავისფერი და თეთრი, რეცეპტში კი მხოლოდ ერთ ფენაზეა ლაპარაკი, გთხოვ ცოტა დაწვრილებით აღწერე თუ არ შეწუხდები. წინასწარ გმადლობ. |
Posted by: rtuli 12 Apr 2009, 21:49 | ||||
dali19
გაიხარე,შენც მრავალ ბზობას დაგასწროს ღმერთმა!
თეთრი ფენა ქოქოსის ბეზეს ფენაა. მეორე ფენა ყავისფერი,არის შოკოლადის ნაღების კრემი . ზემოდან კაკაო უნდა მოეყაროს და ამით დასრულდება ეს ნამცხვარი. დანარჩენი უბრალოდ დეკორაციაა,ანუ თეთრი გათქვეფილი ნაღები გადაუსვი და როცა კაკაოსთან აირია მიიღო მარმარილოს უზორი. ზემოდან მოვახეხე თეთრი შოკოლადი |
Posted by: Angelopulosi 13 Apr 2009, 10:56 |
rtuli ალუბლიანი შოკოლადის ნამცხვირს რეცეპტი დადე რა.. |
Posted by: pipa 13 Apr 2009, 11:40 |
გარგრის ნამცხვარი 3 კვერცხი 1 ჭიქა (200გრ) შაქარი 100 გრ კარაქი 100 მლ. არაჟანი+100მლ მაწონი 2 ჭიქა ფქვილი 1 შეკვრა ვანილის პუდინგი გამაფხვიერებელი ვანილი 2 ქილა (400 გრ) დაკონსერვებული გარგრის კომპოტი პატარა ქვაბში ჩაასხი, დაუმატე ვანილი და ცოტა ხანი ცეცხლზე გქონდეს. გააციე. კვერცხი ათქვიფე შაქართან ერთად, დაამატე ვანილი, რბილი კარაქი, არაჟანი+მაწონი. Fქვილი გაცერი, გაცერი პუდინგის ფხვნილი და გამაფხვიერებელი, აურიე ფქვილთან და დაამატე მასას.ცომი გამოდის წელვადი, ალადის სქელი ცომივით. ფორმას წაუსვი კარაქი, დაალაგე უკუღმა გარგრები(მარტო გარგარი, წველი გადაასხი) ანუ ანუ მრგვალი პირით ფორმაზე, დაასხი ცომი და გამოაცხვე ასე 35-40 წუთი 180 გრადუსზე. რომ გამოცხვება გაციებისას გადმოატრიალე. თუ დაგეზარება ჯერ ცომი ჩაასხი და ზემოდან დააკოსე გარგრები |
Posted by: Armonida 13 Apr 2009, 13:09 |
გოგოებო აი დოუნათები როგორ კეთდება ხო არ იცით? ცომი როგორ კეთდება? რაღაც სხვანაირი ცომია მგონი ხო? |
Posted by: pipa 13 Apr 2009, 13:41 |
Armonida Донатс (американские пышки) На 8-12 штук: 20 г дрожжей 1 ч.л. сахара 400 г муки 2 ч.л. соли 50 г сливочного масла мак (кунжут, тмин) Эти булочки очень удобно и вкусно использовать как основу для гамбургеров, сэндвичей. Я люблю горячую булочку разрезать горизонтально пополам, класть туда сыр (чтобы расплавился), соус, мясные продукты и т.д. и т.п. 1. Развести дрожжи в 250 мл теплой воды, добавить сахар, масло (размягченное), просеянную муку и соль. 2. Вымесить тесто и дать ему хорошо подняться (примерно 40 мин-1 час) 3. Разделить тесто на 8-12 частей. Скатать каждую в шарик и слегка приплюснуть. В середине шарика сделать вмятину пальцем или ручкой ножа (но не насквозь, чтобы не получился бублик 4. Вскипятить воду и оварить булочки в течение 1 мин. Слегка остудить и обмакнуть в мак (тмин, кунжут) стороной с вмятиной 5. Выложить подготовленные пышки на смазанный маслом противень и запекать 20-25 мин при 200-225 гр С |
Posted by: rtuli 13 Apr 2009, 13:44 | ||
pipa
ეს სხვა ტიპის დონატებია,მე მგონნი ტკბილ დონატებს გულისხმობსArmonida |
Posted by: Armonida 13 Apr 2009, 13:49 |
pipa მადლობა rtuli იცი რომელს ვგულისხმობ? აი შიგთავსებით რომ არის კრემებით, ხილფაფებით რავიცი. |
Posted by: pipa 13 Apr 2009, 13:50 | ||
rtuli
ტკბილი არ ვიცი, მაგრამ ტკბილის ცომიც ალბათ მდუღარეში უნდა ჩააგდოს |
Posted by: rtuli 13 Apr 2009, 13:53 | ||||
pipa
არა ,ეს ბეიგალების რეცეპტი დაგიდია
სადღაც მიწერია ვნახავ |
Posted by: pipa 13 Apr 2009, 13:56 |
50. Донатс - пышки по-американски Ингредиенты: - жир - 2 ч.л. - сахар - 1 стакан - яйцо - 1 шт. - мука – 250 г - дрожжи - 2 ч. л. - мускатный орех (тертый) - 1/2 ч. л. - молоко - 1/2 стакана - корица - 1 ч. л. Приготовление Жир смешать с половиной указанного количества сахара, добавить яйцо, муку. Дрожжи, соль и мускатный орех. Постепенно вливая молоко, замесить тесто. Месить до тех пор, пока оно не начнет отставать от доски, после чего раскатать его в пласт толщиной в палец. Из теста вырезать блюдцем большие круги и в середине каждого стаканом вырезать дырку. Запечь в сильно разогретом жире. Готовые оладьи выложить на пергаментную бумагу и сверху посыпать остатками сахара, смешанного с корицей. http://www.recipegoldmine.com/breakdonut/breakdonut.html ა, ბატონო http://recipes.lovetoknow.com/wiki/Category:Donut_Recipes http://allrecipes.com/Recipe/Berry-Filled-Doughnuts/Detail.aspx |
Posted by: iveroni 13 Apr 2009, 22:16 |
არსებობს ასეთი რამ: ფხვნილის წყალს დაასხავ მიქსერით აურევ და კრემია უკვე. გაგიგიათ ასეთი ფხვნილი "Ovalette" ქვია ესეც საიტი http://www.katsan.com.tr/en/index.asp |
Posted by: WOMAN IN LOVE 13 Apr 2009, 22:20 |
iveroni კი, ჩვენი კულინარები ძირათადად დიანას ფხვნილს ხმარობენ. თემა უერთდება საკონდიტრო ნაწარმს. |
Posted by: iveroni 13 Apr 2009, 22:33 | ||
WOMAN IN LOVE
რა მაინტერესებს ოვალეტე არ ჯობია დიანას? მე ვიცი რო უფრო მეტ წყალს ისხავს და პლიუს ამას სამარხვოა |
Posted by: nanana 13 Apr 2009, 22:40 |
მე კიდე ვიცი რომ უგემურია ნებისმიერი ნაღების ფხვნილი. საკონტიტროებში იმიტომ არ ვყიდულობ ნამცხვრებს. |
Posted by: rtuli 13 Apr 2009, 22:45 | ||||
nanana
+1 * * * Angelopulosi
რომელი აი ეს ერთი ნახე გემრიელი გამოდის Вишнево-шоколадный (кекс\пирог\торт) 4 яйца 1/4 ст.ванильного саxара 1/2 ст.саxара 200 г масла комнатной температуры 200 г растопленного горького шоколада 2+1/4 ст самов.муки(я брала обычную +1 пакетик(10 г разрыxлителя)) 1 бан.вишневого компота(680 мл брутто-350 г нетто(вишни без косточек)) 3 ст.ложки бренди 1.Вишню вместе с жидкостью кладем/наливаем в кастрюлю.Доводим до кипения и варим на среднем огне 10 мин .Oxлаждаем до комнатной температуры 2.Взбить яйца с саxаром-3 мин. 3.Добавить масло и шоколад.Взбивать еше 2 мин. 4.Добавить муку и перемешать.(Шеф-повар дает классный совет...Оказывается муку надо только перемешать и главное недолго...,тогда кексы или пироги получаются более воздушными.) 5.В ручную добавить вишню,вишневый сироп и бренди. 6.Вылить в форму-26 см и выпекать 50 мин при температуре 180 г(дуxовка,естественно,заранее нагрета) 7.Дать полностью остыть. |
Posted by: Angelopulosi 14 Apr 2009, 10:36 | ||
rtuli
დღეს გავაკეთეში რო სურათი დადე, ისე გამოიყურება, ეკრანი შემომეჭამა |
Posted by: rtuli 14 Apr 2009, 11:42 | ||||
Angelopulosi
სკლეროზ ,გვერდი დამიწერე რომელია და ვნახავ.
ასე ვარ მეც,ინტერნეტში როცა ვეძებ რამეს იმწუთას მინდება გაკეთება. ღამის 1 საათზე გამომიცხვია შოკოლადის ნამცხვარი და დილისთვის რომ გაუჯდებოდა ყველა არომატი........ ნუ დიდი ჭიქით ყავა+ ერთი ნაჭერი შოკოლადის ნამცხვრის = რაისკოე ნასლაჯდენიე |
Posted by: Peppi 14 Apr 2009, 13:13 |
"მთვრალი ალუბალი" საჭიროა: 1. ტორტის ერთი ბისკვიტი; 2. დაკურკული და სპირტში გამოყვანილი ალუბალი; 3. მოხარშული კრემი; 4. შოკოლადის გლაზური. მომზადების წესი: 1. აცხობთ ან ყიდულობთ ტორტის ბისკვიტს - სასურველი ზომისას. ჭრით შუაზე და "გამოქუთნით", ანუ გამოუღებთ შიგთავს ორივე ნაწილს, ისე, რომ გარეთა ფორმა, ქერქი არ დაუზიანდეს. 2. ალუბალს ამზადებთ 2-3 დღით ადრე მაინც ვიდრე ტორტის აწყომას დაიწყებთ. ახალ ალუბალს აცლით კურკას, ან ხსნით ზამთრისთვის შენახულ "ბანკას", წურავთ ზედმეტი წყლისგან და ასხამთ რაიმე უფრო დახვეწილი ხარისხისა და გემოს კონიაკს; 3. მოამზადეთ მოხარშული კრემი ჩვეულებრივი წესით. მართალი გითხრათ, მე ყავისფერი შაქრით ჩავანაცვლე თეთრი შაქარი და ფერი თავიდანვე ყავისფერი ქონდა, ნუ გემოც თავისთავად უმფო კარამელ-გარეულის მაგვარი; შეგიძლიათ შეურიოთ კარაქიც და გრუშონიც. აქ მოხარშული კრემი ვარიაციებს იტანს უდავოდ; 4. შოკოლადის გლაზური - საჭიროა ორი სახის, ერთი მარტივი - შიგ კრემში ასარევად, ანუ სისქეს და ფერს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და მეორე, ზემოდან მოსარტავად; გარეთა "პომადკისათვის" გამოვიყენე - 400 გრ. კაკაოს ფხვნილი (ძალიან მწარე და კარგი ხარისხის), დავუმატე ყავისფერი შაქარი (ეს სიტკბოს მიხედვით), "გრუშონკა" 100 გრ დახლოებით, ვანილი ერთი ღეროს გული, რძე - სადღაც 50 გრ. ეს მალე რომ გახსნილიტო კაკაო და არ მიმწვარიყო ქვაბზე. მუდმივად ვურევდი და დუღIლისკენ რომ წავიდა გამოვრთე. გაცივებული იყო ისეთი ფორმის როგორსაც დასვამდი. თან 3-4 დღე იყო რბილი და გემრიელი, უუუგემრიელესი. ეხლა აწყობა: საერთოდ საბოლოო მოხმარებამდე მისაყვენად ჭირდება 4-5 დღე. ანუ, 3 დღე დაახლოებით "ალუბლის გამოსაყვანად და შემდეგ ტორტის გასაცივებლად კიდევ 2 დღე. კრემში აურევთ გამოქუთნულ ბისკვიტს, შოკოლადის გლაზურს და ალუბალს. ამ მასით გამოტენით ტორტის ორივე ნახევარს და დაადებთ ერტმანეთზე. ან ასევე გააცივებთ და შოგოლადის გლაზურს მერე წაუსმევთ, ან პირდაპირ წაუსვით და ისე გააცივეთ. ტორტის მასა გაჭრის შემდეგ გამოდის ერთიანი მასა, რაღაც ნაყინის მაგვარი პ.ს. "დღეს გავაკეთეში" რომ სურათია - იქ "გაუყინავია", ვერ მოვითმინე დავაგემოვნე - მერე იქნებ ვერც მოვასწრო-თქო |
Posted by: pipa 14 Apr 2009, 13:17 | ||
Peppi
რა ნებისყოფა გაქვს respect!!! |
Posted by: annak 14 Apr 2009, 13:34 | ||
Peppi
პრინციპში, ადვილი გასაკეთებელია, ადრე ლოდინი არ შემეძლო "როდის დათვრებოდნენ ალუბლები" და ეხლა უკვე ნამდვილად მეყოფა მოთმინება. |
Posted by: natka-q 15 Apr 2009, 12:02 | ||
ეს რაა? ალბათ, ძალიან გემრიელი რაღაც იქნება |
Posted by: nanana 15 Apr 2009, 15:12 |
natka-q შესქელებული რძე, ანუ რუსულად - სგუშონოე მალაკო |
Posted by: Peppi 15 Apr 2009, 15:31 | ||
nanana
ნამდვილად . . ძალიან კუთხური გამოვიყენე . . სირცხვილი და თავის "მოჭრა" მეე |
Posted by: miau 15 Apr 2009, 17:10 |
Peppi ალუბლების დათრობა არ ვიცი მე და მთვრაკლი კი არა, გაგლეჯილი მთვრალი ატამი მაქვს ზაფხულიდან შემონახული. აი, იმითი ვცდი ამ ნამცხვრის მომზადებას |
Posted by: nanana 15 Apr 2009, 19:46 |
Peppi ნეტა შენ |
Posted by: mainc 15 Apr 2009, 23:50 |
რა მადის აღმძვრელია ეს მთვრალი ალუბალიი მარა 2 დღე გაცივებას რატომ სჭირდება ეგ ტეხს 4-5 დღე სული წამივა სანამ ამ გემრიელობას დავლოდები : D რომ გავაკეთებ ერთი სული მაქვს ხოლმე დავაგემოვნო :სჰყ: |
Posted by: natka-q 16 Apr 2009, 10:34 |
Peppi მაპატიე, ვერ მივხვდი, რომ შეცდომით აკრიფე არასწორად. როცა სწრაფად მინდა რაღAცა ვწერო, იმდენ შეცდომებს ვუშვებ, კაცი გადაირევა. ნეტა ვინმე გამომიცხობდეს ამ "ლოთ" ალუბალს |
Posted by: Peppi 16 Apr 2009, 10:44 | ||||
natka-q რა გაქ საპატიებელი
დილით მაგარი დადებითი მუხტი მივიღე პ.ს. ხომ-და OFF რომ არ გამოვიდეს, გაგიმხელთ, რომ დღეს "ჩეხური ბაქლავის" თუ შტრუდელის ხაჭოიანი ვარიანტის გაკეთებას ვაპირებ, ვნახოთ რა გამოვა miau
ოო, საინტერესოა ნამდვილად, გემრიელი უნდა გამოვიდეს ძალიან . . ისე, ატამს ალბათ თეთრი კრემი უფრო მოუხდება, შოკოლადის გლაზურის გარეშე და გარედანაც თეთრი შოკოლადი ან ნაღების კრემი? მოკლედ, შავმა შოკოლადმა რომ არ "შეჭამოს" ატმის არომატი, არ ვიცი არ ვიცი არ ვარ მე ატმის "სპეციალისტი" |
Posted by: queen4 16 Apr 2009, 11:17 | ||
rtuli
რძის ფხვნილს წყალი არ უნდა ??? |
Posted by: natka-q 16 Apr 2009, 11:17 |
Peppi აქ ყველანი ასეთი კარგი ტიპები რატომ ხართ? ოცნება მაქვს ასეთი, ყველასი, თქვენი, გაკეთებულ-გამომცხვარი ნამცხვრების თითო თითო ნაჭერი მაინც მედოს ეხლა წინ. აუუუ, რა მაგარი იქნებააააა. ხოოდა, რადგან ამ ოცნებას განხორციელება არ უწერია, ჩემდა საუბედუროდ, ჩემს თავს თვითონვე უნდა მივხედო და კექსი მაინც გამოვუცხო. |
Posted by: rtuli 16 Apr 2009, 11:23 | ||||
queen4
არუნდა,ასეთი რეცეპტია,თან გამოცდილი natka-q
ამდენი ნამცხვარი ერთდროულად რომ შეჭამო,მგონი მერე მთელი ცხოვრება ანტირეაქცია გექნება ნამცხვრებზე |
Posted by: natka-q 16 Apr 2009, 11:41 | ||
მთლიან ნაჭრებს თუ არა, თითო-თითო ლუკმას მაინც ჩავკბიჩავ. |
Posted by: annak 16 Apr 2009, 11:57 | ||
natka-q
გამახსენდა 1 ანეგდოტი ამაზე. ნელნელა ცხობა ისწავლე და როცა ყველაფერს თუ არა ბევრს შენთვითონვე გააკეთებ სულ სხვა გემო ექნება ყველაფერს. ჭამაზე არანააკლები სიამოვნებაა შენთვითონვე რომ აკეთებ. |
Posted by: queen4 16 Apr 2009, 18:12 |
rtuli ყველაფერი ეგრე გავაკეთე მაგრამ ვერ გადავახვიე ვერანაირად :| ზედმეტად ვაცხვე ხო ?? :| |
Posted by: rtuli 16 Apr 2009, 18:18 | ||
queen4
გენაცვალე სპიჩკით ისინჯება,თუ არყვება ცომი ესეიგი მზადარის. გადააფარე ცხელსვე ტილო და გადაახვიე. როცა გაცივდება ისევ გაშალე,რამდენზეც გაიშლება ,მოაცალე ტილო,წაუსვი ჯემი ან კრემი და ისევ გადაახვიე ეხლა მხოლოდ შუაზე გაჭერი,წაუსვი ჯემი დაადე მეორე ნაწილი და მოაყარე პუდრი,დაჭერი,გამოგივა ნამცხვარი |
Posted by: queen4 16 Apr 2009, 18:29 | ||||
rtuli
ეგ კი ვიცოდი, მაგრამ სიმართლე გითხრა დამავიწყდა ღუმელში რომ მქონდა შედებული და ძალიან გაფიჩხინდა
სამფენიანი გამომივიდა მერე სამი კვერცხისგან კიდევ გავაკეთე 1 ფენა და უი რა მინდა, ვაშლის პეროგის ჩვეულებრივი რეცეპტი ვიცი (მაწვნებით), მამაჩემს კიდევ ძალიან უყვარს მე მომბეზრდა 1 და იმავეს კეთება რამე ცოტა სხვანაირად არ იცი ??? |
Posted by: rtuli 16 Apr 2009, 18:38 | ||||||
queen4
გოგო ,შენც ჩემსავით დაბერდი ,მაგრამ სკლეროზი ჯერ არდამტაკებია
ეტყობა ,მამაშენი გყავს დეგუსტატორად! ერთხელ ჩემმა უმცროსმა დამ ფენოვანი გამოუცხო(ძალიან უყვარდა),აქო ადიდა მამამ. მერე მე რომ ჩავედი ჩუმათ გამიმხილა,ეს რა პადოში მაჭამაო ეხლა კი მაგრად აცხობს,დაიხვეწა თუ არ გააკეთებ, ვერასოდეს ისწავლი
შარლოტკა მოუმზადე. ეხლავე ვნახხავ რომელ რვეულში მიწერია. პეჩენიით ცხვება,ძალიან საინტერესოა და ჩვენ მოგვწონს. |
Posted by: queen4 16 Apr 2009, 18:45 | ||||
rtuli არა რა რომ ვამბობ ვბერდებითქო არ მიჯერებენ
ხოდა მაგიტომ ვუკეთებ ნაირნაირ ნამცხვრებს
მინდა მინდა |
Posted by: rtuli 16 Apr 2009, 18:52 |
შარლოტკა 3 ცალი კვერცხი 50 გრ. შაქარი 100გრ. კარაქი(ორთქლზე დაადნე) 6-7 ცალი პეჩენია (ტიპა საიუბელეო )დაფხვენი(შიგნით ნატეხები რომ იყოს პატარები უკეთესია) 2 ცალი დიდი ვაშლი ანტონოვკა(ან სხვა რბილი ჯიშის) 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 150 გრ. ფქვილი გათქვიფე კვერცხები+შაქარი,შეათქვიფე კარაქი. დაამატე პეჩენიები,1 ვაშლი კუბიკებად დაჭერი და ჩაყარე,რაზრიხლიტელი და ფქვილი დააცერი,გადაურიე მასას და მოათავსე ცხიმწასმულ,ფქვილ მოყრილ(ან საფანელი) ყალიბში. მეორე ვაშლი მოგრძო ნაჭრებად დაჭერი და დაალაგე ნამცხვრის ზემოდან. გამოაცხვე 200 გრადუსზე,მზადყოფნამდე. ზემოდან პუდრი მოაყარე. |
Posted by: faustina 17 Apr 2009, 14:17 |
გოგოებო ტირამისუს რეცეპტი ხომ არ იციტ ვინმემ ??? ინტერნეტიდან ამოვიგე და სასჰინელი კრემი გამომივიდა ტქვენი გამოცდილებიდან მაინტერესებს, რომელი რცეპტით აკეთებთ ??? |
Posted by: Peppi 17 Apr 2009, 16:16 | ||||
faustina
მასკარპონეთი არ გააკეთე? ბისკვიტის მასა - იყიდე პეჩენია "ქალის თითები" , მოამზადე ესპრესო ან მაგარი ყავა, დაამატე რაიმე ყავის ლიქიორი ან სპირტი. ამ სითხეში ამოავლე ეს პეVენიები, ოღონდ შაქრიანი მზრიდან, ადვილად მიხდები - ერთი მხარე უფრო თეთრი და პრიალაა, უნდა ჩააწო 1-2 წამით, შემდეგ მოაფინო რაიმე ისეთ ჭურჩელში, რომლიტაც გააცივებ და სუფრაზე მიიტან. ამ პეჩენიის ერთი ფენით რომ გავსებ, მოასხი კრემი, რომელშიც შეგიძლია რაურიო რაიმე ხილი, მალინა მაგალითად, მერე ისევ წავა მეორე ფენა პეჩენიის და მერე ისევ კრემი, ბოლოს აუცილებლად უნდა მოაყარო ბლომად კაკაოს ფხვნილი, რომ დაფაროს მთლიანად ზედაპირი. ეხლა კრემი - მასკარპონე - ერთი ქილა, სადღაც 350 გრ, ნაჯები - იგივე რაოდენობით, მე "კრემ-ფრეშე-ს" ვხმარობ, ასევე შეგიძLია გაურიო ცოტა ყავაში გასარები რძე 50-70 გრ, 2 ცალი კვერცხი. მე ცალ-ცალკე ვთქვებ ყველაფერს, კვერცხი გულებს 1-2 სუფრის კოვზ შაქართან ერთან, ცილას ასევე 1-2 კოვზ შაქართან ერთან, მასკარპონეს, ნაღებს და მერე ვურევ ერთმანეთში. დაამატე ვანილი. ეს არის სულ. |
Posted by: dali19 18 Apr 2009, 05:21 |
rtuliპასკას ვაცხობ, მაგრამ ასეთი მძიმე ცომი არასდროს გამომსვლია, 5 საათია და კიდევ ველოდები აფუებას, არასოდეს არ მომსვლია ასემ რისი ბრალია ვერ გავიგე, ფქვილი ვიხმარე ფათოღლი, წინასწარ გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. |
Posted by: rtuli 18 Apr 2009, 11:03 | ||
dali19
იმდენი მიზეზია რომ არც ვიცი რა გითხრა,იქნებ უკვე ამოვიდა ცომი!? ზოგი ზელავს და მთელი ღამით დგავს ამოსასვლელად,ძირითადათ იმიტომ რომ,სახლსში ოთახის ტემპერატურა 20 გრადუსზე ნაკლებია(ანუ გრილა),რაც ცომის ამოსვლას ანელებს. |
Posted by: კორდელია 20 Apr 2009, 20:47 |
,,ქოქოსის ფანტელი" ბისკვიტისათვის: 5 კვერცხი. 2 ჭიქა შაქარი. 250 გრ. მაწონი. 1 კოვზი სოდა. 150 გრ. კარაქი ვანილი ფქვილი ბანანი ქოქოსის ფანტელი (მაღაზიებში იყიდება) კრემისათვის: 1 ლიტრი რძე. 7 კოვზი შაქარი. 7 კოვზი ფქვილი 200 გრ. კარაქი 1 თეთრი სგუშონი კვერცხი (გულიც და ცილაც) ავთქვიფოთ კარგად შაქართან ერთად. დავამატოთ მაწონი (მაწონში შევურიოთ წინასწარ 1 კოვზი სოდა), დავუმატოთ გამდნარი კარაქი და ვანილი. ფქვილი იმდენი გავუკეთოთ რომ მივიღთ არაჟნის სისქე მასა. გამოვაცხოთ 1 ფენა და გავჭრათ, ან 2 ნაწილად გავყთ და ცალცალკე გამოვაცხოთ. I ფენა დავნამოთ კარგად (ჩაი, შაქარი, კონიაკი) , წავუსვათ კრემი და მთლიანად დავფაროთ რგოლებად დაჭრილი ბანანით. II ფენაც დავნამოთ, წავუსვათ კრემი და მთლიან ნამცხვარს მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელი. ეგრევე შეახრამუნებთ ისეთი გემრიელი გამოდის.. |
Posted by: queen4 21 Apr 2009, 21:36 | ||
rtuli
ორთქლზე როგორ დავადნო ??? არ ავადუღო ??? |
Posted by: cheshire cat 21 Apr 2009, 21:52 |
ცეცხლგამძლე მომცრო ჭურჭელს ათავსებ ადუღებული წყლით სავსე დიდ ჭურჭელზე ორტQლი გაადნობს. პირდაპირ გაზზე რო შემოდგა მიიღებ ხავიწის მომწვარ კარაქს. |
Posted by: rtuli 21 Apr 2009, 21:53 | ||
queen4
ერთ ქვაბში ჩაასხავ წყალს აადუღებ და ზემოდან მოათავსებ მეორეს, ან ჯამს ,კარაქ ჩაგდებულს. ორთქლი გააცხელებს ზემოდან დადებულ ჭურჭელს და დაადნობს კარაქს |
Posted by: queen4 22 Apr 2009, 11:28 |
rtuli cheshire cat |
Posted by: Breaky 22 Apr 2009, 11:30 |
rtuli მე ყოველთვის უშუალოდ ალზე ავდნობ კარაქს და არც მიმწვარა და არაფერი, დნება ჩვეულებრივად. ორთქლზე გამდნარი რითი განსხვავდება? |
Posted by: rtuli 22 Apr 2009, 13:30 | ||
Breaky
კარაქს და მარგარინს მაინც აქვთ შენარევები,წყლის,რძის და ა.შ. როცა ტაფასი ადნობ მიწვის სასიშროებაა და კიდევ შეიძლება აგიდუღდეს ცხიმი(ამ დროსსტრუკტურას იცვლის). მერე ცომიც იცვლის სტრუკტურას . |
Posted by: Breaky 22 Apr 2009, 14:31 |
rtuli გასაგებია შეფ |
Posted by: auau 22 Apr 2009, 22:32 | ||
rtuli Breaky
რა გითხრა და მეც ცეცხლზე ვადნობ და არც არასოდეს გამფუჭებია. ეგ კი არა, აჭარაში რომ "დამწვარ კარაქს" ეძახიან, იმაზე ვგიჟდები |
Posted by: rtuli 22 Apr 2009, 23:28 | ||
auau
ალეგროსთან რომ გამასინჯეთ, კარაქი ცომის გულში რომ იყო ჩასხმული,გემრიელი იყო. |
Posted by: cheshire cat 23 Apr 2009, 10:29 |
ჩემი ბები აკეთებდა აჭარულ ფაფას - ხავიწი ქვია. შუაში მომწვარ კარაქს ასხამენ და ახალნამშობიარებ ქალებს აჭმევენ. მარტლა ძალიან გემრიელი რამაა. |
Posted by: Aushki 23 Apr 2009, 18:12 |
შევიძინე საცხობი რომელიც ძალიან მომწონს თავისი პატარა ნამცხვრუკებით რეცეპტი კი მოკვა მაგრამ რაღაც სისულელე ... იქნებ მირჩიოთ ეს ბისკვიტუშკები რომელი რეცეპტით გავაკეთო |
Posted by: WOMAN IN LOVE 23 Apr 2009, 18:50 |
Aushki რა საყვარელი ნამცხვრუნიებიაააა rtuliთუ ვერა, auauც თუ ვერა, ავგუსტიც თუ ვერა, ტოსკა მაინც დაგეხმარება, კულინარიის დოქტორები არიან ჰონორის კაუზა |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 23 Apr 2009, 19:07 |
რატომ ვერ ვპოსტავ კულინარიაში????????????????? ეხლა დაიპოსტა მსგავსი არაფერი მინახავს აუშკი სურათზე როგორც ვხედავ ფაფუკი ცომია თავისუფლად შეგიძლია ტორტის ჩვეულებრივი ცომით გააკეთო ოღონდ ეს ფორმა მთლიანად არ უნდა გაავსო ასევე კარგი იქნება ნებისმიერი კექსის თუნდაც ბრაუნების ცომიც რეცეპტები ამ თემის წინაბორბედში მრავლადაა |
Posted by: ucnobinacnobi 23 Apr 2009, 20:34 |
გამარჯობათ! ეს ჩემი პირველი პოსტა "კულინარიაში" აი რამ მომიყვანა აქ ახლახანს წავაწყდი ერთერთ უცხოურ რეცეპტების კატალოგს იგი განვიხილე აქ http://wish.ge/2009/04/კულინა |
Posted by: rtuli 23 Apr 2009, 20:39 | ||
Aushki
ვა, ეს რა საყვარელი ფორმაა ათასნაირად შეიძლება გამოყენება. როგორც ვხედავ გული ჩაღრმავებული გამოსდის,მშვენივრად წავა მინი ბისკვიტებისთვის (როგორც პომპადურ დემ აღნიშნა)და ჩაღრმავებები კი ნაზი კრემით ამოავსე და ხილით მორთე . ჩემი მოკლე ჭკვით ,ბისკვიტის ცომი იმდენი უნდა ჩაასხა რომ,მხოლოდ ჩაღრმავებულის ძირს აცდეს და ოდნავ დაფაროს,ამოსული ბისკვიტის მასა დანარჩენს შეავსებს. ასევე მშვენივრად გამოდგება ზაკუსკების შესადგენად,ანუ ტარტალეტკების ცომი იხმარუ არა ტკბილი და შეავსო ქათმის სალათით,კრაბის სალათით და ა.შ. მშვენიერი საფურშეტო ფორმაა. ცომის ვარიაციები მრავალია და ჩვენთან საკონდიტრო განყოფილებებში მოიძიე. თუ გაგიჩნდება შეკითხვები მოგვმართე. |
Posted by: Aushki 23 Apr 2009, 21:16 |
rtuli აუ რა მაგარი იდეა მომაწოდე სალათებით ამოვსებაზე მაგაზე არც კი მიფიქრია უნდა ვცადო არა ტკბილი ტარტალეტკის ცომი პროსტა უშაქროდ? მეც ვიფიქრე, ბისკვიტის ცომზე მაგრამ ეგ უფრო ფრეტენზიული მგონია ისედაც ეს პატარა ფორმები არ ჩამივარდესთქო.... თვითონ მოკვა შვედური ჩაის ნამცხვირს რეცეპტი მაგრამ ცოტა უცნაურია... ცომში თხევადი ყველი უნდა და არ ვიცი რა გამოვა. WOMAN IN LOVE მეც ისე მომეწონა მხოლოდ ფორმის გამო შევიძინე ... და რომ იცოდე რამდენი ხანი ველოდე ბარამმა სანამ მაღირსა )) POMPADOUR MADAM DE ბრაუნების ცომი რომ არ ვიცი როგორია? ახლოს ხომ არ გაქვს სადმე რეცეპტი... |
Posted by: rtuli 23 Apr 2009, 22:15 | ||
Aushki
აი ცომი ძალიან კარგი: ფქვილი-600 გრ. მარგარინი-400გრ. 1ჩ.ჭ-არაჯანი 2-კვერცხის გული დაკეპე ცივი მარგარინი და ფქვილი,მერე გაურიე კვერცხის გული და არაჯანი. მოზელილი ცომი მოატავსე ცელოფანში და მაცივარში გააჩერე 2-3 საათით. ჩადე ფორმებში პატარა გუნდები და ხელით დააჭირე ისე რომ ამოივსოს ჩაღრმავებული ადგილი და ზედაპირს ცოტა ასცდეს.გამოაცხვე და ჩაუდე გულსართი სალათები,პაშტეტები და ა.შ. ისე ეს დიდი პორციაა ცომის და შენ მეოთხედი ცადე და მერე მიხვდები რამდენი გამოგივა. |
Posted by: Bivrili 23 Apr 2009, 22:24 |
იქნებ ვინმემ იცოდეს ნუშის პეჩენიების რეცეპტი დამეხმარეთ რა სარჩევში ვერ ვიპოვე |
Posted by: rtuli 23 Apr 2009, 22:56 | ||
Bivrili
მარტივი რეცეპტია ბეზეში ურევ დაფქვილ ,კან გაცლილ ნუშს და აცხობ. მაგრამ მე არმომეწონა ძალიან ტკბილია. აი ის რაც მაღაზიაში იყიდება არვიცი როგორი რეცეპტით ცხვება,სულ სხვანაირებია. მცხვენია რომ დაგიგუგლო და დაგიდო რეცეპტი,რაც არგამიკეთებია იმაზე პასუხს ვერ ვაგებ ************************ Aushki წარმატებები |
Posted by: cheshire cat 24 Apr 2009, 13:04 | ||||
ეს ცომი პეროგისთვისაცაა მგონი,ხო? მაქვს ნაჭამი ოდნავფხვიერცომიანი ხორციანი პეროგი. ანუ გასაბრტყელებლად და 2 ფენაში გამოსაცხობად გამოდგება? შუაში ხორცის ფარშით. |
Posted by: Doloress 24 Apr 2009, 17:55 |
ბეზე როგორ გავაკეთო? ჩვეულებრივი ბეზე, ტორტს რომ აწყვია ხოლმე ზემოდან.. კვერცხის ცილა და შაქარი უნდა ავთქვიფო მგონი, მაგრამ პროპორციები არ ვიცი. კიდე რამე უნდა დავამატო? რა ტემპერატურაზე უნდა გამოვაცხო და რამდენ ხანს? |
Posted by: nanana 24 Apr 2009, 18:30 |
Doloress გააჩნია რამდენი გინდა. 4 კვერცხის ცილა ათქვიფე (მიქსერით) ვიდრე ცილის ღრუბელი არ გახდება ისეთი მყარი რომ თასის გადმოტრიალებისას უძრავად იდგეს. მე ცოტა მარილს და ლიმონმჟავას ( ნამცეცი) ან 1 ჩ,აის კოვზ ლიმნის წვენს ვამატებ. ჯობია კვერცხის ცილა ერთი 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე იყოს ვიდრე გათქვეფას დაიწყებ. ასე სითხე აორთქლდება და მეტი შანსია რომ კარგი გამოგივიდეს. თუ მაგდენი დრო არ გაქვს შეგიძლია პირდაპირ თქვეფას შეუდგე. მოკლედ რომ გამყარდება დაუმატებ 5-6 სუფრის კოვზ შაქარს, ვანილს და გააგრძელებ თქვეფას ვიდრე შაქარი არ გადნება. გადაიტან შპრიცის თუ რაც გაქვს იმის საშუალებით ცივ თუნუქის დაფაზე და შედგამ ღუმელში 150 გრ 1 საათით. შემდეგ გამორთავ, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ გამოაღო ღუმელიდან და დატოვებ 1-2 სთ შიგ გასაციებლად. თავიდან შეიძლება არ იყოს მაგარი, მაგრამ ღუმელში გაცივების შემდეგ აუცილებლად გამაგრდება და ჩვეულებრივი ხრაშუნა იქნება. ყველა ღუმელს თავისი ტემპერატურა აქვს და ყურადრება მიაქციე შენთან 150 ძალიან ცხელი არ იყოს. |
Posted by: Unfinished_Sympathy 24 Apr 2009, 19:03 |
nanana შაქარს მერე უმატებ? მე აქ რთული-მ მასწავლა ერთხელ, თან ვთქვიფავ კვერცხის ცილას, თან ვუმატებ შაქარს. 3-4 ცილაზე 1ჭ. შაქარი გავაკეთე. მაგარი (კარგი სიმაგრის) ბეზე გამოვიდა. გამოსაცხობად ვარგისი, ზედმეტი სითხის გარეშე |
Posted by: nanana 24 Apr 2009, 19:08 | ||
Unfinished_Sympathy
ჰო მერე ვუმატებ. ბევრნაირი რეცეპტია. მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ღია ღუმელში ვაცხობდი ბეზეს და დაახლოებით 8 საათი სჭირდებოდა ხოლმე და მერე მაინც უცებ ნესტიანდებოდა და რბილდებოდა და მერე ეს მეთოდი წავიკითხე ბლოგებზე და რავიცი უფრო კარგი გამომდის. |
Posted by: Unfinished_Sympathy 24 Apr 2009, 19:16 |
nanana ღია ღუმელში? აა, არ გამიგია მასე. ხო ალბათ დახურულში ჯობია, ერთხელ მეც გამოვაცხვე (აი რო ვისწავლე) და ნორმალური გამოვიდა, ოღონდ შიგნით ცოტათი წელვადი იყო. აწი, როგორც თქვი, დავტოვებ ღუმელში და კარგად გამოშრება. |
Posted by: Doloress 24 Apr 2009, 19:24 |
nanana მადლობა თუ არ დამეზარა, გავაკეთებ დღეს 9ჯერ შევცვალე უკვე გეგმები, რა უნდა გავაკეთო და რა უნდა ვჭამო. ამასობაში დაღამდა და ჯერ ვაშლის მეტი არაფერი მიჭამია სულ ორსულობის ბრალია ეს ყველაფერი რაა \ |
Posted by: nanana 24 Apr 2009, 19:42 |
Doloress აუ პავლოვა გააკეთე. ბეზეს ცოტა ბუდის ფორმა მიეცი, ნაღები ათქვიფე შაქართან და ვანილთან ერთად და ახალი ხილი მოაყარე. ღირს დამიჯერე |
Posted by: Doloress 24 Apr 2009, 20:04 |
nanana :დორბლ: მარა ხილი რაც ამოვიტანე, შევჭამე უკვე |
Posted by: Neno_ 24 Apr 2009, 20:16 |
Aushki არ შეგიძლია მაგ ფორმის ლინკი დამიდო მომეწონა |
Posted by: ex_tunc 25 Apr 2009, 01:42 |
nanana ეს ფორმა რამხელა უნდა იყოს?? და ვერ მივხვდი როგორ უნდა ააწყო ეს ბეზე? ანუ პირდაპირ ამ ფორმას აცხობ? მასწავლე რა გთხოვ ძალიან მომინდა ეს სურათი რო ვნახე |
Posted by: nanana 25 Apr 2009, 01:47 |
ex_tunc ფორმა არ უნდა მაგას უბრალოდ პერგამენტზე უნდა გადაიტანო მთლიანად და გვერდებზე ოდნავ მათალი რომ იყოს ვიდრე შუაში, გამოცხობის შემდეგ კრემს ჩადებ იმ ღრუში და ხილს მოაყრი. |
Posted by: rtuli 25 Apr 2009, 02:00 | ||||
cheshire cat
ტარტალეტკებში გამომიყენებია ეს ცომი,აი პეროგში არვიცი. ორ ფენაში შეიძლება გამოვიდეს,ოღონდ ფარში ამომშრალი გამოიყენე და ცოტა ყველი დაახეხე. nanana
მე პავლოვა სხვანაირი ვიცი ბეზეში ძმარი და ოდნავ კრახმალი და აი ასეთი ნაზი კონსისტენციის გამოდის |
Posted by: nanana 25 Apr 2009, 02:03 |
rtuli პავლოვა. სადღაც წავიკითხე კანადაში მიართვეს ანა პავლოვას და ასე გახდა პოპულარული. ინგლისში სუპერმარკეტებში იყიდებოდა ბუდე ბეზეები, ძალიან უყვართ იქ სორი ცოტა გრძელი ლინკია ფოტოები http://images.google.com/images?source=ig&hl=en&rlz=&q=Pavlova+cake&um=1&ie=UTF-8&ei=7TbySfrFMdiJsAbFgeGJAQ&sa=X&oi=image_result_group&resnum=4&ct=title |
Posted by: rtuli 25 Apr 2009, 02:08 |
nanana white vinegar, cornstarch plus vanilla sometimes, and slow-baking the mixture to create the meringue.This makes the outside of the pavlova a crisp crunchy shell, while the interior remains soft and moist. ხედავ ძმარი სინესტეს მატებს,მე მაგალითად ასეთი მირჩევნია. თორე რეცეპტები გემოვნების მიხედვით არის წავედი მე დავიძინებ, ხვალ ქორწილში მივდივარ . |
Posted by: nanana 25 Apr 2009, 02:10 |
rtuli არა ეგ ჰო მაგრამ გარეთ ხრაშუნააო და მე შენს ფოტოზე მუსისებრი მომეჩვენა და იმიტომ დავდე ლინქი . ზოგ რეცეპტში სიმინდის სახამებელსაც უშვებიან |
Posted by: Varvara 25 Apr 2009, 18:06 |
აი კიდევ პავლოვას ერთი რეცეპტი: Ingredients: 3 Egg Whites 1 cup caster sugar 1 teaspoon vinegar 1 tablespoon cornflour 1 teaspoon vanilla essence Directions: Beat egg whites until stiff (forms peaks). Add sugar - heaped tablespoon at a time - beating well after each addition. Then beat for at least 10 minutes. This is very important. Then sprinkle vinegar, cornflour and vanilla essense into mixture. Beat until blended. Coat baking paper with water drops to allow baking paper to stick to sides of tin and pile pavlova mixture in 20cm circle. Heat oven until 300°F (or 150°C). Put pav in oven and immediately turn oven down to 250°F (or 125°C) and leave for 1 hour. Then turn oven off and leave in oven until cold. (Usually overnight). This makes a nice crust on outside of pav. Before serving, cover pav in whipped cream and decorate with your favourite fruit. უადვილესი გასაკეთებელია. |
Posted by: Aushki 25 Apr 2009, 23:57 |
Neno_ http://www.amazon.com/gp/product/B0017IB8XC მე ბარამით გამოვიწერე 1.200 გრამაი საცხობი |
Posted by: auau 26 Apr 2009, 00:14 | ||||
cheshire cat
სწორედ მაგაზეა ლაპარაკი. Aushki
1. ჩვეულებრივი ბისკვიტი - 3 კვერცხი. 3 სუფრის კოვზი შაქარი, 3 ს/კ ფქვილი, მარილი, ვანილი. თქვიფე ასეთი თანამიმდევრობით: ცილა+ შაქარი+ გულები+მარილი,ვანილი+ ფქვილი 2. 2კვერცხი + 1 ჭიქა შაქარი + მარილი, ვანილი,1 ჭიქა არაჟანი ან სახლის მაწონი + 1ჭიქა ფქვილი ფორმებს ცხიმი წაუსვი და ფქვილი მოაყარე და ნახევრამდე ჩაასხი ცომი 3. უშაქრო ვარიანტი 3 კვერცხი + 2 ს/კ შაქარი + 250გ მარგარინი + 1 ქილა მაწონი + 1 ჩ/კ მარილი + 3-4 ჭიქა ფქვილი. ფქვილს გააჩნია, რა რაოდენობა სჭირდება. ცომი უმდა იყოს კექსის ცომის კონსისტენციის, კოვზით მოზელილი, წებოვანი. ფქვილიანი ხელებით უნდა მოათავსო ფორმაში. შემდეგ მის ამოსავსებად ძალიან კარგი იქნება მოშუშული ხორცის ფარში სოკოსთან და რეჰანთან ერთად.ზემოდან - მოახეხე ყველი |
Posted by: Bivrili 26 Apr 2009, 00:23 |
rtuli მადლობა ვცდი იქნებ რამე გამოვიდეს, მაგრამ მაღაზებში რომ იყიდება ის მგონი მარტო ბეზეთი გაკეთებული არ უნდა იყოს |
Posted by: gabarzgaleba 26 Apr 2009, 00:50 |
ეხა ვჭამე ხალვა, აი როგორც პასკაში ქიშმიშები რო მოჩანს, ისე მოჩანდა ქარვასავით გაქვავებული თაფლის წვეთები, დაშაქრული ფსტა (ფისტაშკა) და სხვა აღმოსავლეული |
Posted by: miau 26 Apr 2009, 01:40 | ||
gabarzgaleba
იყიდეეეეეე? - თუ იყიდე სად იყიდე? - მაგას ვეძებ მთელი წელია |
Posted by: gabarzgaleba 26 Apr 2009, 01:42 | ||
miau
არა, მაჩუქეს, საიდანღაცაა ჩამოტანილი |
Posted by: miau 26 Apr 2009, 01:55 | ||
gabarzgaleba
თურქული ჰალვა მენატრება, ნამდვილი თურქული ჰალვა არა ისეთი საშინელი, ჩვენთან რომ ყიდიან. |
Posted by: faustina 26 Apr 2009, 19:13 |
გოგოებოო, ვინმემ ხომ არ იცით ბუნთულა და ფუშფუშა ბულკების რეცეპტი ??? გთხოვთ დაწერეეთ რა ... |
Posted by: JaNPooL 26 Apr 2009, 19:40 |
თუ შეიძლება პავლოვას რეცეპტი დაწერეთ ქართულად. |
Posted by: Unfinished_Sympathy 26 Apr 2009, 19:50 |
ვაიმეე , რა დებილი ვარ ნამცხვრების ცხობასა და მაგდაგვარ რამეებში რა ვქნა? |
Posted by: cheshire cat 26 Apr 2009, 20:09 |
სულ არაა ძნელი. მართლა. მეც მეგონა, არასდროას გამომივიდოდა. ფქვილეული ყოველთვის მიუწვდომელი მწვერვალი მეგონა. ახლა კი ხაჭაპურებსაც ვაცხობ და საუცხოო კექსებსაც. სხვათA შორის - ბევრს - ამ რეცეპტებიდან, რასაც აქ ვნახულობ. ერთ კარგ საიტს გეტყვი, დამწყებისთვის იდეალურია,იმიტომ,რომ დასურათებულია. http://gotovim-doma.ru/view.php?r=503-recept-Bananovyi-pirog სცადე,და აუცილებლად გამოგივა. კარგი მოტივაციაა საყვარელი ადამიანისთვის გაკეთEბა. |
Posted by: Unfinished_Sympathy 26 Apr 2009, 21:29 |
cheshire cat ხაჭაპური მეც გამომდის, მასწავლეს. ტკბილეული არ გამომდის, უფრო სწორად, ადვილი გასაკეთებელი, ყველაფერი ერთ ჯამში რომ უნდა ჩაყარო, ათქვიფო, მერე ჟაროვნაზე დაასხა და გამოაცხო, ეგ გამომდის. ცოტა უფრო ძნელი რომ მინდა გავაკეთო, მიფლავდება გუშინ, როგორი ადვილი მეგონა პავლოვას რეცეპტი, ვიფიქრე გავაკეთებ თქო, ბეზე ამითქვეფია, რა უნდა თქო ვიფიქრე, მაგრამ ზუსტად მაგ მომენტში როდესაც მაგას ვფიქრობდი, კვერცხის გული ჩავარდა ცილაში და მიუხედავად იმისა რომ ვეცადე მთლიანად ამომეღო ცილიდან, მაინც არ გამოვიდა მყარი ბეზე, შესაბამისად კარგად ვერ გამოცხვა მერე , ნაღებს ვეძებდი მთელს უბანში, ყველა მარკეტი და სუპერმარკეტი შემოვიარე, ვერსად ვიპოვე და ვიფიქრე ხაჭოსა და არაჟნის მასით შევცვლი ათქვეფილ ნაღებს თქო და ჩემ და ჭირად, ერთ-ერთ მაღაზიაში ნაყინი შემომეფეთა, ჩავამატებ და უფრო გავაგემრიელებ თქო და ის ვერ მოვიფიქრე რომ ნაყინი რძედ გადაიქცეოდა და მასას გაათხელებდა შედეგი იყო შემდეგი : ბეზე გაითხაფნა მთელს ტაფაზე და მიიწვა, ამოსავსები მასა ისეთი თხელი იყო, დასალევი იორგუტი გეგონებოდა, და ბოლოს, მხოლოდ დაჭრილი ხილი მიხარებდა გულს ბოლოს, ბეზეს ზემოთა ნაწილი რომელიც დაწვას გადაურჩა ჩავაყარე ამ იორგუტს, დავუმატე დაჭრილი ხილი და ვჭამე. გადაგდება შემეცოდა |
Posted by: rtuli 26 Apr 2009, 21:47 | ||
faustina
ძველ საკონდიტრო განყოფილებაში შეიხედე,იქ არის ბულკების რეცეპტები. ბოლო გვერდიდან დაიწყე დათვალიერება. |
Posted by: faustina 26 Apr 2009, 21:51 | ||
http://www.videojug.com/film/how-to-make-morning-buns აი ნახეთ ბულკების რეცეპტიი ადვილია, ვიდეოა და ყველას შეუძLია უყუროს და გააკეთოს აბა როგორი გამოგვივა * * * rtuli
* * * გოგოებო , ბულკებს რომ ზევიდან რაგაც ტკბილი აყრია, მგონი ფქვილისა და პესოკის ნარევია.. , როგორ კეთდება, ხომ არ იცით ??? |
Posted by: psevdopodia 27 Apr 2009, 20:02 |
ვერ მივხვდი სად დამეწერა ვინმეს გაგისინჯავთ პოპულის ტორტები? როგორია? |
Posted by: nanana 27 Apr 2009, 20:53 | ||
ამას სეზამის მარცვლები აყრია და ის შენ რომ გაინტერესებს შტრუსელია streusel. ფქვილს ტაფაზე ქარაქთან ერთად მოშუშავ და შაქარს და სანელებლებს დაუმატებ. აი ეს არის სულ. |
Posted by: faustina 27 Apr 2009, 22:08 |
nanana უიიი რა კაი გოგოო ხარ ??? ახლა ვაკეტებდი , და ვშუშავდი მარტო ფქვილსა და შაქარს და რატომ არ იკვებატკოოო, მიკვირდა, ტურმე კარაქი უნდააა დიიდი მადლობა და ის რა სანებლებია ??? |
Posted by: nanana 27 Apr 2009, 22:18 | ||
faustina
თუ გინდა ვანილი ან ჯინჯერ, ან მუსკატი და ილი და კორიცა, რავიც |
Posted by: faustina 27 Apr 2009, 22:22 | ||
nanana
ხოო, ახლა გავაკეტე და რაგაც არ შეიკრა, ანუ ფხვიერია ფქვილივით.. ალბათ ცუდად დავიწყეე , მაგრამ არაუშავრს, რაც არის, იმას მოვაყრი... და ახლა თუ ცომიც არ ამოვიდეს.... რაღაც აგვიანებს ამოსვლას |
Posted by: nanana 27 Apr 2009, 22:33 | ||
faustina
იცი რა, ფხვიერი უნდა იყოს წესით და ცოტა სიროფი დაუმატე აბა და ლაითად მოურიე რომ ერთგვაროვანი მასა არ იყოს. საფუვრიანი ცომის ამოსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სითხე, რძეა თუ წყალი თუ რაც, არ იყოს ცხელი. სუსუსუ ოდნავ თბილი უნდა იყოს, თორემ პროცესი ფეხდება და ცომი აღარ ამოდის |
Posted by: faustina 27 Apr 2009, 23:53 | ||
nanana
ააჰააა, გასაგებია... ეს ჩემი პირველი საფუარიანი ცომია და ამიტომ არ მაქვს გამოცდილება, ვაკეთებ ზევით აღნიშნულ ბულკებს.. 30 წთ ის მაგივრად, ცომი 1 საათი გავაჩერე და კარგად ამოვიდა, ახლა 20 დავტოვე და მალე გამოვაცხობ სურათსაც დავდებ, ვნახოთ როგორი იქნება * * * აი ჩემი ბლუკებიიიც ცოტა მეტი შაქარი ზედმეტი არ მოუვა... ვერ გავითვალისწინე და 20 წთ ით რომ გავაჩერე, ისე გაფუვდნენ რომ მიეკვრნენ ერთმანეთს, და დიდები გამოვიდნენ, მომავალშI უFრო პატარებს გავაკეთებ http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 28 Apr 2009, 01:41 |
faustina რა ლამაზებია! ბულკები უნდა მიეკრონ ერთმანეთს,ასე აძლევენ საშუალებას რომ ზემოთ ამოფუვდნენ,ისე კი გაბრტყელებისკენ წავლენ. შტრეიზელი კი ასე მზადდება: ფქვილი მაგალითად 30გრ.+შაქარი 20გრ.+20გრ. კარაქი(სასურველია ცივი იყოს).რაოდენობა შეგიძლია გაზარდო მასალის! ერთმანეთში ჩანგლით გადასრისე და კროშკას მიიღებ. ფინიტა ლა კომედია ,მოაყარე და ეგარის,ანუ ბულკებს გადაუსვი ჯერ კვერცხი,მერე კროშკა-შტრეიზელი და გამოაცხვე. აი შემდეგში ეს ბულკები ცადე,ფენოვანები,ოჰენ ვკუსნა ფენოვანი ბულკები 450 გრ. ფქვილი 20 გრ. დროჯი(მშრალი მაგის ნახევარი) 5 გრ.მარილი 60 გრ.შაქარი 1 პაკეტი ვანილის შაქარი 170 მლ.რძე 1 კვერცხი და1 კვერცხის გული მოვზილოთ ცომი და გავაჩეროთ გასაფუებლად,გადავზილოთ და კიდევ დაველოდოთ ამოსვლას. გავშალოთ ცომი(გამოდის ძალიან ნაზი ცომი)და წავუსვათ კარაქი 40 გრ.,მოვაყაროთ 2 ს.კ.შაქარი,გადავკეცოთ,კიდევ წავუსვათ 40 გრ. კარაქი+შაქარი გადავკეცოთ და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. შევდოთ მაცივარში და გავაჩეროთ 40 წუთი.გამოვიღოთ ცომი,გავშალოთ 1 სმ სისქეზე ,დავჭრათ ოთხკუთხედებათ,კონვერტივით გადავკეცოთ,მოვათავსოთ ლანგარზე(ახლოს ერთმანეთთან ),წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ შტრეიზელი: 30გრ.ფქვილი+20 გრ.შაქარი+20გრ.კარაქი(გადაურიოთ ეს ყველაფერი და გამოგვივა ნამცეცები). გავაჩეროთ 40 წუთი ლანგარზე ამოსასვლელად და გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე |
Posted by: Varvara 28 Apr 2009, 01:45 |
JaNPooL აი პავლოვას რეცეპტი ქართულად (წინა გვერდზე ინგლისური ვარიანტი რომ დევს იმის თარგმანია): - 3 კვერცხის ცილა - 1 ჭიქა შაქრის პუდრა (ძალიან წვრილად დაფქვილი თუ იქნება უკეთესია) - 1 ჩ.კ. ძმარი - 1 ჩ.კ. სიმინდის ფქვილი - 1 ჩ.კ. ვანილის ესენცია კარგად ათქვიფეთ ცილა, ისე რომ რომ გადმოაბრუნებთ არ ვარდებოდეს. თითო თითო ჩაის კოვზობით დაუმატეთ შაქარი და ყოველი ჩამატების მერე კარგად თქვიფეთ. შემდეგ გააგრძელეთ თქვეფა 10 წუთის განმ-ში. მერე დაპკურებებით შეურიეთ ძმარი, სიმინდის ფქვილი და ვანილის ესენცია. თქვიფეთ სანამ კარგად არ შეერევა ერთმანეთს. ე.წ. baking paper (ეს კალკასავით რამე უნდა იყოს) დაასველეთ წყლით და დააფარეთ ჟარონაზე (გვერდებიც ამოუფინეთ). პავლოვას მასა გადმოაპირქვავეთ ისე რომ 20 სმ დიამეტრის წრის ფორმა ქონდეს. დუხოვკა გააცხელეთ 150 გრადუსამდე. შედგით ჟარონა დუხოვკაში და ტემპერატურა 125 გრადუსზე დააყენეთ და დატოვეთ 1 საათი. შემდეგ დუხოვკა გამორთეთ და დატოვეთ პავლოვა შიგნით სანამ არ გაცივდება (საღამოს თუ გამოაცხობთ დილით გამოიღეთ (ამის გამო გარეთა კანი ხრაშუნა ხდება). გამოღების მერე ზემოდან მოასხით ათქვეფილი კრემები რომ იყიდება ბალონჩიკებში ის და მორთეთ ხილით. |
Posted by: faustina 28 Apr 2009, 01:49 | ||||
rtuli
მე კიდევ ჯერ ფქვილი მოვხალე, მერე ფესიკი შევურიე და ბოლოს ქარაქი , ისით ცხელ ხცელზე აწი მეცოდინება, მაინც პირველი ხელი იყოს და ნორმალური გამოვიდა დიდი მადლობა * * * Varvara
ეს რა არის?? რისთვის გამოიყენება ?? მარტო ბეზეა ??? |
Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2009, 01:56 |
აბა ასეთი დესერტი ვის გინახავთ http://www.radikal.ru |
Posted by: faustina 28 Apr 2009, 02:00 |
WOMAN IN LOVE რა გემრიელად გამოიყურებააა თანაც შოკოლადის ჭიქაშI.... ასეთI ჭიქები როგორ კეთდდება ??? ადრე მსგავსი რაღაცის გაკეთება ვიცოდი და დამავიწყდა... |
Posted by: rtuli 28 Apr 2009, 02:10 | ||
faustina
ჩვეულებრივ შოკოლადს ადნობენ ორთქლის აბაზანაზე,ფორმას წაუსმევენ საკონდიტრო ფუნჯით,გააცივებენ და ვსიოოოოოოო . მერე ნაღების კრემით და ხილით გამოტენიან უმერეტ ი ნი ჯიტ ისეთი გემრიელია! |
Posted by: WOMAN IN LOVE 28 Apr 2009, 02:16 |
rtuli მთლად ეგრე მარტივადაც არაა საქმე, ნახე რა ზოლები და ფორმა აქვს, ყვავილივითაა |
Posted by: faustina 28 Apr 2009, 02:25 | ||||
rtuli
აი ახლა რა ვნახე, ვეცდები გადმოვთარგმნოოო... ფორმებისათვის საჭიროა უბრალო ღვინის საცობი, რა ქვია ზუსტად არ ვიცი... http://www.radikal.ru რომელსაც ქვემოდან ამოვაცმევთ თხელ ცელოფანს და თავს შევუკრავთ, დავიწყოთ შოკოლადის კაპსულების გაკეთება... ჩავუშვათ ნელთბილ შოკოლადშI, http://www.radikal.ru ჩამოვწკრიტოთ და დავთოვოთ გასაციებლად, დაახლოებთ ნახევარი საათი 17 გრადუსზე... http://www.radikal.ru ეს დრო რომ გავა, ამოვაცალოთ ეს საცობიდა ცელოფანი და მივიღებთ მშვენიერ შოკოლადის ჭიქებს თხელი კედლებით http://www.radikal.ru შეგვიძლია ხილით, თხევადი ყველით, ნაყინით, კრემით ამოვავსოთ და მივირთვათ WOMAN IN LOVE
ეს ზოლები ჩემის აზრით წინასწარ გაუკეთეს ფორმას, გააციეს ეს თეთრი შოკოლადი და მერე შავი წაუსვეს, საბოლოო ჯამშI კი ასეთI ზოლიანი გამოვიდა |
Posted by: l.s.d 28 Apr 2009, 02:27 | ||
აი ეს კაი იქნება. უკვე შოკოლადის სუნი მომდის მარაგიც ამოწურულია, ხვალ... |
Posted by: rtuli 28 Apr 2009, 03:00 |
WOMAN IN LOVE faustina ამ შუა ღამეს რა გვეშოკოლადება ჰა!? მე კროუსანების რეცეპტი მაქვს დასაწერი. კროუსანები: ჩვეულებრივი ფენოვანი საფუვრიანი ცომი: 1 ჩ.ჭ რძე 25 გრ. დროჯი ცოცხალი(1 ს.კ. მშრალი) 1 ც.კვერცხი 2-3 ს.კ. შაქარი ცოტა მარილი 450-500გრ. ფქვილი 150 გრ. კარაქი. დროჯი გავხსნათ თბილ რძეში 10 წუთით და დავამატოდ დანარჩენი ინგრიდიენტები. კარგათ მოვზილოთ გემრიელი ცომი.გავაჩეროთ ამოსასვლელად. გავშალოთ ცომი ოთხკუთხედათ ,შუაში ჩაუდოთ კარაქი,გადავკეცოთ კონვერტივით. გავშალოთ 1 სმ.სისქეზე, გადავკეცოთ ორად,ისევ გავშალოთ ცომი და გადავკეცოთ ორად.შევდოთ მაცივარში 15 წუთით. გავიმეოროთ კიდევ ერთხელ გაშლა და გადაკეცვა.ცომი მზადარის. შოკოლადის კროუსანებისთვის იხმარეთ პლიტკა შოკოლადის ნაჭერი. ნუშის გულსართისთვის კანგაცლილი ნუში +შაქარი. ცომი გავაბრტყელოთ ,გამოვჭრად სამკუთხედები,ჩაუდოთ გულსარტი და გადავახვიოთ. გავაჩეროთ 30 ჭუთით ამოსასვლელად,გადაუსვათ კვერცხი,გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. აი ცომი ასეთი უნდა გამოვიდეს http://www.radikal.ru |
Posted by: nanana 28 Apr 2009, 10:18 | ||
faustina მაგარია Varvara Varvara
სინიმდის სახამებელი უნდა, ფქვილი კი არა . თბილისში არსად შემხვედრია, ჩვენთან ძირითადად კარტოფილის იყიდება |
Posted by: rtuli 28 Apr 2009, 10:20 | ||
nanana
მე შემხვედრია,ჯორჯიტაში და ვიყიდე |
Posted by: nanana 28 Apr 2009, 10:22 | ||
rtuli
უი მართლა, სად არის ჯორჯიტა? |
Posted by: rtuli 28 Apr 2009, 10:29 | ||
nanana
წერეთელზე,გამოფენის მერე,შინხოფერის სუპერმარკეტის მოპირდაპირე მხარეს დიდი აბრაა და შიგნით ეზოში სუპერმარკეტი ჯორჯიტაა,იტალიური პროდუქციით სავსე. |
Posted by: faustina 28 Apr 2009, 11:23 | ||
http://images.google.es/imgres?imgurl=http://content5.videojug.com/89/893b45cb-7564-4e9c-3fe8-ff0008c8bb51/how-to-make-morning-buns.jpg&imgrefurl=http://www.videojug.com/film/how-to-make-morning-buns&usg=__OOjqNWwFvNgFLVZHJWCLlauGF6U=&h=463&w=823&sz=330&hl=es&start=69&um=1&tbnid=IN0vHBWxEZkK6M:&tbnh=81&tbnw=144&prev=/images%3Fq%3Dhow%2Bto%2Bmake%2Bbun%26ndsp%3D21%26hl%3Des%26lr%3D%26sa%3DN%26start%3D63%26um%3D1 ეს კი ჩემნაირებისთვის, ვინც პირველად აკეთებს საფუარიან ცომს კროასანის მზადების ვიდეოა rtuli
ხოო, რავიცი... მე კი შუაგამისას რომ მომინდა ბულკები და გავაკეთე კიდევაც |
Posted by: Varvara 28 Apr 2009, 14:15 | ||||
ნახე, რეცეპტში როგორც ეწერა ისე ვთარგმნე - 1 tablespoon cornflour (ამათი რეცეპტი ასეთია და მოკალი თუ გინდა) |
Posted by: annak 28 Apr 2009, 14:30 | ||||
faustina
რა კარგი რამეა, ორიგინალური, თან ადვილი, სხვა რამეც შეიძლება გამოიყენო ფორმად. თუმცა ეს
ვერ წარმომიდგენია. |
Posted by: nanana 28 Apr 2009, 14:49 | ||
Varvara
უი ბოდიშს ვიხდი, მე cornstarch- იანი რეცეპტები მხვდება სულ |
Posted by: pipa 28 Apr 2009, 15:44 |
nanana დამესიზმრე, ვიცოდი რომ შენ იყავი მერე რა მოხდა არ მახსოვს |
Posted by: nanana 28 Apr 2009, 17:28 | ||
pipa
უი, აბა ეხლა გასაუბრებიდან მოვედი და შენს სიზმარზე ვარ იცოდე დამოკიდებული ( ვხუმრობ რა თქმა უნდა) აუ მე კიდე იმ დღეს დამესიზმრა გრეშნიკი რომ არის, არც ვიცნობ, ვითომ მწყევლიდა |
Posted by: gio_gobe 28 Apr 2009, 19:07 |
ხალხო სად შეიძლება კარგი კრემიანი ფუნთუშების ყიდვა თბილისში? წინასწარ დიდი მადლობა! |
Posted by: rtuli 28 Apr 2009, 21:03 |
კექსი 200 გრ. კარაქი 1 ჩ.ჭ შაქარი 3 ცალი კვერცხი 500 გრ. არაჯანი 1 პაკეტი შაქრიანი ვანილი 1ს.კ. გამაფხვიერებელი 0,5 ჩ.კ. მარილი 3 ჩ.ჭ. ფქვილი გულსართი: 1 ჩ.ჭ. დაჭრილი ნიგოზი 1 ს.კ. კაკაო 1 ჩ.კ.კარიცა 3/4 ჩ.ჭ ყავისფერი შაქარი მოვამზადოთ გულსართი,ყველა ინგრიდიენტი აურიოთ ერთმანეთში. მოვამზადოთ ცომი. გავთქვიფოთ კარაქი+შაქარი,შევათქვიფოთ კვერცხები,დავამატოდ არაჯანი,მარილი,ვანილი,დავაცრად ფქვილი+გამაფხვიერებელი.მოვზილოთ ნაზი,არაჯნის სისქის ცომი. კექსის მრგვალ ფორმაში ჯერ მოვაყაროთ გულსართის 1/3 ნაწილი,დავასხატ ცომის1/3დი,და ასე გავიმეოროდ კიდე ორჯერ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 55 წუთის მანძილზე.ყალიბიდან ამოვიღოთ ლანგარზე ჯერ თბილი,ამოვატრიალოთ და თუ გნებავთ შაქრის პუდრი მოაყარეთ. http://www.radikal.ru |
Posted by: annak 29 Apr 2009, 11:47 | ||||
ე.ი. გულსართით ვიწყებთ? თუმცა ეს
რომ დაესხმება პრობლემა არ იქნება ყალიბში "კალკის" ჩაფენა არ უნდა? რაღაც ძალიან ნაზი და ფაფუკი ჩანს პ.ს. არ გაგიკვირდეთ "დეტალურ ინსტრუქციებს" რო ვითხოვ, როგორც არც თუ გამოცდილი |
Posted by: rtuli 29 Apr 2009, 12:16 | ||||
annak
გულსართით იწყებ
ყალიბს გააჩნია,მე ვხმარობ ტეფლონიან ყალიბს,შუაში ნახვრეტიანია. ტეფლონიანს არაფერი უნდა,თუმცა შეიძლება კარაქი გადაუსვა და ოდნავ საფანელი მოაყარო(ოღონდ მხოლოდ ძირზე). აი ალიუმინის კეკსის ფორმას ნამდვილად ჭირდება კარაქის წასმა და საფანელის მოყრა. როცა კეკსი გამოცხვება,ფორმაში 10 წუთით გააჩერებ და მერე ნაპირს შემოატარებ დანას,გადმოაბრუნებ,მოათავსებ ლანგარზეგასაცივებლად(მე გაზქურის სეტკა მირჩევნია გამოვიყენო,ასე ქვეშიდან მალე ცივდება ნამცხვარი და არ იორთქლება). ცომს რაც შეეხება,არაჯანზეადამოკიდებული რამდენად სქელია.მე მაგალითად კოვზით ვიღებდი ცომს და ისე ვადებდი გულსართს,მერე ვასწორებდი ზედაპირს. პ.ს. ეს ცომი 26 სმ.დიამეტრის ყალიბზეა.შეიძლება ცოტა დიდიც გამოიყენოთ. პატარა ზომისთვის ცომის მასა ბევრი გამოდის. |
Posted by: upwave 29 Apr 2009, 16:04 | ||
კარიცა მგონი დარიჩინია, ხო? |
Posted by: miau 29 Apr 2009, 17:08 | ||
upwave
|
Posted by: tuta_tuta 1 May 2009, 13:28 |
იქნებ ვინმემ იცოდეთ დღეს მინდა გავაკეთო აი ჩIნური ტორტი ქვია მგონი ხილი და კრემი დარაღაცები როა და როგორ კეთდება ზუსტად იქნებ დამიწეროთ |
Posted by: irinol-ka 1 May 2009, 13:55 |
ჩინური ტორტისთვის საჭიროა გქონდეს ტორტის ბისკვიტი, ჩვეულებრივი მოხარშული კრემი და ხილი გემოვნებით, რომელიც მოგწონს.ბისკვიტი ხელიტ დაკუწე, რაშიც აკეთებ იმ ფორმას გვერდებზე და დაბლა წაუსვი კრემი და ფენა-ფენა მოალაგე ბისკვიტი, ხილი და კრემი, ზემოდან მორთე ხილით და სულ ესაა..... ბისკვიტის არ ქონის შემთხვევაში შეიძლება "იუბილეინი" პეჩენიის ჩანაცვლებით. მე ესეც გამიკეთებია და ნორმალური გამოვიდა. თუ რამე გამომრჩა ჩემზე გამოცდილი კულინარები შემოვლნენ და დაამატებენ |
Posted by: pipa 1 May 2009, 13:58 | ||
irinol-ka
დაიდოს რეცეპტი გემრიელი მოხარშული კრემის |
Posted by: annak 1 May 2009, 14:01 |
irinol-ka შემდეგ ვინახავთ მაცივარში/ საყინულეში ადრე ხშირად ვაკეთებდი და მგონი ასე ვიქცეოდი. ზუსატად არ მახსოვს. პ.ს. გემრიელია კივით და ბანანით, ფორთოხლით გაკეთებული ჩინური ტორტი |
Posted by: irinol-ka 1 May 2009, 17:05 | ||||
pipa
სუპერ-პუპერ კრემი არ ვიცი მე, მაგრამ ჩვეულებრივ ასე ვაკეთებ: შაქარს და ფქვილს ვხარშავ რძით ან თუ მარხვაა წყალს ვუმატებ და მერე რომ შეგრილდება მიქსერით გათქვეფილ ქარაქს და ვანილს ნელ-ნელა ვუმატებ ამ მასას და ეგაა annak
კი გენაცვალე ზუსტად ეგრე უნდა |
Posted by: pipa 1 May 2009, 17:16 | ||
irinol-ka
პროპორციები, ვითხოვ პროპორციებს |
Posted by: irinol-ka 1 May 2009, 19:06 | ||
pipa
კი ბატონო, ინებეთ: 1ჭიქა შაქარს და 5-6 თავდადგმულ სუფრის კოვზ ფქვილს ვურევთ ერთმანეთში კარგად, ამ ყველაფერს ვხსნით ცოტა თბილ წყალში და კარგად ვურევთ რომ არ დარჩეს გაუხსნელი, მერე ამ მასას ნელ-ნელა ვასხამთ ნელ ცეცხლზე შედგმულ და შემთბარ წყალში/რძეში და სულ ვურევთ ადუღებამდე, ვაჩერებთ 2-3 წუთი ცეცხლზე და მერე ვაგრილებთ. მერე ჩვეულებრივ მიქსერით გათქვეფილ 250გრ. კარაქში ვუმატებთ თითო-თითო კოვზ მასას და ვაგრძელებთ თქვეფას და სულ ეგაა, ხსნილში ამ კრემს ვათქვეფავ ხოლმე 1 ქილა მოხარშულ შესქელებულ რძეს და გემრიელი კრემიც გამოდის ისე ამ კულინარიის მეტრებთან ჩემი რეცეპტის დადება ცოტა არ იყოს უხერხულადაც კი მეჩვენება |
Posted by: pipa 1 May 2009, 19:11 |
irinol-ka თუ კარგი გამომივიდა, მერე ნახე შენ პრეტენზიები გასუქებული ოჯახისგან |
Posted by: cheshire cat 1 May 2009, 19:42 |
ისე ეგ კრემი ფაფასაც ჩაანაცვლებს. მოხალული ფქვილით. |
Posted by: irinol-ka 1 May 2009, 20:12 | ||||
pipa
წარმატებებს გისურვებ * * * cheshire cat
ფაფა ძალიან მსუყე იქნება |
Posted by: tuta_tuta 2 May 2009, 00:10 |
კექსი შოკოლადით და ბანანით დღეს გავაკეთეეეეეე ) ინგრედიენტები: 1 მაწონი ან არაჟანი 4კვერცხი 2ჩაის ჭიქა შაქარი 3ჭიქა ფქვილი ( შეატყობთ მასა უნდა გამოვიდეს სქელი არაჟანივით) სოდა კარაქი 200 გრ 2 ბანანი შოკოლადის ფილა კარაქს და შაქარს გათქვიფავთ ერთად, შემდეგ კვერცხს უზამთ, ჩაასხავთ მაწონს , სოდას ცოტას და გათქვიფავთ, დაუმატებთ ფქვილს ,შემდეგ ეს მასა რომ გამზადდება კაკაოს ჩააყრით და დაბლენდერებულ ბანანს და გახეხილ შოკოლადს, ცოტა გახეხილ შოკოლად შეინახავთ მოსართავად, ასევე მოსართავად გაამზადებთ გლაზურს.. |
Posted by: queen4 2 May 2009, 12:32 |
გლაზური, ნორმალური, როგორ შეიძლება გავაკეთო ??? |
Posted by: nadin 2 May 2009, 20:36 | ||
queen4
6 სუფრის კოვზი არაჟანი, 8 სუფრის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი კაკაო, მივიყვანოთ დუღილამდე და ჩავუმატოთ 50 გრ. კარაქი, წამოდუღდეს და გადმოვდგათ |
Posted by: rtuli 2 May 2009, 21:40 |
queen4 კიდევ ერთი რეცეპტი მე ამას ვიყენებ: 3 ს.კ. რძე 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი 0,5 ჩ.ჭ შაქარი 50გრ. კარაქი მიიყვანე ადურებამდე,ძალიან ნელ ცეცხლზე და გამორთე.ურიე სულ რომ,შაქარი კარგად გაიხსნას. |
Posted by: Snow Crash 3 May 2009, 02:02 |
"ლუი+მალინას" ლიმონიკის რეცეპტი ხომ არ იცის ვინმემ? ძალიან უყვარს ოჯახს, რამდენიც არ უნდა ვიყიდო, მე თითქმის არ მხვდება რაღაც რუსული რეცეპტი ვიპოვე და ეს ხომ არ არის? მაგრამ აქ კრემზე ბეზე წაუსვით და ღუმელში აცხვეთო და ამან დამაეჭვა. ამას წინათ დროჟიანი პეროგს ვაკეთებდი და არ ამოვიდა, ახლა ესეც რომ გადნეს გამოცხობის მაგივრად ჩემი რეპუტაცია საბოლოოდ დაიღუპება! Лимонник Тесто: 3 ст. муки 1 яйцо 150 гр. растопленного маргарина или масла 1 ч.л. соды 0,5 ст. сахара Форма должна быть глубокая и желательно съёмная. Все ингредиенты смешать.Полученное тесто вıкладываем в форму и выпекаем до золотистого цвета при темперет. 180 град. Начинка: 4 ст. молока 4 желтка 1,5 ст. сахара 4 ст. лож. муки - ето все надо сварить В остывший крем добавить 5 натертых лимона,1 пач. ванилина. На остывший корж выкладываем крем ,а с верху безэ. Безэ: 4 белка взбить с 1 ст. сахара. Выпекаем готовый торт ещё раз при 150 град. 10-15 мин. Крем сильно приторный получается,если хотите,можно урезать сахар. |
Posted by: queen4 3 May 2009, 08:51 |
nadin ეგეთი არასდროს გამიგია ვცდი rtuli ეგეთს ვაკეთებ მეც ზუსტად, მაგრამ რატომღაც ძალიან მაგარი გამომდის ხოლმე, დაჭრისას ტყდება ხოლმე და :| |
Posted by: ინფინიტი 3 May 2009, 13:21 |
აქ ისეთი ხალხი ხართ, გეცოდინებათ, რაღაც მაინტერესებს. ბავშვობაში მყავდა ებრაელი მეზობელი, რომელიც იყო არაჩვეულებრივი ქალი, თან მუშაობდა, თან საჭმელებს ამზადებდა, თან ისეთ რამე-რუმეებს აცხობდა, სადარბაზოში ხალხი დარეტიანებული დადიოდა სუნით. ხოდა ეს ქალი აცხობდა დღესასწაულებზე ტრადიციულად ნამცხვარს, და იყო უგემრიელესი რამ. ორ ფენას შორის იყო ბლომად გულსართი, რომელიც მზადდებოდა დაფშვნილი ძველი პურის, ალუბლის და კიდევ რაღაცეებისგან. ხომ არ გაგიგიათ მსგავსი რაღაც შემთხვევით? |
Posted by: rock in rose 3 May 2009, 15:41 |
ბეზეს სახლის პირობებში როგორ ამზადებთ? |
Posted by: queen4 3 May 2009, 16:26 |
rock in rose ცალკე გულები უნდა გადადო კვერცხის, ცალკე ცილები (ცილიან ნაწილს გული არ უნდა შეჰყვეს თორემ არაფერი გამოგივა ) აიღებ ცილიან ნაწილს და თქვეფ კარგად, ისე უნდა აითქვიფოს რომ ჯამს უკუღმა რომ გადმოატრიალებ არ გადმოვარდეს. მერე ნელ-ნელა შაქარს უზამ და მორჩა კექსის ბისკვიტში 5 გრამიანი შაქრიანი ვანილი რომ ვუქნა ხომ არ გამწარდება ??? |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 3 May 2009, 16:29 | ||
queen4
არა რა გაამწარებს შაქრიანი ვანილი არ არის მწარე (სიმწარე არ აქვს საერთოდ) როგორც ცალკე ვანილი კექსს გააჩნია და მე ხანდახან 2 ცალს ვყრი |
Posted by: queen4 3 May 2009, 16:46 |
POMPADOUR MADAM DE 3 კვერცხი, 500 გრ არაჟანი და 200 გრამი მარგარინი უნდა 1 ვუქნა თუ ორი ??? |
Posted by: cheshire cat 3 May 2009, 16:49 |
ნახ ჭ.რძე და 3ს.კ-კაკაო? ეგ კეკსი მაქ მეც ჩაფიქრებული. |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 3 May 2009, 16:50 |
queen4 1 ჩაყარე და მერე გლაზურსაც ხომ გააკეთებ და იქაც ერთი ჩაუშვი ოღონდ თუ შაქრიანია ნამდვილად ისე 3 კვერცხზე 500 გრამი არაჟანი მებევრება.... დააკელი ცოტა არაჟანი ნახევარი მაინც |
Posted by: queen4 3 May 2009, 16:59 |
POMPADOUR MADAM DE უკვე ვუქენი მგონი არც ისე ბევრი არ გამოვიდა cheshire cat არა ეგ არ არის |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 3 May 2009, 17:04 |
queen4 ძალიან მაღალ ცეცხლზე არ გამოაცხო რა არაჟანი მძიმეა და 1 საათი მაინც უნდა გამოცხობას |
Posted by: Snow Crash 3 May 2009, 18:35 |
ლიმონიკი არა? მოხარშულ კრემს+5 ლიმონი რომ წავუსვამ გამომცხვარ ფირფიტას მერე ბეზეს დავადებ და ღუმელში შევდებ ასეთი რამე გამოცხვება? |
Posted by: rtuli 3 May 2009, 23:09 |
ვაშლის ღვეზელი 6 ცალი კვერცხი 250 გრ. მარგარინი(კარაქი) 1 ჩ.ჭ. შაქარი 500 გრ. არაჯანი 1 პაჩკა გამაფხვიერებელი(ან 1 ჩ.კ. სოდა+ძმარი) ვანილი 2,5-3 ჩ.ჭ. ფქვილი(ფქვილს გააჩნია ზოგი მეტს ითხოვს) გულსართი: 1 კგ. ვაშლი ანტონოვკა,ან ბროდსკი. 7-8 ს.კ. შაქარი 0,5 ჩ.ჭ წყალი 2 ს.კ. ვანილის პუდინგი(შეგიძლიათ 1 ს.კ. სახამებლით შეცვალოთ) 100 გრ. ქიშმიში 1 ცალი ლიმონი ოდნავ დარიჩინი ბეზე : 6 კვერცხის ცილა+ 11/4 ჩ.ჭ შაქარი მოვამზადოთ გულსართი.დავჭრათ კუბიკებად ვაშლი(კანგაცლილი),დავაყაროთ შაქარი,დავასხათ წყალი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. როცა შერბილდება დავაყაროთ ქიშმიში,გავხსნათ ლიმონის წვენში პუდინგი და დავამატოთ ვაშლის მასაში,როცა შესქელდება გადმოვდგათ. გავთქვიფოთ დარბილებული მარგარინი და შაქრი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხის გულები,დავამატოდ არაჯანი,მოურიოთ კოვზით და დავაცრად გამაფხვიერებელი+ფქვილი.ცომი გამოდის წებოვანი,სქელი არაჯნის. თუნუქის ფურცელს წაუსვად ზეთი და მოვაყაროთ ფქვილი,გავშალოთ ცომის მასა კოვზით და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე,გავსინჯოთ ჩხირით ცომი,როცა შეატყობთ რომ მზად არის გამოვიღოთ დავადოთ ვაშლის გულსართი,ზემოდან ბეზე გადაუსვათ და შევდგათ ისევ ღუმელში 5-10 წუთით ,ბეზეს გაყვითლებამდე(აქ მე გრილს ურთავ მაგრამ,თუ არაგაქვთ ცოტა ზემო თაროზე შედგით უფრო მალე შეყვითლდება და ძირი არდაიწვება ნამცხვრის). http://www.radikal.ru |
Posted by: nadin 3 May 2009, 23:17 |
queen4 ვცდი არ ინანებ, ძალიან ნაზი გლაზური გამოდის |
Posted by: faustina 3 May 2009, 23:47 |
გოგოებო რა უნდა გკითხოთ ... სახამებელი ხო კართოფილის ფქვილია ??? და აქ ვერ ვნახე, სამაგიეროდ არის სიმინდის სახამებელი და ტექსტურა ზუსტად იგივეა, რაც კარტოშკის სახამებლის. მითხრეს რომ კულინარიაშI და ძIრითადად დესერტებშI ეს გამოიყენებაოო, თქვენ რა იცი ამისშესაებ ??? |
Posted by: rtuli 3 May 2009, 23:52 | ||
faustina
სახამებელი სახამებელია რა მე ორივე მაქვს და ორივე ერთ ფუნქციას ასრულებს,საკონდიტრო ნაწარმებში სიმინდის სახამებელს იყენებენ ამერიკა-ევროპაში |
Posted by: ninoma 4 May 2009, 04:19 |
მოგესალმებით ფორუმის წევრებს. ძალიან მომწონს თქვენი მეგობრული ურთიერთობა და დაუზარელი პასუხები. დიდი ხანია გადევნებთ თვალს და ბევრი სასარგებლო რამე ვისწავლე, რისთვისაც მადლობას გიხდით. იქნებ დამეხმაროთ და მასცავლოთ ბეზეს გამოცხობა. ამ დგეებში ვცადე და არ გამომივიდა. ოღონდ დაწვრილებით დამიწერეთ ყველა ნიუანსი. წინასწარ გიხდიტ მადლობას. |
Posted by: nanana 4 May 2009, 16:02 |
ninoma სხვადასხვა ვარიანტები არსებბს. გთავაზობ ჩემს. 4 კვერცხის ცილა ათქვიფე (მიქსერით) ვიდრე ცილის ღრუბელი არ გახდება ისეთი მყარი რომ თასის გადმოტრიალებისას უძრავად იდგეს. მე ცოტა მარილს და ლიმონმჟავას ( ნამცეცი) ან 1 ჩ,აის კოვზ ლიმნის წვენს ვამატებ. ჯობია კვერცხის ცილა ერთი 2 საათი ოთახის ტემპერატურაზე იყოს ვიდრე გათქვეფას დაიწყებ. ასე სითხე აორთქლდება და მეტი შანსია რომ კარგი გამოგივიდეს. თუ მაგდენი დრო არ გაქვს შეგიძლია პირდაპირ თქვეფას შეუდგე. მოკლედ რომ გამყარდება დაუმატებ 6 სუფრის კოვზ შაქარს, ვანილს და გააგრძელებ თქვეფას ვიდრე შაქარი არ გადნება. გადაიტან შპრიცის თუ რაც გაქვს იმის საშუალებით ცივ თუნუქის დაფაზე და შედგამ ღუმელში 150 გრ 1 საათით. შემდეგ გამორთავ, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არ გამოაღო ღუმელიდან და დატოვებ 1-2 სთ შიგ გასაციებლად. თავიდან შეიძლება არ იყოს მაგარი, მაგრამ ღუმელში გაცივების შემდეგ აუცილებლად გამაგრდება და ჩვეულებრივი ხრაშუნა იქნება. ყველა ღუმელს თავისი ტემპერატურა აქვს და ყურადრება მიაქციე შენთან 150 ძალიან ცხელი არ იყოს. |
Posted by: allegro 4 May 2009, 21:27 |
აი ასეთი ბაჭიები დავაცხე ხაჭოს ცომით |
Posted by: ninoma 4 May 2009, 22:35 | ||
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. ზუსტად ამ რეცეპტით გავაკეთე და არ გამომივიდა. ბეზე იყო ისეთი ჰაეროვანი, რომ იჭრებოდა და ჰქოდა ნასვრეტები. სოკოს ფორმები რომ დავსვი გამოვიდა ღრმულებიანი. ტემპერატურა ჩემი ქურისთვის ზედმეტი აღმოჩნდა. მეორე დგეს ბეზე იყო დარბილებული. ხომ ვერ ამიხსნით რატომ იყო ბეზე ასეთი და რატომ დარბილდა. 150 ში რა იგულისხმეთ ცელსიუსი თუ ფარენგეიტი. |
Posted by: nanana 4 May 2009, 23:23 | ||
ninoma
ცელსიუსია ეს ტემპერატურა. ქურაშივე თუ გააცივე წესით არ უნდა დარბილებულიყო მეორე დღეს, თუ რა თქმა უნდა განსაკუთრებით ნესტიან კლიმატში არ ცხოვრობ. მეორე ვარიანტია შაქარი იყო ნესტიანი ან ცოტა მოგივიდა შაქარი. |
Posted by: enagrdzeli 5 May 2009, 03:42 | ||
allegro
რა საყვარლებია |
Posted by: ninoma 5 May 2009, 22:30 |
მარწყვის ტორტის კრემი დაწერეთ, ძალიან გთხოვთ |
Posted by: tos-ka 6 May 2009, 11:34 | ||
ninoma
თუ მეხსიერება არ მღალატობს, მარწყვისთვის სპეციალური კრემი არ უნდა არსებობდეს . . . მარწყვის გემოს და არომატის მაქსიმალურად გამოსაკვეთად კი ისევდაისევ ნაღების კრემს გირჩევდი. გათქვეფისას მხოლოდ ვანილი დაუმატე, სხვა არაფერი. |
Posted by: rtuli 6 May 2009, 11:48 | ||
tos-ka
+1,ეხლა სიტკბო აკლია მარწყვს და შაქრის პუდრიც არ აწყენდა. ზემოდან კი მოსართავად დამდნარ შოკოლადში ამოავლე მთლიანი მარწყვები(3/4 დაფაროს შოკოლადმა) და ტორტს ზემოდან დაალაგე |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 6 May 2009, 16:53 | ||
აი ასე ძალიან ლამაზია მე გავაკეთე შარშან ივნისში თან გემრიელია http://www.radikal.ru პ.ს. ეს არაა ჩემი გაკეთებული ოღონდ |
Posted by: rtuli 6 May 2009, 18:14 | ||
POMPADOUR MADAM DE
რა პრობლემაა გაგაკეთებინებთ იფ,მარწყვები გვეძახიან შეგვჭამეთ! |
Posted by: bubu1234 6 May 2009, 18:58 | ||
tos-ka
მარტო ნაგები და შაქარი არ უნდა?დამიწერე რა თუ არ შეწუხდები ზუსტად ეგ კრემი როგორ კეთდება? |
Posted by: BadbadGirl 6 May 2009, 22:09 | ||
rtuli
გავაკთე, ახლა გაციების პროცესშია. ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც დაწერე ბოსკვიტის გარდა ოღონდ 4 კვერცხი მქონდა და ერთი ქილა ანუ 300მლ არაჟანი ხოდა მგონია კაი გამოვიდა, სურნელი აქვს სუპერ! POMPADOUR MADAM DE სულ არ ჩანს მაგ ტორტი ძნელი გასაკეთებელი. ' შოკოლადიან მარწყვებს ყველა სეზონზე ვაკეთებ ბევრს თან ჩემი ნარკოტიკია მაგი |
Posted by: olive oly 6 May 2009, 22:32 |
გამარჯობა ტირამისუს რეცეპტი რომელ გვერდზეა? |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 7 May 2009, 12:05 |
olive oly აბა აქ ნახე მთავარი ნაღაბის ათქვეფაა და მარწყვის ნაცვლად ხსნადი ყავა http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=1455entry12724517 მე რთულმა მასწავლა და მასკარპონეს ნაცვლად კარგი ცხიმიანი ხაჭო კარგად ათქვეფილი +ვანილი+ შაქრის პუდრა მშვენიერი გამოვიდა |
Posted by: tos-ka 7 May 2009, 12:59 | ||
bubu1234
ტკბილი კრემი თუ გინდა აუცილებლად უნდა დაამატო. ოღონდ შაქრის პუდრა ჯობია. რთული გასაკეთებელი არაა - სპეციალური გასათქვეფი ნაღები უნდა იყიდო (თხევადს ვგულისხმობ) 33% აქვს, თუ არ ვცდები ცხიმიანობა. 1 ლიტრიანი შეფუთვებით იყიდება და ნებისმიერ სუპერმარკეტში აქვთ. მიქსერით გათქვეფ. ჩვეულებრივი კრემის კონსინსტენციას მიიღებ. თან თქვეფისას შაქრის პუდრა დაამატე, რადგან ტკბილი გინდა. ოღონდ ეს კრემი მთელი ტორტისთვის არ გეყოფა. ზემოდან დასადებად და გვერდების დეკორატიული გაფორმებისთვის კი საკმარისია. როგორც ვატყობ, პირველად აკეტებ ასეთ რამეს. მაშინ ფხვიერი მასალა რომ იყიდება, იმას გირჩევდი. ზედმეტ პრობლემას აიცილებ თავიდან. თან იმ ფხვნილს სიტკბოც აქვს (ჩემთვის ზომიერი), მხოლოდ რძეს შეათქვეფ და ესაა |
Posted by: rtuli 7 May 2009, 13:13 |
ლიმნის ღვეზელი საფუარი მშრალი 5,5 გრ.(ცოცხალი საფუარი 10-15 გრ.) 500 გრ. ფქვილი 1 ჩ.ჭ რძე 3-4 ს.კ. შაქარი 1 ცალი კვერცხი ცოტა მარილი 75 გრ. კარაქი გავხსნად თბილ რძეში საფუარი ,გავაჩეროთ გასაღვიძებლად 10 წუთი. გავთქვიფოთ კვერცხი + შაქარი,დავამატოდ საფუვრიან რძეს,გავადნოთ კარაქი და იციც დავამატოდ+მარილი,ბოლოს ფქვილი მოუკიდოთ და მოვზილოთ ნაზი ცომი. როცა ცომი ელასტიური და ხელში მოლაპარაკე გახდება, დავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას ამოსასვლელად. ამ დროს მოვამზადოთ გულსართი: 2 ცალს ლიმონსგადავავლოთ მდუღარე წყალი,კურკა გავაცალოთ,კანიანად გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში. დავამატოდ 1 ჩ.ჭ შაქარი(ცოტა მეტი თუ გინდათ დაამატედ).მზად არის გულსართი. გაფუებული ცომი ვიზუალურად სამად დავყოთ და 1/3 ნაწილი მოვაჭრად,დავყოთ 12ნაწილად და მოგრძო ტოკების ფორმა მივცეთ(მე 4 თანაბარი გავაკეთე და დანარჩენ ცომის თოკებს მერე ვამზადებდი,ყველა სხვადასხვა ზომის უნდა იყოს). 2/3 ცომი(ანუ დარჩენილი) გავშალოთ 35 სმ.(ყალიბი 26 სმ. უნდა იყოს) და ცავაფინოთ ყალიბში.ყალიბი წინასწარ კარაქ წასმული უნდა იყოს და ცომი კედლებზე დამაგრდება. http://www.radikal.ru ჩაუდოთ გულსართი და დავიწყოთ ზემოდან,ცომის თოკებით დაწვნა. ნაპირები გადაუკეცოთ,ტილო გადავაფაროთ და გავაჩეროთ ცომი ამოსასვლელად. როგორც ამოვა ცომი გადაუსვად კვერცხის გული+ცოტა რძე და შაქარი. http://www.radikal.ru შევდგათ 200 გრაადუსზე გამოსაცხობათ. როცა გამოცხვება ზემოდან კარაქი გადაუსვათ და ტილოს ქვეშ დავასვენოთ. http://www.radikal.ru პ.ს. გულსართი შეიძლება სხვადასხვა გამოვიყენოთ. |
Posted by: Doloress 7 May 2009, 19:24 |
ნაღების კრემი როგორ კეთდება? აი, ლიტერატურულში რომ აქვს ალუბლის ტორტს, ისეთი.. |
Posted by: faustina 8 May 2009, 00:15 |
rtuli ყოჩაღ!!! გადასარევ რაგაცეებს აცხობ!!! იქნებ ამიხსნათ 2 სიტყვით ხაჭაპურს როგორი ცომი უნდა ?? არ ვიცი როგორ იზილება რბილი და მაგარი ცომი .... გტხოვთ ამიხსნათ რა.... |
Posted by: rtuli 8 May 2009, 01:52 | ||
faustina
ცომეულ-ფქვილეულობა, პიცა, ხაჭაპური, ღვეზელი და ა.შ. ამ განყოფილების 23 გვერძე ნახე იქ დევს რეცეპტი. |
Posted by: annak 8 May 2009, 11:47 | ||||
rtuli რომელი მარკის ფქვილს იყენებ? ბოლო დროს ცოტა უკმაყოფილო ვარ რასაც ვყიდულობდი იმით.
მომეწონა შენი "ტერმინოლოგია" ბოლო სურათი "Так и завет скушай меня"
ზემოდან წასასმელად კვერცხის გული ალბათ 1 ცალი და რძე და შაქარი რამდენი უფრო ზუსტად? მაინც პირველი გაკეთებისთვის, შეცდომა რომ არ დავუშვა. მე გახეხილი, დაშაქრული შვინდის შიგთავსით ვაპირებ გაკეთებას. თუ გამოვიდა და ძაან სამარცხვინო არ იქნა ფოტოებს დავდებ. პ.ს. მიყვარს ესე "ზემოდან დაწნული" რაღაცეები, ძალიან "სახლური" და თბილია დაახ. ასე ჩვენ ვაშლის ღვეზელს ვაკეთებთ |
Posted by: queen4 8 May 2009, 12:28 |
მოკლედ ბრინჯით მინდა რამის გაკეთება და რაიმე რეცეპტს ხომ ვერ მომცემდით ??? |
Posted by: mainc 8 May 2009, 15:40 |
ჰოდა 'ოტელოს' კიარადა 'ობამას' რეცეპტს დაგპირდით და დავწერ ბარემ ცომი: ვიღებთ 6 კვერცხს და 3 ჭ. შაქრის ფხვნილს ვაკეთებთ კარგ გოგლი-მოგლს ვუმატებთ 250 გრამ გამდნარ კარაქს 2 ჭ. მაწონში გათქვეფილ 2 ჩ.კ. სოდას 6 სუფრის კოვზ კაკაოს ვანილს და ვურევთ კარგად ერთმანეთში ვაზელთ 4 ჭიქა ფქვილს ( არაჟნის მასაზე ოდნა სქელი ცომი უნდა იყოს) ვყოფთ 2 ნაწილად ვასხამთ ცხელ ფირფიტაზე და ვაცხობთ საშუალო სიმხურვალის ღუმელში კრემი : 2 ქილა მოხარშულ შედედებულ რძეს დავამატოთ 300 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ერთმანეთში დავუმატოთ 100 გრ გატარებული ნიგოზი და 6 სუფრი კოვზი კაკაო ვანილი კრემის წასმისას ფირფიტებს შუა კრემზე მოვაყაროთ მოხალული და წვრილად დაჭრილი ნიგოზი თავზე ნამცხვარს მოვაყაროთ ფირფიტებს გადარჩენილი ცომის მასა ხელით იფხვნება კიარადა მოკლედ მიხვდებით : D იგემრიელეთ |
Posted by: tos-ka 8 May 2009, 16:38 |
bubu1234 თუ კიდევ გაინტერესებს ნაღების კრემი. ესეც დასურათებული. აი, ასეთი გემრიელობა გამოდის |
Posted by: rtuli 8 May 2009, 16:54 | ||||
annak
1 კვერცხის გული ბევრია და პატარა კვერცხი გამოიყენე+დაახლოებით 1 ჩ.კ. რძე და 1 ჩ.კ. შაქარი.
გემრიელი გამოგივა,წარმატებები |
Posted by: Aushki 9 May 2009, 00:01 |
აი რა გამოვიდა ჩემი საცხობისაგან |
Posted by: rtuli 9 May 2009, 00:24 | ||
Aushki
რა სიმპატიჩნებია რა ცომით გააკეთე? |
Posted by: darkvision 9 May 2009, 18:21 |
Aushki ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება , არ გაგვიშიფრავ რა მასალაა? |
Posted by: Aushki 9 May 2009, 18:48 |
rtuli darkvision სატესტოდ უბრალო პეჩენიის ცომი გავაკეთე და არ გამოვიდა, კი გამოცხვა მაგრამ სქელი იყო მერე მეორე პარტიაზე იგივე ცომი ნაკლები ფქვილით რომ უფრო ფაფუკი ყოფილიყო. ისე ლამაზად ამობურცულდნენ. საცხობი არის ისეთი მშვენიერი, რომ ერთი გადმოტრიალებით 20 ნამცხვარი გადმოხტა რითაც გინდა მორთე ძააან კმაყოფილი ვარ საცხობის. ცალობით მიყვარს ნამცხვრები და ტარტალეტკის ფორმებში ცომის ამოლესვა მღლიდა და მერე იმათი სათითაოდ გადმოყრა. ზოგიც ასეთი გამოვიდა |
Posted by: rtuli 10 May 2009, 23:19 |
შოკოლადის კექსი ვაშლის პიურეთი ჭიქა 240 მლ. 230 გრ. კარაქი 1,5 ჭ. შაქარი 2 ცალი კვერცხი 2,5 ჭ. ვაშლის პიურე(ნაკლებად ტკბილი) 1 3/4 ჭ.ფქვილი 1ჭ.კაკაო! 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ცოტა მუსკატის კაკალი,მარილი და დარიჩინი 2 ს.კ. კონიაკი ვანილი 85 გრ.შოკოლადი დაჭრილი,ცომზე მოსაყრელად. გავთქვიფოთ კარგათ დარბილებული კარაქი და შაქარი,ისე რომ ფაფუკი იყოს. შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები. ფრთხილად დავამატოდ ვაშლის პიურე(მე გავხეხე ვაშლი და ოდნავ შაქარში მოვადუღე),კონიაკი,ვანილი. დავაცრად ფქვილი,კაკაო,დარიჩინი,მარილი,მუსკატის კაკალი,გამაფხვიერებელი. ნაზად ამოურიოთ ქვემოდან ზევით და დავამატოთ დაჭრილი შოკოლადი,ამოვურიოთ კიდევ ერთხელ. მოვათავსოთ ცომი კეკსის ყალიბსი 26 სმ.(ყალიბს წავუსვად ჯერ ძირზე კარაქი და ოდნავ შაქრის პუდრი მოვაყაროთ. შევდგათ გახურებულ გაზქურაში 160 გრადუსზე და ვაცხოთ ასე 1,5 საათი. http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 10 May 2009, 23:42 | ||
POMPADOUR MADAM DE
შოკოგოლიკები კალორიებს არითვლიან ისე ერთ უშაქრო ფინჯან ყავასთან ერთად მაგადია |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 11 May 2009, 11:03 | ||
bubu1234
Rtuli-s ქოქოსის ტრუფელის ნამცხვარი http://forum.ge/?f=82&showtopic=33695527&st=1365 უადვილესი და უგემრიელესია ოღონდ წინა დღით უნდა გააკეთო ნაღების კრემის გამო ნამცეცი არ დარჩება მერწმუნე |
Posted by: nanana 11 May 2009, 14:11 | ||
Aushki
ჩვეულებრივი მაფინის ცომით ანუ კექსის ცომითაც კარგი იქნება. ისე ფორმას რა რეცეპტი მოყვა შეგიძლია დაწერო. ეჭვი მაქვს რომ ეგ საუკეთესო ვარიანტი იქნება |
Posted by: Aushki 11 May 2009, 21:30 |
nanana აი რაც მოყვა მაგრამ ორი ცომის ამბავი ვერ გავარკვიე Swedish Teacakes Dough 1 stick butter 1 3 oz. package cream cheese 1 cup flour Filling ¾ cup brown sugar 1 egg. Slightly beaten 1 tbsp. melted butter 1/8 tsp. salt ½ tsp. vanilla ½ cup choped pecans ½ c. coconut lightly spray teacake cups with non-stick vegetable oil coating. Mix together filling ingredients. Fill teacake cups 2/3 full with filling. Mix dough ingredients, form ½’’ balls. then flatten dough and place on top of filling in teacake cup (be sure dough covers filling; if not adjust size). Let cool completely, may need to run a plastic knife or spatula to loosen each teacake. fill top with whip cream and serve. და ასეთი უნდა გამოვიდეს |
Posted by: Angelopulosi 11 May 2009, 22:11 |
tos-ka ამ ტორტის რეცეპტი მინდა რაააააააააა |
Posted by: tos-ka 12 May 2009, 13:41 | ||
Angelopulosi
ბისკვიტი ჩვეულებრივია. 1კვერცხი+1 ჩ/კ შაქარი+1ჩ/კ ფქვილი+სოდა/ძმარი+ვანილი კრემი ნაღების. ამ შემთხვევაში თხევადი ნაღები არ მეყო და გარედან რაც ჩანს ფხვნილისაა, ჩვეულებრივ პასტერიზებულ რძეში გათქვეფილი დანამულია მარწყვის წვენით+კონიაკი (არ დაინანოთ) ზემოდან მარწყვი რომ პრიალებს, ეგ შაქრის ბრალია (მარწყვის წვენში გავხსენი შაქარი და წამოვადუღე. დაახლოებით მურაბის კონსისტენცია ივარაუდეთ, ბლანტი სითხე. ცოტა შევაგრილე და ზემოდან მოსაყრელი მარწყვი ამ სითხეში ამოვავლე. დარჩენილი სითხე კი "მოსაწუწად" გამოგადგებათ) სულ ესაა |
Posted by: nanana 12 May 2009, 13:46 |
Aushki მადლობა საინტერესო რეცეპტია. რა ვერ გაარკვიე? |
Posted by: bubu1234 12 May 2009, 21:54 | ||
რა რაოდენობით უნდა ნაღების ფხვნილი და რძე,დღეს გავაკეთე (http://forum.ge/?f=82&showtopic=33695527&st=1365) ქოქოსის-ტრიუფელის ნამცხვარი და ნაღების კრემი ვერაფრით გავასქელე. |
Posted by: rtuli 12 May 2009, 23:09 | ||
bubu1234
ნაღები უნდა იყოს მაღალ ცხიმიანი 38%. უნდა იყოს ცივი. ამოგყავს მიქსერით ჩვეულებრივი თქვებით ,მაღალ სიჩქარეზე. როგორც კი ამოვა ღრუბელივით და გასქელდება,მაშინვე დაამთავრე თქვეფა.თუ გააგრძელებ,ან მეტი მოგივა გადადის კარაქში,ანუ იჭრება. შოკოლადს თუ ამატებ გამდნარს ნაღებში უნდა გააკეთო ასე: 1. შეათბო გარკვეული რაოდენობა ნაღების და მაგ ნაღებში გაადნო შოკოლადი.როცა შეგრილდება,შედგავ კაკ მინიმუმ 6 საათით მაცივარში.გამოიღებ მაცივრიდან და გათქვეფავ,ამოვა შესანიშნავი კრემი. 2. გაადნო ორთქლზე შოკოლადი და შეათქვიფო გათქვებილ ნაღებში,იმ მომენტში უნდა დაიწყო შოკოლადის დამატება როცა ნაღები ფაკტიურად არაჯნის სისქის იწყებს გახდომას.თან ამატებ შოკოლადს თან თქვეფავ. ოღონდ მეტი არმოგივიდეს გათქვეფა აგეჭრება! |
Posted by: bubu1234 13 May 2009, 00:18 |
rtuli და ნაღების ფხვნილით როგორ უნდა გავკეთო?რა რაოდენობის ფხვნილს რა რაოდენობის რძე დავასხა? |
Posted by: rtuli 13 May 2009, 00:47 | ||
bubu1234
ფხვნილი არასოდეს მიხმარია. მაპატიე არვიცი როგორ დაგეხმარო.გადახედე რეცეპტებს,მე მგონი არის სადღაც. |
Posted by: bubu1234 13 May 2009, 11:04 |
rtuli მადლობა,,მარტო ბეზეც შეჭამეს უკვე და ძალიან გემრიელი იყო. |
Posted by: rtuli 13 May 2009, 11:10 |
bubu1234 ისე მრავალჯერ წაკითხულს ერთხელ ნანახი ჯობიაო . პომპადურს ერთხელ ვაჩვენე და მის მერე სულ ამზადებს დამოუკიდებლად. კიდევ ერთხელ სცადე აბა,იქნებ გამოგივიდეს ნაღებთან მუშაობა. გაითვალისწინე რაც ზემოთ დაგიწერე და გამოგივა აუცილებლად. |
Posted by: bubu1234 13 May 2009, 11:23 | ||
rtuli კი ვცდი აუცილებლად,უბრალოდ ვერ ვიშოვე ნაღები და მერე ფხვნილი ვიყიდე და ფხვნილით არ გამოვიდა. tos-ka წერია რომ ნაღების ფხვნილით გააკეთეთ ,როგორ უნდა გავაკეთო ნაღების ფხვნილით?
|
Posted by: tos-ka 13 May 2009, 14:23 | ||
bubu1234
გააჩნია რა სიმკვრივის კრემი გჭირდება. 1:1-ზე პროპორცია სცადე დასაწყისისთვის. საწყაოდ ნებისმიერი საზომი გამოგადგება, ყავის ჭიქაც კი უბრალოდ ზედმეტი კრემი რომ არ გათქვიფო, გაითვალისწინე, რომ ამ პროპორციით მასა მინიმუმ 3-ჯერ მატულობს მოცულობაში. თუ კრემი საჭიროზე მკვრივი გამოგივიდა, სითხე ჩაამატე და გათქვიფე. სხვა არაფერი ჭირდება P.S. ფხვნილი, რომელსაც ჩვენ ადრე ვიყენებდით, აღარ შემოდისო. ახალი ვცადე და გაამართლა. ეხლა არ მახსოვს რა ქვია, რაღაც მოყავისფრო შეფუთვაა. საღამოს გადავიღებ და დავდებ |
Posted by: BEKO 13 May 2009, 23:40 | ||
POMPADOUR MADAM DE
მე არ გამომივიდა. ბეზე დარბილდა და არ გამოცხვა ნორმალურად. კრემი სანამ ჟელატინი არ ვუქენი, წყალწყალა იყო. |
Posted by: tos-ka 14 May 2009, 13:49 | ||
bubu1234
ეს რა საბოდიშოა . . . სპეცსკოლებში არც ჩვენ გვისწავლია და რაც ვიცით ასე, ახსნით ესეც დაპირებული სურათები. მარცხენა მხარეს გასათქვეფი მასაა, მარჯვნივ გათქვეფილი. მთელ ამ "პროცედურას" 7 წუთი დაჭირდა, სპეციალურად დავინიშნე დრო . . . უცბად ყველა სურათს ვერ ვდებ და ცოტა ხანში შეფუთვას და ჩემს საწყაოსაც გამოვფენ |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 14 May 2009, 14:39 | ||
BEKO
ოი ბეზეს ამოყვანა შენ ჩემგან არ გესწავლება და იქნებ კვერცხს სჭირდა რამე ? კარგად უნდა ბეზეს თქვეფა და მერე შაქრის პუდრა და ბოლოს ქოქოსი და ცოტა ხანი უნდა ოღონდ ქოქოსს თქვეფა რომ არ გაწყალდეს - ქოქოსი მძიმეა და ცხიმიანი.. და რომ შევაცხვე ჰაერღუმელში რომელიც მაქსიმალურად იყო გახურებული - 15 წუთში გამოცხვა და იყო ძალიან გემრიელი მე თუ მკითხავ სასწრაფოდ თუ ნამცხვარი გინდა ჰაეროვანი და უკრემოდ შეიძლება ეს ქოქოსიანი ბეზე მთელს ჟარუნაზე გამოაცხო რაც შეეხება ნაღების ამოყვანის ტექნოლოგიას აქ რთულმა და ტოსკამაც არაერთხელ ახსნეს ნაღები როგორ უნდა აითქვიფოს და..რავიცი აბა |
Posted by: tos-ka 14 May 2009, 14:59 | ||||||
ესეც ფხვიერი ნაღები ახალი შეფუთვით . . . კრემი ამ ჭიქაში რაც ყრია იმ ფხვნილით გამოვიდა, თლილი ჭიქაა, 100 გრამიანი. +100 გრამი რძე. ასე ძალიან ფაფუკი და პრიალა კრემი გამოდის. * * *
POMPADOUR MADAM DE
გამომცხვარი ბეზე ჩემი ტკივილიააააა. რამდენნაირად არ ვცადე, მაგრამ არა! არ ვცხვები და ვსოოოო |
Posted by: rtuli 14 May 2009, 20:24 | ||
tos-ka
პირველი 10 -15 წუთი ცხელ ღუმელში აცხობ,მერე ოდნავ კარს გამოაღებ და ძალიან დაბალზე აშრობ 1 საათს ან 1,5 საათს.ასე ტორტის ბეზეს ფირფიტებს აცხობენ. ხო , ღუმელის კარის გასაჩერებლად სპიჩკის კოლოფს უდებენ . * * * მარწყვის კექსი საჭიროა: 2 ჭიქა(240 მლ.) დაჭრილი ოთხად მარწყვი 4 ცალი კვერცხი 240 გრ. დარბილებული კარაქი 240 გრ. შაქარი 1,5 ჭიქა ფქვილი(225 გრ.) 1 ცალი ,ფორთოხლის ცედრა 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი გლაზური 3 ს.კ. გათქვეფილი მარწყვი(დაბლენდერებული)+200 გრ. შაქრის პუდრი მოვამზადოთ მარწყვი და დაავაყაროთ ფქვილი,კარგათ ამოვავლოთ ფქვილში, თუშფალანგზე დავყაროთ,გავცრათ ზედმეტი ფქვილისაგან. კეკსის ფორმას(26 სმ.) ძირზეოდნავ წაუსვათ კარაქი. გაზქურა გავახუროთ 180 გრადუსამდე. გავთქვიფოთ კარგათ კარაქი+შაქარი,მერე სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები,კარგი ფაფუკი მასა გამოვა. დავამატოდ ფორთოხლის ცედრა. დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი,ნაზად ამოურიოთ ცომი და ბოლოს დავამატოთ მარწყვი.ფრთხილად ამოურიოთ და მოვათავსოთ ყალიბში. გამოვაცხოთ 50 წუთის განმავლობაში,ხის ჩხირით გაუსინჯოთ ცომის გამოშრობა. გამოვიღოთ ღუმელიდან და დავასვენოთ 10-15 წუთი,ნაპირებს ჩემოუტაროთ დანა (ფრთხილად) ,გადმოვაბრუნოთ კექსი ,ჩაუჩხვლიტოთ ხის ჩხირით რამოდენიმე ადგილი,მოვასხათ გლაზური და დაველოდოთ ბოლომდე გაცივებას. საერთოდ ნამცხვარს დასვენება სჭირდება,სასურველია დეგუსტაცია 2-3 საათის მერე ჩაუტაროთ http://www.radikal.ru |
Posted by: tos-ka 15 May 2009, 10:36 | ||
rtuli
ეჰ, ყველა ეგ ხრიკი ზედმიწევნით დავიზეპირე . . . კონსულტაციაც რამდენჯერ მივიღე, ვინ იცის მაგრამ მაინც არავო! ჰო და ბეზეს ტორტის გამოცხობა ოცნებად მექცა. არა და რა რეცეპტი მააქვს |
Posted by: rtuli 15 May 2009, 11:14 | ||
tos-ka
მერე, შენ მაინც არგჭირდება ეგ რეცეპტინო მე გადმომიგდე ერთ ნაჭერს გიწილადებ კარქი |
Posted by: tos-ka 15 May 2009, 11:22 | ||
rtuli
ნაჭერი არ მინდა, მომზადების პროცესს თუ დამასწრებ, ყაბულსა ვარ - შევთანხმდით! სურათებში არ მადებინებს, აქ იყოს - კაი დესერტს კი მოუხდებოდა ეს ღვინოები ჭავჭავაძიანთ მარანში |
Posted by: rtuli 15 May 2009, 11:38 | ||||
tos-ka
აუ სიამოვნებით გავსინჯავდი.
მასტერ კლასსი რთულთან |
Posted by: @natia@ 15 May 2009, 14:09 |
რა მაინტერესებს იცით, ნაღების კრემი ბლენდერში არ აითქვიფება, დიდი დრო უნდა ამოყვანას? |
Posted by: mekaaa 15 May 2009, 17:15 |
მეც გამარკვიეთ რა გოგოებო ნაღების კრემი და მუსი სხვადასხვ რამეა? მუსი ვიცი ფხვნილი რომ იყიდება იმითი კეთდება და ნაღების კრემზე დავიბენი? |
Posted by: ninoma 15 May 2009, 17:45 |
rtuli დიდი მადლობა რეცეპტისათვის |
Posted by: Angelopulosi 19 May 2009, 22:52 | ||
tos-ka
დიდი მადლობა რეცეპტისთვის, მაგრამ ეს ჩ/კ? მე ვიცოდი სუფრის კოვზი.. |
Posted by: brutal_88 19 May 2009, 23:15 |
აუუ ხალხო, მასწავლეთ რა ჩიზკეიკი, მარწყვით როგორ გავაკეთო? იკეაში, შვედური მაღაზია რომაა, იმათ ფასტ-ფუდში ვჭამე, მარა ეგენი რეცეპტს ხომ არ მომცემენ აუ ეხლა ერტი დიდი ჯარუნა ჩიზკეიკი მქონდეს მარწყვით, მეტი არაფერი მინდა |
Posted by: BadbadGirl 19 May 2009, 23:21 |
brutal_88 მე ვიცი კარგი ჩიზი მნიამია გასწავლო ? მარწყვით თუ აკეთებ მაშინ ცივი ჩიზი უნდა გააკეთო, გამოცხობა რომ არ უნდა ისეთი საქართველოში იკეა გაიხსნა? ბაზა: რადგანაც მარწყვისას ამზადებ ამიტომ კარგი იქნება თუ იყიდი 400-500 გრ შოკოლადის პეჩენიას, დაფშხვნი დაასხავ იმდენ გამდნარ კარაქს რომ არ აიზილოს მაგრამ მრგვალ/ოთკუთხედ ფორმაში ადვილად რომ გაშალო და დაპრესო. ახლა თავად კრემი 1.წინასწარ დაალბე ჟელატინი 500 მლ სითხისათვის გათვილი. 2.ისე რომ არ აგეჭრას ათქვიფე 200 მლ ნაღები, 3.დაამატე კარგად ათქვეფილი 500გრ მდნარი ყველი + ვანილი გემოვნებით, (ფილადელფია ყველაზე მეტად მიყვარს მე) . შაქარი ყველთან ერთად უნდა ათქვიფო, იმდენი დაამატე შენ როგორც გინდა, (თუ გინდა სულ ნუ დაამატებ თუ ტკბილი არ გინდა.) მთავარი ისიაა, რომ შაქრის პუდრა გამოიყენო. 4. ჟელატინი, ნაღები და ყველი გადაურიე ერთმანეთში. 5. ერთი ნაწილო დაასხი პეჩენიებ ჩაფენილ ფორმას, დააადე მარწყვები, მერე კიდე მოასხი კიდე დააადე და ა.შ. სანამ მარწყვი და მასა გეყოფა. 6. დააცადე ცოტა შემაგრდეს და ზემოდან ლამაზად მოაწყვე მარწყვები მსგავსი რეცეპტით ვაკეთებ ყველანაირ ჩიზის, ხან მარყვით ხან შოკოლადით, ხან ბანანით. |
Posted by: brutal_88 19 May 2009, 23:28 | ||||||
BadbadGirl
მასწავლე მაწავლე რა
ხო მემგონი არ იყო გამომცხვარი )
არ ვიცი, მე თბილისში არა ვარ |
Posted by: pipa 19 May 2009, 23:39 | ||
brutal_88
ამ სიტყვას ნუ ხმარობთ რაა რა საშინელი სიტყვაა |
Posted by: brutal_88 20 May 2009, 00:08 | ||||
BadbadGirl ყველი, გამდნარი, აი პურზე წასასმელი როა ხო? ხოდა მემგონი მარწყვი, მარწყვის მურაბით რომ შევცვალო უფრო კარგი იქნება
კარგი გოგო ხარ, ძალიან გამიადვილე, თორე ცხობა არ მეხერხება ხუთშაბათს გავაკეთებ და სურათებსაც დავდებ. ნახავთ როგორია ბრუტალური ჩიზქეიქი pipa
აბა რა ქვია რო არ ვიცი |
Posted by: BadbadGirl 20 May 2009, 00:15 |
brutal_88 ძალიან ტკბილი გამოვა მარწყვის მურაბით, მაშინ შაქარი ცოტა მიეცი და რაც მთავარია ჯელატინი 500 კი არა 600 მლ - ზე გაითვალისწინე, თორემ არ შედგება. მერე კიდე ცოცხალი ამრწყვები რომაა რაღაცნაირად კარგად გხვდება ჭამისას :P მდნარი ყველი პურზე წასასმელია კი (cream cheese ), მაგრამ მასეთი ბევრი ყველია, ძალიან მარილიანი, მწვანილებით, ვიჩინით და ა.შ. დანამატების გარეშე ნაკლებად მარილიანი რომელიც არის ის იყიდე, იქნებ ფილადელფია მონახო, დაცდილი მაქვს და კარგი გამოდის ყოველთვის. პ.ს. მარწვის მურაბიანის გამოცხობაც შეიძლება ისევე როგორც ან მაწრყვის ჩირებით, მნიამ! |
Posted by: pipa 20 May 2009, 00:36 | ||
brutal_88
არც მე ვიცი, საცხობი ფირფიტა დავარქვათ |
Posted by: ინფინიტი 20 May 2009, 01:00 | ||
თუნუქის ფირფიტა ჰქვია. |
Posted by: rtuli 20 May 2009, 01:48 | ||
infinity-infinity pipa
თუნუქის ფურცელი . ჯარუნა რა უბედურობაა,რუსულიდან მახინჯურად ნათარგმნი |
Posted by: BadbadGirl 20 May 2009, 01:59 |
rtuli რა მაგარია ქართული ენა მე თუ მკითხავ საცხობი ფურცელი უფრო მართებული იქნებოდა, რადგან ეგ ე.წ. "ჟარუნა" შეიძლება იყოს შუშისაც :P |
Posted by: shilaida 20 May 2009, 09:25 |
rtuli ჩემ დილის გადაცემაში (რადიოში) თქვენ რეცეპტებს ვაცნობ მსმენელებს კვირაში ორჯერ და აი, ეხლა მივხვდი, რომ საჭიროა ნებართვა.... |
Posted by: tos-ka 20 May 2009, 11:51 | ||
Angelopulosi
რა თქმა უნდა შეცდომაა, სადილის კოვზი უნდა იყოს მე ვეღარ ჩავასწორებ და მიაუს ვთხოვ, გაასწოროს |
Posted by: rtuli 20 May 2009, 19:20 | ||
shilaida
რა პრობლემაა გააცანი ,ისე ვიზუალურ მხარეს უფრო აქვს ეფეკტი! როგორიც ძალიან მაგარი რეცეპტი არუნდა იყოს,ვიზუალურად თუ არდააფიქსირე ,წარმოდგენა ძნელია და მონდომება მომზადების ნაკლებია. აუფ ,კაცმა ერთი კულინარიის ლიუბიტელების სკოლა ურუნდა გახსნას!რა მშვენიერი იქნებოდა . მოხარშული სგუშონის ნამცხვარი 2 ქილა სგუშონი მოხარშული(1,5 ქილა ცომისათვის) 6 ცალი კვერცხი 1,5 ჩ.ჭ ფქვილი 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 3 ს.კ. შაქარი 1 ჩ.ჭ დაქუცმაცებული ნიგოზი 75 გრ. ქიშმიში მოსასხმელად: 150 მლ. რძე+ 0,5 ქილა შესქელებული რძე 0,5 ჩ.ჭ დაქუცმაცებული ნიგაზი მოსაყრელად გავთქვიფოთ შესქელებული რძე+ კვერცხები.შევათ ქვიფოთ შაქარი ,დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი.დავამატოდ ქიშმიში+ნიგოზი,მოურიოთ კარგათ ,ჩავასხათ კარაქწასმულ,საფანელ მოყრილ ყალიბში და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე მზადებამდე. როცა მზად იქნება,ცხელს მოვასხათ: თბილ რძეში გათქვეფილი სქუშონი,მოვაყაროთ ნიგოზი ,დავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ ჩამქვრალ! ღუმელში 3 საათი,კარგათ რომ შეიწოვოს რძის მასა და დაგემრიელდეს! http://www.radikal.ru |
Posted by: Nuci44 20 May 2009, 20:22 |
ძალიან მინდა ეკლერების გაკეთება. თუ იცით მასწავლეთ როგორ კეთდება |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 20 May 2009, 22:18 |
Nuci44 აბა ესენი ნახე - შუს და ეკლერის ცომი და გამოცხობის მეთოდი ერთიდაიგივეა ოღონდ ფორმებია განსხვავებული http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=345entry7427185 http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=270entry6074302 http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=390entry7727862 |
Posted by: BadbadGirl 21 May 2009, 00:57 |
ცივი ჩიზის რეცეპტი ვიპოვე უჟელატინოდ, და მგონია უფრო ადვილი გასაკეთებელია ვიდრე ჟელატინიანი. ჩიზი ბაზა- ნახევარი კილო პეჩენია დაფშხვებნით, ჩაასხუთ მდნარი კარაქი იმდენი რომ ფორმაში ადვილად გაშალოთ და დაპრესოთ, კრემი: Ingredients: 1 8 უნცია მდნარი ყველი (არ ვიცი ერთი უნცია რამდენი გრამია) 1 ს.კ ლიმონის წვენი 1/4 ჭიქა შაქარი 1/2 ნაღები, კარგად ათქვიფეთ. მომზადება 1. აურიე ყველი, ლიმონის წვენი და შAქარი 2. მასა 1 აურიე მანამდე ათქვეფილ ნაღებში 3. დაასხი ეს მასა ფორმაში გაშლილ პეჩენიებს 4. გააცივე მაცივარში. მერე აი ასე შეგიძლია მორთო |
Posted by: Neno_ 21 May 2009, 12:03 | ||||
rtuli აი ეს მევასა მაგრად!
და აქ რო ამბობ
იგულისხმება რომ ცომი თხევადი უნდა იყოს? ანუ ფორმა არაფერი არ მაქვს და თხელ ჟარონაში არ გამოვა ალბათ? 200 გრადუსი უგრადუსო დუხოვკაში რამდენი იქნება ნეტავ (საერთოდ მაღალ ცეცხლს გულისხმობს თუ დაბალს)? ანუ მაქსიმუმი რამდენი აქვთ ხოლმე დუხოვკებს ხომ არ იცი და იმის მიხედვით დავაყენებ.. და კიდევ ერთი: გამაფხვიერებლის გარეშე რა გამოვა? პ.ს. ვგიჟდები სგუშონიან კექსებზე |
Posted by: rtuli 21 May 2009, 12:31 |
Neno_ ცომი გამოდის მოსქელო წებოვანი,მოხარშული სგოშონის გამო. გამაფხვიერებელის მოგივრად სოდა 1 ჩ.კ.+ძმარი. მთლიან თუნუქის ფურცელზე(ანუ ჯარონაზე) არგამოვა.კექსის ფორმაც არაგაქვს?აქ მე ოთხკუთხედ ფორმაში მოვამზადე 20 სმ/30სმ.ზე. კექსის ფორმაში კარგი გამოგივა. გამოაცხვე საშვალო ცეცხლზე,თან მზადება ჩხირით გაუსინჯე. მაქსიმუმი ღუმელს აქვს 270-280 გრადუსი. |
Posted by: Nuci44 25 May 2009, 12:38 |
კექსი ზებრა თუ იცით?დაწერეთ რეცეპტი |
Posted by: rtuli 25 May 2009, 20:54 |
შოკოლადის და ჩაის კექსი 6 პაკეტი Earl Grey ჩაი 150 გრ.კარაქი(მე დაჩა გამოვიყენე) 200 გრ. შოკოლადი 1 ჩ.ჭ წყალი 0,5 ჩ.ჭ იოგურტი(მე ალუბლის გამოვიყენე) 2 ჩ.ჭ შაქარი 2 ჩ.ჭ ფქვილი 1 ჩ.კ სოდა ან გამაფხვიერებელი 3 ცალი კვერცხი ცოტა მარილი ღუმელი ჩავრთოდ და 180 გრადუსამდე გავახუროთ.ავადუღოთ წყალი და დავასხათ ჩაის,დავაყენოთ 5-10 წუთი. გავთქვიფოთ კარაქი+შაქარი+კვერცხები სათითაოთ შევათქვიფოთ,მარილი. დავამატოთ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი,გავთქვიფოთ კარგათ . დავასხათ ჩაი და იოგურტი,ამოურიოთ და დავამატოთ ფქვილი+გამაფხვიერებელით(სოდით). ამოურიოთ კარგათ ცომს და ჩავასხათ კექსის ყალიბში.ყალიბს კარაქი წაუსვათ და ფქვილი მოვაყაროთ. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 50-55 წუთის განმავლობაში. მოვაყაროთ ცივ კექს შაქრის პუდრი ,ან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი. http://www.radikal.ru გამოდის ძალიან ნაზი კექსი. |
Posted by: BEKO 25 May 2009, 21:02 |
rtuli კექსების დედოფალი ხარ, რთულო!!! |
Posted by: rtuli 25 May 2009, 21:43 | ||
BEKO
მიყვარს დილით ერთი გემრიელი ნაჭერი კექსის და ყავა, დიდი ჭიქით უშაქრო . რთულ კექსებს არვდებ,მემგონი ვიზუალურად თუ არდაინახეს მომზადების პროცესი არგამოუვათ . |
Posted by: BEKO 26 May 2009, 01:17 | ||
rtuli
დადე რა! როცა გააკეთებ, აუცილებლად დადე. მარწყვის გავაკეთე გუშინწინ და ძალიან ვისიამოვნეთ. ჩაისაც უნდა ვცადო ამასწინათ კექსი მომინდა შუაღამისას და შაქარი არ იყო სახლში. სამაგიეროდ, თეთრი ბლის მურაბის წვენი იყო. მშვენიერი გამოვიდა - არაჟნით, დაბლენდერებული ლიმნით და ნიგვზით. |
Posted by: rtuli 26 May 2009, 01:50 | ||||
BEKO
სასიამოვნოა რომ მოგეწონათ. მე მეზობელს მოუკითხე და გადაირია,ძალიან ყვარებია სველი კექსები.რეცეპტი გაუზიარე,გამოაცხო და კრახით დამთავრდა მაგის კექსის ცხობის ამბავი. მთავარია ტემპერატურის შერჩევა სველი კექსის შემთხვევაში. მეზობელმა არგაითვალისწინა ჩემი რჩევა და შეაჭამა ქმარს ,ის მაინც ვერ გაიგოვო და ეგემრიელაო .ჩავარდნილი მარწყვის კექსი შეასანსლებინა ქმარს!
აუცილებლად ერთი კექსი მიყვარს ძალიან ,,კარალევსკი,, ლიზას ჯურნალიდან მაქვს ამოწერილი,ბისკვიტის კექსია,არომატი და გემო აქვს არაჩვეულებრივი. მთავარი რაც დავაფიქსირე ისარის რომ,ყველა კექსი მეორე დღეს უფრო გემრიელდება!განსაკუთრებულად შოკოლად ნარევები . |
Posted by: August 26 May 2009, 02:01 |
300გრ.ჟოლო (ნებისმიერი რბილი ხილი) გაანაწილეთ 4 ცალ სუფლეს ფორმაში. მოასხით 1 ს/კ თაფლი და მოაყარეთ ცოტა ვანილი და ცოტა (25 გრ.)დაფხვნილ/დატეხილი "პეჩენია".ზემოდან რამოდენიმე ადგილზე დაადევით ცოტა კარაქი (20-25გრ) და ეს 4 ფორმა გადაიტანეთ ტაფაზე. შედგით საშუალო სიმხურვალის (180 გრად) ღუმელში. 10 -15 წთ. ეყოფა. გაცივებულს მოაყარეთ ბლომად შაქრის ფხვნილი და დაადევით ნაყინი. გამოვა რაღაც ასეთი... მოკლედ გემრიელობაა |
Posted by: SummerLove 26 May 2009, 17:22 | ||
ძალიან კარგად გამოიყურება ... იცი რა მაინტერესებს ჩაის პაკეტებს წყალი რამდენი უნდა დავასხა 1 ჩაის ჭიქა? მეტი არა? |
Posted by: rtuli 26 May 2009, 20:04 | ||
SummerLove
კი ერთი ჭიქაა,ანუ 250 მლ. ჩაის პაკეტებს როცა ამოიღებ წყლიდან,მოუჭირე ცოტა რომ გაიწუროს. ძალიან უხდება შოკოლადიან ნამცხვარს ფორთოხლის ან ლიმონის კანი დახეხილი,უფრო გაამდიდრებს |
Posted by: Doloress 27 May 2009, 13:31 | ||
მარწყვის ტორტი მინდა გავაკეთო, ზედმეტი უწიპუწის გარეშე. ხოდა რამე მარტივი და გემრიელი კრემი მასწავლეთ რაა ნაღების რომ მოუხდება ვიცი, მაგრამ ამის გარდა სხვა ალტერნატივა მინდა * * * BadbadGirl
28 გრამია |
Posted by: ინფინიტი 27 May 2009, 13:41 | ||
Doloress
ჩვეულებრივი მოხარშული კრემი, მერე კარაქში გათქვეფილი და ბოლოს უნდა შეათქვიფო ბეზე ცოტა ლიმონის წვენჩამატებული, მაგარი კრემი გამოდის. |
Posted by: Doloress 27 May 2009, 13:49 |
infinity-infinity ეს "ჩვეულებრივი მოხარშული კრემი" რას ნიშნავს? არასოდეს არ გამიკეთებია ტორტი, კრემი და საკონდიტრო რაღაცეები რას ნისნავს კი ვიცი, მარა როგორ კეთდება არ ვიცი. სხვა ვარიანტი არაა? მოხარშვის გარეშე |
Posted by: Nuci44 27 May 2009, 14:02 |
შოკოლადის და ჩაის კექსი ძალიან გემრიელი გამოვიდა,დიდი მადლობა rtuli_ის |
Posted by: ინფინიტი 27 May 2009, 14:04 |
Doloress სხვა ვარიანტი არის ნაღების ან არაჟნის, მაგრამ არაჟნის როგორ მოუხდება არ ვიცი, ცოტა მომჟაოა ხოლმე და მარწვიც მომჟაო რომ არის, რა ვიცი. მოხარშულ კრემს აკეთებ ასე: ერთი ჭიქა ფქვილი( თავგადალესილი) და ერთი ჭიქა შაქარი აურიე ერთმანეთში და დაასხი ნახევარი ლიტრი ადუღებული რძე, თან ინტენსიურად თქვეფ მიქსერით. კარგად უნდა გაითქვიფოს და გახდეს ერთგვაროვანი. მერე დადგავ ძალიან დაბალ ცეცხლზე და ურევ თან , სანამ არ წამოადუღებ.მერე გამორთავ და უნდა გაცივდეს, ოღონდ ხანდახან ამოურიე ხოლმე გაციების პროცესში. მერე კარგად თქვეფ კარაქს, 250 გრამს და ნელ-ნელა თითო კოვზ მხარშულ კრემს აგდებ ამ კარაქში, თქვეფ მიქსერით ინტენსიურად, რომ არ აგეჭრას. კარგი ფუმფულა კრემი გამოდის. მერე შეგიძლია ესევე იხმარო უკვე ტორტზე, მაგრამ თუ უფრო გემრიელი გინდა, ცალკე აკეთებ ბეზეს 4 კვერცხით და შაქრით, რამდენიც შენ გინდა ( მე საერთოდ ჯერ ცილას ვთქვეფ ისე, რომ ჯამის გადმოყირავებისას არ გადმოვარდეს და მერე ვუმატებ შაქარს, რამდენსაც მინდა. ) და ამ ბეზეს ასევე ნელ-ნელა ამატებ შენ კრემში. გამოდის ძალიან კარგი. თუ ბისკვიტი გაქვს, წაუსვამ ამ კრემს და მორთავ ბლომად მარწყვებით, თუ არადა, მე ვდებ ხოლმე ფენა-ფენა რომელიმე გემრიელ პეჩენიას, ვადებ კრემს და ხილს, დიდ ფორმას ამოვავსებ ხოლმე ამით. ცოტა ხანი მაცივარში და ისეთი გემრიელია, ნებისმიერ ნამცხვარს მირჩევნია. |
Posted by: Doloress 27 May 2009, 14:12 |
infinity-infinity მაგ პროპორციებით რამდენი გამოდის კრემი დაახლოებით? არ ყოფილა რთული მოხარშული კრემი მე მახსოვს, რომ მარგარინს ამატებდა ხოლმე დედაჩემი კარაქის ნაცვლად. თუ ეგ იმიტომ, რომ გაჭირვება და უბედურება იყო ჩემს ბავშვობაში? და ტორტი მარწყვის წვენით დავნამო თუ ჩაის ნაყენს რომ აკეთებენ ხოლმე რაღაცნაირს? მე ის მიყვას ძაან, მაგრამ რამდენად მოუხდება მარწყვს არ ვიცი. * * * infinity-infinity არაჟნის კრემიც დამიწერე, შენს გახარებას. მე მიყვარს მჟავე ნამცხვრები |
Posted by: ინფინიტი 27 May 2009, 14:27 | ||||||||
Doloress
აუ, ბლომად გამოდის, ერთ ათკვერცხიან ტორტს მაგრად ეყოფა.
დედაჩემიც ეგრე აკეთებდა კარაქი მარტო პურზე წასასმელი რამე მეგონა ასე 90-იანებში ისე კარგი მარგარინითაც გემრიელი გამოდის.
ჩაითაც შეიძლება, მოუხდება, უფრო არომატული იქნება. ოღონდ ძალიან დასველება არ უნდა.
ნახევარი კილო არაჟანი წინა ღამით ჩადე მარლაჩაფენილ საწურში და დააცადე, რომ დაიწრიტოს. მეორე დღეს გადმოიღებ მიქსერის ჯამში და ათქვეფავ, თან ნელ-ნელა უმატებ შაქარს, მე არასავსე ერთ ჭიქას ვუკეთებ, შუა თქვეფაში ცოტა ამოტლიკე და გასინჯავ, რომ შენ გემოზე უქნა შაქარი. სულ ესაა. მერე რაშიც გინდა, იხმარე. |
Posted by: Doloress 27 May 2009, 14:36 | ||||||
infinity-infinity
აჰა.. ე.ი. ერთ ბედ ქვეშ გავზრდილვართ მარგარინი თეთრია უფრო და ესთეტიურია
ცოტა კონიაკს შევურევ და დავათრობ ბაიას მუცელში
უი, ესეც რა ადვილია მე ხაჭოს ნამცხვარი ვიცი, ჟელატინით, მაგრამ იმდენი ჩალიჩი უნდა, მაგრა მეზარება დაჟე დაწერაც მეზარება. არადა უგემრიელესია, ერთადერთი მაგ ფორმით ვჭამ ხაჭოს. |
Posted by: ინფინიტი 27 May 2009, 14:47 |
Doloress შეგარგოთ შენ და შენს ბაოს. ხაჭოს ნამცხვრები ძალიან მიყვარს, მაგრამ მართლა საჩალიჩოა. ხო კიდევ, მაგ კრემით, დაჭრილი ხილით და პეჩენიებით უნდა ამოვსო ფორმა, მერე გააკეთო დაალბო ჟელატინი და შეურიო მარწყვის ან ალუბლის კომპოტს, ან უბრალოდ ხილის წვენს და მოასხა ამ სავსე ფორმას. მერე მაცივარში და რომ გამაგრდება სერიოზულია. ჭამით ვერ გაძღები. |
Posted by: Doloress 27 May 2009, 15:11 |
infinity-infinity უჰუუ, დაახლოებით ეგეთია ხაჭოს ნამცხვარი მაგრამ საჩალიჩოა, ცალკე უნდა გააკეთო ჟელატინი, 2ად გაყო, ერტი ხაჭოს შეურიო, მეორე წვენს და ა.შ. |
Posted by: faustina 27 May 2009, 15:41 |
სანამ მე ვმშიმშილობ თქვენ დაგიწერთ გემრიელ ბულკის რეცეპტს , მე არ გამიკეტებია, იმედია მალე გავაკეთებ (ესპანურიდან ნათარგმნი) დასაწყისისათვის საჭიროა 20 გ. ფქვილი, 20 მლ.თბილი წყალი, 25 გ საფუარი. შევურიოთ კარგად და გადავაფაროთ ტხელი ცელოფნის გამჭვირვალე პარკი. დავიცადოდ 1 საათი და შემდეგ დავიწყოთ ბულკის გაკეთება სურატი 1 მასალისათვის საჭიროა : 540 გ ფქვილი (ცილებითა და პროტეინით მდიდარი , ასე ეწერა ორიგინალშI, მაგრამ შეიძლება უბრალო ფქვილიც ) 3 დიდი კვერცხი ან 4 პატარა 120 გ პესოკი 120 მლ.წყალი 30მლ ზეიტუნის ზეთი (მზესუმზირას წავა ) ღორის ქონი შაქრის ფხვნილი კვერცხები, პესოკი და წყალი ავთქვიფოთ კარგად, შემდეგ შევურიოთ წუნასწარ გამზადებული საფუარიანი მასა და კარგად ავურიოთ. ხის კოვზით შევაზილით ნახევარი ფქვილი, და 5 წთ შემდეგ დანარჩენიც მივაყოლოთ . სურათი 4-5 ცომი რბილი უნდა გამოვიდეს დავუმატოთ ზეთი და გადავზილოთ სურათი 6 გადავაფაროთ სუფტა ტილო და გავაჩეროთ 2 საათI, უნდა გაფუვდეს კარგად .... სურ: 7-8 აქ რაღაც მანქანაში აკეთებს და ვერ გავიგე რა მანქანაა შემდეგ ხის გასაპრტყელებელი კარგად გავზეთოთ სურ.9 ჩავზილოთ ამოსული ცომი ზეთიანი ხელებით და ამოვიღოთ დაახლოებით 15-20 გრამი ცომის მასა. სურ.10 გავაპრტყელოთ ფურცელივით... თუ გაიხა არაა პრობლემა.... სურ 11 გავადნოთ ღორის ქონი და გაპრტყელებული მასა გადავახვიოთ სიგარასავით, თან წავუსვათ ნაკეცებში ეს გამდნარი ქონი... სურ 12 ფრთხილად ვიღებთ ცომს რომ არ გაწყდეს და ლოკოკინასავით დავახვიოთ და გამზადებულ ქაღალდიან ჟარონაზე დავდოთ...სურ 13-14-15 ამას ყველაპერს ვაკეთებთ საღამოს, ამ ლოკოკინებს ვტოვებთ 12 საათი გამორთულ გაზქურაშI. მეორე დღეს გამოვიღოთ ეს ლოკოკინები, გავაცხელოთ ქურა 180 გრადუსზე და უკვე როცა უნდა შევდგათ მასას ზევიდაბ მოვაწუწოთ (წავუსვათ) ძალიან ცივი წყალი და შევდგათ გამოსაცხობათ . დაახლოებით 15 წთ. თუ ამოვიდა დიდზე, არ შეგეშინდეთ , გაციების შემდეგ დაბლა იწევს აბა ვინ გააკეთებს და ვინ გვეტყვის როგორი რეცეპტია ??? მე რომ მოვრჩები შიმშილს , აუცილებლად გავაკეტებ http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 27 May 2009, 18:17 | ||||
faustina
ფაკტიურად საფუვრიანი ფენოვანი ცომი გამოდის.მე გამიკეთებია ასეთი ტიპის ცომი.კროუსანებს რომ აქვს სტრუკტურა ისეთი გამოდის თითქმის. ღორის ქონით მე შოთის პურის ცომი მომიზელია.ქონი არბილებს ძალიან ცომს და არაძლევს მალე გახმობის საშუალებას. ღორის მუცლის ქონი ძალიან სასარგებლოა. * * *
აი ეს ვერ გავიგე რა საჭიროა?12 საათში ცომი გადამჟავდება. |
Posted by: BadbadGirl 27 May 2009, 21:30 |
ხალხო, მასწავლეთ რა იქნება სიგარეტების ცომი ვიტირებ ახლა |
Posted by: rtuli 27 May 2009, 22:14 | ||
BadbadGirl
ნუ ტირი აჰაააააა რეცეპტი. მეზარება თარგმნა,მე ამ რეცეპტითვაცხობ უგემრიელესები გამოდის. 200 грамм размягченного маргарина 2 стакана муки 1 яйцо 1 стакан сметаны Пакетик разрыхлителя 2 пакетика ванильного сахара Стакан орех Стакан сахарного песка Белок одного яйца Сахарная пудра для присыпки 1. Намолоть орехи в чоппере, так, чтобы на выходе у вас получился один стакан размолотых орех 2. Смешать в миске стакан орех и стакан сахарного песка. Хорошо перемешать 3. Добавить немного взбитый ямчный белок, пакетик ванильного сахара и опять все хорошенечко вымесить Приготовление теста: 1. Размягченный маргарин и муку вымесить, вбить туда одно яйцо, добавить сметану, разрыхлитель и один пакетик ванильного сахара. Замесить мягкое, немного липкое тесто. Если тесто будет слишком липучим, добавьте немного муки. Далее работать с тестом, постоянно обваливая руки в муке. 2. Разделить тесто на 4 части, затем каждую раскатать в тонкий круг. Каждый круг надо разделить (разрезать ножом) на 8 частей-секторов. Получится всего 32 треугольника с полукруглым основанием и острой вершиной. 3. Кладем примерно чайную ложку начинки близко к основанию треугольника и затем заворачиваем его от основания к вершине. Получится сигаретка. 4. Уложите сигаретки на противень (проложите его заранее бумагой для выпечки) и выпекайте при 180 градусах до готовности. Готовые сигаретки немного порозовеют. 5. Достаем сигаретки на решетку, когда они остынут, присыпаем пудрой. 6.მე კვერცხს უსმევ ზემოდან და ისე ვაცხობ ,უფრო ლამაზები გამოდის. http://www.radikal.ru |
Posted by: BadbadGirl 27 May 2009, 23:14 |
rtuli გაიხარე!! _________________- |
Posted by: faustina 27 May 2009, 23:32 | ||
rtuli
ხოოო... აი ეს მე არ ვიცოდი [quote]QUOTE ამ ლოკოკინებს ვტოვებთ 12 საათი გამორთულ გაზქურაშI აი ეს ვერ გავიგე რა საჭიროა?12 საათში ცომი გადამჟავდება. [/quote რავიცი აბა... ალბათ კარგად რომ გაფუვდეს, ან ღორის ქონი კარგად რომ გაუჯდეს..... |
Posted by: irinol-ka 28 May 2009, 00:56 | ||
ჩემი აზრით აქ შეცდომაა და უნდა იყოს 1-2 საათი, გადაამოწმეთ აბა |
Posted by: BadbadGirl 28 May 2009, 01:04 |
ჰორეეეეეეეეეეეე. სიგარეტები გამოვიდა სუპერ. ბარსელონას გამარჯვება სიგარეტებით ავღნიშნე (ლუდის ყიდვა დამავიწყდა დილას ) |
Posted by: faustina 28 May 2009, 01:04 | ||
irinol-ka
გადავამოწმე და გარკვევით წერია ღამე უნდა დაიწყოთ რომ მთელი ღამე , ანუ 12 საათი გააჩეროთოოო აი ბატონოო Todo el proceso de las ensaimadas debéis comenzarlo por la tarde de esta manera dejaremos levar las piezas 12 h durante la noche. Al día siguiente, las sacamos del horno, |
Posted by: upwave 28 May 2009, 11:44 | ||||
თანაც უფრო მყარი კრემი გამოდის ტორტისთვის და კარაქიანი მალე დნება, მაგრამ მე გემოსთვოს მაინც კარაქი მირჩევნია. Doloress
აუ ნუ გეზარება რაააა |
Posted by: faustina 29 May 2009, 00:52 |
მე კიდევ ერთI ბულკის რეცეპტს დავდებ ინგრედიენტები : 25 გ საფუარა 125 გ კარაქი 200 მლ რძე 100 შაქარი.... ლიმნის გახეხილი ქერქი 2 კვერცხი 600 გ ფქვილი... თბილი რძე შევურიოთ კარაქს. მერე საფუარაც გავალღოთ... დავამატოთ შაქარი, კვერცხები, ლიმნის ქერქი და ფქვილი.მოვზილოთ ისე რომ ცომი ხელებზე აღარ გვეკრებოდეს. თუ ფქვილი დასჭირდა, შეგვიძლია დავამატოთ ცოტა კიდევ. გავაჩეროთ მანამდე, სანამ ორმაგად არ აფუვდება.გადავაფაროთ ტილო და შევდგათ მთელი ღამე მაცივარში. გამოვიღოთ მეორე დღეს და მოვზილოთ კიდევ, მერე მივცეთ სასურველი ფორმა , დავდოთ ჯარონაზე და დაველოდოთ სნამ კიდევ არ ამოფუვდება. შემდეგ შევდგათ 220 * გაცხელებულ ქურაშI 10 წუთი როცა გაცივდება მოვაყაროთ შაქრის ფქვილი http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 29 May 2009, 01:00 | ||
faustina
გატყობ რომ დიეტაზე ხარ |
Posted by: faustina 29 May 2009, 01:13 | ||
rtuli
სურატებით მაინც დავტკბე ისე ორშაბათიდან დღემდე რაღაც დავიკელი,,, დგეს რა გამხდარი ხაროოო მითხრეს და გადავირიეე, გადმოვიღე შარშანდელი ტანსაცმელი , აბა თუ ჩავეტევიმეტკი და ცოოტა კიდევ მჭირდება კილოების დაყრა * * * აი კიდევ ერთI გემრიელი პეჩენია ფორთოხლისა და ნუშის გენრიელი პეჩენისა მასალისათვის საჭიროა : 300 გ გატარებული ნუში 3-4 ც.კვერცხი, გააჩნია სიდიდეს 300 გ შაქარი 1/2 პაკეტი საფუარა (თეთრი ფხვნილია) 125 გ ფქვილი 2 ს.კ. ფორთოხლის წვენი 1 ს.კ ფორტოხლის გახეხილი კანი (მე მთლიანი ფორთოხლის გახეხილი კანი ვუყავი, მეთI არომატი მისცა ) შაქრის ფხვნილი ბურთულების ამოსავლებად მომზდების წესი : ერთმანეთშI ავურიოთ ნუში, შაქარი, საფუარის ფხვნილი, ფორტოხლის ქერქი და ფქვილი. ცალკე ავტქვიფოტ კარგად კვერცხი და ჩავაწუროთ ფორთოხლის წვენიც. გადავიტანოთ ეს ყველაგფერი ფქვილის ნარევში და კარგად ავურიოთ (მე ხელით ავურიე ხის კოვზითაც გამოვა მიქსერით არა ) ეს მასა მაგარი არ უნდა გამოვიდეს, რაღაც წებოვანი უნდა იყოს.,,, შევდგათ მაცივარშI 2-3 საათი. გამოღების შემდეგ მიღებული ცომისაგან გავაკეთOდ კაკლის ხელა ბურთები, და თან შაქრის პუდრაში კარგად ამოვავლოთ მთლიანად.დავაწყოთ ჟარონაზე თუნუქიან ფურცელზე. ცხელ ქურაში შევდგათ მანამ სანამ ცოტა არ შეწითლდება ზევიდან 180*-15 წთ ესეც ლამაზი პეჩენიები და ძალიან გემრიელიც არის http://www.radikal.ru |
Posted by: queen4 29 May 2009, 13:35 |
რა კარგია დაბრუნება :wub: რძეს ცოტა გასასქელებლად ჟელატინი ვუქენი და რამე ხომ არ გავაფუჭე ??? :| |
Posted by: Angelopulosi 29 May 2009, 13:43 | ||
შტრუდელის ცომის რეცეპტი დამიწერეთ რააა |
Posted by: SummerLove 30 May 2009, 00:16 |
გოგოებო, რამე კექსის რეცეპტი მითხარით რა მსუბუქი რო იყოს ... ოღონდ შოკოლადის არა მოგვბეზრდა უკვე |
Posted by: BadbadGirl 30 May 2009, 00:26 |
SummerLove რაიმე ხილის პუდინგი თუ გაქვს მითხარი, თუ კი დავწერ. თუ არა და რა აზრი აქვს ) |
Posted by: rtuli 30 May 2009, 00:46 | ||
SummerLove
ჟოლოს კექსი 125 გრ. ჟოლოს იოგურტი 125 გრ.მარგარინი 3 ცალი კვერცხი 100 გრ.შაქარი 130გრ.ფქვილი 70 გრ. სახამებელი 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი მოზილე ცომი ცილის გარეშე,ცალკე გათქვიფე ცილები და ბოლოს ნელა დაამატე ცომს.შეგიძლია 50 გრ. დაამატო ნიგოზი ან შოკოლადი თეთრი ამჯერად . კექსის ფორმას წაუსმევ კარაქს ,მოაყრი ფქვილს,ჩაასხავ ცომს და გამოაცხობ 170 გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში. |
Posted by: nite 30 May 2009, 12:58 | ||
rtuli
ეს გამაფხვიერებელი რა არის? და კიდევ ერთი, ინგლისურად რეცეპტებს რომ ვკითხულობ baking powder უწერიათ ხშირად და ესაა? |
Posted by: izabel 30 May 2009, 15:11 |
nite ერთი და იგივეა. |
Posted by: nite 30 May 2009, 15:56 | ||
izabel
და რა არის გამაფხვიერებელი? სად იყიდება როგორი შეფუთვით? |
Posted by: rtuli 30 May 2009, 16:15 | ||
nite
გამაფხვიერებელი-baking powder -разрехлитель- ერთი და იგივეა,შეგიძლია შეცვალო სოდა +ძმარი ყიდვით სუპერმარკეტებში არის,მე სტადიონის მოპირდაპირე მხარეზე მაღაზიებია და იქ ვყიდულობ. |
Posted by: faustina 30 May 2009, 21:34 |
გოგოებო ვინმემ ხომ არ იცით გლაზური როგორ კეთდება ?? ტორტის მოსარტავად რომ იყენებენ ? ინტერნეტსჰი ვნახე რამოდენიმე და ვერ გავიგე.... 2 ცილაზე 200 გრამი შAქარი და რამოდენიმე წვეთი ლიმონიო, მაგრამ გაზზე როდის უნდა დავდგა ?? როცა ცილებს ღრუბელივით ავთქვეფავ თუ .... იქნებ გამარკვიოთ რა... |
Posted by: olive oly 30 May 2009, 21:48 |
გამარჯობა! რამე ძალიან მსუბუქ კრემს ალუბლის ტორტისთვის, ხომ ვერ მირჩევდით? გმადლობთ |
Posted by: tos-ka 30 May 2009, 22:03 | ||
faustina
გაზზე შედგმა ყველა გლაზურს არ უნდა . . . ეს რეცეპტი ძალიან გავს "სამეფო" გლაზურს. ოღონდ შაქრის პუდრა გჭირდებათ და არა შაქარი, თან ცოტა მეტი, დაახლოებით 300-400 გრამი. ესეც პუდრაზეა დამოკიდებული. შეიძლება მეტიც მოითხოვოს. ჯერ კარგად უნდა გაითქვიფოს ცილა, მერე პორციებად დაამატე შაქრის პუდრა. გაითვალისწინე, რომ ბოლომდე მიქსერით ვერ გათქვეფ. როგორც კი მასა შესქელდება, დარჩენილი შაქრის პუდრა ხელით უნდა შეაზილო. შემდეგ ამ მასას ტორტზე გადაუსმევ, რამოდენიმე საათს დააყოვნებ, ზედა ფენა რომ გაშრეს. (გლაზური გარედან ქერქს იკეთებს, შიგნით კი რბილი რჩება. საერთოდ, უმჯობესია, გლაზური მარციპანით დამუშავებულ ბისკვიტზე გადაესვას). |
Posted by: faustina 30 May 2009, 22:29 | ||||||
tos-ka
კი ალბატ მასე ქვია ქართულად
მიქსერით უნდა ავთქვიფოოთ სანამ ღრუბელი არ გახდება ? და მერე დავამატოთ პუდრა ? მე ძირითადად მინდოდა ფიგურების გასაკეთებლად , რომ ხმება და მერე ირთვება ტორტი... ლიმნის მჯავა ან წვენი არ სჭირდება ???
რა არის და ეს როგორ კეთდება ??? ჯერ ვერ ვერკვევი ამ რაღაცეებშI |
Posted by: misssecret 30 May 2009, 22:42 | ||||
faustina
თუ მასა ასეთი სქელი იქნება, ალბათ ფიგურების გასაკეთებლადაც გამოდგება :კუმ ფეხი გამოყოო: პ.ს. რა მაგარი თემა ვიპოვე ძალიან საინტერესო და გემრიელი რაღაცეები წერია :მნიამ: |
Posted by: faustina 30 May 2009, 23:12 |
გოგოებოო ამ გლაზურთან დაკავშირებით მაინტერესებს და კიდევ კარგი შოკოლადის ნაზი, ფაფუკი ბისკვიტის რეცეპტი მითხარით რა ... ნათლობისთვის მინდა მისატანად... იქნებ დამეხმაროთ რა... |
Posted by: rtuli 31 May 2009, 00:21 | ||
faustina
როგორი გინდა? ანუ ვიცი ბისკვიტი შოკოლადით და ალუბლის გულსართით,ნაღების კრემით. შოკოლადის ბისკვიტი,ბრენდით და შავი ქლიავით(ჩირით)ზემოდან შოკოლადის გლაზურით. არის კიდე ვარიანტები. რის გაკეთება გინდა? |
Posted by: faustina 31 May 2009, 01:08 | ||
rtuli
უბრალო ბისკვიტი , მშრალი რომ არ იყოს, მერე შუაზე გავჭრიდი და რაიმე კრემს წავუსმევდი და ისე მკონდა ასეტი იდეა , ანუ Fონდანტიტ მინდოდა გადაფარება და მერე მისივე მასიტ მორტვა და კიდევ გლაზურის ფიგურებით, გავაკეტე უცხოურ ფორუმში ნაჩვენები რეცეპტით და საშინელება გამოვიდა სურატებს ვერ ვდეებ იმდენი ვზილე ვზილე, მაგრამ ხელებიდან არ მშორდებოდა.... თქვენ ხომ არ იცით ამის რეცეპტი ? გტხოვტ გოგოებო, იკნებ დაწეროთ და ამიხსნატ ? |
Posted by: rtuli 31 May 2009, 01:39 | ||
faustina
მოკლედ ვნახე რამოდენიმე მასტიკა. ერთია შაქრის პუდრი და მშრალი რძე 1:1ზე აურევ და ამატებ სგუშონს(იმდენს რამდენიც დაჭირდება) და ზელავ. მეორე ვარიანტია: მარშმელოუთი,არვიცი თუ არის თქვენთან? მესამე: 1 კვერცხის ცილა,350 გრ. შაქრის პუდრი,1 ს.კ.თხევადი გლიუკოზა(შეცვლა შეიძლება სიმინდის სეროფით ღია ფერის). აქ გლიუკოზას და კვერცხის ცილას აურევ და მერე შაქრის პუდრს დაამატებ და მოზილავ,თუ მოგეჩვენება რომ ზედმეტად რბილია ,დაამატე შაქრის პუდრა. |
Posted by: faustina 31 May 2009, 01:57 | ||
rtuli
ზუსტად მაგით გავაკეთე და არ გამოვდა |
Posted by: rtuli 31 May 2009, 02:01 | ||
faustina
ახლა რეცეპტს დაგიდებ და შეადარე мастика из маршмеллоу для покрытия тортов, цветов, фигурок: 1 чашка маршмеллоу 1 ст л воды 1 1/2 - 1 3/4 чашки сахарной пудры 1 чашку маршмеллоу (маршмеллоу утрамбовать) поместить в емкость для микроволн., добавить воду и поставить в микроволновку на 15-20 секунд. Размешать и вымесить тесто, добавляя сахарную пудру, до тех пор пока не перестанет липнуть к рукам. Завернуть плотно в целлофановый пакет, дать полежать 30 минут (я обнаружила что если положить его в холодильник, то на следующий день оно еще лучше ) Раскатывать на крахмальной поверхности, цветы делать лучше несколько дней заранее (2 дня), чтобы дать им время подсохнуть, т.к. эта мастика сохнет не быстро. Чтобы покрасить - взять кусочек теста, добавить краску, месить до однородности, если слушком много краски ушло или была жидкая краска, то тесто может стать липнуть опять к рукам. В этом случае просто добавить немного сах. пудры. რუსული ხომ იცი აი ასეთი ყვავილები გამოდის |
Posted by: faustina 31 May 2009, 02:34 |
rtuli დიდი მადლობა ჩემს თავს რა ვუთხარი ამ შიმშილმა საერტოდ გადამრია მოკლედ რამდენი მარშმესლოუთიც გეკნება იმდენი გაორმაგებული შაქრის პუდრა სჭირდება და მე კიდევ დამავიწყდა და მხოლოდ 1 ერთზე ვიყავი მიკვირდა რატომ არ სქელდებატქოო :დ ახლა ისევ დავამატე პუდრა და ვზილე რაღაც მსგავსი გამოვიდა, თუმცა ფიგურები ჯერ არ მიცდია ისე როგორი თექსტურა უნდა ქონდეს ? მთლიანად ხმება თუ რბილი რჩება ??? ის სამეფო გლაზირის რეცეპტიც დამიწარეტ რა ზუსტად, იმიტაც ფიგურების გაკეტება მინდა |
Posted by: olive oly 31 May 2009, 02:37 | ||
დამეხმარეთ რა |
Posted by: rtuli 31 May 2009, 11:22 | ||||
olive oly
ძალიან უხდება ალუბალს აი ეს კრემი: 1 ჩ.ჭ ნაღები 36% 6 ს.კ. თავმობმული შაქრის პუდრი 250 გრ. მასკარპონე(თუ არაგაქვს არაჟანი ძალინ ცხიმიანი) გათქვეფავ ნაღებს და შეათქვეფავ შაქრის პუდრს.ცალკე გათქვეფავ არაჟანს და შეაერთებ ორივე მასას. faustina
როგორ დამთავრდა შენი და მასტიკის შერკინება |
Posted by: faustina 31 May 2009, 11:48 | ||
rtuli
მაცივარში შევინახე კარგად გახვეული და ახლა რომ ვნახე, საკმაოდ მაგარია ... საღამოს გამოვიღებ და გადავზელავ და ვეცდები ფიგურები გავაკეტო თუ არ გამომივა და.... რავიცი უბრალო ბისკვიტს წავიღEბ..... |
Posted by: BadbadGirl 31 May 2009, 13:15 |
faustina მარციპანის მასა იყიდე და იგივე რამეები მისგან გააკეთე! |
Posted by: faustina 31 May 2009, 13:36 | ||
BadbadGirl
სად ვიკითხო ?? ან რისგან კეთდება ??? აზზე არ ვარ რა არის |
Posted by: BadbadGirl 31 May 2009, 13:47 |
faustina მაღაზიაში, საკონდიტრო რაღაცეების განყოფილებაში (სადაც ვანილი, საცხობი ფქვილი, საცხობი შოკოლადი და ა.შ.). არის კოლბასივით ფორმის არის. უკვე გაკეთებულია და მხოლოდ მცირეოდენი დამუშავება დასჭირდება. რაც უკან აცერია როგორ უნდა Ö |
Posted by: BadbadGirl 31 May 2009, 13:53 |
აი ნახე, ეს ტორტი მთLიანად მარციპანისგანაა გაკეთებული ჩემი ამხანაგის მიერ Ö= |
Posted by: Solveig 31 May 2009, 14:09 | ||
faustina
მარციპანი არის შაქარში გასრესილი ნუშის გული. აქ (გერმანიაში) პაკეტებად დაფასოებული იყიდება. ნამცხვარში გამოყენებას თუ დააპირებ, გირჩევ, შაქარი აღარ დაუმატო, თორემ კბილებს ზედ დატოვებ კარგი გამოდის, თუ ათქვეფილ ცილას შეურევ, ცოტა სოდას (საცხობ ფხვნილსაც რომ ეძახიან) დაუმატებ და ისე გამოაცხობ |
Posted by: faustina 31 May 2009, 15:04 |
BadbadGirl Solveig დიდი მადლობა გოგოებო ისე არ მინახია ქ ასეთI რაღაცა, გავიკითხავ აბა .. |
Posted by: faustina 1 Jun 2009, 19:39 |
გოგოებო, ნაპოლენის კრემი როგორ კეთდება ??? და რულეტკებსაც მაგ კრემი სჭირდება ??? |
Posted by: Solveig 1 Jun 2009, 20:03 |
faustina მე ჩვეულებრივ მოხარშულ კრემს ვუკეთებდი: გოგლიმოგლს შეათქვეფ რძეს და ფქვილს (2 კვერცხის გული, 1 ჭიქა შაქარი, 1ლ რძე და 4-5 სუფრის კოვზი ფქვილი), მოხარშავ, ცხელსვე შეათქვეფ დაახლოებით 100გ კარაქს, ასევე უნდა ვანილი და გახეხილი ლიმონის კანი. |
Posted by: cheshire cat 1 Jun 2009, 20:10 |
შემთხვევით ხომ არ იცით რა შეიძლება დავაცხო არომატიზირებული რძიტ? ანუ ჩვეულებრივად რომ გამოვიყენო კეკქსში ან კრემში წავა? კამპინას რძე მაყიდინა ბავშვმა იოგურტი გვევონა თხევადი და არ დალია და მენანება გადასაქცევად. ანუ რძეა ალუბლის არომატით და დაშაქრული. რა შეიძლება გამოვაცხო? |
Posted by: faustina 1 Jun 2009, 20:15 |
Solveig დიდი მადლობა |
Posted by: BEKO 1 Jun 2009, 20:47 | ||
cheshire cat
მაგალითად, ბლინები |
Posted by: rtuli 1 Jun 2009, 20:58 | ||
cheshire cat
ფუნთუშები,ან ზებრას კექსში იხმარე |
Posted by: Nuci44 1 Jun 2009, 21:06 | ||
ეს ტორტი ძალიან მომეწონა.როგორაა გაკეთებული ძალიან დავინტერესდი. |
Posted by: cheshire cat 1 Jun 2009, 22:06 |
BEKO rtuli გმადლობთ. აქაური რეცეპტით დავაცხობ ბლინებს. დილის საუზმისთვუს. ისე ზებრაც აინტერესო უნდა გამოვიდეს წესდით მოვარდისფრო იქნება თეთრის ნაცცვლად. |
Posted by: BadbadGirl 2 Jun 2009, 14:55 |
გვერდმოჭმული ტორტის რეცეპტი :P (რომ გამოცხვება გვერდი თუ არ მოაჭამა ვინმემ ისე კაპიკია მისი ფასი :P ) 1. ბისკვიტი: 4 კვერცხის გული + 7 ს.კ შაქარი ძალიან კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ 1ჩ.კ. საცხობი ფქვილი ძმარშI გაზავებული, ნაზად ამოაზილეთ 9 ს.კ. გაცრილი ფქვილი და გამოაცხეთ საცხობ ფურცელიან ფორმაში 180გრადუსზე. 2. აიღეთ მარწყვი, ან ბანანი, ან მსხალი - რა ხილიც გინდათ. დაჭერით და მოაწყვეთ ბისკვიტს. 3. აიღეთ ერთი შეკვრა პუდინგი, წაიკითხეთ შეკვრაზე დაწერილი მომზადების წესი. მოამზადეთ და მოასხით ხოლდაწყობილ ტორტიკზე (ტორტი ფორმიდან არ ამოიღოთ!!!!!!) თუ გსურთ ზემოდან მოაწყეთ ხილი. შედგით მაცივარში. რომ გაცივდება შეგიძლიათ ფორმა შემოახსნათ და დასადებზე გადაიტანოთ. პ.ს.1 ტორტი გამოვა მშრალი, თუ არ გეზარებათ დასანამად რამე სეროფი გააკეთეთ, იგივე მარწყვის, ან ბანანის. ან უფრო უკეთესი რაიმე მურაბის წვენით დანამეთ, ისე რომ მურაბის, ხილისა და პუდინგის გემო შეესაბამებოდეს ერთმანეთს. პ.ს.1. რადგან უამრავი სახის ხილი და პუდინგია, ტორტის გემო მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. გამოიყენეთ ის ოუდინგი რომელიც ფიქრობთ რომ მოუხდება თქვენს მიერ შერჩეულ ხილს. ან პირიქით. |
Posted by: annak 2 Jun 2009, 15:31 | ||
BadbadGirl
ეს "რაზრიხლიტელია" მგონი ჰო? |
Posted by: catherina_10 2 Jun 2009, 15:48 |
გუშინ რთულის რეცეპტით გავაკეთე მარწყვის კექსი და დიდი კრახი განვიცადე არადა რა გულიანად ვაკეთებდი რატომ არ გამომდის არაფერი |
Posted by: BadbadGirl 2 Jun 2009, 15:58 | ||
annak
კი (Baking powder ). სოდაც შეგიძლია გამოიყენო. |
Posted by: Aushki 2 Jun 2009, 16:52 |
BadbadGirl სურათი არ გაქვს ამ ტორტის? |
Posted by: BadbadGirl 2 Jun 2009, 17:15 |
Aushki ესეც სურათი Ö http://forum.ge/?showtopic=33944583&view=findpost&p=14095430 |
Posted by: rtuli 2 Jun 2009, 17:23 | ||
catherina_10
უი რატომ? ბეკომ გამოაცხო და გამოუვიდა,რუსულ საიტზე მაქვს დადებული და გოგოებს გამოუვიდათ,ასე მომწერეს ქართველებს გემრიელი ნამცხვრები გამოსდითო დააკვირდი კარგათ რეცეპტს ხომ არგამოგჩა რამე? ან ტემპერატურა ხომ არქონდაცხობის დროს მაღალი?ასეთ შემთხვევაში უცებ ამოდის ცომი ,გარშემო ცხვება და გული ვერ ასწრებს,როცა გამოიღებ მაშინვე ვარდება |
Posted by: BadbadGirl 2 Jun 2009, 17:53 |
rtuli იცი რას დავკვირვებივარ, ზოგჯერ ფქვილის თვისებების გამო არ გამოდის ნამცხვარი, მაგალითად რეცეპტში წერია 10 კოვზი ხომ? ის 10 კოვზი ზოგჯერ საკმარისია და ზოგჯერ დამატება სჭირდება ხოლმე. მგონი ფქვილში სახამებლის შემცველობის გამო არის ასე. |
Posted by: naina25 2 Jun 2009, 17:59 |
საერთოდ დედაჩემი რო აცხობს ხოლმე ყოველთვის ხმარობს მზეკაბანის ფქვილს. საუკეტესოა მისი თქმით. ხაჭაპურშიც შეუცვლელია დედაჩემისთვის. სხვა ფქვილი თ ყვოელთვის არ გამოდის კარგი. (ამიტომ არც ყიდულობს) :კუმფეხიგამოყოომეცნაბიჯნაბიჯოოო: |
Posted by: rtuli 2 Jun 2009, 18:13 | ||||
BadbadGirl
მართალი ხარ+სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტენიანობის ფქვილია. ამიტომ ინტუიციასაც უნდა მიენდო ზოგჯერ,მე ვცვლი ხშირად რეცეპტებს და წარმატებულად naina25
მეც მაგის ხმარება დავიწყე+მაქFასაც მშვენივრად ვიყენებ. |
Posted by: BadbadGirl 2 Jun 2009, 19:21 | ||
rtuli
კი, მეც მაგრამ თავიდანა რ ვიცოდი და ისე ვაკეთებდი როგორც ეწერა ახლა ქე ვიცი უკვე :გამოცდილი მზარეულის სმაილიკი |
Posted by: darkvision 2 Jun 2009, 19:48 |
rtuli საფუარიანი ფუნთუშების რეცეპტი ხომ არ გაქვს? |
Posted by: rtuli 3 Jun 2009, 01:20 | ||
darkvision
გრძნობდი რომ ვაცხობდი დღეს ფუნთუშებს ,აი ცხელცხელი რეცეპტი. ფუნთუშები ნაღებში 0,5 ჩ.ჭ რძე 400 გრ. ფქვილი 100 გრ. შაქარი 50 გრ. კარაქი 7 გრ. მშრალი საფუარი(სველი საფუარი 2ჯერ მეტი) ცოტა მარილი ვანილის შაქარი 2 ჩ.კ. ლიქიორი,ან კონიაკი 1ცალი კვერცხი+1 ცალი კვერცხის გული ნაღები 200 მლ. 3 ჩ.კ. შაქრის პუდრი ზემოდან წასასმელად 1 კვერცხის გული+1 ჩ.კ. რძე თბილ რძეში გავხსნათ საფუარი,გავაჩეროთ 10 წუთი. ამ დროს გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი +კარაქი. დავამატოთ კვერცხის მასა რძის მასასი და დანარჩენი ინგრიდიენტები,მოვზილოთ ნაზი ცომი(მე ოდნავ მეკრობოდა ხელებზე). დავდგათ გასაფუებლად,როცა მასა ამოვა დავყოთ პატარა გუნდებათ დაახლოებით 17 ცალი გამომივიდა. გავთვიფოთ ნაღები და ბოლოს სევათქვიფოთ შაქრის პუდრი(არგადათქვიფოთ ნაღები!). გადავიტანოთ ნაღების მასა ,ცეცხლ გამძლე ფორმაში,ჩავალაგოთ გუნდები(ოდნავ დაშორეით) და გავაჩეროთ ამოსაფუებლად კიდევ 30 წუთით. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსამდე და გამოვაცხოთ შეწითლებამდე.შევაგრილოთ და კარგათ მოვაყაროთ შაქრის პუდრი. ფორმას კედელი სულ ცოტა 5 სმ. უნდა ქონდეს და დიამეტრით 26-30 სმ.,ან ოთხკუთხედი ფორმა.ნაღები დუღდება და არგადმოგივიდეთ ,ამიტომ საჭიროა ფორმას ქონდეს მაღალი კედელი . http://www.radikal.ru |
Posted by: BadbadGirl 3 Jun 2009, 01:24 |
rtuli მაგ ფუნთუშები უნაღებოდ არ გამოცხვება? კარგი მაშინ უარს ვამბობ მე ნაღებზეეე, სად შემიძლია ამდენი სინამონიანებს ვნახავ |
Posted by: rtuli 3 Jun 2009, 01:30 | ||
BadbadGirl
ამ ფუნთუშების გული ზუსტად ნაღებია სხვა ფუნთუშების რეცეპტები მაქვს დადებული და შეგიძლია იხილო,ისე ცინამონ როლს გირჩევდი ,უგემრიელესებია. |
Posted by: faustina 3 Jun 2009, 02:32 |
rtuli მგონი ჩვეულებრივი ფენოვანი ცომისგან კეთდება, ისეთივე, როგოიც ნაპოლეონისაა... ეს კი შემწვარი ტრუბოჩკებია http://www.radikal.ru რაც შეეხება ტორტებს... უმრავლეს შემთხვევაში ვარდება რომ შევიხედავ , მშვენივრად არის აწეული, გამოვიღებ და ვარდება მოკლედ საშველი არ აქვს რა ... მერე ტორტის კრემიც... ხან თხელი გამომდის და ხანაც სქელი, ისეთი რომ ვერ ვუსმევ.... ჩვეულებრივი ბისკვიტები კარი გამომდის ნანცხვრები, ანუ პენებით გაკეთებული, ისე რა... ისე ნამცხვარი ჩიტის რძე (ფენებით რომაა) როგორ კეთდება ??? ან მაგას გავაკეთებ და წავიღებ..... * * * გოგოებო ალუბალი ლატინურად ხომ არ იცით როგორაა ?? ან ესპანურად ??? ინგლისურად ჩერრი არის ხომ ? ესპანურად კი ვერ გავაგებინე ამ ხალხს რომ ალუბალი მინდა და სულ ბალს მაძლევენ ისე რაც აქ ვარ არსად არ შემხვედრია ალუბალი.. დავიჯერო არ იციან ეს ხილი რა არიის ??? |
Posted by: rtuli 3 Jun 2009, 02:45 | ||||||||
წინა დღისით რომ გამოაცხო და მერე ჩაუდო კრემი შეგიძლია. ტრუბოჩკების ფორმა გაქვს?
მე ბეზეთი ვაკეთებ ჩიტის რძეს,ეს არვიცი. სარჩევში შეგიხედია?იქ არის დიდი არჩევანი ნამცხვრების * * *
Cerezo común ესპანურად არის
Sour cherry |
Posted by: forumeli007 3 Jun 2009, 10:19 |
rtuli დეიდაააა , rtuli დეიდააააა ძალიან გთხოოოოვ, ძალიან ძალიან იქნებ ჩიტის რძის რეცეპტი დადო??? შენ რომ თქვი ბეზეთი ვაკეთებო ისეთის, მოკლედ რისი ოცნება მაქვს იცი??? ბავშვობაში მახსოვს როგორ ჩიტის რძეს ვჭამდით იცი??? ქვედა ფენა რომ იყო მუქი შოკოლადისფერი, მეორე ფენა კი კარგი ფუმფულა თეთრი ფენა (სავარაუდოდ ბეზე, ოღონდ კარგა სქლად იყო) და ამას ყველაფერს ისეთი გემრიელი ტკაცუნა შოკოლადი ქონდა მოსხმული რომ გადაირეოდი!!!! მე ვფიქრობდი ქვედა ფენას კი გამოვაცხობ ჩვეულებრივ მეთქი, მაგრამ ზედას სუფლეს დავადებ მეთქი, მაგრამ მერე გამაჩერეს, ჯობია ამ საქმის დიდოსტატებს კითხოო, აქ კი შენზე მეტი დიდოსტადი და ამ საქმის უბადლო მცოდნე, მართლაც რომ კულინარიის დედოფალი სხვა არ მეგულება ვინმე, ხოდა იქნებ იცოდე რომელ ჩიტის რძეზეც ვლაპარაკობ??? და იცი რა მინდა კიდევ გთხოვო??? ჩოკოლადს რომ ვასხამ სხვა ნებისმიერ ნამცხვარს, არანაირად არ გამომდის ტკაცუნა და კარგი... მასწავლე რა ძალიან გთხოვ კარგი??? წინასწარ დიდი მადლობა!!!! |
Posted by: rtuli 3 Jun 2009, 12:39 |
forumeli007 ჩიტის რძე 8 ცალი კვერცხის გული 2 ჩ.ჭ შაქარი 200 გრ. კარაქი 1 ჩ.ჭ მაწონი 3 ს.კ. კაკაოს ფხვნილი 1 ჩ.კ. სოდა+1 ს.კ. ძმარი ვანილი ფქვილი იმდენი, რომ ცომი გამოვიდეს სქელი არაჭნის სისქის ბეზეს მასალა: 8 კვერცხის ცილა 2 ჩ.ჭ შაქარი მინანქარი: 0,5 ჩ.ჭ შაქარი 3 ს.კ. კაკაო 3 ს.კ.რძე 50 გრ. კარაქი კარგათ გავთქვიფოთ კვერცხის გულები და შაქარი,შევაზილოთ დარბილებული კარაქი,დავამატოთ მაწონი,სოდა გახსნილი ძმარში,ვანილი,დავაცრათ კაკაო და ფქვილი,კარგათ ამოურიოთ ცომს და დავასხათ პერგამენტ გაშლილ,კარაქ წასმულ თუნუქის ფურცელზე(ჯარონაზე ). გამოვაცხოთ,საშუალო სიმხურვალის ტემპერატურაზე იქამდე,სანამ ზედაპირი ცოტა არ შემაგრდება. გამოვხსნათ გაზქურა,გადაუსვათ ბეზე და ისევ გავაგრძელოთ ცხობა იქამდე სანამ ბეზეს ზედაპირი ოდნავ არშემაგრდება. გამომცხვარს ოდნავ შევაგრილებთ და გადავასხავტთ შოკოლადის მინანქარს (ცხელს). ბეზე: კარგათ გათქვიფეთ კვერცხის გულები+ოდნავ მარილი(ღრუბელივით ამოიყვანეთ) და ცოტ ცოტა შეათქვიფეთ შაქარი(1 ს.კ. ვამატებ და 2-3 წუთს ვთქვეფავ,საუკეთესო ვარიანტია თუ შაქრის პუდრს იხმართ). მინანქარი: შაქარი+რძე+კაკაო(გაცრილი)+კარაქი,ავურიოთ,დავდგათ ცეცხლზე,როცა ეს მასა დუღილამდე მივა გადმოვდგათ.მინანქარი მზად არის და ცხელივე მოვასხათ ნამცხვარს. ბევრჯერ გამომიცხვია და ძალიან ნაზი,გემრიელი გამოდის პ.ს. იმედი მაქვს გაგახსენდება კიდევ ერთხელ ბავშვობა |
Posted by: tos-ka 3 Jun 2009, 12:45 | ||
forumeli007
"ჩიტის რძის" რეცეპტს RTULI-გან დაველოდოთ, ხოლო შოკოლადი ტკაცუნა რომ გამოვიდეს მაგას მეც გასწავლი. აუცილებლად გამოიყენე დასადნობი შოკოლადი. "ღილები" რომ იყიდება, ეგენი ჯობია. ან შეგიძლია ჩვეულებრივი შოკოლადის ფილათი შეცვალო, ოღონდ აუცილებლად სუფთა შოკოლადი უნდა იყოს და არც ფორებიანი რომ იყიდება, ისინი. ახლა მომზადების წესი: "ღილების" საჭირო რაოდენობას ჩაყრი ემალირებულ ჯამში (შოკოლადის ფილა უნდა დაამტვრიო შეძლებისდაგვარად პატარა ნატეხებად). ეს ჯამი შემოდგი მდუღარეწყლიან ქვაბზე. წყლის ორთქლი ჯამს გაათბობს და შენი შოკოლადიც დადნება. დააცადე, რომ ყველა ნატეხი ბოლომდე დადნეს, მერე ხის კოვზით ამოურიე და შეგიძლია ნამცხვარზე გადაუსვა. ოღონს გაითვალისწინე - არ დაასხა, ზედაპირზე გადაუსვი. სულ ესაა |
Posted by: faustina 3 Jun 2009, 12:53 | ||||
rtuli
კი, ადრე ვიკიდე და ახლა მოსაძებნი მაქვს
გადავირიე რა... რომ ვკიტხე აკ რამოდენიმეს , აზზე არ არიან დიდი მადლობა ისე ბეზეანი ჩიტისრძეც ჩააან მიყვარს.... მერე მგზავრობას გუძლებს და სიცხეეს ?? |
Posted by: rtuli 3 Jun 2009, 13:03 |
faustina გაუძლებს რატომ არა?მაგრამ მე ვერ გავიგე,გასარუჯებლად უნდა დადგა |
Posted by: catherina_10 3 Jun 2009, 13:42 |
rtuli იცი რატომ არ გამომივიდა მარწყვი დავჭყლიტე და ცომი გაათხელა და ალბათ მაგიტომ არ გამოცხვა თავი და ძირი დაებრაჭა და შიგნით ისევ ცომი იყო |
Posted by: Angelopulosi 3 Jun 2009, 13:45 |
შტრუდელის ცომი არავინ იცის? |
Posted by: faustina 3 Jun 2009, 14:29 | ||
rtuli
ალბატ მოუწევს, მოკლედ რა ხდება და სანამ მე დანისჰნულ ადგილამდე მივალ 50 წთია, მერე იქიდან 1 საათი ეკლესიამდე... მერე ნათლობა სანამ დამთავრდება და მგონი ლოცვასაც უნდა დავესწროთ, 3 საათი, და ბოლოს სუფრამდე მისასვლელად 2 საათი მინიმუმ.... 7 საათი სუულ ...... ჰმ..... კალკის კაღალდს გადავაკრავ, დაიცავს ალბატ სიცხისგან,,,,, * * * გოგოებო ეს ნამცხვარი მომწონს ძალიან, რომელიც იყიდება ჩვენს ნამცხვრების მაღაზიაშI, რომ ვკითხე რისგან არისთქო მიპასუხეს ნუში და ფენოვანი ცომისგანოოო.... რეცეპტი კი არ მითხრეს... გთხოვთ იქნებ იცოდეთ ამის რეცეპტი, ან დაახლოებით შემადგენლობა და მითხრათ რა.... ისეთი მასაა, ზევიდან რომ თითქოს გინება ჭამის დროს და ტკბილია საკმაოოდ.... http://www.radikal.ru |
Posted by: BadbadGirl 3 Jun 2009, 15:17 |
faustina ალუბალი არის guindo ახლა ვკითხე ჩემ მეგობარს და იმან მითხრა |
Posted by: faustina 3 Jun 2009, 15:24 | ||
BadbadGirl
დიდი მადლობა ახლა რამოდენიმე სახელი მაქვს ალუბლის და ხვალ წავალ მაღაზიაშI და აბა ტუ შეიძლება შOვნა.... |
Posted by: rtuli 3 Jun 2009, 15:44 | ||||
Angelopulosi
ეს ქალბატონი ავგუსტას რეცეპტია ცომი: 250 გრ კარგად გამომშრალი ფქვილი, 1 კვერცხი, 2-3 ს.კ. ზეთი ან გადამდნარი ღორის ქონი, 3-4 ს.კ თბილი წყალი, რამოდენიმე წვეთი ძმარი, მწიკვი მარილი, კარაქი წასაცხებად. ვაშლის გულსართი: 800გრ -1კგ ვაშლი, 1 მუჭა ქიშმიში და ამდენივე დაფქვილი ნუში, 1 სირჩა რომი, 100გრ დაფქვილი ორცხობილა, 100გრ. შაქარი, დარიჩინი, კარაქი/მარგარინი. მოკლედ მოზილება ცომი. საზელ დაფაზე დავაცრით ფქვილს , ჩავახლით კვერცხს, ცხიმს, ძმარს და მარილს. მაგარ ცომს მოვზელთ, რომელიც იმდენ ხანს უნდა დააგდო ზემოდან ღონივრად სანამ აღარ მიეკრობა აღაც დაფას და აღარც ხელს და ბუშტებს არ გაიკეთებს. დაფაზე მოვაფრქვიოთ ფქვილი დავდოთ ეს ცომი მოვაპკუროთ თბილი წყალი და 30 წთ-ით გახურებული ქვაბი ჩამოვამხოთ თავზე. ცომს გავაბრტყელებთ პაპიროსის ქაღალდივით ჯერ დაფაზე და მერე ხელსახოცზე ( დაფაზე დავაფინოთ ხელსახოცი რომელსაც მოვაფრქვევთ ფქვილს. ეს ხელსახოცი ძალიან გამოგვადგება რულეტად დასახვევად.). გაბრტყელებული ცომი ცოტა ხანს უნდა გავაჩეროთ რომ გამოშრეს. ცომს გავცხიმავთ და მოვაყრით შაქარი+ორცხობილას (ორცხობილას შევურიოთ ცოტა შაქარი და კარაქში ოდნავ მოვბრაწოთ )და მოვათავსებთ გულსართს ( ვაშლი გავთალოთ,გავწმინდოთ და სახეხის მსხვილ თვლებზე გავხეხოთ. დავუმატოთ ქიშმიში, ნუში, რომი, ვანილი და დარიჩინი ). მოვაყაროთ დარიჩინიანი საქარი და დავახვიოთ რულეტად. კიდევ ერთხელ გადავუსვათ გამდნარი კარაქი და მაღალ ცეცხლზე გამოვაცხოთ სადღაც 40-45 წთ. მზად რომ იქნება შაქრის პუდრი მოვაყაროთ. ჩემს მიერ რეცეპტს მოვძებნი და დავდებ ცოტახანში. მოვძებნე და აქ მეორე გვერდზე დევს შტრუდელის რეცეპტი * * * catherina_10
ზუსტად ეგ არის,სიზარმაცეს რა ვუთხარი ,აუცილებლად დაჭრილი უნდა იყოს და ფქვილში ამოვლებული. ფქვილი დანარჩენ მარწყვის სინესტეს შეიწოვს და კეკსში ლამაზად მოთავსდება ,მოგიწევს გამეორება |
Posted by: Angelopulosi 3 Jun 2009, 19:06 |
rtuli დიდი მადლობა, მოვა დედაჩემი და გააკეთებს |
Posted by: coco chanel 4 Jun 2009, 13:12 |
rtuli შინი შოკოლადის კექსი გამოვაცხვე და არის უგემრიელესი. მაინტერესებს ამ კექსს ალუბალი რომ ვუქნა ხომ გამოცხვება? ალუბლები ხომ არ ჩააგდებს? |
Posted by: tos-ka 4 Jun 2009, 14:08 | ||
coco chanel
არ ჩააგდებს, შეგიძლია უშიშრად გამოიყენო ალუბალიც |
Posted by: rtuli 4 Jun 2009, 14:26 | ||
coco chanel
უკვე ამერია იმდენი შოკოლადის კეკს-ნამცხვრები გამომიცხვია,რომელი გამოაცხვე ჩაის თუ ვაშლის პიურრეთი,ან ბანანით დაშოკოლადით ,დანარჩენები ზეპირად აღარ მახსოვს . მე შარშან გამოვაცხე Вишнево-шоколадный (кекс\пирог\торт) და ძალიან გემრიელი გამოვიდა ,აქ მერვე გვერდზე დევს რეცეპტი,ზემოდან კი შოკოლადის მინანქარი მოასხი ასეთი: 150 გრ. შოკოლადი 125 მლ. ნაღები 30 გრ. კარაქი დაამტვრევ შოკოლადს,დაასხავ ნაღებს,დაადგავ დაბალ ცეცხლზე და გააჩერებ იქამდე რომ შოკოლადი დადნეს(სულ ურიე)დაამატე კარაქი,გადაასხი კეკს.მე ცოტა ლიქიორითაც დავნამე რეკომენდუიუ! |
Posted by: tos-ka 4 Jun 2009, 14:44 | ||
rtuli
ეს რეკომენდაცია მიღებულია და იმ ნაღებში შებრაწული "ბულკების" საიდუმლოს არ გაგვიმხელთ, ძვირპასო rtulo? თორემ ნერწყვის ყლაპვით დავიღრჩვე აი, ასეთი ვარ ნამდვილად |
Posted by: rtuli 4 Jun 2009, 15:01 | ||
tos-ka
29 გვერდზე რეცეპტი ხომ დავდე და ერთს დავამატებ,მე ორი ცალი ამომიხტა ფორმიდან,ძალიან გაფუვდნენ,ნაღები დუღდა და ამოხტნენ.ფორმის კედელი მაღალი რომ ყოფილიყო არსად გამექცეოდნენ ის ორი ,ასე რომ გაითვალისწინე ეს მომენტი.ფორმა ოთხკუთხედიც წავადა მრგვალიც 30 სანტიმეტრიანი მაქსიმუმ და კედელი 5სმ.მინიმუმ. |
Posted by: tos-ka 4 Jun 2009, 15:11 | ||||
rtuli
რეცეპტი არ მინახავს 29-ე გვერდზეც გადავალ, რა პრობლემაა? მადლობა, ძვირფასო. მე თუჯის ღრმა ტაფაში ვაპირებდი მაგის გამოცხობას, თუმცა ეხლა გამახსენდა, რომ ზუსტად მასეთი მინის ფორმაც მაქვს. და თუ არ დამეზარა მინდა წავიექსპერიმენტო და მაგ "ბულოჩკებში" შოკოლადი შევჩურთო დამატებით ან კიდევ რამე მომჟავო გული გავუკეთო * * * naina25
ნუ გერიდება, ჩვენს მაგ ნაბიჯებით ვისწავლეთ ყველაფერი |
Posted by: rtuli 4 Jun 2009, 15:18 | ||
tos-ka
შეჩურთე აბა . მე ერთი ბულკები მაქვს გეგმაში გულში მარციპანით და ზემოდან შოკოლადის გლაზურით აუ რა მაგარი რაღაც გამოვა! |
Posted by: tos-ka 4 Jun 2009, 15:58 | ||
faustina
ტორტები შეიძლება ზუსტადაც იმიტომ ვარდება, რომ შეიხედავ . . . ვიზუალურად ამოწეული ბისკვიტი ხშირად გამომშრალი არაა და ტემპერატურის უცაბედი ცვალება კიდევ არ უყვარს. დაბალ ცეცხლზე უნდა აცხო და მინიმუმ 30 წუთი არ "შეაწუხო". და კიდევ ღუმელი ჰერმეტულად უნდა იხურებოდეს. ჩემს ახალ ქურას ორთქლის ამოსასვლელად ჭრილი აქვს და ბისკვიტებს ვეღარ ვაცხობ მეც კრემი კიდევ . . . არც ეგაა პრობლემა, თუ დაგვიწერ როგორ კრემს აკეთებ. გათხევადებასაც მოვახერხებთ და შესქელებასაც |
Posted by: BadbadGirl 4 Jun 2009, 15:58 | ||
საჩემოააა ზუსტად. ნაღებით ნუ გააკეთებ რააა |
Posted by: rtuli 4 Jun 2009, 16:02 | ||
BadbadGirl
არაა ნაღებით მაგრამ,რატომ არა?გწყენს თუ გასუქებს |
Posted by: BadbadGirl 4 Jun 2009, 16:07 |
rtuli მეორე. ველოდები რეცეპტს სულმოუთქმენლად!!! |
Posted by: rtuli 4 Jun 2009, 16:21 | ||
BadbadGirl
რეცეპტს კი დავდებ როცა მოვამზადებ(ვიღაცამ ხომ უნდა გასინჯოს ჯერ ,მერე თქვენ რომ არმოიწამლოთ ) |
Posted by: nite 4 Jun 2009, 16:39 |
კულინარიის დედებო ფრანცუზსკი პაცელუის (ნამცხვრის) რეცეპტი თუ გაქვთ, ოღონდ ისეთი რომელიც გაგიკეთებიათ, დადეთ რააა |
Posted by: ninoma 4 Jun 2009, 19:17 |
ჩემს ქურასაც აქვს ორთქლის ამოსასვლელი ჭრილი და კარგად აცხობს ბისკვიტს. შეიძლება დაბალ ცეცხლზე აცხობთ და იმიტომ არ გამოგდით . მე ვაცხობ 300F ეს დაახლოებითარის 150გრადუსი ცელსიუსით. გინდ 5 კვერცხიანი ბისკვიტი იყოს, გინდ 10-ი, ცხვება 45წუთში. |
Posted by: rtuli 4 Jun 2009, 20:23 | ||
nite
მე პირველად მესმის აუ წეღან რა მაგარი რაღაცა აღმოვაჩინე,შემწვარი ვანილის კრემი,ესპანეთში ძალიან პოპულარულიაო. |
Posted by: Aushki 4 Jun 2009, 20:36 |
rtuli ვანილის კრემი რომელია? ეს როგორ არის გაკეთებული? |
Posted by: rtuli 4 Jun 2009, 20:46 |
Aushki კარაქი,რძე,ვანილი,დარიჩინი,შაქარი,ფქვილი,კვერცხის გულები და ლიმონის წვენი იხარშება,მერე იშლება ფორმაში სქლად,ცივდება,იჭრება. გათქვეფილ ცილებში ივლება,მერე საფანელში და ფრიტიურში იბრაწება სუპერ ნაზი და სუპერ კალორიების ბომბია ,მაგრამ გასინჯვა ღირს! |
Posted by: coco chanel 4 Jun 2009, 21:58 |
rtuli შოკოლადის კექსი ჩაით გამოვაცხვე უუგემრიელესი გამოვიდა იცი რა მაინტერესებს ასეთ გემრიელ რაღაცეებს რომ აცხობ და აკეთებ სახლში არ ეტყობათ ფიგურაზე? ეხლა ალუბლის უნდა გამოვაცხო ისევე შენი რეცეპტით და სახელად დავარქვა რთული |
Posted by: BadbadGirl 4 Jun 2009, 22:20 |
სიგარეტები. ღუმელში არიან და ცხვებიან! (რატომ მიყვარს ეს შტერი ნამცხვარი ასე ძალიან არ ვიცი : რეცეპტი 1. ცომი: კარგად ავურიოთ ერთმანეთში 200 გრ, კარგად დარბილებული კარაქი, 1 ცალი კვერცხი 200 გრ არაჟანი ან უგემო იოგურტი ან მაწონი. ოდნავ ვანილი. ფქვილი იმდენი რომ მოიზილოს გასაბრტყელებელი ცომი. ცომი უნდა იყოს ძააალიან ნაზი 2.შიგთავსი: 200 გრ ნიგოზი გადაატარეთ ან წვრილად დაჭერით. დაამატეთ შაქარი გემოცნებით (ზოგს ტკბილი უყვარს ზოგს არა), დაამატეთ 100 გრ კურკაამოცლილი და ნახევარზე გაჭრილი ალუბალი, ოდნავ ვანილი. კარგად აურიეთ ინგრიდიენტები. 3. მომზადება. ცომი გაყავით 4 ტოლ ნაწილად. თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ, მიეცით მრგვალი ფორმა და გაყავით 8 ნაწილად. ჩადეთ გული და გადაახვიეთ. 4. გამოცხობა: გამოაცხეთ 200გრადუსზე. როცა მომზადდება გამოიღეთ ღუმელიდან და რომ შეცივდება შაქრის პუდრა მოაყარეთ, (მე არ ვაყრი რადგან არ მიყვარს ძალიან ტკბილი) |
Posted by: rtuli 4 Jun 2009, 22:23 | ||||||
coco chanel
მე რაც 18 კილო დავიკელი 8 წლის უკან,მის მერე სულ 55-56 კილო ვარ,ნამცხვარს მარტო დილით ერთ ჭიქა ყავაზე ვაყოლებ უშაქროზე.სულ ეგარის. აი ბავშვებს დაეტყოთ ცოტა,მაგრამ ჯერ მოზარდები არიან და ვანებივრებ,მერე გაუშვებ ბასეინზე და სავარჯიშოთ . ისე დამხმარეებიც მყავს,ხან დაქალები მოყავთ,ხან მეზობლები მსტუმრობენ .
ნაზი კექსია,თუ ძალიან შოკოგოლიკი ხარ შოკოლადის შოკია საშენო,აქ დავდე შარშან სადღაც და უნდა მოვძებნო მერე. BadbadGirl
კარგი რამეა და მარტივიც. რა რეცეპტით აცხობ?მე რომ დაგიდე? |
Posted by: BadbadGirl 4 Jun 2009, 22:30 |
rtuli რათქმაუნდა შენი რეცეპტით და ცოტა რომ არ შემეცვალა ისე ხომ არ გამოვიდოდა? :ჵ:ჵ:ჵ ზევით დავდე რეცეტი |
Posted by: Armonida 5 Jun 2009, 10:48 |
კატეგორიულად და ფეხების ბაკუნით მოვითხოვ რთული დეიდამ რამე სასუსნავი გააკეთოს და დაგვპატიჟოს !!!!! |
Posted by: rtuli 5 Jun 2009, 12:19 | ||
Armonida
რადიკალური ოპოზიციონერი addicted თხოვნით მარწყვის პაი კარაქი 75 გრ. შაქარი 1/4 ჩ.ჭ არაჟანი 100 გრ. 2 კვერცხის გული 1 ჩ.ჭ ფქვილი 1/3 ჩ.კ. სოდა+ძმარი მოვზილოთ ცომი:დარბილებული კარაქი გათქვიფეთ შაქართან ერთად,სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები,დავამატოთ არაჟანი+სოდა+გაცრილი ფქვილი.მობზილოთ ნაზი ცომი და კარაქ წასმულ,ფქვილ მოყრილ ფორმაში ჩავაფინოთ,ანუ თეფშის ფორმა მივცეთ ,გვერდებ ამოყვანილი. ჩავაჩხვლიტოთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას და გამოვაცხოთ ,საშვალო სიმხურვალის რუმელში 15 წუთი. გულსართი; დავჭრათ 200 გრ. მარწყვი 1 ჩ.კ. სახამებელი 4 ს.კ. ყავისფერი შაქარი(ჩვეულებრივიც წავა). აურიოთ ეს მასა და გავსალოთ გამომცხვარ ცომის ძირზე ბეზე: 2 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ 1/4 ჩ.ჭ შაქართან ერთად და მარწყვის მასას გადაუსვათ. შევდგათ ისევ ღუმელში დაახლოებით20-30 წუთით. ეს პატარა პორციაა,მე 1,5 პორციაზე გადამყავს და ვაცხობ 26 სმ.ფორმაში |
Posted by: BadbadGirl 5 Jun 2009, 15:02 | ||
უფ, ხალხო არაჟანში, მაწონში ან იოგურთტში 1.ჩ.კ. საცხობი ფქვილი ან ნახევარი ჩ.კ. სოდა უნდა. არ დაგავიწყდეთ |
Posted by: addicted 5 Jun 2009, 15:56 | ||
rtuli მადლობა :~2kiss:
ეს რადიუსია თუ დიამეტრი? ჩაინიკი ვარ მაპატიეთ |
Posted by: rtuli 5 Jun 2009, 19:25 | ||
addicted
წარმოიდგინე რადიუსში 26 სმ.!? ხინკლის სინის ზომაა რათქმაუნდა დიამეტრში. |
Posted by: addicted 5 Jun 2009, 20:17 | ||
rtuli
ვაი დედა რომ წარმომედგინა ასე ხომ არ შევირცხვენდი თავს რომელ გაზქურაში შეიდება მაგხელა საინი მოკლედ შტეროზი მაქვს გაქანებული |
Posted by: faustina 5 Jun 2009, 21:02 |
გოგოებო, მერენგეთი რომ მოვრთო ზევიდან ბისკვითი, ეს კრემი, ზემოდან გაიყინება ცოტათი ??? ანუ გამაგრდება ??? და ვერ გავიგე, ზოგგან წერია მერენგე ლიმნის წვენით და ზოგგან არა... როგორ გავაკეთო ??? |
Posted by: rtuli 5 Jun 2009, 21:35 | ||||||||
faustina
იგივე ბეზეა
არა,თუ არგამოაცხვე ბეზეების ფიგურები.
მოსართავად საუკეთესო ვარიანტია ცხელი სეროფით ათქვეფილი ბეზე.
საერთოდ ლიმონის წვენი,ან ლიმონის მჟავა ამაგრებს ცილას.ზოგი იყენებს ,ზოგი არა. |
Posted by: faustina 5 Jun 2009, 22:03 | ||
rtuli
კი მე მინდა რომ გამაგრდეს, რომ წაღების დროს ის ფიგურები არ დაზიანდეს... და საჭმელადაც კარია... ერტზელ მაქვს ასეთი ნაჭამი , მეზობელმა ააადრე გაგვიკეთა და თუ არ ვცდები ლიმნის მჟავა უყო და ბისკვითს ზემოდან რომ დაადო ეს მერენგე, მთლიანად გაიყინა და ხრაშუნა გახდა.... ასეთის გაკეთება მინდა rtuli შენ რომ დაწერე ჩითის რძის რეცეპტი, იმ ით რომ გავაკეთო მრგვალი ბისკვიტი, შუაში თეთრი კრემი წავუსვა და გარედან ეს მერენგე , ხომ კარგი იქნება ??? ტორტივით იქნება პეპელას ფიგურა დავხატოთ ფიგურა თუნუქის ფურცელზე, ზევიდან ზეთI წავუსვათ, მერე გავადნოთ შაქარი ნელ ცეცხლე, არაფერი არ დავამატოდ და არც მოვურიოთ, მხოლოდ პესოკი გადნობას რომ დაიწყებს, გადავატრიალოთ ტაფა სხვადასხვა მხარეს, ისე რომ გასადნობი შაქარიც შეერიოს და გადნეს. თუ მუქი ფერის გვინდა სიროფი, მაშIნ ცოტა მეტ ხანს გავაჩეროთ, მაგრამ გემოთი მომწარო იქნება... გადმოვიღოთ და კოვზით დავაწუწოთ პეპელას პორმის ნახაზს, მერე კი ცარიელი ადგილებიც ამოვავსოთ. დავაწუწოთ სქლად , ბურტულასაცით რომ გამოვიდეს, რატა პეპელა დავამაგროთ ზევიდან... შეგვიძლია პეპელას ფრთები ამოვავსოთ სხვადასხვანაირი ფიგურებით, მაგრამ ვეცადით ორივე ფრთა ერთნაირი იყოს http://www.radikal.ru |
Posted by: Aushki 5 Jun 2009, 23:09 |
faustina მაგარია ძალიან უნდა ვცადო იქნებ გამომივიდეს |
Posted by: niki_ niki 5 Jun 2009, 23:41 |
faustina მაგ დონემდე ვერ ვერკვევი ნამცხვრებში, როგორც ქალბატონი rtuli, მაგრამ შარშან ივნისის ბოლოს გავაკეთე ჩიტის რძე როგორც ეწერა rtuli-ს, მაშინ არ ვიცნობდი, სხვამ მასწავლა და მგონი მთელი საქართველო მოვიარეთ ექსკურსიაზე და დღის ბოლოს გადასარევი იყო გაუძლო ყველაფერს და ეხლა ჩემმა შვილმა მიკარნახა, რომ 30 ივნისს ვყოფილვართ |
Posted by: faustina 6 Jun 2009, 01:54 | ||||||||
rtuli
კი, აკაური ტიპიკური პოსტრეა ჩემი დედამთილი აკეთებს ხოლმე tos-ka
ხოოო... არ ვიცი ჩემი როგორ იხურება....
დიდი მადლობააა niki19m
ხო... იმედია ძAლიან არ ეცხელება და ჩემიც გავუძლებს თეთრი კარგი კრემის რეცეპტი მინდა შოკოლადის ბისკვიტში წასასმელად... დამეხმარეთ რა.... |
Posted by: rtuli 6 Jun 2009, 15:08 | ||
faustina ჩიტის რძის ტორტად გარდაქმნა მშვენიერი იდეაა!
უგემრიელესი კრემია. მხოლოდ რძეშეცვალე წყლად,ზაფხულში არ აგიმჟავდეს(თუ მაცივარს გაიყოლებ მაშინ არაა პრობლემა ) 400მლ. რძე 1 ჩ.ჭ შაქარი 2 ს.კ. შაქრიანი ვანილი 3 ს.კ. ფქვილი 100-150გრ. თეთრი შოკოლადი 200 გრ. კარაქი ფქვილი,ვანილი და შაქარი გადაურიე ერთმანეთში,ფრთხილად დაასხი თბილი რძე ,თან სულ ურიე(ვენჩიკი,სათქვეფელა გამოიყენე)კოლტები არგაჩნდეს. შედგი ცეცხლზე,თან სულ ურიე აუცილებლად,როგორც კი ადუღდება ,დაუწიე ცეცხლს მინიმუმამდე და კიდე ხარშე 7 წუთის განმავლობაში+სულ ურიე! გადმოდგი და დაამატე დამტვრეული შოკოლადი,კარგათ მოურიე,სრულ შოკოლადის გადნობამდე და გააციე მასა. გათქვიფე მაგრად,ჰაეროვანი უნდა იყოს!თითო თითო კოვზი შეათქვიფე ფქვილის და შოკოლადის მასა. გათქვიფე ფაფუკ მასამდედა წაუსვი ტორტს. პ.ს. ეს არის ჩემი კომენტარი |
Posted by: faustina 6 Jun 2009, 16:26 | ||
rtuli
ნახევარ ნახევარი რომ ვუყო ??? 200 მლ წყალი და 200 მლ. რზე... რომ გაცივდება, მაშინ უნდა ავტქვიფო ფაფუკ მასამდე ??? ისე როგორი მასა გამოდის ?? საშუალო სისქისაა ხომ ??? კაი გოგო ხარ !!!! |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 6 Jun 2009, 16:49 | ||||||
faustina
იქედან გამომდინარე რომ დიდი ხანი მოუწევს ტორტს სითბოში ყოფნა რძე არუყო .
კარაქი უნდა გათქვიფო ჯერ ფაფუკ მასამდე და მერე გაციებული შოკოლადის მასა ცოტცოტა შეათქვიფო კარაქს.გამოგივა ჰაეროვანი,ნაზი კრემი.
სქელი არჯნის მასაა. პ.ს. მე ვარ რთული |
Posted by: radiology 6 Jun 2009, 16:52 |
მარწყვის ტორტისთვის რამე ჰაეორვანი კრემი მასწავლეთ რა |
Posted by: faustina 6 Jun 2009, 17:04 | ||||
POMPADOUR MADAM DE
ახლა უნდა მეკითხა , ერთI და გივე ხომ არ ხართთქოო :
გადავწყვიტე შუა გზაში რომ გავჩერდებით, იქ ჩემი ახლობელი ცხოვრობს და მასთან სიგრილეშI შევინახო კრემი, დაბრუნებისას კი წამოვიღო, ანუ სულ 2 საათი და ნახევარი შეიძლება გარეთ მოუწიოს ყოფნა.... ცოტას გაუძლებს ალბატ * * * POMPADOUR MADAM DE ბისკვიტი მინდა რომ მუქი შოკოლადის ფერის გამოვიდეს და გამდნარი შოკოლადის ფილა რომ ვუყო ჩითისრძის ბისკვიტს და ისე გამოვაცხო , რა მოხდება ???' |
Posted by: upwave 7 Jun 2009, 14:10 | ||
rtuli faustina
აი მაგისი რეცეპტი კონკრეტულად რომ დადოთ არ შეიძლება? ძალიან მომეწონა ვიზუალურად (და შინაარსობრივადაც) და იქნებ პირიც ჩავიტკბარუნო? |
Posted by: frida_kahlo 7 Jun 2009, 17:07 | ||
Dancer
გემრიელი ჭამა მეც მიყვარს და ერთი პერიოდი ისე გავსუქდი დარეჯანი რა მოსატანია იმასთან, მერე 18 საათიან დიეტაზე დავჯექი დილის 12 საათზე ვჭამ საუზმეს და მერე 6 და საფუძვლიანადაც დავიკელი, ახალ შიგადა შიგ ნამცხვერსაც, ნაყინსაც და ტორტსაც მივირთმევ მოკლედ ჭამაზე აგარ მაქვს პრობლემები |
Posted by: faustina 8 Jun 2009, 00:17 | ||
upwave
ლეჩე Fრიტა (შემწვარი რძე) მასალისათვის საჭიროა: 1 ლ. რძე, 100 გ. შაქარი 2 კვერცხი მთლიანი 4 კვერცხის გული 80 გ წმინდად დაფქვილი სიმინდის ფქვილი 1 ლიმონის კანი 1 დარიჩინი (ჯოხებივით არის) შესაცველად საჭიროა ასევე ფქვილი, ზეთი და გათქვეფილი კვერცხი. მომზადების წესი : დავდგათ რძე , ლიმნის კანითა და დარიჩინით, მივიყვანოთ ადუღებამდე. ცალკე შევურიოთ სიმინდის ფქვილი, შაქარი და კვერცხები და კვერცხის გულებიც.კარგად გავთქვიფოთ. როცა რძეს გადმოვდგავთ, გადავწუროთ საწურში და ამობვაცალოთ ლიმნის კანი და დარიჩინი. ამას შევურიოთ ნახევარი კვერცხებით მომზადებული მასა და კარგათ ავთქვიპოთ.შემდეგ დანარჩენი მასაც დავამატოთ და ცეცხლე დავდგათ და განუწყვეტლივ ვურიოთ რომ არ შეიკრას ბურთები... გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავასხათ წინასწარ მომზადებულ კარაქ წასმულ და შაქრის პუდრ მოყრილ ჟარონაში. გადავაფაროთ რამე და შევდგათ მაცივარში როცა გაცივდება, გამოვიღოთ , დავჭრათ სასურველ ზომებად . ამოვავლოთ ფქვილში, მერე კვერცხში და ცხელ ზეთში შევწვათ ამოღების შემდეგ თეფშზე სამზარეულოს სალფეტკი დავაფინოთ რომ ზედმეთI ზეთი სალFეტკმა შეიწოვოს... შეგვიXლია შაქარი მოვაყაროთ და მერე გემრიელად მივირთვად მე არ გამიკეთებია, ეს გადავთარგმნე... თუმცა ცოტა ერთმანეთისაგან განსხვავებული რეცეპტებია სხვადასხვა საიტზე.... http://www.radikal.ru |
Posted by: upwave 8 Jun 2009, 11:40 |
faustina შენ გაიხარეეე. ძალიან მაინტერესებდა. ისე ინტერნეტით არაფერი გამიკეთებია, უნდა ვცადო და იქნებ გამომივიდეს კიდეც :* |
Posted by: SPC 8 Jun 2009, 11:55 |
ყველაზე გემრიელი ტორტები და ნამცხვრები სად იყიდება? მე ვიცი ითი, სოლოლაკში და ვაჟაზე და კიდევ? |
Posted by: chaPPek 8 Jun 2009, 13:02 |
SPC მალინაში, ლუიში |
Posted by: SPC 8 Jun 2009, 13:22 | ||
chaPPek
ეგ სადაა? მარწყვის ტორტი აქვთ? |
Posted by: faustina 8 Jun 2009, 15:46 | ||||
upwave
მე თითქმის სულ ინტერნეტით ვაკეთებ.... სხვადასხვა რეცეპტს ვნახულობ, და რომელიც ვფიქრობ რომ კარგია , იმას ვაკეთებ მერე უკვე თვითონ ხვდები რა უნდა და რა არა და მეორედ უფრო უკეთესად აკეთებ |
Posted by: chaPPek 8 Jun 2009, 15:48 | ||
SPC
პეკინზეა, სანამ გაგარინზე გახვალ. სან-მარკო როა მაღაზია, იმის გვერდით კიდე როგორ აგიხსნა ბუდაპეშტიდან იოსებიძეზე რო გადადიხარ, გზაჯვარედინი როა, იქაა, კუთხეში |
Posted by: SPC 8 Jun 2009, 16:04 |
chaPPek იასამნისფერია როა ეგ ხომ არაა? |
Posted by: chaPPek 8 Jun 2009, 16:05 | ||
SPC
ეგაა |
Posted by: miau 8 Jun 2009, 21:12 |
rtuli - ს მარწყვის კექსით შთაგონებულმა გადავწყვიტე მეც გამომეცხო მარწყვის კექსი და ასეთი რეცეპტი შევთხზე 200 გ. კარაქი გავადნოთ და შევათქვიფოთ 300 გ. შაქარი, ცალკე გავთქვიფოთ 4 კვერცხის ცილა, გულები შევათქვიფოთ კარაქისა და შაქრის მასას. ცალკე გავთქვიფოთ ნაღები (36 %) (თუ უშაქროა, შაქართან ერთად) გათქვეფილი გამოვიდა 1,5 ჭიქა. ნაღები შევათქვიფოთ კარაქის მასას, შევურიოთ ვანილი, 400 გ. ფქვილში არეული 1 ჩ/კ სოდა ან 1 პაკეტი გამაფხვიერებელი (შეიძლება ცოტა მოაკლოთ.), 2 სავსე ს/კ მაწონი და ბოლოს ცილა. კექსის ფორმაში ჩავდოთ ნახევარი ცომი. ჩავაწყოთ გარეცხილი წვრილი მარწყვები აქა-იქა, დავამატოთ მეორე ნაწილი ცომისა, კიდევ დავაწყოთ მარწყვები და დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ. ახლა რაც შეეხება იმ საოცარ მინანქარს, რომელიც rtuli - ის გადამკიდე მუზად მექცა - მარწყვი და შაქრის პუდრა დავაბლენდერე და წამოვადუღე - ძალიან კარგი გამოვიდა. |
Posted by: PsycheDroid 8 Jun 2009, 21:18 |
miau ძალიან კარგი რეცეპტია.. შემთხვევით Пьянная вишня-ს მომზადებაც ხომ არ იცი? |
Posted by: miau 8 Jun 2009, 21:41 |
PsycheDroid ბისკვიტი: 6 კვერცხი 0,5 ჭიქა შაქარი 0,5 ჭიქა ფქვილი 0,5 ჭიქა კარტოფილის ფქვილი 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი ფხვნილი ვთქვიფავთ ცილებს კარგად, ვუუმატებთ შაქარს, კვერცხის გულებს და თანდათანობით ვაყრით კარტოფილის ფქვილის, პურის ფქვილისა და გამაფხვიერებელი ფხვნილის ნარევს, ვაცხობთ ტორტის ბისკვიტივით. შეგვიძლია ამ ბისკვიტის ნაცვლად ჩვეულებრივი, კლასიკური ტორტის ბისკვიტი გამოვაცხოთ. კრემი: კრემის ორი ვარიანტია - ან სუფლე (ბეზეს კრემი + ჟელატინი) ან კიდევ ნაღების კრემი ასევე ჟელატინის სუსტი ხსნარით. კრემს ვდგამთ მაცივარში და ვაციებთ. 1-2 დღით ადრე კურკაგამოცლილი ალუბალი ჩავყაროთ კონიაკში, რომ კარგად გაუჯდეს ალკოჰოლი და არომატი. კრემს რომ მოვამზადებთ და საშუალოდ გავაციებთ( სუფლე კარგი იქნება ალუბლის სიროფზე მოვამზადოთ - ორთქლის აბაზანაზე ვთქვეფთ ცილას და შემდეგ ვამატებთ ალუბლის სქელ თბილ სეროფს.). ტორტის ბისკვიტს ვჭიროთ შუაზე და ვნამავთ კონიაკში არეული ალუბლის წვენით, ვდებთ კრემს, ვაწყობთ ალუბლებს, შემდეგ მეორე ფენას და ზემოდანაც კრემს ვუსვამთ, ვრთავთ ალუბლებით და ვდგამთ მაცივარში რომ გარგად გაცივდეს. ესაა ძირითადი პრინციპი |
Posted by: PsycheDroid 8 Jun 2009, 21:54 |
miau გაიხარე, ძალიან გემრიელი უნდა გამოვიდეს წესით P.S. დაერხა დედაჩემს |
Posted by: miau 8 Jun 2009, 23:46 |
მოდი ერთი კექსის რეცეპტს კიდევ დავწერ. - ესეც ძალიან გემრიელი გამოვიდა 300 გ. ნადუღი 3 ს/კ მაწონი 400 გ. ფქვილი 5 კვერცხი 1,5 ჭიქა შაქარი 3-4 ს/კ შაქარმოყრილი მარწყვის(ნებისმიერი კენკრა) წვენი 4 ს/კ მარწყვის (კენკრის) ჯემი ან კონფიტიური 1 ჭიქა წვრილი მარწყვი ან სხვა კენკრა 250 გ კარაქი ვანილი 1 თავმოუბმელი ჩ/კ სოდა ან 3/4 პაკეტი გამაფხვიერებელი ფხვნილი მაწონს და ნადუღს ვაბლენდერებთ ერთად. ცალკე გამდნარ კარაქში ვთქვეფთ შაქარს, ვუმატებთ კვერცხის გულებს, მარწყვის წვენს და ვანილს, ნადუღის მასას და ფქვილს, რომელშიც წინასწარ არის შერეული სოდა ან გამაფხვიერებელი ფხვნილი. ცომის ნახევარი ჩავასხათ ფორმაში, ზედ აქა-იქა მოვასხათ ჯემი ან კონფიტიური და მერე მეორე ნახევარი დავუმატოთ, ზემოდან დავაწყოთ მარწყვი და დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ დაახლოებით 40-45 წუთის განმავლობაში. ზემოდან უნდა მოიბრაწოს და რომ გავსინჯავთ, გულდან ნამცეცები არ უნდა მოსდევდეს ჩხირს. მიუხედავად ამისა, გული გამოსდის ნაზი და ოდნავ სველი, რომ გამოიღებთ, მოაყარეთ შაქრის პუდრა. ძალიან გემრიელია კარგად გაციებული. |
Posted by: rtuli 9 Jun 2009, 00:44 | ||
miau
არმჯერააააააააააა ა გდე ფოტო!? პ.ს. მეორე ფოტოაპარატი უნდა გიყიდო,იქნებ გამოგადგეს ეგ მაინც! წავალ გავხსნი თემას : შემოწირეთ რისი საშუალება გაქვთ,დაგვეხმარეთ * * * სკონები ალუბლით 115 გრ. კარაქი(მარგარინი)გაყინული! 1,5 ჩ.ჭ ალუბალი(მოცვი,ბალი,ქლიავი მოკლედ ხილი ნაკლებად წვნიანი სასურველია) 0,5 ჩ.ჭ არაჟანი 0,5 ჩ.ჭ რძე 1 პაჩკა გამაფხვიერებელი 2,5 ჩ.ჭ ფქვილი 3/4 ჩ.ჭ შაქარი 0,5 ჩ.კ მარილი ლიმონის ქერქი 100 გრ. ნუში ცოტა ვანილი გავხეხოთ გაყინული მარგარინი სახეხზედა ისევ საყინულეში შევდოთ. აურიოთ რძე და არაჟანი. ფქვილი,შაქარი,გამაფხვიერებელი,მარილი,ლიმონის ქერქი,ვანილი კარგად შეურიოთ ერთმანეთს,დავამატოდ გახეხილი კარაქი ,აურიოთ,გამოვა კროშკასავით მასა. დავასხათ რძის+არაჟნის ნარევი და კოვზით დავკეპოთ ცომი.გადმოვიტანოთ ფქვილ მოყრილ მაგიდაზე და ცომი ზარმაცულად გადავზილოთ 6-7 ჯერ.გავაბრტყელოთ 25 სმ. მარდკუთხედათ დავკეცოთ სამად სიგრძეზე და მერე სამად სიგანეზე,შევდოთ ცომი მაცივარში 15-20 წუთით. გამოვიღოთ ცომი ისევ გავშალოთ 25 სმ. მარდკუთხედათ და დავაყაროთ ალუბალი+დაჭრილი(დაქუცმაცებული)ნუში,გადავახვიოთ რულეტივით და მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა,გვერდები მიუტყეპნოთ http://www.radikal.ru გავჭრათ ოთხად ეგ ოთხკუთხედი რულეტი და მერე კიდევ ერთხელ დიოგონალზე,დავალაგოთ სკონები პერგამენტის ქაღალდზე,ზემოდან გადაუსვათ გამდნარი 2 ს.კ. კარაქი და მოვაყაროთ შაქარი. http://www.radikal.ru გამოვაცხოთ 220 გრადუსზე შეწითლებამდე http://www.radikal.ru მე შაქარი არმოვაყარე და გადავასხი მინანქარი ალუბლის წვენი რომ მომჩა: 200 გრ. შაქრის პუდრი 3 ს.კ. წვენი ალუბლის 1-2 ს.კ. ადუღებული წყალი კარგათ გავთქვიფოთ და მოვასხათ პ.ს. ალუბალი შუაზე გავჭერი,კურკა ამოვაცალე,დავყარე საწურზე ცოტა წვენი გაუვიდა და მოვაყარე 1 ს.კ. სახამებელი. მე ორმაგი პორცია მოვამზადე. და კიდე ,ცოტატი სიგანეში გარბიან და არშეშფოთდეთ ისე ცომი გამოდის ძალიან ნაზი!გაბრტყელების დროს ფქვილს ითხოვს. |
Posted by: faustina 10 Jun 2009, 00:25 |
rtuli გთხობ იქნებ მითხრა როდის წავუსვა ტორტს გლაზური ?? ჯერ კრემი და მერე გლაზურით დავფარო, თუ პირდაპირ დავადო გლაზური ??? გვერდებზეც მინდა რომ გლაზურის ეკლები გავუკეთო (თუ გამომივა ) და არ ვიცი ცარიელი ბისკვიტის კედლებზე თუ დადგება ბეზე.... |
Posted by: rtuli 10 Jun 2009, 00:43 |
faustina კი დადგება აუცილებლათ თუ როცა შეათქვეფავ შაქარს მერე დაადგავ ორთქლის აბაზანაზე და გააგრძელებ თქვეფას იქამდე სადამდე პრიალა ბეზე არგამოგივა და შაქრის მარცვლები არჩადნება.ოღონდ არ გადათქვიფო ბეზე,გაუსინჯე გემო. აი წეღან წავაწყდი ზუსტად ჩიტის რძის რეცეპტით მომზადებულ ტორტს და აი ასეთია http://www.radikal.ru ეს ჭრილში http://www.radikal.ru ნახე როგორ გააფორმა გლაზურის გამოყენება მოიფიქრე აბა. შეგიძლია მაგ თეთრი ბურთულების მაგივრად შოკოლადის ბურთულებით მორთო. ან შავი და თეთრი შოკოლადის სტრუჟკით მოაყარო ტორტი! ლამაზი იქნება,დანით მოფხიკე შოკოლადი,წვერით არა,დააწვინე ცოტა და მოფხიკე. აბა რასიტყვი? თან ეს ტორტი უგემრიელესი ხდება მეორე დღეს. |
Posted by: faustina 10 Jun 2009, 01:12 |
rtuli მმმმმმმ, ზუსტააად ასეტი მინდოდა მმმმ უკვე ვგრძნობ მის გემოოს ჰმ, ეს თეთრი ბურთულები 2 კვირის წინ გადავყარე,,, ადგილს მიკავებს კუხნაშითქო... .... 1 წელი ისე მედგა ,, არაფერში ვხმარობდი შუაში რა უსვია ??? ბეზეა ??? თუ კრემი ??? მე შენს მიერ დაწერილი თეთრი კრემის გაკეთებას ვაპირებ... თან ვფიქრობ დანამვას.... რომ ტორტის სახე მიეცეხ ცოტა.... ალუბალი რადგან ვერ ვიშOვე, ვიფიქრე ბალს ჩავდებ რონშI და მერე ბისკვიტს ჩავუდებთქო... აი დაახლოებით ასე.... http://www.radikal.ru და ბეზეს ლიმნის წვეთები არ უნდა ??? მინდა რომ გამაგრდეს ზევიდან ბეზე, ასე წასაღებად გამიადვილდება... კიდევ ერთI შეკითხვა... ბისკვითი რომ ადრე გავაკეთო, ანუ 2 დღით ადრე და მორთვით კი პარასკევს საღამოთი დავასრულო, ბისკვიტი ხომ არ გაფუჭდება ??? ღამე სად შევინახო ეს ბეზეანი ??? მაცივარშI თU ოთახშI გრილად სჯობია ??? მაპატიე ნინო ამდენი კითხვებით.... |
Posted by: rtuli 10 Jun 2009, 01:27 | ||||||||
faustina
სულ ბეზე უსვია ყველგან.ლიმონის წვეთებს და ოდნავ მარილს ბეზესგასამაგრებლად ამატებენ.
ამასარუნდა,იმიტომ რომ მშრალი ბისკვიტის ცომი არ არის. აქ ცომი საკმაოდ სველი გამოდის,მაწვნის და კარაქის ხარჯზე+ ბეზეც აძლევს სისველეს.
ბლის მაგივრად შავი ქლიავის ჩირი უფრო წავა
ორი ღამით ადრე კარგი გამოვა. ანუ ერთ საღამოს (გვიან აჯობებს) გამოაცხო ბისკვიტი,მეორე ღამეს დაკრემო,მორთო ,თუ არცხელა დატოვე მთელი ღამე გრილ ადგილას და დილით მაცივარში შედგი. |
Posted by: faustina 10 Jun 2009, 01:45 |
rtuli დიიიდი მადლობა ტრუბოჩკები უკვე გავაკეთე და შაბათს კრემს ჩავტენი , იმედია გაძლებს ამდენ ხანს * * * rtuli ჩითისრძის ბისკვიტს ხვალ საღამოთი გავაკეთებ, მაგრამ ცილებს რა ვუყო ??? მაცივარში მეორე დღემდე შEინახება კარგატ?? |
Posted by: rtuli 10 Jun 2009, 15:10 | ||
faustina
კი შეინახება,რა პრობლემაა. რა ზომის ფორმაში აპირებ გამოცხობას? თუ პატარა ზომისაა აგადმოგივიდეს ცომი. |
Posted by: forumeli007 10 Jun 2009, 15:24 |
rtuli პირველ რიგში უუუუუდიდესი მადლობა იმისთვის რომ არ დაიზAრე და ჩემი საყვარელი ნამცხვრის რეცეპტი დამიდე!!!! უუუუუდიდესი მადლობა!!! ახლა კი იცი რა კითხვა მაქვს??? წინა გვერდზე რომ ტორტია, ჩიტის რძის... როგორ უნდა გავაკეთო??? ანუ ჯერ პისკვიტი, მერე ბეზე, მერე ისევ ბისკვიტის ცომი მერე ისევ ბეზე და ბოლოს ისევ ბისკვიტის ცომი და გამოვაცხო??? ტუ ცალ-ცალკე უნდა გამოვაცხო ბისკვიტები???? |
Posted by: Armonida 10 Jun 2009, 15:44 |
faustina rtuli მიშველეთ ჩოდვა ვაააააააააააარ რა სურათებს დებთ ჰააგის სასამართლოში გიჩივლებთ |
Posted by: pipa 10 Jun 2009, 15:48 | ||
Angelopulosi
http://community.livejournal.com/foodclub_ru/186314.html?#cutid1 |
Posted by: rtuli 10 Jun 2009, 16:17 | ||
b]forumeli007[/b]
სურათზე პატარა ზომის ტორტიკი გამოდის,ნახევარი პორციით არის გამომცხვარი.ანუ ყალიბია პატარა ზომის მე მგონი 20 სმ. დიამეტრში. აქედან გამომდინარე,მე დიდ ყალიბში გამოვაცხობდი 28-30 სმ. დიამეტრში,მერე გამომცხვარი ბისკვიტის სისქეს შევხედავდი და გავჭრიდი, ან ორად, ან სამად. ბეზე უსვია ფენებ შორის და გარშემოთაც.ეს ბეზე უკვე ორთქლზეა გათქვეფილი და აღარ საჭიროებს ღუმელში ცოტახნით შედგმას. |
Posted by: faustina 10 Jun 2009, 17:45 | ||||
rtuli
კი, მაგიც ვიფიქრე.... 2 ვარიანტი მაქვს... აბა რას მირჩვ ?? I. 6 კვერცხიან ტორტის ფორმაში გავაკეთო ნახევარ ნახევარი, ანუ 2 ბისკვითი... და ისე ავაწყო.. თU II. ჟარონაზე დავასხა ტხლად, გამოცხვეს ფირფიტა, მერე მრგვალად , სპეციალური საჭრელით ამოვჭრა, მერე მეორე ფენა გამოვაცხოო, და ასე ჩემდეგ, ანუ ასე გამოცხობილს აღარ მოუნდება შუაზე გაჭრა და ჩვეულებრივად ფენებად იქნება.... Armonida
ხო... მეც ცოდვა ვიყავი... ვდიეტობდი და ასეთი სურათების გამო დავანებე თავი, არაფერია გვერდებშI გავიწიოთქოოო |
Posted by: rtuli 10 Jun 2009, 17:50 | ||
faustina
ეს საუკეთესო ვარიანტია. რა ქენი შავი ქლიავის ჩირზე?კაი კონიაკში ან უფრო რომში დაალბე.დაჭერი რათქმაუნდა ქლიავის ჩირი პ.ს. არმიყვარს მაღალი ტორტები,მოუხერხებელია საჭმელად. |
Posted by: faustina 10 Jun 2009, 18:08 | ||
rtuli
ხვალ სუპერმარკეტსჰი გავივლი და ვნახავ... მე სადაც ვცხოვრობ ეს რაიონია და ამატ სუპერებსჰი დიდი არცჰევანი არ არის... რაიმე განსაკუტრებული ტუ გინდა კალაკსჰი უნდა წახვიდე... ხოდა ჩემმა ქმარუკამ წაგიყვანტ ხვალეოოო იქნებ ალუბალიც იყოს რამდენი ხანი უნდა იყოს ჩამბალი ??' პესოკი და რამე არ უნდა ??? |
Posted by: Peppi 10 Jun 2009, 18:34 | ||
faustina
უი, რას პალარაკობ, ესპანეთში რომელიღაც რეგიონიაა - ცნობილია თავისი ნუშის ნამსხვრებით და მარციპანით (ეს ნამცხვრები ნასინჯულიც მაქვს, კარგია მაგრამ - რას შვება ეს ოხერი მარკეტინგი, მაინც ) |
Posted by: rtuli 10 Jun 2009, 19:42 | ||||
faustina
თუ ცოცხალი ალუბალი არიქნა,ალუბლის ჩირიც არსებობს.
უბრალოდ დაასხი ბრენდი,ან ლიქიორი და მინიმუმ 2 საათი გააჩერე,ან მთელი ღამით უკეთესია. |
Posted by: pipa 10 Jun 2009, 19:43 |
faustina რა სასწაულია ალუბლის არ არსებობა ისე ისრაელშიც არ ყოფილა ალუბალი |
Posted by: LUCIANA 10 Jun 2009, 19:51 |
აქ ისეთი სუნები ტრიალებს ხოლმე, რომ შეუძლებელია გულგრილად აუარო ამ თემას, მითუმეტეს როხა ტკბილეული გიყვარს ვინმეს გეცოდინებათ და იქნებ დაწეროთ რამე ადვილი შოკოლადის კექსის რეცეპტი, ხვალ ვგეგმავ გაკეთებას და იქნებ ვინმე დამეხმაროს |
Posted by: faustina 10 Jun 2009, 21:42 | ||||||
Peppi
ხო. ალბატ, ადრე რომ არ მაინტერესებდა ასეთი რაღაცეები, ყურადღებას არ ვაქცევდი rtuli
ოკ , არის ბატონო pipa
მაგი არ მიკვირს მეეც |
Posted by: cheshire cat 11 Jun 2009, 17:36 | ||
http://gotovim-doma.ru/view.php?r=351-recept-Keks-SHokoladnyi აი ეს გააკეთე. არ ინანებ. გამოკვეთილი შოკოლადის გემოთი, მკვრივი და კარგად ამოსული კეკსია მე მრგვალ ფორმაში გავაკეთე. ორი ვარიანტი მაქქვს ნაცადი და ორივე მაგარია - თეთღი და კაკაოიანი ცომის ნარევით და შიგთAვსისი გარეშე და მარტო შავი(როგორც რეცეპტშია) და ქიშმიშიტ ადვილი იაფი და ძალიან კარგი ვატრიანტია. |
Posted by: faustina 12 Jun 2009, 02:54 |
გოგოებოოო, ალუბალი ვიშოვეეე , ვაშააა, მაგრამ გაყინულია .... რას დავეძებ : rtuli ახლა რა გავუკეთო ? ცოტა ლიქიორი ან რონი დავასხა, პესოკიც დავაყარო და ასე გავაჩერო ??? მინდა თან მისი წვენით ოოოდნავ დავნამო... |
Posted by: miau 12 Jun 2009, 09:52 | ||
faustina
არ გამაგიჟო - სავსეა ახალი ალუბლით ქალაქი "ნალივკა" თუ გინდა, შაქარი უნდა დააყარო და თუ ტორტისთვის გინდა - კონიაკში ჩაყარე, ყველაზე კარგია. შAეგიძლია შაქარი დააყარო და რომ გამოუშვებს წვენს, მერე კონიაკი დაუმატო - მე ასე ვაკეთებ ხოლმე. |
Posted by: irinol-ka 12 Jun 2009, 14:55 | ||
faustina
ეძიებდე და ჰპოვებდეო მაგაზეა ნათქვამი იმედია მალე ცოცხალსაც მიაგნებ.... მაგათ კი ვინც არ იცის ალუბალი რა ხილია სურათი მაინც აჩვენე იქნებ მიხვდნენ.... |
Posted by: faustina 12 Jun 2009, 16:54 |
miau irinol-ka ახლა სხვაგნაც ვიკითხე და მითხრეს რომ კი გაგვიგიაოო, მაგრამ გასაყიდად არ მოგვაქვს, არ იყიდებაოოო, მე ვუთხარი მთელ იაშიკს შეგიკვეთავთმეთქი და დავფიქრდები და გეტყვი პასუხსოო... აქ მაინც ჯერ არ არ არის შემოსული და 2 კვირაში გამოიარეოო ისე ეს გაყინულიც მივირთვი და მმმმმ, გემრიელი იყო.... |
Posted by: BadbadGirl 12 Jun 2009, 17:04 |
faustina მერე ის ყუთი გამოკურკე და გაყინე! არარ მოგიწევს ძებნა და ქარხნულად გაყინული ალუბლის ყიდვა. მე მარწყვები გავყინე უკვე ზამთრისათვის |
Posted by: faustina 12 Jun 2009, 18:10 | ||||
BadbadGirl
კი მასე ვაპირებ , ჯერ მომიტანონ
კარგია... ადრე მიყვარდა მარწყვები და რავიცი ახლა ისე რა.... შოკოლადი მირჩევნია მნია მნიააა |
Posted by: upwave 13 Jun 2009, 10:22 | ||
BadbadGirl
დაწერე რა როგორ გაყინე? |
Posted by: BadbadGirl 13 Jun 2009, 14:39 |
upwave გავრეცხე მარწყვი, მოვაცალე მწვანე ყუნწები და რამოდენიმე საათი გარეთ დავდე რომ წყალი ჩამოსცლოდათ. მერე ჩავყარე ყუთში და შევდგი საყინულეში ესაა და ეს. ყველაფერს ასე ვყინავ. ბოსტნეულსაც და ხილსაც. nite პლასტიჯურ პარკში ან კონტეინერში. ასე შევინახავ ზამთრამდეც და მომავალ ზამთრამდეც თუ არ გამოვიყენე. არ ფუჭდება გაყინული პროდუქტი. მთავარია რომ საყინულე არ გამორთო ხოლმე ხშირად და დიდი ხნით, პროდუქტმა რამოდენიმეჯერ დადნობა არ მოასწროს. cheshire cat ჩვარივით იქნება ნამდვილად. ამიტომ გარეცხილი და გამშრალი დაჭერი და ისე გაყინე. მხოლოდ სუფებში და სალათებში თუ გამოგადგება. ისე ვერ შეჭამ და სუფრაზეც ვერ დააწყობ. |
Posted by: nite 13 Jun 2009, 15:10 | ||
BadbadGirl
რაყუთში? და ასე შეინახავ საყინულეში ზამთრამდე? |
Posted by: cheshire cat 13 Jun 2009, 15:23 |
იცით რა მაინტერესებს კენკროვნები მეც გამიყინია, პამიდორიც და ბულგარულიც მაგრამ მწვანილი რომ ვცადე ერთხელ] რო გალღვა ჩვარივით იყო. ასეც უნდა იყოს ? |
Posted by: BadbadGirl 13 Jun 2009, 21:26 |
კექსი რიკოტით გვჭირდება 100გრ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი 200გრ შაქარი 3 ცალი კვერცხი 250 გრამი რიკოტა (ან დანამატების გარეშე ხაჭო, საცერში გატარებული) 2.ჩ.კ ვანილიანი შაქარი 1 ცალი ლიმონის ცედრა 100 გრ დაცრლი ნუში ან ნიგოზი 300გრ ფქვილი 2 ჩ.კ. საცხობი ფქვილი (baking powder ) მომზადება: 1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე 2. აიღეთ კექსის მრგვალი ფორმა, წასუსვით გარშემო კარაქი და ფქვილი მოაყარეთ მერე. ზედმეტი ფქვილი გადმოყარეთ. 3.კარგად ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცები, ვანილის, რიკოტა, ლიმონის ცედრა. 4. ფქვილში აურიეთ საცხობი ფქვილი და შეაზილეთ მასას #3 , შეურიეთ დაჭრილი ნიგოზი/ნუში 5. ჩაასხით ფორმაში და გამოაცხვეთ 50-60 წუთის განმავლობაში. მინდა გითხრათ რომ კექსი გამომდის სველი შიგნით, ძალიან სურნელოვანი და ძალიან ნაზი. |
Posted by: upwave 13 Jun 2009, 22:47 |
BadbadGirl მერე ერთმანეთს არ ეწებება, თუ ცალცალკე იყინება (ანუ თითო-თითოს ამოვიღებ, რომ დამჭირდეს?)? |
Posted by: BadbadGirl 13 Jun 2009, 23:35 |
upwave მარწყვები? მაგიტომ გითხარი გააშრეთქო ისე წყლიანი კი ეწებება |
Posted by: LUCIANA 14 Jun 2009, 00:04 | ||
დიდი მადლობა იმ დღეს ვაპირებდი გაკეთებას. და მერე გადავდე, აუცილებლად გავაკეთებ ამ დღეებში, დიდი მადლობა |
Posted by: pipa 14 Jun 2009, 00:14 |
ღვეზელი ალუბლის(ვაშლის, ატმის, გარგრის, ქლიავის) პროდუქტი უნდა იყოს თბილი, მაცივრიდან გამოღებული 4 კვერცხი(დიდ თუნუქის ფიცარზე თუ აცხობთ) 1,5 ჭიქა შაქარი 250 მლ არაჟანი+250 მლ მაწონი(ან სულ არაჟანი 500 მლ ან 500 მაწონი, მაინც კარგია) 150 გრ. გამდნარი კარაქი ვანილი სოდა ან გამაფხვიერებელი ცოტა მარილი 1 ლიმონის ცედრა ახლად გაცრი;ლი ფქვილი გათქვიფეთ კვერხი შაქართან ერთად, დაუმატეთ არაჟან+მაწონი +1 ჩ.კ სოდა ძმრით კარაქი, ვანილი, ცედრა ფქვილი იმდენი , რომ სქელი ალადის ცომივით იყოს. გააჩერეთ ასე 30 წუთი, შემდეგ კარაქ წასმულ ფორმაზე გარმოიღეთ, გაასწორეთ და დაადეთ ალუბალი გაკურკული(ან სხვა ხილი) შედგით ღუმელში(გახურებულში 180 გრ) აცხვეთ 30-40 წუთი. ასანთის ღერით გასინჯეთ |
Posted by: upwave 14 Jun 2009, 00:34 |
BadbadGirl მადლობა |
Posted by: cheshire cat 14 Jun 2009, 00:45 | ||
2 კვერცხით შესაბამისად ყველაფერი სხვაც პროპორციულად ნახევრდება, არა? ბისკვიტი მაღალი გამოდის? |
Posted by: upwave 14 Jun 2009, 10:25 | ||
BadbadGirl
ეს რას ნიშნავს, საფუარია? |
Posted by: pipa 14 Jun 2009, 12:12 | ||
cheshire cat
ბისკვიტი მაღალი და ფუმფულა გამოდის, უმჯობესია მრგავლ და პატარა ფორმაში, 3 კვერცხით და 350 მლ არაჟანი ან მაწონი გაუკეთო |
Posted by: Peppi 14 Jun 2009, 13:48 | ||
upwave
არა, იგივე სოდაა ძმრით, თუმცა baking powder-ი ჯობია ნამცხვრებისათვის მაინც |
Posted by: upwave 14 Jun 2009, 13:52 |
Peppi გმადლობ, ეგ ალბათ რაზრიხლიტელ-ია. აბა ერთი ვცდი |
Posted by: Peppi 14 Jun 2009, 14:44 | ||
upwave
გაიხარე კი, მასეა; ა, დასტურიც: baking powder - разрыхлитель; сода для выпечки ( двууглекислая сода ) |
Posted by: BadbadGirl 14 Jun 2009, 14:55 |
წმინდა სოდა კიდე ცაკლე იყიდება და ბევრად უფრო ძალიერია ვიდრე ეს საცხობი ფქვილი რომლის ბაზაც ტავისთავად სოდაა, უბრალოდ დანამატები აქვს კიდე რაღაც. როცა სოდა მაქვს ყოველთვის იმის ნახევარს ვუშვები რამედენი საცხობი ფქვილიც უნდა, თორემ აყროლდება სოდის სნით და გემოთი. upwave თუ გამოაცხობ სოდით მაშინ მხოლოდ ერთი ჩაის კოვზი უქენი. |
Posted by: tuta_tuta 14 Jun 2009, 18:42 |
პეროგდ ვაკეთებ ალუბლით და ზემოდან ბეზე რომ გავაკეტო და დავადო მოუხდება? |
Posted by: rtuli 14 Jun 2009, 19:26 | ||
tuta_tuta
მოუხდება ბეზე და განსაკუთრებულად ნაღები უხდება ალუბალს,ანუ გაციებულ ალუბლის პეროგს დაადე გათქვეფილი ნაღები. |
Posted by: natka-q 15 Jun 2009, 10:52 |
rtuli ალუბლის სკონები-ს რეცეპტში კვერცხი არ გიწერია,ე.ი. არ ჭირდება სამარხვო ნამცხვრების სასარგებლოდ. რძე და არაჟანი სამარხო მაიონეზით რომ შეიცვალოს, შენი აზრით, გამოვა სკონები?! |
Posted by: rtuli 15 Jun 2009, 11:30 | ||||
natka-q
ფაკტიურად მაიონეზი შედგება 70% მცენარეული ცხიმისაგან და აქედდან გამომდინარე უფრო გააცხიმიანებს ცომს რომელშიც ისედაც მარგარინი არის. არამგონია რომ გამოვიდეს რამე. |
Posted by: nite 15 Jun 2009, 12:13 |
rtuli შენ ადრე დაწერე ნაყინის რეცეპტი ხაჭოთი ნაღებით და სგუშონით, მერე აღარ მომიკრავს თვალი შედეგისთვის, და შეგიძლია დაწერო რა პროპორციებით შეურიე ინგრედიენტები და გემრიელი გამოვიდა თუ არა (თუმცა ამაში ეჭვი არ მეპარება, შენ ყოველთვის ყველაფერი ალბათ გემრიელი გამოგდის ) |
Posted by: upwave 15 Jun 2009, 12:20 |
Peppi BadbadGirl 1 ჩ/კ სოდა ვუქენი ძალიან გემრიელი გამოვიდა.ისე ალუბლის ღვეზელს სჯობს ოდნავ მეტ შაქარი უქნათ, ვიდრე გარგალს და ატამს. მეც ვაკეთებდი ხოლმე, მაგრამ ლიმონის ცედრის გარეშე და ცედრამ საოცრად კარგი არომატი მისცა, ძალიან მოუხდა. :მნიამნია: |
Posted by: rtuli 15 Jun 2009, 13:02 | ||||
nite
შედეგი ტკბილეულობა დესერტების განყოფილებაშია 22 გვერდზე.
გემრიელი იყო,თუმცა გემოვნებაზე არდაობენ. მე ყველაზე ძალიან ფორთოხლისდა ყავის ნაყინი მომეწონა. ბავშვებს ყველანაირი ხაჭო აუცილებლად ახალი უნდა იყოს თუ გააკეთებ. |
Posted by: nite 15 Jun 2009, 14:26 |
rtuli მადლობა იქნებ ჩემ შვილს შევაპარო ხაჭო როგორმე. |
Posted by: irinol-ka 16 Jun 2009, 10:43 |
ტკბილეულობა-დესერტების თემაშიც დავწერე, გთხოვთ რამე კარგი სამარხვო ნამცხვრის რეცეპტი თუ არ დაიზაროთ და გამიზიაროთ რა... ერთ კვირაში მეგობრის დედის ორმოცია და მინდა გამოვაცხო |
Posted by: annak 16 Jun 2009, 12:25 |
irinol-ka ირინოლკა აი ბრეიკის სამრხვო ნამცხვარი. რამეს მეც გავიხსენებ და დავწერ,. სამარხვო პეროგი ვაშლით © Breaky მასალა ცომისთვის: სამარხვო მაიონეზი 370გრ შაქარი 300გრ 1 ცალი მცენარეული მარგარინი (მე ONA-ს ვიყენებ), გამდნარი 1 ცალ ლიმნის წვენში გახსნილი 1 ჩ/ჭ სოდა ვანილი 6 ჭ ფქვილი (დაახლოებით 1კგ, შეიძლება ცოტა მეტი) მასალა გულისთვის: 6 ცალი გახეხილი ვაშლი 1/2 ჭიქა ქიშმიში (დაახლოებით 100 გრ, მე ქიშმიშს საერთოდ არ ვუშვები, ვერ ვიტან) 1/2 ჭ შაქარი (დაახლოებით 100 გრ) ვანილი ცომს რომ მოზილავ, ხელზე არ უნდა გეკრობოდეს, ისე, კარგი იქნება როცა შესქელებას დაიწყებს, მიქსერი გადადო გვერდზე და ხელი გააგრძელო შემდეგ მზა ცომი გაყავი 2 ტოლ ნაწილად. ერთი ნაწილი დადე ჟარონაზე ცენტრში და ზედ გააბრტყელე ხელებით. მერე წაუსვი გული. რაც შეეხება ცომის ბოლო, მეორე ფენას, ცომს მოაგლიჯე პატარ-პატარა ნაწილები, აბრტყელე და "ლატკებივით" დაადე ზემოდან ვაშლის ფენას. ბოლოს შეეცადე, ნაპირები ჩაუკეცო, რომ გულმა გარეთ არ გამოჟონოს. მოკლედ, ეს მეორე ფენა რაღაცნაირად გაანაწილე ასე ნაწილ-ნაწილ, თუ ზედმეტი დაგრჩება, სადმე დადე დამატებით "ლატკად". გამოაცხვე ღუმელში საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 1 საათი. რომ გამოცხვება, შეიძლება გრეგნულად არ მოგეწონოს ასეთი "დალატკავებული" ნამცხვარი, მაგრამ გააგრილე და ზემოდან წაუსვი დაახლოებით 6 ს/კ წყალთან ერთად გამდნარი ერთი ფილა სამარხვო შოკოლადი (თუ ძალიან სქელი იქნება, ცოტა წყალი დაამატე დუღილის დროს) |
Posted by: irinol-ka 16 Jun 2009, 15:57 |
annak აუცილებლად გავაკეთებ ბავშვებისთვის, ოღონდ წასაღებად ცოტა სხვანაირი მინდა |
Posted by: faustina 16 Jun 2009, 23:54 |
გამარჯობათ გოგოებოო, აი მეც დავბრუნდი გავაკეთე ის ტორტი- ნამცხვარი , წინადღისით, სანამ წავიდოდი, შევკაზმე და დავტოვე სამზარეულოში, აი რა ლამაზოააა http://www.radikal.ru დილით, ავდექი, შევედი სამზარეულოში და რას ხედავს ჩემი თვალები ??? !!! მოლდედ, უკომენტაროდ! http://www.radikal.ru ვიცინე და ვიცინე, , თOმცა რა მქონდა საცინელი, რაც მე დრო და ნერვები დავახარჯე, ცალკე რთული შევაწუხე..... |
Posted by: BadbadGirl 17 Jun 2009, 00:02 |
faustina რა მოუვიდა? ვერ ვხვდები რატომ დაემართა მასე. |
Posted by: faustina 17 Jun 2009, 00:12 | ||
BadbadGirl
რავიცი გოგოოოოო.... ასე ჩამოდნა.... და დაიშალა..... ასეთI რაღაცა არ მინახია |
Posted by: BadbadGirl 17 Jun 2009, 00:13 |
faustina მაცივარში არ შედე? ნარებით გააკეთე? |
Posted by: faustina 17 Jun 2009, 00:29 | ||||
BadbadGirl
არააა
ბეზეა... |
Posted by: BadbadGirl 17 Jun 2009, 00:33 |
faustina მაცივარში შედე სხვა დროს (ნებისმიერი ტორტი). ბეზეს რომ მასე დაემართა მაინც მიკვირს, ალბათ სითბო იყო სამზარეულოში. |
Posted by: faustina 17 Jun 2009, 00:40 | ||
BadbadGirl
უF, რავიცი... მაინცდამაინც იმ დღეს დაემთხვა 40 გ სიცხე ... საშინელი ცხელი დღე იყო... |
Posted by: BadbadGirl 17 Jun 2009, 00:53 | ||
faustina
ახლა უკვე არ მიკვირს |
Posted by: rtuli 17 Jun 2009, 01:13 | ||
faustina
ეს რა ვნახე!!! ეს ულამაზესი ტორტი რა დღეში ჩააგდე!!! მე დაგიწერე და არ გაითვალისწინე ისე თუ გასინჯე მაინც??? როგორი იყო? |
Posted by: faustina 17 Jun 2009, 01:53 | ||||
rtuli
იმ საღამოს გრილოდა, მაგრამ უცაბ ავარდა ტემპერატურა, ასე იცის აქ ერთ დღეში 25 გ. ით შეიძლება შეიცვალოს ტემპერატურა ... ვერ გავითვალისწინე რომ შეიძლებოდა სიცხე ყოფილიყო.. არადა გრილოდა ის დღეები
კი გავსინჯე, ოღონდაც ეს არა... ანუ იმ ბისკვითების ერთი ნარჩენი ფენა გავჭერი შუაზე, ალუბლები კრემი, ისევ ბისკვიტის ფენა და კრემი დავადე, მერე მისივე დაფხვნილი ბისკვიტი მოვაყარე , შევდგი მაცივარში, შემი ქმრისთვის, რომ ჩამოვედი, მას არ შეუჭამია და სულ მე დამრჩა, ძაან გემრიელი იყო , ცოტა ეს მგზავროვის თავის ტკივილი რომ გამივლის, აუცილებლად გავაკეთებ იგივეს ოთონდ მაცივარშI შევინახავ |
Posted by: nite 17 Jun 2009, 13:20 |
faustina არადა რა ლამაზი ტორტი იყო, ასეთი პრიალა ბეზე როგორ გამოგდის? |
Posted by: tos-ka 17 Jun 2009, 15:29 | ||
ვაიმეეეე, სირცხვილო და თავისმოჭრავ! არა და რა ლამაზად გქონდა ბეზეს "კუდები" აპრეხილი faustina არ იდარდო, შეცდომებზე ვსწავლობთ ყველანი . . . ტემპერატურა დიდად დამნაშავე არაა შენი ტორტის დაშლაში. თუ ძალიან "დასცხებოდა" ცოტას დეფორმირდებოდა. მთავარი შეცდომა ისაა, რომ ტორტი ძალიან პატარა სადგამზე დაგიდევს. კრემიც, როგორც ეტყობა, არ იყო ძალიან მკვრივი და +ბისკვიტიც დანამე, ალბათ. ალუბალსაც თავისი წვენი გაყვებოდა, მაინც. (შეიძლება სურათზე კარგად არ ჩანს, მაგრამ მეჩვენება, რომ ბისკვიტის და კრემის ფენებიც თანაბარია.) სხვა დროისათვის, როცა ხილის ტორტს გააკეთებ, კრემი ჩვეულებრივზე უფრო მკვრივი გაუკეთე, ან, უკიდურეს შემთხვევაში ჩინური ჩხირები ჩაურჭვე 1-2 ადგილას. ბისკვიტი აღარ გადაგიცურდება. ბეზე კი მართლა კარგია. |
Posted by: faustina 17 Jun 2009, 16:45 | ||||||||||
nite
კარგად გავთქვიფე და შაქრის მაგივრად, მისი პუდრი ვუყავი tos-ka
სურათზე არ ჩანს კარგად, მაგრამ ტორტის ფენების გარეთ სადგომის 2-3 სმ რჩებოდა...
კი დავნამე,
აბა არ უნდა იყოს თანაბარი ???
ხო.. ეს არ ვიცოდი |
Posted by: tos-ka 18 Jun 2009, 13:14 | ||
faustina
ჩვეულებრივი ტორტისთვის ეგ 2-3 სმ-ც არ არის საჭირო, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ჩვენ "სველ" ბისკვიტთან გვაქვს საქმე, მეტი ადგილი ჭირდება. ეგ ბისკვიტი თვითონაც მძიმეა, თან ემატება დასანამი სითხის წონაც+თხელი კრემი . . . ყველა შემთხვევაში (თუნდაც მაცივარში შედგა) ასეთი ტორტი ცოტათი მაინც "დაჯდება". თუმცა აქაც არის გამოსავალი - ბისკვიტები ჩვეულებრივად შეაერთე და ცოტა ხანი ასე დატოვე. ზედმეტი კრემი თავისით გადმოვა კიდეებიდან. მერე გულდამშვიდებით შეგიძლია მორთო. რაც შეეხება კრემის და ბისკვიტის ფენებს - მე თვითონ მიყვარს თანაბარი ზოლებით ოღონდ ეს მოყვარულებისთვის, რა თქმა უნდა წესით, კრემი ბისკვიტის ფენის ნახევარზე მეტ სისქეზე არ უნდა წაესვას |
Posted by: rtuli 18 Jun 2009, 14:52 | ||
tos-ka
აი ეს მომენტი იყო და მე ურჩიე არდაენამა,არდამიჯერა . ვერ წარმოიდგენ როგორ გავნერვიულდი დაშლილი ტორტი რომ დავინახე. მერე როცა რეცეპტს ვწერთ მინდა ყველამ გაითვალისწინოს იმ ქვეყნის ფქვილისდა შაქრის რაოდენობის გამოყენება! ანუ სხვადასხვა ხარისხის,ტენიანობის ფქვილი გვაქვს და შაქარიც ასევე,მაგალიითად ჩვენთან არაა ტკბილი შაქარი. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და თვითონ უნდა გაუწიონ კორეკტირება. პ.ს. ბეზე კი რა კარგი გამოუვიდა ,ბისკვიტებიც კარგი ჩანს ,ფუმფულები. |
Posted by: Jazzyt 18 Jun 2009, 22:59 |
კარგი კეკსი გამოვიდა, ზემოდან ფოლგის დადება დამჭირდა რადგანაც გული დიდხანს ცხვებოდა და ზემოდან უკვე "კოროჩკა" გაუჩნდა. არც აისინგი გაუკეთე და არც არაფერი, ჩემებს ესე უფრო მოსწონთ :-) მეც დამეზარა რაღა დაგიმალოთ. ხო, სსილკა http://kuking.net/4_2738.htm БАНАНОВЫЙ КЕКС 125гр. масла, 3/4 чашки (имеется в виду 250 мл.емкость) сахара, 2-3 переспевших банана, 2 яйца, 1 ч.л. соды, 2 стол.л. кипящего молока, 1 ч.л. разрыхлителя, 1+3/4 чашки муки. Взбить масло с сахаром, добавить бананы ( размять в пюре), яйца. Отдельно вскипятить в кастрюле 2 ст.л. молока и, когда будет пена, всыпать туда соду, быстро помешивая(т.о. молочная кислота вступает в реакцию с содой, вместо уксуса). Вылить эту смесь к основной массе. Добавить к банановой смеси просеянную муку и разрыхлитель. Все хорошо перемешать. Выпекать в духовке 20-40 мин. при t 180С. Проверить готовность деревянной палочкой. Готовый остывший пирог покрывается АЙСИНГОМ (простите, не знаю на что это похоже в нашей родной кулинарии). Смешивается 1 чашка сахарной пудры и 2 ст.л. какао. Затем туда вливается 2 ст.л. кипяченой воды и все быстро перемешивается до однородной густой массы. Этим айсингом намазать пирог. |
Posted by: pipa 19 Jun 2009, 00:23 |
faustina ეგ რომ მომსვლოდა, დამბაჩას დავიხლიდი დარდისგან |
Posted by: faustina 19 Jun 2009, 01:46 | ||||
pipa
ნეტა მაგის მეტი დარდი არ მქონდეს ..... rtuli
ტრუბოჩკები კაი გამომივიდა |
Posted by: BadbadGirl 19 Jun 2009, 02:16 | ||
faustina
+1 ორი წლის წინ, შობას ქმარმა მთხოვა საშობაო სახლი გამეკეთებინა მისთვის როგორც საჩუქარი. მოკლეთ გამოვაცხვე კედლები, სახურავი, ნუ ყველაფერი. "გავაკეთე" მინანქარი და სახლი "ავაწყვე" , მოვრთე და დავტოვე შენსავით სამზარეულოში. თვითკმაყოფილი ვიყავი როგორიი ნეტა იცოდე. ხოდა რომ უნდა ნახოს ჩემმა ქმარმა თავისი საშობაო სახლი და :P ნუ გამოიცანი მერე :P მინანქარი არ გამიკეთება კარგად და არ დაიჭირა სახურავი და კედლები |
Posted by: l.s.d 19 Jun 2009, 02:38 |
BadbadGirl მასეთი თითო ისტორია ყველას აქვს. ერთხელ მე და დედის დავხვდა ტორტი დილას გახდილი დიდი ამბავი |
Posted by: BadbadGirl 19 Jun 2009, 03:13 |
l.s.d არც არაფერი, მაგას არ ვამბობ? ასეთი ერთი კი არა უამრავი მაქვს, ძირითადად იმიტომ რომ ექსპერიმენტებისკეთება მიყვარს თქვენ როგორ დაგხვდათ ტორტი გახდილი? ვინმემ შემოაჭა ბეზე? თუ რა მოხდა? |
Posted by: l.s.d 19 Jun 2009, 03:17 | ||
BadbadGirl
არა, უბრალოდ გამოაცხო, მორთო და დილით მთელი კრემი ლანგარზე დახვდა ჩამოსული. |
Posted by: annak 19 Jun 2009, 09:48 | ||||
faustina
+1
წარმომიდგენია როგორ "გამწარდებოდი" |
Posted by: tos-ka 19 Jun 2009, 11:11 | ||||||
rtuli
ნინოჩკა, დარაგაია, შენც ხომ კარგად იცი რომ მადიანად დანამულ ბისკვიტს სულ სხვა გემო აქვს? ჩვენ კიდევ რისკიც გვიყვარს და შამპანურიც ჰო, მართლა, ამ უქმეებზე შენი წამხედურობით "ბულოჩკები" მინდა გამოვაცხო. (ნუ, შიგ შეჩურთული რაღაცეებით ) და ნაღებში. შენს გახარებას, კარგად დამაკვალიანე - ნაღები ჩვეულებრივად გავთქვიფო თუ გაუთქვეფავი უნდა? pipa
პირიქით, რაც შეიძლება მალე უნდა სცადო ხელახლა, აუცილებლად გამოგივა |
Posted by: pipa 19 Jun 2009, 11:32 |
მარტო მე განვიცდი ასე ფისკოს? სასწაული აპათია ისადრურებს ჩემში, როცა რამე არ გამომდის და მერე კაი ხანი არ ვაკეთებ |
Posted by: annak 19 Jun 2009, 11:41 | ||
pipa
ფიასკო გარკვეულწილად მიბიძგებს "გამოვასწორო" და აუცილებლად იმდენჯერ ვცდი სანამ საუკეთესოდ არ გამომივა. მახსოვს პირველად (ბავშვობაში)ტორტი რომ მოვრთე ნამდვილი "სასწაული" იყო. არადა გამოვაცხადე ვიცი როგორც კეთდება და ნახავთ რა "მაგარად" გამომივა თქო (წინა დღეს ტვ-ში ვუყურე მორთვის პროცესს, მეადვილა და ვიფიქრე ამას რა უნდა თქო) ხელისკანკალით ჩამაბარეს ბისკვიტი და მიუხედავად იმისა არავის სჯეროდა ჩემი "შესაძლებლობების" დაელოდნენ შედეგს. ნუ ის არ იყო რაც მინდოდა მაგრამ ხომ ვცადე მაინც.ამ ტორტს დღემდე მახსენებენ. იმის შემდეგ საერთოდ აღარ უნდა მივკარებოდი ტორტს, მაგრამ პირიქით სანამ კრგად არ გამომივიდა არ შევშვებივარ. |
Posted by: 7bardgunia 19 Jun 2009, 11:42 |
თუ შეგიძლიად დაწეროთ სამარხო ტარტარეტკის რეცეპტი კრემით წინასწარ დიდი მადლობა |
Posted by: tos-ka 19 Jun 2009, 11:54 | ||
.7bardgunia
სარჩევში მოძებნე საკონდიტრო ნაწარმი. მე-3-ე გვერდზეა miau-ს რეცეპტი |
Posted by: rtuli 19 Jun 2009, 12:04 | ||||||||
faustina
pipa
ჩემს დაბდღეზე(წელს) ტორტს ვაცხობდი,ყოველთვის ვაცხობ გამოუცდელი რეცეპტით(ასეთი ტიკი მჭირს რატომღაც ),ჰოდა პირველი ფენა პხვიერი ცომით უნდა ყოფილიყო,წარმოიდგინე 3 ჯერ გამოვაცხედა 3მივე ჯერ გადავყარე ის ფენა,მერე სხვა ცომით შევცვალე და ტორტი მაინც გამოვაცხე და ავაწყე. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ,მე პირადათ ფიასკოს დროს უფრო ვჯიუტდები,სანამ ჩემსას არგავიტან არვჩერდები tos-ka
აუ შიგ ჩაუჩურთე გატარებული ნუში+შაქრის პუდრით მაგალითად
უნდა გაითქვიფოს აუცილებლად,ყალიბში ჩაეფინოს კრემივით, ზედ ბულკები მოათავსე,გააჩერე ამოსასვლეელად და გამოაცხე. |
Posted by: 7bardgunia 19 Jun 2009, 12:19 |
დიდი მადლობა მაგრამ სამ,არხო კრემის რეცეპტი ვერსად ვიპოვე. იქნებ არ დაიზაროთ და დადოთ |
Posted by: faustina 19 Jun 2009, 16:20 | ||||
BadbadGirl
კიდევ მაქვს მსგავსი კურიოზი, ახალი წლის ღამეს გავაკეთე ბეზეანი ჩიტისრძე . დავდგი საძინებელშI , ციოდა , ჩვენ გამოვედით სამზარეულოში და ბათქა- ბუთქს ვუყურებთ, ამ დროს მოირბინა ჩემმა ძაღლუკამ, ავიყვანე, ვულოცავდი ახალ წელს და ვკოცნიდი, თან ვიძახდი რა შოკოლადივით გემრიელიათქოო , და შოკოლადის სუნიც ასდისთქოოო მერე გავედით სამზარეულოში და რას ვხედავ!!!?? მთელი ჩიტისრძის შოკოლადი და ბეზე ალოკილი დაგვხვდა , ჩარლი კი კმაყოფილი კუდს აქიცინებდა ასე დავჩით ჩიტის რძის გარეშE . pipa
ერთხელ გავაკეთე ხინკალი... სულ პირველად და მარტომ...., მოკლედ ისეთი გამომივიდა რომ მთელი 5 წლის განმალობაშI მისი გაგნება არც მინდოდა და გუშინ უცებ მომიარა ტავში რომ ხინკალი უნდა გამეკეთებინა , საღამოს 9 საათზე დავიწყე და გავაკეთე , მართალია ძააალიან ცოტა , სულ 14 ცალი გამომივიდა .., მაგრამ მაინც მოვსინჯე 5 წლის შემდეგ მაგრამ აი იმ დაშლილ ალუბლებიან ტორტს, მაინც გავაკეთებ, ოღონდ 5 წელი არ დავიცდი |
Posted by: nite 19 Jun 2009, 17:17 |
რთულის ნაყინები რომელ გვერდზეა ხალხო? ან თემაში უნდა იყოს მგონი და ვერ ვპოულობ |
Posted by: rtuli 19 Jun 2009, 17:37 | ||
nite
ტკბილეულობა დესერტების განყოფილებაშია მე19 გვერდიდან დაათვალიერე |
Posted by: nite 19 Jun 2009, 17:54 |
rtuli გაიხარე, ............................................................. |
Posted by: radiology 19 Jun 2009, 18:27 |
ფიასკო ჩემი გენახათ,იმ დღეს პიპას რეცეპტით ალუბლების პეროგს ვაკეთებდი და გაზქურაში რო უნდა შემედო,შუქი ჩაქრა,ჩემი დუხოვკა კი მხოლოდ დენზეა,ხოდა დავრჩი ასე,რას წარმოვიდგენდი თუ შუქი კიდე ქრებოდა ხოდა აქვე ვიკითხავ აქ სად დევს არ მახსოვს და რამე კაი ნიგვზის რულეტი არ იცით? |
Posted by: BadbadGirl 19 Jun 2009, 19:43 |
radiology რათამაუნდა ვიცი. ჩემი ქმრის დედა აკეთებს მხოლოდ საშობაოდ (რა ცუდია შობა მხოლოდ ერთი დრე რომაა ) მოზილავ ტკბილ ცომს. 1 კვერცხით + 200 მლ ნაღები ან რძე, 1 ჭ შაქარი (თუ ტკბილი გიყვარს მეტი) 2 ჩ.კ საცხობი ფქვილი ან 1 ჩ/კ სოდა,ვანილი ფქვილი იმდენი რომ გამოვიდეს ნაზი ცომი რომლის გაბრტყე;ებაც შეგეძლება. გულთავსი: 500 გრ ნიგოზი გატარებული, 500 გრ გამოკურკული ალუბალი, სიროფი იმდენი რომ აზილო ეს მასა ერთმანეთში, ცოტა ვანილი, კანელი. ეს მასა გამოვა არა ფხვიერი არამედ ფარშისავით. გააბრტყველე ცომი, დააადე ეს მასა და ზემოთა ნაპირზე მოიტოვე ასე 1-2 სმ. გადაახვიე როგორც რულეტი იხვევა. თავზე გადაუსვი კვერცხი ან მაწონი. დადე თუნუქის ფურცელზე რომელიზეც სახობი ფურცელია წინასწარ გადაშლილი და გამოაცხვე 180 გრადუსზე. ეს რულეტი ძააააააალიან მიყვარს, იმდენად ძალიან რომ ყველამ იცის ჩემი ქმრის სანათესაოში და შOბაზე რომ ვნახულობთ სპეციალურად ჩემთვის გამომცხვარს მახვედრებენ ხოლმე |
Posted by: ninoma 19 Jun 2009, 21:45 |
2ს.კ ფქვილი 1ჩ.ჭ შაქარი 2ჩ.ჭ. წყალი მოხარშეთ კრემი ამ მასალით და რომ გაცივდება შეათქვიფეთ კარგად ათქვეფილ მარგანინს+ ვანილი და ესენცია |
Posted by: faustina 21 Jun 2009, 00:32 |
rtuli შენს მიერ დაწერილი ალუბლის რეცეპტის ეს ადგილი გადმოუკეცეთ ნაპირები და დანარჩენი ცომი გაშალეთ, გამოჭერით 1 სანტიმეტრის სიგანის ზოლები, დაადეთ ტორტს ზემოდან, მიეცით ფორმა, ვერ გავიგე რა ფორმა უნდა მივცეეთ ??? სანამ ალუბალი მაქვს გამოვიყენებ |
Posted by: rtuli 21 Jun 2009, 00:55 | ||
faustina
მე მგონი ალუბლის პეროგს გულისხმობ. მრგვალ ფორმაში როცა ჩადებ ცომს, ცოტა ბოლოები უნდა გადაეკიდოს ფორმიდან,მერე გულსართს როცა ჩადებ გადმოუკეცავ. მაგ ზოლებით დაწნული კალათის ფორმას მისცემ, ან უბრალოდ კლეტკასავით იქნება ზემოდან. ზიგზაგისებური საჭრელი თუ გაქვს იმით მოჭრილი ზოლები ლამაზი GAMOVA. |
Posted by: MEZGVAURI 21 Jun 2009, 01:03 |
rtuli ჩემი საყვარელი ფორუმელი კულინარი. ეგ ალუბალი პეროგს მომწარო გემოს არ აძლევს? აი ალუბალს ხო აქ ცოტა მომწარო გემო |
Posted by: WOMAN IN LOVE 21 Jun 2009, 01:08 | ||
MEZGVAURI
მომჟავო |
Posted by: rtuli 21 Jun 2009, 01:09 | ||||
MEZGVAURI
მომწარო არშემხვედრია,უფროსწორედ მომწარო შემოუსვლელ ალუბალს აქვს,ვარდისფერი რომ არის ჯერ კიდე იმას. ისე კარგ ალუბალს მომჟავო-მოტკბო გემო აქვს.მე შპანკა მიყვარს,მსხვილია!მაგრამ წვრილ ალუბალს,ანუ ნამდვილს უფრო ძლიერი არომატი აქვს |
Posted by: faustina 21 Jun 2009, 01:23 |
rtuli გასაგებიააა დიდი მადლობა |
Posted by: rtuli 21 Jun 2009, 01:43 |
faustina ერთი რეცეპტი მაქვს ალუბლის პეროგის,მთელ თუნუქის ფურცელზე მზადდება და თუ დამიჯერებ ძალიან გემრიელი გამოდის,უნაზესი და გემრიელი,მე ასევე ალუბალს სეზონურად,მაყვლით ან მოცვით ვანაცვლებ. რუსულად არის რეცეპტი: Пирог с вишнями Сочный летний пирог. Его следует попробовать в любом случае! Для праздничного стола, требует затрат времени. На один противень: Для теста: 250 г размягченного сливочного масла или маргарина, 250 г сахарного песка, 1 щепотка соли, натертая цедра 1 лимона, 5 яиц, 350 г муки, 100 г крахмала, 3/4 пакетика разрыхлителя, 4 ст. ложки сметаны, 120 г измельченного миндаля. Для верхнего слоя: 1,5 кг вишен. Для глазури: 20 г растительного жира, 150 г сахарной пудры, 2 ст. ложки лимонного сока. Для противня: пергаментная бумага либо топленое масло, хлебные крошки. Время приготовления: около1 часа, время выпекания: около 50 минут. В одной порции около 360 ккал. 1. Вишни сложить в сито, промыть, дать стечь в воде и вынуть косточки - с помощью машинки для удаления косточек либо с помощью английской булавки. 2. Для приготовления теста жир растереть с сахарным песком, добавить соль, лимонную цедру и яйца. Все взбить миксером. Постепенно ввести муку, крахмал и разрыхлитель. В конце вмешать сметану. 3. Противень проложить пергаментной бумагой либо смазать топленым маслом и посыпать хлебными крошками. Выложить тесто и разровнять его поверхность. Распределить вишни, сверху посыпать миндалем. Противень поставить в холодную духовку и выпекать при температуре 200С примерно 50 минут (середина духовки, температура 180С). 4. Для приготовления глазури растительный жир растопить в кастрюльке на слабом огне и снова остудить. Просеять в кастрюльку сахарную пудру и вмешать лимонный сок. Глазурь нанести на готовый пирог кисточкой. К этому пирогу великолепно подходят взбитые сливки, ароматизированные миндалем. Для приготовления их в сливки, взбитые в крутую пену, добавляют 1-2 столовые ложки миндального ликера. მოგეწონება |
Posted by: faustina 21 Jun 2009, 19:51 | ||
rtuli
უიი, ახლა ვნახე ეს რეცეპტი , როცა ის ალუბლის პეროგი უკვე დაწყებული მაქვს...., სხვა დროს ამას გავაკეთებ დიდი მადლობა * * * უიიიიიიი, კვერცხის გულის გადასმა დამავიწყდაააა |
Posted by: upwave 22 Jun 2009, 15:21 |
აუ იქნებ არასამარხვო ტარტალეტკის რეცეპტი დამიწეროთ, ვერ ვნახე |
Posted by: pipa 22 Jun 2009, 23:07 |
ვითხოვ ორცხობილა"პეჩენიის " რეცეპტს მინდა პუსკუნა, ფხვიერი ორცხობილა.ვერ ვიტან გაბრიქინებულს და ბრტყელს. ორი ვარიანტი მჭირდება- უფროსისთვის სამარხვო, უმცროსისთვის ჩვეულებრივი |
Posted by: rtuli 23 Jun 2009, 00:57 | ||
pipa
აბა ეს როგორია около 350 гр муки 80 гр мягкого сливочного масла 3-4 столовые ложки сахара чайная ложка с горкой ванильной пудры 1/3 стакана коринки (мелкий изюм) 2/3 стакана кефира пакетик (11 гр) разрыхлителя Растереть масло с сахаром, добавить изюм и кефир, хорошо размешать. Смешать муку, ваниль и разрыхлитель, просеять в масляную смесь. Вымесить тесто. Оно получается мягким и приятным, и не липнет к рукам и столу. Раскатать скалкой тесто в пласт толщиной около 1,5 см. Вырезать формочкой или стаканом фигурки. Выпекать 12-15 мин при 200 С. Пышки поднимутся, а вширь они почти не раздаются, так что можно укладывать их на противень на совсем небольшом расстоянии. Получаются очень мягкие, рассыпчатые и ароматные пышечки. Подавать тёплыми, со сливочным маслом или ягодами. http://www.radikal.ru * * * გახსოვს დანიური ფხვიერი პეჩენიები რკინის ყუთში იყიდებოდა,აი ზუსტად მაგის რეცეპტს დაგიდებ სამარხოს,შენს შვილს მოეწონება,თან ჩიფსებიც ურევია 225 гр (8 oz) несолёного сливочного масла, комнатной температуры 100 гр (1/2 чашки) сахара 1 ч л ванильной эссенции 270 гр (2 чашки) муки 1/2 чашки мелко порезанных грецких орехов или пекан 1/2 чашки перемолотых в крошку картофельных чипсов (раскрошить руками) 2-3 ст л сахара для посыпки на 60 печений Прогреть духовку до 180°C/350°F. Застелить пергаментной бумагой противень, (если размер духовки позволяет, можно выпекать сразу на двух противнях, на разных полках). В большой миске взбить миксером масло и сахар до пышной белой массы, 5 минут. Добавить ваниль и хорошо взбить. Добавить муку, орехи и картофельные чипсы. Хорошо перемешать миксером на низких оборотах. Сформировать из теста шарики диаметром 2-3-см (~ по 10-12-гр). Выложить на противень на расстоянии 5 см. Насыпать сахар в блюдце. Смазать дно стакана или небольшой чашки маслом. Окунуть стакан в сахар и прижать им шарик, пока он не станет толщиной 6-мм. Ещё раз окунуть стакан в сахар и приложит к печенью, не нажимая, чтобы сахар прилип к печенью. Повторить процесс с остальными печеньями. Выпекать 10-14 минут, до лёгкого зарумянивания краёв печенья. Остудить на противне 2-3 минуты и перенести на решётку до полного остывания. Хранить в закрытой посуде. Печенье можно заморозить. კარაქი შეცვალე კარგი მარგარინით. http://www.radikal.ru აი კედევ ერთი სამარხვო პრიანიკები ალუბლით,კარგი რეცეპტია Тесто: 200 г сливочного масла или маргарина; 2 стакана сахара; 1/2 стакана мёда; 1/2 стакана воды; 1 ч.л. соды; 1 ч.л. корицы; 6 стаканов муки. Начинка: густое вишнёвое варенье (без косточек) или вишня (тоже без косточек). Описание :: Вкусные пряники с вкусной начинкой Размягчённое масло, сахар (я брала коричневый, т.к. мне кажется, что для пряничного теста он больше подходит), мёд, воду, соду и корицу хорошо размешать и, поставив ёмкость с этой смесью на паровую баню, постоянно помешивать до тех пор пока смесь не станет однородной. После того, как снимете с паровой бани, добавить в ёмкость просеянную муку и замесить тёплое тесто. Тесто раскатать (не тонко!) в прямоугольник. На половину прямоугольника выложить начинку небольшими кучками и накрыть его второй половиной прямоугольника. Подходящим по размеру стаканом вырезать пряники и уложить их на противень, застеленный пекарской бумагой. Сверху смазать взбитым белком, а можно и не смазывать, просто потом посыпате готовые горячие пряники сахарной пудрой. Выпекать при температуре 200-220 С минут 12-15. Старайтесь не передержать их в духовке. Этим пряникам необходимо отлежаться какое-то время. Поэтому есть их лучше на следующий день. Приятного аппетита! Мои замечания: в качестве начинки, на мой взгляд, лучше брать просто вишню, удалив из неё косточки и добавляя совсем немного сахара. Пряники с вареньем получаются слишком сладкими. Кроме того к вишне можно добавить измельчённые орехи; из данной порции теста получается два больших блюда пряников. პ.ს. ველოდები გამომცხვარ ,დასურათებულ შედეგს |
Posted by: pipa 23 Jun 2009, 10:14 |
rtuli შენ გაიხარე შენს ოჯახში |
Posted by: upwave 23 Jun 2009, 10:49 | ||
კატალოგში ვერ ვნახე და იქნებ დამეხმაროთ დეიდებო და ბიძიებო |
Posted by: Peppi 23 Jun 2009, 11:10 | ||
upwave
ეს არის თამარ ლომიძის წიგნიდან, რომლითაც ადრე გამიკეთებია და არაა ცუდი, სხვა რეცეპტი მე არ მაქვს . . მასალა კალათებისთვის - 2 ცალი კვერცხის გული (ცილა ბეზესთვის გადადე); 100 გრ. შაქარი, 250 გრ. კარაქი; 2 სადილის კოვზი არაჯანი, სოდა-ძმრით 1 ჩაის კოვზი, ვანილი. მომზადება: ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი მიქსერით, თანდათან შევაზილოთ დარბილებული კარაქი (არ გაანდო თორემ ისეთი ფხვიერი აღარ იქნება), შემდეგ დაამატე არაჟანი, სოდა-ძმრით და ვანილი. ცომი უნდა გამოვიდეს რბილი, მაგრამ შეკრული, აი როგორც ფხვიერი პეჩენიებისთვის აკეთებ. როცა ცომს გუნდებად დაყოფ და ფორმაშI ჩადებ ფურმას უნდა ინარჩუნებდეს. ხო, ფორმებს მანამდე რაიმე ცხიმი ცაუსვი, მე მცენარეულ ზეთს ვუსმევ. როცა შეგრილდება შემდეგ გადმოიღე ფორმებიდან. მაგარი უცნაურია, მაგრამ ტემპერატურა არ უცერია, მე 160 გრ ვაცხობ პეჩენიებს და ალბათ ამასაც ასე დაჭირდება . . |
Posted by: upwave 23 Jun 2009, 12:23 |
Peppi დიიიდი მადლობა. მეც მქონდა ძალიან კარგი რეცეპტი და ვეღარ ვპოულობ, თუ ვიპოვე დავდებ მერე აუცილებლად. არა და ძალიან მომინდა რაღაც ალუბლით და ნაღებით, ან რაიმე კარგი კრემით. :მნიამნია: * * * Peppi დიიიდი მადლობა. მეც მქონდა ძალიან კარგი რეცეპტი და ვეღარ ვპოულობ, თუ ვიპოვე დავდებ მერე აუცილებლად. არა და ძალიან მომინდა რაღაც ალუბლით და ნაღებით, ან რაიმე კარგი კრემით. :მნიამნია: |
Posted by: natka-q 23 Jun 2009, 13:34 |
სამარხვო ალუბლის ნამცხვარი გავაკეთე. თავიდან მეგონა, რომ არაფერი გამოვიდოდა, იმიტომ რომ გზადაგზა ვიგონებდი რა და როგორ გამეკეთებინა, არადა საკმაოდ კარგი გამოვიდა. მოკლედ, თხლად დაწრილ სამარხვო მარგარინს (მე ონა გამოვიყენე) დავამატე შაქარი ( ჭიქანახევარი დავაყარე), მარილი, ვანილი და კარგად ავზილე ერთმანეთში. ამ ყველაფერს დავუმატე ფქვილი, დაახლოებით 2 ჭიქა, სოდა ძმრით,ნახევარ ჭიქაზე ნაკლები წყალი და წინასწარ შაქარდაყრილ ალუბლისაგან გამოსული წვენი(დაახლოებით ნახევარი ჭიქა). მასა გამოვიდა ძალიან მწებავი, ხელებზე მეკრობოდა ძალიან, ამიტომ ცოტა ფქვილი ვუქენი ისევ და მერე გადავწყვიტე, რომ ამ მასაშივე რომ ჩAმეყარა დაახლოებით ნახევარი წვენ გამოწურული ალუბალი არ იქნებოდა ურიგო. მირებული ცომი 2 ერთნაირ და მესამე პატარა ნაწილებად დავყავი და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხვე ცხიმწასმულ ყალიბში. მალ მალე გამოცხვნენ. ამასობაში 4 კოვზი ფქვილი და 4 კოვზი შაქარი გავხსენი ჭიქა ნახევარ წყალში + ნახევარ ჭიქაზე ნაკლები ალუბლის წვენი. მოვადუღე. გამოვიდა სქელი კრემი. როცა გაცივდა 4-5 კოვზი დაჩა შევათქვიფე. ავაწყვე ნამცხვარი და ფენებს შორის ბლომად ალუბალიც მოვაყარე. მაღლიდან მესამე, პატარა ფირფიტა დავფხვენი და იმითი მოვალამაზე. სურათი გადავუღე უკანასკნელ ნაჭერს, რომლისთვისაც მე უნდა მომეღო ბოლო, მაგრამ ძალიან უხარისხო გამოვიდა და აღარ დავდე. |
Posted by: faustina 23 Jun 2009, 13:47 | ||
natka-q
არაფერია, დადე... ცოტას ხომ დავინახავთ |
Posted by: natka-q 23 Jun 2009, 15:19 |
უხარისხო სურათი კია, მაგრამ საკმაოდ ნორმალური ნამცხვარია |
Posted by: upwave 23 Jun 2009, 17:06 |
ოლადების რეცეპტი კი ვნახე, მაგრამ შაქრის რაოდენობა არ არის მითითებული და ჩემი გემოვნებით დავამატო? * * * ხო, მართლა, რაფაელოს რეცეპტი თუ იცით ვინმემ? |
Posted by: faustina 24 Jun 2009, 02:44 |
ფენოვანი ცომი ყალიბებით გამომცხვარი... კრემი კი, ჩვეულებრივი რძისა და კვერცხის,ცოტა დარიჩინი და თეთრი შოკოლადი http://www.radikal.ru |
Posted by: Snow Crash 27 Jun 2009, 02:51 |
რაღაც კარგი ვიპოვე : ცივი გემრიელი იქნება http://www.radikal.ru Торт " Птичье молоко" рецепт находится здесь Девочки, решила поделится с вами своим фирменным рецептом торта, кто любит конфеты птичье молоко, этот рецепт для вас, может кто-то возразит, что птичье молоко делают по другому, возражать не буду Рецепт поставила и на ГК, думаю и суда его принести ТОРТ "ПТИЧЬЕ МОЛОКО". Бисквит: 2 яйца+100гр сахара взбить хорошо, муку 80гр просеять и смешать с 1ч.ложки разрыхлителя и осторожно вмешать в яичную массу, чтоб не осела, хорошо размешать и вылить в форму, диаметром 26 см, выпечь бисквит до готовности Можно любой другой взять рецепт бисквита, но бисквит не должен быть высоким Крем: 20гр желатина замочить в воде, как написано наупоковке 5 крупных яиц 1ст. сахара 150 гр. масла 0,5 ст молока 1ст. ложка муки без горки Белок отделить от желтка, белок пока поставить в холодильник. Желток+1/2 ст. сахара+1 ст. ложка муки размешать, добавить молоко размешать, чтоб не было комочков и поставить варить на водяную баню, ( я делаю без водяной бани) постоянно мешая, до вести массу до сгущения. Когда масса остынет до комнатной температуры, её очень хорошо взбить. Сливочное масло взбить до бела и смешать в месте с желтковой массой, продолжая взбивать минуты 2-3. Замоченный желатин ставим на медленный огонь, чтоб растворился, в это время достаём белок с холодильника добавляем оставшийся сахар и взбиваем до увеличения белка в 4 раза. Желатин, белок и желтковая масса всё вместе хорошо смешать и можно взбить, но не долго, очень осторожно, лучше всего венчиком. Вот когда сварим желтковую массу и ждём его когда остынет, мы в это время приготовим бисквит, его надо пропитать сиропом, я пропитываю соком консервированных фруктов, таких как ананас или мандаринов, иногда ложу фрукты на бисквит, только ананасы не пробовала ложить не когда, мы их так съедаем Одеваем съёмную форму на бисквит, потом делаем как я написала выше, когда всё уже готово надо быстро залить массу на бисквит, так как она быстро застывает, даём птичьему молоку как следует застыть не мение одного часа, вот так примерно выглядит он, тогда снимем съёмную форму http://www.radikal.ru Потом птичье молоко обливаем или смазываем шоколадом, можно бока обсыпать миндалем или любыми другими орехами, очень вкусное сочетание орехов с шоколадом. Очень вкусный торт, советую его всем, в последнее время стала делать не часто, только когда попросят, сколько ела другие рецепты птичьего молока, этот самый настоящий и похож на конфеты. |
Posted by: rtuli 27 Jun 2009, 23:49 |
ბრაუნი კარამილიზირებული ალუბლით 3 ცალი კვერცხი 1 ჩ.ჭ შაქარი 200 გრ. კარაქი 230 გრ. შავი შოკოლადი 3-4 ს.კ. კაკაო ვანილი 3-4 ს.კ. ლიქიორი 1 ჩ.კ.გამაფხვიერებელი 200-220 გრ. ფქვილი 600გრ. კურკა გამოცლილი ალუბალი ალუბალი და ნახევარი ჭიქა შაქარი ვადუღოთ 30-40 წუთის განმავლობაში,გავაგრილოთ და დავამატოთ ლიქიორი. გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი (დანარჩენი).დავამატოთ ორთქლზე გამდნარი შოკოლადი+კარაქი.დავაფქვათ ფქვილი+გამაფხვიერებელი+ვანილი+კაკაო.კარგათ გადაურიოთ და ბოლოს დავამატოთ ალუბალი. პერგამენტის ქაღალდი ჩაუფინოთ ყალიბს (მე ოთხკუთხედი ყალიბი გამოვიყენე 25სმ/35ზე) და დავასხათცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. შეიძლება მოასხათ მინანქარიც. http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 5 Jul 2009, 20:55 |
ნამცხვარი კარდინალი ბეზეთვის: 5 კვერცხის ცილა 1 ჩ.ჭ შაქარი ბისკვიტისთვის: 3 კვერცხის გული 2 ცალი კვერცხი 60 გრ. შაქარი 60 გრ.ფქვილი ვანილი კრემისათვის : 300 მლ. ნაღები ასევე კონფიტიური ჟოლოსი 3-4 კოვზი ცოცხალი ჟოლო შაქრის პუდრი მოსაყრელად გავთქვიფოთ მაგარი ბეზე. მოვამზადოთ ბისკვიტი,გავთქვიფოთ კვერცხები+შაქარი კარგათ,დავამატოთ ვანილი და დავაცრათ ფქვილი. გამოგვივა ნაზი ბისკვიტის მასა. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და 5 ზოლად ,საკონდიტრო პარკის მეშვეობით,დავადოთ ბეზე. უნდა ქონდეს ინტერვალი რომ,მერე ამ სიცარიელებში ბისკვიტის მასა ჩაუდოთ კოვზით. აი ასე http://www.radikal.ru გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთის მანძილზე ,გაზქურის მესამედის სიმაღლეზე. ფაკტიურად ამ ნამცხვარში ბეზეარუნდა იყოს გამომშრალი,გამოდის ნაზი ბეზე,ნესტიანი,ზედაპირი ოდნავ შეყვითლებული აქვს. აი ასე გამოიყურება გამოცხობის შემდეგ http://www.radikal.ru გაციებულს მოვხსნით საცხობ ქაღალდს,ვჭრით სიგრძეზე შუაზე ,ვადებთ ბისკვიტს კონფიტიურს(მთელ სიგრძეზე) ,ვკრემავთ გათქვეფილი ნაღებით,ვადებთ მეორე ნახევარს,ვრთავთ ჟოლოთი და ვაყრით შაქრის პუდრს. ეს ორიგინალში უნდა გაკეთდეს ასე,მე კი შუაზე გავჭერი,ნახევარი პორცია კიდე გამოვაცხე და ტორტივით,სამფენად ავაწყე+ზემოდანაც ნაღების კრემი გადაუსვი(რათქმაუნდა მეტი ნაღებიც დამჭირდა). http://www.radikal.ru ძალიან ნაზი და ფაფუკი ტორტიკი გამოვიდა. პ.ს. ცოტა შრომატევადია,მაგრამ ღირს |
Posted by: miau 6 Jul 2009, 12:30 |
Snow Crash ხომ არ გეწყინება, შენს მიერ დადებული რეცეპტი რომ ვთარგმნო და ჩავასწორო შენი პოსტი? rtuli rtuli კარგია, რეცეპტი რომ დადე, მამას დაბ. დღეზე მინდა გამოვაცხო, ოღონდ რაღაც სხვა ხილი მინდა გვუკეთო, მაგალითად გარგარი ჟოლოთი უკვე მივირთვი და მომეწონა და ახლა სხვა ვარიანტი ვცადოთ |
Posted by: Baltimore 6 Jul 2009, 13:02 | ||
rtuli
გამაფხვიერებელი რა არის? |
Posted by: BadbadGirl 6 Jul 2009, 13:08 |
Baltimore Baking powder. იგივე ეფექტი აქვს სოდას, მაგრამ თუ რეცეპტში წერია 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, მის ნაცვლად შეგიძლია გამოიყენო 1 ჩ.კ სოდა. |
Posted by: Baltimore 6 Jul 2009, 13:16 |
BadbadGirl ზოი ნამცხვრის რეცეპტში რომ ორივე მინახავს, სოდაცა და გამაფხვიერებელიც? |
Posted by: miau 6 Jul 2009, 14:51 | ||
Baltimore
BadbadGirl - ს ვეთანხმები, რომ ერთიდაიგივე ეფექტი აქვს, თუმცა არსებობს განსხვავებაც, კერძოდ: გამაფხვიერებელის შემადგენლობაში შედის კარტოფილის ფქვილი, ლიმონმჟავა და სოდა, ამ შემთხვევაში როგორც სოდის შემთხვევაში, გამაფხვიერებელის ძმარში გახსნა აღარ არის საჭირო, ლიმონმჟავა ასრულებს მის მოვალეობას 1 პაკეტი გამაფხვიერებელი გათვლილია საშუალოდ 500-600 გ. ფქვილზე, სოდა კი - 2/3 ჩ/კ ანალოგიური რაოდენობის ფქვილზე (თუმცა რეცეპტწბი სხვადასხვაგვარია და შესაბამისად შეიძლება უფრო ცოტა იყოს საჭიროან მეტი, ძირითადი სტანდარტი ასეა, გამაფხვიერებლის პაკეტსაც კი აწერია ზედ.). ერთ რჩევას მოგცემ - 1 ჩ/კ სოდა +1 მწიკვი ლიმონმჟავა + 2 ჩ/კ კარტოფილის ფქვილი ერთმანეთში გადაურიე და ნამცხვარში ასე გაუკეთე, აღარ დაგჭირდება აქეთ-იქით სიარული გამაფხვიერებლისთვის მე ხშირად ვამზადებ ხოლმე სახლის პირობებში გამაფხვიერებელ ფხვნილს. |
Posted by: rtuli 6 Jul 2009, 16:31 | ||
Baltimore
დატვირთვა ერთი აქვთ უნდა ამოიყვანონ ცომი მაგრამ: 1. გამაფხვიერებელი შეიცავ ისეთი რაოდენობით სოდას და მჟავას რომ,რეაქციის მერე ნაშთი არ რჩება. ზოგი რეცეპტების შემადგენლობაში შედის ისეთი კომპონენტები, რომლებსაც აქვთ ძლიერი მჟავე რეაქციადა ამისათვის დამატებით სოდაა საჭირო! მჟავა და სოდა შევლენ რეაქციაში და გამოიყოფა углекислый газ(მომიტევეთ რუსულად მაქვს დამთავრებული სასწავლებლები) რომელიც ზუსტად რომ ცომს აფხვიერებს მაგალითად ცომში თუ შედის:თაფლი ,მაწონი,არაჟანი,რძე,სეროფები,ხილის წვენები,შოკოლადი,დიდი რაოდენობით კვერცხი მაშინ აუცილებელია დამატებით გამოიყენო სოდა. ანუ გამაფხვიერებელი დამატებით გამოყოფილ(ცხობისდროს) მჯავიანობასთან ვერ შევა რეაქციაში და ცომი ჩაცომებული ან კაკ მაქსიმუმ ოდნავ ამოსული გამოვა. 2.აუცილებლათ უნდა შეიყვანოთ რეაქციაში სოდა+მჟავა,უნდა დააცადოთ რომ კარგათ აშხეფდეს სოდა(გამოიყოფა углекислый газ)და მაშინვე შეიყვანეთ ცომში. ნახევრად შესული რეაქციაში სოდა,არასასურველ გემოს,ფერ აძლევს გამომცხვარ პროდუკტს! მხოლოდ სოდა მჟავის გარეშე ცუდი გამაფხვიერებელია და კიდევ ინფორმაცია გამაფხვიერებელის სოდით შეცვლის შესახებ: 1-2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი შეეფარდება 0,5 ჩ.კ. სოდა+ძმარი თუ სოდა გაქვთ რეცეპტში მითითებული და ანაცვლებთ გამაფხვიერებელით მაშინ 0,5 ჩ.კ სოდა შეეფარდება 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი. პ.ს. ბევრი კი ვწერე ჩემი რუსულიქიმიური ტერმინოლოგიებით მაგრამ,მინდა რომ ყველამ იცოდეს რაც დავწერე . შემდგომში ცომის ჩავარდნის პრობლემებს თავს აარიდებენ რჩევა:დაიცავით რეცეპტურა |
Posted by: nanana 6 Jul 2009, 18:00 |
გამაფხვიერებლით გაკეთებულ ნამცხვრებში ჰაერის ბუშტუკები არ არის, უფრო ერთგვაროვანი და ფხვიერი კონსისტენცია აქვს. სოდით უფრო ფუშფუშააა |
Posted by: BadbadGirl 6 Jul 2009, 18:05 | ||
ვერ დაგეთანხმები. |
Posted by: rtuli 6 Jul 2009, 18:10 | ||
BadbadGirl
+1 nanana კარგი გამაფხვიერებელი უნდა შეიძინო |
Posted by: chaPPek 6 Jul 2009, 18:16 | ||
მე პირადად ამას +ად აღვიქვამ. არ მიყვარს ფუშფუშა ნამცხვრები მირჩევნია ზომიერად თანაბრად და ბუშტუკების გარეშე მძიმედ იყოს ამოსული კაცია და გუნება |
Posted by: nanana 6 Jul 2009, 19:30 |
rtuli BadbadGirl chaPPek კარგს ვიძენ და ასეთი კონსისტენციის უფრო მომწონს მეც მართალი გითხრა. უფრო ფხვიერი და მშრალია გამაფხვიერებლით და სოდიანი უფრო სველი და ნასვრეტებიანი. ჰოდა კიდე, მაგ მაფინებს ან კექსს როცა ვაკეთებ სველი ხილით, სოდით არის შანსი რომ სველი დარჩეს ხილის ტერიტორიაზე და ჩაცომდესავით და გამაფხვიერებლით დაზღვეული ხარ რომ არ აიტყლიზნება |
Posted by: BadbadGirl 6 Jul 2009, 21:25 |
nanana მაფინები მგონი ერთადერთი ნამცხვარია რომელიც არასდროს გამფუჭებია სულ კარგი გამოდის. როგორიც არ უნდა ვცადო. ჯემიანი, ხილიანი, ყველიანი, ზეთისხილიანი, კალბასიანი. მოკლეთ უამრავი რამ მაქვს უკვე ნაცადი ერთი პრობლემა ისაა რომ ძალიან ბევრი გამაფხვიერებეელი უნდა. 16 ცალს ასე 3 ჩ.კ. |
Posted by: faustina 7 Jul 2009, 01:22 |
ვაშლის პეროგი მასალისათვის საჭიროა: - 5-6 საშუალო ზომის რბილი ჯიშის ვაშLი, სასურველია ავტონოვკა - 3 კვერცხი - 100-150 გრ. შაქარი - 50 გრამი ფქვილი - ნუში თხლად დაჭრილი, დაახლოებით 30 გრ. - 3-4 სუფრის კოვზი გატარებული ნუში - 3-4 პატარა კოვზი ატმის ჯემი ან მურაბის წვენი კარაქი კი ძაან ცოტა, ისიც ნამცხვირის ფორმაზე წასასმელად და რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ნუშის მაგივრად შეგვიძლია ნიგოზი ვიხმაროთ 1. ჩართეთ გაზქურა 200გრადუსზე.. (პეროგოს შედგმის დროს ცხელი რომ იყოს ) 2. გაფცქვენით ვაშლები, 3 ვაშლი მთEლი დავტოვოთ და დანარჩენი 3 კი გავჭრათ შუაზე, ამოვაცილოთ გულები, და დავჭრათ თხელ ფენებად http://www.radikal.ru 3. 3 კვერცხი და შაქარი (გემოვნებიტ 100გ ან 150 გ) ავთქვიფოთ მიქსერით კარგად , ისე რომ შაქარი აღარ ეტყობოდეს. http://www.radikal.ru 4. ცალკე ჯამში ვურევთ გატარებულ ნუშს და ფქვილს, , ავურიოტ კარგად და შEმდეგ ზემოდან სქელ სახეხზე მოვახეხოთ დარჩენილი 3 მთელი ვაშლი. ავზილოტ ეს ყველაფერი კარგად, 5. ერთი მასის მიღების შემდეგ, ეს მასა გადაგვაქვს უკვე მზა გოგლი- მოგლში, და ხელით ნელა ვურევთ ამ ორივე მასას. 6. უკვე კარგად გაერთIანებულ მასას ვასხავთ წინასწარ მომზადებულ ნამცხვრის ფორმაში.რომელსაც ექნება კარაქი წასმული და ზევიდან ფქვილი მოყრილი (ფორმის კედლებზეც ) ფორმა სასურველია იყოს მრგვალი, და გვერდიდან რომ იხსნებოდეს , ანუ გამოცხობის შემდეგ გადმოტრიალება არ დაგვჭირდება , რათა ბისკვიტი ამოვიღოთ . http://www.radikal.ru 7. ცომის ჩასხმის შემდეგ ცომს გვერდებზე 2 ფენად მოვაწყოთ თხლად დაჭრილი ვაშლი, (2 ფე ნად იმიტომ რომ როცა გამოცხვება , ვაშლის ნაჭრები არ დაიკარგოს და ეტყობოდეს .) ) http://www.radikal.ru შუაში დარჩEნილ ცომის გულზე კი მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ნუში . http://www.radikal.ru 8. შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში და დაველოDოთ დაახლოებით 30- 40 წუთი. აი გამოცხვა კიდეც http://www.radikal.ru 9. ამის შემდეგ ვაცდით პეროგს რომ გაგრილდეს , შემდეგ ვიღებთ ატმის მურაბის წვენს (შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ყვითელი ფერის ჯემი ან მურაბა), ვუმატებთ ლიმონის წვენს გემოვნებით, ოდნავ გავაცხელებთ, რათა გათხელდეს ცოტა და ვუსმევთ პეროგს ზევიდან, მხოლოდ ვაშლებს!!!, http://www.radikal.ru მთლიანად რომ გაცივდება ფორმას მოვხსნით ფრთხილად და მივირთმევთ გემრიელად http://www.radikal.ru [URL=http://www.radikal.ru] [/URL] http://www.radikal.ru |
Posted by: Baltimore 7 Jul 2009, 21:13 |
ძველი პოსტი კია, მაგრამ დამაინტერესა და მინდა გკითხოთ: ვენდო, და მართლა 1 1/2 ფქვილი გავუკეთო? მეცოტავება, კიდევ ერთი კითხვა: ჩემი ბავშვობის ნამცხვეის, ზებრას გაკეთება მინდა, რეცეპტი ხომ არ გაქვთ? აქ ვერ ვიპოვე. SnowFlakes ბანანის ბისკვიტი 3 ან 4 ბანანი 1 ჭ. ნიგოზი 1/3 ჭ. გამდნარი კარაქი 1 ჭ შაქარი 1 ათქვეფილი კვერცხი 1 ჩ/კ ვანილი 1 ჩ/კ სოდა კოვზის წვერით დაუმატეთ მარილი 1 1/2 ჭ. ფქვილი პირველ რიგში აურიეთ ბანანი და კარაქი ღრმა თასში ხის კოვზით.ჩაამატეთ შაქარი,კვერცხი,ვანილი და ძალიან ცოტა მარილი და ურიეთ იქამდე სანამ ყველაფერი კარგად არ გაიხსნება. ფქვილი და ნიგოზი ბოლოს ჩაამატეთ და განაგრძეთ მორევა. მასა მოათავსეთ ცოტა მაღალ ფორმაში და გამოაცხეთ საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში. ასანთის ღერი ჩაარჭეთ ხოლმე რომ უმი არ გამოდგეს http://img210.imageshack.us/i/53754321.png/ |
Posted by: ninoma 8 Jul 2009, 00:03 |
ნამცხვარი ''ზებრა,, 5ცალი კვერცხი 3ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი 200გრ. კარაქი 1ჩ.ჭ არაჟანი 5ს.კ.კაკაოს ფხვნილი 4ს.კ. რძე ან წყალი კვერცხისა და 2ჩ.ჭშაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ დარბილებული კარაქი, არაჟანი,1ჩ.კ. სოდა ძმრით,ვანილი, ფქვილი და კოვზით კარგად ავზილოთ(ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.დაახლოებით უნდა 3ჩ.ჭ.ფქვილი) ცომო გავყოთ შუაზე.ერთ ნახევარს შევაზილოთ 2 ს.კ. კაკაოს ფხვნილი. ყალიბს წავუსვათ კარაქი და რიგრიგობით დავასხათ ჯერ თეთრი ცომი, ზემოდან ყავისფერი,შემდეგისევ თეთრი და ასე გავაგრძელოთ,სანამ ცომი დამრთავრდება.შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად180 გრადუსზე. სჭირდება დაახლოებით 50წთ.-1სთ. როცა გამოცხვება ,ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანქარი. 1ჩ.ჭ. შაქრის ფხვნილს დავამატოთ 3ს.კ.კაკაოს ფხვნილი, 4ს.კ. რძე ან წყალი დავდგათ ცეცხლზე, დავამატოთ 50 გრ.კარაქი,წამოვადუღოთ და ცხელი დავასხათ ნამცხვარს. |
Posted by: SnowFlakes 8 Jul 2009, 12:04 |
Baltimore კი,ენდე და მაგდენი ფქვილი გაუკეთე |
Posted by: rtuli 8 Jul 2009, 20:52 |
კექსი ბლით 5 ცალი კვერცხი 1 ჩ.ჭ. შაქარი 5 ს.კ. კარაქი 1,5 ფქვილი ვანილი 2 ს.კ. კაკაო 60 მლ. ნაღები 400-500 გრ. ბალი,ან ალუბალი 1 ჩ.კ. სოდა+ძმარი გლაზური: 100გრ. თეთრი შოკოლადი 1 ს.კ. ლიქიორი+1 ჩ.კ. კარაქი გავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი(კარგათ),დავამატოთ გამდნარი კარაქი,სოდა+ძმარი,ფქვილი,ვანილი. მოვზილოთ ცომი და გავყოთ ორად. თეთრი ცომი ჩავასხათ ცხიმ +ფქვილ მოყრილ ყალიბში. მეორე ნახევარში დავამატოთ ნაღები და კაკაო.დავასხათ თეთრ ცომს(ფრთხილად),ზემოდან დავალაგოთ კურკა გამოცლილი ბალი(ალუბალი) http://www.radikal.ru შევდგათ ღუმელში გამოსაცხობათ 200გრადუსზე 40 წუთით. აი ასეთია როცა გამოცხვება http://www.radikal.ru 1.ვარიანტი-თბილს მოვახეხოთ თეთრი შოკოლადი 2. ვარიანტი-გავაციოთ და მოვასხათ თეთრი შოკოლადი(გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე)+კარაქი და ლიქიორი. http://www.radikal.ru |
Posted by: faustina 8 Jul 2009, 21:16 |
rtuli კაი გოგო ხარ ჰმ, ასეთი ფორმა რომ არ მაქვს... მე მრგვალს გავაკეთებ.... |
Posted by: rtuli 8 Jul 2009, 21:22 | ||
faustina
წავა მრგვალი,ოღონდ სპიჩკის ღეროთი მოუსინჯე გული ,როცა მზად იქნება |
Posted by: BadbadGirl 8 Jul 2009, 23:20 |
rtuli გულის წასვლის სმაილიკი! რა მაგარი რამეაააა ! |
Posted by: SummerLove 8 Jul 2009, 23:59 | ||
რა მაგარი კექსია მინდა ეხლა გავაკეთო და ნაღები არ მაქვს რამე შეიძლება მაგის მაგივრად? |
Posted by: rtuli 9 Jul 2009, 00:12 | ||||
SummerLove
რძე გამოიყენე,სითხის დამატებას კაკაო ითხოვს ,ასერომ რძე კარგი ალტერნატივაა BadbadGirl
კექსების მანია მჭირს ამ კექს ძალიან მოუხდათეთრი შოკოლადი ზემოდან მოსხმული,თან ქოქოსიანი შოკოლადი იყო+ლიქიორი დავამატე რამაც გემო გაუმდიდრა |
Posted by: BadbadGirl 9 Jul 2009, 01:28 | ||
rtuli
მეც, ოღონდ მხოლოდ ჭამის ზოგადად მშრალი ტკბილეული მიყვარს, კრემიანს ვერიდები გარკვეული შიშების გამო |
Posted by: ketato617 9 Jul 2009, 12:34 | ||||
rtuli
ძალიან გემრიელად გამოიყურება..... მოკლედ ცხობა მაინცდამაინც არ მეხერხება, მაგრამ ძალიან მოვიხიბლე შენი გაკეთებული კექსით. რამოდენიმე დეტალის დაზუსტება მინდა
ჭიქა ნახევარია თუ კილონახევარი ვერ მივხვდი................ ფორმა ცხელი უნდა იყოს როცა მასას ჩავასხავთ თუ ცივი? ღუმელი ალბათ უკვე გაცხელებული უნდა იყოს ხომ? მომიტევეთ ამ შეკითხვებისთვის, |
Posted by: rtuli 9 Jul 2009, 13:26 | ||
ketato617
,ჭიქა ნახევარია . ღუმელს წინასწარ ვაცხელებ, აუცილებლათ. |
Posted by: BadbadGirl 12 Jul 2009, 18:59 |
ხალხო smile.gif ტყეში მოვკრიფე ასე ნახევარ კილომდე ჩერნიკა და სმაროდინა. რამე ადვილი უკრემო ნამცხვარი მასწავლეთ რა smile.gif მაფინების გარდა |
Posted by: maknatuna 13 Jul 2009, 22:51 |
rtuli კექსივით გემრიელი ნაყინის რეცეპტიც გეცოდინებათ ოჯახის წევრებმა ნაყინის მოსამზადებელი მაჩუქეს და არ მინდა თავი შევირცხვინო |
Posted by: WOMAN IN LOVE 14 Jul 2009, 00:07 |
maknatuna აქაა რთულის ორი შესანიშნავი ნაყინის რეცეპტი http://forum.ge/?showtopic=33790697&f=&st=270entry13877526 |
Posted by: maknatuna 14 Jul 2009, 00:21 |
WOMAN IN LOVE გმადლობთ ყურადღებისთვის |
Posted by: rtuli 14 Jul 2009, 22:17 | ||
maknatuna
რა საინტერესო რამეა,დაწერე მერე პრაკტიკულია თუ არა ნამცხვარი ქოქოსის BUTTERMILCHSCHNITTEN 3 ცალი კვერცხი 2 ჩ.ჭ შაქარი ვანილი გამაფხვიერებელი 1 პაჩკა 2 ჩ.ჭ დო (ან კეფირი) 4 ჩ.ჭ ფქვილი მოსაყრელი მასა: 2 ჩ.ჭ ქოქოსის ფანტელი+0,5 ჩ.ჭ შაქარი მოსასხმელი მასა: 200მლ. ნაღები 150 გრ. კარაქი გავთქვიფოთ კვერცხი+შაქარი კარგათ,დავამატოთ ვანილი,დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი ამოურიოთ და დავასხათ დო ან კეფირი.მოვზილოთ სქელი არაჟნის მასა. თუნუქის ფურცელზე (კარაქ წასმულ ფქვილ მოყრილ)დავასხათ ეს ცომი და მოვაყაროთ ქოქოსის და შაქრის ნარევი http://www.radikal.ru შევდგათ ღუმელში 200 გრადუსზე საშვალო სიმაღლეზე გამოსაცხობათ,20-30 წუთამდე ცხვება (სპიჩკით გასინჯეთ ბისკვიტი) ზედაპირი შეყავისფრდება http://www.radikal.ru გამოიღეთ ღუმელიდან და მოასხით ცხელ ნაღებში გამდნარი კარაქის მასა,კოვზით გაანაწილეთ თანაბრად მთლიან ნამცხვარზე. გაცივდება თუ არა დაჭერით და მიირთვით. http://www.radikal.ru პ.ს. წესით დო უნდა გამოვიყენოთ,ანუ კარაქს როცა ამოიყვანენ ნაღებიდან, რჩება სითხე და ის არის დო.ჩვენთან საქართველოში არიყიდება და კეფირით შევცვალე |
Posted by: BadbadGirl 14 Jul 2009, 22:56 |
ძალიან მიყვარს ქოქოსიანი ნამცხვრები, მაგრამ ქოქოსი და ანასი კიდე უფრო მეტად ვიდრე მხოლოდ ქოქოსი |
Posted by: shtori 14 Jul 2009, 23:59 |
რომის ესენციით როგორ უნდა გავაკეთო ტორტი? კრემში უნდა გავურიო თუ ბისკვიტი უნდა დავნამო ამ ესენციით? ალბათ რამეში უნდა გავაზავო ხომ? |
Posted by: tos-ka 15 Jul 2009, 13:21 | ||
rtuli
ძალიან პრაქტიკული რამეა, რთულო! ყოველ ნახევარ საათში "მორევა" არ გჭირდება, თავად "ურევს" უსამზარეულოდ ვარ და, შესაბამისად, ვერანაირ ტკბილეულობას ვერ ვამზადებ |
Posted by: Peppi 15 Jul 2009, 17:18 |
ნამცხვარი ”მალიბუ” ანანასითა და ქოქოსით მომზადების დრო - 25 წუთი; ცხობის დროს - 50 წუთი. მასალა: 1 ჭიქა (75გრ) გახეხილი ქოქოსი; 450 გრ. ანანასი სიროფშჳ; 125 გრ. დარბილებული კარაქი; ½ ჭიქა (110 გრ) თეთრი შაქარი; 2 კვერცხი; 1,5 ჭიქა (225 გრ) საფუარიანი ფქვილი; 6 ცალი კვერცხის ცილა; ½ ჭიქა (110 გრ) თეთრი შაქარი; 2 ჩაის კოვხი შაქრის პუდრა; 1 ცალი გამაფხვიერებელი, ანუ საცხობი ფხვნილი (საჭიროა ფორმისათვის) კრემი (ორიგინალი): 300 მლ შესქელებული რძე ¼ ჭიქა (40 გრ) შაქრის პუდრა 1 სადილის კოვზი რომი ”მალიბუ” (ქოქოსის თეთრი რომი) კრემი (ჩემი ინტერპრეტაციით): 400 გრ ქოქოსის რძე; 400 გრ ძროხის რძე; 6 სადილის კოვზი ფქვილი; 3 სადილის კოვზი თეთრი შაქარი; 2 ცალი კვერცხის გული; ½ ქილა შესქელებული რძე; 80 გრ კარაქი; 3 სადილის კოვზი რომი ”მალიბუ” საცხობი ფორმა 20 სმ დიამეტრით, სასურველია წრიული, რომელსაც გვერდები ეხსნება. მომზადება: 1. მოხალეთ ქოქოსის ფხვნილი 2 წუთის განმავლოლაში, ან მანამ სანამ ოდნავ არ იცვლის ფერს. გადმოიღეთ ტაფიდან და ისე გააცივეთ, თჴრემ ისევ გააგრძელებს დაბრაწვას ცხელ ტაფაზე; 2 ანანასი გადაიტანეთ დუშფალანგზე. დააქუცმაცეთ პატარა ნაფლეთებად. წვენი გადაინახეთ ½ ჭიქის ოდენობით; 3. გაახურეთ აირ-ღუმელი 160/180 გრადუსამდე. 4. ნამცხვრის ფორმას ძირზეც და გვერდებზეც მოაყარეთ გამაფხვიერებელი (რაზრიხრიტალი). გაიტვალისწინეთ ის, რომ შეიძლება ფორმა გააშავოს სოდის ზემოქმედებამ. 5. ათქვიფეთ კარაქი და შაქარი მიქსერით გათეთრებამდე. დაამატეთ კვერცხები (2 ცალი) სათითაოდ. გახსნის შემდეგ დაამატეთ გაცრილი ფქვილი, ანანასი თავისივე გადანახული სიროფით. გაყავით ცომი ორ ნაწილად და გაანაწილეთ ფორმებში, ან გამოაცხვეთ რიგ-რიგობით ერთი ფორმის შემთხვევაში. 6. ფორმები შედგით აირღუმელში, ცხვება 20 წუთის განმავლობაში. ზორ შემთხვეაში შეიძლება ეს დრო საკმაარისი არ იყვეს, მაშინ იქნება მზად, როცა ბისკვიტი შემაგრებული და ფერ-შეცვლილი იქნება (უფრო გამუქებული, მოყვითალო, ნუ ეს მაინც კვერცხის გულის ფერზეა დამოკიდებული); 7. სანამ ბისკვიტები ცხვება ათქვიფეთ 6 ცალი კვერცხის ცილა და ნელ-ნელა შეურიეთ 110 გრ შაქარი. არანაირი ფილოსოფია - ჩვეულებრივი ბეზეა. როცა მზად იქნება დაამატეთ მოხალული და გაცივებული ქოქოსი. 8. გამოიღეთ აირღუმელიდან ბისკვიტი და თითოზე თანაბრად გადაანაწილეთ ბეზე. როცა ბისკვიტები ცხვებოდა - აირღუმელშჳ ანთებული იყო ორივე, ზედა და ქვედა ქურები, შემდეგ ბეზეს დამატების გამო მხოლოდ ქვედა ქურა დავტოვე ანთებული. ცხვება დაახლოებით 30 წუთი; 9. კრემი 1 - ათქვიფეთ შესქელებული რძე, შაქარი და მალიბუ; 10. კრემი 2: ქვაბში ჩაუშვით ქოქოსის და ძროხის რძე (ეს ბოლო წყლით შეგიძლიათ შეცვალოთ), ფქვილი, შაქარი 2 ცალი კვერცხის გული, ერთი მწიკვი მარილი. კარგად გახსენით და შედგით ცეცხლზე, ურიეთ სანამ არ მოიხარშება. გადმოდგით და გააცივეთ. გაცივების შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით და ნელ-ნელა შეამატეთ ”მალიბუ”; ცალკე ათქვიფეთ კარაქი და შეამატეთ შესქელებული რძე და ვანილი. ეს ორი კრემი ნელ-ნელა შეამატეთ ერთმანეთს. უფრო სწორედ მოხარშული კრემი პორციობით შეამატეთ კარაქიანი კრემის მასას, თან ურიეთ მიქსერით, სასურველია ტურბო რეჟიმით, ასე უფრო ჰაეროვანი იქნება. 11. ერთი ფენას დაადევით კრემის ბარაქიანი ფენა და ზემოდან დაადეთ მეორე ბისკვიტი. შეგიძლიათ ზემოდანაც მოაყაროთ შაქრის პუდრა და ქოქოსი. სურათზე მოცემულია გამომცხვარი ბისკვიტი, რომელიც თავადაც გემრიელი და დამოუკიდებელი ნამცხვარია. |
Posted by: Peppi 15 Jul 2009, 17:25 |
ესეც უკვე ჩაცივებული მზა "მალიბუ"-ს ნაჭერი |
Posted by: faustina 15 Jul 2009, 18:16 | ||
ხილის სიროფი კეთდება ,ერევა რომი მგონი და ამით ინამება.... |
Posted by: shtori 15 Jul 2009, 19:33 | ||
faustina
დიდი მადლობა დახმარებისთვის |
Posted by: miau 15 Jul 2009, 22:48 | ||
Peppi
სითხეში არ ჭირდება საფუარიან ცომს? |
Posted by: shtori 16 Jul 2009, 03:17 | ||
rtuli
კონფიტიური რა არის? |
Posted by: natka-q 16 Jul 2009, 10:03 | ||
Peppi
ორჯერ რატომ წერია 110 გ შაქარი? შეგეშალა, თუ ასე უნდა იყოს? ძააალიან გემრიელი რაღაც ჩანს |
Posted by: rtuli 16 Jul 2009, 11:08 | ||
shtori
ხილის ჯემის ნაირსახეობაა,ანუ უფრო ჯემის და ჯელეს შორის არის. მე სულ ვამზადებ,სხვადასხვა ხილით და კონფიტიურს დიდი პლიუსი აქვს მურაბასთან და ჯემთან. 1.სწრაფად კეთდება 2. ვიტამინების 80% ინარჩუნებს 3.ძალიან არომატულია 4.ნატურალურ ფერსაც ინარჩუნებს აუცილებელი კომპონენტია ბუნებრივი ჟელატინი. იყიდება ,,კვიტინი,, ,,ჯელინკა,,,პაჩკებში დაფასოვებული პხვნილია. 1 კილო ხილს+1 კილო შაქარი+1 პაჩკა კვიტინი ,10 წუთში მზადარის და ცხელს ჩაასხავ ქილებში. მარწყვის,მალინის(ჟოლოსი),ალუბლის უკვე გავაკეთე,ეხლა გარგარის+ნესვის ერთად უნდა მოვამზადო. |
Posted by: Peppi 16 Jul 2009, 11:34 | ||
natka-q
არ შემშლია ორივე ბისკვიტში მიდის, ერთი ანანასიან მასას უნდა და მეორე ქოქოსიანს, ანუ ბეზეს |
Posted by: BadbadGirl 16 Jul 2009, 11:37 |
rtuli აუუუუ, რა მაგარი რამე დაწერე. არ ვიცოდი ასე ადვილად თუ მზადდებოდა კონფიტიური. ჟელატინის რამდენგრამიანი სეკვრა უნდა გამოვიყენო? მერე ქილებს მაცივარში ინახავ?? ახლა შესაძლებლობა მაქვს რომ ჩერნიკათი გავაკეთო, სავსეა ტყე, უბრალოდ დიდი რაოდენობით მოკრეფა მეზარებოდა აქამდე |
Posted by: mekaaa 16 Jul 2009, 11:39 | ||
rtuli
სამივეს ერთად ჩაყრი და წამოადუღებ 10 წუთი და ასხავ ცხელს ქილებში ხომ ? სწორედ გავიგე? |
Posted by: rtuli 16 Jul 2009, 11:58 | ||||||
BadbadGirl
არა ჯელატინი არა აი ესარის http://www.radikal.ru ან желируюший сахар Gelling sugar or jam sugar is a kind of sugar, which is used to produce preserves and which contains pectin as a gelling agent. It also usually contains citric acid as a preservative, sometimes along with other substances, such as sorbic acid or sodium benzoate
,სახურავს დავაფარებ და მეორე ზაფხულამდე(რათქმაუნდა თუ დარჩა )ვინახავ. mekaaa
თვითონ პაჩკაზე წერია წესი მომზადების,აქაცდავწერ ანუ ხილი ერთი კილო დააყრი ერთ პაჩკა,,კვიტინს,, 5 წუთს წამოადუღებ,დააყრი 1 კილო შაქარს 5 წუთს წამოადუღებდა ქილებში ჩაასხავ! დამთავრდა ნუ ქილებს 10 წუთით გაასტერილებ და სახურავსაც.მე ჩვეულებრივ ხრახნილიან ქილებს ვიყენებ და ფრანგულ ქილებს http://www.radikal.ru |
Posted by: BadbadGirl 16 Jul 2009, 12:14 |
ნეტა რა სახელით უნდა მოვნახო ეგ რაღაც? |
Posted by: shtori 16 Jul 2009, 12:22 |
rtuli მადლობა გავაკეთებ თუ ვნახე ეს კვიტინი მაღაზიაში სადმე |
Posted by: amadeus 16 Jul 2009, 13:13 |
მჟავანაძის ტორტის გემო მომენატრა ჯადოქრებო გაგიკეთებიათ ვინმეს? |
Posted by: rtuli 16 Jul 2009, 14:13 | ||
amadeus
|
Posted by: amadeus 16 Jul 2009, 14:22 |
rtuli ჩემს ბავშვობაში იყო პოპულარული როგორც ბელაა დღეს |
Posted by: shtori 16 Jul 2009, 14:25 |
აუ ის ნამცხვარი გავაკეთე რტულის რეცეპტით "კარდინალი" მაგრამ არ გამომივიდა კი არა რა გამოვიდა საერთოდ არ ვიცი ( სულ ნაწილებად დაიშალა. ქაღალდი რომ მომეძრო გადმოვატრიალე პირქვე დაფაზე. ვერც ქაღალდი ავაძრე ნორმალუად. მიკრული ჰქონდა და ნახევარი აყვა სულ. და მერე ხომ ვერც დაფიდან ვერ ავაცალე, მიეკრო. ნაწილ ნაწილ ავიღე ცალკე ბეზე ცალკე ბისკვიტი |
Posted by: rtuli 16 Jul 2009, 14:26 |
amadeus ისე ვერ გავიგე რაცხა!? ტორტის ცხობასმოკიდე ხელი? ტავაძეს მაინც ვერ აჯობებ პ.ს. მჟავანაძის რეცეპტი ეცოდინება თავაძეს უეჭველი თუ არშეურიგდები არმოგცემს რეცეპტს |
Posted by: miau 16 Jul 2009, 14:35 |
amadeus მჟავანაძის ტორტი, იგივე ტორტი "ფანტაზია", რომელიც ძალიან ყვარებია ვასილ მჟავანაძეს და ამის გამო "ჟავანაძე" შეერქვა ამ ტორტს ბებია აცხობდა და როდესაც აცხობდა, წუთში ქრებოდა, ტან არაჩვეულებრივად გამოსდიოდა. ერთხელ მე და ბებიამ ერთად გამოვაცხვეთ და იმის შემდეგ ვერ დავადგი საშველი მის გამოცხობას. რეცეპტი კი ასე გამოიყურება: 1) 8 კვერცხის და 1 ჩ/ჭ შაქრის კარგად გათქვეფილი გოგლი-მოგლი + ვანილი + მარილი + 1 ჩ/ჭ ტკბილი ორცხობილას ფხვნილს( კარგად დაფქვილი) მოვაკლოთ ერთი თითის დადება, შევავსოთ ფქვილით და დავუმატოთ ცომს + 1 ჩ/ჭ ცეცხლზე მოტარებული და დაფქვილი ნიგოზი, ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ და ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ. 2) 4 კვერცხის და 1 ჩ/ჭ შაქრის ბეზე გამოვაცხოთ იგივე ფორმაში 3) კრემი: 1 ცალ შესქელებულ რძეს მოვაკლოთ 1/4 და შევავსოთ წყლით, ქვაბში ჩავასხათ, დავუმატოთ 4 კვერცხის გოგლი-მოგლი, დავუმატოთ 2 ჩ/კ ხსნადი ყავა, ქვაბი ჩავდგათ ადუღებლ წყალში და ორთქლზე ვხარშოთ შესქელება-წამოდუღებამდე, რომ გაცივდება, შევათქვიფოთ წინასწარ გათქვეფილი 350 კარაქი და ვანილი. ბისკვიტი გავჭრათ ორად, წავუსვათ კრემი, დავადოთ ბეზე, მერე კრემი, მერე ისევ ბისკვიტი, ისევ კრემი და ზემოდან დავაყაროთ შოკოლადი და ნიგოზი. (ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ტორტი) rtuli amadeus ეს რაც შეეხება ტორტს და ისე, თავაძეძე თუ გინდათ საუბარი, მაგისთვის ბიზნეს-ლანჩი და მაგისი ჯანი |
Posted by: amadeus 16 Jul 2009, 14:39 | ||||||
rtuli
უფ ნუ იტყვი სულ ცომში მაქვს ხელები
მაგას ვინ აჯობებს?
miau უფ დიდი მადლობა, ისე ხალხში დავიწყებას მიეცა მჟავანაძის ტორტი და მე მიყვარს ძაან და ამადეუსი ხომ არ დავარქვათ? |
Posted by: rtuli 16 Jul 2009, 14:44 | ||
shtori
ქაღალდი ორნაირი იყიდება,მუქი ფერის ცოტა ცხიმიანივით არის.ამ ქაღალდიდან ადვილად ამოდის(ეძრობა)ნამცხვარი. არის უბრალო კალკა(თეთრი-გამჭირვალე) მე ამას ვყიდულობ. მოკლედ თუ უჭირს ნამცხვარს ქაღალდიდან აძრობა,ფრთხილად გადაატრიალებ და ქაღალდს წაუსმევ სველ გუბკას,ან ტილოს,მაშინვე აძვრება. აი დაფასრატომ დაეკრო ეს უკვე არვიცი,არიყო გაციებული ნამცხვარი?ან ქაღალდის აძრობის პროცესის დროდ ხელს აჭერდი და კარგად დაეკრო. მე მაშინვე გამომივიდა ეგ ნამცხვარი. |
Posted by: forumeli007 16 Jul 2009, 14:53 |
rtuli საშინელ დღეში ვარ..... შენი რეცეპტის მიხედვით გავაკეთე ჩიტის რძე, გახსოვს გული რომ გაგიწყალე შემი ბავშობის ოცნებით? ხოოოდა ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც შენ დამიწერე, ბეზე არაჩვეულებრივი გამოვიდა, არაჩვეულებრივი! როგორც გეწერა, ბისკვიტის შეკვრის მერე ეგრევე ბეზე დავადე და შევდგი ღუმელში სანამ ბეზე გაყვითლდებოდა. ნუ ყველფერი იდეალურად გაკეთდა, გამოვიღე ეს ჩემი ნალოლიავები ნამცხვარი ღუმელიდან და.. 5 წუთში ბეზე დავარდა.... მოკლედ ბისკვიტი იყო გადასარევი, უგემრიელესი, ბეზეს პროვოკაცია კი 3 სანტიმეტრიდან დავარდა 5 მილიმეტრამდე... ჩემი მეუღლე სულ ცერა თითით დამცინოდა და სულ ბუზუ ბუზუს იძახდა... მაგრამ მთლიანობაში უგემრიელესი გამოვიდა, დაჟე ჩემმა დედამთილმაც კი აღნიშნა ძალიან გემრიელიაო, მიუხედავად იმისა რომ ბეზე საერთოდ არ ეტყობაო... თან მერე ჭკუა დამარიგა, ბეზე ცოცხალი უნდა ყოფილიყოო, ანუ ბისკვიტი რომ გამოცხვებაო მერე ეგრევე ადებ ზედ ორთქლზე გაკეთებულ ბეზეს და ვსიოოო, ნუ ბოლოს რა თქმა უნდა შოკოლადიო... მოკლედ გამაბანძა.. არადა მართლა გემრიელი იყო და ბეზეც ძალიან კარგად ეტყობოდააააა, რატომ დამივარდაააა? ძალიან გთხოვთ კულინარიის ჯადოქრებო, მასწავლეთ რა ვაშავე? არ მინდა დასაცინი გავხდე კიდევ ერთხელ.... დედამთილმა მოიცა მე გავაკეთებ და მიყურეო, შენ რა იციო ხოდა გადავწყვიტე დავასწრო და გავაკეთო და დაინახოს რომ მეც შემიძლია ჩიტის რძის გაკეთება!!! ვითომ მართლა არ უნდა შემედო აერღუმელში?? ან მართლა ცოცხალი ბეზე უნდა ყოფილიყო? წინასწარ დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის დედამთილისა და ქმაროსგან დაცინული ჩიტის რძე უცოდინარისგან |
Posted by: rtuli 16 Jul 2009, 15:07 | ||||
forumeli007
ორივე მისატყეპია შენ გულს ნუ გაიტეხ მოკლედ მეც მქონდა ერთი პერიოდი ბეზესთან პრობლემები და მივედი იმ დასკვნამდე რომ, ჩვენი შაქარი კაპიკად არვარგა,ამოიყვან მშვენიერ ბეზეს მაგრამ ის საზიზღარი(შაქარი)ბოლომდე არიხსნება და რჩება კრისტალები,რომლებსაც ჩააქვთ ცხობის დროს დაბლა ბეზეს მასა. ბისკვიტის და დარჩენილი(მილიმეტრების)ბეზეს შორის სისველე არიყო!? აღარ ვიყენებ შაქარს,ანუ პუდრს ვიყენებ ბეზეს ამოსაყვანად.ან წმინდა შაქარს ვყიდულობ ბრაზილიურს,უკრაინულს.
ცხვება აუცილებლად ცოტა ხნით,ზედაპირი ოდნავ შეუყვითლდება და მზად არის. დღეს გარგარის ნამცხვარს ვაცხობ ,ზუსტად ბეზეს ზემოდან გამოცხობის წესით და საღამოთი შემოიხედე. |
Posted by: forumeli007 16 Jul 2009, 15:23 |
rtuli რა კარგი გოგო ხარ რომ არ იზარებ და მპასუხობ ხოლმე ყოველთვის !!! გაიხარე შენ ოჯახთან ერთად!!!! ე.ი. ბისკვიტისა და დარჩენილ ბეზეს შორის სისველე მართლა არ იყო!!! მანამდე სადღაც მქონდა წაკითხული შენი კომენტარი რომ შაქარი უნდა დავფქვათო, ხოდა მეც ბეზეში დაფქვილი შაქარი, ანუ პუდრა ვიხმარე... მეც მასე გავაკეთე, როგორც კი შეყვითლდა ეგრევე გადმოვიღე უკვე... იცი რა მაინტერესებს??? აი ზევიდან ჩემი ბეზე იყო ოკრო-ბოკრო, ანუ ისეთი კარგი ფუმფულა იყო რომ ზედაპირი სწორი არ იყო, ეს სისწორე დანით უნდა გავუკეთო??? ანუ უნდა გადავლესო??? და შოკოლადი მერე ცივს უნდა მოვასხა თუ ცხელს??? ეგრევე რომ გადმოვიღებ მაშინვე??? პ.ს. ისე ძალიან დამაინტრიგე!!! მაინტერესებს გარგლის ნამცხვარი!!!! იქნებ დედამთილის გულიც მოვიგო |
Posted by: rtuli 16 Jul 2009, 15:41 | ||||||
forumeli007
კოვზით ხომ დაადებ ბეზეს და კოვზითვე შეასწორე ცოტა,ტალღოვანი გამოდის.რომ მიხვდე რამდენად არის მზად გამომცხვარი ბეზე ,ზემოდან ხელის შეხებით უნდა იგრძნო სიმაგრე.
შეგრილებულს,შოკოლადის მინანქარი თბილი უნდა იყოს.
ლამის გამოგიცხო და მოგიტანო |
Posted by: shtori 16 Jul 2009, 16:45 | ||
rtuli
გაციება არ ვაცადე. ვიფიქრე მერე ქაღალდს ვერ ავაძრობდი. მაინც კი არ აძვრა.. არადა რა გემრიელი ჩანს შენი გაკეთებული საერთოდ არაფერი რომ არ დავუფინო და ორცხობილა მოვაყარო ან ფქვი და ცხიმი წავუსვა ძირზე? ის მეორე გავაკეთე ალუბლით შოკოლადის შენი რეცეპტის და გამომივიდა მგონი ჯერ კი არ გამისინჯავს. ცხელია |
Posted by: Peppi 16 Jul 2009, 17:38 | ||
rtuli
ისე, რა ცუდი გრნობაა არა, როცა რეცეპტს დადებ, იცი რომ კარგია და მერე ვინმეს არ გამოსდის სხვადასხვა მიზეზების გამო . . დიდი პასუხისმგებლობაა ნამეტნავად |
Posted by: forumeli007 16 Jul 2009, 18:53 |
Peppi შენმა სიტყვებმა დამაფიქრა... იმედია rtuli-მ კარგად და სწორად გამიგო, მე მართლა არ მითქვია საწყენად! უბრალოდ იმდენად პატივს ვცემ თითოეულ თქვენთაგანს და იმდენი რამეები ვისწავლე თქვენგან რომ თავს უფლება მივეცი ჩემი ფიასკოს შესახებ მეთქვა... იმედია მართლა ცუდად არ გამომივიდა მართლა მიყვარხართ თითოეული მათგანი! ჩემთვის მართლა კულინარიის ჯადოქრები ხართ და მართლა ჩემი ოცნებაა rtuli-ის ნახევრის ნახევრის ნახევარი მაინც ვიცოდე, რომ ოჯახი მეც ისევე მოვხიბლო როგორც rtuli -ის კულინარიული შედევრები მხიბლავს მე! |
Posted by: pucci 16 Jul 2009, 19:10 |
აი დონატებს რომ გულსართი აქვს, მასეთი როგორ კეთდება? ფუნთუშები მინდა გავაკეთო მაგით,დამეხმარეთ |
Posted by: rtuli 16 Jul 2009, 20:14 | ||||||||||
forumeli007
არა,აქ არაფერია საფიქრალი ,თუ არგაგვიმხელ შენს შეცდომებს,როგორ დაგეხმარებით!? ეს ფორუმი რისთვის არის!?კლავიატურაზე ვაწკაპუნოთ და ვიტრაბახოთ!? არამგონია შენ დაწერე და შემეკითხე არაა პრობლემა ,მარტო მე კიარა ყველა დაგეხმარება Peppi forumeli007
ამას მე დედამთილის ჯინაზე გავაკეთებდი (რა საზიზღარი ვარ!!!) მაგის მაგივვრად მხარი დაეჭირა ბავშვისთვის და გაემხნევა,გამოცხობა დააპირა მაგ ჩიტის რძის რეცეპტით 90თიანებში სტუმრად ყავაზედავდიოდით,სად იყო ინტერნეტი,სამაგიეროდ ლომიძის წიგნი იყო . ეხლა გავბლატავდით!ტირამისუო,ნაღების კრემებიო,მსუბუქიო,დიეტურიო,სამარხოვო(მომიტევეთ) და საერთოდ საკონდიტროებში სიარული დაიწყეს მაგრამ სახლში გამომცხვარს სხვა მუღამი აქვს!!! * * * forumeli007
მეც დამაფიქრა და ექსპერემენტი ჩავატარე,დღეს ვერ მოვისვენებდი ამ ბეზეს საკითხი რომ არგადამეწყვიტა მოკლედ გაგიზიარებ ჩემს დღევანდელ დასკვნებსდა დაკვირვებებს. 1. ბეზე გავთქვიფე წმინდა შაქრის თითო ს.კ. კოვზის ოდენობით დამატებით+თან 2 წუთს ვთქვეფდი ინტერვალებში და აი რა მაგარი გამოვიდა ბეზე http://www.radikal.ru 2.ჩემს გარგლის ცომს (თითქმის გამომცხვარს) დავალაგე გარგალი,მოვაყარე სმაროდინა და აი ასე გადაუსვი ბეზე კოვზით. აბა ნახე არის ,, აი ზევიდან ჩემი ბეზე იყო ოკრო-ბოკრო,, http://www.radikal.ru http://www.radikal.ru 3. აი ასე ბეზე გადასმული შევდგი ღუმელში 5 წუთით და გამოვრთე ღუმელი,კიდე 5 წუთი გავაჩერე და აი ასეთი ფუმფულა ბეზე შემჩა http://www.radikal.ru ახლა ექსპერემენტი: შევდგი ისევ ღუმელში ნამცხვრის ნაწილი და ბეზე ყავისფერ ზედაპირამდე მივიყვანე(დროის დანიშვნა დამავიწყდა),მოკლედ შეყავისფრდა ბეზედა გაიპარა აი შედეგიც http://www.radikal.ru აქედან დასკვნა შენ გამოიტანე და კიდევ ერთხელ ცადე ჩიტის რძის გამოცხობა * * * shtori
მეორესრა ბედი ეწია ისე ცხელ ნამცხვარს ხელი არუნდა ახლო,აცალე ყოველთვის 10-15 წუთი რომ შეგრილდეს. თუ ამობრუნებასაპირებ,როგორც ნამცხვარ ,,კარდინალის,, შემთხვევაში უნდა გაციება აცალო |
Posted by: shtori 17 Jul 2009, 05:25 | ||
rtuli
მეორე ისეთი მჟავეა მკვახე ტყემლის გეგონება ალუბალი ყოფილა მჟავე. არ გავსინჯე თავიდან მაინც ძალიან გემრიელია თვითონ ბისკვიტი ისე მძიმე გამოვიდა საკმაოდ. ასე უნდა ყოფილიყო თუ აქაც ავურიე? ხო და 30 წუთის მაგივრად საათი და 10 წუთი თუ უფრო მეტი ხანი ვაცხობდი ამან დაამძიმა მგონი. რას არ უნდა მარტივი და კარგი რეცეპტი იყოს მე მაინც სშინელება გამომყავს შეგრილება თუ უნდოდა არ ვიცოდი. რამეც რომ ვაცხობ გამოვიღებ თუ არა მაშინვე ვიღებ ფორმიდან და ჩაფუშულ შედევრებს ვქმნი. სხვა დროისთვის გავითვალისწინებ შენს რჩევას. გმადლობ |
Posted by: BadbadGirl 17 Jul 2009, 13:39 |
shtori მე მიყვარს მჟავე ხილი ნამცხვრებში ძალიან გემრიელი და საინტერესო გამოდის ტბილისა და მჟავის შეხამება. |
Posted by: ex_tunc 17 Jul 2009, 14:29 | ||||
აღვშფოთდი და ვერ მოვითმინე რომ არ გამომეხატა ))) შენს ადგილზე ერთხელ თუ არ გამომივიდოდა, მეორედ, მესამედ ვცდიდი და ვაჩვენებდი, რომ 1. ერთხელ თუ არ გამოვიდა იმას არ ნიშნავს, რომ ნამცხვრის გამოცხობა არ შემიძლია. 2. მისი აზრი, რომ ბეზეს ღუმელში შედება არ შეიძლება, არასწორია!!! 3. რომ ექსპერიმენტების და მისი დაცინვის არ მეშინია. ვოტ ტაკ. ძალიან გავბრაზდი და მომინდა დამეწერა. მეც არ ვბრწყინავ კულინარიაში მაგრამ ვცდილობ და რაც მთავარია მარცხზე გულს არ ვიტეხ, მეორედ აუცილებლად გამომდის. და ბეზეს რაც შეეხება, rtuli-ს ვაშლის და მოცვის ნამცხვარი გამოვაცხვე მოცვის გარეშე ოღონდ (არ მქონდა), ბეზე მეც პირველად გავაკეთე ამ სახით, მარტო 5 წუთით შევაბრუნე ღუმელში და მშვენიერი გამოვიდა. და საერთოდ rtuli-ს რეცეპტებით ´´რატომღაც´´ ყველაფერი გამოდის, არასოდეს არ ეზარება რჩევის მოცემა და რეცეპტის დაწვრილებით ახსნა, ამისთვის დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მგონი დედაჩემისგან არ მისწავლია იმდენი რამდენიც ამ ფორუმიდან აბა შენ იცი წარმატებებს გისურვებ |
Posted by: forumeli007 17 Jul 2009, 14:54 |
rtuli ex_tunc გოგებოოოო რა კარგები ხაააართ !!!!! რა კარგია ასეთი კარგები რომ ხართ მართლა!!!! მეც არ ვაპირებ ხელის ჩაქნევას, პირიქით!!!! ახლა ამ შაბათ-კვირას მინდა გავაკეთო, თუ რა თქმა უნდა სხვა რამემ ხელი არ შემიშალა, ასე რომ იმედია მალე განახებთ ჩემ შედევრს საბოლოოდ გავიგე რომ ბეზეს წასმიდა მხოლოდ და მხოლოდ 5 წუთი უნდა მედგას აერღუმელში, მეტი არაფერით არ სეიძლება, მერე გამოვრთავ და კიდევ 5 წუთი ვაჩერებ და ეგაა, ბოლოს გამოვიღებ და 15 წუთის შემდეგ შოკოლადს მოვასხამ აუცილებლად ვცდი!!!! და კიდევ იცით რისი მუღამი მაქვს გოგოებო???? აქ რომ დაწეღეთ "მჟავანაძეო"... მოკლედ მისი გაკეთებაც მინდა მაგრამ ერთი კითხვა... ბეზეს როცა ვაცხობ რამდენი ხანი უნდა მქონდეს აერღუმელში??? და რა ტემპერატურაზე??? |
Posted by: ex_tunc 17 Jul 2009, 15:09 | ||||
ხო მაგაზე ერთი ისტორია გამახსენდა ამას წინათ კრემს რომ დავადე ჩემი ჭკუით გამომშრალი და ხრაშუნა ბეზეები და ზუსტად 10 წუთში დადნა და კევივით გახდა ზემოდან რაც ედო, და ფენებს შორის რაც იდო ის ვაბშე გაქრა ვისთვისაც ეგ ტორტი იყო განკუთვნილი ის მაინც ვერ მიხვდა ჩემს მარცხს, არაფერი არ ეტყობოდა რომ ეს ტორტი ოდესღაც ბეზეთი იყო მორთული. არადა კრემი საკმაოდ სქელი იყო ნუ ზემოდან მაინც. გულში ათქვეფილი ნაღები ქონდა წასმული და ვიფიქრე ამან დაასველა და დაადნოთქო. მერე აქ წავიკითხე, რომ გამომცხვარი ბეზე ღამე უნდა დატოვო ღია ღუმელში (რა თქმა უნდა გამორთული უნდა იყოს) და მეორე დღისთვის გამომშრალი იქნებაო. მე გამოცხობიდან 2 საათში დავადე შეიძლება მაგის ბრალიც იყო. მოკლედ შენ რომ დაგაკვალიანებენ მეც გავითვალისწინებ, დაველოდოთ |
Posted by: rtuli 18 Jul 2009, 00:30 |
გარგარის ნამცხვარი 3 ცალი კვერცხის გული 100გრ. კარაქი(ან დაჩა) 3/4 ჩ.ჭ შაქარი 150 გრ.არაჯანი+100 გრ. ხაჭო 0,5 პაჩკა გამაფხვიერებელი 1,5 ჩ.ჭ ფქვილი ოდნავ ვანილი ბეზესათვის : 3 კვერცხის ცილა+3/4 ჩ.ჭ შაქარი გარგარი და წითელი სმაროდინა. გავთქვიფოთ დარბილებული მარგარინი(კარაქი) და შაქრი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხის გულები,დავამატოდ არაჯანი,მოურიოთ კოვზით და დავაცრად გამაფხვიერებელი+ფქვილი.ცომი გამოდის წებოვანი,სქელი არაჯნის. ყალიბს(25-30ზე,ან თუნუქის ფურცელზე,მაშინ ორმაგი პორციაა საჭირო ყველაფრის) წაუსვათ ზეთი და მოვაყაროთ ფქვილი,გავშალოთ ცომის მასა კოვზით და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე,გავსინჯოთ ჩხირით ცომი,როცა შეატყობთ რომ ზედაპირი თითქმის მზად არის, გამოვიღოთ ღუმელიდან, დავალაგოთ ნახევრებად დაყოფილი გარგლების ნაჭრები და მოვაყაროთ დაახლოებით ერთი მუჭა სმაროდინა. http://www.radikal.ru დავაბრუნოთ ღუმელში 10_15 წუთით ,მხოლოდ სიმხურვალეს დაუწიოთ 180 გრადუსამდე. ამ დროს ამოვიყვანოთ ბეზეს მასა. ღუმელიდან 10-15 წუთის შემდეგ ,გამოვიღოთ ნამცხვარი დავადოთ ბეზეს მასა,შევდგათ ღუმელში 5 წუთით,მერე გამოვრთოდ ღუმელი,გავაჩეროთ კიდევ 5 წუთით . გამოვიღოთ გამომცხვარი ნამცხვარი,გასაციებლად. http://www.radikal.ru პ.ს. ცომი უკეთესი გამოგივათ მე ფქვილი დავაკელი,მაგრამ ხაჭოს ცომი მაინც გემრიელია . ერთი შენიშვნა! გარგარის კანმა დამაფიქრა და რაღაც არმომეწონა დაჭრის პროცესში. მე მგონია აჯობებს მდუღარე წყლის გადავლება,კანის მოცლა და ისე გამოყენება ნამცხვარში. სხვა დროს ასეც ვიზავ. |
Posted by: shtori 18 Jul 2009, 00:34 | ||
BadbadGirl
მართლა გემრიელი გამოვიდა დაგპატიჯებდი მაგრამ აღარ დარჩა |
Posted by: rtuli 18 Jul 2009, 12:22 | ||||
forumeli007 ex_tunc
უნდა გადმოგიკოპიროთ ძალიან სასარგებლო ინფორმაცია ბეზესცხობის შესახებ! Французская меренга Это наиболее известный и часто используемый тип меренг. Французская меренга – это белки, взбитые холодным способом, употребляются для последующей выпечки . В зависимости от рецепта, сахар может быть всыпан весь во время взбивания или частично - во время взбивания, частично вмешан во взбитые полностью белки. Кроме того, может быть использован как чистый сахар, так и смесь с сахарной пудрой, содержащей крахмал или полностью сахарная пудра. В любом случае, сахар для взбивания должен быть мелким, насколько это возможно. Поэтому, если в наличии имеется блендер – стоит измельчить сахар перед употреблением. Внимание! Готовая сахарная пудра, купленная в магазине, всегда содержит крахмал! Его добавляют, что бы сохранить сыпучесть сахарной пудры. Это следует учитывать, поскольку внесение крахмала в меренгу влияет как на структуру изделия, так и на вкус. Меренги с сахарной пудрой получаются более воздушными , т.к. крахмал связывает жидкость, имеющуюся в белках. С другой стороны, привкус крахмала будет чуствоваться, и к этому надо быть готовым. Если белки будут взбиваться вручную или ручным миксером, миску для взбивания стоит выбрать с максимально скруглённым дном, из стекла или металла ( пластик плохо отмывается от жира). Кроме того, учитывая, что одна рука будет занята сахаром, стоит поставить миску на сложенное в несколько раз кухонное полотенце, таким образом она зафиксируется на столе. Приготовим сахар заранее: отмерим нужное количество, возмём лист плотной бумаги, согнём пополам и насыпем в него сахар. Очень часто в рецептах рекомендуется использовать для стабилизации белков соль или кислоту. В таком случае, соль добавляем в самом начале взбивания, а кислоту добавляем после добавления сахара, если в рецепте не указано иначе. Следует учесть, что и наличие стабилизатора влияет на меренгу – она становится не только более устойчивой, но и более плотной. Начинаем взбивать: выливаем белки в миску. Взбиваем поначалу медленно. На данной стадии наша задача – растянуть мрлекулярные связи, с тем что бы вбить в белки как можно больше воздуха. Как только белки начинают мутнеть ( от вбитого в них воздуха) - увеличиваем скорость. В этот же момент начинаем добавлять сахар.Техника добавления сахара следующая: берём лист бумаги, в который насыпан сахар и со сгиба листа, тоненькой непрерывной "струйкой", сыпем сахар на белки. http://www.radikal.ru Взбиваем до тех пор, пока пена не станет плотной, белой, блестящей. Когда прекратить взбивать? Когда мы достигнем нужной нам степени жёсткости. Что это значит? Часто в рецептах есть указание " взбивать до жёстких пиков" или " до мягких пиков". Это проверяется следующим образом: на поверхности меренги формируется острый язычок. Если он слегка сгибается через пару секунд - это "мягкие пики", и если остаётся острым и прямым - " жёсткие пики". http://www.radikal.ru Следует быть внимательным и как только белки достигли нужной консистенции, прекратить взбивать. Плохо , если белки взбиты недостаточно, но ничуть не лучше, если они перевзбиты - в таком случае белки становятся "рябыми", жидкость из них отсекается и безе уже не получится. Если по рецепту следует добавить сахар - вмешиваем его очень осторожно, методом "складывания" ( зачёрпывае белки со дна миски и накладывая сверху ). Духовка нагреваем заранее и белки отсаживаем на лист, застеленный пекарской бумагой или на селиконовый коврик. Пекарскую бумагу можно слегка смазать и припылить мукой, но в принципе, можно выпекать без смазывания. Отсаживать можно ложкой, можно использовать кондитерский мешок с насадкой « звёздочка». http://www.radikal.ru Как долго выпекать и при какой температуре – зависит от конкретного рецепта. Термин "выпекать" в данном случае дань условности. На самом деле, меренги не столько пекутся, сколько сушатся. Если цель – получить полностью пропечённую меренгу, вкусную, воздушную, но при этом пожертвовать немного белизной и идеальностью форм, то стоит сделать так : Разогреть духовку до 130-140 градусов, поставить меренгу и немедленно уменьшить температуру до 100 - 110 градусов, через 15 минут - до 50-60 градусов ( если это возможно) или продолжать печь при чуть приоткрытой дверце. Если цель - получить снежно-белую меренгу, полностью сохранившую форму, но плотную - то пеките с самого начала при температуре 50-60 С. Если хотите получить белую, воздушную меренгу и вас не пугают трещины на поверхности - начинайте печь при 110С и через 15 минут уменьшите температуру до 60-70 С. Особые виды меренг, как пирожное "павлова" вообще пекутся при температуре от 160 до 200 С. Время выпечки заранее предсказать невозможно – запаситесь терпением. Обычно в книгах пишут : полтора – два часа. Мне ещё ни разу не удалось просушить меренгу за такое короткое время. У меня уходит до 5-6 часов. Обычно я пеку меренги вечером - и оставляю подсушиватся в духовке на всю ночь. Но с точки зрения безопасности, такой метод выпечки можно рекомендовать только для тех, у кого есть электродуховки. Рекомендую сделать два-три маленьких шарика, которые можно будет использовать как «опытные образцы» - разламывать их и следить за степенью высыхания. Можно проверить меренгу, проколов её ножом. Тёплая меренга может быть слегка вязкой в середине, поэтому степень выпечки нужно проверять только у остывшего изделия. Рецептов меренги множество. Самый стандартный : на 1 белок - 1\4 стакана сахара. Белки бывают разные, сахар тоже, да и стакан стакану рознь.. Рецепт из " Кулинарной библии" Ирмы Ромбауер: 125 мл белка + 200 гр сахара или 125 мл белка + 135 гр сахара ( взбить)+ 120 гр сахарной пудры ( вмешать) рецепт из книги " Десерты" школы Кордон Блю: 2 белка + 155 гр мелкого сахара. Для того, что бы спечь идеальную меренгу, нужно поэкспериментировать с вашей конкретной духовкой, а так же подобрать тот рецепт, который понравится больше всего именно вам. Могу только отметить следующее: чем выше соотношение белков и сахара, тем плотнее будет меренга и тем ниже должна быть температура выпечки. Это объясняется тем, что сахар карамелизуется от нагревания и , с одной стороны, придаёт большую устойчивость структуре меренги, с другой стороны, превращается в карамель при сильном нагреве и даёт кремовый цвет и привкус жженого сахара. Поэтому для птифуров с маслянным кремом можно использовать объёмное соотношение белков к сахару как 1:2. Но для торта - мороженного с более жидким кремом ( например, взбитые сливки) лучше увеличить количество сахара до соотношения 1:3. Выпеченная меренга очень чуствительна к влаге. Чем больше сахара в меренге, тем плотнее она получается, но тем лучше она хранится. Поэтому храните её в герметически закрытой ёмкости и не используйте для прослойки кремы, содержащие жидкость. Если меренга всё же обмякла при хранении – её можно снова подсушить в духовке. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru პ.ს. მოვითხოვ ბოდიშს ქართულად რომ არვთარგმნე,ასე დაწვრილებით ვერ გადმოვიტანდი ინფორმაციას |
Posted by: ex_tunc 18 Jul 2009, 13:30 | ||
რა კარგად არის ახსნილი, დიდი მადლობა !!! როგორც კი მოვიცლი მაშინვე ამ ბეზეექსპერიმენტს ჩავატარებ |
Posted by: rtuli 18 Jul 2009, 13:41 | ||
ex_tunc
მართლაც შესანიშნავი ახსნაა და გასათვალისწინებელია ის მომენტი რა რაოდენობით შაქარი გჭირდება ბეზეს ამოსაყვანად კრემის ნაირსახეობასთან შეხამებით. ბევრი წვრილმანია გასათვალისწინებელი და მშვენიერი ბეზე გამოგივა + ღუმელიც თამაშობს დიდ როლს. |
Posted by: forumeli007 20 Jul 2009, 10:17 |
rtuli ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისთვის!!!! და კიდევ გავიმეორებ რომ შენ ჩემთვის კულინარიის ჯადოქარი ხარ!!!!! ჩიტის რძე ვერ გამოვაცხვე ამ შაბათ-კვირას... სოფელში წავედით მოულოდნელად |
Posted by: pucci 20 Jul 2009, 14:27 |
მდას ----------------------------------------------- |
Posted by: miau 22 Jul 2009, 18:44 |
გარგარის ღვეზელი 1,5 ჭიქა შაქარი + 250 გ. გამდნარი კარაქი + 4 ერცხის გული + 1/2 ჩ/კ სოდა ძმრით + 3-4 ს/კ მაწონი +2.5 ჭიქა ფქვილი + მარილი, ვანილი. ცხიმწასმულ ფორმაში ვანაწილებთ ცომს, ზემოდან ვაწყობთ ნახევარ-ნახევარ შაქარში ამოვლებული გარგარის ნაჭრებს ისე, რომ მთლიანად დავფაროთ ცომი და ვდგამთ საშუალო ტემპერატურეაზე გახურებულ ქურაში. როდესაც გამოცხობას ცოტა ეკლდება (ჩხირით გავსინჯოთ და გული სველი უნდა იყოს), ზემოდან დავადოთ 1 ჭიქა შაქართან ერთად ახალი გათქვეფილი 4 ცილის ბეზე და ცეცხლს მაქსიმალურად დავუწიოთ. ბეზე რომ ზემოდან შეიბრაწება, მზადაა. |
Posted by: dariala 23 Jul 2009, 23:32 |
გამარჯობა მე ამ განყოფილებაში ახალი ვარ და იმედია მიმიღებთ თქვენს "სასტავში" მოკლედ მე რჩევა მჭირდება - მოკლედ როცა ტორტს ვაცხობ, ბისკვიტი გამოდის გადასარევი, მაგრამ კრემზე რომ მიდგება საქმე უკვე მიჭირს. კი გამომდის მდგრადი, მოსართავად კარგი კრემი, მაგრამ სულ იჭრება. იქნებ რამე მირჩიოთ, რა უნდა ვქნა, რომ არ ამეჭრას ტორტის კრემი. იქნებ მომზადების დროს ვუშვებ რამე შეცდომას. აქვე დავწერ იმ რეცეპტს, რითაც ვამზადებ - ბებიამ მასწავლა სხვათაშორის ორი ჭიქა წყალი+ნახევარი ქილა შესქელებული რძე+5 ჩ.კ. კარტოფილი ფქვილი+5 ჩ.კ. ხორბლის ფქვილი. უნდა მოვამზადოთ ფაფა ამისგან, როცა გაცივდება შევათქვიფოთ 300 გრამ კარაქში ათქვეფილი ერთი ჩ.ჭ. საქრის პუდრა. გთხოვთ და გემუდარებით - მასწავლეთ როგორ არ უნდა ავჭრა კრემი |
Posted by: mekaaa 24 Jul 2009, 00:22 |
dariala როცა მოამზადებ ფაფას და კარგად გაცივდება შემდეგ ამოიყვანე კარაქი, ანუ გათქვიფე გათეთრებამდე შემდეგ გათქვიფე კარგად პუდრასთან ერთად კარაქი, კარგად ამოვიდეს ესეც და შემდეგ დაუმატე ამ კარაქის მასას ფაფა ოღონდ კოვზებით და არავითარ შემთხვევაში ერთიანად არ ჩაასხა ფაფა, თითო თითო სუფრის კოვზით დაუმატე კარაქს Fაფა და ასე ნელ ნელა შეაზილე და აღარ აგეჭრება , თუ რამე გაგმომრჩა გოგოები დაამატებენ თავსი აზრს აბა წარმატებები და რომ გააკეთებ დაწერე როგორი გგამოგივა |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 24 Jul 2009, 00:27 |
dariala სამწუხაროდ ჩვენთან კარაქის პრობლემაა და იმიტომაც იჭრება შენი კრემი... წყალი ბევრია იმ კარაქში რაც იყიდება და შესაბამისად იჭრება.. მე მირჩიეს (ცნობილი საკონდიტროს მფლობელმა) რომ მეყიდა კრემებისთვის ასაწონი კარაქი ბრიკეტებად რომ იყიდება - 100% არ აგეჭრებაო.. ასე რომ მაგ კრემის აჭრა შენი ბრალი არ არის ნამდვილად |
Posted by: nanana 24 Jul 2009, 00:29 | ||
dariala POMPADOUR MADAM DE
მე ვფიქრობ შესქელებული რძის გამოც გეჭრებათ. ძალიან უხარისხო რძეებია ეს ბოლო ხანები ბაზარზე. თან კარგი კონსისტენციის რძე რომ მიიღო 1 ქილაზე 750 გრ წყალი საკმარისია, თქვენ თუ არ ვცდები 500 მლ გრ-ში აზავებთ ნახევარ ქილას. |
Posted by: dariala 24 Jul 2009, 00:32 |
mekaaa POMPADOUR MADAM DE დიდი მადლობა, გავითვალისწინებ და მერე გაგაცნობთ შედეგებს იმედია მეშველება რაცხა, თორემ მომკლა ამდენი კრემის თქვეფამ, ერთ ტორტზე სადღაც სამჯერ მაინც ვაკეთებ ხოლმე კრემს და მაინც არ გამომდის |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 24 Jul 2009, 00:35 |
nanana არა კარაქი ხომ ცალკე უნდა აითქვიფოს და ამ დროს იჭრება და რატომ ადრე არ მეჭრებოდა? ვთვლი რომ ამ შემთხვევაში კარაქის პრობლემაა და მოხარშულ კრემს ვაკეთებ მე პირადად რძეზე და არა შედედებულ რძეზე |
Posted by: nanana 24 Jul 2009, 00:43 | ||
POMPADOUR MADAM DE
ადრე მახსოვს რომ კარაქი თქვეფის დროს ამ ზედმეტ წყალს გამოყოფდა ხოლმე და ვასხამდი. ეხლა ერთად ვთვეფ ოღონდ დიდხანს და ვეღარ ვამჩნევ ამიტომ. ძალიან იშვიათად მეჭრება და ორთქლზე ოდნავ ვათბობ კრემს და ერთგვაროვანი ხდება ისევ. რავიცი შეიძლება კარაქის ბრალიცაა მარტო მეც რძე უფრო მომწონს და კარტოფილის ფქვილის ნაცვლად პუდინგის ფხვნილს ვუკეთებ ეს ბოლო ხანებია და მშვენიერ! კარტოფილის ფქვილიც არ მიხმარია არასოდეს. პურის ფქვილი ან საერთოდ უფქვილოდ და ბევრი კვერცხის გულებით ან ეს ბოლო ვარიანტი, პუდინგის ფხვნილიყველაზე უფრო მომწონს |
Posted by: rtuli 24 Jul 2009, 01:53 |
ხილის ფხვიერი ღვეზელი 400 გრ. ვაშლი 300 გრ. ფქვილი 200გრ. კარაქი 150 გრ.შაქარი+1 ს.კ. მოსაყრელად ვანილი,დარიჩინი 1ს.კ.ლიმონის წვენი პ.ს.მე გამოვიყენე ყავისფერი შაქარი 100 გრ. და 100 გრ. თეთრი.ყავისფერი შაქარი კარამელის გემოს აძლევს. გავადნოთ კარაქი ორთქლის აბაზანაზე. აურიოთ ერთად ფქვილი,ვანილი,შაქარი. დავასხათ გამდნარი კარაქი და კოვზით მოურიოთ.მივიღებთ რბილი კროშკის მასას. დავჭრათ(კანიანად)მოგრზო ნაჭრებათ ვაშლი,მოვასხათ ლიმონის წვენი. ფორმას წაუსვათ კარაქი,მოვაყაროთ შაქარი,დავალაგოთ ხილი(მე ცოტა სმაროდინაც მოვაყარე,ოდნავ დარიჩინი მოაყარეთ. http://www.radikal.ru ზემოდან მოაყარეთ კროშკა.ნახევარს მოაყრით ოდნავ შეანჯღრიეთ ფორმა და დანარჩენი კროშკის მასა მოაყარეთ. http://www.radikal.ru შედგით წინასწარ გახურებულ 200 გრადუსამდე ღუმელში და გამოაცხვეთ 30 წუთის მანძილზე. გამოიღეთ ღუმელიდან,გააციეთ ,მოაყარეთ შაქრის პუდრი და მიირთვით კოვზით, ნაყინთან ერთად http://www.radikal.ru |
Posted by: miau 24 Jul 2009, 11:39 | ||
nanana
ძალიან კარგი კრემია ვანილის პუდინგის ფხვნილი + რძე + თაფლი + კარაქი. უგემრიელესი კრემია |
Posted by: Baltimore 24 Jul 2009, 12:07 | ||
rtuli რძის ფხვნილს საერთოდ არ ვყიდულობ. რითი შეიძლება ჩავანაცვლო? |
Posted by: rtuli 24 Jul 2009, 12:49 | ||
Baltimore
მოგიწევს ცოტას ყიდვა ,ისე სერიოზულად რომ გითხრა არვიცი რით შეიძლება ჩანაცვლება. შეგიძლია სხვა რულეტის ცომით გამოაცხო. აი გულსართი კი არაჩვეულებრივი გამოდის |
Posted by: upwave 24 Jul 2009, 14:24 |
Baltimore rtuli აუ ეს რა რულეტია, იქნებ მითხრათ? მინდა... |
Posted by: rtuli 24 Jul 2009, 14:38 | ||
upwave
მეორე გვერდზე შეიხედე. |
Posted by: dariala 26 Jul 2009, 00:08 |
დღეს გავაკეთე ზემოთმოხსენებული "პავლოვა", ცხობის პროცესის შუა დროს ბეზე ისე კარგად ამოვიდა მაღლა, რომ გამეხარდა, მაგრამ ბოლოს გაყავისფერდა და ჩავარდა. ბუდე კი არა ტაფა გამომივიდა მერე დავიწყე ნაღების თქვეფა და ისე გათხელდა, წყალივით გახდა. მოკლედ არ გამომივიდა "პავლოვა" გამოცდილო კულინარო დეიდებო - სად დავუშვი შეცდომა ნეტავ? |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 26 Jul 2009, 00:21 |
dariala ბეზე რა პროპორციებით გააკეთე ანუ შაქარი რამდენი და ცილა რამდენი იყო? და რამდენი ხანი თქვიფე და რა ტემპერატურაზე გამოაცხვე?? რაც შეეხება ნაღებს რამდენპროცენტიანი იყო? და თუ 37%-იანი იყო გამოდის რომ დიდხანს თქვიფე და იმიტომაც გაწყალდა ან დაბალპროცენტიანი იყო და ამიტომ მოკლედ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს..... |
Posted by: upwave 26 Jul 2009, 00:44 |
rtuli მადლობა, შევიხედავ. ახლა კი დაპირებული ბერძნული ,,ქოქოსის ორცხობილები" მოკლედ ამ ორცხობილების რეცეპტი ჩემმა ბერძენმა თანაშრომელმა ჩამოიტანა საბერძნეთიდან: პირველ ჯერზე: 3 ჩ/ჭ ქოქოსის ფანტელი+2 სავსე ს/კ ფქვილი ავურიოთ ერთმანეთში. II მოქმედება: ქვაბში ჩავყაროთ 1ჩ/ჭ შაქარი+2ს/კ კარაქი+1ს/კ გლუკოზა (რომელიც რთულის რჩევით, წარმატებულად შევცვალე შაქრისა და წლის დუღილით მომზადებული 2,5 ს/კ სიროფით). ქვაბი დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვურიოთ+3 ათქვეფილი კვერცხი. განვაგრძოთ მორევა განუწყვეტლივ , რათა შაქარი არ მიიწვას და მხოლოდ გაცხელდეს (მასა არ უნდა ადუღდეს!). გადმოვდგათ და ქოქოსის ფანტელებიანი მასა შევურიოთ კვერცხიან მასას. გავაციოთ 1 საათი. მივცეთ ორცხობილის ფორმა. თუ ფორმას ვერ მივცემთ, დავუმატოთ ქოქოსის ფანტელები (მე მეოთხედი ჭიქა კიდევ დავუმატე), ცხიმწასმულ კალკაზე დავაწყოთ მრგვალი ფორმის ორცხობილები და გამოვაცხოთ. ფორმა ცოტა რთული მისაცემია, წებოვანი მასა გამოდის. ჩემი ბავშვის დაძინების მცდელობაში ოდნავ მიიბრაწა, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელია. აი სურათიც: http://www.radikal.ru * * * უი აქ რამხელები ჩანს, ახლოდან რომ არის გადაღებული, არადა პატარებია. ისე, მე კალკა არ მქონდა და კარაქწასმული და ფქვილმოყრილი ,,ჟარონა" გამოვიყენე |
Posted by: faustina 26 Jul 2009, 01:28 | ||||
rtuli
ჰმ, ეს გამომრჩენია .. მაგარია...
რა არის ეეს ?? |
Posted by: dariala 26 Jul 2009, 02:39 |
POMPADOUR MADAM DE გამოვიყენე სამი კვერცხის ცილა და ერთი ჭიქა შაქრის პუდრა + 1 ჩ.კ. ძმარი და 1 ჩ.კ. კრახმალი. ვთქვიფე მანამ, სანამ ბეზე ისე არ გამაგრდა, რომ თასიდან არ ვარდებოდა. ანუ როგორც წესია. მაგრამ მე გაზის დუხოვკაში გამოვაცხვე საშუალოზე დაბალ ცეცხლზე და ალბათ მაგის ბრალია. ძალიან დიდი მადლობა რომ არ იზარებთ და რჩევებს მაძლევთ. |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 26 Jul 2009, 09:52 |
dariala ძმარი?.... სახამებელი?.. სად წაიკითხე ძმარი და სახამებელი ბეზეში? მოხალული ფქვილი 1 კოვზი გამიგია და ძმარი და სახამებელი ნამდვილად არა და ამავდროულად 1 ჭიქა შაქრის პუდრა 3 ცილაზე ბევრია.... |
Posted by: August 26 Jul 2009, 11:28 |
წუხელის გავაკეთე კექსი დღეისთვის .... ჩემი ჭკუით ... ამ დილით ნახევარი დამხვდა 2 კვერცხი +100 გრ შაქარი + 150 გრ მარგარინი (კარაქი) + 1 ჩ/ჭ მაწონი (რძე, შეიძლება ცივი ჩაი ან უნ.ყავაც) + 15 გრ საცხობი ფხვნილი + ცუკატები (ლიმონის/ფორთოხლის/გრეიფუტის ჩაშაქრებული კანები)/ქიშმიში + 50 მლ ალკოჰოლი ( კონიაკი/რომი/არაყი/ ჯინი/ვისკი მოკლედ რაც გემეტებათ) ფქვილს რამდენსაც შეიზრლა მაგრამ ფქვილი გააკეთეთ ნახევარი პურის და ნახევარი მჭადის ... მასა უნდა იყოს ნადუღის კონსისტენციის თუ კერამიკის ან ცეცხლგამძლე შუშის ფორმა გაქვთ უბრალოდ კარგად გაცხომეთ და არაფრის ჩაფენა არ უნდა თუ არა და ჩვეულებრივად ჩაუფინეთ ცხიმწასმული ქაღალდი ... 180 გრადუსზე დაახლოებით 1 საათი უნდა |
Posted by: August 26 Jul 2009, 13:29 |
POMPADOUR MADAM DE აქ ნახე http://elaizik.livejournal.com/41286.html UPD Этот пост был написан давно... Кажется, с тех пор прошла целая вечность , а на самом деле - всего три года! Но даже за эти три года я узнала столько нового, что обязана написать исправление к собственному посту. В меренгу для пирожного павлова очень желательно добавлять уксус и крахмал! Причём - обязательно вместе то и другое, или совсем ничего! Крахмал - впитывает влагу из белков, благодаря ему получается более прочная оболочка у корзиночек. Благодаря крахмалу корочка на меренге появляется гораздо быстрее и она твёрже и плотнее. Корзинка с такой корочкой лучше держит форму, а серединка получается более кремовой, т.к. корочка защищает её от пересыхания во время выпечки. Уксус - способствует сохранению мягкой серединки, что и отличает павлову от любого другого вида выпеченой меренги. При нагревании уксус вступает в реакцию с сахаром и происходит превращение обычного сахара в инвертный. А инвертный сахар, как известно, обладает пониженой способностью к кристализации и более устойчив к воздействию высоких температур ( замедленная карамелизация) - поэтому процесс высыхания белков замедляется. |
Posted by: dariala 26 Jul 2009, 19:14 |
http://www.gotovim.ru/recepts/sbs/pavlova.shtml აი ამაზე ვნახე პავლოვას რეცეპტი |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 26 Jul 2009, 20:00 |
August რაც წავიკითხე ძალიან გავს ადრე ჩემს ბავშვობაში თამარაშვილის 9 ნომერში ჩემი სახლის წინ ქალი აცხობდა ტორტებს ცნობილი მცხობელი იყო და იმის ბეზეები იყო ასეთი როგორიც აღწერილია აქ თუმცა რავიცი ალბათ კარგად უნდა იყოს დედანი დაცული რომ გამოვიდეს ესა თუ ის ნამცხვარი და გადახვევები და ვარიაციები არ არის სასურველი პირველივე ჯერზე აი აქ წერია 1/2 ჩაის კოვზი სახამებელი და ან ლიმონის წვენი ან ძმარიო და გაგეკეთებინა რა შენც ლიმონის წვენი თან ჭიქანახევარი შაქარიო ანუ შენ შეცვალე რეცეპტი არაუშავს შემდეგზე გააკეთე ზუსტად ისე როგორც წერია და გამოვა აუცილებლად რაც შეეხება ნაღების ათქვეფას ნაღებს ათქვიფავ და უნდა შეხედო როგორც კი შემაგრდება 2 წუთიც და გააჩერე მიქსერი თორემ გადავა კარაქში და მერე ისაა რომ წყალი გაუვიდა შენს ნაღებს |
Posted by: rtuli 26 Jul 2009, 22:22 | ||||
faustina
ჟელე-პავიდლოსავით არის,არავითარი მურაბასავით. * * * upwave
კარგი ორცხობილა ჩანს |
Posted by: upwave 27 Jul 2009, 14:02 |
rtuli შენ გემო უნდა ნახო. ვისაც ქოქოსი უყვარს მნია-მნია... |
Posted by: vampiria 27 Jul 2009, 14:30 |
upwave ასეთ ორცხობილებს ვჭამდი რიგაში ყუთებით იყიდებოდა ჩვეულებრივ თუმცა მე უფრო პეჩენიებს ვეძახი იწელება რაღაცნაირად და ისეთი გემრიელი რომ შეიძლება გული წაგივიდეს ბოლოს უკვე მე მგონი მთელი მარაგი გავათავეთ და რიგაშიც ვეღარ ვშოოულობდით საინტერესოა სახლის პირობებში რამდენად გემრიელია გავაკეთებ ოდესმე -) |
Posted by: dariala 28 Jul 2009, 09:23 |
გარგარის ნამცხვარი გავაკეთე გუშინ, ოღონდ გარგარის მაგივრად გამოვიყენე ატამი და არაჩვეულებრივი გამოვიდა. გემრიელი კი იყო და http://img.graf.ge დიდი მადლობააააააააა |
Posted by: Peppi 29 Jul 2009, 00:58 | ||
ეხლა ვნახულობდი რეცეპტს, დაახლოებით ასეთივე პრონციპია, ოღონდ, ჯერ სევილიური ფორთოხლის ჯემი უნდა გააკეთო თურმე და მერე გამოვა (ფხვიერი ცომით და გამომცხვარი ბეზეთი) ცნობილი სევილიური ფორთოხლის ბეზეს ნამცხვარი ძვლივს არ "ამოვთხარე"? - კანარებზე დავაგემოვნე და ვერანაირად ვერ დავადგინე აქამდე . . აჰაა, - ვცდი, თუმცა შემდეგ ჯერზე - ეხლა შეკვეთა, ისევ ქოქოსის და ანანასის ნამცხვარზე მაქვს . . |
Posted by: Peppi 29 Jul 2009, 10:44 |
მოხარშული ცომი გამოიყენება ნამცხვერისათვის: ’შუ” ”ეკლერი” (მრავალჯერ მიცდია ასეთი ცომის გაკეთება, მაგრამ არასდროს კმაყოფილი არ დავრჩენილვარ. ბოლო-ბოლო აღმოვაჩინე ის რეცეპტი, რომელსაც ვთვლი, რომ სრულყოფილია. რეცეპტი ეკუთვის ბრიტანელ პოპულარულ მცხობელს და ტელე-წამყვანს რეიჩელ ალენს) მასალა: 200 გრ. ხორბლის თეთრი ფქვილი; 300 მლ. წყალი; 150 გრ. კარაქი; 6 ცალი კვერცხი; მწიკვი მარილი. გაახურეთ აირღუმელი 220 გრადუსამდე ან გაზი 7-მდე. გამოჭერით პერგანემტის ქაღალდი თუნუქის ფურცლის ზომაზე. 1. გაცერით ფქვილი და აურიეთ მარილი; 2. მოათავსეთ წყალი და კარაქი საშუალო ზომის ქვაბში და შედგით საშუალო ზომის ცეცხლზე; ქვაბს უნდა ქონდეს საშჲალო ან მაღალი გვერდები; ურიეთ, სანამ კარაქი არ გადნება; როცა ადუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან; 3. ადუღებულ კარაქიან მასას დაამატეთ ფქვილი და ურიეთ საბოლოო გახსნამდე ხის კოვზით. მასა უნდა შეიკრას ერთ მთლიან ”ბურთად”; 4. შეამცირეთ ცეცხლი და დააბრუნეთ ქვაბი ცეცხლზე; ურიეთ დაახლოებით 1 წუთი ან სანამ ქვაბის ძირზე და გვერდებზე ცომის მასის ნარჩენები არ დაიწყებს დაბრაწვას, ფერის შეცვლას; 5. გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ 1 წუთით; 6. ამ დროში დატეხეთ კვერცხები და მსუბუქად ათქვიფეთ. ისე, რომ ერთიანი მასა გახდეს; 7. დაიწყეთ კვერცხის მასის ჩაშვება ცომიან ქვაბში, ოღონდ ნაწილ-ნაწილ. ჩაუშვით ჯერ ¼, შემდეგ კიდევ დაამატეთ და ასე, შემდეგ - სანამ ცომი არ გახდება თხევადი, მაგრამ სქელი კონსისტენციის. ანუ, ცომს კოვზით რომ ამოიღებთ და გადმოაპირქვავებთ მასა კოვზზე არ უნდა ჩერდებოდეს, მაგრამ არც სწრაფად არ უნდა ვადებოდეს ძირს; 8. ცომი გამოიყენება მომზადებისთანავე, მაგრამ შეგიძლიათ გადააფაროთ სამზარეულო ტილო და შეინახოთ მაცივარში 12 საათამდე. როცა პნაწილ-ნაწილ ცხვება - მაშინ მაცივარში შენახვა საჭირო აღარ არის. 9. ცხობა - ცომი აიღეთ კოვზით, ან მოათავსეთ კოლინარიულ ცელოფანში. კოვზით ცომის დატანისას ერთ კოვზს მიახმარეთ მეორე კოვზი რომ ცომმა მრგვალი, ბურთივით ფორმა შეინარჩუნოს. ფორმებით დასმისას საკმარისი ცომის გამოსვლის შემდეგ - ტბილ წყალშI დასველებული დანით შეაჩერეთ ზედმეტი ცომის გამოსვლა ფორმიდან. 10. ცომი დაალაგეთ ერთმანეთიდან დაახლოებით 3-4 სმ დაშორებით. 10.1. ავთქვიფოთ ერთი ცალი კვერცხის გული და ნაზად გადავუსვათ უკვე თუნუქის ფურცელზე დალაგებულ ცომის ბურთულებს 11. შედგი ღუმელში. 15-20 წუთით (დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ). გამოცხობის შემდეგ შეეცადეთ ბურთUლებს ზედმეტი ფიზიკური შეხება აარიდოთ თავიდან სანამ ცხელია. ფრთხილად გადმოიღეთ ხის ზედაპირზე, ან ჩვეულებრივ თქფშზე და ახალი პარტია შეაცხვეთ. ამ მასიდან დახლოებით 2 შეცხობა გამოდის. აქ ორი მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი: 1. კვერცის რაოდენობა - რომელიც შეიძლება იყვეს 5 ცალიც და 8 ცალიც. მთავარია ცომი მივიდეს იმ კონსისტენციამდე, რაც აღწერილია ზემოთ. 2. როცა ცხვვება ღუმელში, 15-20 წუთის შემდეგ გამოირეთ და ბასრი დანით გვერდზე ფრთხილად ჩახვრიტეთ და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 5-7 წუთით. ასე შიგნითაც გამოშრება და არც დავარდება. გაცივების შემდეგ გამომცხვარი ბურთულები შეავსეთ ცივი კრემით. შეიძლება ზემოდან მოესხას სიროფი, შოკოლადი ან მოეყაროს შაქრის პუნდა. მომზადების დრო - 20 წუთი; ცხობის დროს - 60 წუთი. |
Posted by: rtuli 29 Jul 2009, 11:33 | ||||||
Peppi
არაჩვეულებრივი რეცეპტია და მშვენივრად ახსილი
აი ეს მომენტი ძალიან გასათვალისწინებელია,ანუ კვერცხის ზომაზეა დამოკიდებული ცომის კონსისტენციაზე. საშვალო ზომის კვერცხი უნდა იყოს და აუცილებლად ოთახის ტემპერატურის,პირდაპირ მაცივრიდან არაა რეკომინდებული საერთოდ ნამცხვრების ცომისათვის,მხოლოდ ბეზეს ჭირდება ცივი ცილა.
მოხარშული ცომით გამოდის არაჩვეულებრივი,კექსი,რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ სუფრას. ანუ ცომი მოხარშულია+მდნარი ყველი+ყველი+სოკო+ლორი(ვიჩინა)ან ქათმის ხორცი. ძალიან უცხო და გემრიელია. ან რულეტი კიდე მოხარშული ცომით და გახვეულია სალათის მაგვარი გულსართით. მოვამზადებ როდესღაცდა აუცილებლად დავწერ რეცეპტებს. |
Posted by: Peppi 29 Jul 2009, 12:21 | ||||
rtuli
გესმის საგანი
მასეთი მე ვიცი რუხიფქვილის ან დაცეხვილი ხორბლის ფქვილისგან - სასალათე "კალათები", განსაკუთრებით ფურშეტისთვის, შებოლილი სალმონით მომწონს ძალიან კარგია, რომ გაიხსენე |
Posted by: miau 29 Jul 2009, 13:01 | ||
Peppi
ზუსტად ამ რეცეპტით და ამ ტექნოლოგიით ვაკეთებ მეც, xashlama-ს რძალმა მასწავლა ზსუტად ასე, ოღნდ ერთია - კვერცხს სისქის მიხედვით კი არ ვუმატებ, არამედ იმის მიხედვით, სათანადოდ პრიალებს თუ არა ცომი. მართლაც იდეალური რეცეპტია, არასოდეს გამფუჭებია. ჰოო, ბეზესთვის რაც დავამუღამე - მთლად ახალთახალი კვერცხით კარგად არ ითქვიფება. |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 29 Jul 2009, 13:07 | ||
miau
მართალი ხარ ქეთო და თან მაცივარში უნდა იყოს მანამდე ავთქვიფავთ |
Posted by: Peppi 29 Jul 2009, 13:54 | ||||
miau
ხო, ეგ დედაჩემმა დავაკვირდი მეცო . . თან, უფრო მეტიც - ახალ დადებული კვერცხს რომ მოხარშავ - ისიც არ იფცქვნება კარგადო . .
ეგ დამავიწყდა - წერია რეცეპტში, მაგრამ ჩემი დაკვირვერბით სისქემ უფრო დიდი დატვირთვა მიიღო. მე ასე მეგონა, ყოველი დამატების შემდეგ პრიალებდა გარკვეული ხნის რევის შემდეგ . . რა მაინტერესებს - კვერცხებს რომ ამატებ - დაბალ ცეცხლზე ხომ არ არის მაშინაც? ერთი რეცეპტი ასეთი მქონდა |
Posted by: miau 29 Jul 2009, 14:07 | ||
Peppi
ოდნავ შევაგრილებ და თითო-თითოს შევათქვეფ ხოლმე, |
Posted by: August 29 Jul 2009, 15:37 |
Peppi ჩემი რეცეპტი ასეთია: მასალა: 200 გრ უმაღლესი ხარისხის ფქვილი (აქ mąka tortowa-ს ეძახიან), 100 გრ კარაქი, 250 მლ წყალი, 5 კვერცხი და მწიკვი მარილი კრემი: ან ჩვეულებრივი მოხარშული ან ათქვეფილი არაჟანი მოხარშული კრემისთვის 1/2 ლ რძეზე 2 დიდი (თავიანი) ხის კოვზი ფქვილი, შაქარი და კარაქი როგორც გიყვარს, ვანილი. არაჟნის შემთხვევაში: 500 გრ 36%-იანი არაჟანი, 2 ს.კ. შაქრის პუდრი, ვანილი ცოტა პუდრი მოსაყრელადაც დაგჭირდება და ცოტა კარაქი ჟარონისთვის წყალი, კარაქი და მარილი წამოვადუღოთ საშუალო ზომის ქვაბში. წინასწარ გაცრილი ფქვილი სწარაფად ჩავყაროთ და ასევე სწრაფად მოვურიოთ, ისე რომ ფქვილი არ დაკუშტდეს. ცეცხლს დავუშიოთ და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ და ვხარშოთ სანამ ცომი არ გახდება გლუვი, კრიალა და ქვაბის კედლებს აღარ მიეკრობა. გადმოვდგათ და ვაცალოთ 5-ოდე წუთი რომ გაგრილდეს. ავთქვიფოთ მიქსერით და თან თითო - თითოდ ჩავახალოთ კვერცხები. მივიღებული ცომით დავსვათ ბურთები ცხიმწასმულ და წყალმოსხმულ ჟარონაზე ( მე საკონდიტრო შპრიცით სპირალივით ვახვევ ხოლმე და უფრო ლამაზები გამოდის) ერთმანეთისგან მოშორებით (ჩემს ტაფაზე 4x4 -ზე ეტევა). კარგი დაბრაწული ფერი რომ ჰქონდეს დაახლოებით 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში აცხობ - 15 წუთი მაინც არ შეუჭყიტო! შეგიძლია ჯამით წყალი ჩაუდგა ღუმელში თუმცა მე ამას არ ვაკეთებ. ცხელივე გადაჭერი შუაზე ( ეს აქ მასწავლეს თორემ დედაჩემი (მეც, თბილისში) კრემს შპრიცით დებდა) და რკინის ცხაურზე ( ძირი რომ არ დაიორთქლოს) დადევი გასაცივებლად. მოხარშული კრემი: 1/2 ლ რძეზე +2 დიდი (თავიანი) ხის (ლობიოს, თუმცა მე თბილისში რუსული ჭრელი კოვზები რომაა ის მქონდა ზომად)) კოვზი ფქვილი + შაქარი გავხსნათ და განუწყვეტელი მორევით ავადუღოთ. ადუღების მერე კიდევ 5 წუთი ვადუღოთ რომ ფქვილი მიხარშოს. გადმოვდგათ და გაგრილების შემდეგ შევათქვიფოთ კარაქი და ვანილი. ათქვეფილი არაჟნი: 500 გრ 36%-იანი არაჟანი კარგად ავთქვიფოთ 2 ს.კ. შაქრის პუდრთან და ვანილთან ერთად. შუები ამ კრემით "დავტენოთ" და მოვაყაროთ შაქრის პუდრი. http://forum.ge/?f=82&showtopic=33695527&st=390 |
Posted by: Peppi 29 Jul 2009, 15:54 | ||
miau ქეთი ჩაამატე რა გეხვეწები, აი ეს გამომრჩა: "10.1. ავთქვიფოთ ერთი ცალი კვერცხის გული და ნაზად გადავუსვათ უკვე თუნუქის ფურცელზე დალაგებულ ცომის ბურთულებს" August
კარგი რეცეპტია და ცომს რომ დაალაგებთ "წყალი და ცხიმი" ორივე რატომ ჭირდება? ქაღალდზე არც ერთი არ დაჭირვებია . . ისე, შემდეგში სპეციალურ საცხობ ფურცელს დავაფენ, რომელიც არ იკრავს . . ამ შემთხვევაში მაინტერესებს ნესტიანობა როგორი ექნება გამომცხვარ შუს. |
Posted by: auau 29 Jul 2009, 19:17 |
rtuli Peppi მოხარშული ცომით მე ტორტის მოსართავები გამიკეთებია, როცა არ მეზარებოდა... შუს კრემად რაჩვეულებრივია ათქვეფილი ნაღები. პეტერბურგში "სევერნოე სიანიეში "იყიდებოდა და სულ ვყიდულობდი... ნო ვჩერა! 20 წელია აგარ ვყოფილვარ... მოსართავად თუ გამოიყენებთ ცომს, სულ ცოტა მეტი ფქვილი უნდა. მერე ცომს მისცემთ ფოთლების ფორმას, ან პატარა ნავებს გააკეთებთ ცისფერი კრემის ტალღებში ჩასადგამათ, ანდა პაწია სახლებს,,,ჰო, ღობის დაწვნაც შეიძლება შუ შეიძლება გაავსოთ კენკრითა და მუსით. თან ლამაზია, თან გემრიელი |
Posted by: Peppi 29 Jul 2009, 19:54 | ||||
auau
რა კარგი იდეაა
ასეთი ტორტი მაქვს ნანახი, ძალიან ლამაზი იყო - გემო უკვე კრემზეა დამოკიდებული - ჩემი აზრით |
Posted by: Baltimore 29 Jul 2009, 20:47 | ||||||
August
Peppi
ეს დეტალები მეც ვერ გავიგე: წყალმოსხმულ ჟარონა რისთვისაა საჭირო? სპეციალურ საცხობ ფურცელს დავაფენა არ კმარა? დანეტიანობისათვის უნდა? |
Posted by: miau 29 Jul 2009, 21:16 | ||
Baltimore
ხშირად წამიკითხავს, რომ შეიძლება საცხობ ქაღალდს წაუსვა ცხიმი და ასევე ის ჯერ წყალში დაასველო, შემდეგ მოჭმუჭნო, ისევ გაშალო და დააფინო თუნუქის ფურცელზე - ერთიდაიგივე ეფექტი აქვსო რომ გითხრა სიმართლე, ამისი პრობლემა არ მქონია და არც მიცდია |
Posted by: Baltimore 30 Jul 2009, 02:04 |
August rtuli თქვენი რჩევა მჭირდება. შუ გამოვაცხვე, ყველა წესის დაცვით, ღუმელში ჯამით წყალიც შევუდგი, 200 გრადუსზე 20 წუთი. თავები რომ შეუწითლდა, ვიფიქრე, ყველაფერი კარგად მიდი მეთქი, გამოვიღე და სანამ აპარატი მოვიტნე გადასაღებად, ყველა ჩავარდა. გაჭრის მერე ვნახე, შუაში ღრმული სულაც არ გაუკეთებია. რისი ბრალი შეიძლება იყოს? თქვენ მსგავსი რამ დაგმართვიათ? პრინციპში, შიგგნიდან, როგორც გაჭირს მერე ვნახე, ცოტათი სველი იყო. გამოცხობა დააკლდა (არადა თავები დაბრაჭული ქონდა) თუ სხვა რაიმე საიდუმლოა? ოღონდ, ერთი რამეცაა გასათვალიწინებელი: შემეშალა და, ქარაქი და წყალი რომ ადუღდა, გადმოვდგი და ფქვილი ასე შევაზილე, მერე კი, ეს მასა 10 წუთი ვშუშე. შეიძლება ეს იყოს ჩავარდნის მიზეიზი? არადა, კრემი ტყუილად დამრჩა. გავიმერო? რა გავითვალისწინო? http://img9.imageshack.us/i/dsc00372zmk.jpg/ http://img339.imageshack.us/i/dsc00374q.jpg/ |
Posted by: auau 30 Jul 2009, 09:46 | ||
Peppi
ნამდვილად მასეა. ქეთიმ გააკეთა ერთხელ პატარა და ლამაზი, როგორც დიიდი ბუბლიკი და ძალიან გემრიელი იყო. ნაღებით მაინც სულსხვაა |
Posted by: August 30 Jul 2009, 10:42 |
Baltimore ნუ საერთოდ ეს ცომი ერთ-ერთი ურთულესია და სენ კი ბევრი "დაგიშავებია" სხვადასხვა პუნქტებში... წყალს მე არ ვუდგამ ხოლმე. არც ვიცი რატომაა საჭირო რადგან ეგ რეცეპტი ისეთი ძველია რომ აღარც მახსოვს რა და რატომ ... ალბათ ჩემი აზრით ღუმელშო ორთქლის მისაღებად და რომ ზედმეტად არ გამოხმეს... ამ რეცეპტს თუ ზუსტად დაიცავ შუები გამოდის ზღაპრული არც ძალიან გამომშრალია და არც სველი... |
Posted by: upwave 30 Jul 2009, 10:54 | ||
Baltimore
უცებ რომ გამოიღე ალბათ იმიტომ. მე ცოტახანს ვაჩერებ ხოლმე ოდნავ კარგამოღებულ ღუმელში. ან მაღლა თაროზე გედო შეიძლება და თავები მიიბრაწა და შიგნით კი გამოუმშრალი დარჩა. ერთი რეცეპტი მაქვს შუების, ბავშვობიდან ვაკეთებ და არც ერთხელ ჩამვარდნია. სადღაც დავკარგე და თუ მოვძებე უნდა დავდო. |
Posted by: rtuli 30 Jul 2009, 11:52 | ||
Baltimore
აშკარად ცომი არასწორედ მოგიმზადებია,ან ცეცხლზე დიდხანს შუშე ცომი. შუების ზედაპირებს ეტყობა. წყალი არასოდეს დამიდგია,არვიცი რატომ შედგი(ო დავინახე,რატომაც). ცოტა ცომი სქელივით ხომ არგამოგივიდა?რატომღაც სქლად ამოსული მეჩვენება. საშვალო თაროზე უნდა შედგა გამოსაცხობათ,თან შუს უყვარს კარგათ გახურებული ღუმელი თავიდან . 15 წუთი კაკ მინიმუმ უნდა აცხო 220 გრადუსზე და 200 გრადუსზე დაუწიო,განაგრძო შუების მოშუშვა კიდე დაახლოებით 10 წუთით. გამორთე ღუმელი როცა გამომცხვარი იქნებიან შუები და კარი გამოუღე,ერთი 5 წუთის მერე შუებიც გამოიღე. პ.ს. პეპის უწერია არაჩვეულებრივად მომზადება და მასალის რაოდენობაც. ნუ შეშინდები და კიდევ ცადე გამოცხობა.წარმატებები! |
Posted by: Peppi 30 Jul 2009, 11:59 | ||||
Baltimore
მოდი მეც მივიღებ მონაწილეობას: 1. როგორც ჩანს გამოცხობა დააკლდა - ჩემს რეცეპტს ეტყობა არ გადახედე - იქ წერია, რომ როცა გარედან გამოშრება, შემდეგ გამოიღე და ბასრი დანის წვერით გვერდზე უნდა ჩაჩხვლიტო, შდემდეგ შეაბრუნე 5 წუთით . რომ შიგნითაც კარგად გამოშრეს, ანუ შეიგნით ნესტიანი კი იქნება, მაგრამ სველი არა და არ ჩავარდება . . 2. უნდა აცხო ქურის შუა ნაწილზე, მე ორივე მხრიდან ვაცხობ, ანუ ზედაც და ქვედაც ერთდროულად ანთია ელექტრო-ღუმელშI. თუ შენი არ ინთება ერთდროულად, მაშინ, მხოლოდ ქვემოდან აანთე . . 3.
არ შეგშლია, მასე უნდა შეაზილო და შემდეგ მხოლოდ 1 ან 2 წუთით უნდა დააბრუნო ცეცხლზე, ანუ სანამ ქერქივით არ დაიწყებს მიბრაწვას, მაგრამ ეს არის, პატარა ცომის ნამცეცები - ალაგ-ალაგ ქვაბის ძირშI. 10 წუთI ძალიან ბევრია . . 4. ღუმელი ჩართე მანამ სანამ საერთოდ კეთებას დაიწყებ - ცხობ ის ძირითადი პრინციპი ეგ არის 99 % ნამცხვრებისა და ღვეზელების შემთხვევაში. აუცილებლად სინჯე კიდევ ერთხელ, იქნებ ჩემი რჩევების გაითვალისწინო . . იქვე მიწერია, რომ ბევრჯერ მიცდია და არ გამომდიოდა კარგი . .საბოლოოდ იმ რეცეპტით ძალიან კმაყოფილი დავრჩი . . მემგონი დაწვრილებით მიწერია .. თU რაიმე შეკითხვა გაგიჩნდა - ისევ იკითხე, არ მოგერიდოს . .ჩვენ ყველანი მასე ვსწალობთ . . |
Posted by: miau 30 Jul 2009, 12:25 |
Baltimore მოდი ასე მოიქეცი - წუთებს და გრადუსებს დიდად ნუ ენდობი. საშუალოზე მეტად გახურებულ ღუმეში შეაწყვე შუები, შემდეგ დაუწიე და ნორმალურად გამოცხვება. |
Posted by: rockataka 30 Jul 2009, 23:14 |
ძალიან კარგი ინგლისურ ენოვანი წიგნი მაქვს პაშტიდებზე. როცა დრო მექნება, ან დავასკანერებ და ავტვირთავ ფაილად, ანდა ვთარგმნი ნელ-ნელა და აქ დავდებ |
Posted by: dariala 31 Jul 2009, 20:38 |
კიდევ მჭირდება თქვენი რჩევა თU შეიძლება მაგალითად გარგარის ნამცხვრის დამზადების დროს ხომ ვადებ ბეზეს ზემოდან. როცა იბრაწება მაშინ ვიღებ გაზქურიდან, უფრო სწორად 5 წუთით ვაჩერებ და მერე ვიღებ. ბეზე არ იპარება, მაგრამ რბილი გამომდის. რისი ბრალი უნდა იყოს ნეტავ? ანუ ხრაშუნა კი არაა, რბილია. არადა მაგარი ბეზე ამომყავს, თასიდან რომ არ ვარდება ისეთი |
Posted by: miau 31 Jul 2009, 20:49 |
dariala ზემოდან რომ ხრაშუნა იკოს (ასეთ ხილიან ან შიგთავსიან ღვეზელზე კლასიკური მშრალი ბეზე არ გამოვა), ცომი რომ შეიკვრება და ნახევარზე მეტად გამოცხვება, მაშინ უნდა დაადო ბეზე და დაბალ ცეცხლზე გამოაცხო. მე რბილი ბეზეც ძალიან მიყვარს, ზემოდან შოკოლადის მინანქრით ვრთავ ხოლმე |
Posted by: nanana 1 Aug 2009, 01:02 | ||
rockataka
აქ ერთადერთხელ ჩემს დაბადების დღეზე გავაკეთე პაშტიდები პაშტეტით და ისპანახით. ატვირთე აბა რამე ორიგინალური თუა |
Posted by: rtuli 1 Aug 2009, 15:14 | ||
Peach Cobbler გულსართი: 1,5 კგ. ატამი 1 ჩ.ჭ ჯოლო(მალინა) 0,5 ლიმონის წვენი 100გრ. შაქარი 30გრ. სიმინდის სახამებელი ცომი: 175 გრ. ფქვილი 80გრ.შაქარი 1,5ჩ.კ გამაფხვიერებელი 1/4 ჩ.კ. მარილი 60გრ.კარაქი 120 მლ.რძე(ან ნაღები) ვანილი გავთალოთ ატამი და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. მოვათავსოთ შუშის ყალიბში და მოვაყაროთ ჟოლო. აურიოთშაქარი და სახამებელი. მოვაყაროთ ზემოდან ხილზე,ოდნავ ამოურიოთ ჩანგლით. მოვამზადოთ ცომი: ფქვილი,შაქარი,მარილი,ვანილი,გამაფხვიერებელი,მოვათავსოთ ჭურჭელში,ამოურიოთ ,დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კარაქი. მასა ნამცეცებივით უნდა გამოგვივიდეს.დავასხათ რძე,ამოურიოთ. როგორც შეერთდება ცომის მასა,გადმოვიღოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე,მივცეთ მრგვალი ფორმა(1,5 სმ.სისქის) და გამოვჭრათ რგოლები. დავადოთ ზემოდან ხილს,წაუსვათ ცოტა რძე. http://www.radikal.ru შევდგათ ღუმელში(წინასწარ გახურებულში 200გრადუსამდე) და გამოვაცხოთ ნამცხვრის ზედაპირის შეყვითლებამდე ,დაახლოებით 30-40 წუთით. მოვაყაროთ,გაციებულ ნამცხვარს შაქრის პუდრი http://www.radikal.ru ძალიან უხდება ნაყინი! rockataka
მშვენიერი იქნება,ოღონდ მე მგონი ცომეულ-ფქვილეულობის განყოფილებაში აჯობებს რეცეპტების დადება. პაშტიდები ყველაზე მარტივი მოსამზადებელია და გულსართად ირჩევ იმ ინგრიდიენტებს, რომლებიც გიყვარს. |
Posted by: Baltimore 1 Aug 2009, 21:39 |
ძალიან უხდება ნაყინი! ამაზე გამახსენდა: ჩვენთან, თბილისში, "მარკო პოლოში" ერთი ნამცხვარი აქვთ: ფაქტიურად ვაშლის პეროგის (რა ქვია ქართულად, სამწუხაროდ, არ ვიცი) ცხელ-ცხელ ნაჭერს ერთ ნაყინის ბურთულას ადებენ, რომელიც ზედვე ადნება, კიდევ სიროფითა (არც ამას ვიცი რა ქვია ქართულად) შაქრის პუდრით. ისეთი გემრიელი და ლამაზი რამეა ხსნად ყავასთან (თუნდაც ე. წ. ამერიკულ ყავასთან ) ერთად, რომ, არც დიეტა მენაღვლება და არც ეგეთი რამეები. რუსთაველზე თუ მოხვდებით, ჩემი რჩევაა, გასინჯეთ. კარგი რამეა! ცხელი ნამცხვირის ნაჭერი და ცივი ნაყინის ბურთულა, მაგარი კომბინაციაა. |
Posted by: upwave 1 Aug 2009, 22:28 | ||||
rtuli
ეს რითი შემიძლია შევცვალო, ან სად იყიდება?
ჩვეულებრივ ფორმაში შეიძლება? |
Posted by: rtuli 1 Aug 2009, 22:37 | ||||
upwave
შეცვალე ჩვეულებრივი სახამებლით,მე მქონდა ნაყიდი ჯორჯიტაში.
რატომაც არა, დაახლოებით 25 სანტიმეტრიანი იხმარე დიამეტრში და დაახლოებით 5 სანტიმეტრის სიმაღლის იყოს ფორმა,დუღილის დროს ხილი წვენს გამოყოფსდა შეიძლება გადმოიღვაროს!მე ფოლგა დაუფინე ქვეშიდან,თავი დავიზღვიე |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 2 Aug 2009, 17:10 |
წითელი ნამცხვარი POMPADOUR MADAM DE © 5 კვერცხი + 2 პაკეტი ვანილი (შაქრიანი)+ 2 ჭიქა შაქარი - ავთქვიფოთ 250 გრამი კარაქი - ან დაჩა ქოლესტერინის გარეშე (გემრიელი გამოდის ამ დაჩით და მომკალით ) შევათქვიფოთ კვერცხს +2 სუფრის კოვზი არაჟანი+ 2 სუფრის კოვზი ნაღები + 1 ლიმონის ცედრა + სოდა ლიმონის წვენით ავთქვიფოთ და 3 ჭიქა ფქვილი (დავაცრათ - ეს რთულის მეთოდია და ძალიან მომწონს) გადავიტანოთ ცომი (გამოდის ფუმფულა ცომი) ცხიმწასმულ ფორმაზე და ზემოდან მოვაყაროთ შაქარმოყრილი მოცხარი და შევდგათ დაბალ ცეცხლზე ღუმელში გემრიელად მიირთვით პ.ს. ფოტოებს დავდებ ხვალ-ან ზეგ - კაბელი არ მაქვს დავკარგე და ვეძებ სულიკოსავით ამ ნამცხვრის დედა-რეცეპტის ავტორი არის რთული და მე გადავაკეთე მაცივრის შემადგენლობის მიხედვით |
Posted by: rtuli 2 Aug 2009, 19:53 | ||||||
POMPADOUR MADAM DE
ყველაფერი გემრიელი გამოდის საერთოდ, просто надо очень захотеть * * * POMPADOUR MADAM DE
მივირთვი და მართლაც რომ გემრიელად ძალიან ნაზი ,ზომაზეტკბილი+სმაროდინას ტონკი სიმჟავით ,არაჩვეულებრივი გამოგივიდა პ.ს. სურათებიც დადე,აუცილებლად.ვიზუალურადძალიან ლამაზი იყო |
Posted by: upwave 4 Aug 2009, 10:35 | ||
BadbadGirl
გერმანიაში მაგალითად: Gelierzucker-ია, რომლითაც ჟელე-ჯემებს აკეთებდნენ. ეგ რაც მე დავწერე, ჟელატინშერეული შაქარია ქართულად. შეიძლება კიდევ არის რამე, მეტი არ ვიცი |
Posted by: rtuli 4 Aug 2009, 23:46 |
ჟოლოს კექსი 130 გრ. კარაქი 3/4 ჩ.ჭ შაქარი 0,5 ჩ.ჭ რძე 2 ცალი კვერცხი 1,5 ჩ.ჭ ფქვილი 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 1 ჩ.ჭ ჟოლო(მალინა) მე ცოტა შოკოლადის წვეთები დავამატე. გავთქვიფოთ შაქარი და კარაქი.შევათქვიფოთ კვერცხები(სათითაოდ). დავამატოთ ნახევარი რძე,დავაცრათ ნახევარი ფქვილი+გამაფხვიერებელი.ამოურიოთ. ისევ დანარჩენი რძე დავასხათ ცომს,დანარჩენი ფქვილი და ისევ ამოურიოთ,მივიღებთ სქელ არაჟნის მასას. ჟოლო გავყოთ,ნახევარი ცომში ჩავდოთ,ნაზად ამოურიოთ. ჩავასხათ ყალიბში ცომისნახევარი,დავაყაროთ დანარჩენი ჟოლო,დავასხათ ისევ ცომის ნაწილი. გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე 30-40 წუთი. მე მინანქარი მოვასხი:ჯოლომ გამოყო ცოტა წვენი დავამატე შაქრის პუდრი,გავთქვიფე და მოვასხი. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: bell 5 Aug 2009, 13:48 |
rtuli მომეწონა ძალიან ამ ორსულობაში რამდენ რამეს მანდომებ უნდა წავიდე, გავაკეთო ეხლა ერთი კითხვა გამაფხვიერებელი რა არის და როგორ ვიკითხო? აი ძმარი და სოდა არ წავა? ან ვანილი? თუ ეგ სულ სხვა პონტია? :ჩაინიკი: |
Posted by: rtuli 5 Aug 2009, 14:11 | ||
bell
1 ჩ.კ. სოდა (არათავმობმული!)დაასხი 1 ს.კ.ძმარი კარგათ ააშიშხინე და ჩაუშვი იმ დროს როცა რძეს დაამატებ ცომში. ანუ რძესჩაასხავ ,ძმარში გახსნილ სოდას,მერე დანარჩენი ისეროგორც მიწერია რეცეპტში. გამაფხვიერებელი არის разрыхлитель.შესაძლებელია სოდა ძმრით შეიცვალოს აასე რომ წარმატებები! |
Posted by: bell 5 Aug 2009, 14:18 | ||
rtuli
დიდი მადლობა, რო არ მიიწვას ძირზე რამე (კარაქი ან ცხიმი ) უნდა ხო ? |
Posted by: pipa 5 Aug 2009, 14:28 | ||
rtuli
სად ვიშოვო ? |
Posted by: rtuli 5 Aug 2009, 14:37 | ||||
bell
ზეთი მოუსვი ოდნავ ბამბით ან ფუნჯით და ცოტა ფქვილი მოაყარე(ორცხობილას ნაფხვენი შეიძლება). pipa
დინამოს მოპირდაპირე მხარეს დოლარ სტორის მაღაზიას გვერდით პატარა საკონდიტრო მაღაზიაა და მანდ ვიყიდე 1 კგ. 6-7 ლარი ღირდა.ვკუსნენკიე,თურქულია, ხარისხიანი. |
Posted by: bell 5 Aug 2009, 14:59 |
rtuli . * * * გავაკეთე უუგემრიელესი გამოვიდა და დიდი მადლობებიო ჩემმა ბაიებმა რთული დეიდასო |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 6 Aug 2009, 13:43 |
წითელი ნამცხვარი POMPADOUR MADAM DE © 5 კვერცხი + 2 პაკეტი ვანილი (შაქრიანი)+ 2 ჭიქა შაქარი - ავთქვიფოთ 250 გრამი კარაქი - ან დაჩა ქოლესტერინის გარეშე (გემრიელი გამოდის ამ დაჩით და მომკალით ) შევათქვიფოთ კვერცხს +2 სუფრის კოვზი არაჟანი+ 2 სუფრის კოვზი ნაღები + 1 ლიმონის ცედრა + სოდა ლიმონის წვენით ავთქვიფოთ და 3 ჭიქა ფქვილი (დავაცრათ - ეს რთულის მეთოდია და ძალიან მომწონს) გადავიტანოთ ცომი (გამოდის ფუმფულა ცომი) ცხიმწასმულ ფორმაზე და ზემოდან მოვაყაროთ შაქარმოყრილი მოცხარი და შევდგათ დაბალ ცეცხლზე ღუმელში გემრიელად მიირთვით ეს გამოცხობამდე http://www.radikal.ru ეს უკვე ბოლოს შედეგი http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ამ ნამცხვრის დედა-რეცეპტის ავტორი არის რთული და მე გადავაკეთე მაცივრის შემადგენლობის მიხედვით ქეთი წინა პოსტი ამ ნამცხვრის წაშალე ფოტოს გარეშე რომელიცაა |
Posted by: kukuruku 6 Aug 2009, 16:31 |
ვიღაცა, სუზტად არ მახსოვს ვინ, კითხულობდა მასკარპონეს კონსისტენციაზე. მასკარპონე კრემივითაა, ათქვეფილივით ნაზი, ქათქათა და ჰაეროვანი. ჯიმი ოლივერი არის მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელი კულინარი, მისი მასტერ-კლასების ჩანაწერები მაქვს უამრავი, 30 გეგაბიტის ოდენობით! ახლა მოვძებნე ტირამისუს როგორ აკეთებს და youtube-ზე ავტვირთე. შეიძლება დიდხანს არ გააჩერონ, იმიტომ რომ იკრძალება ტევეშოუს ატვირთვა ნებართვის გარეშე, ამიტომ ვისაც გაინტერესებთ დროულად ნახეთ. |
Posted by: faustina 6 Aug 2009, 16:45 |
ტირამისუ.. კრემი: 2 კვერცხის გული და 100 გრ კარაქი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ 500 გრ, მასკარპონეს ყველი და 200 გ. სესქელებული რძე. კარგად, ერთიანიმასის მიღების შემდეგ , გადავაფაროთ და შევინახოთ. დავამზადოთ 1 ჭ. მაგარი ყავა, და დავუმატოთ 1/2 ჭ ამარეტო ..: (მე რონი ვუყავი) ფორმაშI ჩავალაგოთ პეჩენია მგონი ქვია "ქალის თითები" http://www.radikal.ru თუ მთლიანი პეჩენია არეტევა ფორმაში, დავტეხოთ(და არა დავფშვნათ) და ამოვავსოთ ძირი ზევიდან დავნამოთ ყავის ნაყენით, დავასხათ ნახევარი უკვე გამზადებული კრემი, შემდეგ ისევ პეჩენია, ისევ დ ავნამოთ და ისევ კრემი. გადავუსწოროთ ზედაირი , გადავაფაროთ ტავზე და მთელი ღამე მაცივარში შევინახოთ. მეორე დღეს კი მოვაყაროთ 100% იანი კაკაო და მივირთვათ ცივი... მესამე და მე4 ე დღეს მეტად გემრიელია http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: kukuruku 6 Aug 2009, 16:56 | ||
faustina POMPADOUR MADAM DE
ეგ არაფერი, წაშალონ, მე ცალკე ფაილად აგიტვრითავ. უბრალოდ ასე უფრო თვალსაჩინო და კომფორტულია ყურება. faustina მშვენიერია თქვენი ვარიანტიც, მაგარ ტირამისუს ნაკლებად გავს. ტირამისუში კრემი დომინირებს და ბისკვიტი კრემის სისქის თითქმის მეოთხედი უნდა იყოს. ანუ ძალიან თხელი ფენაა ბისკვიტი, ისიც მხოლოდ ძირში, არა ზემოდან და სქელი ფენა-კრემი. მე ყველა რესტორანში, სადაც გამისინჯავს, ასეთია კლასიკური ტირამისუ. |
Posted by: rtuli 6 Aug 2009, 18:35 |
kukuruku ეგ ტირამისუს რეცეპტი მე შარშან დავდე ფორუმზე. ვუყურებდი ოლივერს და ვიწერდი რეცეპტს,მაშინ არმქონდა კომპიუტერი გამოვაცხე არაჩვეულებრივი ტირამისუ სხვათაშორის ,ნაყიდი პეჩენიებით მომზადებულზე ბევრად ჯობია |
Posted by: rtuli 6 Aug 2009, 20:18 | ||||||
pipa
ჩვენთანაც რომ ყოფილიყო ასეთი პროფესიონალური,გემრიელი გადაცემა რა მშვენიერი იქნებოდა! მაგრამ რათ გინდა,ვერ გავცდით ნაცნობობის ფორმატს და ცნობილი არაპროფესიონალურ(კულინარიას ვგულისხმობ!) სახეების ხილვას,კულინარიულ მოკლე გადაცემებში. რამდენჯერმე თვალი მოვკარი ქართულ არხებზედილით ვითომ კულინარობდნენ და ფალსი,ანუ დლია დელა,აშკარადჩანდა. გული უნდაჩააქსოვო გემრიელად რომ მოამზადო და მიიტანო მაყურებლამდე! თუნდაც ჯეიმის ნაირი უნდა იყოს ვინმე. pipa Natia_N_N
ერთად მოამზადებდით საჭმელს,უფრო რომანწიკულია |
Posted by: kukuruku 6 Aug 2009, 20:30 | ||
pipa
პირველი კადრებიდანვე მოვიხიბლე! ისე საყვარლად აკეთებს, ხსნის, ისეთი მხიარული და სწრაფია, სიცოცხლით სავსე რომ მსგავსი არავინ მინახავს ასეთი კარგი. არადა უამრავი მსოფლიოს გრანდების ჩანაწერები მაქვს! 400 GB!!! ფაილები მაქვს, ფაქტიურად რაც დღემდე ნეტში მინახავს ყველა დიდი კულინარების მასტერკლასის,კულინარიული შოუების და კონკურსების ჩანაწერები მაქვს. ახლა შვებულებაში გადვივარ, დავჯდები და რაც არ მინახავს, ნელნელა შევუყვები. ისეთი საინტერესოა რაც ვნახე, რომ პირდაღებული და გაოგნებული ვუყურებდი. ან როგორ აკეთებენ, ან როგორ აფორმებენ, ქათამს როგორ ამუშავებენ, ნელ-ნელა რომ შეყავთ თითები ქათმის კანში რომ არ გაიხეს და იმ კანსა და ხორცს შორის რაღაც სურნელოვან ნაზავს როგორ დებენ რომ შემწვარი არომატული გამოვიდეს, რა დრესინგებს აკეთებენ.... გავშტერდი, როგორც დაუვიწყარ მხატვრულ ფილმს ისე ვუყურებ. |
Posted by: pipa 6 Aug 2009, 20:40 |
kukuruku rtuli http://www.jamieoliver.com/books წიგნებიც გამოუცია მე ვისოცკაიას რეცეპტებიც ძალიან მომწონს და გადაცემაც, ლაივჟორნალში კიდევ უზერ ბელონიკა-ს აქვს კარგი სთეპბაისთეპ რეცეპტები |
Posted by: Solveig 6 Aug 2009, 21:00 | ||
kukuruku
კი, ეგრეა ზუსტად. თან ტირამისუს კრემი ისეთი ნაზია, რომ ამდენი ცომი გადატვირთავს მხოლოდ. ისე, ვინმემ ხომ არ იცით, იოგურტიანი კრემი როგორ კეთდება? (მე მგონი უფრო იმათ უნდა იცოდნენ, ვინც უცხოურ არხებზე უცქერს/უსმენს კულინარიულ გადაცემებს). მე თვითონ ცომეულობის დიდი მოყვარული არ ვარ დ აისეთ ნამცხვრებს ვარჩევ, სადაც კრემი დომინირებს. ჰოდა, ამასწინათ შევიძინე ნამცხვარი, რომელშიც კრემი დამზადებული იყო იოგურტის და ნაღების ნარევისაგან, მოცვი იყო შერეული. ისეთი გემრიელი რამ დიდი ხანია, არ მეჭამა..თან სიცხეში განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა...ხომ არ გაგიგიათ, როგორ მზადდება ასეთი კრემი? ნაღები რომ ათქვიფო იოგურტთან და ხილის პიურესთან ერთად, გამოვა? თუ სხვა რამე დასჭირდება შემასქელებლად? |
Posted by: kukuruku 6 Aug 2009, 21:10 |
Solveig იმხელა ვიდეო მასალა მაქვს რომ უეჭველად სადღაც იქნება. როგორც კი ვნახავ, ამოვჭრი ვიდეოს და youtube-ზე დაგიდებ. |
Posted by: POMPADOUR MADAM DE 6 Aug 2009, 21:14 | ||
Solveig
მეც სულ მაინტერესებს ეგ იოგურტის კრემი და ვფიქრობ რომ შენ უფრო ახლოს ხარ ანუ ნაღები+იოგურტი ეგ გემოა ნამდვილად შეიძლება ვცდები მაგრამ PEPI შემოვა და მგონი მაგას უნდა ქონდეს მაგის რეცეპტი |
Posted by: rtuli 6 Aug 2009, 21:15 | ||||||
Solveig
აუცილებელი კომპონენტია იოგურტის კრემში,ჯელატინი. უნდა გაიხსნას წყალში ,მერე ცოტცოტა ემატება იოგურტს და ხილფაფას.იდგმება მაცივარში,როგორც კი შემაგრებაში შესვლას დაიწყებს,გათქვეფავ ნაღებს და ცოტცოტას შეათქვეფავ იოგურტიან მასას ,გადაუსმევ ტორტს და ეგარის პ.ს. სრულ რეცეპტს ,ანუ რაოდენობა თუ გაინტერესებს დაგიდებ POMPADOUR MADAM DE
|
Posted by: Solveig 6 Aug 2009, 21:30 | ||
kukuruku დიდად მადლობელი დაგრჩები * * *
ოი, შენ გაიხარე. ისე, კი ვიფიქრე მეც-ჟელატინიან კრემს ყოველთვის შეატყობ ჭამის დროს-კონსისტენციაზე. ძალიან გემრიელი ნამცხვარი კი იყო. ნაზი ბისკვიტის ფირფიტები-3 ცალი,, შუაში და თავზე კრემით. კრემის ფენა ცომისაზე 4-ჯერ სქელი იყო. ზემოდან მორთული იყო სქლად გახეხილი თეთრი შოკოლადით და მწვანე მარციპანის ნამცეცებით. ორნაირი ნამცხვარი ვიყიდე-ერთს ვანილის კრემი ჰქონდა, მეორეს-მოცვიანი. ეს ბოლო გაცილებით გემრიელი აღმოჩნდა პირველზე. |
Posted by: faustina 6 Aug 2009, 21:47 | ||
kukuruku
მაგრამ არ ნიშნავ ეს რომ ყველა რესტორანში კლასიკური ტირამისუ აქვს არ მყვარს სუულ კრემი რომაა,,,, ეს რეცეპტი თვითონ ამ პატარა ბისკვიტების ყუთზე ეწერა , |
Posted by: Solveig 6 Aug 2009, 21:55 | ||
faustina
ჩემმა ნაცნობმაც ზუსტად ეგრე გააკეთა მე გმონი, მაგანაც ყუთზე წაიკითხა რეცეპტი. ისე მართლა მშვენივრად გამოიყურება შენი ნამცხვარი ზემოდანაც ლამაზადაა გაფორმებული. |
Posted by: rtuli 6 Aug 2009, 22:20 | ||
kanonika
ფაკტიურად ტკბილი ღვინოა დესერტის ღვინო,მე უბრალოდ ამარეტოთი შევცვალე,არმქონდა. ,,მარსალა,,იტალიური დესერტის ღვინოა,რომელიც ფართოდგამოიყენება კულინარიაში,ვეძებე მარკეტ,,ჯორჯიტაში,, და ვერ ვნახე |
Posted by: kukuruku 6 Aug 2009, 22:56 | ||
Solveig ჯერ ჯერობით ეს გიპოვე, ძალიან გემრიელი რაღაც ჩანს. ნამცხვარი ლიმონიანი იოგურტის კრემით. http://img22.imageshack.us/i/exps22731lt10502d31a.jpg/ რეცეპტი ინგლისურადაა, როგორც მახსოვს მგონი უნდა იცოდე ინგლისური. Creamy lemon yogurt and grated lemon peel provide the lively flavor in this tempting dessert. It's handy to make the night before you need it. METHOD: Microwave TIME: Prep: 15 min. + chilling Ingredients: • 1 envelope unflavored gelatin • 1/4 cup cold water • Sugar substitute, equivalent to 1/3 cup sugar • 1/3 cup lemon juice • 2 cartons (6 ounces each) fat-free lemon yogurt • 1 teaspoon grated lemon peel • 1 carton (8 ounces) frozen reduced-fat whipped topping, thawed • 1 reduced-fat graham cracker crust (8 inches) • Lemon slice and mint, optional Directions: In a microwave-safe bowl, sprinkle gelatin over cold water; let stand for 1 minute. Microwave, uncovered, on high for 20 seconds. Stir in sugar substitute and lemon juice. Add yogurt and lemon peel; mix well. Fold in whipped topping; spoon into crust. Cover and refrigerate for 8 hours or overnight. Garnish with lemon slices and mint if desired. Yield: 8 servings. ვიდეო ვიპოვე ლიმონიანი ჩიიზქეიქ-ის, ძალიან საინტერესოდ გამოიყურება, თუ გინდა ავტვირთავ. kanonika
დესერტებისას აქ და სხვა რამეებს შესაბამის ტოპიკებში. |
Posted by: Solveig 6 Aug 2009, 23:04 | ||
გასინჯული მაქვს, და ძალიან გემრიელია დიდი მადლობა. რეცეპტს სევინახავ და როცა სამზარეულოს ვეღირსები, აუცილებლად გავაკეთებ ) იოლია თან... |
Posted by: kukuruku 6 Aug 2009, 23:04 |
ესეც ჩიიზქეიქი. Ingredients Crust: 1 1/2 cups graham cracker crumbs 1/2 cup butter, melted 1/4 cup granulated sugar Filling: 2 packages (8 oz each) cream cheese, softened 1 cup granulated sugar 4 eggs 1/2 cup sour cream 2 tablespoons lemon juice 2 teaspoons lemon zest How to make Lemon Cheesecake Preheat oven to 325 degrees. Spray the bottom of an 8 inch springform pan with non-stick cooking spray. In medium bowl, stir together graham cracker crumbs, butter and sugar. Press mixture into the bottom and the sides of the springform pan. Bake 8-10 minutes or until golden brown. Remove from the oven and let cool completely. Reduce oven heat to 250 degrees. In large bowl, beat cream cheese with electric mixer until light and fluffy. Gradually add sugar and mix well. Add eggs, sour cream, lemon juice and lemon zest. Mix well. Pour into prepared crust. Place a shallow pan of water on the bottom rack of oven. Place springform on a cookie sheet and bake for 1 hour and 15 minutes. Turn off the oven and leave the door closed for 1 hour. Remove from oven and let cool, then refrigerate for at least 4 hours. |
Posted by: pipa 6 Aug 2009, 23:20 | ||
Solveig kukuruku
http://belonika.livejournal.com/79287.html#cutid1 |
Posted by: kukuruku 6 Aug 2009, 23:32 |
pipa კარგია ძალიან! ისე ტირამისუზეც გამიგია თუ ,მასკარპონეს' ვერ იშოვი, ასეთივე ყველის კრემი ,ფილადელფიაც' მიდისო. ჩიზქეიქზეც ( ყველის დესერტი) ორივეს იყენებენ. |
Posted by: Solveig 7 Aug 2009, 15:30 | ||
kukuruku
ფილადელფია (ოღონდ ისეთი, რომელშიც იოგურტი არ ურევია, ანუ არადიეტური) მჟავე არაა და იდეაში, ცუდი არ უნდა იყოს. თან ნაკლებცხიმიანია..ჩვეულებრივი მასკარპონეს ცხიმიანობა მგონი 82%-ია და ერთი ნაჭერი ტირამისუ ბომბია ნაღდი |
Posted by: faustina 7 Aug 2009, 16:35 | ||
kukuruku
ერთხელ ფილადელფიათი გავაკეთე და სულ წყლად წავიდა... ანუ რაც მეტს ვტქვიგავდი, უფრო ტხელდებოდა და გაწყალდა |
Posted by: rtuli 8 Aug 2009, 00:06 | ||
nite Solveig
ფხვიერი ცომისგან კეთდება ძირი ტორტიკის,ანუ ცხვება. მერე კეთდება იოგურტის კრემი: 10 გრ. ჟელატინი იხსნება 150 მლ. წყალში. 450 გრ. იოგურტი ითქვიფება 3 ს.კ. ლიმონის წვენთან ერთად. ჟელატინი კარგათ გავხსნათ,ანუ უნდა ოდნავ შეთბესდა ისე იხსნება,და გათქვეფილ იოგურტის მასაში შეგვყავს ჟელატინი. შევდგათ მაცივარში 30 წუთით. 250 -300 მლ. ნაღები ამოგვყავს(ვთქვეფავთ) და იოგურტის კრემს უერთებთ. ეს კრემის მასა ედება,ფხვიერი ცომის ფირფიტას და მაცივარში იდგმება 3 საათით. ზემოდან შეგვიძლია მაგალითად,ატმის მასა დავადოთ(დაბლენდერებული+ისევ ჟელატინი დავამატოთ შესამაგრებლად). 3 ცალი ატამი+5 გრ. ჯელატინი გახსნილი 100მლ. წყალში. მოვრთოთ ნაღებით და ატმის ფირფიტებით. პ.ს. მომინდა რაცხა,ისე გემრიელად დავწერე |
Posted by: Solveig 8 Aug 2009, 16:16 |
faustina წყალი რომ გამოგეცალა, არ გამოდიოდა? მაგალითად, კარაქს როცა ვთქვეფდი ხოლმე კრემისათვის, თან მედგა პატარა ჭიქა..წყალს გადმოვწურავდი და ვაგრძელებდი თქვეფას. ალბათ ნაკლებცხიმიანობის გამოა ეგრე "ფილადელფიას" შემთხვევაში. |
Posted by: kukuruku 8 Aug 2009, 17:58 |
საოცრად მაინტერესებს თვითონ ,,მასკარპონეს" ტექნოლოგია. როგორ, რა ყველისგან კეთდება ასე კრემივით ნაზი და ჰაეროვანი მასკარპონე. სიამოვნებით ვისწავლიდი მის მომზადებას სახლის პირობებში თუა შესაძლებელი. ...ერთი უნდა დავგუგლო... პ.ს. ჯერ-ჯერობით გავიგე, რომ მზადდება ნაღებისგან. ნაღებს აცხელებენ 75-90°С -ზე, უმატებენ თეთრი ღვინის ძმარს ან ლიმონის წვენს, რომ დაიწყოს შედედების პროცესი ( როგორც მაწვნის დამზადების დროს ხდება). რა დრო უნდა ამ პროცესს, რა პროპორციაა, ჯერ ასე დაწვრილებით ვერ ვნახე. |
Posted by: rtuli 8 Aug 2009, 18:16 |
kukuruku სახლის უგემრიელესი მასკარპონე: 1 ლიტრა ნაღები 30% მინიმუმ და 36% დე. 1/4ჩ.კ ლიმონ მჟავა +1 ჩ.კ. წყალში გახსენი გაათბე ნაღები 75 გრადუსამდე,ანუ ხელს უნდა კბენდეს. დაამატე ლიმონ მჟავა და 10 წუთის განმავლობასი,ნელ ცეცხლზე უნდა იდგეს ჭურჭელი ,ურიე. დოლბანდი გადაკეცე რამდენიმეჯერ. როცა აიჭრება ნაღები გადაიტანე დოლბანდში და ქვაბზეგადაკიდე,დასაწურად. რბილი ცომის კონსისტენციას მიიღებს გადაწურული მასა,ანუ მასკარპონეს მიიღებ . გადაიტანე ქილაში,შეინახე მაცივარში. გამოგივა 500გრ. მასკარპონე! შრატისგან,მოზილე ბულკების ცომი და გამოაცხე |
Posted by: kukuruku 8 Aug 2009, 18:20 |
rtuli გაიხარე! ეს სიურპირზი იყო! ნაღები მიყიდია ,,პარმალატის" სუპერ მარკეტებში. უმეტესად 35%-იანი ცხიმიანობით , ნახევარ ლიტრიან კარდონის შეფუთვით. ალბათ ეს გამოდგება. |
Posted by: rtuli 8 Aug 2009, 18:23 | ||
kukuruku
ძვირია პარმალატის ნაღები,მე სკანდინავიურს ვყიდულობ ლიტრიანს 36% სეზონის მიხედვით ფასი მერყეობს 8-9 ლარამდე. თუმცა კარგი ხარისხისაა ორივე ბრენდი. |
Posted by: kukuruku 8 Aug 2009, 18:27 | ||
rtuli
შედარება არაა ისეთი იაფი ყოფილა. |
Posted by: miau 10 Aug 2009, 09:07 | ||
ჯორჯიტაში არის ხოლმე კარგ ფასებში ნარები. |
Posted by: upwave 10 Aug 2009, 10:58 |
kukuruku მე იმ დღეს პოპულში ვიყიდე, თუ არ ვცდები, სანიას ნაღები და გადავიხადე 6,70 ლარი (შაქრითაც არის და უშაქროც). |
Posted by: rtuli 10 Aug 2009, 11:02 | ||
upwave
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ნაღები მცენარეულია |
Posted by: annak 10 Aug 2009, 11:07 | ||
ასევე ნიკორას მაღაზიებში იყიდება მცენარეული ნაღები. ვიყიდე, მაგრამ ჯერ არ "გამიტესტირებია" ცოტა "ვორჭოფობდი" მეყიდა თუ არა ვინაიდან მწარმოებელი ქვეყანა თურქეთია მაგრამ მაინც შევიძინე, ჯორჯიტაში ჩემი საყვარელი სკანდინავიური "ჰულალა" თუ რაღაც აღარ იყო. :უსერ: |
Posted by: upwave 10 Aug 2009, 14:13 |
rtuli მაგ ფირმის მცენარეულიც იყო ნაღები (ეწერა შეფუთვაზე), მაგრამ ამას არ ეწერა, ნამდვილად არ დავკვირვებივარ (ეხლა სამსახურში ვარ და სახლში რომ მივალ ვნახავ და დავწერ). ისე ხომ არ იცით რა განსხვავებაა და რა დროს რომელი უნდა ვიხმარო? |
Posted by: rtuli 10 Aug 2009, 18:42 | ||
upwave
არასოდესმიყიდია მცენარეული ნაღები და ვერგეტყვი რისგან არის დამზადებული,შესაძლოა ალბათ სოიოს რძის ნაღებით მეც დამაინტერესა და უნდა წავიკითხო ერთხელ შემადგენლობა.ნუ დადებითი ის აქვსალბათ,რომ მარხვაში გამოიყენებ და ვეგეტარიანელი თუ ხარ გაგიმართლა ჩვეულებრივი ნაღები მზადდება ძროხის რძისგან მოხდილი ნაღებით.ნუ არვიცი კამეჩის რძეს თუ მოხდიან ნაღებს,ეგეც წავა |
Posted by: kukuruku 10 Aug 2009, 18:51 |
upwave გასინჯე ერთ შენ გახარებას. მე გუდვილში ვერ ვივლი, იქაა ნაირ-ნაირი ნაღები და მიცკევიჩზე ახლოს მაქვს ,,პოპული" მაგრამ რო გითხრა დიდი ასორტიმენტია მეთქი არა, ზოგჯერ ვანილიც კი არ აქვთ. ,,ნიკორაც" ახლოსაა ჩემთან, დიდი საფირმო მაღაზია. ალბათ იქ იყიდება სკანდინავიური ნაღები, პარმალატის მართლა ძვირია rtuli -ის თქმის არ იყოს. ,,ზემელი'როა სუპერმარკეტი იქ ვყიდულობდი ხოლმე, პატარა შეფუთვით. |
Posted by: rtuli 10 Aug 2009, 20:58 | ||
kukuruku
არა, ვყიდულობ ,,დინამო,, სტადიონის მოპირდაპირე მხარეს,არის შესასვლელი ,,დოლარ სტორის,, მარაზიასთან,მანდ არის ბევრი პროდუკტის პატარა მაღაზიები, იქ იკითხე. |
Posted by: upwave 11 Aug 2009, 11:36 | ||||
rtuli
მანდ მეც ვიყავი და მიუხედავად მაღაზიის პატარა ,,გაბარიტებისა", საკმაოდ სავსეა გემრიელობებით და თანაც იაფია. kukuruku მართალი გითხრა ათქვეფით არ ამითქვეფია, უბრალოდ ,,ზაპეკანკებში" ვიხმარე და კარგი იყო ნამდვილად. და რომ შეგპირდით ღამე სახლში ვნახავ მეთქი, კომპთან საერთოდ ვერ დავჯექი ჩემი ცუღლუტების გამო (ღამის 12 საათზე პირიქით, მე დამაძინეს ) და დღესაც მეშიანია დაგპირდეთ, მაგრამ ყველანაირად ვეცდები. * * * ე. ი. ეხლა ვნახე და მცენარეულია Sania-ს ნაღები, ოღონდ, რატომღაც რძის ფხვნილიც შედის შიგ (თუ ეგრეც უნდა იყოს?) |
Posted by: n_j 11 Aug 2009, 16:07 | ||||
ამ ორს შორის შედარებაც არ არის გემოს თვალსაზრისით, ერტხელ ვიყიდე სანიას მცენარეული ნარები და მაგარი უგემური რამეა, კონსისტენციამახ არ დამაკმაყოფილა, ნამდვილ ნაღებთან ახლოსაც ვერ მოვა |
Posted by: annak 11 Aug 2009, 16:09 | ||||
n_j
მე თითქოს კმაყოფილი დავრჩი, ცუდი არ იყო მაგრამ აი სკანდინავიურ ნაღებთან ახლოს ვერ მივა. upwave
მგონი არა. დღეს იმედია იმ თურქულ ნაღებს მოვუხერხებ რამეს და შთაბეჭდილებებს დაგიწერთ. |
Posted by: n_j 11 Aug 2009, 17:28 | ||
annak
რას ვგულისხმობ იცი, რაღაცნაირი იყო, პირში ვერ იგრძნობდი, თითქოს ქაფი იყო, ძალიან მსუბუქი და უგემური |
Posted by: nanana 11 Aug 2009, 17:31 | ||
n_j
აუ გეთანხმები. ცელოფნის პარკივით არაფრისმთქმელი გემო აქვს ხელოვნურ ნაღებს. ისე ნებისმიერი გემრიელი კრემი, კარგი კარაქით, რძით და კვერცხით იმდენი ჯდება რამდენიც ნაღები |
Posted by: rtuli 11 Aug 2009, 19:10 | ||
n_j
100% სამარხვო მაიონეზი და ჩვეულებრივი მაიონეზის შორის რამხელა სხვაობაა,ან გინდა ის მომენტიკარგი სრულყოფილი რძედა ცხიმ გამოცლილი,რამხელა განსხვავებებია გემოში! ალბათ გაგისინჯავს ცხიმ გამოცლილი ყველი,რა უგემურია და ღრაჭუნა ყველაფერთავისი დანიშნულებადაადგილი აქვს,ანუ ნაღები და მცენარეული ეს უკვე აბსურდია |
Posted by: Solveig 12 Aug 2009, 15:14 | ||
მცენარეული ნაღები, არავის ეწყინოს და, არის სრული სისულელე.. რა ბოდიშს ვიხდი, აგერ, rtuli-ც იგივეს ამბობს ბუნებაში არ არსებობს ეგეთი რამ..და რასაც ნაღებს ეძახიან, ეგ არის ჰიდროგენიზებული მცენარეული ცხიმი, მთელი ქიმიური პროცედურების ჩატარების შემდეგ...არაა ეგ ჯანსაღი საკვები. ათასი სტაბილიზატორები, გემოს დანამატები დ ასე შემდეგ ემატება მერე. ნაღები არის ის, რაც არის და არანაირი მცენარე და სოკო...ნაღების სიკარგის მთავარი მაჩვენებელია ცხიმიანობა, სისქე /არაჟანზე ოდნავ თხელი), სუსტი სურნელი, მოთეთრო-მოყვითალო ფერი. ვისაც უნდა ძალიან კარგი ნაღები, უნდა ჩავიდეს ახალციხეში ზაფხულში, ავიდეს მთაში, გაურიგდეს გლეხს, მოაწველინოს ძროხა და გაატარებინოს სეპარატორში მერე ჩადგას საყინულე კონტეინერში და წამოიღოს...ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად თუ არადა, მაშინ ცოტა წონიან ბრენდებს დასჯერდეს,.. rtuli
ეგ სხვა "სიმღერაა, იმის გათვალისწინებით, რომ სამარხო მაიონეზს არ აქვს მთავარი კომპონენტი-კვერცხი. |
Posted by: pipa 12 Aug 2009, 18:57 |
მცენარეულ ნაღებს აწერია, რომ სოიოსგან მზადდება.ანუ სოიოს რძეც არის და ნაღებიც. ასეთი იყიდება გუდვილში. |
Posted by: rtuli 12 Aug 2009, 20:05 | ||||
Solveig
სეპარატორშიცრომ არ გაატარო ეგ რძე ახალქალაქში დაახალციხეში ,იმდენადცხიმიანია რომ,უბრალოდ კოვზით მოხსნა საკმარისია დამდგარ რძის ზედაპირიდან .აი სადარის 100% ეკოლოგიურად სუფრთა რძე,ნაღები,კარაქი,ყველი + 100% წონაში მატება
ნამდვილად სხვა პესნიაა მაგრამ,ხომ იცი ,ერთი კომპონენტიც რომ აკლია რამეს ის უკვე არასრულყოფილია და აქედან გამომდინარე, არც ისეთი გემრიელია როგორიც უნდა იყოს. |
Posted by: Solveig 12 Aug 2009, 22:36 | ||
ჰო, მაგრმა მაშინ იქ ღამის გათევა მოგიწევს მე მთლიანად მოუხდელი ან მოხდილი რძისგან გაკეთებული ყველი არც მიყვარს...მოუხდელი რძისგან გაკეთებულ დამწიფებულ და მარილში გამოყვანილ ყველს ნასვრეტებიდან ერბო ჟონავს (არ ვხუმრობ) და დიდად არ მსიამოვნებს. ყველაზე კარგია ე, წ, ნახევრად მოხდილი, ანუ საღამოს მოწველილ რძეს სეპარატორში გაატარებენ და დადგამენ დილამდე, დილით მოწველილს დაამატებენ და ისე იყვანენ ყველს. მოხდილი ყველისგან ჩეჩილს თუ გააკეთებ, ჩვეულებრივი კვერი-ყველი ისე მაგრდება, როგორც ქვა...კბილებს ზედ დაგატოვებინებსს, პროთეზს ვინ ჩივის მომენატრა ახლა ((( ისე, ეს თემა საკონდიტრო ნაწარმზეა და რას მივახტი ყველს |
Posted by: mariaa 16 Aug 2009, 16:39 |
ნუშის თაფლიანი პეჩენიების რაცეპტი ხომ არ იცით? |
Posted by: rtuli 16 Aug 2009, 17:38 |
მოცვის ნამცხვარი 2ცალი კვერცხი 150გრ.შაქარი 8 ს.კ. რძე 130 გრ. კარაქი 250 გრ. ფქვილი 0,5 ს.კ. ლიმონის წვენი ცოტა ლიმონის ცედრა(ქერქი) 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ვანილი 400გრ. მოცვი+1 ს.კ. ვანილის პუდინგი(თუ არ გაქვთ 1ს.კ. სახამებელი+50გრ. შაქრის პუდრი). გავთქვიფოთ შაქარი და კარაქი ჰაეროვან მასამდე,სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები.ამ მასას ნელ-ნელა დავამატოთ:ლიმონის წვენი,ცედრა,ვანილი,დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი და თან დავამატოთ რძე. ყალიბსძირზე მოუსვათცოტაცხიმი და კარგათ მოვაყაროთ საფანელი.გადავიტანოთ ცომის მასა დაზემოდან მოვათავსოთ გულსართი,ანუ მოცვში აურიოთ პუდინგი. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 25-30 წუთი. პ.ს.შეგიძლიათ პუდინგი(სახამებელი) არმოაყაროთ მოცვს,უბრალოდ ყალიბიში ჩაყაროთ მოცვი+შაქარი, ზემოდან დაადოთ ცომი და ასე გამოაცხოთ. http://www.radikal.ru |
Posted by: shtori 17 Aug 2009, 23:01 |
rtuli გამარჯობა შენი რჩევა მჭირდება ბეზეს გამოცხობა მინდა და ასეთი რეცეპტი ვნახე: Яичные белки взбить в крепкую пену, продолжая взбивать всыпать тонкой струйкой половину сахара и ванильный сахар. Затем осторожно перемешивая широкой ложкой или лопаткой добавить оставшийся сахар или сахарную пудру. ოღონდ ვერ გავიგე დარჩენილ შაქარს რომ დავაყრი უბრალოდ უნდა ავურიო კოვზით და არ სჭირდება გადნობა, შევდებ ღუმელში და გამოვაცობ? გამდნარი თუ არ იქნება შაქარი გამოცხვება საერთოდ? ან იქნებ კოვზით დიდხანს უნდა ვურიო რომ გადნეს შაქარი? არ არის მითითებული რეცეპტში სამწუხაროდ. როცა მოახერხებ იქნებ მირჩიო რამ |
Posted by: auau 17 Aug 2009, 23:23 |
shtori წავიკითხე შენი რეცეპტი.ბეზეს ყველა თავისებურად ამუღამებს. ვიცი ქალები, ვინც მხოლოდ ხელით თქვეფენ, მიქსერს არ იყენებენ ბეზესთვის. მასეთი ხერხით ტორტის ბისკვიტი გამიგია, მაგრამ ისიც ფქვილის არევის დროს უნდა იხმარო კოვზი. ბეზეს კლასიკური რეცეპტია - ცილები + სულ ცოტა მარილი ითქვიფება კარგად, შემდეგ თანდატანობით მიეთქვიფება შაქარი და ვანილი და მაშინვე ცხვება. არის ბეზეს ვარიანტი, როცა გატქვეფილ მასას ორთქლის აბაზანაზე დადგამ, თან ურევ სქელი მასის მიღებამდე. შაქრის ნაცვლად იგივე რაოდენობის შაქრის პუდრაც შეიძლება |
Posted by: ex_tunc 18 Aug 2009, 15:20 |
shtori იქნებ ეს დაგეხმაროს rtuli-ს დადებულია: http://forum.ge/?f=82&showtopic=33937461&st=660 დაწვრილებითაა აღწერილი ბეზეს მომზადება |
Posted by: shtori 18 Aug 2009, 16:10 | ||
auau
მარილი რისთვის სჭირდება? შაქარი აუცილებლად კარგად გახსნილი უნდა იყოს ხო კარგად რომ გამოცხეს და არ ჩაიფუშოს? ex_tunc გმადლობ მაგრამ სხვა რეცეპტი მაინტერეებს. ეგ 5 წუთში ცხვება და მე ბეზეს ფორმების გამოცხობა მინდა, მაგარი როა და რამდენიმე საათი სჭირდება გამოცხობასო. მოკლედ გამოვაცხობ სარამოთი და ვნახოთ თუ გამომივა |
Posted by: miau 18 Aug 2009, 20:08 | ||
shtori
აი, ასე: 4 ცილა 1 ჭიქა შაქარი (მსხვილი არ უნდა იყოს) 1 მწიკვი მარილი რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ვანილი წინასწარ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ვაცხელებთ ქურას, ფორმას კი ვაყრით ფქვილს. კარგად გაციებულ ცილებს ვასხამთ მშრალ ჯამში, ვაყრით მარილს და ვასხამთ ლიმონის წვენს, ვთქვეფთ მიქსერით მანამ, სანამ ღრუბელივით მასას არ მივიღებთ, ჯამს რომ გადმოვატრიალებთ, მასა არ უნდა იძვროდეს, შემდეგ ნელ-ნელა ძალიან ცოტა-ცოტა შაქარს თან ვაყრით და თან ვთქვეფთ (თქვეფა არ უნდა შევაჩეროთ), საბოლოოდ შაქარი უნდა გაიხსნას და მასა იყოს ისეთი მკვრივი, რომ ჯამის გადმოტრიალების შემთხვევაში არ იძვროდეს ადგილიდან. ამის შემდეგ სურცილისამებრ ვდებთ ფქვილმოყრილ ფორმაში (შეიძლება ლმაზი ფორმების მიცემა და ისე გამოცხობა, შეიძლება მთლიანად ჩავდოთ ფორმაში და ერთიანად გამოვაცხოთ) და ვდგამთ ქურაში, რომ გაფუვდება ბეზე, სულ ოდნავ გამოვხსნით ქურას, შეიძლება დანა ან კოვზიც ჩაატანო, რომ არ დაიხუროს და 2 საათის განმავლობაში ვაშრობთ, შეიძლება მეტიც დაჭირდეს, მთავარია, რომ მთლიანად უნდა იყოს გამომშრალი. არსებობს სხვა ვერსიებით ფქვილით (მერენგა ჰქვია) და ამ შემთხვევაში შედეგი უფრო გარანტირებულია, მაგრამ კლასიკური ბეზე ასე ცხვება და ჩემი აზრით, გემოთიც განსხვავდება ფქვილიანი ვერსიისაგან ზოგი შაქრის ნაცვლად შაქრის პუდრასაც იყენებს, მაგრამ მე რატომღაც შაქსრი უფრო მაქვს "დამუღამებული" * * * PS. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კვერცხის გულის თუნდაც ერთი წვეთი ან ცხიმი გაერიოს ბეზეში, თორემ გათქვწფა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. ამის წინ ვუყურე, როგორ გათქვიფა ბეზე ერთმა ფრანგმა შეფ-მზარეულმა - გაყინული წყალი გადაურია, თუმცა მე ამ ექსპერიმენტზე თავი შევიკავე ბეზეში შეიძლება გადავურიოთ დაფქული ან დამტვრეული ნიგოზი,ნუში, თხილი, ვანილი და კაკაო |
Posted by: Solveig 19 Aug 2009, 19:43 | ||
miau
უი, მე მერენგა ვიცოდი, როგორც კრემით შეწებებული 2 ჩვეულებრივი ბეზე... |
Posted by: asiko 20 Aug 2009, 16:49 |
ბავშობაში ვაკეთებდით ბეზეს ტორტს. ბეზეებს აცხობდი პატარებს (შუების ფორმის) და მერე ამ ბეზეებს აწყობდი კრემიტ თეფშზე. მერე კოვზით უნდა გადმოგეღო შენს თეფშზე. თუ მიხვდით ვინმე, რაზე ვსაუბრობ და იცით რეცეპტი, იქნებ მითხრათ. კრემი მგონი სგუშონით კეთდებოდა... |
Posted by: lola_keta 24 Aug 2009, 20:25 |
ფახლავის რეცეპტიი ვაკეთებთ ფენოვან ცომს ანუ 1.5 ჩაის ჭიქა წყალი, ერთი მწიკვი ლომონმჟავა, 3ს.კ. ზეთი, 5 ჩაის ჭიქა ფქვილი. ჩავზილოთ ჯერ დანით და მერე ხელით მოვზილოთ. ცომი ათჯერ დავახეთქოთ მაგიდაზე (თუმცა ეს რისთვისაა საჭირო არ ვიცი ) მერე ცომი უნდა დავასვენოთ 15-10 წუთი. მერე ცომს ვყოფთ ორ ნაწილად და თითოეულს ვაზელთ მარგარინს (ან ერთი უსტამი ან ორი ვიტამი(მარგაინი 6 ნაწილად უნდა გაიყოს)) , წავუსვათ სამ-სამჯერ დავკეცოთ და მაცივარში შევდოთ 20-20 წუთი(ხო მართლა ცომი არ უნდა გაიყინოსო). ეხლა შიგთავსი 2 კვერცხის ცილით გავაკეთოთ ბეზე, ბეზეში ვანილი და დარიჩინი(დარიჩინი კატასტროფულად უხდებაა). მერე გაკეთებულ ბეზეში ვუმატებთ 2 ჭიქა დაჭრილ ნიგოზს და 1ჭიქა ქიშმიშს. ეს ყველაფერი მზად რო იქნება გამოვიღებთ ცომს დავდებთ ჟარუნაზე და ამ გულს წავუსვამთ, მერე დავაფაროთ ზემოდან მეორე ცომი. დავჭრათ (მე პირადად 5-4ზე დავჭერი და მერე სამკუთხედებად გავხადე) ზევიდან წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ გაზქურაში 10-12 წუთის მერე გამოვიღოთ და ზევითან მოვასხათ ერთი ჭიქა გამდნარი თაფლი ისე რომ გაჭიპჭიპდეს ხოდა მერე კიდე სულ ცოტახანს შედგავთ და მზადაა პ.ს. ესაც შედეგიიიიი http://www.radikal.ru |
Posted by: ვირტუალური 24 Aug 2009, 20:44 |
ბულკებს არაჟანი თუ ჭირდება ვერ მეტყვით??? |
Posted by: miau 24 Aug 2009, 20:50 | ||
natka-q
სამარხვო ტარტალეტკა ქოქოსის კრემით დავადნოთ 250 გრამი სამარხვო მარგარინი და დავასხათ 3 ს/კ შაქარს და 2 ჩ/ჭ ფქვილს. დავუმატოთ 2 პირსავსე ს/კ სამარხვო მაიონეზი და 1 ჩ/ჭ ფქვილში გახსნილი 1 ჩ/კ სოდა ან ერთი პაკეტი "რაზრიხლიტელი", ცოტა ვანილი და ტარტალეტკის ფორმებში გამოვაცხოთ. კრემი: 1 ჭიქა ქოქოსის ბურბუშელას დავასხათ 1 ლ. წყალი და ვხარშოთ მანამ, სანამ სითხე ბლანტი არ გახდება, შემდეგ გადავწუროთ კარგად. 3 ჭიქა ქოქოსის ნახარში + 2 ჭიქა შაქარი + 1 ჭიქა ფქვილი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, მთლიანად ერთიან მასად უნდა გადაიქცეს, არ უნდა ჰქონდეს კურწლები. შემდეგ ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე და თან ვურიოთ, რომ წამოდუღდება, კიდევ 3-4 წუთით ვშუშოთ, კრემმა არ უნდა მიიწვას. გავთქვიფოთ 200 გ. სამარხვო კარაქი და შევათვიფოთ გაციებული ქოქოსის კრემი+ ცოტა ლიქიორი. ტარტალეტკებში ჩავდოთ რაიმე ჯემი, შემდეგ კრემი და ზემოდან მოვრთოთ ქოქოსის ბურბუშელათი. ზემოდან მოვრთე ყურძნით. http://img89.imageshack.us/i/picture153.jpg/ |
Posted by: rtuli 24 Aug 2009, 20:50 | ||||
ვირტუალური
ცომს გააჩნია რა რეცეპტით ამზადებ,ზოგი არაჟანზე იზილება,ზოგი რძეზე,ზოგი წყალზე lola_keta
углекислый газ (ქართულად არვიცი)იდევნება ცომიდან და კარგათ გადაზელვით იჟღენთება ჟანგბადით |
Posted by: miau 25 Aug 2009, 12:04 | ||
asiko
მეც მახსოვს მადამ რაღაცა ერქვა პატარა ბეზეები იყო ცალ-ცალკე დაცხობილი და ფენა-ფენა შეერთებული მოხარშული შედედებული რძით ბებიას უყვარს ძალიან |
Posted by: auau 25 Aug 2009, 20:47 | ||
miau
მადამ ფუფუ? მაგ ტორტს კარგად აკეთებს ქალბატონი allegro. განთიადში გააკეთა ერთხელ და გემო არ მავიწყდება |
Posted by: Snow Crash 26 Aug 2009, 13:35 |
http://www.radikal.ruგახეხილი პეროგი: მასალა: 2 ჩ.ჭ ფქვილი, 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი, 2/3 ჩ.ჭ. შაქარი, 120 გრამი მარგარინი. გული : ვაშლი გათლილ-გახეხილი 4-5 ცალი, ან ვაშლი ცოტა ჩაშუშული, ან ნებისმიერი ჯემი, ან სქელი მურაბა. მომზადება: ფქვილი გავცრათ+გამაფხვიერებელი+შაქარი და გახეხილი მარგარინი. კარგად ავურიოთ სანამ ქადის გულის მაგვარი არ გახდება. გამოცხობა: მე გავაკეთე ორმაგი და გამოვაცხვე ჟაროვნაზე - იდეაში ფორმაში ცხვება. ცომის 2/3 დავყრით ფორმაზე და ხელით დავტკეპნით. გავანაწილებთ გულს და თავზე მოვაყრით დარჩენილ 1/3. ცხვება ნახევარ საათზე ცოტა მეტში. |
Posted by: dariala 29 Aug 2009, 11:27 |
ნაღების კრემის რამე კარგი რეცეპტი გეცოდინებათ რა ვინმეს? |
Posted by: Dr_Zuzumbo 29 Aug 2009, 12:34 |
ადრე სადღაცა დავწერე და აქაც გავიმეორებ- ბეზე არა "ცხვება"- ჰაერღუმელში ხდება მისი გამოშრობა- 100 გრადუს ტემპერატურაზე და დიდხანს. რამოდენიმე რჩევა ბეზეს კეთებისათვის: საუკეთესო შედეგს მიაღწევთ მოუკალავ სპილენძის ჭურჭელში თქვეფისას. არა დაიწყოს ვინმემ სპილენძით მოწამლვის შესახებ ლექცია- უკვე გავლილია ეს საკითხი- თუ არ ხარშავ რამეს სპილენძის ჭურჭელში, სპილენძი არ მოგწამლავთ. ფრანგი პროფესიონალი კონდიტორები მხოლოდ ასეთ ჭურჭელში თქვეფენ და პროფესიონალურ მაღაზიებში მხოლოდ ბეზეს სათქვები სპეციალური ჭურჭელიც იყიდება. თქვეფა მხოლოდ ხელით- მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება მისი ჟანგბადით გამდიდრება და გაფუება. |
Posted by: BadbadGirl 29 Aug 2009, 12:57 |
ახლა ვნახე ფეისბუქზე ჩემი ამხანაგის მიერ გამოცხობილი მაფინები ქორწილისათვის. ასეთი სილამაზე მაფინი არ მინახავს ! ერთ სურათს დავდებ ყვავილების მასიდან დაწყებული, თავად ყვავილითა და მაფინით დამთავრებული ყველაფერი მისის ხელითაა მომზადებული. |
Posted by: rtuli 29 Aug 2009, 13:34 | ||
BadbadGirl
კარგი ხელი აქვს აშკარად. თითქოს ჩანს რომ, შაქრის პუდრით აქვს მოზელილი ეგ ყვავილების მასალა. არადა მე მარშმელოუთი+შოკოლადის დამატებით მასალას გამოვიყენებდი.უფრო ნაზი საჭმელია და სასიამოვნო |
Posted by: BadbadGirl 29 Aug 2009, 13:37 | ||
rtuli არ ვიცი ნამდვილად Ö nite
მართლა კარგი ხელი აქვს ამ გოგოს. საოცრებებს აკეთებს და საკონდტროებში კი არ ღებულობენ , სპეც კურსები უნდა გქონდეს გავლილიო. ვინ იცის იქნებ კარგიცაა. ახლა ჰობის დონზეა და რამდენი შეკვეთაც აქვს იმდენს ამზადებს, სამუშაოს დინეზე რომ იყოს შეიძLება სულ გაუქრეს შთაგონება . |
Posted by: miau 29 Aug 2009, 14:47 |
dariala http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=0entry12805692 აქ არის ქოქოსის ტრიუფელის ნამცხვარი და მაგისი კრემია ძალიან გემრიელი |
Posted by: BadbadGirl 29 Aug 2009, 14:57 |
ვსიო მეტს აღარ შეგაწუხებთ სურათებით |
Posted by: miau 29 Aug 2009, 18:00 |
Moreira კარგი აჭარული ბაქლავა გაყიდვაში არ მინახავს, ისე, რეცეპტი შემიძლია შემოგთავაზო ცოტა რთულია, მაგრამ სასწაულია http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=345entry7287033 - ეს არის აჭარული ბაქლავა |
Posted by: mzi 31 Aug 2009, 16:26 |
რტული........... ეს თქვენი რეცეპტია. მე წუხელ მოვამზადე ლიმონით მსგავსი კრემი,ანუ არა იდენტური მაგრამ ძალიან გემრიელი და მაცივარში 2 კვირის მანძილზე შეგიძლია შეინახო შუშის ბანკაში.აი რეცეპტიც: 4 ლიმონი 4 ცალი კვერცხი 100 გრ. კარაქი 500 გრ. შაქარი ლიმონებს გაწურავ და ერთი ლიმონის კანსაც გახეხავ(ცედრას). ათქვეფავ კვერცხს და შაქარს +კარაქს +ლიმონის წვენი და ცედრა. მოათავსებ ქვაბში და როგორც ზემოთ აღვწერე ისე მოამზადებ აბაზანაზე ამ პომადკას. როცა შესქელდება ჩაასხი ქილაში და მერე გამოიყენე. აი მე ამ ფხვიერი ცომის ნამცხვარზე გამოვიყენე http://forum.ge/?act=Attach&type=post&id=12523132 რთული ძალიან გთხოვთ ამ ცომის რეცეპტი დამიწერეთ |
Posted by: rtuli 31 Aug 2009, 22:02 |
mzi ჩვეულებრივი ფხვიერი ცომია,ანუ: 350გრ.კარაქი(ან მარგარინი)ოთახის ტემპერატურის 1 ჩ.ჭ . შაქარი მწიკვი მარილი ცოტა ვანილი 3,5 ჩ.ჭ ფქვილი ჯამში აურიე შაქარი და ცხიმი+ვანილი. გაცერი ფქვილი+მარილი და სწრაფად გადაურიე ცხიმიან მასას. გადაიტანე ცელოფანში და 40 წუთით გააჩერე მაცივარში. გაშალე ცომი 1 სმ. სისქეზე (ოდნავ უფრო თხლად ) გამოჯერი გინდა მრგვალი ფორმა,გინდა ოთხკუთხედები,მეორეზემოდან დასადები ნაწილში გული ამოუღე და გადაიტანე ლანგარზე,შედემაცივარში კიდევ 15 წუთით. გამოიღემაცივრიდან და გამოაცხე 190 გრადუსზე დაახლოებით10-15 წუთი,შეყვითლდება. გააციებ გადაუსმევ ლიმონის გულსართს ან თუნდაც ჯემს დაშეაერთებ ერთმანეთში ნამცხვრებს. მაგ ლიმონის გულსართით მოვამზადეარაჩვეულებრივი რულეტი http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=15entry13173733 |
Posted by: tasikuna-taso 1 Sep 2009, 16:52 | ||
კვერცხი ცილიანად უნდა ათქვიფო? |
Posted by: rtuli 1 Sep 2009, 22:03 | ||
tasikuna-taso
ნამდვილად ცილიანად! კარგი გოგლი-მოგლი გათქვიფე. ეს არის Lemon Curd |
Posted by: Dancer 2 Sep 2009, 11:26 |
ხაჭოს პეჩენია 200 გრ ხაჭო 200 გრ შაქარი 1 კვერცხი 250 გრ გამდნარი მარგარინი სოდა-ძმრით და ვანილი ფქვილი იმდენი რომ ცომი ხელს არ ეწებებოდეს |
Posted by: vampiria 2 Sep 2009, 14:15 |
ბაქლავა სადმე თუ იყიდება მეც მაინტერესებს ბათუმში მარტო ჯორჯიტაში ვნახე ახლო-მახლო და ძააალიან კარგი ქონდათ... აქ არ მინახავს სუპერმარკეტებშიც არსად არავინ იცით? |
Posted by: waiter 3 Sep 2009, 10:51 |
გამარჯობათ, იქნებ დამეხმაროთ თუ ვინმემ იცის სად შეიძლება შევუკვეთო შოკოლადის ფონდიუ, თუ აქვს რომელიმე საკონდიტროს ამის მომსახურება? |
Posted by: rtuli 3 Sep 2009, 14:17 | ||
waiter
არვიცი თუ აკეთებენ სადმე თბილიში. მე მაგალითად თვითონ ვამზადებ ძალიან მარტივია: ანუ შოკოლადი და ნაღები 36% ერთნაირი პროპორციებით 1:1ზე ჩადე ჭურჭელში(კერამიკაში,ან შუშის ცეცხლ გამძლეში)ორთქლის აბაზანაზე გაადნე,როცა შეგრილდება ოდნავ გათქვიფე და მერე თუ გინდა მოხალული ნუში დაამატე,თუ გინდა ცოტა კონიაკი,ლიქიორი. დაჭერი სასურველი ხილი,ამოავლე და მიირთვი შეიძინე ხისჩხირები გრძელი და გამოიყენე |
Posted by: Angelopulosi 3 Sep 2009, 14:30 |
აჭარული ბაქავის რეცეპტი იდო აქ და ფენები რამდენია საჭირო? |
Posted by: tasikuna-taso 3 Sep 2009, 14:48 |
რა საოცარ რამეებს ამზადებთ ნაღებისგან. მეც მინდა მოვამზადო, მაგრამ ქუთაისში არ იშოვება. თუ ვინმე სადმე გადააწყდით, დაწერეთ რა |
Posted by: elizaveta 3 Sep 2009, 15:23 |
კულინარიის დედებო, დამეხმარეთ რა კექსის ფორმები რომაა, უგულო ამოღრუტნული ახალი ვიყიდე და ისე მიიკრო ჩემი კექსი, ნაწილ-ნაწილ ამოვიღე როგორ უნდა ამოვაბრძანო ისე, რომ არ მიიკროს? ტეფალისაა არადა, წესით ასე არ უნდა გავემწარებინე |
Posted by: waiter 3 Sep 2009, 15:57 |
rtuli მსე კი კაია და ძალიანაც გემრიელი იქნება, მაგრამ ქორწილში მინდა რომ რესტორნის ეზოში სტუმრებმა ლოდინისას მიირთვან, კი იყიდება ეს შოკოლადის შადრევნები, მაგრამ მაინტერესებს ვინმე თუ გამიკეთებს მადლობთ გამოხმაურებისთვის |
Posted by: rtuli 3 Sep 2009, 18:29 | ||
elizaveta
მეცმაქვს ტეფალის მაგრამ არვენდობი მაინც+თუ კეკსში ხილეული ურევია მითუმეტეს. მე ზეთს ვუსმევ ფუნჯით და მერე ფქვილს ან საფანელს ვაყრი,მხოლოდ ძირზე ოღონდ,გვერდებს არუნდა ცომს მოსაჭიდი სჭირდება ,როცაგამოცხვება შემოვუტარებ დანას გვერდებზე და 10-15 წუთის მერე ვიღებ კეკს ყალიბიდან. |
Posted by: miau 3 Sep 2009, 23:24 | ||
elizaveta
სახლში მაქვს ჩვეულებრივი მეტალის (მაღალი ხარისხის) და ტეფალის კექსის ფორმები, ორივეს ვუსმევ ცხიმს და ვაყრი ფქვილს, პირველს არასოდეს უმტყუნია, მსგავსი არასოდეს მახსოვს, აი, ტეფალი - რა მოგახსენო და რით გაგახარო, ხშირად იკრობდა და დავდე კიდეც ბნელ კუთხეში არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებ ხოლმე - ცხიმს ვუსმევ და ფქვილს ვაყრი, რომ გამოვიღებ, წმინდად დაზღვევისთვის შემოვატარებ ხოლმე დანას, თორემ ეგეც არ ჭირდება აი, თუნუქის ფურცლებმა კი ამკიდა ინფარქტი - თაფლიანი ფენები რამდენჯერაც გავაკეთე, იმდენჯერ მიიკრო, არადა, მაგავე ცომით ჩემი ახლობლები სულ უპრობლემოდ აცხობენ და არანაირი პრობლემა არა აქვთ. |
Posted by: BadbadGirl 3 Sep 2009, 23:33 | ||
miau
Baking Paper შველის მაგას. დადებ თუნუქის ფურცელზე. ოდნავ ფქვილს მოაყრი და ეგაა. |
Posted by: elizaveta 4 Sep 2009, 10:44 |
rtuli miau დიიდი მადლობა კი მითხრეს სახლში, ძველ ფორმაში გამოაცხვეო, არ დავუჯერე და აი... აწი გავითვალისწინებ |
Posted by: forumeli007 4 Sep 2009, 12:38 |
გოგოებო ლამაზებო, ჭკვიანებო, კულინარიის დედოფლებო დამეხმარეეეთ გთხოოოვთ!!! მაცივარში აღმოვაჩინე 2 ცალი ლიტრიანი ამჟავებული მაწონი... მინდა რაღაც ნამცხვარი გამოვაცხო და მასწავლეთ რა რა გამოვაცხო, ბლინები არ მინდა, ერთი ლიტრიანით მაწვნის კერძს გავაკეთებ, უგემრიელესი გამომდის, აი მეორეთი კი რაღაც ნამცხვარი მინდა გავაკეთო და არ ვიცი რა.... გადაქცევა არ მინდა, ხო კეთდება ამჟავებული მაწვნით რამე ნამცხვარი არა??? ძალიან ამჟავებულიც არაა რა თქმა უნდა ძალიან გთხოვთ მომაწოდოთ იდეები, მართლა მინდა რაღაც ტკბილეული გავუკეთო ჩემ ოჯახს |
Posted by: rtuli 4 Sep 2009, 13:28 | ||
forumeli007
აიეს უგემრიელესი ვაშლის ღვეზელი მოამზადე http://forum.ge/?f=82&showtopic=33889992&st=435 მეორეგვერძე რეცეპტიც დევს. |
Posted by: miau 4 Sep 2009, 15:28 | ||
BadbadGirl
ქაღალდი ვიცი, მაგრამ უქაღალდოდ როგორ აცხობენ, ეგ მაგიჟებს forumeli007 კექსში შეგიძლია გაუკეთო და ძალიან კარგია. |
Posted by: BadbadGirl 4 Sep 2009, 17:01 |
miau დედაჩემი აცხობს უქარალდოდ. თუნუქის ფუცელზე ბევრ ფქვილს ყრის, და ცომლს ზუსტად ზომაზე აბრტყელებს და დებს მერე. არასდრო მიკვრია რაც თავი მახსოვს. |
Posted by: tos-ka 4 Sep 2009, 18:07 | ||
Angelopulosi
მინიმუმ 40 ფენა უნდა. ოღონდ თუ მომზადების პროცესისთვის არ გიყურებია, ცოტა გაგიჭირდება გაკეთება, ცომი ხელით უნდა "გაწელო" (გაბრტყელებას ნამდვილად ვერ დავარქმევ ამ პროცესს) და რაც მთავარია "ცომის დასვენება" არ უნდა გამოგრჩეს. |
Posted by: miau 4 Sep 2009, 20:12 | ||
forumeli007 შესაბამის თემაში გადავიტან და tasikuna-taso - ც იქ ნახავს * * * tasikuna-taso forumeli007 http://forum.ge/?showtopic=33695832&st=345entry15358101 შებრძანდით * * *
http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=345entry7287033 აჭარული ბაქლავის რეცეპტი |
Posted by: rtuli 6 Sep 2009, 12:16 |
ვაშლის ღვეზელი. 200გრ.კარაქი(ოთახის ტემპერატურის) 350-400გრ.ფქვილი(ცალკე კიდე100გრ.მოსაყრელად) 1ჩ.კ.სოდა(არა თავმობმული)+ძმარი 200გრ.არაჟანი 0,5ჩ.ჭ. შაქარი მოვზილოთ ნაზი ცომი დაშევდოთ მაცივარში 1 საათით(ცელოფანში გავახვიოთ). მოვამზადოთ გულსართი: 4 დიდი ვაშლი 1 ცალი ლიმონი(ანფორთოხალი) 1 ჩ.ჭ შაქარი(თუ ვაშლი ტკბილია ცოტა ნაკლები) ვაშლი გავფცქვნათ ,გავხეხოთ,ლიმონიც გავხეხოთ(დავაბლენდერე,კურკა გამოაცალეთ) დადააყარეთ შაქარი. ცომის 2/3დი, ხელით გაშალეთ ყალიბზე (ზეთ წასმულზედა ფქვილ მოყრილზე,30*25 ზომის).მოაყარეთცოტა ფქვილი და დაადეთ გულსართი(წვენსგაუშვებს გულსართი და ეცადეთსულ არშეაყოლოთ).დანარჩენი ცომის 1/3დი დავადოთ ზემოდან(მე კლეტკის ფორმა მივეცი,ცომი ძალიან ნაზია და იხევა,არშეშინდეთ). გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-45 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ გამომცხვარი ღვეზელი ღუმელიდან,გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრი. http://www.radikal.ru |
Posted by: miau 6 Sep 2009, 20:17 |
ფრანგული კექსი 250 გ. კარაქი 250 გ. შაქრის პუდრა 250 გ. ფქვილი 250 გ. ქიშმიში და ცუკატები 5-6 კვერცხი 1 ლიმონის ცედრა ვანილი 1/2 პაკეტი გამაფხვიერებელი ან 1/3 ჩ/კ სოდა ძმრით 1 ს/კ რომი ან კონიაკი შაქრის პუდრას და დარბილებულ კარაქს გათეთრებამდე ვთქვეფთ, ვუმატებთ 4 კვერცხის გულს და 2 კვერცხს მთლიანად, ფქვილს გამაფხვიერებლით (ან ცალკე სოდას ძმრით), ცუკატებს, ლიმონის ქერქს, ვანილს და ცალკე გათქვეფილ ცილებს კონიაკით ან რომით. ვდებთ ფორმაში და ვაცხობთ, სადღაც 30-35 წუთში მზადაა, ღუმელი გახურებული უნდა იყოს საშუალოდ. http://img198.imageshack.us/i/keqsi.jpg/ |
Posted by: BEKO 6 Sep 2009, 22:50 |
rtuli ზუსტად ეგეთ ვაშლის პეროგს ვაცხობ მეც, ოღონდ ცომში ერთ მთელ დაბლენდერებულ ლიმონს ვუმატებ, ძალიან მიყვარს. მენატრება ნამცხვრის გამოცხობა.... |
Posted by: rtuli 7 Sep 2009, 00:18 | ||
BEKO
მე კი გულსართში დავამატე * * * რულეტი 1 კოლოფი სგუშონი 2 ცალი კვერცხი 0,5 ჩ.ჭ ფქვილი 0,5 ჩ.ჭ სახამებელი 1 ჩ.კ სოდა+1 ს.კ. ძმარი ვანილი ცოტა ლიმონის ქერქი კარგათ გავთქვიფოთ კვერცხი,შევათქვიფოთ სგუშონი,დავამატოთ ვანილი,სოდა+ძმრით,და ფქვილ-სახამებელი. დავასხათ პერგამენტ დაფენილ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე,ოდნავ შეყვითლებამდე. გამოვიღოთ ღუმელიდან და 5 წუთის მერე ,ცხელივე,თავის პერგამენტის ქაღალდიანადმოვახვიოთ რულეტივით.გავაციოთ. გავშალოთ,თან მოვაცილოთ ქაღალდი.გადაუსვათნებისმიერი ჯემი ან კრემი. http://www.radikal.ru |
Posted by: mzi 7 Sep 2009, 17:31 |
rtuli უღრმესი მადლობა ასეთი გემრიელობისათვის კრუასანის რეცეპტი უნდა გთხოვოთ.... |
Posted by: rtuli 7 Sep 2009, 21:45 | ||
mzi
http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=195entry13602036 მოამზადეთ ძალიან გემრიელი ცომია |
Posted by: natka-q 8 Sep 2009, 10:47 |
rtuli თვითონ რისი კრემი უქენი თუ საიდუმლო არაა?! მარტო მოხარშული სგუშონით ნი ტო გამოვა არა?! |
Posted by: rtuli 8 Sep 2009, 11:00 | ||
natka-q
3 ს.კ. ფქვილი 0,5 ჩ.ჭ შაქარი 3-4 ს.კ. კაკაო 1 ჩ.ჭ.რძე ვანილი მშრალ მასას გადაურევ და დაასხავ თბილ რძეს ,დადგავ ძალიან ნელ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მოხარშავ შესქელებამდე. შეაგრილებ,დაამატებ 100გრ.კარაქს(ასე არიჭრება კრემი!) მე ამჯერად დავარღვიე ჩემი მეთოდი და გავთქვიფე კარაქი+თითო კოვზს ვათქვეფავდი გაციებულ შოკოლადის მასას,მერე საყინულეში შევდგი 20 წუთით,გამოვიღე ისევ გავთქვიფე 2 წუთის განმავლობაში დაწაუსვი,ხო კიდე ლიქიორი დავამატე ძალიან უხდება შოკოლადის მასას! ზემოდან შოკოლადის ფილა(მესამედი)+1ს.კ. ნაღები+1 ჩ.კ.კარაქი გავადნე და ზემოდან მოვასხი! |
Posted by: auau 9 Sep 2009, 19:46 |
გოგოებო! მიაუმ კრემში შეათქვიფა ქოქოსის ცხიმი და უკეთესი არაფერი მინახავს. ამ 20 წლის წინაც მქონდა ეს ცხიმი და არაჩვეულებრივად ვხმარობდი. მადფლობა ღმერთს, უკვე მივაგენი თბილისში ქოქოსის ცხიმის ადგილსამყოფელს! მაგაზე გამოცხობილი ნამცხვარი უნაზესი გამოდის. |
Posted by: Sidonia 9 Sep 2009, 21:19 |
ძალიან მინდა "ოპიუმის" რეცეპტი თუ ვინმეს გაქვთ (ნამცხვარია) |
Posted by: shilaida 9 Sep 2009, 22:23 |
auau სად შეიძლება შევიძინოთ ეს უნაზესი ქოქოსის ცხიმი, თუ საიდუმლო არ არის??? |
Posted by: kukuruku 9 Sep 2009, 22:30 |
მოკლედ! ავისრულე სურვილი და გავაკეთე ჩიზქეიქიც და ტერამისუც! ორივე მშვენიერი გამომივიდა. არ დამჭირდა მასკარპონეს გაკეთება, ,,გუდვილში" სულ ახლახან შემოუტანიათ ნამდვილი მასკარპონე, გერმანიიდან, 500 და 250 გრამიანი დაფასოებით. ვიყიდე 500 გრამიანი, ღირდა 9.90 ლარი. ცოტ-ცოტა შემოგვაქვსო ზოგჯერო, თქვეს, ბევრი მომხმარებელი არ ყავსო. ისე გამიხარდა რომ ვნახე, ვერ აგიწერთ. ახლა შემდეგი ,,გაჩერება" მაქვს ,,კრემ ბრულეე", მაგრამ ერთი პრობლემაა, სამზარეულოს პატარა ,,სვარკა" აქ არ იყიდება, დიდი წნევით ცეცხლს რომ უშვებს კრემ-ბრულეს ზედაპირზე შაქრის კარამელიზაციისთვის. აი ასე, როგორც ეს ცნობილი კულინარი აკეთებს, ნახეთ ბოლოს, 6:43 წუთიდან : |
Posted by: BadbadGirl 13 Sep 2009, 20:10 |
გამოვაცხვე შოკოლადის მუსი რეცეპტი იხილეთ ამ ბმულზე http://forum.ge/?showtopic=33695527&view=findpost&p=9449869 პ.ს. შაქარი გამომრჩენია, კვერცხი 2 კოვზ შაქარში უნდა აურიოთ ან საერთოდ ნუ აურევთ ნურაფერში ფქვილის გარდა. |
Posted by: BadbadGirl 13 Sep 2009, 20:45 | ||
rtuli კი გადავუღებ ")
პირველად ჩამოდის სტუმრად და ვცდილობ რაცხას * * * ვერ მოვითმინე და ჩამოვაჭერი ნამცხვარს გვერდი. ხო უნდა გამესინჯა როგორი გამოვიდა უხარისხო ფოტოა, უკეთესი ვერ გადავიღე ყავიფერი- პეჩენიების მასაა კაკაოსფერი- შოკოლადის მუსი თეთრი- მასკარპონეს კრემი. ორიგინალურ ვერსიას გადავუხვიე და კრემში არ გავურიე ყავა, არც შაქარი. შაქრის ნაცვლად თაფლით დავატკბე სულ ოდნავ |
Posted by: crazy-marii 15 Sep 2009, 22:44 |
დამიწერეთ ვინმემ ფუნთუშების რეცეპტი |
Posted by: miau 15 Sep 2009, 22:49 |
crazy-marii http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=345entry14018046 http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=405entry14110659 სარჩევს გადახედე ხოლმე |
Posted by: rtuli 15 Sep 2009, 22:50 |
crazy-marii ეს ფენოვანი ფუნთუშებია http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=1230entry12065150 ეს პიპას რეცეპტით ფუნთუშა ნახევარი ჭიქა თბილი წყალი+ნახ,ჭიქა თბილი რძე აურიეთ ერთმანეთს და დაუმატეთ 1 ს.კ. საფუარი, აცადეთ ასე 15 წუთი შემდეგ 1 ჩ.კ. ლიმოს\ნის წვენი 4 ს.კ. შაქარი 1 პაკეტი ვანილი 2 ს.კ. რბილი კარაქი და 3 ჭიქა გაცრილი ფქვილი, მოზილეთ მანადე სანამ ცომი ელასტიური არ გახდება შემდეგ თბილ ადგილას ასე 1.5 გააჩერეთ, შემდეგ კიდევ ერთხელ ამოზილეთ და 15 წუთი გააჩერეთ მერე აიღეთ ფორმა, ბურთულები დააწყვეთ(ახლოს არა) წაუსვით რძიანი კვერცხის გული, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და ასე გააჩერეთ ისევ 15 წუთი შემდეგ 180 გრადუსზე გამოაცხვეთ 15-20 წუთო ძალიან ფუმფულა გამოდის ჩემები ცოტა უფერო იმიტომ არის, რომ კვერცხის გული აღარ დამრჩენია და მარტო რძე წავუსვი |
Posted by: crazy-marii 15 Sep 2009, 22:50 |
miau rtuli მადლობთ ამ დღეებში გავაკეთებ და განახებთ რამე თუ გამომივიდა |
Posted by: miau 16 Sep 2009, 00:00 | ||
crazy-marii
მაღალი ხარისხის საფუარი თუ გექნება, 100% გამოგივა |
Posted by: upwave 16 Sep 2009, 01:38 | ||
miau
და ეგ რომელია? |
Posted by: miau 16 Sep 2009, 02:03 |
upwave იყიდება ჰოლანდიური მშრალი საფუარი და კიდევ ბრიკეტით. ჰოლანდიურ საფუარს სისტემატურადვხმარობ და კარგია, ახლა ეს მეორე ვარიანტი მაქვს და ესეც მომწონს |
Posted by: shoreshore 16 Sep 2009, 19:25 | ||
ქოქოსი როგორი უნდა? ფხვნილი ვიყიდო თუ ქოქოსის კაკლებისგან გამოვიღო? და რამდენ კვერცხიან ყალიბში გავაკეთო? წინასწარ გმადლობთ |
Posted by: rtuli 16 Sep 2009, 19:37 | ||
shoreshore
აქ კვერცხის გული მიწერია რეცეპტში და ცილა უნდა იყოს. ქოქოსის ფანტელი იყიდე.ფორმა 26სმ. დიამეტრის უნდა იყოს. |
Posted by: liziko 22 Sep 2009, 12:57 | ||
miau
ესეც შარლოტა.... მასალად დაგჭირდებათ: ქალის თითები, 2 შეკვრა ვიყიდე, (400გ) და დამრჩა 100გ. ნაღები (ჰალტე) ასათქვეფი (ვიყიდე 1ლ-იანი, დამრჩა ნახევარი) ჟელატინი 9გ-იანი 3ც-იანი შეფუთვა იყო, და მე-3-ვე გამოვიყენე. ლიმონი-2ც. შაქრის პუდრა 1 ჭიქა, 200გ დაახლოებით. (+20გ სურვილის მიხედვით ზემოდან მოსაყრელად...) მალინა, შავი მოცხარი, სულ 1 კგ. ---------------------------------------------------- (მოცხარი კარგად გავრეცხოთ და დავწუროთ საწურზე რომ წყალი არ შეყვეს) ნაღებებს ვთქვიფავთ, და გავყოფთ 2 ნაწილად (1 ცოტა დიდი, მეორე ცოოოტა პატარა), 1 ნაწილს დავუმატებთ 2ც მწიფე წვნიანი ლიმონის წვენში დამბალ 2ც ჟელატინს, რომელსაც ოოოოდან გაათბობ გაზზე, და რომ შეგრილდება შაქარის პუდრასთან ერთად შეათქვიფავ. მეორე ნაწილ ნაღებს შევურევთ ჟელატინს ( დავალბე 8 ს/კ მალინის მურაბის წვენში, ესეც ოოოდანვ გავათბე, და რომ შეგრილდა ისე შევათქვიფე.) მალინა თვითონ ძალიან ძვირი ღირდა 1კგ-16.50ლ, და ამიტომ ალტერნატივას მივმართე და ახალ მომზადებული მალინის ჯემის ნაცვლად გამოვიყენე წელს გაკეთებული მალინის მურაბის საკმაოდ სქელი წვენი.. სპეციალურ ტირამისუს გასაკეთებელ ფორმაში გვერდებზე შემოვაწყოთ ეს "ქალის თითები"-შაქრიანი მხარე გარედან. {ვინაიდან მე ფორმა არ მქონდა ისეთი, რომელიც იხსნება გვერდიდან, ასაწყობად გამოვიყენე ჩვეულებრივი პლასტმასის სწორ-კედლებიანი ჯამი. (ყველას რომ გვაქვს ადრინდელი შემორჩენილი ისეთი, კომპლექტში რომ 3 ცალია,სხვადასხვა ზომის, თეთრი ფერის, ზედა კიდეეები რომ გადმობრუნებული აქვს, (მემგონი კარგად ავხსენი რომელი ჯამებიცაა) გამოვიყენე საშუალო ზომის. } ჩავასხათ ლიმნიანი ნაღები, და დავაწყოთ მოცხარი. (რომელიც ამასობაში კარგად დაიწურებოდა.) შემდეგ მოვამზადოთ ასევე მალინის მურაბის წვენიდან "ქალის თითების" დასასველებელი სითხე (აქ უკვე პროპორციები გემოვნების საკითხია ვის რამდენად ტკბილით უყვარს დანამვა...) სათითაოდ ჩავდოთ "ქალის თითები" შაქრიანი მხრიდან ამ სითხეში 1-2 წამის მანძილზე, და დავადოთ ჯამში არსებულ ნაღების და მოცხარს თავზე 1 ფენად. დავასხათ მალინიანი ნაღები, და დავაყაროთ მალინები. მალინა მე არ გამირეცხავს, ძალიან სუფთა იყო და ზედმეტი წყალი შლის ხოლმე. დავაფაროთ ისევ "ქალის თითები" 1 ფენად. (და ჯამიც გაივსო...) გადავაკარი წებვადი სამზარეულოს ცელოფანი. და მაცივარში შევდგი (მინიმუმ 12 საათი, მე 20 მედგა...) დავაფაროთ თეფში და გადმოვაბრუნოთ.... ლიმონიანი მხარე მოექცა ზევიდან... (ჩემს შარლოტას ამის მერე გაუჭირდა ჯამიდან გადმოსვლა, და ეს ჯამი ეგრევე ჩავდგი უფრო დიდი ზომის მდუღარე წყლიან ჯამში 5-10 წამით, დავაფარე თეფში და უპრობლემოდა გადმსრიალდა...) სუფრაზე მიტანის წინ თავზე მოვაყარე მალინა და მოცხარი, გვერდებზეც მალინა შემოვუწყე. 1 ჭიქა მოცხარი მომრჩა და ეგრევე უცებ წამოვადუღე 1 ჭიქა შაქრის პუდრთან. რომ დაჭრით შარლოტას, თეფშზე ყოველ ნაჭერს მოასხი 1 კოვზი მოცხარის ჯემი, და მოვრთე მალინით და მოცხარის რამოდენიმე ცალით. მიირთვით გემრიელად, და მეც გამიხსენეთ... |
Posted by: LIKA-KHATIA 22 Sep 2009, 12:59 |
liziko ვაიმეეეეეეეე, მაგას რა გამაკეტებინეეეეეებს? ყველაზე კარგი იქნება, ცოტა დიდს რომ გამოაცხობ, არ დამივიწყო. |
Posted by: liziko 22 Sep 2009, 13:15 |
სურათს აქაც დავდებ... მაინც იყოს, რას გვიშლის.... შარლოტა... |
Posted by: miau 22 Sep 2009, 13:20 |
liziko "ქალის თითები" და ნაღები ბლომად მაქვს მომარაგებული (აღირსეს და ჩვენს "პოპულშიც" შემოიტანეს ნაღები ) და ასეთი რეცეპტები ჩემთვის მისწრებაა |
Posted by: liziko 22 Sep 2009, 13:23 | ||
miau
მეც ვინაიდან ნაღები უკვე მაქვს, ვიმუქრები რომ ტირამისუსაც გავაკეთებ, როცა ცოტა დავისვენებ და გავაკეთებ, აუცილებლად დავდებ იმის სურათებსაც... |
Posted by: annak 22 Sep 2009, 13:37 | ||
liziko "გარეთა" ქალის თითები დსველებული რო არ იყო მაგარი არ დარჩა?
ოკ, მადლობა |
Posted by: liziko 22 Sep 2009, 13:47 | ||
annak
არა, საკმარისად ჩარბილდა 20 საათის განმავლობაში დავდახურულ ჯამში... |
Posted by: taktakuna 22 Sep 2009, 19:35 |
სალამი აქ სადგაც წავიკითხე სტაფილოს ღვეზელის შესახებ და ხომ ვერ დაწერთ რეცეპტს? |
Posted by: miau 22 Sep 2009, 19:42 |
taktakuna სტაფილოს ნამცხვარი: http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=15entry13164652 http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=60entry13259105 გადაავლეთ ხოლმე თვალი სარჩევს, სწორედ მაგისთვის არსებობს |
Posted by: rtuli 22 Sep 2009, 22:17 |
შვრიის ნამცხვარი(Oatmeal cookies ) 1 ჭ. ნიგოზი ან თხილი(მოხალული,დაქუცმაცებული) ანუ 110 გრ. 170 გრ. კარაქი 1 ჭ. ყავისფერი შაქარი(215 გრ.) 1 დიდი კვერცხი 1ჩ.კ. ვანილის ეკსტრაკტი(შეგიძლიათ 1 პაჩკა შაქარნარევი ვანილი იხმაროთ) 0,5 ჩ.კ. სოდა 3/4 ჭ. ფქვილი(110 გრ.) ცოტა მარილი 3 ჭ. შვრიის ფირფიტები(გერკულესი) ანუ 260 გრ. 1 ჭ. შოკოლადის წვეთები,ან ქიშმიში,ან ალუბლის ჩირი აქ 1 ჭ.= 240მლ.(ანუ ამერიკული ჭიქის საზომია) კარგათ გავთქვიფოთ კარაქი+შაქარი,მერე შევათქვიფოთ კვერცხი+ვანილი,გამოგვივა კრემისებრი მასა.დავაცრათ ფქვილი+სოდა,ამოურიოთ კარგათ და დავამატოთ დანარჩენი მასალა.გამოგვივა წებოვანი მასა. დავაფინოთ პერგამენტის ქარალდი თუნუქის ფურცელზე. კოვზით ამოვიღოთ ცომის მასა და დავადოთ პერგამენტის ფურცელზე(ძალიან არგავაბრტყელოთ,არღირს ,მაინც ცხობისას განში გადის ნამცხვარი),დაშორებით, მინიმუმ ორ თითზე დააშორეთ ერთმანეთისგან ნამცხვრის გუნდები!. გამოაცხეთ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში. მიირთვით აუცილებლად ყავით ან ერთი ჭიქა ჩაციებული რძით http://www.radikal.ru პ.ს. ნამცხვარი გამოდის ხრაშუნა და საღეჭი (chewing ). |
Posted by: rtuli 22 Sep 2009, 22:36 | ||
upwave
ნუშის ნამცხვარი უფრო რბილია ამასთან შედარებით. |
Posted by: August 22 Sep 2009, 23:36 | ||
upwave
შენ მოგეცა ჩემი ცოდავა ეს რა გამახსენე!!! |
Posted by: niki_ niki 22 Sep 2009, 23:47 |
rtuli მაგარი ხარ იქაც დავწერე, აქაც დავწერ და არ გინდა დამპატიჟო ნამცხვრებზე? (სწავლება და არა ჭამა) |
Posted by: dariala 24 Sep 2009, 13:26 |
ფორუმელის თხოვნის შესაბამისად ვდებ სენატორის რეცეპტს პ.ს. იმას რაც მე მაქვს, თუმცა შესაძლოა აქ წარმოდგენილმა საზოგადოებამ მცირე ცვლილებები და რჩევებიც დაუმატოს მოხარული ვიქნები "სენატორი" მასალა: კვერცხი - 12 ცალი შაქარი - 3,5 ჩ.ჭ. ფქვილი - ხუთი სუფრის კოვზი ორცხობილას საფანელი - ნახევარი ჩაის ჭიქა შესქელებული რძე - 1 ცალი ხსნადი ყავა - 3 ს.კ. რძე ან წყალი - 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი - 1 ჩ.ჭ. კარაქი ან მარგარინი - 500 გრ. მომზადების წესი: უპირველეს ყოვლის უნდა დავიწყოთ ბეზეს მომზადებით. უმჯობესია თუ ბეზეს გამოვაცხობთ წინა დღეს. ან დილით მაინც ამისათვის უნდა ავიღოთ 6 კვერცხის ცილა და 1,5 ჩ. ჭ. შაქარი, მწიკვი მარილი და ამოვიყვანოთ მაგარი ბეზე. ცხიმწასმულ კალკაზე ან საკონდიტრო ქაღალდზე დავსვათ საკონდიტრო პარკით ბეზეს ფორმები მოსართავად, ასევე ერთი მრგვალი ფირფიტა ტორტის შუაში ჩასართავად. შევდოთ საშუალო ცეცხლზე გახურებულ ღUმელში, როცა ოდნავ შეიცვლის ფერს მაქსიმალურად დავუწიოთ ცეცხლს და დაბალ ტემპერატურაზე გამოვაცხოთ ბეზე სადღაც 4 საათის განმავლობაში. როცა მზად იქნება გამოვიღოთ და გავაციოთ. ბისკვიტი: 6 კვერცხის გულისა და 1 ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ მაგარი ბეზე, შემდეგ ნელნელა დავუმატოთ 8 კვერცხის გული, 1 ჭIქა ნიგოზი, 3 ს.კ. ფქვილი და ნახევარი ჭიქა ორცხობილას საფანელი. გამოვაცხოთ ისე, როგორც ტორტის ჩვეულებრივი ბისკვიტი. როცა მზად იქნება გავაციოთ, გავჭრათ შUაზე და დავნამოთ სიროფში არეული ყავით და კონიაკით. მოვრთოთ კრემით, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: კრემი; 4 კვერცხის გული, 1 ჩ.ჭ. შაქრის ფხვნილი, 1 ცალი შესქელებული რძე, 2 ს.კ. ხსნადი ყავა გავხსნათ 1 ჩ.ჭ. ცივ რძეში ან წყალში და მოვხარშოთ ფაფა. როცა გაცივდება, უფრო სწრად გაგრილდება (ფაფა უნდა იყოს ნელთბილი) ავთქვიფოთ 500 გრამი კარაქი და ეს მასა ნელნელა შევათქვიფოთ. კარგი იქნება თU დავუმატებთ 2-3 სუფრის კოვზ კონიაკსაც ავაწყობთ შემდეგნაირად: ჯერ ბისკვიტის ქვედა ფენა, შემდეგ კრემი, შემდეგ მრგვალი ბეზეს ფირფიტა, შემდეგ ისევ კრემი და ზემოდან ბიკსვიტის ზედა ნაწილი. მოვრთავთ გამომცხვარი ბეზეს ფორმებით და კრემით. აი ესაა სულ http://img97.imageshack.us/i/dsc01469x.jpg/ მე სილამაზისთვის ზემოდან მოვაყარე m&ms-ის დრაჟეები, თქვენ როგორც გნებავთ |
Posted by: kokogorgo 24 Sep 2009, 18:17 |
dariala რეცეპტში ჩავიხედე. კარაქი 600გრ. ბისკვიტს ცალ-ცალკე ვაცხობ. კრემი- შედედებული რძის მაგივრად, რძე. ზემოდან მოსასხმელად შოკოლადი ან მინანქარი. ბეზეზე კოვზით დაპკურებულიშოკოლადი ლამაზიც არის და გემრიელიც. |
Posted by: dariala 24 Sep 2009, 21:53 |
kokogorgo ბისკვიტს ცალცალკე რამდენ კვერცხიანს აცხობთ? 600 გრ. კარაქით ჩემთვის ძალიან მსუყე იქნება, ის კი არადა მე კრემში გუშინ 350 გრ. კარაქი შევათქვიფე, რადგან მეტი არ მქონდა და მშვენიერი გამოვიდა. |
Posted by: kokogorgo 24 Sep 2009, 22:35 |
dariala შენი ტორტი პატარაა. მე 20- კვერცხიანს ვაცხობ. რეცეპტი დიდია. მოვიცლი და დაგიწერ. სამწუხაროდ დღეს ვერა. |
Posted by: DOLPHIN 25 Sep 2009, 11:35 |
გემრიელი ხაჭოს ტორტის შეკვეთა სად შეიძლება თბილისში და რა ღირს (10 კაცს რომ ეყოს)? |
Posted by: forumeli007 25 Sep 2009, 11:39 |
dariala რა კარგი გოგო ხარ რომ არ დაიზარე და დაწერე რეცეპტი!!! უდიდესი მადლობა!!! kokogorgo ალტერნატიულ ვარიანტსაც დიდი სიამოვნებით მივიღებდი ახლა კი გოგოებო უნდა დამეხმაროთ!!!! მოკლედ ადრე ამ ფორუმიდან მქონდა ამოწერელი ნამცხვარი "კარდინალი", ოღონდ არ ვიცი ვისი დაწერილი იყო, მოკლედ გადავწყვიტე გავაკეთო ეს ნამცხვარიც, და რა მაინტერესებს იცით? ამ ნამცხვარში კრემი ნაღებითაა გაკეთებული, პოპულში უკვე ვიყიდე "არლა"-ს 36%-იანი ნაღები... და როგორ უნდა გავაკეთო ნაღების კრემი??? ვიცი ჩაინიკი ვარ, მაგრამ ზალიან მინდა ვისწავლო, გოგოებო კულინარიის ჯადოქრებო მასწავლეთ რააააა... და კიდევ იცით რა მაინტერესებს? ამ ნამცხვარში ბეზეც და ცომიც ერთდროულად ცხვება 20 წუთის მანძილზე... და ბეზე არ ვარდება??? და აერღუმელს ორივე, ზედა-ქვედა წვა უნდა ქონდეს ჩართული თუ მარტო ქვედა??? |
Posted by: rtuli 25 Sep 2009, 11:50 | ||
forumeli007
ვისი იქნებოდა აბა გამოიცანი ნაღები უნდა გათქვიფო კარგათ,როცა შესქელდება ,ანუ ღრუბელივით ამოვა,გაჩერდი(თორე კარაქში გადაიყვან ნაღებს და აგეჭრება). ბეზე და ბისკვიტი ერთად ცხვება და ბეზე არვარდება ნამდვილად,ანუ ბეზე ნაზი მუსის კონსისტენციის გამოდის. ქვედა წვა საკმარისია |
Posted by: DOLPHIN 25 Sep 2009, 11:55 |
rtuli ხაჭოს ტორტზე ვერაფრით დამაკვალიანებ? |
Posted by: forumeli007 25 Sep 2009, 11:59 |
rtuli შენ შემოგევლე!!!!! ისე კი ვიფიქრე ასეთი სილამაზე მართო რთულის იქნება მეთქი მაგრამ მეთქი არ ეწყინოს სხვას, თუ სხვისი აღმოჩნდა მეთქი , რა კარგი გოგო ხარ, თან რა დაუზარელი, უდიდესი მადლობა ასეთი კარგი რომ ხარ!!! ე.ი. ვაკეთებ კარდინალს, რომ გამოცხვება, როგორც წეცეპტში წერია გავჭრი შუაზე და ერთმანეთს დავადებ, შენი არ იყოს მეც ვაპირებ მესამე ფენა გამოვაცხო... ძალიან მინდა კარგი გამომივიდეს, თან ჩემ დედამთილს თავისი დაქალოჩკებო მოსდის სამსახურიდან, და მოკლედ ერთი ადგილის კანკალი მაქვს, მინდა რომ კარგი გამომივიდეს უნდა დავნამო rtuli ??? და ბისკვიტში რომ წერია 3 კვერცხის გული 2 ცალი კვერცხი სწორია ხო??? |
Posted by: rtuli 25 Sep 2009, 12:38 | ||||
forumeli007
არდანამო.დანარჩენი სწორეა. გოგონებს უკვე გამოუცხვიათ და კმაყოფილები იყვნენ(ფორუმელები).დაუფინე ცხიმწასმული პეგამენტის ქარალდი,ან ცხიმი გადაუსვი ,,ჟარონას,,+ფქვილი მოაყარე და ისე გამოაცხე. DOLPHIN
ნამდვილად არვიცი,საკონდიტროებში არშევდივარ |
Posted by: MEZGVAURI 25 Sep 2009, 12:42 |
rtuli თვითონ ისეთებს აცხობ საკონდიტროში რა გინდა აბა |
Posted by: niniaa 27 Sep 2009, 18:28 |
rtuli კვერცხის, შაქრისა და ფქვილისგან მომზადებულ ბისკვიტის მომზადებისას ,,რაზრიხლიტელ ტესტა" თუ გამოგიყენებია? ნაღებს ათქვეფისას ცხელი შოკოლადი რომ დავამატოთ, როგორი კრემი გამოვა? |
Posted by: ninoma 28 Sep 2009, 07:52 |
მართალია რთული არა ვარ,მაგრამ მისი რეცეპტით გავაკეთე ეგ კრემი და შესანიშნავი გამოვიდა.რაც ეს კრემი ვისწავლე მას შემდე სხვა კრემი აგარ გამიკეთებია. ძალიან ნაზი და ჰაეროვანია პირადად მე ბისკვიტში ვამატებ "baking powder"-ს იგივე რაზრიხლიტელს და ძალიან კარგი ბისკვიტი გამომდის |
Posted by: auau 28 Sep 2009, 09:56 |
niniaa ასეთი, ანუ ტორტის ბისკვიტის მლმზადებისას არასოდეს მიხმარია არც რაზრიხლიწელი და არც ბაქპულვერი. რა გითხრა და რაც ვაცხობ, მთელი 35 წლის მანძილზე ჯერ ბისკვიტი არ გამფუჭებია. ნაღების ათქვეფისას დამდნარი და არა გავარვარებული ცხელი შოკოლადი შეიძლება მიათქვიფო |
Posted by: upwave 28 Sep 2009, 10:52 | ||
ninoma
რომელზეა საუბარი? |
Posted by: rtuli 28 Sep 2009, 13:47 | ||
niniaa
არის ბისკვიტოს ცომი სადაც გამოიყენება კარაქიც,ანუ ფრანგულ ბისკვიტს ეძახიან,აი მანდ ამატებენ რაზრეხლიტელს(გამაფქვიერებელს)რადგან ცოტა მძიმე ცომია. რაც შეეხება ნაღების კრემს,შოკოლადი უნდა გაადნო და არა ცხელი,არამედ შეგრილებული უნდა დაამატო ცოტცოტა თქვეფის დროს(ოღონდ არგადათქვიფო,აიჭრება!) შეგიძლია ნაღები გააცხელო და ის შოკოლადი შიგვე დაადნო,მერე მაცივარში 6 საათით დადგა. გამოიღებ და დაიწყებ გათქვეფას,ამოვა კარგი შოკოლადის კრემი! ninoma upwave ოცნების ტორტის კრემზეა ალბათ ლაპარაკი,დასერჩე რა.თუ ვერ ნახავ მერე მოგცემ ლინკს.(გავბივარ) |
Posted by: upwave 28 Sep 2009, 15:06 |
rtuli ძალიან ყურადღებიანი ხარ და იმიტომ მიყვარხარ |
Posted by: forumeli007 28 Sep 2009, 15:26 |
rtuli ვერც მე ვერ ვიპოვე... რომ მოიცლი დადე ხო ლინქი??? |
Posted by: rtuli 28 Sep 2009, 16:06 |
upwave forumeli007 აი ლინკიც http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=1125entry11646863 |
Posted by: niniaa 28 Sep 2009, 18:05 | ||
rtuli auau ninoma ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. ,,ცხელ შოკოლადში" მე მართლა ცხელი კი არ ვიგულისხმე, არამედ პაკეტებში /ყავასავით/ დაფასოებული ,,ცხელი შოკოლადი" და მაინტერესებს თუ გიხმარიათ?
ფრანგული ბისკვიტის რეცეპტი თუ დევს ფორუმზე? |
Posted by: miau 28 Sep 2009, 19:10 | ||
niniaa ფაქტობრივად შაქარარეული კაკაოა ეგ ფხვნილი კრემში შოკოლადი უნდა დაადნო, გაცილებით დაზღვეული ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში (თუ თავად გააკეთებ შოკოლადს ) ზუსტი კონსისტენციის მოძებნა მოგიწევს და გაგირთულებს საქმეს. |
Posted by: rtuli 28 Sep 2009, 21:20 |
niniaa აი ერთერთი მაგალითი როგორ კეთდება ბისკვიტი,რომელშიც კარაქია http://www.kyxarka.ru/news/1092.html აი ძალიან კარგი რეცეპტი ბისკვიტის: 200 гр.муки 2 ч.л.разрыхлителя 1/4 ч.л.питьевой соды 1/4 ч.л.соли 180 гр.сахара 60 гр.какао хорошего качества 1 и 1/3 ст.л.растворимого кофе 175мл.воды 5 желтков 125 мл.растительного масла (აი ეს დაჩათი შეცვალე,უკეთესია!) 8 белков+45 гр.сахара форма диаметром 26 см.ничем не смазывать и дно не застилать Способ приготовления размешать кофе и какао в горячей воде до однородной консистенции и гладкости.остудить. смешать все сыпучие продукты в большой миске/муку предварительно просеять/ взбить желтки.соединить их с маслом и смесью из какао и кофе.хорошо перемешать. соединить сыпучую смесь с шоколадно-масляной массой.хорошо перемешать. взбить белки с 45 гр.сахара до устойчивых пиков. добавить 1/4 часть белков в шоколадную массу и перемешать лопаточкой снизу вверх методом складывания. добавить остальные белки и перемешать таким же способом. вылить бисквитную массу в форму и выпекать в прогретой духовке при 160" 50-60 мин.проверить деревянной зубочисткой.она должна быть сухая. готовый бисквит остудить и освободить от формы |
Posted by: miau 28 Sep 2009, 21:41 |
rtuli შენ უცხიმო კეფირიანი (ამ მაწონი) ბისკვიტი თუ გამოგიცხვია ? ძალიან კარგი გმოდის, მერე დავდებ რეცეპტს. ძალიან ჰაეროვანია, არ იცის ჩაცომება,, რაც არ უნდა დანამო. |
Posted by: rtuli 28 Sep 2009, 21:48 |
ჰალვა მანანის ბურღულით 1ჩ.ჭ.მანანის ბურღული 3/4 ჩ.ჭ ერბო(მე კარაქი გადავადნე) 1 ჩ.ჭ ყავისფერი შაქარი(თეთრიც შეიძლება) 2 ჩ.ჭ. წყალი 2ს.კ. ქოქოსის ფანტელი 2 ს.კ. ქიშმიში 1 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა 1/4 ჩ.წ ნიგოზი 1/3 ჩ.კ. მუსკატის კაკალი(აუცილებელია!) ვამზადებთ სეროფს წყლის და შაქრის ნარევით,როგორც კი ადუღდება ვამატებთ სეროფში:კოკოსის ფანტელს,ქიშმიშს,ცედრას,მუსკატის კაკალს(დაფქვილს),ვაფარებთ სახურავს და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვხარშავთ. ამ დროს ერბოს ვაგდებთ ტაფაზე და გახურებულზე ვაყრით მანანის ბურრულს,ვშუშავთ ოქროს ფრამდე,ვაყრით დაქუცმაცებულ ნიგოზს,ვაგრძელებთ კიდევ შუშვას(ცოტახნით,არდაწვათ) და ცხელ სეროფს ვასხავთ,თან ურევთ სულ! გაფრთხილება!ცხელი სეროფი ძალიან სახიფათოა,ამიტომ ფრთხილად ვამატებთ(შხეფები არმოგხვდეთ!!!)უმჯობესია ხის გრძელტარიანი კოვზით ურიოთ თან! როგორც კი ქვაბის(ან ტაფის)კედლებს მანანის მასას ადვილად აცილებას დაიწყებს,გამორთედ და სახურავი დააფარეთ.5-10 წუთში მზად არის ჰალვა! http://www.radikal.ru |
Posted by: upwave 29 Sep 2009, 00:10 | ||
rtuli
ამათ შორის რა განსხვავებაა და რა შემთხვევაშია შესაძლებელი, ერთის მეორით შეცვლა? |
Posted by: nana eristavi 29 Sep 2009, 14:44 |
იქნებ დამეხმაროთ, ვერსად ვერ ვიპოვე ,,ოპიუმის" რეცეპტი. თუ ვინმემე იცით |
Posted by: Peppi 29 Sep 2009, 15:51 |
„სტაფილოს ნამცხვარი“ ნიგვზითა და ცხარე წიწაკით მასალა: შაქარი - ყავისფერი 175 გრ. არ ქონის შემთხვევაში გამოიყენეთ თეთრი შაქარი და 1 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი; მზესუმზირის ზეთ - 175 გრ; კვერცხი - 3 ცალი; სტაფილო - 250 გრ; ქიშმიში - 50 გრ; ნიგოზი - 100 გრ; ფისტაში - 50 გრ; ფორთოხლის ცედრა - 1 ცალი; ფქვილი დროჟიანი - 175 გრ. არ ქონის შემთხვევაში - ჩვეულებრივ ხორბლის ფქვილს დაამატეთ ½ ჩაის კოვზი მშრალი საფუარი; სოდა - 1 ჩაის კოვზი; მუსკატის კაკალი - 1 ჩაის კოვზი, დაფქვილი; დარიჩინი -1 ჩაის კოვზი, დაფქვილი; კაიანური, წითელი, ცხარე წიწაკა - ½ ჩაის კოვზი, დაფქვილი; სიროფი: 1 ფორთოხლის წვენი; 5-6 კოვზი შაქრის პუდრა. საცხობი ფორმა - 20X20, ან 22X30, ბლენდერი, 2 ჯამი. მომზადება: 1. გააცხელეთ ღუმელი 160/180 გრადუსამდე, გაზი - 4-ზე. ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული ქაღალდი და მოუსვით ოდნავ ზეთი; 2. დაარჩიეთ ნიგოზი, ფისტაშკები. დანაყეთ, უნდა იყვეს პატარა ნაწილებად დაქუცმაცებული და არა, ართიან მასად აზელილი; 3. სტაფილო გათალეთ და დააბლედნერეთ. ასე პატარა, უხეშ ნაწილებად დაქუცმაცდება. ბლენდერის არ ქონის შემთხვევაში - სტაფილო გახეხეთ; 4. ქიშმიშიც დააქუცმაცეთ ბლენდერში, ან დაჭერით დანით (2-3 ნაწილად); 5. ერთ ცალ მწიფე ფორთოხალს გააცალეთ ცედრა - სახეხით, ან ააჭერით დანით (გარეთა, ფერადი კანი, თხლად, ისე რომ თეთრი ნაწილი არ შეყვეს) და ნააქუცმაცეთ; 6. ჩაყარეთ შაქარი (თუ საჭიროა - კაკაოც), ჩაასხით ზეთი და ჩაახალეთ კვერცხი ჯამში. ოდნავ შეთქვიფეთ; 7. ჩაუმატეთ სტაფილო, ნიგოზი, ქიშმიში, ფისტაშკები და ფორთოხლის ცედრა; 8. ფქვილი, სოდა და სუნელები აურიეთ ერთმანეთს და ჩაამატეთ პირველ ჯამში (კვერცხთან და შაქართან); 9. მოურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. შედგით შუა ან საშუალოზე მაღალ ნიშნულზე და ჩართეთ „ცეცხლის“ მხოლოდ ქვედა პოზიცია; 10. ცხობისთვის საჭიროა 40-50 წუთი. დაახლოებით 30 წუთში შეამოწმეთ გამოშრობის ხარისხი - ასანთის ღერით, როცა ნამცხვირს ჩაჩხვლეტის შემდეგ ასანთის ხერი მშრალი იქნება - ნამცხვარიც მზად არის. სიროფი: მიკროტალღური ღუმლის შემთხვევაში - სპეციალურ ჭურჭელში ჩაასხით ნახევარი ფორთოხლის წვენი და დაამატეთ შაქარის პუდრა, მოურიეთ და შედგით 1 წუთით გასაცხელებლად. გამოიღეთ და აცალეთ შეგრილება, მოაწუწეთ ნამცხვარზე - სურვილისამებრ; გაზზე მომზადებისას - პატარა ჯამში ჩაასხით ფორთოხლის წვენი და ჩაყარეთ შაქარი, შედგით ცეცხლზე და ურიეთ შაქრის საბოლოდ გახსნამდე და ცოტა შესქელებამდე. გამორთეთ და შეაგრილეთ. შენიშვნა: კაიანური, წითელი, ცხარე წიწაკა - ფორმითა და გემოთი საკმაოდ ახლოს არის ქართულ ცხარე წიწაკასთან, თუმცა შემდეგი განსხვავებები მაინც აქვს: ოდნავ უფრო რბილია, ამიტომაც გამოიყენება ტკბილეულში და უფრო არომატულია, თითქოს ახალ მოხალული იყვეს . . უფრო ზუსტად რომ ავხსნა - ახალ მოხალული და დაფქვილი ყვითელი ყვავილის არომატი აქვს- ოდნავ წიწაკა შერეულის . . ინსტრუქცია სურათებში და ნამცხვრის შექმნის ისტორია : http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=33&Itemid=55 |
Posted by: rtuli 29 Sep 2009, 18:07 | ||
upwave
ყავისფერი შაქარი უფრო კარამელის გემოს აძლევს ნამცხვარს+თეთრთან შედარებით ოდნავ ნაკლებად ტკბილია და რაც მტავარია ძალიან სასარგებლოა ყავისფერი შაქარი Во всём мире коричневый сахар пользуется популярностью как элитный экологически чистый деликатесный продукт. Тростниковый коричневый сахар, благодаря входящей в его состав черной патоки, содержит большое количество полезных веществ и минералов, таких как цинк, кальций, калий и медь. |
Posted by: upwave 29 Sep 2009, 23:42 |
rtuli დიდი მადლობა ჩემო კარგო ერთი უნდა ვცადო |
Posted by: nanana 30 Sep 2009, 10:02 |
upwave ყავისფერი შაქარი მეტ წებოვნებას მატებს. მაგ თუ გინდა პეჩო გამოვიდეს წებოვანი, ყავისფერი შაქარი უნდა იხმარო და თუ ფხვიერი, მაშინ თეთრი |
Posted by: Peppi 30 Sep 2009, 11:43 | ||
rtuli
კიი, ხოო . . მასე მეგონა მეც . . ეხლა სტატიას ვამზადებდი შაქარზე და შაქრის სახეობებზე - და იმედები გამიცრუვდაა . . ძალიან ძნელია იპოვე მართლა "სუფთა პროდუქტი" . . მარტივი აფიორაა მაქ . . |
Posted by: rtuli 30 Sep 2009, 12:26 | ||
Peppi
თუ რუსები რამეს იჩალიჩებენ მხოლოდ,მე იტალიურს ვყიდულობ და ვენდობი,ანუ დარწმუნებული ვარ რომ ნამდვილად трастниковый ყავისფერი საქარია. შტატებიდანაც ჩამოქონდატ ერთ დროს ,,დოლარ სტორში,, და ეხლა აღარ არის აი თეთრ საქრის მავნევლობაზე ნამდვილად გაოგნებული დავრჩი როცა წავიკითხე! მე უკვე 12 წელია შაქარს არვხმარობ საერთოდ ჩაიში და ყავაში,მხოლოდ ტკბილეულობის სახით თუ ვიღებ ცოტას. |
Posted by: annak 30 Sep 2009, 12:38 | ||
rtuli
მეც საერთოდ უშაქროდ ვსვამდი, მაგრამ ეხლა ისევ შევეჩვიო ოღონდ მხოლოდ 1 კოვზს. |
Posted by: upwave 30 Sep 2009, 12:38 | ||
rtuli
მეც, მოზარდობიდან აღარ ვხმარობ შაქარს, ტკბილეულის სახით თუ ვიღებ ხოლმე და ბავშვებსაც კატეგორიულად არ ვახმარ შაქარს (ძალიან ცოტას, მაგ ფაფაში, ან ერთ დიდ ფინჯან ჩაიზე ნახ. ჩ/კ. თუმცა უშაქროდაც მშვენივრად სვამენ ჩაის) |
Posted by: mzi 30 Sep 2009, 13:15 |
rtuli ალბათ ქადასაც აკეთებთ, რეცეპტი მინდა |
Posted by: tasikuna-taso 30 Sep 2009, 14:46 |
იქნებ დამეხმაროთ. ლამაზად მორთულ ტორტებს ხშირად ზოლებად ასხამენ რაღაც ჟელესებურ ნივთიერებას. სხვადასხვა ფერია და არომატული. ხომ ვერ მეტყვით რა არის და სად იყიდება * * * მუსკატის კაკალი რომელია - ჯავზი? |
Posted by: Peppi 30 Sep 2009, 17:19 |
rtuli upwave აი, მალადეც თეთრი შაქარი V ყავისფერი შაქარი . . 1. თეთრ შაქარს მოლასეს ასხამენ და ასე მიიღება ყავისფერი შაქარი, თვით მწარმოებლებთანაც . . . თუ აწერია სახეობა - კიდევ დასაჯერებელია, რომ პირველი ან მეორე "მოწურვის" არის . . 2. კალორიულობით 100 ერთეულზე - თეთრში 396 კალორიაა და ყავისფერ შაქარში -373 კკალ. ანუ რა სხვაობაა? . . . . 3. ხოლო, თუ ჭურჭელით დავრყწავთ (და არა წონით), რადგან ყავისფერი შაქარი უფრო მძიმეა - ამიტომ კალორიების განსხვავება აღარ არის,, ანუ 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი ისეთივე "სასარგებლოა" ჩაიში როგორც თეთრი . . მე, რომ წავიკითხე ეს არც ერთს აღარ ვეკარები უკვე . . თუ შესაძლებელია თაფლით უნდა მოხდეს ჩანაცვლება -ო, ყველაზე ნატურალურია . . |
Posted by: rtuli 30 Sep 2009, 17:29 | ||
Peppi
კალორიულობაზე არშეგედავები და აი სარგებლობაზე,ყავისფერი უფრო არამავნეა http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B0%D1%85%D0%B0%D1%80 58 მავნე თვისება აქვს შაქარს |
Posted by: Peppi 30 Sep 2009, 17:34 | ||||
rtuli
ჰე-ჰე . . . თუმცა რა მაცინებს . . . (:
ხო, ეგ თავისთავად . . მე გემოთიც მომწონს ყავისფერი . . პ.ს. დღეს რამდენიმე სახის შაქარი და დამატკბობელი შევიძინე . . სტატია რომ ვახსენე, იმისთვის მჭირდება . . თუ გადავრჩი - შედეგებს მოგახსენებთ |
Posted by: miau 30 Sep 2009, 17:58 |
ვაშლის რვეზელი დარიჩინით 1 ჭიქა რძე 3 კვერცხი 2-3 ს/კ კარაქი 1,5 - 2 ჭიქა ფქვილი სოდა ძმრით ვანილი 2-3 ვაშლი (ანტონოვკა გამოვიყენე) დარიჩინი - გემოვნებით ვაშლისთვის შაქარი - 2 -3 ს/კ კვერცხი და შაქარი ძალიან კარგად გავთქვიფოთ, დავუნატოთ 1 ჭიქა ფქვილი და რძე, დარბილებული კარაქი, სოდა ძმრით, ვანილი და დანარჩენი ფქვილი. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის კონსისტენციის. ვაშლი დავფცქვნათ, ამოვაჭრათ გულები და თხლად დავჭრათ. ავიღოთ ფორმა (ეს გამოდის დაახლოებით ერთი სტანდარტული მოზრდილი თუნუქის ფურცლის ნახევარი ), წავუსვათ კარგად კარაქი, მოვაყაროთ ფქვილი და ძირზე დავაწყოთ ვაშლი, მოვაყაროთ შაქარი (თუ მომჟავო გვინდა იყოს, 1 ს/კ მშვენიერია.), დარიჩინი და ზემოდან დავასხათ ცომი. შევდგათ საშუალოდ გახურებულ ღუმელში, როცა კარგად ამოვა და სურნელი დადგება, ოდნავ ჩავუწიოთ და დავაცადოთ, სანამ არ გამოცხვება . http://img42.imageshack.us/i/picture425.jpg/ Peppi სტაფილოს ნამცხვრებით შენ და rtuli ძალიან მაინტრიგებთ, მაგრამ ჯერ მაინც ვერ გავბედე... |
Posted by: what 30 Sep 2009, 18:14 |
ჩიზ ქეიქის რეცეპტს ვინ გაიმეტებს ჩემთვის??? |
Posted by: nanana 30 Sep 2009, 18:20 | ||
miau
უნამცხვრესი ნამცხვარია სხვათაშორის. ნოტიო და არომატული. ფორთოხლის წვნიანი არ გამისინჯავს არასოდეს და ანანასის ნაკუწებით და ნიგვზებით მიყვარს |
Posted by: Peppi 30 Sep 2009, 19:02 | ||
what ეს გამოცხობა რომ არ ჭირდება, აქვეა მე-2 გვერდზე, . http://forum.ge/?f=82&showtopic=33937461&st=15 ეს კიდევ უფრო მარტივია - http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=30&Itemid=55 გამომცხვარის რეცეპტი ვერ ვიპოვე ჩემი რატომღაც . . ნანანა-ს აქვს ვიცი და პიპასაც, იმათ ვთხოვოთ . . საქართველოში ხარ? თუ უცხოეთში ? სხვადასხვა რჩევებია საჭირო, ანუ ძირითადი ინგრედიენტი . . miau
გაბედე, გაბედე - სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩები . . მე ეხლა კვახითაც/გოგრითაც უნდა ვსინჯო . . |
Posted by: mzi 1 Oct 2009, 10:39 | ||
იქნებ დამიწეროს ვინმემ ქადის რეცეპტი
|
Posted by: auau 1 Oct 2009, 11:14 | ||
mzi
აი, ეს არის იდეალური ქადა, რაც ოდესმე გამისინჯავს, http://forum.ge/?f=82&showtopic=34014098&st=15 nadin-ის რეცეპტია.აქ არის ცომი. გულსართად უნდა გაუკეთო ქადის გული - ტაფაზე დამდნარ ერბოში (კარაქში) ჩაყარე ფქვილი ისე, რომ მასა მიიღო და ცოტა ხანი შუშე. მერე დაუმატე შაქარი, ოდნავ მარილი და ვანილი |
Posted by: mzi 1 Oct 2009, 11:47 | ||
auau
მადლობაააააააააა |
Posted by: rtuli 1 Oct 2009, 12:00 |
mzi სამნაირი ქადის ცომი შეიძლება მომზადდეს:ფაკტიურად ფენოვანი(ჯავახური ვარიანტი),საფუვრიანი nadin-ის რეცეპტია(ძალიან კარგი) და მაწონზე9ყველაზე მარტივი ვარიანტია). ჩვენებურს დაგიწერ ჯავახურს ქადა 1 კგ ფქვილი 1 ჩ.კ.სოდა მარილი იზილება მაგარი ცომი წყალზე,ანუ წყალს თვიტონ ამატებ ცოტცოტას და დაასვენებ ცომს 1 საათით. მერე ცომს ყოფ 2 ნაწილათ და თხლად შლი ორივე ნაწილს. 200გრ.ერბო დაგჭირდება(მე კარაქს გადავადნობ ხოლმე).გაყოფ სამად ერბოს. ერბოს ერთ ნაწილს უსმევ ერთ ფენა ცომს,ადებ მეორეს,ისევ უსმევ მეორე ნაწილ ერბოს და კეცავ სამად. ისევ უსმევ ზემოდან დანარჩენ ერბოს და მილივით გადაახვევ.დაასვენებ მაცივარში 30 წუთით. გაყოფ 2-3 ნაწილად ცომს.გააბრტყელებ ცოტატი,ჩაუდებ ქადის გულს,მოუკრავ პირს,გააბრტყელებ თითის სისქეზე,გადაუსმევ კვერცხის გულს,ჩანგლით ჩაჩვლიტავ რამოდენიმე ადგილას და გამოაცხობ. გულსართი: 400-450 გრ.ფქვილი 400-450 გრ.შაქარი 200-250 გრ.ერბო მიხაკი,დარიჩინი,ვანილი გემოვნებით. მოშუშავ ფქვილს+ერბოს,მერე შაქარს დააყრი და შეწითლებამდე გააგრძელებ შუშვას. |
Posted by: Peppi 1 Oct 2009, 12:06 | ||
rtuli
გემრიელი რეცეპტია ეს ნაჭრებად გამოდის? თუ ის სხვა რეცეპტია? ერთი კურიოზი გამახსენდა: ბავშვობაში რეცეპტების რვეულს ვათვალიერებდი და მერე ვიწყებდი ვითომ კეთებას . . ხოო-და აი, "ქადის გული" ცალკე სათაურად იყო და მეც ნამცხვარი მეგონა, რა ადვილია-თქო და დავიწყე კეთება, ნუ რა გამოვიდოდა კი მიხვდებით |
Posted by: rtuli 1 Oct 2009, 12:09 | ||
ქიშმიშიანი ორცხობილა 2 ჩ.ჭ ფქვილი 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 1/4 ჩ.K. მარილი 1 ცალი კვერცხი 1/2 ჩ.კ. დარიჩინი ვანილი 170გრ. კარაქი(დარბილებული) 60 მლ. რძე 1 ჩ.ჭ ყავისფერი შაქარი 1 ჩ.ჭ. ქიშმიში(მუქი) მშრალ ინგრიდიენტებს აურევთ ერთმანეთში ,დავამატებთ დანარჩენ ინგრიდიენტებს და 1 წუთის განმავლობაში კარგათ გავთქვეფავთ ცომს. თუნუქის ფურცელზე(ცხიმ წასმულზე) ამოვიღებთ ცომს ჩაის კოვზით,გარკვეულ მანძილზე დავაშორებთ ნამცხვრების ცომს(მერე ცხობისას დიდდება და პრტყელდება) .გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში, სანამ შეყვითლდება. http://www.radikal.ru amadeus ვოლფიკ რა გჭირს Peppi
ძალიან გემრიელია! არა მრგვალი ფორმის სამი ან ორი კარგი ქადა გამოდის. |
Posted by: annak 1 Oct 2009, 12:12 | ||||
აქ ადრე ეწერა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს სად. ნაღებიანი შოკოლადი ხო ესე კეთდება? ორთქლზე ვდებთ ნაღებს და შიგ ნელ-ნელა ვხსნით შოკოლადის ფილას? მერე ეს მასა რო გავთქვიფო გამყარდება? rtuli
კარგ ხასიათზეა Unfinished_Sympathy
დიდი მადლობა, მაგრამ მე მყარი ან კრემისებრი მასის მიღება მინდა |
Posted by: Unfinished_Sympathy 1 Oct 2009, 12:13 |
annak მე იცი როგორ მაქვს ნანახი? ბლენდერში ასხავენ ნაღებს და უმატებენ შოკოლადის ფილას და თქვეფენ, მუსივით გამოდის ოღონდ ეგ რეკლამაში მაქვს ნანახი (ის ჩოფერის რეკლამა რომ იყო იქ ) |
Posted by: rtuli 1 Oct 2009, 12:21 | ||
annak რაც შეეხება ნაღების კრემს,შოკოლადი უნდა გაადნო და არა ცხელი,არამედ შეგრილებული უნდა დაამატო ცოტცოტა თქვეფის დროს(ოღონდ არგადათქვიფო,აიჭრება!) შეგიძლია ნაღები გააცხელო და ის შოკოლადი შიგვე დაადნო,მერე მაცივარში 6 საათით დადგა. გამოიღებ და დაიწყებ გათქვეფას,ამოვა კარგი შოკოლადის კრემი!
ჰოოო,ეგ იმიტომ რომ ,,ლაკრიმოზა,,შექმნა |
Posted by: mzi 1 Oct 2009, 12:23 | ||
მადლობაააააა, მიკვარხართ |
Posted by: rtuli 1 Oct 2009, 12:25 | ||
mzi
რა ცოტა სდომებია ადამიანს სიყვარულისთვის |
Posted by: amadeus 1 Oct 2009, 12:41 | ||
rtuli
მშიან |
Posted by: annak 1 Oct 2009, 14:43 |
rtuli მადლობა დღეს 1 ვარიანტს ვცდი იმედია გამომივა. სიძის დაბ. დღისთვის ნამცხვარს ვაკეთებ და მინდა რომ ძალიან, ძალიან კარგიგამოვიდეს |
Posted by: forumeli007 1 Oct 2009, 15:28 |
rtuli დიდი მადლობა კარდინალის რეცეპტისთვის!!! გადაირივნენ ჩემი დედამთილის თანამშრომლები, უუუუულამაზესი და უუუუუგმრიელესი გამოვიდა!!!! ჩემდა საუბედუროთ არც გემო გამისინჯავს მისი და არც ფოტო არ გადამიღია, ისე წააცუნცულეს დილით სამსახურში რომ თვალი ვერც კი მოვკარი ახლა კიდევ რა მაინტერესებს ბავშვებო იცით? ოღონდ არ მახსოვს სად ვნახე... მე აგიღწერთ რა იყო და იქნებ მიხვდეთ... მოკლედ სადღაც ვნახე რომ იყო ტორტი... ოღონდ ორ სხვადასხვა ფერიანი... როგორც რულეტი ისე იყო დახვეული თეთრი და ყავისფერი ფენები, მერე ერთმანეთზე გადახვეულები და ტორტის ნაჭერს რომ ჭრიდი იყო ორფერიანი ტორტი... ულამაზესი რაღაც იყო და არ მახსოვს სად ვნახე... იქნებ დამეხმაროთ თუ რამე მსგავსი იცით... ვერსად ვერ ვნახე... არადა ძალიან დამაინტრიგებელი იყო და საშინლად მომინდა მისი გაკეთება... რა ჭუკი ვარ, დამეკოპა ეგრევე რა რამოხდებოდა??? |
Posted by: rtuli 1 Oct 2009, 15:37 | ||||||
forumeli007
სასიამოვნოა რომ გამოგივიდა,ყოჩაღ
შენთვის პირადათ გამოიცხე ერთი პატარა ზომის და ისიამოვნე,მართლა უნაზესი ნამცხვარია
სარჩევს დაყევი და იქნებ მოძებნო ეგრე,მე არვიცი მაგალითად რომელზე ამბობ |
Posted by: annak 1 Oct 2009, 15:38 | ||
rtuli
რთული მგონი შენ დადე ადრე, ოღონდ შენი გაკეთებული კი არა სადღაც ნანახი. შავ-თეთრი ფერის კუბიკები იყო ჭადრაკულად. |
Posted by: rtuli 1 Oct 2009, 15:47 | ||
annak
აააააა,ეგ რეცეპტი კიარა,ყალიბი დავდე რომელიც ეგეთ ლამაზ ტორტს აცხობს. შესაძლებელია სახლის პირობებში მაგ ყალიბის გარეშე გამოცხობა http://forum.say7.info/topic1646.html |
Posted by: annak 1 Oct 2009, 15:49 | ||||
rtuli
ჰო, ზუსტად არ ვიცი ეგ იგულისხმა თუ არა forumeli007 მე ეგ გამახსენა აღწერამ
მეც ეგ ვიფიქრე მაშინ ეხლა რო გადავხედე დიდი წვალებაც არ უნდა ჭადრაკის ფიგურებს არ ვგულისხმობ ოღონდ. |
Posted by: Peppi 1 Oct 2009, 17:56 | ||
annak
ნამდვილად, მე როგორც მივხვდი - ორი ბისკვიტია, თეთრი და შავი, მერე შუაზე გაჭრილი გროლებად ამოჭრილი, ბოლოს მონაცვლეობით აწყობილი. იყო ადრე, ჩემს ბავშვობაში ასეთი ნამცხვარი, მიანხია . . ვიღაცას ქონდა ექსკურსიაზე წამოღებული. მე პეჩენიებს ვაცხობ ორ ფერიანს, სხვადასხვა ფიგურებით, მათ შორის ჭადრაკისებურსაც . . თუმცა ყვავილისა და სპირალის ფორმით უფრო მომწონს . . მერე გადავუღებ სურათებს, რომ გავაკეთებ . . რომ გავაკეთე, მიაც გავაჩინე რამდენიმე სააათში, მოსწრებაზე ვიყავი . . ვის ქონდა ჩაკარტოჩკების თავი |
Posted by: forumeli007 1 Oct 2009, 18:44 |
rtuli annak დიდი მადლობა გოგოებო ასე რომ გაწვალდით ჩემს გამო, მაგრამ ეს ის არ არის... ცოოოტა დრო რომ მექნება აუცილებლად გადავატვალიერებ "კომპის ისტორიას" იქნებ ვნახო და მერე აუცილებლად განახებთ... იცით რა მაგარი რაგაც იყო??? თან მე ვერ აგიხსენით ისე როგორც სინამდვილეშია... კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა რომ შეწუხდით ჩემს გამო :* |
Posted by: August 1 Oct 2009, 19:05 |
forumeli007 მე მგონი ამაზე გაქვს საუბარი ... |
Posted by: forumeli007 2 Oct 2009, 11:32 |
ბავშვებოოოოოოოოოოოო, ვიპოვეეეეეეეეეეეეეეეეეეე აი ეს არის.... Торт "Очарование" (взбитые сливки с фруктами) Необыкновенно вкусное классическое сочетание взбитых сливок с фруктами представляется в совершенно новом разрезе! Состав для светлого бисквитного коржа яйца - 5 шт, сахар - 1 неполный стакан, ванильный сахар - 1 чайная ложка, мука - 0,75 стакана, крахмал - 2 столовых ложки, разрыхлитель - 1 чайная ложка (необязательно) для темного бисквитного коржа яйца - 5 шт, сахар - 1 неполный стакан, ванильный сахар - 1 чайная ложка, мука - 0,5 стакана, крахмал - 2 столовых ложки, какао - 1 столовая ложка, разрыхлитель - 1 чайная ложка (необязательно) для крема, наполнителя и украшения торта сливки для взбивания (не менее 35% жирности) - 500-600 мл, сахарная пудра - 0,75 стакана (по вкусу), шоколад (молочный или темный) - 100 г, бананы - 1-2 шт, консервированные абрикосы или персики - 400-граммовая банка, абрикосовый сироп - 100 мл, быстрорастворимый желатин - 1 чайная ложка, киви - 1 шт растительное масло для смазывания противня, 2 чистых полотенца + сахар или сахарная пудра для бисквитных коржей, пергаментная бумага Приготовление Для светлого бисквитного коржа. Противень застелить пергаментной бумагой, слегка смазанной растительным маслом. Муку соединить с крахмалом, ванильным сахаром, разрыхлителем и просеять. Белки отделить от желтков. Желтки растереть с 0,5 стакана сахара вилкой (или при помощи стержневого измельчителя). Ввести в желтки с сахаром муку с разрыхлителем и ванилином и перемешать до однородности. В отдельной миске взбить белки. Сначала взбивать медленно, затем увеличить скорость до максимальной и взбивать до тех пор, пока при наклоне миски белки не будут выливаться из миски. Не прекращая взбивание, небольшими порциями ввести оставшийся сахар (0,5 стакана). 1/3 часть взбитых белков добавить к желткам, смешанным с мукой, и аккуратно перемешать, не круговыми движениями, а поднимая тесто слой за слоем, сверху вниз. Ввести оставшиеся белки и также аккуратно перемешать тесто сверху вниз. Аккуратно выложить тесто на застеленный пергаментом противень и равномерно распределить по всей поверхности. Выпекать бисквит ~10 минут в нагретой до ~180°C духовке (корж не нужно сильно зарумянивать). На столе расстелить чистое полотенце и посыпать его сахарной пудрой или сахаром (~1 столовая ложка). Горячий корж вынуть из духовки, выложить на посыпанное сахаром полотенце и аккуратно снять пергамент (лучше класть на край полотенца). Быстро свернуть горячий корж вместе с полотенцем и оставить остывать на ~30 минут. Таким же образом приготовить темный бисквитный корж. Муку соединить с какао, крахмалом, ванильным сахаром, разрыхлителем и просеять (если добавлять больше какао, чем по рецепту, значит нужно уменьшать на это же количество муку). Далее готовить также, как светлый бисквитный корж. Остывшие коржи аккуратно развернуть, убрать полотенце и снова свернуть рулетом. Каждый рулет разрезать поперек на 4 одинаковых рулетика. * Торт можно собирать сразу после выпечки, как только коржи хорошо остынут, или испечь коржи накануне и собирать торт на следующий день. Шоколад натереть на крупной терке или настругать широким ножом (50 г шоколада отложить для украшения торта). Бананы очистить и порезать кружками. С абрикосов слить сироп (сироп сохранить) и нарезать абрикосы тонкими ломтиками. Половину нормы сливок взбить с половиной нормы сахарной пудры до образования густой кремообразной консистенции. Подготовка к сборке торта. Аккуратно развернуть светлый рулетик, смазать его взбитыми сливками и посыпать тертым шоколадом. Таким образом подготовить все светлые рулетики. Затем аккуратно развернуть темный рулетик, смазать его взбитыми сливками и разложить на поверхности кусочки фруктов. Таким образом подготовить все темные рулетики. Сборка торта. Светлый рулет свернуть так, чтобы сливки и шоколад оказались внутри (сворачивать довольно плотно). Светлый рулет аккуратно обернуть темным рулетом. Таким образом, чередуя, темные и светлые рулеты собрать "большой рулет". Рулетики нужно скручивать довольно плотно, но если все же образовались небольшие пустоты, заполнить их кусочками фруктов. Подровнять поверхность и боковины торта, при необходимости срезав излишки бисквита. Украшение торта. Оставшиеся сливки взбить с сахарной пудрой и хорошо обмазать ими поверхность и боковины торта. Абрикосовый сироп нагреть до температуры ~70-80°C, добавить быстрорастворимый желатин и размешивать до полного растворения желатина. Раствор процедить через мелкое сито и охладить, пока он немного не загустеет и станет довольно тягучим. Киви вымыть, очистить и нарезать тонкими ломтиками. Консервированные абрикосы нарезать ломтиками. Разложить фрукты на поверхности торта. Аккуратно, при помощи чайной ложки, полить фрукты раствором желатина с абрикосовым сиропом. Поставить торт в прохладное место до застывания желе. Боковины торта украсить шоколадной крошкой и украсить торт взбитыми сливками при помощи кондитерского мешка со звездчатой насадкой. Готовый торт убрать в холодильник и дать настояться ~12-24 часа. სამწუხაროთ სურათები არ ატვირთა რატომ??? |
Posted by: Peppi 2 Oct 2009, 12:17 |
forumeli007 http://gotovim-doma.ru/view.php?r=824-recept-Tort-Ocharovanie-vzbitye-slivki-s-fruktami აი ეს არის ლინკი და აქ ნახოს ვისაც უნდა სურათები . . ბევრი სურათია . . August მახსოვს თქვენი გაკეთებული ეგ ტორტი |
Posted by: bernidu 2 Oct 2009, 13:13 |
ხალხო რაზრეხიტელი რა არის და სოდის მაგივრად შეიძლება ადამიანმა გამოიყენოს? ან სად შეიძლება, რომ იყიდო? |
Posted by: Peppi 2 Oct 2009, 13:19 | ||
bernidu
კი, სოდის გაუმჯობესებული ვარიანტია, იხმარება ერთმანეთის შემცვლელად, ორივე არ უქნა ერთად, წესით ყველა თავმოყვარე სუპერმარკეტში უნდა იყვეს . . . უცხოეთში იყიდება დროჟისა და ვანილის გვერდით, ინგლისურად ქვია baking powder ( რუსულად - разрыхлитель; сода для выпечки) |
Posted by: bernidu 2 Oct 2009, 13:29 |
მადლობა, გაიხარე, მიაგნებს ჩემი და გაგებაში არ ვარ ერთად უნდა უქნა თუ ცალცალკე * * * ხო კიდე აინტერესებს, სოდის პროპორციულად უნდა უქნას თუ მეტი ან ნაკლები? ანუ თუ დავუშვათ ერთ სუფრის კოვზს უშვება სოდას, ის პუდრა მაგ შემთხვევაში რამდენი უნდა გამოიყენოს? დოზირება როგორ განსაზღვროს? |
Posted by: Peppi 2 Oct 2009, 14:02 | ||
bernidu
საერთოდ, რეცეპტშI რაც ეწერება ის გამოიყენოს, თუ მაინც უნდა ჩანაცვლება - 1:1-ზე ჩაანაცვლოს (ანუ, 1 ჩაის კოვზ პუდრსს ვანაცვლებ 1 ჩაის კოვზი სოდით) ისე, აი ასე უნდა ჩაენაცვლოს კულინარიული სტანდარტების მიხედვით: 1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი = 1/4 სოდა და 1/2 ჩაის კოვზი "ტარტარის ფხვნილი" (Cream of Tartar - თეთრი, პუდრია ). ამ ფხვნილს ბეზეებში ანაცვლებენ ლიმონის წვენით, ან თეთრი ძმრით . . პროპორციით 2 წილი ლიმონი 1 წილი ტარტარის ნაცვლად . . ბისკვიტებშI არ ვიცი . . ჯობია უბრალოდ, იგივე ოდენობის სოდით ჩაანაცვლოს . . |
Posted by: bernidu 2 Oct 2009, 14:31 |
Peppi, გმადლობ, გაიხარე ამომწურავი პასუხისათვის გავახარებ |
Posted by: August 2 Oct 2009, 15:46 | ||
Peppi
მე ამის მიხედვით ალუბლიანი გავაკეთე მაშინ ... არ იყო რთული და გემრიელი კი ძალიან იყო ... რაც მთავარია ძააალიან ეფექტური იყო რაღაც საკითხებზე მინდა მოსაზრებები გკითხოთ ... "ჩამოვყალიბდები" და მერე ... |
Posted by: what 3 Oct 2009, 14:58 |
Peppi მადლობააა, საქართველოში ვარ |
Posted by: rtuli 4 Oct 2009, 17:31 |
შავი ქლიავის ღვეზელი 2,5 ჩ.ჭ. ფქვილი 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 2-3 ს.კ. შაქარი ლიმონის ცედრა 4 ს.კ. ლიმონის წვენი მწიკვი მარილი 220 გრ. კარაქი(დარბილებული) 5-6 ს.კ. კეფირი გულსართი: 600-700 გრ.შავი ქლიავი 150-200 გრ. შაქარი 2 ს.კ. ფქვილი მშრალი ინგრიდიენტები აურიოთ კარგათ,დავამატოთ კარაქი,გადაურიოთ(გამოვა კროშკა),დავამატოთ ლიმონის წვენი და კეფირი. მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი(ნაზი),თუ ძალიან მაგარი მოგეჩვენებათ კეფირის დამატება შეიძლება,გადავახვიოთ საკვებ პარკში და მაცივარში 2 საათით დავასვენოთ. ასეთი ცომი შეიძლება 3 დღე იდოს მაცივარში,ან სულაც საყინულეში შეინახოთ,როცა ღვეზელი მოგინდებატ წინა დღისით მაცივარში გადავიტანოთ და ისე გალღვება,მერე გამოვიყენოთ. ქლიავს გავაცალოთ კურკები, მოვაყაროთ შაქარი+ფქვილი(მე ვანილის პუდინგის მასა მოვაყარე). გავშალოთ დასვენებული ცომი(კარგათ ფქვილ მოყრილ მაგიდაზე), ყალიბზე 5-8 სანტიმეტრით(დიამეტრში) დიდი ზომის,ჩავდოთ ყალიბში(ნაპირები გადმოეკიდება)ჩაუდოთ გულსართი,გადმოუკეცოთ ნაპირები,წაუსვათ კვერცხის გული და ღუმელში გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ცომი უნივერსალურია და ნებისმიერი ხილის გულსართით მომზადდება. |
Posted by: hirondelle 4 Oct 2009, 19:35 |
ტკბილეულს იშვიათად ვჭამ, მაგრამ როცა მომინდება მიყვარს კაი თაფლი, ტირამისუ ან ჟოლოს ბავარუა აი ასეთი მნიამ მნიამ http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: August 4 Oct 2009, 19:57 |
და ამაზე რას იტყვი? ხრაშუნების ძირი აქვს არაქისის კარაქითა და რომით ... ზემოდან ნაყინი აქვ და ატამი "ჩაბუჟბუჟებული" + ჟოლოს კომფიტიური + ნუში და დარიჩინი ინდპორციები იხ. დესერტების თემაში ( ერთი რომ გავაკეთე და მომეწონა ... მერე ტორტის ვარიანტი გავაკეთე) |
Posted by: rtuli 4 Oct 2009, 20:04 | ||
hirondelle
მშვენიერი გემოვნება გქონია ორივე ნაზი და ტონკი გემოთი. ჯოლოს ბავარია მუსით არის მომზადებული ,რომელიც ადევს ძალიან თხელ ბისკვიტზე ნეიტრალური სიტკბო აქვს ორივეს რაც მეც მომწონს ძალიან. აი თავლი,მე პას |
Posted by: BadbadGirl 4 Oct 2009, 21:29 |
hirondelle ჟოლოს ბავარუა - რეცეპტი დაიდოს! rtuli გფლიზ, გვასწავლე თუ იცი - ჟოლოს ბავარუას მომზადება |
Posted by: hirondelle 4 Oct 2009, 22:04 | ||
BadbadGirl
მე არ ვიცი სამწუხაროდ, პატისღიში ვყიდულობ ხოლმე, მაგრამ თუ ვიპოვე ინტერნეტში დავდებ (რა ენაზე კითხულობ?) |
Posted by: rtuli 4 Oct 2009, 22:08 | ||||
hirondelle
იაპონურზე-ც აბა დაველოდები შენს ვერსიას BadbadGirl
მაქვს რეცეპტი,ოღონდ ლიმონიანია+ვანილით. უნდა მოვძებნო. აი ეს მაგალითად ჟოლოსია http://sucresale.cuisineblog.fr/30/ აი კიდევ ერთი ძალიან კარგია,ბისკვიტის მაგივრად ნუში+ბეზეა გამომცხვარი და ზედ არის ჟოლოს მუსი დადებული http://www.750g.com/fiche_de_cuisine.2.123.19855.htm იმედი მაქვს შეგიძლია თარგმნო |
Posted by: hirondelle 4 Oct 2009, 23:10 |
მეც ვიპოვე რეცეპტი მარა ფრაგულადაა თუ წაიკითხავთ http://douceursexquises.canalblog.com/archives/2007/01/05/3387540.html |
Posted by: BadbadGirl 4 Oct 2009, 23:14 |
hirondelle rtuli დიდი მადლობა ხალხო. რეცეპტის ენას არ აქვს მნიშვნელობა, გუგლის ტრანსლეიტორი და მისი ჯანი :P |
Posted by: hirondelle 4 Oct 2009, 23:16 | ||
აგაშენა ღმერთმა მაგდენ რამეს რა დამაწერინებდა ახლა ქართულადაც კი |
Posted by: rtuli 5 Oct 2009, 00:02 |
hirondelle მადლობა მშვენიერი ლინკისთვის ფაკტიურად ტრანსლეიტის გარეშეც კი ადვილად მისახვედრია რა ხდება მანდ. ყველაზე მარტივი და მსუბუქი ნამცხვრის რეცეპტია |
Posted by: Peppi 5 Oct 2009, 12:10 |
მეც განსაკუთრებით ჟოლოთი მიყვარს . . . პ.ს. სურათი ჩემია, მომზადებული კი - |
Posted by: hirondelle 5 Oct 2009, 12:17 | ||
Peppi
მე მარტო მაგას ვყიდულობ (თან დილიდან უნდა მოუსწრო ეგ პირველი თავდება და იმიტომ) დანარჩენები - შოკოლადის, ტყისკენკრის, ლიჩის, მარწყვის და სხვა მთელი დღე დევს ხოლმე, ზოგი არც ეყიდებათ ხანდახან და მეორე დღეს ნახევარ ფასში ასაღებენ |
Posted by: amadeus 5 Oct 2009, 12:31 |
hirondelle არ თქვა ეხლა რომ შენც თავაძესავით ტორტების ცხობა დაიწყე თორემ გავგიჟდები |
Posted by: hirondelle 5 Oct 2009, 12:34 | ||
არა რაის ცხობა, მაღაზიაში ვყიდულობ ზოგჯერ ტორტები კი არა ხაჭაპური ვცადე ერთხელ და ყველიანი ომლეტი გამომივიდა |
Posted by: Peppi 6 Oct 2009, 13:17 |
„კვახის ნამცხვარი“ წერეთლის მწვადითა და ნიგვზით „კვახის ნამცხვარი“ - უცნაურად ჟღერს ნამდვილად. ძალზედ უცხოა ქართული სამზარეულო ტრადიციებიდან გამომდინარე ამის წარმოდგენა . . თუმცა, ბევრი ქვეყნისთვის ტრადიციული და პოპულარული დესერტია. ასე, რომ მე „ველოსიპედი“ სულაც არ გამომიგონია - ვსინჯე და მომეწონა, ფაფუკი და მსუბუქი ბისკვიტი საუკეთესო დესერტია ყავასთად/ჩაისთან ერთად . . მასალა: შაქარი - თეთრი 175 გრ; მზესუმზირის ზეთი - 150 გრ; კვერცხი - 3 ცალი; კვახი - 250 გრ; კვახის თესლი ან „წერეთლის მწვადი“ - 70 გრ; ნიგოზი - 50 გრ; ფორთოხლის ცედრა - 1 ცალი; ფქვილი დროჟიანი - 175 გრ. არ ქონის შემთხვევაში - ჩვეულებრივ ხორბლის ფქვილს დაამატეთ გამაფხვიერებელი; სოდა - 1 ჩაის კოვზი; მუსკატის კაკალი - 1 ჩაის კოვზი, დაფქვილი. სიროფი: 1 ფორთოხლის წვენი; 5-6 კოვზი შაქრის პუდრა. საცხობი ფორმა - 20X20, ბოსტნეულის სახეხი, მიქსერი, 2 ჯამი. მომზადება: 1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე, გაზი 4-ზე. ფორმაში ჩააფინეთ კულინარიული ქაღალდი და მოუსვით ოდნავ ზეთი; 2. დაარჩიეთ ნიგოზი და დანაყეთ; 3. კვახი - სასურველია ტკბილი, დიდი, აგურისფერ-გულიანი და თხელ-კანიანი კვახი. გათალეთ და გახეხეთ; 4. კვახის თესლი ან „წერეთლის მწვადი“ მოხალეთ და გააგრილეთ; 5. ერთ ცალ მწიფე ფორთოხალს გააცალეთ ცედრა - სახეხით, ან ააჭერით დანით (გარეთა, ფერადი კანი, თხლად, ისე რომ თეთრი ნაწილი არ შეყვეს) და დააქუცმაცეთ; 6. ჯამში აურიეთ შაქარი და კვერცხი, ოდნავ შეთქვეფის შემდეგ დაამატეთ ზეთი; 7. ჩაუმატეთ კვახი, ნიგოზი, კვახის თესი და ფორთოხლის ცედრა, მოურიეთ; 8. ფქვილი, სოდა და გახეხილი მუსკატის კაკალი აურიეთ ერთმანეთს და ჩაამატეთ პირველ ჯამში (კვერცხთან და შაქართან); 9. მოურიეთ და გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაში. შედგით შუა ან ქვემოდან მე-2 ნიშნულზე და ჩართეთ „ცეცხლის“ ზედა და ქვედა პოზიცია ერთდროულად; 10. ცხობისთვის საჭიროა 40-50 წუთი. დაახლოებით 35 წუთში შეამოწმეთ გამოშრობის ხარისხი - ასანთის ღერით, როცა ნამცხვირს ჩაჩხვლეტის შემდეგ ასანთის ღერი მშრალი იქნება - ნამცხვარიც მზად არის. სიროფი: მიკროტალღური ღუმლის შემთხვევაში - სპეციალურ ჭურჭელში ჩაასხით ნახევარი ფორთოხლის წვენი და დაამატეთ შაქარის პუდრა, მოურიეთ და შედგით 1 წუთით გასაცხელებლად. გამოიღეთ და აცალეთ შეგრილება, მოაწუწეთ ნამცხვარზე - სურვილისამებრ; გაზზე მომზადებისას - პატარა ჯამში ჩაასხით ფორთოხლის წვენი და ჩაყარეთ შაქარი, შედგით ცეცხლზე და ურიეთ შაქრის საბოლოდ გახსნამდე და ცოტა შესქელებამდე. გამორთეთ და შეაგრილეთ. სხვა რეცეპტები იხილეთ აქ: http://www.perfectcook.org/ |
Posted by: mzi 6 Oct 2009, 15:57 |
კომშისგან რა ნამცხვრები შეიძლება გავაკეთოთ? |
Posted by: rtuli 6 Oct 2009, 20:23 |
შვრიის ნამცხვარი (ქოქოსის ფანტელით,ნიგვზით,ქიშმიშით,შოკოლადით). საზომი ჭიქა 240 გრამიანი. 1 ჭ. მოხალული და დაქუცმაცებული ნიგოზი 1 ჭ. ყავისფერი შაქარი 0,5ჭ. თეთრი შაქარი 100 გრ.ქიშმიში 1 ჭ. ქოქოსის ფანტელი 180 გრ. შოკოლადის წვეთები(შეგიძლიათ შოკოლადის ფილა დაჭრათ) 2 ჭ. გერკულესი 2,5 ჭ. ფქვილი 230 გრ. კარაქი(ოთახის ტემპერატურის) 3 ცალი კვერცხი ვანილი 1 პაჩკა 1 ჩ.კ. სოდა(თავმოუბმელი) 0,5 ჩ.კ მარილი(თავმოუბმელი) გავთქვიფოთ კარაქი და ორივე შაქარი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები,გამოვა ფუმფულა მასა. დავამატოთ ვანილი. დავაცრათ ფქვილი+სოდა+მარილი.ამოურიოთ და დავამატოთ გერკულესი,კიდევ ერთხელ ამოურიოთ მასას. ნიგოზი,შოკოლადი,ქოქოსის ფანტელი და ქიშმიში,დავაყაროთ ცომს და ამოურიოთ საბოლოოდ.გამოვა ძალიან ნაზი მასა. ამოვიღოთ კოვზით ნამცხვრის მასა,დავადოთ ცხიმ წასმულ თუნუქის ფურცელზე(5 სმ. დაშორებით),ოდნავ თითით გავაბრტყელოთ თითის სისქის რომ გამოგვივიდეს ნამცხვრები. გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ 200 გრადუსამდე ღუმელში,10_15 წუთის განმავლობაში,ან შეყვითლებამდე. რაც უფრო დიდხანს იქნება ღუმელში მით უფრო,ხრაშუნა სტრუკტურის ნამცხვარი გამოვა და რაღაცნაირი საღეჭი.მე უფრო დიდხანს ვამყოფინებ ღუმელში,მიყვარს საღეჭი ნამცხვრები პ.ს. არ არის ფაკტიურად ცხიმიანი და + სასარგებლოა. ამ პორციიდან გამოდის სადღაც 45-50 პეჩენია,რაოდენობიდან მიუხედავათ მალე ქრება! http://www.radikal.ru |
Posted by: upwave 6 Oct 2009, 21:22 | ||
rtuli
კაცო, ვიფიქრე არ შევიხედავ მეთქი, მაგრამ ვერ გავძელი და დამეფსო თვალები ანგინა მაქვს და არ შეიძლება ჩემთვის ნიგოზი!!! ჩამომივიდა დორბლიიიი |
Posted by: rtuli 7 Oct 2009, 01:31 | ||
upwave
ნიგვზის გარეშე გააკეთე რა პრობლემაა მეტი ქოქოსის ფანტელი და ქიშმიში აიღე თუმცა ეს მოშუშული ნიგოზი სულ სხვაა მაინც სხვა ,გემრიელ გემოზე მიყავს პ.ს. გამოჯამრთელებას გისურვებ და პეჩენიით დატკბობას მომავალში |
Posted by: upwave 7 Oct 2009, 11:20 | ||
rtuli
დიდი მადლობა ჩემო კარგო იმედი მაქვს, თორემ მე-6 კლასის მერე ავად არ ვყოფილვარ და ძალიან მიჭირს. თან რაღაც სასწაული დამემართა |
Posted by: uefa08_geo 7 Oct 2009, 15:22 |
ამ ტორტებს ზევიდან რა ასხია რეცეპტი დაწერეთ თუ იცით. http://images.geotorrents.com/ http://images.geotorrents.com/ |
Posted by: kukurukuku 7 Oct 2009, 15:54 |
uefa08_geo მგონი მარცეპანი უნდა იყოს, რეცეპტი რა თქმა უნდა არ ვიცი |
Posted by: rtuli 7 Oct 2009, 16:05 | ||||
uefa08_geo
მარციპანის მასაა ან მასტიკაა მარშმელოუზე მოზელილი ორივე ნაზი და გემრიელია. amadeus
აშკარად პახმელიის სინდრომმა შემოგიტია |
Posted by: n_j 7 Oct 2009, 16:28 |
uefa08_geo მარციპანია, კი. კეტდება დაფქული ნუშით, შაქრის პუდრიტ და ცილით ან სხვა სითხით, რეცეპტს გააჩნია.მაგ მასისგან მერე ბევრი რამის გაკეთება სეიძლება, ასეტი პაწია ბაიებისაც კი ეს მარციპანის ბავშვია, მაგრამ თმა არ ვიცი რისგან აქვს გაკეტებული, ერტ ფრანგულ ფორუმზე ვიპოვე ფოტო |
Posted by: xachapuridze 7 Oct 2009, 18:16 | ||
n_j
რა საშინელებაა! ეს ვინმემ უნდა შეჭამოს? |
Posted by: n_j 7 Oct 2009, 19:05 |
xachapuridze ვინ შეჭამს არ ვიცი მაგრამ შესრულების ტექნიკამ მომხიბლა, ულამაზეად არის გაკეტებული |
Posted by: rtuli 7 Oct 2009, 20:28 | ||
მეც დავდებ სურათებს მარშმელოუს მასტიკით გაკეთებულ შედევრებს http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru n_j
სერიოზული ნამუშევარია,ძალიან რეალურს გავს |
Posted by: EXHALATING 7 Oct 2009, 22:15 |
ის წითელვარდებიანი ტორტი ჩემი ქორწილისას ჰგავს |
Posted by: auau 7 Oct 2009, 23:38 | ||
n_j
შედევრია! მაგრამ ვინმემ ჭამა რომ დაუპიროს, კბილებს ჩავამტვრევ... |
Posted by: upwave 8 Oct 2009, 00:05 | ||
rtuli
ეგეთი რაღაცეები ალბათ ცხოვრებაში არ გამომივა. რა ლამაზია!!! |
Posted by: kukuruku 8 Oct 2009, 00:23 |
ეს მარციპანის და შაქრის კარამელის ხელოვნება მაგიჟებს! სიამოვნებით ვისწავლიდი, დიდი სიამოვნებით! უნდა მივებარო ვინმე დიდ ფრანგ კულინარს, ასეთ შედევრებ რომ აკეთებს. |
Posted by: upwave 8 Oct 2009, 01:26 | ||
kukuruku
+1 მაგას ვინც აკეთებს, ალბათ ძალიან ნატიფი ფანტაზიისა და მოქნილი თითების პატრონი უნდა იყოს. იმ პატარა ბაიას რა ბუთქი ჩიჩიები აქვს და ზუსტად ისეთიამობურცული თვალის უპეები, როგორც ახალშობილებს |
Posted by: amadeus 8 Oct 2009, 01:40 |
n_j ვინც ეგ პირთან მიიტანოს იმის ((((( |
Posted by: TAMTAD 8 Oct 2009, 12:12 |
გამარჯობა... ძალიან გთხოვთ იქნებ ვინმემ იცოდეთ ქოქსის ფანტელის და ბეზეს პეჩენიები თუ ტრუფელი ზუსტად არ ვიცი რა ქვია როგორ მზადდება. ვიცი რომ ათქვეფილ ბეზეს ურევენ ქოქოსს და ისე აცხობენ მაგრამ პროპორცია არ ვიცი... . |
Posted by: rtuli 8 Oct 2009, 12:27 |
[b]TAMTAD[/b Кокосовые макроны 250 гр. сахара 3 белка 250 гр кокосовой стужки Описание :: Воздушные и невесомые печеньки. Белки взбить в крепкую пену, постепенно добавлять сахар и взбить до стоячих пиков. Затем аккуратно вмешиваем кокосовую стружку. Теперь можно с помощью чайной ложечки делать бугорки и сажать сразу на противень застеленной бумагой. Можно эту массу так же сажать сначало на круглые листочки каторые продаются для печений. А затем уже на противень. Выпекать при 160 С около 15 минут. Они не должны покоричневеть. |
Posted by: tos-ka 8 Oct 2009, 15:20 | ||
upwave
მართლა ულამაზესი და ფაქიზი ნამუშევარია. სპეციალური კლიშეები არსებობს ამგვარი ფიგურების დასამზადებლად +ცოტა ფანტაზია და დაელოდე მერე ემოციების ქარიშხალს |
Posted by: Peppi 8 Oct 2009, 16:40 | ||
TAMTAD
მე მაქვს გაკეთებული დავწერ რეცეპტს . . აი სურათი, ჩემი გაკეთEბულია და ვიცი რომ კარგი გამოდის რეცეპტიც დავწერე - ”ქოქოსის ტრიუფელი“ ბეზე ქოქოსითა და შოკოლადით კვერცხი - 1 ცალი; შაქრის პუდრა - 80 გრ; სიმინდის ფქვილი - 2 ჩაის კოვზი; ქოქოსის ბურბუშელა - 90 გრ; შავი შოკოლადი - 60 გრ; 16 -18 ბურთულა; საჭიროა მიქსერი, ჯამი, თუნუქის ფურცელი, შოკოლადის გასალღობი ჭურჭელი. მომზადების დროს 15-20 წუთი; ცხობის დრო - 15 წუთი. ინახება 2 დღე თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ რბილდება და გემოსაც კარგავს. მომზადება: 1. გაახურეთ აირღუმელი 160/180 გრადუსზე, დააფინეთ კულინარიული ქაღალდი; 2. ათქვიფეთ კვერცხის ცილა, და შეათქვიფეთ შაქრის პუდრა პორციობით. შაქრის საბოლოდ გადნობისა და ბზინვარების შემდეგ დაამატეთ სიმინდის ფქვილიც, თქვიფეთ მის საბოლოო შერევამდე; 3. ბეზეს დაამატეთ ქოქოსი და აურიეთ; 4. ჩაის კოვზით ამოიღეთ ბეზე და დააწყვეთ ფუნუქის ფურცელზე. შედგით აირღუმელში და აცალეთ სანამ ბეზე ღია ყავისფერ ფერს არ მიიღებს; 5. გამორთეთ აირღუმელი და აცალეთ გაგრილება ქოქოსის ბურთულებს; 6. ამასობაში გაალღვეთ შოკოლადი, ან უბრალოდ შოკოლადის „პასტა“ გამოიყენეთ და ზემოდან „მოაწუწეთ“ გამომცხვარ ბურთულებს, ან სულაც ამოავლეთ შოკოლადში მთლიანად. |
Posted by: TAMTAD 8 Oct 2009, 18:31 |
მადლობ.. გაიხარეთ... დიდი კულინარი რომ არ ვარ ჩანს , მაგრამ თქვენნაირ ნიჭიერ ხალხს ვაფასებ. თქვენ რეცეპტებზე ვგიჟდები... რა კარგია რომ ჩემნაირების გადარჩენა შეგიძლიათ |
Posted by: niniaa 8 Oct 2009, 19:04 | ||
rtuli
ამ კრემს შაქარი არ უნდა? შეიძლება ამ კრამს მოხარშული კრემიც შევურიოთ? ნაღები ვისი ფირმისა ჯობია და რამდენპროცენტიანი? |
Posted by: rtuli 11 Oct 2009, 20:16 | ||||
niniaa
უი ეხლა დავინახე,მომიტევე
შაქარი არუნდა რადგან შოკოლადი საკმაოდ ტკბილია,თუ მოამზადებ გაუსინჯე გემო და თუ საკმაოდ ტკბილი არმოგეჩვენება დაამატე მხოლოდ შაქრის პუდრი(შაქარი დააგდებს კრემს). ნაღები 36% ყველაზე კარგია.,,პარმალატის,,ფირმის და სკანდინავიურს ვხმარობ. რაც შეეხება მოხარშული კრემის დამატებას,შეგიძლია დაამატო გათქვეფილი ნაღები და ფრთხილად ამოურიო. მე გამიკეთებია და კარგი კრემი გამომივიდა |
Posted by: teamiho 12 Oct 2009, 17:28 |
rtuli გამარჯობა ლიმონის კრემის რეცეპტს ხომ ვერ მეტყვით. ვერ ვიპოვე |
Posted by: mzi 12 Oct 2009, 17:58 | ||
http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=1410entry12520134 |
Posted by: teamiho 12 Oct 2009, 19:43 |
MZI დიდი მადლობა!!!!!-------------------------- |
Posted by: rtuli 13 Oct 2009, 00:08 | ||
teamiho mzi
აი კიდევ ერთი უგემრიელესი ვარიანტი,რომელიც მაცივარში ინახება.გადმოგიკოპირებთ: მე წუხელ მოვამზადე ლიმონით მსგავსი კრემი,ანუ არა იდენტური მაგრამ ძალიან გემრიელი და მაცივარში 2 კვირის მანძილზე შეგიძლია შეინახო შუშის ბანკაში.აი რეცეპტიც: 4 ლიმონი 4 ცალი კვერცხი 100 გრ. კარაქი 500 გრ. შაქარი ლიმონებს გაწურავ და ერთი ლიმონის კანსაც გახეხავ(ცედრას). ათქვეფავ კვერცხს და შაქარს +კარაქს +ლიმონის წვენი და ცედრა. მოათავსებ ქვაბში და როგორც ზემოთ აღვწერე ისე მოამზადებ აბაზანაზე ამ პომადკას. როცა შესქელდება ჩაასხი ქილაში და მერე გამოიყენე. აი ეს რულეტი ზუსტად მაგ ლიმონის კრემით არის მომზადებული http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=15entry13173733 * * * სტაფილოს ტორტი 75 გრ. ნიგოზი(მოშუშული ,მსხვილად დაჭრილი) 255 გრ. სტაფილო(მსხვილად დაქუცმაცებული) 1/3 ჩ.ჭ. ვაშლის პიურე 210 გრ.ფქვილი 1/3 ჩ.კ. მარილი 1 ჩ.კ. დარიჩინი 225 გრ.შაქარი 180 გრ. ზეთი(მე არმომწონს და დაჩას ვხმარობ,ოთახის ტემპერატურის) 1ჩ.კ. ვანილის ეკსტრაკტი 0,5 ჩ.კ.სოდა 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 3 ცალი კვერცხი(დიდი ზომის) ეს მასალა გათვალისწინებულია ერთ ბისკვიტზე 26 სმ. დიამეტრში. დაჩას ვთქვეფავთ შაქართან ერთად და კვერცხებს სათითაოდ ვათქვეფავთ. ვამატებთ ვანილის ეკსტრაკტს,ვაშლის პიურეს და ვაცრით ფქვილი+სოდა+გამაფხვიერებელი+მარილი+დარიჩინი. ამოურევთ ერთგვაროვან მასის მისაღებად. ვამატებთ ნიგოზს+სტაფილოს.ისევ ამოურევთ ფრთხილად ერთგვაროვან მასამდე და მოვათავსებთ,პერგამენტ ჩაფენილ ყალიბში. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25-35 წუთამდე,ანუ ხის ჩხირით გაუსინჯეთ გული ,გამომცხვარ ბისკვიტს. მეორე ბისკვიტიც იგივე მიმდინარეობით გამოვაცხოთ. გაციებულ ბისკვიტებს გადაუსვათ კრემი: 70 გრ.კარაქი 340 გრ. კარგი ხაჭო(საცერში გატარებული,ან დაბლენდერებული) 200გრ. შაქრის პუდრი 250 გრ. ნაღები 36% ვთქვეფავთ კარაქს და ხაჭოს,მერე ვამატებთ შაქრის პუდრს და ფრთხილად ვამატებთ გათქვეფილ(ღრუბელივით)ნაღებს,კოვზით ამოურევთ კრემს. შეგიძლიათ ცოტა ვანილი და ლიმონის ცედრა დაამატოთ. http://www.radikal.ru |
Posted by: mzi 13 Oct 2009, 10:36 | ||
ეს კრემი მგონი გამოდგება ტარტალეტკებშიც, ოგონდ თეთრი კრემით ტუ გავაფორმებთ, არა..... |
Posted by: hirondelle 13 Oct 2009, 10:43 |
მე ნაპოლეონი მიყვარდა ლიმნის კრემით |
Posted by: rtuli 13 Oct 2009, 10:51 | ||||
mzi
ეს უკვე კრემია ფაკტიურად,უფრო კრემით კიარა ბეზეთი ან ნაღებით თუ გააფორმებ. ფხვიერ ცომს ძალიან უხდება hirondelle
კარგი დაბრაწული ფირფიტებით და ჰაეროვანი კრემით(არა მსუყე!) მე კრემს როცა ვადებ ნაპოლეონის ფირფიტებს, კენკრასაც ვაყრი,მაგალითად ჟოლოს,გამოდის ,,დაცემა ნაპოლეონი,, |
Posted by: mzi 13 Oct 2009, 12:04 | ||
მინდა მასეთი კრემიც, ძალიან კი გაწუხებთ... |
Posted by: teamiho 13 Oct 2009, 14:49 |
rtuli უღრმესი მადლობა. აუცილებლად გავაკეთებ ლიმონის კრემიტ რულეტს დ, დარწმუნებული ვარ უგემრიელესი იქნება |
Posted by: niniaa 13 Oct 2009, 15:57 |
rtuli დიდი მადლობა ,ასეთი ყურადღებიანი რომ გვყავხარ! ამასწინათ ვიყიდე შოკოლადის ტორტი უგემრიელესი იყო,ძალიან ნაზი და არამსუყე კრემი ჰქონდა და ... ოჯახის ერთ-ერთ წევრს მორჩენილი ტორტის ნაჭერი საყინულეში შეუდია.!ცალკე კრემის ჭამა არ მიყვარს,მაგრამ მაცივრიდან გამოღებულს ,ისეთი გემო ჰქონდა, თითქოს უგემრიელეს შოკოლადის ნაყინს შევექცეოდი.... ჰოდა ,ვეძებ ასეთი კრემის რეცეპტს! იქნებ ნაღების კრემი იყო? |
Posted by: liziko 14 Oct 2009, 10:47 |
niniaa აქაც შეიხედე, რეცეპტი წერია... თუ გაყინავ ხომ საერთოდ... http://forum.ge/?showtopic=34007985&f=&st=1290entry15968287 |
Posted by: mariaa 14 Oct 2009, 11:34 | ||
rtuli
ნაპოლეონი მინდა ვცადო და რეცეპტი plzzz |
Posted by: Ctrl 14 Oct 2009, 13:01 |
ერთი სათხოვარი მაქვს. ამ დღეებიში მექნება უამრავი ვაშლი.. რამოდენი ჯიშის (მიწა ვიყიდეთ სადაც 15 სხვადასხვა ჯისშIს ვაშლის ხეა და გვეზიზღება უკვე ვაშლი 3 წელია) ხოდა იქნებ რამე ორიგინალური მასწავლოთ რისი გაკეთება შეიძლება ვაშლით? ჩვეულებრივი ღვეზელი ვიცი. მეტი არაფერი. მადლობა წინასწარ და კიდევ მეორე, ყველგან სადაც ჩიზქეიქის და ხაჭოს ტორტის რეცეპრტი ვნახე რაღაც ჩემთვის უცხო ყველის სახეობები წერია, სადმე თუ გიდევთ ისეთი რეცეპტი სადაც ჩვეულებრივი ხაჭოთი და ადვილადხელმისაწვდომი ინგრედიენტებითაა გაკეთებული. თუ უადგილოდ დავპოსტე მიმაბძანეთ სადაც საჭიროა ვერ გავერკვიე კარგად |
Posted by: liziko 14 Oct 2009, 13:22 | ||
Ctrl
აბა ზამთარი მოდის და ვაშლი კი გექნება. მე გორელები მყავს დედამთილის ნათესაობა და იგივე პრობლემა დგას ხოლმე ჩემთანაც, ვაშლი-უამრავი.... ხოდა მთელი ზამთარი ხან რას ვიგონებ ხან რას. ეს მახსენდება ახლა... თუ სამარხვო გინდა ასე გააკეთე. თუ უმარხვოდ 2 კვერცხი დაამატე ცომში, და ვაშლებს რომ ჩადებ ჩვეულებრივი სგუშონი მოასხი 1 ჩ.კ.ნიგვზის მერე. სამარხვო ნამცხვარი 10 ცალი საშუალო ზომის ვაშლი (აუცილებლად რბილი ჯიშის, ბანანი ან სხვა.) 1 ცალი მარგარინი სამარხვო 1 ჩ/ჭიქა წყალი 1.5 ჩ/ჭიქა შაქარი 1 ჩ/ჭიქა გატარებული ნიგოზი 1 ჩ.კ. სოდა 1 ჩ.კ. დარიჩინი 3-4 ჩ/ჭიქა ფქვილი ცომი: გავადნობთ მარგარინს, დაუმატებთ წყალს, 0.5 ჩ/ჭ შაქარს, სოდას და ფქვილს, იმდენს რომ მივიღოთ რბილი ცომი, (დაახლოებით როგორიც ხაჭაპურის). გაყოფთ 40 ნაწილად და თითოეულს გაათხელებთ (ისე როგორც ხინკლის ცომს). გული: ვაშლებს გაჭრით 4 ტოლ ნაწილად, გათლით და გულებს ამოაცლით. ცალკე ჭურჭელში აურევთ დარჩენილ 1 ჩ/ჭიქა შაქარს, ნიგოზს და დარიჩინს. ცომზე დადებთ 1 კოვზ ნიგვზის და შაქრის ნარევს, და დაადებთ 1/4 ვაშლს, მრგვალი ნაწილი ქვევით (უკვე გათლილს და გამზადებულს) და შეკრავთ (მე ხინკლებივით ვკრავ). ასე გაამზადებთ დანარჩენებსაც, დადებთ ღუმელის ტაფაზე "ჟარონაზე" მრგვალი ნაწილებით ზევით, ანუ ნაკეცები ქვემოთ. და გამოაცხობთ ჯერ ქვემოდან, შეფერადებამდე, შემდეგ ზემოდან და ქვემოდან ერთად, შევარდისფერებამდე. გადმოიღეთ და ვისაც გიყვართ მოაყარეთ შაქრის პუდრი. (ან მეორე ვარიანტი: ზემოთა ნაწილს მოასხით შოკოლადი და დააყარეთ ქოქოსის ფანტელი) სულ გამოდის 40 ცალი. მაგრამ მე 1 პორციას არასდროს არ ვაკეთებ, ვაკეთებ 2-ს მაინც. იმიმტომ რომ ძალიან უცებ ფქვავენ... |
Posted by: Ctrl 14 Oct 2009, 13:48 | ||
დიდი მადლობა |
Posted by: tos-ka 15 Oct 2009, 12:45 | ||
liziko
ბედნიეროოო ვაშლი ჩემი სისუსტეა Ctrl დესერტს გასწავლი თუ გამოგადგება დიდი, ბუთხუზა ან საშუალო ზომის ვაშლი კარგად გარეცხე და ყუნწის მხრიდან გული ამოუღე. არ არის ძნელი გასაკეთებელი, თავიდან დანით ამოჭრი და მერე კოვზით. ოღონდ ძირი დაუტოვე. თაფლში აურიე თანაბარი ოდენობის დაკეპილი ან გატარებული ნიგოზი ( თხილი) და ქიშმიში და ვაშლში ჩადევი. ბოლომდე არ ამოავსო. გაახვიე ფოლგაში და შედგი ღუმელში. 15 წუთში მზადაა. თუ გესიამოვნება ნაყინთან ერთად მიირთვი, თუ არა, ისედაც გემრიელი დესერტია, |
Posted by: miau 15 Oct 2009, 13:55 |
liziko სამარხვოებშიც გადავიტანე შენი რეცეფტი Ctrl ვაშლის ნამცხვრები ჩვენი სარჩევიდან: http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=270entry13791148 http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=75entry4623196 კარალევსკი პეროგი Augusta http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=285entry6535615 http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=1365entry12410835 http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=600entry14590133 http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=240entry13686398 http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=900entry15770464 http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=75entry13302606 |
Posted by: Ctrl 15 Oct 2009, 16:40 |
miau liziko tos-ka უღრმესი მადლობა ძალიან დამეხმარეთ მოვყვები ეხლა და გავაოცებ ოჯახს დღითიდღე |
Posted by: mariaa 15 Oct 2009, 17:25 |
Ctrl ვაშლის ღვეზელი აცხვე და აცხვე სხვა და სხვა რეცეპტით..ხან დარიჩინი უქენი და ა.შ.. i love it |
Posted by: teamiho 15 Oct 2009, 19:14 | ||
იცით რა მაინტერესებს? თუ შეიძლება მომზადევბის პროცედურები როგორ ხდება ამ ლიმონის კრემის? კიდევ ერთხელ ბოდისჰი რომ გაწუხებთ |
Posted by: rtuli 15 Oct 2009, 21:09 | ||
teamiho
მოხარშული კრემივით მზადდება: გათქვეფავ კარგათ კვერცხს+შაქარს+ლიმონის წვენს. გაზქურაზე დაადგავ ქვაბს ,ჩაასხავ წყალს და აადუღებ. გათქვეფილ კვერცხიან მასას მოატავსებ მეორე ჯამში და დაადგავ მაგ ორთქლის აბაზანაზე,სულ უნდა ურიო,იქამდე სანამ მასა არგახდება სქელი არაჟნის სისქის. გადმოდგავ და დაამატებ კარაქს+გახეხილ ლიმონის ცედრას(კანს).გადააფარე ცელობანი და ისე გააცივე. გადაიტანე ქილაში და შეგიძლია გამოიყენო როცა დაგჭირდება(შეინახე მაცივარში). * * * ნამცხვარი კონიაკში ჩაბასტურმებული მსხლით 120 გრ.ფქვილი 130 გრ.შაქრით 100გრ.კარაქით 2 დიდი ზომის კვერცხი(ან 3 პატარა) 3 საშვალო ზომის მსხალი 80 გრ.თხილი(დაქუცმაცებული) 2 ს.კ. კაკაო 2 ს.კ. კონიაკი 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი მოსასხმელად შოკოლადი: 1 პლიტკა შავი შოკოლადი 40 გრ. კარაქი 2 დს.კ. კოვზი რძე 1ს.კ. კოვზი კონიაკი გავთალოთ მსხლები,დავჭრატ კუბიკებათ და ცავაბასტურმოთ კონიაკში 1 საათით. გავთქვიფოთ კარაქი+შაქარი,შევათქვიფოთ კვერცხები სათითაოდ და დავამატოთ მშრალი ინგრიდიენტები.მოვზილოთ ნაზი ,სქელი არაჟნის ცომი და ბოლოს დავამატოთ მსხლის ნაჭრები. პერგამენტის ქარალდი ჩავაფინოთ ყალიბში (20 სმ დიამეტრის)(მე პორცია ნახევარი ვიხმარე და კეკსების ყალიბი გამოვიყენე),ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში,ხის ცხირით გაუსინჯეთ შუაგული მაინც!. გაციებულ ნამცხვარს მოვასხათ შოკოლადის მასა: ორთქლის აბაზანაზე გავადნოტ შოკოლადი+რძე+კონიაკი,გადმოვდგათ და კარაქი შევაზილოთ.გავაციოთ და მოვასხათ ნამცხვარს. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: წკაპო 15 Oct 2009, 22:36 | ||
rtuli, დიდი მადლობა რეცეპტისათვის, მაგრამ ხომ ვერ დააზუსტებდი იმ ფილა შოკოლადის წონას და კოვზების სახეობას რძისა და კონიაკისათვის. ჰო, კიდევ, როგორი მსხალი სჯობია? |
Posted by: rtuli 15 Oct 2009, 22:55 | ||
წკაპო
საერთოდ კარგია მანდ მაგარი+წვნიანი ჯიშის მსხალი. რადგან მე სახლში ალექსანდრიტის(მგონი სწორედ დავწერე)ჯიშის მსხალი მქონდა ის გამოვიყენე,სხვა დროს მწვანე ფერის, მაგარი+წვნიანი ჯიშის უნდა გამოვიყენო(საცდელად). შევასწორე რეცეპტში კოვზების დასახელება. აი აქედან ავიღე რეცეპტი და მგონი მე უფრო კარგი გამომივიდა http://lillaya.livejournal.com/57061.html |
Posted by: Peppi 15 Oct 2009, 23:50 | ||
Ctrl
ვაშლი ხორცთანაც ძალიან გემრიელად ეწყობა განსაკუთრებით მომჟავო, ხორცთანაც და ღვიძლთანაც მიყვარს |
Posted by: teamiho 16 Oct 2009, 15:34 | ||
rtuli
ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის |
Posted by: August 16 Oct 2009, 15:45 |
Ctrl ადრე მქონდა ეს ხაჭოს დესერტი აქ მაგრამ შენთვის კიდევ დავდებ . ვაშლს მხოლოდ გულები ამოაცალე და ისე დაჭერი ვთქვად 1/4 ან 1/8 ნაწილებად შედგი ღუმელში და შეწვი ( მე მიკროტალღურში ვდგამ ხოლმე) მერე ამ ცხელსავე ვაშლში გაურიე ხაჭო და ერთად დააბლენდერე თუ გინდა ვანილი დაუმატე, თუ გინდა დარიჩინი, ნიგოზი ... რაც გინდა მოკლედ. 1 კგ ვაშლი ძალიან კარგი ზომაა 1 კგ ხაჭოზე საუცხოო დიეტეტიკური რამ არის არც ცხიმი აქვს და არც შაქარი და მაინც ტკბილია (ვაშლის გამო) სასარგებლო იჭმევა თბილადაც და ცივი ხომ საერთოდ ნაყინის მსგავსია... შეგიძლია ჩირებით მორთო შეგიძლია ვაფლის ჩხირებით შოკოლადი დაახეხო ... |
Posted by: Ctrl 16 Oct 2009, 16:04 |
August აჰა უმ ხაჭოსთან ერთად დავაბლენდერო შემწვარი ვაშლი... და ესე კრემივით მასა გამოვა ხო? და ეს ფოტოზე რარაცა ბრტყელი რომარის რაარი? საინტერესო რეცეპტია დიდი ამდლობა |
Posted by: August 16 Oct 2009, 16:13 |
Ctrl კი ხაჭო უმია და ვაშლი შემწვარი და ცხელი ეგ ბრტყელი არის "ხრაშუნა" ჰქვია ... |
Posted by: miau 16 Oct 2009, 16:37 | ||
August
შესახედავად კრეკერს ჰგავს. |
Posted by: rtuli 16 Oct 2009, 18:08 | ||
miau
ხრაშუნა ხლებცებია+ჭვავის ფქვილისგან |
Posted by: miau 16 Oct 2009, 18:18 | ||
rtuli
ზუსტად მაგეთი შესახედაობის ადრე ჯორჯიტაში კრეკერად მომასაღეს |
Posted by: rtuli 16 Oct 2009, 18:55 | ||
miau
один черт дрова |
Posted by: doctor-ZOOM 16 Oct 2009, 21:05 |
თუ შეგიძლიათ ვინმემ მასწავლოთ ქიშმიშიანი კექსის რეცეპტი, რომელიც ადრე იყიდებოდა საკონდიტრო მაღაზიებში "აგურის პურის" ფორმის |
Posted by: rtuli 16 Oct 2009, 21:32 | ||
doctor-ZOOM
არვიცი რამდენად ისარის რასაც ითხოვტ მაგრამ,ეს წააგავს,მე ამ კეკსს ვაცხობდი : 100 გრ. კარაქი 1 ჩ.ჭ. შაქარი 2 ცალი კვერცხი 0,5 ჩ.ჭ მაწონი კიშმიში 100 გრ. ნიგოზი თუ გინდა შეგიძლია დაამატო არ აწყენს ვანილი 1 ჩ.K. სოდა+1 ს.კ. ძმარი 2,5-3 ჩ.ჭ ფქვილი(ეს ფქვილზეა,კვერცხის სიდიდეზე დამოკიდებული,ცომი უნდა არაჟნის სისქის გამოვიდეს) ყალიბი ოთხკუთხედი ფორმის უნდა გქონდეს 28-10-7 ზე ზომის. გათქვიფე შაქარი+კარაქი,შეათქვიფე კვერცხები,მერე მაწონი, სოდა+ძმარი დაამატე,მერე ფქვილი.ბოლოს როცა ამოურევ ცომს ქიშმიში და ვანილი. ჩაასხი ცხიმ წასმულ,ფქვილ მოყრილ ყალიბში და გამოაცხე 180 გრადუსზე. |
Posted by: miau 16 Oct 2009, 22:05 |
doctor-ZOOM მაღაზიაში წესით და კანონით ეს იყიდებოდა: ე. წ. "სტალიჩნი" (ბებიაჩემის რეცეპტებიდან) 300 გ. კარაქი 6 კვერცხი 300 გ. შაქარი 400 გ. პურის ფქვილი 50 გ. კარტოფილის ფქვილი 1 პირმოუბმელი ჩ/კ სოდა ვანილი 1 ჭიქა ქიშმილი 1 ს/კ კონიაკი ან რომი ქიშმმიში დავმდუღროთ და გავაშროთ კარგად დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ცალ-ცალობით კვერცხი, ვანილი, და სოდაარეული ფქვილი, კონიაკი და ქიშმიში. ჩავდოთ ფორმაში და წინასწარ გახურებულ ღუმელში დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ. ისე, მეტი არაა ჩემი მტერი, ამდენი პროდუქტით აკეთებდნენ მაღაზიის კექსს, მაგრამ სახელი ერთი ჰქვია. |
Posted by: Solveig 16 Oct 2009, 22:10 |
August თქვენს დადებულ ხაჭოიან დესერტს ქლიავიც უხდება |
Posted by: rtuli 16 Oct 2009, 22:11 | ||
miau
გოგო შენ ჩემი რეცეპტი გაასამმაგე ფორმაც სამმაგი დასჭირდება |
Posted by: miau 16 Oct 2009, 22:19 | ||
rtuli
არც დავკვირვებივარ არაააა, ჩემს კექსში, ანუ სტალიჩნი კექსში (არ მივისაკუთრე?! ) არ არის საჭირო მაწონი და მისთანები, თითქოს არაფერი და აშკარა განსხვავებაა - უფრო მძიმე გამოდის. მე კი მსუბუქი მიყვარს, მაგრამ კაცია და ბუნება... |
Posted by: rtuli 16 Oct 2009, 23:13 | ||
miau
ვა გამომჩენია ეგ მომენტი,მაწონი თუმცა მაღაზიისას მაწონი ურევია დარწმუნებული ვარ,მძიმე ცომია აშკარად ,ანუ მაწვნიანი,თუმცა ესეც გემრიელია. ჩემს ,,უხელო,, მეზობელს ვასწავლე და მხოლოდ ამას აცხობს,ამის გარდა სხვა არაფერი გამოსდის ,თუ რატომ დღემდე ვარკვევთ |
Posted by: miau 17 Oct 2009, 00:06 |
rtuli უმაწვნო მთლად მძიმეა კიდევ ეს ვარიანტი, მაწვნიანია, როდესაც 1 ქილა მაწონს ვუკეთებ ხოლმე და შაქარს ვუმატებ შესაბამისად, ძალიან ნაზი გამოდის ასე. |
Posted by: August 17 Oct 2009, 01:00 | ||
უხდება რომელია ! თან ცოტა მოვარდისფერო ფერსაც აძლევს, მაგრამ ბევრი ვაშლი გვაქვს და ვაშლიან რეცეპტს ვეძებო. |
Posted by: tamuna55 18 Oct 2009, 19:50 |
გამარჯობათ იქნებ იდეალის რეცეპტი დადოთ? |
Posted by: lala 18 Oct 2009, 20:12 |
იმ დღეს გავაკეთე ბრაუნი გასაგიჟებელიაააააა უგემრიელესია ერთმა ინგლისელმა მასწავლა ეს რეცეპტი. მართლა მშვეიერი გამოვიდა აი რეცეპტსაც დავდებ ოღონდ შოკოლადი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის , მაღალპროცენტიანი კაკაო. სასურველია უცხოური ნამდვილი.... ისე არ გამოვა კარგი... ingredients * 375 g soft unsalted butter * 375 g best quality dark chocolate * 6 large eggs * 1 tablespoon vanilla extract * 500 g caster sugar * 225 g plain flour * 1 teaspoon salt * 300 g chopped walnuts Directions Preheat the oven to 180°C. Line your approximatley 33 x 23 x 5 1/2cm brownie pan with foil or baking paper Melt the butter and chocolate together in a large heavy based saucepan. In a bowl beat the eggs with the sugar and vanilla. Measure the flour into another bowl and add the salt. When the chocolate mixture has melted, let it cool a bit before beating in the eggs and sugar mixture, and then the nuts and flour. Beat to combine and then scrape out of the saucepan into the lined brownie pan. Bake for about 25 minutes. When its's ready, the top should be dried to a paler brown speckle, but the middle still dark and dense and gooey. Keep checking the brownies as they cook; remember that they will continue to cook as they cool. |
Posted by: tasikuna-taso 18 Oct 2009, 20:26 | ||
არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთ სახეობას აცხობენ, თანაც ძალიან კარგად. სხვა ნამცხვრის მომზადებას ვერანაირად ვერ ახერხებენ |
Posted by: rtuli 18 Oct 2009, 20:56 |
ვაშლის ნამცხვარი თხილის შტრეიზელით შტრეიზელისთვის: 105 გრ. ფქვილი 0,5 ჩ.კ. დარიჩინი 70 გრ. კარაქი 105 გრ.ყავისფერი შაქარი(თეთრიც შეიძლება) 50 გრ. თხილი,შემწვარი,დაქუცმაცებული ეს მასა აურიოთ და დავამატოთ ცივი კარაქი,ჩანგლით ამოვსრისოთ და მივიღოთ კროშკა,შევდგათ მაცივარში. გვესაჭიროება მომჟავო ჯიშის 3-4 ცალი ვაშლი(მე ანტონოვკა ვიხმარე),გავტალოთ და ტხლად დავჭრათ. ცომისათვის: 220 გრ. ფქვილი 1,5 ჩ.K. გამაფხვიერებელი ცოტა მარილი 90 გრ. კარაქი(ოთახის ტემპერატურის) 150 გრ. შაქარი 2 ცალი კვერცხი 1 პაჩკა შაქრიანი ვანილი 120მლ. რძე გავთქვიფოთ კარაქი+შაქარი+ცოტა მარილი 10 წუტის განმავლობაში,შევათქვიფოთ კვერცხები,დავამატოთ ვანილი. ფქვილში აურიოთ გამაფხვიერებელი და გათქვეფილ მასას დავამატოთ ცოტა ფქვილი(მოურიოთ),რძე დავასხათ ცოტა(თან მოურიოთ) და გავიმეოროთ ასე სანამ სულ არგავხარჯავტ მასალას. გამოვა უნაზესი,კრემისებრი ცომი http://www.radikal.ru ჩავასხათ ცომი პერგამეტ მოფენილ ყალიბში(26 სმ.დიამეტრში),დავალაგოთ ზემოდან ვაშლის ნაჭრები და მოვაყაროთ შტრეიზელი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-45 წუთის განმავლობაში. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru შევაგრილოთ და გავჭრათ,მივირთვათ ნაყინთან ერთად,თბილი უგემრიელესია! http://www.radikal.ru პ.ს. ვაშლი ორ ფენად დაადეთ |
Posted by: tasikuna-taso 18 Oct 2009, 21:11 | ||
მეც თბილი მიყვარს ვაშლის ნამცხვარი |
Posted by: წკაპო 18 Oct 2009, 21:52 |
rtuli, დიდი მადლობა რეცეპტისათვის. შემდეგ შაბათ სტუმრები მყავს, ასოთხმოცურა დამიკვეთეს, მაგრამ ვეცდები ამაზე დავიყაბულო, ელფოსტით უკვე დავუგზავნე შენი ნამცხვრის სურათები. |
Posted by: rtuli 18 Oct 2009, 22:02 | ||||||
წკაპო
ეს რა ნამცხვარია?
tamuna55
აბა ეს ნახე http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=165entry5354535 მე პირადათ ალბათ ბოლოს 15 წლის უკან გამომიცხია და რეცეპტი მივიწყებული მაქვს. |
Posted by: წკაპო 18 Oct 2009, 22:27 | ||||||
http://forum.ge/?showtopic=33790697&st=405entry15920127 |
Posted by: tamuna55 19 Oct 2009, 06:58 |
rtuli, დიდი მადლობა იდეალის რეცეპტისათვის. |
Posted by: asiko 19 Oct 2009, 11:36 |
ანტონოვკას მოსავალი მომივიდა ქვეყანა. აბა მირჩიეთ რა გავაკეთო. მოვიფიქრე. ტარტალეტკები უნდა გავაკეთო. |
Posted by: ფელამუში- 19 Oct 2009, 12:28 |
ყველაზე ადვილად რომელი ნამცხვარი გამოგდით, შუს რეცეპტი რომელ გვერდზეა? |
Posted by: Peppi 19 Oct 2009, 13:19 |
ფელამუში- აქაც დევს, მაგრამ რომელ გვერდზე არ ვიცი აი, აქ ვიცი სადაც დევს - იგივე რეცეპტია http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=9&Itemid=55 |
Posted by: doctor-ZOOM 19 Oct 2009, 20:06 | ||
rtuli miau დიდი მადლობა რეცეპტის მოწოდებისთვის. ჩემთან ერთად მადლობას გიხდიან ლოსანჯელესელი ქართველები. მათ ძველი თბილისური ნამცხვრების ნოსტალგია აქვთ. მინდა კიდევ ერთი რეცეპტი გთხოვოთ მათთვის- ნუშის პეჩენია ( მენდალლნი ) . ისიც საკონდიტრო მაღაზიებში იყიდებოდა. (შუაში ნახვრეტით). * * *
|
Posted by: Miss_Nata 20 Oct 2009, 12:58 |
დიდი ხანია კულინარიის გვერდებს გულდასმით ვკითხულობ, თუმცა ჯერ ჩემი გაკეთებული არაფერი შემომითავაზებია, იმედია ისე მომეწონება რამე რომ აქაც დავდებ მაგრამ მე პირადად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შესაძლებლობებით,პირდაპირ ვამაყობ რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანები არსებობენ და საკვები ხელოვნების ნიმუშებამდე აჰყავთ. ახლა კი მინდა რაღაც გთხოვოთ, სად შეიძლება ადამიანმა შეისწავლოს ახალი ტიპის ტორტები, კონკრეტულად მარშმელოუს მეშვეობით გაფორმება??? დიდი მადლობა წინასწარ. P.s rtuli ქედს ვიხრი. |
Posted by: mzi 20 Oct 2009, 13:38 |
ნამცხვარი "ტვიქსი" არ იცით? რეცეპტი გამიზიარეთ.. |
Posted by: doctor-ZOOM 20 Oct 2009, 13:41 | ||
უნახვრეტოდაც შეიძლება პრინციპში |
Posted by: miau 20 Oct 2009, 13:55 |
ნუშის ნამცხვარი 200 გ. ნუში (გამოდის დაახლოებით ერთი სავსე და ერთიც კიდევ 2/3-ზე გავსებული ჭიქა) 2/3 ჭიქა ფქვილი 1/2 ჩ/კ გამაფხვიერებელი ფხვნილი ან დანის წვერით სოდა 2 კვერცხის ცილა 1/2 ჭიქა შაქარი 1/2 ჭიქა შაქრის პუდრა ნუში ცოტა მოვხალოთ, გავაცალოთ კანი და 1/2 ჭიქა შაქართან ერთად დავფქვათ საფქვავში, დავუმატოთ გამაფხვიერებელი ფხვნილი და ფქვილი. კვერცხის ცილებისა და შაქრის პუდრისაგან კაგრი ბეზე გავთქვიფოთ. ნუშის მასა და ცილა ფრთხილად ავურიოთ ერთმანეთში, მივიღებთ წებოვან ცომს. ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე გარკვეული დისტანციით (ერთმანეთს რომ არ მიეწებოს) დავაწყოთ ცომის პატარა ბურთულები და წინასწარ საშუალოდ გახურებულ ღუმელში შევდოთ გამოსაცხობად დაახლოებით 15 წუთით (შეიძლება ნაკლებიც დაჭირდეს დრო). ნუშის ნაცვლად შეიძლება ანალოგიურად დამუშავებული თხილის გამოყენებაც. doctor-ZOOM ეს რეცეპტი ჩემი არ არის, მაგრამ ახლობელმა გამოაცხო და გამოუვიდა სცადე თუ გინდა, რთული არ ჩანს. |
Posted by: rtuli 20 Oct 2009, 21:41 | ||||
doctor-ZOOM
პრინციპში ნახვრეტი რომ გაუკეთო არმეწყინება ნუშის ნამცხვარი 3 ცალი კვერცხი 100 გრ. კარაქი 1 ჩ.ჭ. შაქარი 1,5 ჩ.ჭ.ნუში 1,5 ჩ.ჭ. ფქვილი ვანილი ცოტა გემოვნებით. შაქარი+კარაქი კარგათ გათქვიფე,შეათქვიფე კვერცხები,დააცერი ფქვილი და დაამატე ნუში(წვრილად დაჭრილი ან გატარებული). მოამზადე ცომისაგან ბურთულები და დაადე კარაქ წასმულ თუნუქის ფურცელზე.ხელით ოდნავ გააბრტყელე(ნუ ნახვრეტზე ჩუმათ ვარ ) გამოაცხვე შეყვითლებამდე. პ.ს. მოკითხვა ლოსანჟელესში მცხოვრებ ქართველებს. miau
აქ ვარ |
Posted by: Miss_Nata 20 Oct 2009, 22:43 |
რაღაც ვიკითხე წინა გვერდზე,მაგრამ ალბათ ან არავინ იცის,ან არავის წაუკითხავს (((( |
Posted by: rtuli 20 Oct 2009, 23:00 | ||||
Miss_Nata
მე არვიცი ნამდვილად. თვითნასწავლი ვარ,ახალი ტიპის ტორტებს თვითონ+ინტერნეტის მეშვეობით ვსწავლობ. რაც შეეხება მარშმელოუს ან მასტიკის მეშვეობით გაფორმების ტექნოლოგიას,მანდ ძალიან ბევრი ნიუანსებია+ ხელსაწყოებია საჭირო. მე პირადათ მაგისთვის ჯერ ვერ მოვიცალე რომ ჩაუწვდე.
|
Posted by: auau 20 Oct 2009, 23:01 |
Miss_Nata ის რაც შენ გაინტერესებს, აქ მოძებნე http://forum.ge/?f=82&showtopic=33695387 |
Posted by: Breaky 21 Oct 2009, 00:38 |
ფეტათი ჩიზ ქეიქი გაკეთდება???? თუ კი, რეცეპტი მინდა რა |
Posted by: auau 21 Oct 2009, 01:09 |
Breaky დიდება შენს გამოჩენას! |
Posted by: Breaky 21 Oct 2009, 01:17 | ||
auau
სანამ ეს ფეტა სულ შემიჭამია, თან ცარიელი მეთქი იქნებ უფრო უკეთეს რამეში გამოვიყენოთქო |
Posted by: Peppi 21 Oct 2009, 12:32 | ||||
Breaky
არა და არ გირჩევ, ფეტა იგივე მარილიანი იმერული ყველია არ გინდა მაგით. ჩვეულებრივ ახალი ხაჭო ან ნადუღი გამოიყენე გამოუცხობის რამდენიმე რეცვეპტი მიდევს საიტზე, ჟელეიანის, მოხარშული აქ დევს სადღაც . . :ჩიზქეიქის მასტერი: * * *
ფეტას აი რაუქენი - დანაყე წითელი წიწაკა, ახალი რეყანი და ნიორი (ცოტა) დაჭერი ფეტა კუბიკებად დანაყილ მასას დაასხი არარაფინირებული ზეთი, მოურიე ჩაყარე ყველი ქილაში და დაასხი ეს ზეთი 3 დღეში უგემრიელეს აპეტაიზერს მიიღებ |
Posted by: Breaky 21 Oct 2009, 12:37 | ||
Peppi გამოუცხობი, ანუ ცომიანი ძირის გარეშე? აზრზე არ ვარ, როგორ კეთდება, ჩინიკი ვარ მაგ ამბავში. ვნახავ ერთი მერე შენს საიტს. მადლობა. არადა ეს ფეტა რომ გავსინჯე, არ იყო მარილიანი, პირიქით, საკმაოდ რბილი ყველი მომეჩვენა მაგ მხრივ. * * * Peppi
აუ მგონი ეგ ვნახე მაღაზიაში. ყველის კუბიკები იყო ქილაში, რარაც მოზეთო სითხეში და გამიკვირდა, რა არისთქო. არ დავკვირვებივარ. |
Posted by: rtuli 21 Oct 2009, 12:41 | ||
Breaky
არგამოგივა,აგერ პეპინომაც დაგიწერა. ისე რომ სინჯავ თითქოს არ იგრძნობა მარილი და როცა ცხვება გამოაშკარავდება. ჩიზქეიქში ხაჭო უფრო გამოგადგება+არაჟანი,თან ხაჭო ერთი დღე პრესის ქვეშ უნდა დატოვო,სითხე რომ გამოუვიდეს. |
Posted by: Peppi 21 Oct 2009, 12:44 | ||||
Breaky
არ ცხვება მაგის ძირი, დაფხვნილი პეჩენიაა გამომცხვარს და გამოუცხობს შორის აი რა განსხვავებაა - 1. გამომცხვარს ღუმელში ამაგრებ, ცხობის შედეგად, საჭმელადაც უფრო ადრეა მზად, რადგან არომატი უბრო მალე "ჯდება" 2. გამოუცხობში, კი ჟელატინით მაგრდება და არომატის გაშლასაც 2-3 დღე ჭირდება
კი ეგ იქნებოდა, პატარა წითელ წიწაკებშიც დებენ, მეც ვაკეთებ - ეს კიდევ უფრო მაგარია |
Posted by: Breaky 21 Oct 2009, 12:44 | ||
Peppi rtuli რეცეპტებში ორცხობილაო რომ წერია, რომელი ჯობია?? ერთხელ, მილიონი წლის წინ, ინტერნეტი რომ არ მქონდა სახლში (რაის ინტერნეტი, დენი არ იყო ხოლმე) და მაღაზიებშიც რომ არაფერი იშოვებოდა, კრეკერები ვიყიდე და ვიოლა და ვითომ ჩემი ფანტაზიიტ ვცადე ჩიზქეიეის გაკეთება. აი, რა გამოვიდა, ამას ვერ აღვწერ, გაზინტყლული საშინელება დედაცემი გადაირია რომ შეხედა, მაგრამ ისე გემრიელად ვჭამე რო : )))) * * * Peppi
მაშინ აშკარად გამომცხვარი მინდა, შაბათს ან კვირას რომ მოვამზადო და მეტი მაგაზე საფიქრალი აღარ მქონდეს. გამოუცხობის დრო და ნერვი არ მაქვს * * * უი, ბისკვიტს რადგან გამოცხობა არ უნდა, მაშინ სუერთი ყოფილა, რომელ "პეჩენიას" ვიყიდი. * * * აააააჰ, ვიპოვე რეცეპტი აქ, ნანანას რეცეპტია და თუ არ დამეზარა გავაკეთებ ამ უიქენდზეეეე |
Posted by: forever`s_NEVER 21 Oct 2009, 13:04 |
ვაშლის ღვეზელის რეცეპტი ვერ ვიპოვე, დარიჩინით (!) - სად ვნახო? |
Posted by: Peppi 21 Oct 2009, 13:19 | ||
Breaky
გამოუცხობი უფრო მარტივია 20-25 წუთში ამზადებ და მაცივარში ივიწყებ . . მე გამომცხვარს აღარ ვაკეთებ, ერტი - ნიუ-იურკ ჩიზქეიქი თუ არ მომენატრა http://www.perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=30&Itemid=55 |
Posted by: Breaky 21 Oct 2009, 13:20 |
Peppi ჟელატინის პოტიკები რომ წავიკითხე, ცუდად გავხდი არასოდეს არ გამიკეთებია მაგითი არაფერი. გამომცხვარში, აურიე, ჩაასხი და გამოაცხვე წერია |
Posted by: Peppi 21 Oct 2009, 13:24 | ||
Breaky
ასე აბდა-უბდა დავწერე ნეტა? ბლომანჟე ან უბრალოდ ჟელე არ გაგიკეტებია არასდროს? დავიჯერო? ეს არის სულ, გამომშრალ, გემრიელ პეჩენიაზე დასხმული |
Posted by: Breaky 21 Oct 2009, 13:27 |
Peppi არააააა, შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ ჟელატინი რომ დავინახ,ე მერე დამიბნელდა რაღაც დალბობები და ამბები რაღაც ახალს პროდუქტს (რომელიც ჯერ არ გამომიყენებია) ცოტა ძნელად ვეპარები ხოლმე არა, არასოდეს არ გამიკეთებია არც ჟელე და არც ბლომანჟე. სულ სხვების გაკეთებულს მივირთმევ. საერთოდ ხელშიც არ მჭერია ჟელატინი ისიც კი არ ვიცოდი, ფირტფიტები თუა რაღაც სხვანაირი მასალა მეგონა |
Posted by: Peppi 21 Oct 2009, 15:59 | ||||
Breaky
ვიცი
ეს ახალია . . ისე, ნაფხვენებია ხშირად . . |
Posted by: rtuli 22 Oct 2009, 13:04 |
სტაფილოს ნამცხვარი 175 გრ.შაქარი 175 გრ.ფქვილი 175 გრ.კარაქი(ოთახის ტემპერატურის) 100გრ. ქიშმიში 150 გრ. სტაფილო(დაწვრილებული) 3 დიდი ზომის კვერცხი 1 ფორთოხლის ცედრა(ან ლიმონის) 1 ჩ.კ. დარიჩინი 0,5 ჩ.კ.მუსკატი 1 ჩ.კ. სოდა მინანქარი: 175 გრ. შაქრის პუდრი 1,5-2 ს.კ. ფორთოხლის(ლიმონის) წვენი ჯამში გავთქვიფოთ ცოტათი კვერცხი+შაქარი+კარაქი,დავამატოთ დანარჩენი ინგრიდიენტები და დავაცრათ ფქვილი+სოდა. გადავიტანოთ ეს ცომი პერგამენტ დაგებულ ყალიბში(18 სმ) და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი. გამოვიღოთ ღუმელიდან,გავაციოთ და გადავასხათ მინანქარი(გავთქვიფოთ შაქრის პუდრი+ წვენი). http://www.radikal.ru http://www.radikal.ru 18 სმ.ყალიბი ძალიან პატარაა გაითვალისწინეთ. |
Posted by: Peppi 22 Oct 2009, 13:47 | ||
rtuli
ძალიან გემრიელად გამოიყურება . . ყველა დღე შემიძლია ვჭამე მე და შენ ერთი და იგივე წიგნიდან აგვიღია რეცეპტი ამ დროს ათობით რეცეპტი არსებობს სადაა, ხათო კომენტარის გასაკეთებლად |
Posted by: rtuli 22 Oct 2009, 14:05 | ||
Peppi
ამ დროს სტაფილო სულ არიგრძნობა,უგემრიელესია თან ამ ნამცხვრის გაყინვაც შეიძლება და ტან უწერია რომ,რაც უფრო დიდხანს დევს უფრო გემრიელდება!(ვინ აცდის,სურნელი ძალიან ნარკოტიკული აქვს). ჩემს შვილებს ძალიან უყვართ სტაფილოს ნამცხვარი. ერთი რეცეპტი ვნახე შვრიით სტაფილოს ,,პეჩენიები,,,უნდა გამოვაცხო,ვგრძნობ გემრიელი იქნება |
Posted by: Peppi 22 Oct 2009, 14:41 | ||
rtuli
ხო, არ იგრძნობა, არც გოგრა . . სასიამოვნოდ განცვიფრებული დამტოვა ბოსტნეულის ნამცხვრებმა კი, ასე უწერიათ, 5-6 დღის მერე უფრო გემრიელიაო პ.ს. ერთი აქვთ კიდევ, მემგონი შოტლანდიელებს, 1 თვის მერე უნდა ჭამო . . რეიჩელ ალენს აქვს რეცეპტი, მოვძებნი მერე |
Posted by: rtuli 22 Oct 2009, 15:04 | ||
Peppi
1 თვით მეზობელს უნდა გაუტანო მაშინ შესანახად ,თორე ყოველდღე მოვაწიწკნი და გავსინჯავ,ბოლოს ცარიელი თეფში შემჩება შტოლენიც ეგრეა ,რაც უფრო დიდხანს დევს უფრო გემრიელდება შოკოლადის ნამცხვრებსაც ეგ მომენტი ახლავთ,ამიტომ გვიან ვაცხობ რომ დილამდე გემო გაუჯდეს. ერთი პერიოდი გაკვირვებული მხვდებოდა ჩემი შვილი,ეს ნამცხვარი საიდან ჩნდებაო (სანამ სძინავთ მე ვაცხობ). |
Posted by: n_j 22 Oct 2009, 15:07 | ||
Peppi
თU ოჯახში ნამცხვარი 5-6 ჩერდება, ესე იგი საერთოდ არ უნდა გამოაცხონ, არ ყვარებიათ და ეგაა |
Posted by: Peppi 22 Oct 2009, 15:28 | ||
n_j
ჩემთანაა ეგრე - ხშირად ინტერესის გამო ვაცხობ . . . (მე ვჭამ მერე მარტო) ჩიზ-ქეიქია რაც უცებ თავდება, ერთადერთი . . . rtuli n_j ისეთი ნამცხვრები გამოგიცხვიათ გუშინ, ბეც მომანდობეთ . . .ახლოს მაინს ვიყვე ან დოქტორ ჰუ-ს ტელეფონის ჯიხური მქონდეს . . . |
Posted by: Varvara 22 Oct 2009, 23:02 | ||
ასეთი ვარიანტი წავა (რუსულისთვის ბოდიში)? Постный яблочный пирог Состав из расчета на форму диаметром ~20-22 см для теста мука - 2 стакана, сахар - 2 столовых ложки, растительное масло - 2/3 стакана, холодная (лучше ледяная) вода - 6 столовых ложек, маленькая щепотка соли для начинки яблоки (средние) - 2-3 шт, сахар - 100-120 г, мука - 2-3 столовых ложки (без горки), корица - 0,5 чайной ложки Приготовление В миску просеять муку, добавить щепотку соли, сахар, влить растительное масло и перемешать. Влить холодную воду, все хорошо перемешать, добавить немного просеянной муки, до нужной консистенции, и замесить тесто. Тесто разделить его на 2 части (одна часть должна быть немного больше другой), завернуть в пищевую пленку и убрать в холодильник на 1 час. В форму для выпекания выложить большую часть теста и равномерно распределить его по всей форме, формируя небольшие бортики. * Чтобы тесто было удобнее распределять по форме, и оно не прорывалось, нужно слегка подпыливать поверхность теста и руки небольшим количеством муки. Приготовить начинку. Яблоки вымыть, обсушить, разрезать на 4 части и вырезать семена. Нарезать яблоки ломтиками, толщиной ~5 мм. Муку просеять в миску, добавить сахар, корицу и перемешать. Перемешать яблоки с сахарно-мучной смесью и выложить в форму. Раскатать меньшую часть теста и накрыть пирог. Края защипать, а в центре пирога сделать небольшое отверстие для выхода пара. Поверхность пирога смазать растительным маслом (при помощи кисточки) и посыпать сахаром. Выпекать пирог ~50-60 минут, при температуре ~180°С. Вынуть из духовки, дать постоять ~10 минут и можно подавать к столу. |
Posted by: forever`s_NEVER 23 Oct 2009, 16:11 |
Varvara წავა, რაღაცეებს მეც დავამატებ, და ვნახოთ რა გამოვიდეს |
Posted by: niniaa 23 Oct 2009, 19:49 |
rtuli ნაღების კრემის გაკეთებას ვაპირებ და ასეთი კითხვა მაქვს: 1. რამდენ ხანს უნდა ვთქვიფოთ მიქსერით ნაღები, რომ არ აიჭრას ? აქვს რამე კრიტერიუმი, რომ მივხვდე, მაგალითად, კარაქს- გემო უნდა დაეკარგოს, გოგლიმოგლს- უნდა გათეთრდეს და შაქარი არ უნდა იგრძნობოდეს,ცილას-გადმობრუნებული ჯამიდან არ უნდა გადმოდიოდეს, ნაღებს-? 2.გამდნარი შოკოლადი დაახლოებით რა ტემპერატურის უნდა იყოს, რომ არ აიჭრას შერევის დროს ნაღები? წინასწარ გიხდი მადლობას. |
Posted by: rtuli 23 Oct 2009, 20:09 | ||||
niniaa
თქვეფისას მიხვდები,იწყებს ბეზესავით ამოსვლას და ღრუბელივით დადგება,აი აქ ვსიო მზად არის
შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გაადნე,თითის ცაყოფისას შეგრილებული უნდა იყოს(თბილი ნაღებს დაწევს). აქ მტავარი მომენტია! როცა ამატებ შოკოლადს მაშინ ნაღები როცა შეკვრას(ამოსვლას,შესქელებას) დაიწყებს,აი მაშინ თან უნდა ამატო შოკოლადი და თქვიფო ღრუბლის კონსისტენციამდე(დადგომამდე). როცა უკვე ამოსულია ნაღები და შენ მაშინ იწყებ შოკოლადის დამატებას,აქ ნაღები უკვე გადაითქვიფება და გადავა კარაქში. ნუ გეშინია მიხვდები რადროს დაიწყო შოკოლადის დამატება. აი ნახე აქ ნაყინი მოვამზადე და მეორე სურათზე გათქვეფილი ნაღები არის http://forum.ge/?f=82&showtopic=33790697&st=270 |
Posted by: niniaa 25 Oct 2009, 14:37 |
rtuli დიდი მადლობა ასეთი ყურადღებისათვის! |
Posted by: annak 28 Oct 2009, 12:58 |
ერთ დროს ძალიან პოპულარული და ეხლა ყველასგან მივიწყებული ნამცხვარი "იდეალი" http://www.radikal.ru ფირფიტების მოსამზადებლად გვჭირდება 4 კვერცხი ჭიქა ნახევარი შაქარი. 2 სუფრის კოვზი თაფლი 1 ჩ. კოვზე სოდა,1 ს. კოვზი ძმარი 1 ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი. 3 ჩაის ჭიქამდე ფქვილი. ვანილი გემოვნებით ავთქვიფოთ გოგლი-მოგლი, შემდეგ დავუმატოთ თაფლი, სოდა გავხსნათ ძამრში და რო "აქაფთება" ისიც დავუმატოთ. შემდეგ ნიგოზი, ვანილი და ყველაზე ბოლოს ფქვილი. (ფქვილი 2 ჩაის ჭიქა ნახევარი ან 3 ჭიქა, ჭიქის ზომას გააჩნია) ცომი უნდა იყოს ძალიან ნაზი. ცომს ვყოფთ 3 თნაბარ ნაწილად. თუნუქის ფურცელზე (ჟარუნა) წავუსვათ კარაქი და მოვაყარაოთ ფქვილი. შემდეგ 1 წილი ცომი ავიღოთ და გავაბრტყელოთ. ფრთხილად გავანწილოთ მთელ ფურცელზე. შევდგათ გახურებულ გაზ-ქურაში, რო შევარდისფრდება გამოვიღოთ.(სადღაც 5წთ. ან ოდნავ მეტი სჭირდება) კრემი მზადდება შემდეგნაირად. 300 გრამ კარაქს კარგად ვთქვეფთ მიქსერით ( გათეთრებამდე) და შემდეგ ვუმატებთ 1 ქილა მოხარშულ "ტკბილ რძეს" (სგუშონს) ფირფიტის გვერდებს შევასწორებთ (უსწორმასწორო ნაპირებს ჩამოვჭრით) და შემდეგ ჩვეულებრივ ფირფიტებს შორის წავუსმევთ კრემს. ბოლოს ვრთავთ ერთმანეთში არეული დაფშვნილი ფირფიტების ჩამონაჭერით და თხლად დაჭრილი ნიგოზით. http://www.radikal.ru არსებობს იდეალის სხვა ვერსიაც ოღონდ სამწუხაროდ ის უკვე აღარ მახსოვს. |
Posted by: nite 28 Oct 2009, 13:05 | ||
annak
დედაჩემის გამომცხვარი, რა გემრიელი იყო ბავშვობაში იდეალი + ტარხუნის ლიმონათი, |
Posted by: lola_keta 28 Oct 2009, 13:10 | ||
annak
ჩემს სახლში ისევ საშინლად პოპულარულია და სიგიჯემდე მიყვარს ეს ნამცხვარიიიი |
Posted by: kokogorgo 28 Oct 2009, 13:38 | ||
annak
ფირფიტები გაყავისფრებამდე დავტოვოთ ქურაში. [ თითქმის დაწვამდე] მომზადებული ნამცხვარი მეორე დღემდე გავაჩეროთ. ამ შემთხვევაში "იდეალი" გამოდის წელვადი და ძალიან გემრიელია.. |
Posted by: mzi 28 Oct 2009, 16:23 | ||
უღრმესი მადლობა.... ბრაუნი თეთრი შოკოლადით, წავიკიტხე სადღაც აქ, სარჩევში არააა რეცეპტი |
Posted by: WOMAN IN LOVE 28 Oct 2009, 18:08 |
rtuli ეს ტორტი მინდა http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 28 Oct 2009, 22:47 | ||
WOMAN IN LOVE
რაც ეგ ჩანთა ღირს(ანუ ორიგინალის ფასი)რომ გადაიხადო ,ტორტს გამოგიცხობ ისე ჩანთის სახელურს დავაკვირდი და ნაკერიც რომ ეტყობა გადავირიე,მაგარი ნამუშებარია ესეც ხილის ღვეზელი მშრალი ცომით 1 ჩ.ჭ. ფქვილი 1 ჩ.ჭ.მანანის ბურრული 2/3 ჩ.ჭ შაქარი 10 გრ. გამაფხვიერებელი ვანილი 1 პაჩკა 1-1,2 კგ.ვაშლი მომჟავო ჭიშის მე 100 გრ. ქაცვიც დავამატე კარაქი 100-150 გრ. ჩავყაროთ ფხვიერი ინგრიდიენტები და მოურიოთ კარგათ მასას. ვაშლი დავტალოთ და დავჭრათ სპიჩკის ღეროებივით. ავიღოთ ყალიბი ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი,წაუსვათ კარაქი+ყალიბის გვერდებსაც. ფხვიერი მასა ვიზუალურად სამ ნაწილად გავყოთ. ერთი ნაწილი ყალიბის ძირზე მოვაყაროთ(კოვზით). დავაყაროთ ხილი.(ვაშლს თუ გინდათ ოდნავ დარიჩინი მოაფრქვიეთ). მოვახეხოთ ცოტა გაყინული კარაქი. ისევ ფხვიერი მასა და ზემოდან ხილი მოვათავსოთ. ბოლო ფენა ფხვიერი მასაა და ნაჭრებათ დათლილი კარაქი(ცივი უკეთესად იჭრება!). შევდგათ ღუმელში 160 გრადუსზე და 1 საათი ვაცხოთ. გამოვიღოთ ყალიბიდან გამომცხვარი ნამცხვარი,შევაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრი. დაწვრილებით სურათები იხილეთ აქ http://forum.ge/?f=82&showtopic=34026647&st=465 http://www.radikal.ru |
Posted by: WOMAN IN LOVE 28 Oct 2009, 22:51 | ||
rtuli
ზუსტად ეგეთი არა, მაგრამ ვიტონი მაქვს |
Posted by: auau 29 Oct 2009, 00:25 | ||
WOMAN IN LOVE
http://www.desicolours.com/index.php?s=Some+Unique+Cake+Designs&Submit=Go აბა ესენიც გენახა! |
Posted by: Solveig 29 Oct 2009, 15:10 |
rtuli ძალიან მაგარი იქნება ეგ ნამცხვარი, მაგრამ პაჩკა- სპიჩკა რა უბედურებაა გუშინ ვჭამე ჩიზქეიქი. და დავასკვენი, რომ არ მომწონს ეგ ნამცხვარი.... და საერთოდ, ნამცხვრები აღარ მიყვარს. წეღან შემომთავაზეს და უარი ვუთხარი. ერთი იყო კაკაოიანი ნამცხვარი, მორთული იოგურტის კრემით. მეორე-ასევე კაკაოიანი, ზემოდან დაჟელეებული ალუბლებით. მესამეს თვალი ვეღარ მოვკარი. |
Posted by: BadbadGirl 29 Oct 2009, 15:24 |
Solveig მე რატომ არ მტავაზობენ მსგავს გემრიელობებს?ალბათ იმიტომ რომ იციან სულ გადავსანსლავ |
Posted by: tasikuna-taso 29 Oct 2009, 17:14 | ||||
თუ არ შეწუხდებით, შაქარის დამატება რა დროს უნდა? * * *
მეც ინტერესის გამო ვაცხობ. ოჯახის წევრები ტკბილეულს არ ცნობენ |
Posted by: anna13 29 Oct 2009, 19:24 | ||
rtuli
საინტერესო და რაც მთავარია ადვილი გასაკეთებელი ნამცხვარი ჩანს. ერთი შეკითხვა, თუ ქაცვი და გამაფხვიერებელი არ გვაქვს, როგორ ფიქრობთ გამოვა? |
Posted by: BadbadGirl 29 Oct 2009, 19:38 |
tasikuna-taso მე გიპასუხებ რთულის ნაცვლად სანამ ის მოვა ნაღებს ვუმატებ შაქრის პუდრას იმიტომ რომ ადვილად და სწრაფად იხსნება. თქვეფას რომ ვიწყებეგრევე კოვზობით ვაყრი. ერთი კოვზი ამოვთქვიფე, მერე მეორეს ვამატებ და ა,შ. |
Posted by: rtuli 29 Oct 2009, 22:19 | ||||
Solveig
სპიჩკას მე ასანთს ვეძახი ნამდვილად და აი პაჩკას პაკეტი ვერ დავაწერე და ქართულად არვიცი როგორ არის. თუ შემისწორებ არმეწყინება,პირიქით გავითვალისწინებ anna13
ქაცვი მე თვითონ დავამატე,მიყვარს სიმჯავე +ტკბილის შეხამება.შეგიძლია სხვა ხილი იხმარო ვაშლის მაგივრად. ამ ნამცხვრის მთავარი მოთხოვნილებაა ხილი იყოს ძალიან სველი(სოჩნი),იმისათვის რომ ფქვილი+მანანის ბურღული დაასველოს ცხობის დროს. რაც შეეხება გამაფხვიერებელს იხმარე სოდა ,ოღონდ ნახევარი დოზა.ანუ თუ გამაფხვიერებელი 10გრ.აიღე 4-5 გრ. სოდა.(ეს იქნება არათავმობმული 1ჩ.კ.) |
Posted by: tasikuna-taso 30 Oct 2009, 13:55 |
BadbadGirl დიდი მადლობა ყურადღებისთვის |
Posted by: WOMAN IN LOVE 30 Oct 2009, 14:22 | ||
rtuli
შეკვრა (მაგ. 1 შეკვრა კარაქი), კოლოფი (მაგ. 1 კოლოფი ჩაი) |
Posted by: tasikuna-taso 30 Oct 2009, 14:26 | ||
წუხელ გავაკეთე. არც ქაცვი მქონდა არც გამაფხვიერებელი. გამოვიდა არაჩვეულებრივი, რაღაც ორიგინალური. ახლობლები აღფრთოვანდნენ, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი rtuli-ს. ერთხელ ამ ფორუმზე წავიკითხე გამაფხვიერებლის შემადგენლობა: 1 ჩ.კ. სოდა, 2 ჩ.კ. კარტოფილის ფქვილი, ერთი მწიკვი ლიმონმჟავა. მოვამზადე და ამ მასიდან ერთი ჩაის კოვზი გამოვიყენე ფხვიერი ნამცხვრისთვის. |
Posted by: anna13 30 Oct 2009, 15:02 | ||||
rtuli
დიდი მადლობა ყურადღებისათვის tasikuna-taso
ძალიან კარგიიიი |
Posted by: rtuli 30 Oct 2009, 18:30 | ||||
WOMAN IN LOVE
გოგო ,იმ შეკვრაში შეიძლება 10 ცალიე იდოს და როგორ გავიგო იცი რა მაღიზიანებს,ქართულ ლექსიკონშიე(განსაკუთრებულად თანამედროვე კულიენარიულში) არცეერთი სიეახლე არშეუტანიათ,ანუ რეცეპტს მაგალითად სათანადოთ ვერ გადათარგმნი რეცეპტს და პრეტენზიები დიდი აქვთ ქართულად ლაპარაკზე! მე პირადათ შესწორების მომხრე ვარ,მაგრამ რითი უნდა შეცვალო სიტყვა ის თვითონაც არიციან! tasikuna-taso
ღმერთმა შეგარგოთ |
Posted by: BadbadGirl 30 Oct 2009, 21:01 |
ისე როგორ არ მომწონს ასე სიტყვებზე გამოკიდება ნეტა იცოდეთ ხო ყველა ვგებულობთ რა იგულისმხმება პაჩკაში? ახლა ბალეტის პაჩკა რომ არ იგულისხმა რთულმა ეგეცი ხომ ვიცით? |
Posted by: upwave 31 Oct 2009, 00:24 | ||
|
Posted by: rtuli 1 Nov 2009, 20:31 |
ტორტი ,,პრაღა,, ცომი: 2 ცალი დიდი კვერცხი 1 ჩ.ჭ.შაქარი 200 გრ. 20% არაჟანი 0,5 კოლოფი შესქელებული რძე 0,5 ჩ.კ. სოდა+ძმარი ვანილი ოდნავ მარილი 1,5 ჩ.ჭ ფქვილი 2 ს.კ.კაკაო კრემი 0,5 კოლოფი შესქელებული რძე 200 გრ.კარაქი ვანილი გემოვნებით. მინანქარი 100გრ.შოკოლადის ფილა 2 ს.კ. ნაღები და 1 ს.კ. კონიაკი ვამზადებთ ბისკვიტს 20სმ-22 სმ.დიამეტრის ფორმისთვის(სადაც ცაფენილი გვაქვს ცხიმ წასმული საცხობი ქარალდი). გავთქვიფოთ კვერცხები+შაქარი ძალიან კარგათ,დავამატოთ არაჟანი+სოდა ძმრით,ცოტა მარილი ,მერე სგუშონი+კაკაო,დავაცრათ ფქვილი და გადავიტანოთ ყალიბში გამოსაცხობათ. გაზქურა უნდა იყოს ცივი და ყალიბის ჩადგმის დროს ავანთოთ ,180 გრადუსზე ვაცხოთ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი და გაციებული ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილათ და გადაუსვათ კრემი: კარგათ გავთქვიფოთ კარაქი და ნელნელა შევათქვიფოთ სგუშონი. ტორტის ბოლო ბისკვიტს გადაუსვათ გარგალის კონფიტიური(თუ არაგაქვთ სხვა ჯემი)თხლად და გადავასხათ მინანქარი: ორთქლის აბაზანაზე დავადნოთ შოკოლადი+ნაღEბი+კონიაკი. ტორტი კაკ მინიმუმ ერთი ღამე იდგეს მაცივარში,გასაგემრიელებლად უკეთესია 24 საათი. http://www.radikal.ru პ.ს. სურათი არ არის ჩემი |
Posted by: mzi 2 Nov 2009, 11:10 |
ბისკვიტებს შორის მინდა გავაკეტო კარამელის ნიგვზით, იქნებ მასწვლოთ? |
Posted by: upwave 3 Nov 2009, 12:43 |
ფუნთუშა http://www.radikal.ru აი რეცეპტიც: 675 გრ. ფქვილი; ტიპი 550 (ალბათ ჩვეულებრივიც წავა) 2 ს/კ მარილი 1 პაკეტი მშრალი საფუარი 25 გრ. კარაქი 0,45 ლ რძე 2 ს/კ რძე 20 გრ. ყაყაჩოს თესლი 12 პორცია-239 კკალ თითო პორციაში ***-ცხობის დრო 15 წთ. სულ მომზადების დრო 90 წთ. მომზადება ფქვილი ჩავყაროთ ჯამში და შევურიოთ მარილი და მშრალი საფუარი. რბილი კაქარი შევაზილოთ ცომს. შეზელვის დროს ცომში ნელ-ნელა ვასხათ იმდენი რძე, სანამ რბილ ცომს არ მივიღებთ. შემდეგ ცომის ზელვა ხელითვე გავაგრძელოთ 10 წუთის განმავლობაში ოდნავ ფქვილმოყრილ სამუშაო ადგილზე. ცომი დამყოლი და ელასტიური უნდა გახდეს. ცომი გავყოთ 12 თანაბარ ნაწილად და მივცეთ პატარა ფუნთუშების ფორმა. დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე, რომელზეც საცხობი ქაღალდია გაფენილი. დავაფაროთ ჩაის ტილო და 1 საათით თბილ ადგილას დავდოთ ამოსასვლელად, სანამ მოცულობაში ორჯერ არ გაიზრდება. ფუნთუშები (რძიანი ფუნთუშები) წვეტიანი დანით სიგრძეზე ჩავჭრათ, ცივი რძით დავნამოთ და სურვილისამებრ ყაყაჩოს, სეზამის, მზესუმზირის მარცვლები ან მსხვილი ზღვის მარილი მოვაყაროთ. წინასწარ 230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ან 210 ჰაერღუმელში შუა სიმაღლეზე შევდოთ და 12-15 წთ. გაოქროსფერებამდე ვაცხოთ. გავაგრილოთ ბადეზე. |
Posted by: rtuli 3 Nov 2009, 12:46 | ||
upwave
ეს რა დაწერე,გაგვსროკავენ მე მაქვს სპეციალურად დილის სენდვიჩების ფუნთუშების რეცეპტი და დავდებ მაგასაც |
Posted by: WOMAN IN LOVE 3 Nov 2009, 13:20 | ||
ადრე იყიდებოდა, მერე ალაგმეს, აღარსად შემხვედრია მარტო ნარკომანები კი არ ცხოვრობენ ამ ქვეყანაში... |
Posted by: upwave 3 Nov 2009, 13:35 |
rtuli ჰო, მეც ვიფიქრე მაგაზე, მაგრამ მეტი გზა არ იყო ესეც miau-სთვის იტალიური ფუნთუშები http://www.radikal.ru მომზადების დრო 40 წთ. გულსართი: პომიდორი, ახალი (ჭყინტი) ყველი, ლორი მასალა 12 პორციისთვის საფუვრიანი ცომისთვის: 400გრ ფქვილი 1 პაკეტი მშრალი საფუარი 1 ს/კ მარილი 1 კვ. ცილა 1 ჭიქა Creme Fraiche (200 გრ) (ეს არ ვიცი რა არის და რითი უნდა შეიცვალოს ) 5 ს/კ ზეითუნის ზეთი 5 ს/კ თბილი რძე ცოტა პიცის სუნელი გულსართისთვის 60 გრ. გამოყვანილი (გამომშრალი) პომიდორი ზეთში 1 პატარა ჯამით მწვანილებით შეზავებული ახალი ყველი 1/2 პატარა ჯამი ოთხკუთხედებად დაჭრილი ნედლი (უმი) ლორი ცოტა პიცის სუნელი მომზადება ცომის მასალისგან მოვამზადოთ გლუვი ცომი და დავდგათ ნახევარი საათით. ამავდროულად გადავწუროთ პომიდვრები და დავჭრათ პატარებად. ყველი, პომიდორი და ლორი, ასევე პიცის სუნელი მოვათავსოთ პატარა ჯამში და კარგად ავურიოთ. საფუვრიანი ცომი 12 ნაწილად დავყოთ და თითო ნაწილი საშუალოდ 12 სმ დიამეტრით გავაბრტყელოთ. ცომის შუაგულში კოვზით დავდოთ ყველის ნარევი. ცომს კარგად მოვუკრათ თავი, მივცეთ მრგვალი ფორმა და ნაკერით ქვემოთ მოვაქციოთ თუნუქის ფურცელზე გაშლილ საცხობ ქაღალდზე. კვერცხის გული ს/კ რძეში ავურიოთ და ფუნთუშებს თავზე წავუსვათ. მოვაყაროთ ყველი ან სეზამის მარცვლები. გამოვაცხოთ ღიმელში 170 გრადუსზე დაახლ. 30-40 წთ. კარგად გავაცივოთ, რადგან ამ სახის ცივი ფუნთუშები, თურმე უფრო გემრიელია. |
Posted by: rtuli 3 Nov 2009, 14:17 | ||
upwave
შედედებული ნაღებია ეგ ანუ ნაღებში(თბილში) ვასხავთ დედას(შრატი კარგია!) თუ არაგვაქვს იოგურტი და ვაყენებთ 24 საათით.ინახება 1 კვირამდე მაცივარში და გამოიყენება ბევრ რამეში |
Posted by: mzi 3 Nov 2009, 14:20 | ||
rtuli მე გამოგრჩით |
Posted by: rtuli 3 Nov 2009, 14:26 | ||
mzi
არა ,ვნახე ეგ პოსტი მაგრამ არვიცი რაზეა საუბარი კარამელით კრემი არმომიმზადებია . მხოლოდ ხილს ვაკარამელებ ნამცხვრებისთვის,ან მოსასხმელ სოუსს თუ მოვამზადებ. |
Posted by: mzi 3 Nov 2009, 14:33 | ||
ალბათ ვერ დავწერე გასაგებათ, კრემი არ მინდა, მინდა ნიგოზით გავაკეტო კარამელი ნამცხვრისათვის, შუა ფენად დავდო, ისე რომ კბილს არ ტეხავდეს,
მაშინ ეს მასწავლეთ |
Posted by: rtuli 3 Nov 2009, 15:48 | ||
mzi
მაგალითად ვაშლი კარამელში 3 ცალი დიდი ვაშლი დავჭრათ ნაჭრებათ. 2 ს.კ. ყავისფერი შაქარი+2 ს.კ. კარაქი დავადნოთ ტაფაზე,ჩავალაგოთ ვაშლები+ოდნავ დარიჩინი და ვამზადოთ საშვალო სიმხურვალეზე იქამდე სანამ ვაშლის ნაჭრები არდარბილდებიან და კარამელში არგაეხვევიან (ალბათ ასე 10 წუთი). თუ ზალიან დაკარამელდა და ნაზი გვჭირდება კარამელი ,დავამატოთ 2 ს.კ. წყალი. პ.ს. კარამელის მომზადება ინდივიდუალურია,ბევრი რამ არის დამოკიდებული მის ხარისხზე(მაგ. რა ხილს ხმარობ,რა ზომაზე ჭრი და ა.შ.). ამიტომ რამოდენიმეჯერ ჩაატარე ეკსპერიმენტი და შენს ინტუიციას ენდე. |
Posted by: mzi 3 Nov 2009, 16:48 | ||
შევეცდები მადლობა გულისხმიერებისათვის |
Posted by: tasikuna-taso 3 Nov 2009, 19:01 | ||
ბევრი არ არის? |
Posted by: upwave 3 Nov 2009, 19:58 | ||
rtuli
დიდი მადლობა, აწი მეცოდინება. |
Posted by: n_j 3 Nov 2009, 20:06 | ||
mzi
შენ გინდა რბილი კარამელი ალბათ, აქ ნახე აბა http://simplyrecipes.com/recipes/caramel_sauce/ |
Posted by: upwave 5 Nov 2009, 14:12 | ||
tasikuna-taso
უი, გადავამოწმე და ჩაის კოვზი უნდა იყოს. |
Posted by: tasikuna-taso 5 Nov 2009, 16:28 | ||
ეს შაქარი ნეტა ქუთაისში იშოვება? |
Posted by: rtuli 5 Nov 2009, 20:33 | ||
tasikuna-taso
არვიცი არ არის პრობლემა ,შეცვალე ჩვეულებრივი შაქრით. უბრალოდ ყავისფერი შაქარი კარამელის გემოს აძლევს ნამცხვარს |
Posted by: tasikuna-taso 6 Nov 2009, 13:04 | ||
უღრმესი მადლობა |
Posted by: Peppi 6 Nov 2009, 13:59 | ||
tasikuna-taso
ფერის დარეგულირება შეიძლება - თეთრ შაქარზე კაკაოს დამატებით. არომატისთვის კი - შაქრის ლერწმის სიროფს ამატებენ, თუმცა თუ ყავისფერი შაქარი არ არის ქუთაისში - არც ეს სიროფი (მოლასე) იქნება (: ისე, კი არომატის გარდა, ყავისფერი შაქარი თეთრის განსხვავდება ტენიანობისა და მასის სიმკვრივითაც - რაც ბისკვიტზეც მოქმედებს . . . |
Posted by: anna13 6 Nov 2009, 15:02 | ||
ყავისფერი შაქარი დაუმუშავებელი შაქარია და ამიტომაც თეთრ შაქარს სჯობია, – ნაკლებად მავნებელია |
Posted by: shilaida 6 Nov 2009, 15:11 | ||
და თეთრ შაქართან შედარებით, გაცილებით ძვირიც ღირს |
Posted by: Peppi 6 Nov 2009, 15:28 | ||
ეს ყოველთვის სიმართლე არ არის და აი რატომ: ყავისფერი შაქარი ხშირად მიირება "თეთრ შაქარზე დამუშავების დროს მიღებული სიროფის (ყავისფერი წიროფია - მოლასე) ზემოდან დასხმის შედეგად", ანუ რა ხდება, თეთრი შაქრის მიღების შემდეგ - მას დაასხამენ ადრე მიღებულ სიროფს, რომ მარტივად გააკონტროლონ ტექნოლოგიური პროცესი . . ამ შემთხვევაში თეთრი შაქარია თუ ყავისფერი - მნიშვნელობა არ აქვს - სარგებლობა/მავებლობის მხრივ კალორიულობაც კი ერთი და იდივეა, 278 კკ 100 გრ-ზე თუ არ ვცდები . . ფასიც ერთნაირია - ევროპულ სუპერმარკეტებშI . . აი, როცა საუბარია ნამდვილად "სასარგებლო" ყავისფერ შაქარზე - როცა მას ყიდულობთ უნდა ეწეროს "დაუმუშავებელი" . . პ.ს. ისე, თავის მოტყუება გამოდის, ის რომ ყავისფერი შაქარი - ნაკლებ მავნებელია . . ეს "ნაკლებ" ძაალიან მცირეა უცხოური ბევრი ლიტერატურაა ამაზე, ქართულად, მოკლედ კი აი აქ ნახეთ . . http://www.perfectcook.org/index.php?option=com_content&view=article&id=49:2009-09-30-19-46-13&catid=36:2009-09-30-19-47-35&Itemid=65 პ.ს.ს. თუ მართლაც და ჯანმრთელობას უფრთხილდებით, მაშინ თაფლი უკეთესი გამოსავალია . . აი, ბისკვიტებში არ გამოდის მისით ჩანაცვლება ოღონდ ეფექტური . . არც კრებემში . . |
Posted by: hirondelle 6 Nov 2009, 15:33 |
Peppi ფრუქტოზაც, ხომ არსებოს, ხილის შაქარი, ნაკლებ მავნებელიაო, მაგრამ მაღაზიაში არ მინახავს |
Posted by: Peppi 6 Nov 2009, 16:08 | ||
hirondelle
მე რაც ვიცი ფრუქტოზაზე - აი, ეს არის: სხადასხვაა ხილის სახით მიღებული და გადამუშავებული ფრუქტოზა . . რომელიც, როგორც მახსოვს 2-ჯერ უფრო ტკბილია რაფინირებულ შაქარზე, მაგრამ კალორიულობით იგივეა . . აქ პოზიტივი 2 გვაქვს: 1. 2-ჯერ უფრო ტკბილია, ე.ი. 2-ჯერ ნაკლებს მოიხმარ და კალორიების განახევრდება . . 2. არ აზიანებს შინაგად ორგანოებს . .(ეგ უკვე დეტალებში არ მახსოვს თუმცა, ამერიკელები თვლიან, რომ მაინც ძალზე მავნებელია . . სიმინდის სიროფია მაგათი მტერი პ.ს. ჩვენთან იყიდება როგორც მახსოვს . . სპორტ-დარბაზში კი ნამდვილად აქვთ ერთჯერადებში |
Posted by: BadbadGirl 6 Nov 2009, 16:21 |
თუ გაინტერესებთ ფრუქტზაზე საინტერესო რაპორტი შემოძლია გადმოგიგზავნოთ, შვედურია მაგრამ გუგლ თრანსლეტორში გადმოთარგმნით უცაბედად. |
Posted by: Peppi 6 Nov 2009, 18:44 | ||
BadbadGirl
გვაინტერესებს მაგრამ 2-3 წინადადებით გვითხარი, მოკლედ + და - |
Posted by: rtuli 7 Nov 2009, 13:01 |
კომშის ნამცხვარი ცომი: 100გრ. გაყინული კარაქი(გავხეხოთ) 1 1/4 ჩ.ჭ ფქვილი 1 ცალი კვერცხი 2 ს.კ. ცივი წყალი ფქვილი და კარაქი ცანგლით კროშკამდე მივიყვანოთ და დავამატოთ გათქვეფილი კვერცხი+წყალი,სწრაფად მოვზილოთ ცომი,დავდოთ მაცივარში სანამ გულსართს მოვამზადებთ. გულსართი: 2 ცალი საშვალო ზომის კომში(გაფცქვნილი და დაჭრილი მოგრძო ნაჭრებათ,1 სმ სისქის). სეროფი მოვამზადოთ; 0,5 ჩ.ჭ შაქარი+1 ჩ.ჭ წყალი ჩავყაროთ კომშის ნაჭრები და მოვხარშოთ სერბილებამდე.ამოვალაგოთ კომშის ნაჭრები,შევაგრილოთ. სეროფი კრემის მოსამზადებლად გვჭირდება. კრემი: 3 ცალი კვერცხის გული ვანილი ლიმონის ცედრა 200მლ. ნაღები 35% მორჩენილი სეროფი. 2 ს.კ. ფქვილი 100გრ. შაქარი შაქარი+ფქვილი აურიოთ,დავამატოთ კვერცხის გულები,შევათქვიფოთ ნაღები და სეროფი.შევდგათ გაზქურაზე და სულ მორევით მივიყვანოთ შესქელებამდე.ბოლოს დავამატოთ ცედრა და ვანილი. გავშალოთ ცომი(26-24 სმ.ყალიბში) ნაპირები 2 თითის სისქეზე უნდა ამოუყვანოთ(ბორტები გაუკეთოთ ყალიბს). ჩაუფინოთ მოხარშული კომშის ნაჭრები,ზემოდან გადაუსვათ კრემი და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე 25-30 წუთი. ძალიან არომატული და ნაზი ნამცხვარია.თბილიც გემრიელია და ცივიც. http://www.radikal.ru |
Posted by: auau 7 Nov 2009, 13:15 | ||
hirondelle
მე თბილისში ვყიდულობდი ფრუქტოზას და მურაბაც გამიკეთებია და ნამცხვარიც. ერთი პერიოდი ყავას ვსვამდი ფრუქტოზით. უბრალოდ, ახლა ამის საჭიროება აღარ მაქვს და არ ვხმარობ, თორემ ბაზრობაზეც კი მინახავს. |
Posted by: rtuli 7 Nov 2009, 21:01 |
ეს კი კომშის ნამცხვრისგან მორჩენილი ცილებით ნამცხვარი. ქოქოსის ნამცხვარი 3 ცალი კვერცხის ცილა 2/3 ჩ.ჭ შაქარი 3 ჩ.ჭ ქოქოსის ფანტელი 1 ს.კ. სახამებელი ვანილი მწიკვი მარილი გავთქვიფოთ ბეზე,დავამატოთ ქოქოსი+ვანილი. კოვზით ამოვიღოთ და დავსვათ ნამცხვრები პერგამენტის ქაღალდზე(მე კარაქი გადაუსვი). გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე ძირის ფერის შეცვლამდე. გავადნოთ ცოტა შოკოლადი+ცოტა კარაქი ჩავაგდოთ ,სანა თხელია(შოკოლადი) კოვზით მოვასხათ ზემოდან. http://www.radikal.ru |
Posted by: BadbadGirl 8 Nov 2009, 22:09 |
ვაშლის პეროგის მორიგი ვერსია გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ცომი: კარგად ავთქვიფოთ: სამი კვერცხის გული, 4. ს.კ შაქრი და 100 გრ კარგად დარბილებული მარგარინი. დავამატოტ 100 მლ მაწონი ან არაჟანი, ნახევარი ჩაის კოვზი საცხობი ფქვილი ან მწიკვი სოდა. კიდე კარგად ავურიოთ. დავამატოთ ფქვილი იმდენი რომ ცომი ნაზი გამოვიდეს, ამავდროულად შეგეძლოთ ხელით ფორმის მიცემა. აიღეთ ფორმა რომელიც გვერდზე იხსნება. ჩადეთ ცომი და ამოიყვანეთ. ჯერ ძირი მერე კედლები. შედეთ მაცივარში. გულსართი: 1 კგ ვაშლი დაჭერით პატარა ოთკუთხედ ნაჭრებად. დაამატეთ 2 ს.კ თაფლი ან შაქარი. ერთი მუჭი ქიშმიში. დარიჩინი, ნახევარი ლიმონის ცედრა. კარგად ამოურიეთ. გამოიღეთ ფორმა მაცივრიდან და ჩაწარეთ გულსართი. შედეთ ღუმელში გამოცხობამდე. ასე 30-40 წუთი. ბეზე: ვაკეთებთ ბეზეს სამი კვერცხის ცილისაგან და 3-4 კოვზი შაქარისაგან (შაქარი იმდენი უქენით როგორი ტკბილიც ბეზე გსურთ რომ იყოს). როცა ნამცხვარი მზად იქნება. გამოიღეთ ღუმელიდან, დაადეთ ბეზე, კარგად გადაანაცილეთ და შედგით უკან სანამ ბეზეს ვარდისფერი არ გადაკრავს. როცა ბეზე შევარდისფრდება ნამცხვარი მზადაა. გააცივეთ და გემრიელად მიირთვით ვანილის ნაყინთან ერთად. |
Posted by: SkitterZ 9 Nov 2009, 23:47 |
BadbadGirl ეს თუ არ გავაკეთე მოვკვდები |
Posted by: Johnnie Walker 10 Nov 2009, 00:14 | ||
BadbadGirl
ამ ცხოვრების საუკეთესო წლები მომაგონე.... |
Posted by: n_j 10 Nov 2009, 11:02 |
BadbadGirl კარგი რამე ჩანს, აუცილებლად ვცდი |
Posted by: tuta_tuta 10 Nov 2009, 16:28 |
rtuli გამარჯობა როგორ ხარ? ადრე მგონი შენ დადე რულეტის ნამცხვარიი , ნამცხვარი გადახვეული რულეტივით და შუგნით ბანანი რომ აქვს რეცეპტს ევრ დამიწერ |
Posted by: BadbadGirl 10 Nov 2009, 16:33 |
როგორ მიხარია რომ მოგეწონათ ახლა კიდევ ერთი იდეა მიტრიალებს თავში და უნდა ვცადო. ანუ ვაკეთებ იგივე ცომს და იგივენაირად ამომყავს გვერდებზე. ვაცხობ გაზქურაში და როცა თითქმის მზად იქნება უნდა დავაყარო მარწყვები და ამოვავსო შოკოლადის მუსით. გამოვაცხო კიდე 8 -10 წუთი. როცა მზად იქნება კიდე მასკარპობნეს კრემი გადავუსვა და შოკოლადითა და მარწვით მოვრთო. მგონი არ იქნება ურიგო რას ფიქრობთ? |
Posted by: rtuli 10 Nov 2009, 16:58 | ||||
tuta_tuta
გამარჯობა
არა ასეთი რულეტი მე არგამიკეთებია. უბრალო შოკოლადის კრემით და ლიმონის კრემით კი გამიკეთებია |
Posted by: tuta_tuta 10 Nov 2009, 17:07 |
rtuli აუ ძალიან მინდაა ინტერნეტში სულ სხვადასხვა რეცეპტებია ამ რულეტის ცომის და რამე სისუელლე არ გავკეთო აბა დაგიწერ რა რეცეპტიც ვნახეე ზოგან ცილა წერია ზოგან გული და ავიბენიი ბანანის რულეტი 4კვერცხის ცილის და შაქრისგან გავაკეთოთ ბეზე, დავუმატით 4კვერცხის ცილა, 1სკ თაფლი 1სკ სოდა და 1ჭიქა ფქვილი. დავასხათ კალკაზე და გამოვაცხოთ. გავაკეთოთ კრემი 200გრამი მარგარინი და ნახევარი ქილა სგუშონით. წავუსვათ კრემი გამომცხვარ ბისკვიტს და დავადოთ ერთი ბანანი. გადავახვიოთ და მზად არის. ზემოდან რულეტს წავუსვათ თავზე კრემი და დავაყაროთ ფერადი ქოქოსი |
Posted by: rtuli 10 Nov 2009, 17:16 |
tuta_tuta ეგ თითქოს გავს ჩემს რეცეპტს,ანუ ადრე გამიკეთებია,უბრალოდ აქ ფორუმზე არვიყავი კარგი ცომია. ოღონდ სხვა კრემს გირჩევდი Крем. 1/2 стакана сахара (1 ст-250 мл) 1 стакан молока 1/4 стакана муки ваниль 125 г сливочного масла или маргарина Тесто. 4 яйца 0,5 стакана сахара 1 столовая ложка меда 1 стакан муки 1/2 ч.л. соды щепотка лимонной кислоты Глазурь. 6 чайных ложек какао 1 стакан сахара 3 ст.л. молока 50 г масла или маргарина ваниль. 2 банана. Описание :: Конкурирует с любым тортом.Сочетание медового бисквита с нежным кремом,шоколадной глазурью и ароматом банана-никого не оставляет равнодушным.Сначала варим крем.Смешиваем сахар с мукой и ванилью и постепенно добавляем холодное молоко,чтобы не было комочков.Ставим на огонь и помешивая доводим до кипения-пыхтения.Хорошо охлаждаем.Размягченное масло взбиваем хорошо,до пиков и не выключая миксера,по ложечке добавляем заварной крем.Убираем крем в холодильник.Бисквит.Взбиваем в крепкую пену 3 белка с щепоткой лимонной кислоты.Понемногу всыпая добавляем сахар, затем мед,по одному три желтка. Сразу выключаем миксер.Муку просеянную с содой добавляем в 3 приема и осторожно,венчиком,с низу вверх соединяем с яичной массой.На пергамент,смазанный маслом и присыпанный мукой ровным слоем распределяем тесто.Противень-34 на 34 см.Выпекаем в прогретой духовке 10-12 минут,до легкой золотинки,при температуре 170-180 градусов.Готовый корж выкладывам на стол застеленный пергаментом.Переворачиваем ,удаляем пергамент на котором пекся.Обратно переворачиваем и даем испариться первому пару секунд-30.Сразу намазываем холодным кремом,укладываем на краюшек 2 банана и сворачиваем рулет.Шов должен быть с низу. კვერცხების რაოდენობა მერყეობს,ანუ თუ პატარებია 4 ცალი ,თუ დიდებია 3 ცალი! |
Posted by: tuta_tuta 10 Nov 2009, 17:19 |
rtuli გაიხარეე ანუ ის რეცეპტი რაცდავწერე ეგეც ნორმალური ცომიაა? და შენ რომ 4 კვერცხი გიწერია მთლიანი თუ ცილა? იმ რეცეპტშ შეცდომაა ხომ არაა ანუ 4 კვერცხი ს ცილააა და შაქარი და მერე დავუმატოთ კიდე 4 კვერცხის ცილაოო და გულ ხომ არ უნდა ეწეროს? |
Posted by: rtuli 10 Nov 2009, 17:22 | ||
tuta_tuta
შეცდომაა ნამდვილად,გულებია საჭირო ბოლოს. |
Posted by: tuta_tuta 10 Nov 2009, 17:25 |
rtuli გაიხარეე მეც არ გავგიჟდიიი )) აუ ეხლა სულ ცილები რომ მექნააა დღეს გავაკეთებ შენი რეცეპტით მადლობა დიდი დიდი |
Posted by: faustina 10 Nov 2009, 19:19 |
ხაჭოს პეჩენია ( მომზადებულია ზევით მოყვანილი დაახლოებითი ინგრედიენთების მიხედვით ) 300 გრ. ხაჭო 250 გრ.გამდნარი კარაქი 2 კვერცხი ვანილი სოდა ძმარი ფქვილი იმდენი რომ გამოვიდეს რბილი ცომი, ხელებზე და თასზზე არ უნდა გვეკრობოდეს. მოვზელთ ცომს, გავაკეთებთ გუნდებს, დააახლოებით დიდი კაკლის ზომა,ზევიდან ფუნჯით გადავუსმევთ კვერცხის გულისა და რძის ნაზავს. დავდებთ თუნუქის ფურცლ გაფენილ ტ აფაზე და შევდგავთ უკვე წინასწარ გახურებულ (180 გრადუსი) ღუმელში. რომ შეწითლდება გამოვიღოთ, სევაციოთ და გემრიელად მივირთვათ http://www.radikal.ru |
Posted by: Rabbit 10 Nov 2009, 21:51 |
აი ესეთის გაკეთება თუ გიცდიათ ვინმეს? ან სხვა საშობაო ნამცხვრების |
Posted by: WOMAN IN LOVE 10 Nov 2009, 23:36 | ||
Rabbit აუაუ აკეთებს მაგაზე არანაკლებს, მეც კი მაჩუქა ერთხელ * * * BadbadGirl
|
Posted by: tuta_tuta 10 Nov 2009, 23:47 |
rtuli გავაკეთეე რულეტი სამწუხაროდ ისე უცებ შეისანსლა სურათის გადაღება არც გამხსენებია თავიდან რომ გაავკეთეე ბისკვიტი დამეწვა მაგრამ არ დავიზარე და ხელმეორედ გავაკეთე უკვე კარგი გამომივიდა მადლობაააა |
Posted by: Ctrl 11 Nov 2009, 12:32 |
ეს ნამცხვარი გამოვაცე და რო გააცივებ კარგად უგემრიელესია, ნაყინიც ძალიან უხდება. ზუსტად ასეთი გამოვიდა ვიდზე, უფრო ლამაზი დაჯე |
Posted by: BadbadGirl 11 Nov 2009, 16:48 |
Ctrl რა მაგარიააა ძალიან მიხარია რომ მოგეწონა პ.ს. ნეტა ვაშის ნაცვლად რომ კომში მივცეთ რა გამოვა? |
Posted by: Ctrl 11 Nov 2009, 17:03 |
BadbadGirl არვიცი მე ცოტა მანდარინები მივამატე |
Posted by: annak 11 Nov 2009, 17:26 | ||
BadbadGirl
ძალიან გემრიელი ინქბა ჩემი აზრით გემრიელი და არომატული. მერე მეც დავწერ ჩემი "ვაშლის პეროგის" რეცეპტს. |
Posted by: BadbadGirl 11 Nov 2009, 17:31 |
annak კიდე ახლვა ვფიქრობდი ჩვეულებივ ვაშლის მასას რომ ნუშის ფანტელები გავურიოთ მგონია მაგარი გემრიელი გამოვა |
Posted by: Peppi 12 Nov 2009, 14:17 | ||
BadbadGirl
ერთ-ერთი ცნობილი ვარიაციაა ვაშლის ღვეზელისათვის *** დღეს "კროასანი"-ს მომზადება უნდა დავიწყო - ბლოგზე მთხოვა ერთმა სტუმარმა . . ისე, მაინტერესებს რა გამოვაა |
Posted by: rtuli 12 Nov 2009, 16:38 | ||||
ფუნთუშები ვაშლის გულსართით 600 გრ. ფქვილი 4 ცალი კვერცხი 100 გრ. კარაქი 100-120გრ. რძე 6 ს.კ. შაქარი მარილი 1/3 ჩ.კ ვანილი 11 გრ. მშრალი საფუარი(დროჟი) ან 25 გრ. ახალი საფუარი(დროჟი) გულსართში ვაშლის პიურე ან გახეხილი ვაშლი,ანუ ცომის გულზე დავაყრით 0,5 ჩ.კ. შქარს+გახეხილი ვაშლი. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი(დროჟი)+2 ს.კ.შაქარი+100გრ. ფქვილი მოვაყაროთ,კარგათ გავქნათ ეს მასა და დავდგათ ამოსასვლელად,დაახლოებით 30 წუთში ამოვა. გავთქვიფოთ კარაქი+მარილი +დანარჩენი შაქარი.შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები(მეოთხე ცალკე გავთქვიფოთ ჩანგლით, ნახევარი ცომში დავამატოთ და დანარჩენი ფუნთუშების მოსასმელად ვიხმაროთ),დავამატოთ ვანილი +ამოსული საფუვრიანი მასა, გარგათ ამოურიოთ . შევაზილოთ ფქვილი,უნდა გამოგვივიდეს ნაზი ცომი(ყურის ბიბილოს კონსისტენციის ) დავდგათ თბილ ადგილას(შეფუთული) ამოსასვლელად,ჩემი ცომი 2 საათში ამოვიდა. გაფუებული ცომი დავყოთ გუნდებათ(მე 15 ცალი გამოვიყვანე,ყალიბის მიხედვით) ,ჩაუდოთ გულსართი,მოუკვრათ ხინკალივით ტავი და ჩავდოთ ,კარაქმოსმულ ყალიბში.დავდგათ 30-40 წუთით(ჩაის ტილო გადავაფაროთ) ამოსასვლელად. გადაუსვათ გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობათ 190 გრადუსზე,შეწითლებამდე. გამოვიღოთ ღუმელიდან,გადავაფაროთ ჩაის ტილო ყალიბს და ისე შევაგრილოთ 15 წუთის განმავლობაში. ამოვიღოთ ფუნთუშები ყალიბიდან(მე ამოვატრიალე ბალიშზე ,მერე დავაცალკავე და ისე გავაციე. მოვაყაროთ შაქრის პუდრი . http://www.radikal.ru http://img142.imageshack.us/img142/8530/dsc08810.jpg Peppi
მეც მაინტერესებს tuta_tuta
იმედია მოგეწონა . ყურადღებაა საჭირო რულეტის ბისკვიტის ცხობის დროს,მართლაც მალე იწვის |
Posted by: Peppi 12 Nov 2009, 20:02 | ||||
rtuli
მაგ გემოს ფუნთუშებს ვჭამ მარტო . . "პასკას" რომ ჩამოგავს . . მეც მომინდა ჩაკბეჩა, ისე გემრიელად მიყურებდნენ . .
ცომი მოვზილე უკვე, 2 საათი უნდა გავიდეს (ცომს სულ 15 წუთი დაჭირდა) ეს ყველაზე მარტივი და სწრაფი რეცეპტია. თორემ, ზოგიერთი რეცეპტის მიხედვით 3 დღე უნდა ამზადო ცომი თურმე . . . |
Posted by: rtuli 12 Nov 2009, 20:12 | ||
Peppi
ამ დროს დიდათ არგანსხვავდება გემოთი ცომი ზოგჯერ სწრაფად და მარტივად მომზადებული უფრო გემრიელიც გამოდის |
Posted by: MAQSIMALISTKA 12 Nov 2009, 22:13 |
გამარჯობა კულინარებო, დამწყები ვარ ამ საკითხში და თქვენი რჩევები ძალიან დამეხმარება. მაფინების და კექსის ფორმები ცომით ბოლომდე უნდა გავავსო თუ 3,4-მდე და ფორმები მაქვს პლასტმასის(უფრო სწორედ ზუსტად არ ვიცი რა არის, სიცხეს უძლებს დარბილია) და მაგასაც უნდა ცხიმის წასმა ცომის ცასხმამდე, თუ ცომში გარეულია კარაქი? |
Posted by: BadbadGirl 12 Nov 2009, 22:17 |
MAQSIMALISTKA 3/4 იმიტომ რომ ცხობაში ფუვდება. როგორც ჩანს სილიკონის ფორმები გაქვს. არ ვიცი უსმევენ თუ არა ცხიმს (არასდროს მქონია) |
Posted by: MAQSIMALISTKA 13 Nov 2009, 00:59 |
BadbadGirl მადლობა, ხო სილოკონის ფორმები მაქვს, დღეს მაინც ჩამეშალა კულინარიობანას თამაში, და ხვალ ზეამდე გავრკვევ უნდა თუ არა ცხიმი |
Posted by: rtuli 13 Nov 2009, 01:38 | ||
MAQSIMALISTKA
ცხიმის წასმა არჭირდება სილიკონის ყალიბებს,მხოლოდ გამოცხობის დრო ცოტა ნაკლებს საჭიროებს |
Posted by: MAQSIMALISTKA 13 Nov 2009, 01:42 |
rtuli მადლობა. და არ შემიძლია არ გითხრა, რომ აღფრთოვანებული ვარ თქვენი კულინარიული ნიჭით და ნახელავის სურათებით + |
Posted by: tikunia-teiko 13 Nov 2009, 17:28 |
ხომ არ იცით სად უნდა ვიყიდო ფუნთუშების ფორმები? დიდი მადლობა |
Posted by: tasikuna-taso 14 Nov 2009, 19:23 | ||
ჩემი აზრით ფუნთუშებს ფორმები არ ჭირდება ალბათ ჩემზე კომპეტეტურებიც გიპასუხებენ |
Posted by: PoderShileno 14 Nov 2009, 19:46 |
უი, ფორმებზე გამახსენდა... სილიკონის ნამცხვრის ფორმები ხომ არ გინახავთ სადმე გაყიდვაში? |
Posted by: rtuli 14 Nov 2009, 22:20 | ||
tikunia-teiko
ფუნთუშებს არჭირდება ფორმები. ანუ ისეთი ყალიბია საჭირო რომ ,უბრალოდ როცა ცომს(ბუნთუსებს)დაალაგებ ყალიბში,ერთმანეთთან ახლოს დაალაგე,ასე ამოსვლისას მაღლა ამოვლენ და არა სიგანეზე გაბრტყელდებიან . |
Posted by: niniiiiiiiiii 15 Nov 2009, 01:07 |
http://www.radikal.ru ასეთი ბისკვიტი როგორ გავაკეთო მითხარით რა .... წინასწარ მადლოოობ !!! |
Posted by: rtuli 15 Nov 2009, 12:49 |
niniiiiiiiiii ჩვეულებრივი ,,ჩიტის რძე,,-ს ნამცხვრის ბისკვიტია+ბეზე,აქვს ტორტის ფორმა მიცემული. აი რეცეპტიც http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=405entry14114064 |
Posted by: miau 15 Nov 2009, 13:46 | ||
rtuli
ნაღები+ ჟელატინი - უკეთესი იქნება |
Posted by: rtuli 15 Nov 2009, 13:58 | ||
miau
მაშინ სხვა ბისკვიტია საჭირო |
Posted by: tikunia-teiko 15 Nov 2009, 15:49 |
tasikuna-taso rtuli დიდი მადლობა!!!!! |
Posted by: Peppi 15 Nov 2009, 17:10 |
იდეალი, ჰაეროვანი ბისკვიტით ერთი კაკაოს ფხვნილი მომივიდა მეტი რეცეპტს დავწერ, მოკლედ, ქართულად: 6 კვ + 100 გრ. შაქარი =გოგლი-მოგლი; + 2 სუფრის კოვზი თაFლი + 1 ჩაის კოვზი სოდა-ძბრით (გამაფხვიერებლით ჩავანაცვლე) + 2 ჭიქა გაცრილი ფქვილ + 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი ცხვება ნელ-ცეცხლზე; ეს არის ერთი თუნუქის ფურცლის ფენის პორცია, ჭირდება მეორე ფენაც . . მე ორ , 20 სმ-იან მრგვალ ფორმაში გამოვაცხვე და ინგრედიენტები ვიანგარიშე 4 კვერცხზე . . (კაკაოს გარდა ) |
Posted by: PoderShileno 15 Nov 2009, 18:21 |
კექსი ამარეტოთი და ცუკატებით http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 15 Nov 2009, 19:34 | ||||
PoderShileno
რა კარგი კექსი გამოგსვლია! ა გდე რეცეპტ? Peppi
შოკოლადიანი იდეალია და კრემი ჩვეულებრივი არბათ,სგუშონიანი? უნდა ვცადო მეც |
Posted by: miau 15 Nov 2009, 19:44 |
rtuli ჰაეროვანი ბისკვიტი ჩანს , წესით უნდა მოუხდეს. |
Posted by: PoderShileno 15 Nov 2009, 19:51 | ||
დიდი მადლობა ოოო დიადო კულინარო რაც შეეხება კექსის ინგრედიენტებს: 200 გრ. კარაქი; 1 ჭიქა შაქარი; 200 გრ არაჟანი; 2 სკ მაწონი; 2 ჭიქა ფქვილი; ცუკატები; ამარეტო; გუდვილში ვიყიდე ძალიან საინტერესო ცედრა, რომელმაც არაჩვეულებრივი გემო მისცა კექსს. http://www.radikal.ru |
Posted by: WOMAN IN LOVE 15 Nov 2009, 19:52 |
ძალიან ხარისხიან ფოტოებსაც ნუ გადაიღებთ, ხალხო, ამით მხოლოდ გავუადვილებთ ,,მუშაობას" ზოგიერთს |
Posted by: saliha82 16 Nov 2009, 14:03 |
http://s03.radikal.ru/i176/0911/04/6d546b1eac61.jpg კულინარებო იქნებ ვინმეს გამოუყენებია მსგავსი რამ და მომზადების წესი იცოდეს,გერმანულად აწერია და ვერაფერი გავუგე |
Posted by: upwave 16 Nov 2009, 15:59 |
saliha82 თუ არავინ იცის, გარკვევით დადე მომზადების ადგილის ფოტო და გითარგმნი |
Posted by: BadbadGirl 16 Nov 2009, 16:44 |
აუ ხალხებო ეს ნახეთ რაა გემრიელი ჩანს ხო? http://closetcooking.blogspot.com/2009/11/sour-cream-pumpkin-coffee-cake.html |
Posted by: rtuli 16 Nov 2009, 21:22 | ||||
saliha82
ეს არის ჩვეულებრივი ტორტების გლაზური,ძირითადი შემადგენლობა აქვს ჟელატინის. მაგ პაჩკას უნდა დაასხა 250 მლ. წყალი ან ხილის წვენი+2 ს.კ. შაქარი,მიიყვანო დუღილამდე და გამორთო,კოვზის მეშვეობით ოდნავ სეგრილებული სითხე გადაასხა ნამცხვარს და დააცადო ზედაპირის შეკვრა. * * * BadbadGirl
კოფე კეიკი გამიკეთებია ზუსტა მასეთი,ოღონდ გულსართის გარეშე.აი ზუსტად ეგეთი გერკულესიანი ,,კრამბ,,ით ზემოდან |
Posted by: upwave 16 Nov 2009, 23:39 |
rtuli როგორც ყოველთვის ესეც, იცით:saliha82-მ ინსტრუქცია გამომიგზავნა და რომ ვთარგმნე, ტექსტი ერთი-ერთზე დაემთხვა |
Posted by: BadbadGirl 17 Nov 2009, 00:35 | ||
rtuli
კარგი იყო? |
Posted by: rtuli 17 Nov 2009, 00:50 | ||||
BadbadGirl
მე მიყვარს შტრუდელიანი ნამცხვრები+ყავისფერი საქრით upwave
ყოველთვის არა,მაგრამ ცოტათი ვიცი რაღაცეები |
Posted by: Peppi 17 Nov 2009, 18:11 |
შოკოლადის ბისკვიტი მიკროტალღურ ღუმელში ცომის მომზადების დრო - 3 წუთი; ცხობის დრო - 5 წუთი; მასალა: (ის რაც სახლში სღმოჩნდა) 1. არაჟანი - 2 სადილიც კოვზი იქნებოდა ჩარჩენილი 500 გრ ქილაში და იმაშივე დავიწყე კეთება; 2. თბილი წყალი - 200 გრ დავასხი არაჟანს; 3. დავამატე ყავის რძე - სადღაც 70-80 გრ და ეს ყველაფერი ავურიე სათქვეფით; 4. შემდეგ დავამატე 1 სადილის კოვზი კაკაო და 1/4 ჩაის კოვზი საფუარი (მეტი არ იყო კოლოფში); 5. ზეთი - 1 სადილის კოვზის ოდენობა, ალბათ და ავურიე; 6. სიტკბოდ - სახლში მქონდა ნახევრად თხევადი მარციპანი ასე 2 სადილის კოვზი (ანუ შაქარი, ნუში და კვერვხის ცილა ერთმანეთში არეული); 7. ბოლოს დავამატე ფქვილი - იმდენი, რომ საშუალო სისქის, მაგრამ თხევადი ცომი მიღებულიყო; 8. ამას დავამატე 1 პატარა კოლოფი ვანილი და გამაფხვიერებელი; 9. გავსინჯე და სიტკბო აკლდა, შაქრის ასაღებად რომ მივტრიალდი - ცომი ამოფუვდა და ლამის გადმოვიდა, ამიტო, სასწრაფო წესით ჩავყარე 1 სადილის კოვზი ყავისფერი შაქრი (რაც ხელში მომხვდა) და მორევა ვერც მოვასწარი ჩავასხი მინის სპეციალურ ფორმაში; 10. ფორმას თავისივე თავსახური დავახურე და შევდგი მაქსიმალურ სიმძლავრეზე 5 წუთით, დროდადრო, 2-ჯერ შევამოწმე როგორ ცხვაბოდა; 11. ბოლოს ასანთის ღეროთი ვნახე, რომ გამომცხვარია და გამოვიღე; 12. წესით იქვე, ფორმაში უნდა გაცივდეს, მაგრამ ვინ აცალა და ცხელსვე მოვაყარე კაკაოს ფხვნილი და შაქრის პუდრა; 13. რადგან სიტკბო მაინც აკლდა, მოვასხი შესქელებული რძე . . შოკოლადის მოსხმაც შეიძლება |
Posted by: anna13 17 Nov 2009, 21:34 | ||
Peppi
მე მაგას მხოლოდ საჭმლის გასათბობად ვიყენებ. არ ვიცოდი თუ ნამცხვრის გამოცხობა შეიძლებოდა. ისე მაგ სახის ღუმელები არ ყოფილა კარგი, რადიაციასავით ასხივებენ რაღაცას. |
Posted by: rtuli 17 Nov 2009, 22:02 |
ზარმაცების ბაბკა თუ გინდათ პასკის მაგვარი ნამცხვარი+მარტივად ეს თქვენთვის არის. საღამოთი: 1 1/3 ჩ.ჭ შაქარი 25 გრ. მშრალი საფუარი 3 ცალი კვერცხი(გათქვეფილი ჩანგლით) 0,5 ჩ.ჭ გამდნარი კარაქი 1 ჩ.ჭ რძე დილით: 500გრ. ფქვილი ვანილი ქიშმიში,ნიგოზი რაც მოგწონთ საღამოთი იმ მიმდევრობით რაც ჩამოვწერე, ჯამში მოათავსეთ ყველაფერი(ანუ ფენა ფენა დააყარეთ)არ მოურიოთ!!! გადააფარეთ თილო და დილამდე დაივიწყეთ. დილით პირი დაიბანეთ ,ყავა მიირთვით და შეუდექიტ საქმეს დააცერით ფქვილი და სასურველი საკმაზი ღამე გამოტარებულ მასას,მოზილეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ცომი,ან კოვზით ამოზილეთ,ან ხელით. გამოგივათ სქელი არაჟნის მასა,წელვადი. წაუსვით ყალიბს ძირზე ზეთი(ცოტა,ძირზე!) და ცაასხით ცომი,მე ზემოდან ყავისფერი საქარიც მოვაყარე. გადააფარეთ ტილო და დაივიწყეთ 30-40 წუთით. შედგით ცივ ღუმელში და მერე ცართეთ ,გამოაცხეთ 170 გრადუსზე 1 საათით ან შეწითლებამდე. აქ სურათებია ცომის და მთლიანი როგორია http://forum.ge/?f=82&showtopic=34026647&st=1395 http://www.radikal.ru |
Posted by: kokogorgo 17 Nov 2009, 22:52 |
rtuli გადასარევია. თუ იცით სად იყიდება კექსის, მასეთი ფორმა? |
Posted by: rtuli 18 Nov 2009, 01:43 | ||
kokogorgo
ამ ზაფხულს ლილოში ვიყავი გასული და მანდ შევიძინე,სხვადასხვა ზომის არის,ეს მგონი 26 სმ.დიამეტრიანია ზედაპირი. ისე ყველგან შემხვედრია,დანიურ სახლში,სუპერში,ვაგზალზე არის. |
Posted by: mzi 18 Nov 2009, 10:28 | ||
rtuli
თქვენი ჩაის ჭიქა რამდენი გრამია? |
Posted by: annak 18 Nov 2009, 10:43 | ||
"ვაშლის პეროგი" (ალბათ "ვაშლის ღვეზელი" უნდა დამეწერა, მაგრამ ასე მიყვარს და ამისთვის " ძაან ნუ გამკიცხავთ") ორ კილო ვაშლს (ანტონოვკა) გავფრცქვნით და თხლად დავჭრით დავამტებთ ცოტა წყალს და დავდგამთ გაზზე. კარგად რომ ჩაითუთქება ვამტებთ შაქარს გემოვნებით (გააჩნია ვაშლის სიმჟავეს) ბოლოსკენ ვუმატებთ ერთი ცალი ლიმონის გახეხილ კანს. 4 კვერცხს და 2 ჭიქა შაქარს კარგად ავთქვიფავთ ვუმატებთ სოდა/ძმარს 250გ მაღალი ცხიმიანობის არაჟანს და 200გ ერბოს, ბოლოსკენ ვუმატებთ 3 ჭიქმდე ფქვილს. ცომი უნდა გამოვიდეს ძალიან "ნაზი" და თითქმის ბლანტი ისე რომ თავისით განაწილდეს ცხიმწასმულ თუნუქზე შემდეგ ზემოდან ვუსმევთ წინასწარ გამზადებულ ხილფაფას და ვუკეთებთ ცომის ბადეს. ბადეს ვაკეთებთ შემდეგნაირად ჩვენს მიერ გამზადებულ "მოტოვებულ" ცომს ვუმატებთ ფქვილს და ვაკეთებთ რამდენიმე გრძელ თასმას და ბადისებურად ვდებთ ხილფაფზე. ვაცხობთ დაახ. 20 წუთი. ბადის მაგივრად შეიძლება ბეზეს გაკეთება, ვისაც როგორ ურჩევნია. http://www.radikal.ru უგემრიელესია დილას ჩაისთან ან ყავასთან ერთად (მე ძალიან მიყვარს ) http://www.radikal.ru WOMAN IN LOVE ვნერვიულობდი რა ჯღანი სურათებია თქო და ეს რო წავიკითხე გამეხარდა
ჩემი სურათები ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ამიტომ მოპარვა არ ემუქრებათ. რთულიკო მე ჯორჯიტაშიც მინახავს ეგ ფორმები |
Posted by: rtuli 18 Nov 2009, 12:24 | ||||
mzi
ჩემი ჩაის ჭიქა 250 მლ.-ანიაhttp://smajliki.ru/smilie-888145959.html annak
ძალიან ნაზი ცომი გამოდის არაჟანზე ,კარგი პეროგიაhttp://smajliki.ru/smilie-464939175.html |
Posted by: kokogorgo 18 Nov 2009, 14:17 |
rtuli მადლობთ, ძალიან ყურადღებიანი და საყვარელი გოგო ხარ. |
Posted by: Peppi 18 Nov 2009, 14:41 | ||
anna13
ბევრ ახალ რეცეპტს შემოგთავაზებთ ბოსტნეულისთვის არაჩვეულებრივია აი, რადიაციას კი რაც შეეხება - ნუ შეშინდებით, გაცილებით დიდი დაბინძურება და ჯანმრთელობისთვის მავნე პროცესები მიდის ჩვენს ირგვლივ, ვიდრე მიკროტალღურის მიერ გამოწვეული ზიანია . . |
Posted by: anna13 18 Nov 2009, 19:57 | ||
Peppi
ისე დღევანდელ დღეს, როცა ქალი მუშაობს, უნდა ვეძებოთ ადვილი და სწრაფი გზები მზარეულობისა, თორემ... კარგი იქნება თუ დადებ რეცეპტებს |
Posted by: Angelopulosi 18 Nov 2009, 21:53 |
PoderShileno მაგ კეკსს კვერცხი არ უნდა? |
Posted by: natka-q 19 Nov 2009, 10:32 |
Peppi quote]კაკაოს ფხვნილი მომივიდა მეტი[/quote კაკაო კრემში უნდა? და თუ არ შEწუხდები, კრემიც დაწერე როგორ უნდა მომზადდეს.[] * * * "იდეალზე" დავსვი ეს კითხვები. ძალიან გემრიელი ნამცხვარი ჩAნს |
Posted by: Peppi 19 Nov 2009, 14:20 | ||
natka-q
კაკაო უნდა ბისკვიტში . . ოღონდ ცოტა, რომ ფერი ოდნავ უფრო მუქი ქონდეს, ვიდრე ყვითელი (როგორც მხოლოდ კვერცით შეფერილ ბისკვიტებს აქვს) კრემი კი ძალიან მარტივია - მოხარშული შესქელებული რძე (სგუშონკა) + ათქვეფილი კარაქი. პროპორციები გემოვნებით არის, მე 1 წილი კარაქი და 2 წილი მოხარშული შესქელებული რძე ვუქენი (ვინც უცხოეთში პირდაპირ ქილის "კარამელი" შეუძლია იყიდოს და ის აურიოს კარაქს) კრემს რომ წაუსმევ, შემდეგ მოხალული და და ჭრილი ნიგოზი უნდა მოაყარო ორივე ფენას |
Posted by: tasikuna-taso 19 Nov 2009, 14:57 | ||
გაიხარე. სხვა ჭიქებს საერთოდ არ ვცნობ ტკბილეულის ცხობისას და ახლობლებსაც მოვუწოდებ, რომ როცა რეცეპტებში მინიშნებულია ინგრედიენტების მორწყვა ჭიქებით, გამოიყენონ 250 მლ - იანი ჭიქები. |
Posted by: MAQSIMALISTKA 19 Nov 2009, 20:44 |
გუშინ გადავწყვიტე ბანანის კექსის გამოცხობა, თIთქოს ყველაფერი რეცეპტის მიხედვით გავაკეთე, ჩავასხი ფორმაში შევდგი 185 გრადუსზე და დავტოე ერთი საათI გამოსაცხობად, ასანთის გერით რომ შევამოწმე აღარ ამოყვა არაფერი და ცავთვალე რომ გამომცხვარი იყო, გამოვიღე ღუმელიდან დავჭერი და შიგნით სუუულ ცომი იყო. რისი ბრალია ვითომ, ინგრედიენტები გავუკეთე არასწორი პროპორციით თუ ცხობა დავაკელი? პ.ს. ნამცხვარი არასდროს გამომიცხვია და სისულელე თუ ვიკითხე არ შეიმჩნიოთ |
Posted by: rtuli 19 Nov 2009, 21:30 | ||||
MAQSIMALISTKA
თითქოსhttp://smajliki.ru/smilie-678597543.html იქნებ დაგავიწყდა რამე?ანუ სოდა+ძმარი,ან გამაფხვიერებელი? ან ბანანის მასა ბევრი მოგივიდა? რა რეცეპტი იხმარე,დალინკე?
მსგავსი კითხვები ჩვენც გვიჩნდება http://smajliki.ru/smilie-976509927.html |
Posted by: MAQSIMALISTKA 19 Nov 2009, 21:47 | ||
ამ თემაშივე ბრეიკის დაწრილი რეცეპტით გამოვაცხვე. სოდა ძმრით გავუკეთე ერთ სუფრს კოვზ სოდაზე ერთი სუფრის კოვზი ძმარი. ერთადერთი რაც შევცვალე რეცეპტში იყო ის რომ ჭიქა ნახევრის მაგივრად ერთი ჭიქა შაქარი გავუკეთე, ბანანიც მწიფე და ტკბილი იყო და ძაან არ დატკბეს მეთქი. ორი პატარა ბანაინი დავაბლენდერე, ვითომ ბევრი იყო? პ.ს. ხო და ვანილის ყიდვა დამავიწყდა მაგრამ ვიფიქრე რომ ცომის ამოფუვებას დიდად ვერაფერს დააკლედა და არ დავუმატე, მაგის ბრალი შეიძლება იყოს? |
Posted by: tasikuna-taso 19 Nov 2009, 23:44 | ||
ერთი სუფრის კოვზი ძალიან ბევრია. მაგ მასისთვის ნახევარი ჩაის კოვზი სოდაც საკმარისია. |
Posted by: GABRIELA 20 Nov 2009, 11:06 |
ხო,მეც როცა ბევრ სოდას ვუშვები ნამცხვარში,მიგდებს ყოველთვის. |
Posted by: Addict 20 Nov 2009, 13:08 |
ერთი კითხვა მაქვს. ნამცხვრებს ბრჭყვიალები რომ აყრია, მე როგორც შევნიშნე არ დნება, ანუ კოსმეტიკას ვჭამთ? |
Posted by: didi bege 20 Nov 2009, 13:24 |
ნუ მადზბენინებთ 80 გვერდს და მარმალადის რეცეპტი ხო არ იცით, ჟელატინი რო უნდა ვიცი და მეტი არაფერი |
Posted by: miau 20 Nov 2009, 13:43 | ||
didi bege
შაქარმოყრილი მარმელადი-კანფეტი? ხოფერიადან მაქვს ამოწერილი და ძალიან საჩალიჩოა, ვნახავ და დავდებ რეცეპტს. |
Posted by: natka-q 20 Nov 2009, 13:52 |
Peppi მადლობა რჩევისთვის. ადვილია გამოსაცხობად, სავარაუდოდ, უნდა ვცადო. |
Posted by: upwave 20 Nov 2009, 14:04 | ||
Addict
რა კოსმეტიკას კაცო? ეგ საკონდიტო ,,კოსმეტიკაა", ასე, რომ ჭამე რამდენიც გინდა, არაფერს გზვნებს |
Posted by: didi bege 20 Nov 2009, 16:14 |
miau გაიხარე თუ დადებ ორმაგად გაიხარე |
Posted by: niniaa 21 Nov 2009, 16:07 |
rtuli ამ დილით დილის გადაცემაში ტორტი აჩვენეს, რომელსაც ბატისიერას კრემი აქვსო.თუ იცით, რა კრემია ეს? |
Posted by: l.s.d 21 Nov 2009, 17:10 | ||
niniaa
)) crème patissière იქნება, მსუბუქი... ფრანგული... კვერცხის გულები, რძე და ფქვილი. უგემრიელესია. |
Posted by: BadbadGirl 21 Nov 2009, 18:57 |
ადვილი ჩიზქეიქი გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსზე. ძირი : ჩააფინეთ ფორმაში კალკის ქაღალდი. 250 გრ პეჩენია დაამტვრიეთ კარგად დაამატეთ 100 გრ. გამდნარი კარაქი და აზილეთ ისე რომ მისი გაბრტყველება შესძლოთ ფორმაში რომელიც გვერდზე იხსნება. პეჩენიის კროშკას შეგიძლიათ დაამათოთ გადატარებული ნიგოზი ან ნუში. კრემი: 1.2 კგ ქრიმ ჩიზი - მდნარი ყველი - სასურველია ფილადელფია, კარგად ათქვიფეთ და დაამათეთ ერთი ჭიქა შაქარისაგან გაკეთებული პუდრა, სამი კოვზი ფქვილი. ათქვიფეთ კარგად და სათითაოდ შეათქვიფეთ სამი ცალი კვერცხი. კვერცხებსაც რომ კარგად შეათქვეფავთ დაამათეთ 250მლ. სქელი არაჟანი და კიდევ კარგად აურიეთ. ბოლოს კი დაამატეთ 2 ჩ.კ. ვანილის შაქარი, 1 ცალი ლიმონის ცედრა. ეს მასა ჩაასხით პეჩენიიან ფორმაში და შედგით ღუმელში. გამოცხობა: 250 გრადუსზე 10 წუთს განმავლობაში, შემდეგ კი დაუკელით ცეცხლს 100 გრადუსზე და აცხვეთ 50 წუთის განმავლობაში. ზემოდან ფერი რომ შეეცვლება მხვდებით. ბოლოს ღუმელი გამორთეთ და დატოვეთ თუმელში ასე 40 წუთი. რომ ნელ ნელა ღუმელისვე ტემპერატურაზე გაცივდეს. ღუმელიდან გამოღების შემდეგ შედგით ნამცხვარი მაცივარში, სადაც კარგად გაცივდება და მზად იქნება თავზე მოასხათ მურაბა ან ჯემი. სასურველია თუ მომჟავო მურაბას/ჯემს გამოიყენებთ. შეგიძლიათ თავზე დააწყოთ ალუბლები და მურაბით ან ალუბლის სქელი სიროფით მიწუწ მოწუწოთ. მე წითელი ქაცვის ჯემი მქონდა და თავზე გადავუსვი მთლიანად. |
Posted by: rtuli 21 Nov 2009, 19:32 | ||
niniaa
ჩვენ მოხარშულ კრემს ვეძახით,თუმცა რეცეპტები ბევრნაირი არსებობს. მე ერთი კვირის უკან გამოვიყენე მსგავსი კრემი,ოღონდ ნაღებზეა დამზადებული. მართლაც უგემრიელესი და ზალიან ნაზი კრემია აი კომშის ნამცხვარში მაქვს გამოყენებული http://forum.ge/?f=82&showtopic=33937461&st=1110 |
Posted by: Addict 21 Nov 2009, 23:33 |
გამოცდილი კულინარების რჩევა მჭირდება, მე დამწყები კულინარი ვარ და საახალწლოდ მინდა რამე კარგი კრემიანი ლამაზი ნამცხვარი გავაკეთო. იქნებ მირჩიოთ რამე. მიყურებია მაგრამ დამოუკიდებლად არასდროს არ გამომიცხვია ნამცხვარი http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 22 Nov 2009, 01:30 |
ხილის ნამცხვარი ხრაშუნა ზედაპირით. 4 ცალი კვერცხი 250 გრ. შაქარი 250 გრ. ნაღები(20-23%) ცოტა მარილი 350 გრ. ფქვილი 1 შეკვრა გამაფხვიერებელი(ან 1 ჩ.კ სოდაარატავმობმული+1 ს.კ. ძმარი) ზედაპირი: 150გრ. კარაქი 4 ს.კ. რძე 170 გრ. შაქარი 200გრ. კორნ ფლეიქს(Кукурузные хлопья) შეგიძლიათ ალუბალი გამოიყენოთ,შეგიძლიათ ნებისმიერი კენკრა. მე კოწახური და ცოტა მაყვალი გამოვიყენე. უკეთესი იქნება თუნუქის ფურცელზე რომ გამოაცხოთ. გამოიყენეთ კარაქ წასმული პერგამენტის ქარალდი ძირზე. გავთქვიფოთ კვერცხი+შაქარი+ცოტა მარილი,დავამატოთ ნაღები,დავაფქვათ ფქვილი+გამაფხვიერებელი. დავასხათ თუნუქის ფურცელზე და დავაყაროთ ზემოდან ხილი.შევდგათ რუმელში 170 გრადუსზე გამოსაცხობათ. სანამ ნამცხვარი ცოტათი გამოცხვება,მანამდე მოვამზადოთ ხრაშუნა ზედაპირი: კარაქი+საქარი+რზე მივიყვანოთ ადუღებამდე,ცავაყაროთ სიმინდის ფანტელი და გადმოვდგათ. ნამცხვარს ზედაპირი ცოტათი რომ მოეკიდება(ანუ ამოსული უნდა იყოს და ოდნავ შემაგრებული)გამოვიღოთ და დავადოთ ზემოდან ხრაშუნა ზედაპირი(კარგად გავანაწილოთ მთლიან ნამცხვარზე),ისევ შევდგათ გაზქურაშI და მოვამზადოთ ნამცხვრის საბოლოო გამოცხობამდე. სპიჩკის რერით მოუსინჯოთ ცომის გამოშრობა. გამოვიღოთ ღუმელიდან,გავაციოთ და მივირთვათ. სურათების ნაწილი იხილეთ http://forum.ge/?f=82&showtopic=34040442&st=75 http://www.radikal.ru |
Posted by: ნინი 22 Nov 2009, 07:50 |
დარწმუნებული ვარ ბევრი აღნიშნავდით უკვე, მაგრამ არ შემიძლია რო "ლუი"-ზე ჩემი აზრიც არ გამოვხატო... სოლოლაკშია.. თავისუფლების მოედანს რო აუყვები ზემოთ. (ქუჩები არ ვიცი თბილისის).. პატარა ფართია. ჯერ ხო ყველანაირი ღვეზელი, ნამცხვარი, ტორტი აქვთ.. მერე - ისეთი გემრიელია ყველფერი რო ცუდად გახდები. ყველაზე მეტად შვინდის ნამცხვარია თუ რაღაცაა (ბეზეში), ეგ მომეწონა. აი პირველ ლუკმაზე "მმმმმ" მომენტი მქონდა და ხშირად ვსტუმრობდი ლუის. სამწუხაროდ წამოვედი საქართველოდან და გახსენებაზე ნერწყვები ჩამომდის ისე მინდება ეგ ნამცხვარი. თუ ვინმემ იცით ან სახელი, ან რეცეპტი, ძალიან გამახარებთ.. : ) |
Posted by: asiko 22 Nov 2009, 09:56 |
ნინი ყველაფერი გემრიელიაო ვერ იტყვი, მაგრამ ეს შინდის ნამცხვარი მეც ამოჩემებული მქონდა კარგა ხანს. რეცეპტი ალბათ ასეთია: რამე ფხვიერ ცომზე მოვათავსებთ უმ შინდს დაშაქარულს, ზემოდან წავუსვავთ ბეზეს, შევდებთ ღუმელში და გამოვაცხობთ. |
Posted by: upwave 22 Nov 2009, 11:37 |
asiko მე ლიმონით ვაკეთებდი მაგ ნამცხვარს და ჩემი აზრით, უფრო გემრიელი იყო, მაგრამ საერთოდ დავკარგე რეცეპტების წიგნი (სხვათა შორის სახლიდან აორთქლდა). მახსოვს ვისგანაც ჩევიწერე და იქნებ გამოვართვა რეცეპტი, აუცილებლად დავდებ |
Posted by: ketato617 22 Nov 2009, 11:49 |
მოგესალმებით ყველას, ნამცხვარ ოპიუმის რეცეპტი ხომ არ იცით ვინმემ? და მაფინების რეცეპტი მინდა... მახსოვს აქ ვნახე ადრე და ვერ ვპოულობ..... იქნებ დამეხმაროთ. |
Posted by: rtuli 22 Nov 2009, 12:32 |
ketato617 აი მაფინების რეცეპტი http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=15entry13172661 |
Posted by: mer@biko 22 Nov 2009, 13:54 |
მე ძალიან მიყვარს მარწყვის ნამცხვარი და ისიც მხოლოდ დეიდაჩემის გამომცხვარი...ძალიან გემრიელად აკეთებს და იმიტომ მოკლედ საჭიროა: 3 ან 4 "პაჩკა" პეჩენია" (მაპატიეთ ბარბარიზმები ) გააჩნია თუ პატარა ზომის არის მაშინ 5 "პაჩკა",არ უნდა იყოს რბილი მაგალითად როგორიც არის "იუბილეინოე"...აუცილებად უნდა იყოს ხრაშუნა მაგალითად ბულგარული წარმოების "ზაკუსკა" 2 ან 3 კილოგრამი მარწყვი (გააჩნია ფინანსებს ) და შოკოლადის კრემი...სამწუხაროდ როგორ კეთდება არ ვიცი. მომზადება კი ძალიან მარტივია : ავიღოთ რაც შეიძლება მაღალი, ოთხკუთხედი ემალირებული ქვაბი,თუ გნებავთ იყოს პლასტმასის,დავტეხოთ პეჩენიები 4 ნაწილად და პიველ ფენად ჩავაწყოთ...შემდეგ წავუსვათ შოკოლადის კრემი მეორე ფენად,ხოლო მესამე ფენად დაჭრილი მარწყვი(თუ მარწყვი ზომით დიდია,მაშინ დავჭრათ ექვს ნაწილად,თუ წვნიკა მარწყვია მაშინ ორ ნაწილად)...შემდეგ ისევ პეჩენიები და ა.შ. სანამდე გეყოფათ ჯამის სიმაღლე ბოლოს დაამთავრეთ პეჩენიებით და თუ გნებავთ შოკოლადიც მოასხით როცა მორჩებით 15-20 წუთით შედეთ საყინულეში,შემდეგ კი ქვემოთ მაცივარში ჩამოდეთ 1 საათით... აადუღეთ ყავა ან ჩაი თუ ზამთარია,ხოლო თუ ზაფხულია მაშინ ცივ წვენთან ერთად გემრიელად მიირთვით |
Posted by: annak 26 Nov 2009, 18:04 |
ძალიან გემრიელი ნამცხვარი, რომლის სახელიც არ ვიცი. 1 ჯამი 100 გ. კაკაო (სასურველია იყოს რუსული წარმოების ) 2 ჩ.ჭიქა. შაქარი, 3ჩ.ჭიქა ფქვილი, 1.5 ჩ.კ. სოდა. ეს ყველაფერი კარგად გადაურიეთ ხელით. მე-2 ჯამი 5 კვერცხი, 1ჩ.ჭიქა შაქარი, 100გ. გამდნარი კარაქი, 1 ქილა მაწონი აურიეთ ხის კოვზით. შემდეგ 2 ჯამს + 1 ჯამი და გააკეთეთ ცომი. ცომი არც ისე სქელია. http://www.radikal.ru ცომი იყოფა ორ ნაწილად და ცხვება ცხიმ წასმულ "კალკაზე". (ვერ ვიხსენებ კალკა ქართულად როგორაა ) თითო ფირფიტის გამოცხობას სჭირდება სადღაც 20 წუთი. ფირფიტა არის თითქოს ოდნავ თითქოს "წებვადი". ხელს სულ ოდნავ იკრავს. გვერდები უნდა ჩამოვაჭრათ ზემოდან მოსაყრელად. კრემი: 200გ. კარაქი 1 შესქელებული რძე, 1 არაჟანი 1ჩ.ჭიქა გატერებული ნიგოზი და 1 ჭიქა შაქრის პუდრა. მე დავუმატე 1 ჩ. ჭიქა ნაღებიც.(ოღონდ ცალკე გავთქვიფე) ზემოდან მორთულია დაფშვნილი ნამცხვრის ფირფიტის ჩამონაჭრებით და თხლად დაჭრილი ნიგვზით. http://www.radikal.ru ასეთია ჭრილში http://www.radikal.ru |
Posted by: stefani 26 Nov 2009, 18:13 | ||
ნინი
მაგ ნამცხვარს თბილისში "ოპიუმს" ეძახიან |
Posted by: kokogorgo 26 Nov 2009, 23:24 |
annak რა ზომის ფორმაში ცხვება ხომ არ დაწერდით? წინასწარ, მადლობა. |
Posted by: Maykuna 26 Nov 2009, 23:56 |
annak კონსერვების განყოფილებაში დაგიწერეთ კითხვა და ალბათ არ შეგიხედიათ აქაც შეგეკითხებით კარალიოკების დაჩირებას რამდენი დრო უნდა? |
Posted by: annak 27 Nov 2009, 13:01 | ||
kokogorgo
ჩვეულებრივი გაზის ან ელ. ღუმელის თუნუქის ფურცელზე (ჟარუნაზე) Maykuna მართალია, არ მინახავს იქ გიპასუხებთ. |
Posted by: GABRIELA 27 Nov 2009, 14:15 |
მაგ ,,ოპიუმს" , როგორც მითხრეს ლესელიძეზე სადგაც აცხობენ და იქიდან მიაქვთ ლუიში და ,,მალინაში" , უგემრიელესი ნამცხვარია.ძალიან მინდა მაგის გამოცხობა ვიცოდე |
Posted by: vasasi 28 Nov 2009, 13:41 |
თუ იცით, "ბელაში" სამარხვო ტორტებსაც აცხობენ?.. |
Posted by: merkantil 28 Nov 2009, 16:23 |
Peppi ვაიმე შენი იდეალი მომეწონა ვიდზე ძალიან, რამდენი ხანია ვეძებ იდეალის რეცეპტს, რომელიც იქნება რბილი და ფუმფულა. შენი იქნება ზუსტად ეგეთი ხო? რა მაინტერესებს იცი? სახლში გვაქვს ელექტრო ღუმელი და არა გაზის და დაახლოებით რამდენ გრადუსზე უნდა გამოვაცხო? |
Posted by: turboman 4 Dec 2009, 11:44 |
გამარჯობათ კულინარიის დედოფლებო და მეფეებო.მაინტერესებს კაკაო ტორტის ბისკვიტს ხომ არ ჩამიგდებს?და კიდევ დიანა რომაა კრემი მაგას შოკოლადი რო მოვასხა ზემოდან ხომ არ გაადნობს? |
Posted by: miau 4 Dec 2009, 13:10 | ||||
turboman
წესით და კანონით არ უნდა ჩაგიგდოს.
ახლადადუღებულს ნუ მოასხავ და არ გადნება |
Posted by: Peppi 4 Dec 2009, 18:14 | ||
merkantil
კი, მასეთია - შენ რომ იკითხე მაგიტომ გამოვაცხვე . პირველად ასადაც იკითხე - იქ დაგიწერე ეგ რეცეპტი, მაგრამ მაშინ არ მქონდა მე თვითონ გამომცხვარი (დედაჩემი აცხობს) მერე, სპორტული ინტერესის გამო მეც გამოვაცხვე . . მეც ელექტრო ღუმელში ვაცხობ . . 170-180 გრედუსზე აყენია მაჩვენებელი, ისე, როგორც ასეთ "ღრუბელ" ბისკვიტებს აცხობ - იმ გრადუსაზე დააყენე შენი გამოცდილებით, რადგან შეიძლება ერთ ტემპერატურაზე ეყენოს, მაგრამ სხვა იყვეს რეალურად. დამატებით, შიდა თერმომეტრის გარეშე ზუსტი ტემპერატურის თქმა ძნელია |
Posted by: nanana 4 Dec 2009, 19:03 |
აუ ბლონდი თუ გაგისინჯავთ, ბრაუნის ბიძაშვილი ესეიგი . . . 200 გრ კარაქი + 100 გრ ყავისფერი შაქარი + ვანილი + 3 კვერცხი+ 1 ჭიქა ფქვილი +1/2 ჭიქა მოხალული თხილი/ნიგოზი + შავი შოკოლადი + თეთრი შოკოლადი + ირისი. მმმმმმმმაგარია! ძალიან ცოტა ხანი ცხვება, მაქს 15 წუთი. ბაუნივით ოდნავ სველი შიგთავსი აქვს. ყავისფერი შაქარი აძლევს განსაკუთრებულ გემოს. მუსკოვადოს შაქარი თუა და ნატურალური ვანილი, მაშIნ ხომ საერთოდ. . . |
Posted by: rtuli 4 Dec 2009, 19:47 | ||
nanana
ბლონდით დაგვიბრუნდი სად დაიკარგე |
Posted by: nanana 4 Dec 2009, 22:57 |
rtuli ბლონდიზე ვზივარ უკვე ერთი თვეა. აქამდე სად იყავიო, ჩემები მეუბნებიან. თბილი უნდა მიირთვა ოღონდ. ნიამ! |
Posted by: Baltimore 5 Dec 2009, 11:32 |
წინა გვერდებზეც ვლაპარაკობდით. ვისაც გაქვთ, დადეთ, რა, "ოპიუმის" რეცეპტი!!! როგორც ჩანს ბევრი მოყვარული ყავს ამ ნამცხვარს და რეცეპტის დადებით ბევრის მადლს მოისხამთ. |
Posted by: rtuli 5 Dec 2009, 11:50 | ||
Baltimore
მე პირადათ არვიცი ეგ რა არის,შეიძლება მქონდეს გასინჯული და სხვა სახელით რა აქვს მაგ ნამცხვარს ისეთი? |
Posted by: Baltimore 5 Dec 2009, 18:24 |
მადლობა გამოხმაურებისათვის. სამწუხაროა, რომ არ იცით რომელი ნამცხვარია, არადა, მშვიდად ვიყავი, rtuli-ს ნამდვილად ეცოდინება მეთქი. თავად კაფეში თუ საცხობებში ამბობენ, ნამცხვარის ნამდვილი სახელი "ლიმონ კეიკია" და ოპიუმს ჩვენ აქ ვეძახითო. ჩვენთანაც სხვადასხვა გემოებით აცხობენ: ლიმნის, შინდის ან ალუბლის... რეცეპტი, რამდენი არ ვთხოვე, არ მომცეს. ვინმეს არ გაქვთ ოპიუმის სურათი, რომ დადოთ? ასე ეგება გარეგნობით მაინც იცნონ ეს ნამცხვარი? |
Posted by: nanana 5 Dec 2009, 19:06 |
Baltimore ეს ის არ არის -ძალიან თხელი ფხვიერი ცომი, ბევრი კვერცხიანი და კარაქიანი კრემი+ გახეხილი შინდი/ალუბალი/ლიმონი და გამომგცხვარი ბეზე დაუზომოდ ბევრი შაქრის პურდა რომ აყრია? ერთადერთი ნამცხვარია "ნაყიდი" ნამცხვრებიდან სადაც ხელოვნული ნაღების ფხვნილის გამოყენება რომ არ დაუწყიათ ჯერ და იჭმევა ასე თუ ისე. |
Posted by: Baltimore 5 Dec 2009, 19:56 | ||
nanana
მგონი ეს უნდა იყოს. კულინარიაში დილეტანტებს ხომ ვერ დაგვემარებით ბედის საცდელად და ამ ნამცხვრის გამოსაცხობად? |
Posted by: nanana 5 Dec 2009, 23:28 | ||
Baltimore
მეც არ ვარ ექსპერტი :D ზუსტი რეცეპტი არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდი ასეთია :D:D ფხვიერი ცომი ალბათ ჩვეულებრივი ( კვერცხის გულები + კარაქი/მარგარინი + შაქარი + ვანილი + ფქვილი) კრემი მგონი ( 5-6 კვერცხის გული + 500-700 მლ რძე + 250 გრ შაქარი. რომ გაცივდება + 200 გრ კარაქი+ ვანილი) შიგთავსი - გახეხილი შინდი / ლიმონი/ალუბალი. ბეზე - 4 კვერცხის ცილა+ 1 ჭიქა შაქარი ( გამომცხვარი) ეს ნამცხვარი ალბათ წინა დღეს უნდა მოამზადოთ იმიტომ რომ კრემი, ბეზე და ხილის არომატები რომ გაჯდეს |
Posted by: Helmi 6 Dec 2009, 00:15 |
ტორტებს რომ ზედაპირს უკეტებენ დაახლოებით პლასტელინს რმო გავს (ლოლ) ეგ როგორ გავაკეთო თუ იცით მითხართ რა ვინმემ |
Posted by: n_j 6 Dec 2009, 10:39 |
Helmi ეგ არის მარციპანი ანუ ნუშის ცომი, დაფქვილი ნუში შაქრის პურდა, კვერცხის ცილაც http://www.sestrenka.ru/s124/ http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B0%D1%80%D1%86%D0%B8%D0%BF%D0%B0%D0%BD http://www.kuroed.com/?id=531&page=1&part=all http://www.ququs.net/content/kak-sdelat-martsipan სხვანაირად აკეტებენ მარტო ცილით და შაქრის პუდრით, იმას მასტიკა ჰქვია http://forum.say7.info/topic369.html http://www.koolinar.ru/recipe/view/58337 http://superkulinar.mybb.ru/viewtopic.php?id=19 http://forum.say7.info/topic370.html http://saechka.ru/kuche/batch/250.php ესეც ნახე ტორტების მორთვაზეა http://superkulinar.mybb.ru/viewtopic.php?id=19 http://moikompas.ru/compas/ukrasheniya_tortov |
Posted by: merkantil 6 Dec 2009, 15:46 |
Peppi ძალიან დიდი მადლობა ადრე სადაც ვიკითხე იქ ისე სწრაფად მიდის ჭორაობა დილა-საღამოს შემოსვლით ვერ მოვასწრებდი ნახვას უზომოდ მიყვარს იდეალი და თან რბილი, არ მიყვარს გაქვავებული. მე რა რეცეპტიც მაქვს მაგარი არ გამოდის,მაგრამ არც ფუმფულა, არადა აი ზუსტად ფუმფულა მინდოდა. ახალი წლისთვის მინდა გამოცხობა და მანამდე ვცდი ერთხელ. გაიხარე |
Posted by: natia1975 6 Dec 2009, 20:56 |
პროვანსალის ზეთი რომელია ხომ არ იცით და სად შეიძლება მისი შეძენა? |
Posted by: xachapuridze 6 Dec 2009, 21:13 | ||
natia1975
პროვანსალის ზეთი არის ზეითუნის ზეთი. |
Posted by: Peppi 6 Dec 2009, 22:23 | ||||
Helmi
ნჯ-იმ დაგიდო ლინკები, მაგრამ, მეც გეტყვი სახლში როგორ ვაკეთებ: 1 წილი წვრილად დაფქვილი ნუში(გათეთრებული, ანუ კანგაცლილი), 2 წილი შაქრის პუდრა და კვერცხის ცილა. კვერცხის ცილა ცოთა შეთქვიფე, რომ სიყვითლე დაკარგოს და თეთრი ფერი მიიღოს, მერე ნელ-ნელა ამატებ ნუშს და შაქარს, სანამ ერთიან, პლასტელინივით მასას არ მიიღებ. ინახება ზეთ გადასმული, ცელოფანში. მაცივარი საჭირო არ არის. ცილას შეგიძლია შეურიო საღებავი ან რაიმე არომატი merkantil
მართლა მასეთია, მერე დაწერე როგორი იქნება |
Posted by: ninoma 8 Dec 2009, 07:21 |
rtuli გამოვაცხე კომშის ნამცხვარი თქვენი რეცეპტით და ძალიან მოეწონა ჩემს მეუღლეს. რა მაინტერესებს იცით, კრემში რომ გიწერიათ შევათქვიფოთ ნაღები, რას ნიშნავს, როგორც კრემისთვის ვთქვეფავთ იმ სისქემდე, თუ როგორც რძეს დავუმატებდით და ავურევდით ისე უნდა შემეთქვიფა?.მე ჩვეულებრივ ავურიე და მასა გამოვიდა იმდენად ცოტა რომ ძლივს დავფარე კომშები. კრემი მორევით მივიყვანოთ შესქელებამდე, ეს რას ნიშნავს, როგორც კი გასქელდება გადმოვდგათ გაზქურიდან, თუ ადუღებამდე უნდა მივიყვანოთ. მე ეტყობა აქ გავაკეთე რაღაც არასწორედ. რომ მოიცლით, იქნებ გამარკვიოთ რა გავაკეთე არასწორედ. წინასწარ გიხდი დიდ მადლობას. |
Posted by: Helmi 8 Dec 2009, 11:14 |
Peppi n_j მადლობა |
Posted by: mariaa 8 Dec 2009, 17:18 |
ე.ი. ვერ მოვიპოვე თაფლიანი ნუშის ორცხობილის რეცეპტი,რომ ჩემით გავაკეთო..კი ვყიდულობ მზას,მაგრამ ის გემო მაინც არ არის რაც მახსოვს ბავშვობიდან.. ხომ მიხვდით რომელს ვგულისხმობ? |
Posted by: rtuli 8 Dec 2009, 18:44 | ||||||||
ninoma
უნდა იხარშოს ფაკტიურად,მაგრამ არუნდა დუღდეს. მე მიმყავს დუღილამდე,როგორც კი ვამჩნევ რომ ნაპირები იწყებენ ბუშტულების ბერვას,ცეცხლიდან ქვაბს მაღლა ვწევ და ისე ვურევ შესქელებამდე. მოხარშული კრემის მომზადების ვარიანტია.
მეც თხლად გადავუსვი ფაკტიურად,ფორმა 26 სმ.სისქის იყო,მაგრამ ჩემთვის საკმარისი სისქის მომეჩვენა ცომთან შეხამებაში,ბავშვებმა მოითხოვეს ცომის სისქის გაზრდა.ჰოდა ვფიქრობ რომ,ცომს პორცია ნახევარს მოვზილავ,კომშის რაოდენობას დავუტოვებ და კრემსაც გავზრდი პორცია ნახევრამდე
ჩვენც ძალიან მოგვეწონა+არც ისე რთული მოსამზადებელია ფაკტიურად რასაც აქ ვდებ რეცეპტებს და ნახელავს მეც პირველად ვამზადებ და მერე თქვენ გიზიარებთ |
Posted by: S_H_I_N_Y 8 Dec 2009, 18:49 |
rtuli ჩევენ უკვე მეორედ გამოვაცხეთ კომშის ნამცხვარი ისე მოგვეწონა მეორეთ ზუსტად პორცია ნახევარი გავაკეთეთ და უფრო კარგი გამოვიდა, ძალიან არომატული და გემრიელი ნამცხვარია |
Posted by: rtuli 8 Dec 2009, 19:04 | ||||
S_H_I_N_Y
მე ვიფიქრე კომშის შეცვლა სხვა ხილით ,ამ დღეებში იქნებ მოვამზადო უბრალოდ ფორთოხლის ნაჭრებს დავაკარამელიზირებ და ჩაუდებ,ვნახოთ რა გამოვა მიყვარს ფორთოხალი ძალიან,ეგ კრემიც მოუხდება.
სასიამოვნოა რომ,ისიამოვნეთ |
Posted by: ninoma 8 Dec 2009, 19:10 | ||
rtuli
სუპერ ხელი გაქვთ რჩევებს რომ ასე დაუზარებლად და დროულად იძლევით, ძალიან გაფასებთ(სხვა დადებით თვისებებზე აღარაფერს ვამბობ) |
Posted by: tikunia-teiko 10 Dec 2009, 16:32 |
გოგონებო გამარჯობათ!! ვინმემ მასწავლეთ კნატუნა და გემრიელი გოზინაყის გაკეთება. კბილებს რომ არ ეკრობოდეს ისეთი. მადლობა! |
Posted by: S_H_I_N_Y 10 Dec 2009, 19:54 |
tikunia-teiko ჩვენ თაფლს ცოტა შაქარსაც ვამატებთ და უფრო კრაწუნა გამოდის და კიდე, როცა თაფლს ვადუღებთ გვედზე გვაქვს ცივი წყლიანი თეფში და დროდადრო ვაწვეთებთ თაფლს და ამით ხვდები დაახლოებით როგორი იქნება და კიდე უნდა დუღილი თუ არა, ან შაქრის დამატება თუ უნდა ესაა სულ რაც ვიცი |
Posted by: BadbadGirl 10 Dec 2009, 20:01 | ||
+1!!! შაქრის პუდრას ვიყენებ მე! |
Posted by: kokogorgo 10 Dec 2009, 21:33 | ||
tikunia-teiko
ასეთი გოზინაყის გაკეთებას უნდა დიუდი დრო. 1კგ დაჭრილი ნიგოზი. 700გრ. თაფლი. თაფლი ჩავასხათ ქვაბში [უკეთესია თუჯის,მე ჩახანაში ვაკეთებ} დავადგათ გაზზე და მუდმივად ვურიოთ. ბუშტებს რომ გაიკეთებს[დუღილისათვის რომ მოემზადება] გადმოვდგათ. შეგრილდება და ისევ დავდგათ გაზზე. ასე ვიმეორებთ. იქამდე, ვიდრე თაფლი მზად არ იქნება. თაფლი მზად რომ იქნება სქელდება. გამჭირვალე ჭიქაში ჩავასხათ ცივი წყალი , ამ წყალში ჩავაწვეთოთ ტაფლი. თაფლის წვეთი თუ შეიკრა. ადვილად მსცილდა ჭიქის ფსკერს. მზად არის. დავამატოთ 1 კოვზი შაქარი. კარგად რომ გაიხსნება ჩავყაროთ ნიგოზი და კარგად ამოვურიოთ რამოდენიმე წუთი გავაჩეროთ ქვაბში. თუ ნიგოზი მოუხალავი დავჭერით, ქვაბში თაფლთან ერთად მოვხალოთ. ეს Yველაფერი საშუალო ცეცხლზე უნდა გაკეთდეს. მოკლედ, თაფლი არ უნდა დაგვეწვას და არ უნდა ვიჩქაროთ. მე , მთელი საღამო ვაკეთებ. სხვა საქმის პარალელურად. გამიცივდება., დავადგამ ვურევ, გადმოვდგამ ვაცივებ. გამახსენდება კიდევ დავადგამ და ა.შ. გრილიაჟივით გამოდის. |
Posted by: pleita 10 Dec 2009, 22:55 |
საღამო მშვიდობის ახალგაზრდებო, ე,ი მაცივარში მაქვს ფენოვანი ცომი, ვაშლი, ჟოლოს ჯემი, დაა რაღაც სუსნაობა მომინდა, რამე გამოვა ვითომ ? შიგთავსს ხომ არ მომიფიქრებდით? იქნებ დამატება უნდა რამის * * * უF სანამ თქვენ.... შევდგი ველოდები დაცინვებს არ ვართ , ის მარჯვნივ და მარცხნივ ზემოთ ყვავილები იყო და დაიშალა http://www.radikal.ru |
Posted by: **DIMMU*** 11 Dec 2009, 12:57 |
rtuli ბანანის კექსი რა ზომის ფორმაში უნდა გამოცხვეს? |
Posted by: amadeus 11 Dec 2009, 13:04 | ||||
:ლოლ: |
Posted by: rtuli 11 Dec 2009, 14:54 | ||||
ninoma **DIMMU***
მე ყველა კეკსს და ტორტს 26 სმ დიამეტრის ფორმაში ვაცხობ,მხოლოდ კეკსის ფორმას შუაში 6-7 სმ დიამეტრის ღრმული(ნახვრეტი )აქვს. pleita
ცხობისას შეიცვლიდა პეიზაჟს მე გვიან ვნახე გუშინ შენი პოსტი და ვერ გიპასუხე,სამაგიეროდ დღეს გამოვაცხობ ფენოვანი ცომით საინტერესო ნამცხვარს,წითელი ღვინის გულსართით amadeus რატომ დასცინი ვოლფიკ |
Posted by: amadeus 11 Dec 2009, 16:32 | ||
rtuli
არ დავცინი სასაცილოდ გამოიყურება უბრალოდ |
Posted by: pleita 11 Dec 2009, 16:41 | ||||
rtuli საშინელი გამოვიდა,უგემური და ულამაზოც ერთი პატარა ლუკმის მეტი ვერ მივირთვი საკუთარი თავის გასამხნევებლადაც კი ...
მმ რაღაც გემრიელად ჟღერს, გვაჩვენე მზად რომ იქნება რეცეპტიც მოაყოლე აქვე, რეცეპტი ქართულად როგორ იქნება ?? amadeus
სასაცილოდ კი არა მხიარულად |
Posted by: rtuli 11 Dec 2009, 16:44 | ||||
amadeus
მე უცებ გამახსენდა 90თიანი წლები,მაშინ მოდაში იყო შემოფხრეწილი ბოლოკაბები მაგრამ,მთავარია ეგ ბოლოკაბა ვის ეცვა თუ ლამაზი ფეხები მოუჩანდა ნაფხრეწებიდან,ძალიანაც ვახდენდი ეს ნამცხვარიც ეგრეა,გააჩნია ვინ მოამზადა+საბოლოო შედეგი(ნამცხვრის) შეიძლება სექსუალურადა-ც მოგვეჩვენოს pleita
еще не вечер,არაუშავს სხვადროს გამოგივა უკეთესად |
Posted by: amadeus 11 Dec 2009, 16:49 | ||||
pleita
არა სასაცილოდ rtuli ეგ კაბები მეც მაგრად მახსოვს
მადა აღმიძრა |
Posted by: rtuli 11 Dec 2009, 16:54 | ||
amadeus
უკაცრავად და,თავაძესი რა ხარ-თ მაგის მადა კი ცნობილია საქვეყნოდ |
Posted by: amadeus 11 Dec 2009, 17:31 | ||
rtuli
ძმობა გვაქვს ნათქვამი თითნი გაჭრილნი და ურთიერთ შეხორცებულნი |
Posted by: tasikuna-taso 11 Dec 2009, 17:46 | ||
ამ კრემში ნაღების ჩანაცვლება რითი შეიძლება. აქ ვერ ვიშოვე(ქუთაისში) და კიდე, ცომს სოდის ან გამაფხვიერებლის დამატება არ უნდა? წინასწარ გმადლობთ |
Posted by: tikunia-teiko 11 Dec 2009, 22:19 |
S_H_I_N_Y kokogorgo BadbadGirl ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. |
Posted by: natukat 11 Dec 2009, 22:31 |
გამარჯობათ,თქვენი დახმარება მინდა ჩვენი განთქმული rtuli დეიდა იქნებ აქ იყოს ან სხვას გეცოდინებათ,ტორტის ბისკვიტი რამდენ გრადუსზე ცხვება? |
Posted by: rtuli 11 Dec 2009, 22:39 | ||||
natuka.t
200-220 გრადუსზე ცხვება სიდიდის მიხედვით დრო მერყეობს 20 წუთიდან და ზემოთ,ხის ჩხირით მოუსინჯე თუ მზად არის. * * * tasikuna-taso
ვერ მივხვდი რომელ რეცეპტს გულისხმობ დამიკოპირე და ვნახოთ რა კრემი მოუხდება |
Posted by: natukat 11 Dec 2009, 23:13 |
rtuli დიდი მადლობა უკვე შედგმული მქონდა პასუხი რო ვნახე,5 კვერცხიანს ვაცხობ და 170გრადუსზე შევდგი,ხოდა ფორმის პირამდე ერთი სანტიმეტრია დარჩენილი ისე ამოვიდა და იმედია არ ჩავარდება ეხლა რომ ავუწიო ტემპერატურა აზრი აქვს? |
Posted by: BadbadGirl 12 Dec 2009, 01:21 |
ფახლავა (გურულებისაგან ნასწავლი ) დღეს გავაკეტე და დავდებ ცხელ ცხელ გულზე რეცეპტს. ცომი: 5 კვერცხის გული , 200 მლ არაჟნი + 200 გრ ძალიან დარბილებული კარაქი და მწიკვი მარილი ავურიეოთ ერთმანეთში. დავამატოთ იმდენი ფქვილი რომ მოიზილოს ნაზი ცომი რომლის თხლად გაბრტყელებაც შეგვეძლება. გულთავსი: 5 კვერცხის ცილისაგან და 2 ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ ძაალიან კარგი ბეზე დავამატოთ 300-400 გრამი მანქანაში გადატარებული ნიგოზი ვანილი, 3-4 ს.კ კონიაკი. სიროფი: 200 მლ თაფლი + 50 მლ წყალი. მომზადება: გავაცხელო ღუმელი (მხოლოდ დაბლა ნაწილზე შეუნთეტ ცეცხლი) 180 გრადუსზე. გავყოთ ცომი 6 ნაწილად. გავაბრტყელოთ ერთი ნაწილი, დავდოთ საშუალო ზომის ჟარუნაზე, გადავუსვათ ბეზეიანი ნიგოზი მოვყაროთ ცოტა ქიშიმიში (აუცილებელი არაა, მაგრამ მე მიყვარს). და ასე მანამ სანამ ბოლო ფირფიტამდე არ მივალთ. ბოლო ფირფიტა უფრო დიდი ზომის გავაკეტოთ რომ ნამცხვარს გვერდებზე ჩავუკეცოთ. დავჭრათ ჩვენი ნამცხვარი და შევდოთ ღუმელის შუა დონეზე გამოსაცხობად. რომ გამოცხვება, ავიღოთ ჩვენი მომზადებული სიროფი და კოვზით კარგად მოვასხათ ნამცხვარს. დანით კიდევ ერთხელ გადავსეროთ და ნაპრალებშიც ჩავასხათ. მერე ისევ შევდოთ ღუმელში სულ 5 წუთით. ესაა და ეს. გემრიელად მიირთვით |
Posted by: miau 12 Dec 2009, 01:24 |
BadbadGirl გაიხარე ამ რეცეპტისთვის, აუცილებლად გავაკეთებ ამ დგეებში |
Posted by: BadbadGirl 12 Dec 2009, 01:28 |
miau არაფრის იმედია მოგეწონება ისა, ცომი თუ მოგრჩა გვერდებს რომ ჩამოაჭრი და ა.შ. პატარა ხაჭაპური გამოაცხვე, საკმაოდ გემრიელი გამოდის, ფხვიერი მაგრამ ფენოვანი არააა |
Posted by: tasikuna-taso 12 Dec 2009, 15:45 | ||
კომშის ნამცხვარს ვგულისხმობდი |
Posted by: rtuli 12 Dec 2009, 17:10 | ||
tasikuna-taso
გასაგებია ეხლა. ეგ კრემი ნაღებზე მზადდება და ფაკტიურად კარაქი არსჭირდება,ანუ მაღალ ცხიმიანია. თავისუფლად შევცვლიდი 200მლ.ნაღებს=150მლ. რძეზე+50გრ.კარაქი. ცომი ფხვიერია და ასეთ ცომს არუნდა სოდა. თუ მოამზადებ დაახლოებით 26 სმ.დიამეტრის ყალიბში მაშინ ცომი და გულსართ(ანუ კრემი) პორცია ნახევარი მოუმზადე. |
Posted by: tikunia-teiko 12 Dec 2009, 17:55 |
ღვინის ტარტის რეცეპტი მასწავლეთ რა? დიდი მადლობა |
Posted by: tasikuna-taso 13 Dec 2009, 14:38 |
rtuli დიდი მადლობა ასეთი გულისხმიერებისთვის |
Posted by: rtuli 13 Dec 2009, 16:51 | ||
tikunia-teiko
ფენოვანი ცომი 400გრ. გულსართი: 2 ს.კ.. ფქვილი 100გრ. შაქარი 0,5 ჩ.კ. დარიჩინი 300მლ. შავი ღვინო 30გრ.კარაქი გავშალოთ ცომი 26.სმ. დიამეტრის ყალიბის ზომაზე+გვერდების ზომა,ანუ ნაპირებზე ამოვიყვანოთ ცომი. ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ ძირი და შევდგათ მაცივარში. http://www.radikal.ru გაზქურა გავაცხელოთ 250 გრადუსამდე. გულსართი მოვამზადოთ: შაქარი +ფქვილი აურიოთ ერთმანეთში ,დავამატოთ ღვინო და ავადუღოთ(სულ ურიოთ),როგორც სესქელდება ცოტათი გადმოვდგათ და დავამატოთ დარიჩინი+კარაქი.გავაციოთ. გამოვიღოთ გაციებული ცომი და გადაუსვათ ღვინის მასა. შევდგათ რუმელსი და გამოვაცხოთ10-15 წუტის განმავლობაში,ანუ ცომის ზედაპირის(უფრო ნაპირების )შეწითლებამდე. თბილი არის უგემრიელესი.შეგვიძლია ცოტა ქიშმიშის მოყრა ცომზე, ისე დადება ზემოდან გულსართის და გამოცხობა. http://www.radikal.ru |
Posted by: mzi 14 Dec 2009, 11:48 | ||
რთული რძე და კარაქი როგორ ავურიო? უნდა ჩავადნო კარაქი რძეში? |
Posted by: tavadze 14 Dec 2009, 12:33 | ||
amadeus, rtuli - აქაც ჩემი ხსენებაა? სადაც წავალ, ყველგან როგორ მხვდება ჩემი სახელი - კულინარიაში, იმერულ სამზარეულოში, აბა დღეს გავაკეთე, ბიზნეს-ლენჩი და ფოტოების თემები ხომ ათვისებული მაქვს... როგორც გურულები იტყვიან, ნენაააა, რეიზა ვარ ასე კაი.
მადამ, სექსუალურ მადას გულისხმობთ თუ კულინარიულს? თუ კულინარიულს, სულ ტყუილია ეგ ამბები და იმ მწარეს მოგონილია (ეუფ, წამომცდა, წამომცდა ახალი სახელი). |
Posted by: rtuli 14 Dec 2009, 12:57 | ||||
mzi
ამ შემთხვევაში,ანუ კომშის ნამცხვრის,კრემი იხარშება,ამიტომ ნაღები შეიძლება შეიცვალოს რძე+კარაქით.კი კარაქი ჩადნება რძეში ხარშვის დროს. ნაღების კრემის ამოსაყვანად კი ეს ვარიანტი არგამოგადგება tavadze
კი ბიზნეს ლანჩის თემიდან დასკვნა გამოვიტანე მადიანი პ.ს. ამ თემაში რა გინდოდა ისევ ეკსპერემენტალურ ტორტს აცხობ |
Posted by: mzi 14 Dec 2009, 13:01 |
http://gifzona.com/smiles.htm http://gifzona.com/smiles.htm |
Posted by: auau 14 Dec 2009, 14:57 | ||
tavadze
ეგ უფროსია თუ უმცროსი? გამოვაცხე ნიგვზის რულეტები სახელდახელოდ მოზელილი საფუვრიანი ცომით და კიდევ კარგი, გავიხსენე, თორემ არავითარი რეცეპტურა არ დამიცავს... 2-3 ჭიქა ფქვილში ავურიოთ 3 სუფრის კოვზი საფუარი (მე ირანულს ვხმარობ, ჰოლანდიურიც წავა, მაგრამ თურქული პაკმაია არ უხდება). ტექსუნის ერბო დავადნოთ.იმდენი უნდა იყოს, რომ დამდნარი სახით 2/3 ჭიქა გამოვიდეს. ტექსუნი თუ არა, დამდნარი კარაქიც წავა.ამაში გავთქვიფოთ 1 კვერცხი და 5 ყავის ჭიქა შაქარი, ვანილი, ილის მარცვლები, 0.5 ჩაის კოვზი მარილი, 2 ჭიქა თბილი რძე. ეს ყველაფერი ჩავასხათ ფქვილიან- საფუვრიან ნარევში და მოვზილოთ ნაზი ცომი. დავდგათ თბილ ადგილას. ამოფუებული ერთხელ ჩავზილოთ. ამის შემდეგ დავყოთ 4-5 გუნდად, გავაბრტყელოთ, ჩავდოთ გულსართად შაქარში არეული ნიგოზი, თხილი ან ნუში, გადავახვიოთ, წავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ. ამ ცომით კარგი იქნება დაწნული ვაშლის პეროგი. |
Posted by: WOMAN IN LOVE 14 Dec 2009, 15:50 | ||
tavadze
ეგეცა გაქვს? |
Posted by: tikunia-teiko 14 Dec 2009, 15:53 |
rtuli ძალიან დიდი მადლობა რეცეპტისთვის. ძალიან ყურადღებიანი ხართ. აუცილებლად ვცდი. აბა რა გამომივა |
Posted by: auau 15 Dec 2009, 00:32 | ||
WOMAN IN LOVE tavadze
მადა ჭამაში მოდის... |
Posted by: tavadze 15 Dec 2009, 00:47 | ||||||
auau
აი, თქვენი ამ პოსტის შემდეგ ვინც ენამწარეობს, ის. rtuli
რას ამბობ, როგორ თუ რა მინდოდა - ცომეულ-ფქვილეულობის, საკონდიტრო ნაწარმის და ტორტებისადმი ჩემი დამოკიდებულება დაგავიწყდა? ეგ კი არა, ახლა ნაზუქებზე გადავდივარ - ვაფართოებ ბიზნესს. WOMAN IN LOVE
თქვენ წარმოიდგინეთ, მადამ! |
Posted by: pathfounder 15 Dec 2009, 01:49 |
http://smajliki.ru/smilie-168726951.html |
Posted by: rtuli 15 Dec 2009, 16:28 | ||
tavadze
რეცეპტი დაიდოს გაფართოებული ნაზუქების საშობაო ნამცხვარი Snickerdoodle 2 3/4 ჩ.ჭ. ფქვილი 2 დიდი კვერცხი(ოთახის ტემპერატურის) 220 გრ. კარაქი(ოთახის ტემპერატურის) 1,5 ჩ.ჭ შაქარი ვანილი 2 ჩ.კ. დარიჩინი 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი(ან 1/3 ჩ.კ.სოდა არათავმობმული+1 ჩ.კ. ძმარი) ცოტა მარილი გავთქვიფოთ შაქარი+კარაქი გათეთრებამდე(5 წუთი) და სათითაოთ შევათქვიფოთ კვერცხები. დავაცრათ ფქვილი+მარილი+გამაფხვიერებელი,ვანილი ჩავყაროთ.მოვზილოთ ძალიან ნაზი ცომი. დარიჩინი+3 ს.კ. შაქარი ავურიოთ ერთმანეთში. ამოვიღოთ ჩ.კ. ცომი და ამოვაგუნდაოთ დარიჩინ-შაქარში.დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე(ზეთ წასმულზე+ფქვილ მოყრილზე),ერთმანეთს დავაშოროთ 5 სმ.,ზალიან ფუვდებიან! შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200გრადუსზე,გამოვაცხოთ 15-18 წუთის განმავლობაში(მეტი არა,თორე გახმება ნამცხვარი). http://www.radikal.ru |
Posted by: amadeus 15 Dec 2009, 17:16 | ||
rtuli
აუ რა მადისაღმძვრელი რამ არის. გემური თვისებები როგორიაქვს? |
Posted by: rtuli 15 Dec 2009, 17:44 | ||
amadeus
დარიჩინი თუ მოგწონს დარიჩინის გემო აქვს,გარედან ცოტა ხრაშუნა,გული რბილი. თუმცა თუ დარიჩინის მიმართ გულგრილი ხარ(მე მომწონს მაგალითად)მაშინ შაქარში+ნუშის(დაფქვილი)ნარევში უნდა ამოაგუნდაო და ისე გამოაცხო. მე ყავაზე ძალიან მომეწონა,შვილებმა თბილები ჭამეს |
Posted by: time 16 Dec 2009, 08:09 |
ვინმემ თუ იცით ანისი რა მცენარეა , რა მზადდება მისგან და სად, რა კერძებში გამოიყენება ის? |
Posted by: Johnnie Walker 16 Dec 2009, 08:17 | ||
time
კაი კითხვა იყო.... კერძოდ, აბსენტი გვაინტერესებს, არა? |
Posted by: Molly_Hartley 16 Dec 2009, 10:46 |
გოგოებო, ერთი კითხვა დამებადა დონატს სახლში ვერ გავაკეთებ? |
Posted by: xachapuridze 16 Dec 2009, 11:32 | ||
Johnnie Walker
არაა, აბსენტი არის აბზინდა - არტემისია აბსენთიუმ - полынь горькая, ეგ კიდევ - ანისული - ანისუმ ვულგარე - анис . თუმცა მაგისგანაც არაყი კეთდება. |
Posted by: auau 16 Dec 2009, 11:54 |
Johnnie Walker აბზინდა არის მცენარე, რომელიც საქართველოშიც ხარობს, კერძოდ სამხრეთსა და აღმოსავლეთ საქართველოში. ამ მცენარეს აქვს უმწარესი გემო და დიდი სამკურნალო თვისებები. ზომიერად მიღების შემთხვევაში აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. შველის უმადობას ,მკურნალობს დიზენტერიას.XIX სკ-ის დასაწყისში, როცა ფრანგები ალჟირს შეესივნენ, ჯარისკაცებს აძლევდნენ ცხელი ქვეყნების ინფექციური დაავადებებისაგან თავის დასაცავად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამკურნალოს გარდა აბსენტს ნარკოტიკული ზემოქმედებაც შეეძლო, ოდნავ თუ აცდება ნორმას, ჯერ ჰალუცინაციებს იწვევს, მერე შიზოფრენიაში გადადის. აბსენტის ქვეშ მყოფი ჯარისკაცები კამიკაძეებად იქცნენ, რაც საფრანგეთს ძალიან აწყობდა. XIX სკ-ის შუა წლებში კი არისტოკრატიის მოდურ სასმელად იქცა და ეს შენ მშვენივრად იცი. ერთი ამერიკული ჟურნალი წერდა აბსენტის ისტორიას 80-იან წლებში. ფაქტიურად მთელი ჟურნალი ამაზე იყო მიძღვნილი. მე ეს გავიგე იქიდან, რომ აბზინდის ნაყენი სპირტზე ან ხორბლის არაყზე ოსტეოქონდროზის წამალია. მაგის კომპრესებს ვიკეთებდი და მიშველა. ანისს რაც შეეხება, ის ძალიან ჰგავს კამას და შველის მეტეორიზმს. ნებისმიერი სახის ხველებას. ანისულის ზეთი იხმარება როგორც მედიცინაში, ასევა მეთევზეებისათვის, თევზის მოსატყუებლად, კულინარიაშიც ხმარობენ პფეფერქუხეებში. ნახარში შველის სტომატიტს. ანისულის თესლის ნახარშით მკურნალობენ იმპოტენციას. კიდევ რა გაინტერესებთ, სერ? |
Posted by: Johnnie Walker 16 Dec 2009, 11:58 |
xachapuridze სცდებით ამ შემთხვევაში, მადამ : Absinthe is a high proof, controversial herbal liqueur wich is mainly made from Green Anise, Artemisia Absintium, Fennel of Florence and Coriander. http://wiki.answers.com/Q/What_is_Absinthe |
Posted by: S_H_I_N_Y 16 Dec 2009, 12:10 |
მე რომ აბსენტი გავსინჯე, ძალიან მივამგვანა ალთეს მიქსტურის გემოს რომელსაც ბავშვობაში ხველების დროს მასმევდნენ მაგარია არა აბსენტი რომ ბავშვობას გაგახსენებს ხოდა ვიფიქრე, რომ ერთ მცენარეზე აყენებენ ორივეს |
Posted by: xachapuridze 16 Dec 2009, 16:21 | ||
Johnnie Walker
მე ცალკეულს მცენარეებზედ მოგახსენებდით, მოწყალეო ხელმწიფევ. |
Posted by: rtuli 16 Dec 2009, 20:33 | ||||
Molly_Hartley
კი ,სახლის პირობებშიც შეგიძლია გამოაცხო
ჩაი |
Posted by: nanana 16 Dec 2009, 21:06 |
S_H_I_N_Y ეს აბსენტი, პექტუსინი და შავი კანფეტები თმებს ყალყზე მიყენებს :უსერ: |
Posted by: Molly_Hartley 17 Dec 2009, 09:16 |
rtuli მასწავლი? |
Posted by: auau 17 Dec 2009, 14:47 |
Johnnie Walker სერ, რა საოცრად ჰგავს სახელები აბსენტი და აბზინდა? ანისი, ფენხელი და პიტნა მერე დანამატების სახითაა შესული http://www.absent.webitec.net/ http://ru.wikipedia.org/wiki/Абсент#.D0.98.D1.81.D1.82.D0.BE.D1.80.D0.B8.D1.8F http://www.absinthe.narod.ru/articles.html http://absinth.net.ua/ |
Posted by: Snow Crash 17 Dec 2009, 19:38 | ||
rtuli კარიცა მაქვს და დარიჩინი კარიცა ხომ არ არის?
- მინდა, კბილებს ვაკაწკაწებ. |
Posted by: ninoma 17 Dec 2009, 20:16 | ||
|
Posted by: Snow Crash 17 Dec 2009, 20:57 |
ninoma მადლობა!! |
Posted by: tikunia-teiko 18 Dec 2009, 15:09 | ||
rtuli
ეს ვერ გავიგე რამდენი ჭიქა უნდა. საშობაო ნამცხვარს? |
Posted by: nanitaa777 18 Dec 2009, 17:37 |
მოკლედ გოგოები თითქმის 2 თვეა ვკითხულობ ამ ნაშრომებს ;) და მინდა გითხრათ გაოცებულიც ვარ აღფრთოვანებულიც და გადარეულიც :vis: :wow: ისეთი ენთუზიაზმით ვკითხულობ+ვიწერ ამასთანავე რომ დასაპოსტად ვერ გავიმეტე ვერცერთხელ დრო :idea: :idea: :lam: მინდა გითხრათ რომ დამწების კვალობაზე აბსოლუტურად ყველაფერი საუკეთესოო გამომივიდა პირველივე ტორტით ,რულეტები თუ სულეებიანი ტორტი თანაც ჩემი იდეებიც მოვიშველიე :boli: მოკლედ საუკეთესო მოსწავლე ვარ თქვენი :D :D :D ვგიჟდები რთულის,აუაუს,მიაუს აუგუსტის დაკიდევ რამოდენიმეს რეცეპტებზე მაგრამ აი რთულზე მაბოდებს :) ეხლა ერთი რჩევა მინდა თქვენი, |
Posted by: dariala 18 Dec 2009, 18:38 |
გამარჯობა თქვენი რჩევა მჭირდება კულინარებო დეიდებო, ბიძიებოო, თქვენი ლამაზი თვალების ჭირიმე დამეხმარეთ რაა : ხვალისთვის უნდა გავაკეთო ბეზეებიანი ტორტი. ხოდა იქნებ დაწვრილებით ამიხსნათ როგორ გავაკეთო ბეზეს ფიგურები. ანუ რამდენი კვერცხის ცილა, რამდენი შაქარი, რამდენ ხანს ვთქვიფო, რამდენ ხანს გავაჩერო გაზქურაში, რა სიმხურვალეზე და ა.შ. გთხოოოოვთ |
Posted by: nanitaa777 18 Dec 2009, 19:35 |
მოკლედ გოგოები თითქმის 2 თვეა ვკითხულობ ამ ნაშრომებს და მინდა გითხრათ გაოცებულიც ვარ აღფრთოვანებულიც და გადარეულიც ისეთი ენთუზიაზმით ვკითხულობ+ვიწერ ამასთანავე რომ დასაპოსტად ვერ გავიმეტე ვერცერთხელ დრო მაქვს ბლომად ხაჭო,რძე, კვერცხი, კაკაო, ანუ რაც ჭირდება ნამცხვარს ყველაფერი გარდა მაწვნისა და არაჟნის დღEს გამითავდა,ჰო ხილიდან მაქვს ანტონოვკა და რაგაც დიდი მსხალი,რა სეიძლება რომ გავაკეთი ამიტ? ანუ ან ხაჭოიანი რამე ან მსხლიანი კექსი ან ამე მირჩიეთ რა მუცელი მაწუხებს და * * * გავაკეთე უკვე ხაჭოს ნამცხვარი ჩემი ინტერპრეტაციით და უგემრიელესი გამოვიდა ესეიგი ავიღე 800 გრ ხაჭო,2 კვერცხი 150 გრ კარაქი 1,5ჭ შაქარი, ფქვილი თვალისზომით ესეიგი ისეთი ფუშფუშაა რომ ,არადა აქამდე რაც მე სხვასთან ეგ მიჭამია ყველასთან ყოველთვის მაგარი იყო და ძალიან გამიხარდა რომ ეს ასეთი ფუმფულა და საყვარელი გამოვიდა |
Posted by: Unfinished_Sympathy 19 Dec 2009, 17:08 |
Яблоки в тесте 3 კერცხი, 50გრ.შაქარი 100გრ.არაჟანი 150მლ.რძე 3-4 ვაშლი ზეთი (შესაწველად) კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთ, გული გავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ არაჟანი, მოვურიოთ და დავამატოთ რძე, შემდეგ ფქვილი და კარგად ამოვურიოთ. შემდეგ აფთქვიფოთ ცილა და შევურიოთ ცომს. ფავფრცქვნათ ვაშლი, ამოვაცილოთ შუაგული და დავჭრად საშუალო სისქის რგოლებად. ამოვავლოთ ცომში და შევწვათ გახურებულ ცხიმმოსხმულ ტაფაზე. ეს ოფიციალური რეცეპტია, ნეტში მოძებნილი, თუმცა მე ბევრი არ მიწვალია და კვერცხი ერთიანად გავთქვიფე, არაჟნისა და რძის მაგივრად კი მაწონი გავუკეთე და ოდნავ სოდა დავუმატე, ანუ ჩვეულებრივი ალადიკების ცომი გავაკეთე. მაინც გემრიელი გამოვიდა P/S დაჭრილ ვაშლს კი შაქარი მოვაყარე და ცოტა ხანი გავაჩერე, მომჟაო იყო და მოუხდა, ცოტა წვენიც კი გამოუშვა |
Posted by: crazy-marii 19 Dec 2009, 17:20 | ||||
გაფიცებთ ამიხსენით ვინმემ დარიჩინი რა არის ან გამაფხვიერებელი მაღაზიებში იყიდებაა :დ მაპატიეთ აზზე არ ვარ ამეების ახლა ვაპირებ გამოცხობას ამ ნამცხვარის და |
Posted by: rtuli 19 Dec 2009, 19:36 | ||
crazy-marii
დარიჩინი-карица გამაფხვიერებელი-разрыхлитель იყიდება მაღაზიებში,თუ არაგაქვს გამაფხვიერებელი შეცვალე სოდა+ძმრით მესამედი პორციით. |
Posted by: WOMAN IN LOVE 19 Dec 2009, 19:50 | ||
crazy-marii
სანელებელია, სადაც სანელებლებს ყიდიან, იქ იკითხე |
Posted by: elloellonatia 19 Dec 2009, 21:19 |
გეცოდინებათ აუცილებლად და თქვენი დახმარების იმედი მაქვს... მოკლედ,მაინტერესებს როგორ უნდა დავამზადოთ შოკოლადიი...სულ რომ ვამზადებ გამომდის ცვეულებრივად თხელი,ოდნავ სქელი და ცოტა მდგრადი რომაა სულ თვალი მრჩება და როგორ კეთდება არ ვიცი თან ეს თხელი შოკოლადი მერე მალევე მაგრდება და ეს ოდნავ სქელი არ მაგრდება,ელასტიურია რაღაცნაირად დამყოლი,მაგრამ თან წყალივითაც არაა...არ ვიცი კარგად აგიხსენით თუ არა მასწავლეთ რა ვინმემ თუ იცით კიდევ მინდა კექსის გაკეთება მასწავლოთ,ოღონდ ცოტა მარტივის,ძალიან ბევრი რამე რომ არ უნდოდეს...წინა გვერდებზე კი ვნახე მაგრამ ცოტა მერთულა ერთხელ გამიკეტებია კექსი და რაშიც გავაკეთე იმ ფორმამ მიიკრა და ძლივს ავაგლიჯე ...რატომ დაემართა არ ვიცი,ტან აი საჭმელად იყო მძიმე,ჰაეროვანი და გემრიელი არ იყო,ძირში იყო თითქოს ცოტა ჩაცომებული და სველი...იმის მერე აღარაფერს გავაკეთებ თქო ვიფიქრე... გული დამწყდა რომ ასე გამიფუჩდა ნასრომი,თან არავის მოეწონა ;( ახლა ისევ მომინდა გაკეთება და იმედია ამ ჯერზე მაინც იქნება უკეთესი |
Posted by: miau 19 Dec 2009, 21:33 |
elloellonatia 6 ს/კ შაქარი 6 ს/კ კარგი კაკაო 6 ს/კ რძე ავურიოთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე დავდგათ, გავაცხელოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე, უნდა ერთიან მასად იქცვეს, გადნეს და გაიქნას შაქარი, ერთი რომ კარგად წამოდუღდება, მაშინვე გადმოდგი ცეცხლიდან, დაუმატე 1 ჩ/კ კარაქი და ეგაა |
Posted by: rtuli 19 Dec 2009, 21:36 | ||||||
elloellonatia
მოკლედ რომ არგაწვალდე და ყოველთვის გამოგივიდეს მოამზადე ასე ნაღები125მლ.+150გრ.შოკოლადი დადგი ნელ ცეცხლზე,თან სულ ურიე შოკოლადის გადნობამდე,გადმოდგი და დაამატე 30გრ.კარაქი. სულ ესარის.
ნებისმიერი კეკსი აირჩიე აქედან და გამოაცხვე,ყველა გამოგივა დამიჯერე.
ძირზე ყოველთვის ცოტა ზეთს ვუსმევ+ფქვილს ვაყრი,ღუმელიდან გამოვიღებ და ვასვენებ 10 წუთს,დანით ნაპირებს შემოუვლი და გადმოვაბრუნებ კეკსს.არასოდეს დაწეპებულა |
Posted by: Baltimore 19 Dec 2009, 22:31 | ||
rtuli
მე სულ მდუღარეს ვუტრიალებდი-ხოლმე, რატომღაც მეგონა, რომ სანამ ცხელი იყო, მანამ უნდა ამომეღო ფორმიდან. ბარემ აქვე გკითხავთ: ღუმელიდან გამოღების შემდეგ კექსმა (ან ამ სტილის ცომეულმა) სულ ცოტათი მაინც უნდა ჩაიწიოს თუ იმავე სიმაღლისა უნდა დარჩეს? გარეთ, სიცივეში, გატანა მალე გაგრილების მიზნით, მიზანშეწონილია? |
Posted by: rtuli 19 Dec 2009, 23:07 | ||||
Baltimore
იცი ცომზეა დამოკიდებული მაგრამ ,კეკსების მასა(ცომი) ფაკტიურად რჩება ამოწეული ყოველთვის. იწევა იმ შემთხვევაში როცა ცოტა ცხარე ღუმელია და მალე ამოდის,მერე გარსემო გამომცხვარია და შიგნით გამოშრობა აკლდება. შეიზლება ზედმეტმა სოდამ(გამაფხვიერებელმა)სწრაფად ამოწიოს ცომი და გამოცხობის მერე ოდნავ დაწიოს. მთავარია ხის ცხირით მოსინჯო ცომის სიმშრალე,თუ არყვება სისველე მზად არის.
კი,მე ხშირად მივმართავ ამას,ოღონდ ჯერ ვაცდი 20წუთს, მერე ვდებ სეტკაზე,ანუ გაზქურის სეტკიან ფურცელზე,ეს ძირი რომ არდაეორთქლოს ნამცხვარს და ისე გამაქვს გარეთ. |
Posted by: Baltimore 20 Dec 2009, 04:49 | ||
rtuli
პასკამაც არ უნდა დაიწიოს? ბოდიში ამდენი წვრილმანი კითხვებისათვის. |
Posted by: samomee 20 Dec 2009, 12:35 |
Unfinished_Sympathy მე ვაშლის ნამცხვარ ბევრად მარტივად ვაკეთებ.. აანუ ცომს ვაკეთებ მარტივად მხოლოდ გაზიანი მინერალური წყალი და ფქვილი+შაქრის პუდრასაც ვუმატებ სიტკბოსთვის, მასა ალადების ცომის სისქის უნდა იყოს რომ ვაშლს არ მოშორდეს შეწვის დროს..იმდენად ადვილია ყოველ საღამოს ვართობ ოჯახის წევრებს და კომშსაც ვაცხობ ვაშლთან ერთად http://www.radikal.ru |
Posted by: S_H_I_N_Y 20 Dec 2009, 13:10 |
Baltimore ჩემი დაკვირვებით პასკამაც არ უნდა დაიწიოს რომ გამოცხვება მაშინვე არ გადმოიგო ცოტა ხნით დატოვე ფორმაში და ხელის მოკიდებას რომ შევძლებ მაშინ ვიღებ ხოლმე თითქმის არ იწევს |
Posted by: rtuli 20 Dec 2009, 13:15 | ||
Baltimore
ისევ ცომზეა დამოკიდებული,საერთოდ კიდევ იმაზეა რა პოზაში გააცივებ,ანუ მე გვერდით ვაწვენ ჩაის რამოდენიმე ტილოზე დაისე ვაციებ აი ჩემი პასკები ნახე(არაა დაწეული),თუმცა რაც უფრო ფაფუკი ცომია,ნაკლები ცხიმით და შაქრით,ის პასკა უფრო ცოტათი იწევს,თუმცა არც ეგარის კატასტროფა http://forum.ge/?f=82&showtopic=33724761&st=420 |
Posted by: Unfinished_Sympathy 20 Dec 2009, 13:59 |
samomee უი, შენი რეცეპტი მართლაც ბევრად იოლია მართლა ძალიან გემრიელი რამეა კომშიც კარგი იდეა. ვცდი მეც მასე თან უფრო ლამაზუკებია ჩემები მიიტყიპა ვაშლი თხლად დავჭერი და ალბათ მაგიტომ. აწი მსუქნებს გავაკეთებ |
Posted by: nanitaa777 20 Dec 2009, 14:30 |
გოგოებო მაინტერესებს ეს პუდინგი როგორ კეთდება? ან სად იყიდება და დაახლოებით როგორი გემოსია სუფლეს სტილში აქვს გემო? |
Posted by: samomee 20 Dec 2009, 14:34 |
Unfinished_Sympathy დაახლოებით 1 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად დავჭერი ცომში ბევრი ჰაი-ჰუი მგონი ზედმეტია ვაშლს და კომშსაც ისეთი არმატი აქ ის ფარავს მაინც ცომის გემოს პირველად მეც ცომი ტაფაზე დამრჩა და ვაშლები ამოვალაგე მაგრამ მერე მივხვდი ცომი სქელი უნდა იყოს ცოტა, მერ ეკი გამოვიდა შეკრული |
Posted by: crazy-marii 20 Dec 2009, 15:37 |
ბანანის რულეტი 4კვერცხის ცილის და შაქრისგან გავაკეთოთ ბეზე, დავუმატით 4კვერცხის ცილა, 1სკ თაფლი 1სკ სოდა და 1ჭიქა ფქვილი. დავასხათ კალკაზე და გამოვაცხოთ. გავაკეთოთ კრემი 200გრამი მარგარინი და ნახევარი ქილა სგუშონით. წავუსვათ კრემი გამომცხვარ ბისკვიტს და დავადოთ ერთი ბანანი. გადავახვიოთ და მზად არის. ზემოდან რულეტს წავუსვათ თავზე კრემი და დავაყაროთ ფერადი ქოქოსი. ამის გაკეთება მინდა მაგრამ რაღაც ვერ გავუგე 4 კვერცის ცილა და რამდენი შაქარი რომ არაა მითითEბული??? თუ მერე ტაფლი და რაღაცეები რო უწერია ისგულისხმება? |
Posted by: nanitaa777 20 Dec 2009, 16:31 |
4 კვერცხის ცილაზე ყოველთვის 1 ჭიქა შაქარი უნდა ბეზეშიც და ბისკვიტებშიც |
Posted by: elloellonatia 20 Dec 2009, 16:46 | ||
ამ რეცეპტით მინდოდა გამოცხობა კექსის და არ მაქვს ბლენდერი და რა ვქნა ვერ მეტყვით?ხო კიდევ რა მინდა გკითხოთ...სხვადასხვა ფერი რომაა კექსი, როგორ აკეთებენ,ანუ გარედან უფრო მუქია და შიგნით ღია,ნუ გასაგებია კაკაოს საშუალებით უბრალოდ როგორ აკეთებენ ვერ ვხვდებიი და იქნებ მითხრათ ;( ხო კიდევ რა მაინტერესებს ესეც ისეთი ჩაცომებული ხომ არ გამომივა როგორც წინა? ანუ რატომ ცომდება ეგ მაინტერესებს...იმედია,ახლაც ისეთი საშინელება არ იქნება რომ კიდევ ერთხელ ავიღო ხელი კულინარიიდან ძაან დებილურ კითხვებს თუ ვსვამ არ შიმჩნიოთ რა,დამწყები ვარ |
Posted by: nanitaa777 20 Dec 2009, 17:11 |
თუ ასე გულით გინდა ჩანგლით დაჭყლიტე და ისე ათქვიფე მიქსერით იმ შემთხვევაში ცომდება როცა თავიდანვე მაღალ ცეცხლზე აცხობ და ვეგარ ასწრებს მერე გულის გამოშუშებას ან ზედმეტ სოდას თუ უკეთებ, არც ძალიან ცივი უნდა იყოს გამზადებული მასა და რავიცი აბა კიდევ |
Posted by: n_j 20 Dec 2009, 17:16 | ||
elloellonatia ბანანი დაჭყლიტე და ისე გახსენი ცომში სანამ ფქვილს შეურევ, ან მიქსერი გამოიყენე სხვადასხვა ფერში რას გულისხმობ, კანი რომ დაბრაწულია, ყავისფერი და გული ყვითელი?თუ ასეა კექსს სიყვითლეს აძლევს სოფლის კვერცხი, ან შეურიე ლიმონის, ფორტოხლის, მანდარინის ცედრა, გარედან კი თვითონ უნდა დაიბრაწოს წესით. ეს კექსი, ნიგვზიან ბანანიანი არა მგონია შიგნიდან ყვითელი გამოვიდეს, იმიტომ რომ ნიგოზი ამუქებს ცომს
დაბალ ტემპერატურაზე აცხვე, დაახლ. 180 გრადუსზე, ასე გამოშრობას მოასწრებს ისე რომ არ დაიწვას გარედან, სოდა არ დაგავიწდეს, ძალიან ცხელი არ დაჭრა სხვა რა გირჩიო არ ვიცი |
Posted by: elloellonatia 20 Dec 2009, 18:01 |
n_j nanitaa777 ძალიან დიდი მადლობა რჩევებისთვის,არ ვიცი რა გამომივა მაგრამ ახლა ვიწყებ უკვე გაკეთებას და თუ დაგაინტერესებთ მერე შედეგსაც განახებთ |
Posted by: Unfinished_Sympathy 20 Dec 2009, 19:41 |
samomee თავიდან, პირველი დადება მეც მასეთი გამომივიდა ცომი ცალკე იყო ვაშლები ცალკე, მერე დავუმატე ფქვილი და კარგები გამოვიდა დღეს მეორე ნაირი ვარიაცია გავაკეთე ვაშლების, მთლიანები გამოვაცხვე ცომში გახვეულები. ეგენიც კარგები გამოვიდა. მოკლედ, კაკ ნი კრუწი, უგემრიელეს |
Posted by: auau 20 Dec 2009, 21:36 |
აბა ასეთი ცომი სცადეთ, მარტივი და იორღა, თან ბევრი არაფერი უნდა. 1ჭიქა წყალი(შესაძლებელია მინერალურიც), 2-3 კვერცხი, მარილი წყალთან ერთად, დაახლოებით 1/3 ჩაის კოვზი, 1 სუფრის კოვზი არაყი, 0.5 ჭიქა ზეთი, ან 100გ კარაქი და 2ს/კოვზი ზეთი. ამ ინგრედიენტებით მოზილეთ ელასტიური ცომი. გააბრტყელეთ როგორც შეძლებთ, დაჭერით კვადრატებად, ისე, რომ შიგ ვაშლი ან ვაშლის ნაჭერი გაეხვიოს. გათლილ ვაშლს ვჭრით შუაზე, ვაცლით თესლებს, ღრუში ვაყრით შაქრისა ნიგვზის ნარევს, ან მარტო შაქარს,შევკრავთ ცომში და ვაცხობთ. გულსართის სხვა ვარიანტები: ხაჭო შაქრით ნებისმიერი კენკრა შაქრით. მოშუშული სოკოს გულსართი მოკლედ, ფანტაზიას მიეცით გზა! რაც მთავარია, შეგიზლიათ ღუმელში გამოაცხოთ, შეგიძლიათ ტაფაზე ღვეზელივით შეწვათ. უმარტივესი და უტყუარია. ამ ცომით შტრუდელიც კარგი გამოდის |
Posted by: dariala 21 Dec 2009, 18:41 |
კულინარებო, ადრე აქ ეწერა და ეხლა ვეღარ ვპოულობ. კრემისათვის საჭირო ნაღები სად იყიდება? როგორც მახოვს 36%-იანი უნდა ხო? რთული მახსოვს რომ თქვენ ასწავლეთ აქ ვიღაცას ნაღების კრემის მომზადება და მაშინ ურჩიეთ თუ სად და როგორი უნდა ეყიდა. |
Posted by: EXHALATING 21 Dec 2009, 22:29 | ||
nanitaa777
ფხვნილი იყიდება პოპულშიც და გუდვილშიც რძესათან ერთად უნდა მოხარშო და დაახლოებით მოხარშული კრემის კონსისტენციის გამომდის, ოღონდ რომ ცივდება მერე უფრო ხდება სუფელსავით ზოგი ჟელატინს ურევს და უფრო სუფლესებრი მასა გამოდის |
Posted by: rtuli 21 Dec 2009, 23:17 | ||
dariala
როგორ აგიხსნა,მე პირადათ ვყიდულობ სტადიონ დინამოს მეორე მხარეს,არის შესასვლელი,სადაც ,,დოლარ სტორიც,, არის მანდ, მარცხენა მხარეს პროდუკტები იყიდება, მანდ იკითხე. თუმცა დღეს ვნახე პასაჟში კუთხეში სუნელების კაცი ზის ბუტიკში,მაგასაც ქონდა ,ფხვნილის სახითაც და თხევადიც. აი ამას ვხმარობ მე,უკვე შევიძინე საახალწლოდ http://www.radikal.ru * * * ტრიუფელები: 500გრ. შაქრის პუდრი 200გრ. კარაქი 50გრ. კაკაო 200გრ. რძის ფხვნილი აურიოთ რძის ფხვნილი+კაკაო,მოვაკლოთ 3-4 კოვზი(ამოსაგუნდავებლად). გავთქვიფოთ კარაქი+შაქრის პუდრი. ეს ორი მასა სევაერთოდ და მოვზილოთ. შეიძლება ცოტა კარაქის დამატება მოგიწიოთ მივცეთ მოგრძო ფორმა(ძეხვივით),მოვაჭრათ ნაჭრები და მივცეთ ტრიუფელის ფორმა,ამოვაგუნდაოთ რძის+კაკაოს ფხვნილში. შევდოთ საყინულეში 40 წუთით, მერე შეიძლება გადაიტანოთ თეფშზე და მიირთვათ. http://www.radikal.ru |
Posted by: dariala 22 Dec 2009, 13:01 |
რთული, დიდი მადლობა. არ ვიცი რა მეშველებოდა თქვენ რომ არ გამეცანით აქ |
Posted by: auau 22 Dec 2009, 14:08 | ||
rtuli
ბრეიკის კაცი... |
Posted by: dariala 22 Dec 2009, 15:28 |
აუუ, დედაჩემი იყო დღეს ვაგზალზე და შეიარა დოლარ-სთორის ახლოს რომ მაღაზია მითხარით იქ და უთხრეს რომ 33 პროცენტიანი გვაქვსო. გამოდგება ეგ? 500 გრამიანი იყო და 6.30 ღირდაო. მართლა ეგრე ძვირი ღირს ნაღები? რა უბედურებაა, გამოდის რომ 18 ლარი მაინც დაჯდება მარტო კრემის გაკეთება მგონი ისევ მოხარშულ კრემს დავუბრუნდები |
Posted by: nanana 22 Dec 2009, 15:52 |
dariala ყველა კარგი კრემი ერთნაირად "ძვირფასია". კარგი რძე, შაქარი, კარგი ხარისხის კარაქი, კარგი ხარისხის ვანილი- ესეთ მოხარშულ კრემს თუ აკეთებ უფრო იაფი ნამდვილად არ დაგიჯდება ისე 1 ლიტრი ნაღები გეყოფა 20 კვერცხიან ტორტზე. |
Posted by: dariala 23 Dec 2009, 14:58 |
nanana გმადლობ რჩევისათვის ისა და ტორტების ზემოდან რომაა ხოლმე სუფლეები დადებული ეგ როგორ კეთდება ზუსტად და რომელი (რა ფირმის) ჟელატინია კარგი? |
Posted by: Dancer 23 Dec 2009, 15:07 |
pan cacke 3 კვერცხის გული გავაცალკეოთ ცილისგან გულები ცალკე ავთქვიფოთ შაქართან ერთად და გავაკეთოთ გოგლი-მოგლი.შაქარი იმდენი როგორი ტკბილიც გვინდა რომ იყოს ბლინი მე ვუქენი 100 გრ და ისეთი სიტკბოთი გამოვიდა რომ არაჟანთანაც წავიდა და თაფლთანაც. ცილა ცალკე ავთქვიფოთ გაბეზევებამდე გოლიმოგლის ჩაუმატოთ მაწონი ან კეფირი 250 გრ. მერე ფქვილი დაახლოებით 300 გრ და ბოლოს ბეზე. ამას ყველაფერს რომ ავთქვიფავთ დავუმატოთ 1 ჩ.კ. სოდა. მასა უნდა იყოს ათქვეფილი არაჟანივით,ცომი გაიკეთებს ბუშტუკებს. გავაცხელოთ ტეფალის ტაფა, ცხიმი არ უნდა და ძალიან დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ ბლინჩიკები ცომი ზემოდან ბუშტუკებს რომ გაიკეთებს შეწვის დროს ე.ი. უნდა გადმოაბრუნოთ smile.gif http://www.radikal.ru |
Posted by: rtuli 23 Dec 2009, 16:25 | ||||
dariala
გამოდგება და მაში დაგჯირდება ცოტა შესამაგრებელის დამატება(ზაკრეპიტელი),ნუ ეს რომ თავი დაიზღვიო არვიცი როგორ ავხსნა ერთ ადგილზე ვყიდულობ კიდე,მანდ 1 ლიტრაში 11 ლარს ვაძლევ,ხან 10 ლარს მაგრამ,ძნელად ასახსნელია
ყველაფერი ხარისხიანი და გემრიელი ძვირი სიამოვნებაა აბა ბისკვიტს რომ ამოიყვან წყალზე(ანუ ის რომ იყიდება)იმას რა გემო უნდა ქონდეს +მარგარინიანი კრემი ,რომელშიც დამატებული აქვს წყალზე მოხარშული ოდნავ შაქრიანი+ფქვილიანი, ვითომ და მოხარშული კრემი კარგი კარაქი(ნუ არაუშავს კარაქი) გახდა 13-15 ლარი ასე რომ, სიამოვნება ძვირი ღირს |
Posted by: shumeri 23 Dec 2009, 18:10 | ||
samomee
ჩემო კარგო, იქნებ მითხრა ორივე მხრიდან უნდა შევწვა, როგორც ბლინები, თუ ღუმელში უნდა გამოვაცხო? და კიდევ, მაღალი ცეცხლი უნდა? წინასწარ დიდი მადლობა.... |
Posted by: dariala 23 Dec 2009, 18:53 |
rtuli მაგაში კი მართალი და უფრო გამოცდილი ხარ ბისკვიტი წყალზეც თუ კეთდებოდა აი ეგ კი აღარ ვიცოდი :* რას არ იგონებენ რაა... |
Posted by: bell 23 Dec 2009, 20:53 |
რჩევებშიც ვიკითხე, მაგრამ აქ შემოსულმა ცდუნებას ვეღარ გვუძელი და აქაც უნდა ვიკითხო: თქვენი რჩევა მჭირდება კულინარებო, არასოდეს გამომიცხია კრემიანი ნამცხვარი და საახალწლოთ ჩემი საყვარელი ნაპოლეონის გაკეთება გადავწყვიტე ახალი ღუმელის ხათრით smile.gif ვერ ვიპოვე ნაპოლეონის რეცეპტი cry.gif იქნებ დამიწეროთ როგორ კეთდება, როგორი კრემი ჭირდება და ა.შ მოკლედ Yველაფერი რაც ჩემნაირ გამოუცდელს ჭირდება, ჩავრთოთ ღუმელიდან დაწყებული biggrin.gif თქვენი იმედი მაქვს 2kiss.gif |
Posted by: rtuli 24 Dec 2009, 02:14 | ||
bell
http://forum.ge/?showtopic=33849279&f=&st=1335entry11031367 ეს კი მაგის სურათია http://www.radikal.ru |
Posted by: bell 24 Dec 2009, 22:51 |
rtuli დიდი მადლობა მეორენაირი ნაპოლეონი მინდა და კრემი და ცომი წავა ალბათ ხო? ისე მოხარშUლი კრემი შეიძლება? არ რომ გიწერია ნაღების კრემი დამიწერე რაა |
Posted by: dariala 27 Dec 2009, 06:54 |
ფორთოხლის ტორტი 1)კარგად გათალეთ 8 ცალი ფორთოხალი, დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად და დააყარეთ 1,5 ჭიქა შაქარი.უმჯობესია თუ ამას ტორტის გაკეთების წინა დღეს გააკეთებთ. 2) გააკეთეთ ტორტის ბისკვიტი ჩვეულებრივი წესით 15 კვერცხის, 15 ს.კ. შაქრის, 13 ს.კ. ფქვილისა და ვანილისაგან. 3) მომზადებული მასა ჩაასხით ქაღალდჩაფენილ და შემდეგ მარგარინ წასმულ ყალიბში და შედგით გაზქურაში საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე. 4) გამოცხობას უნდა დაახლოებით 2,5 საათი. როცა მზად იქნება გამოიღეთ და გააციეთ. 5) მოამზადეთ კრემი შემდეგნაირად: 2 კვერცხის გული + ერთი კვერცხი მთლიანად + 1 ჭიქაზე ოდნავ მეტი შაქარი+3 ს.კ. ფქვილი+1 ს.კ. კარტოფილის ფქვილი+0.700 ლიტრი ცხელი რძე. ამ ყველაფრისაგან მოვამზადოთ ფაფა. რომელსაც როცა შენელთბილდება შევურევთ 300 გრამ დარბილებულ, ათქვეფილ კარაქს. 6) გაჭერით შუაზე ბისკვიტი და დანამეთ წინა დღეს დაჭრილი ფორთოხლისა და შაქრისაგან გამოყოფილი წვენით, რომელსაც დამატებული ექნება კონიაკი გემოვნების მიხედვით. 7) ეხლა ვაწყობთ როგორ: ჯერ ბიკსვიტის პირველ ფენაზე დავაწყოთ დაშაქრული ფორთოხალი, შემდეგ წავუსვათ კრემი, შემდეგ ისევ ფორთოხალი და დავაფაროთ ბისკვიტის მეორე ნაწილი. ზემოდან მოვრთოთ კრემის დარჩენილი რაოდენობით და ფორთოხლებით. http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: zazabichi 29 Dec 2009, 13:16 |
მეგობრებო, იქნებ მასწავლოთ სად შეიძლება გემრიელი სადღესასწაულო ტორტის შეკვეთა? გემოსთან ერთად მნიშვნელოვანია გაფორმებაც, ვინაიდან ტორტს უნდა ჰქონდეს კომპანიის ლოგო. წინასწარ მადლობა. P.S გილოცავთ დამდეგს. |
Posted by: tos-ka 29 Dec 2009, 13:26 | ||
bell
წავა, როგორ არა. თუ არ დაგეზარება და ცომს 4 ნაწილად დაყოფ და ცალ-ცალკე გააბრტყელებ თავისი მარგარინის წასმებით, უკეთესია. ერთი რამ გაითვალისწინე, ცომს გამოსაცხობად რომ გააბრტყელებ, კიდეები დანით შემოაჭერი და ისინი ცალკე გამოაცხვე (ზემოდან მოსაყრელად გამოგადგება, ხოლო ფირფიტები უფრო ფაფუკი გამოგივა) მოხარშული კრემიც შეიძლება, ოღონდ ეს კრემი ფირფიტებს ძალიან დაგირბილებს და ნამცხვარი ხრაშუნა აღარ იქნება. |
Posted by: EXHALATING 29 Dec 2009, 17:05 |
zazabichi მგონი პანეტერია გამოგადგება http://www.panetteria.ge/index.php?do=conditionary&cid=81&cid2=75 |
Posted by: WOMAN IN LOVE 29 Dec 2009, 17:48 | ||
PoderShileno
მე ვნახე ერთგან კექსის ფორმა, 30 ლარი ღირდა ისე, სილიკონის ჯობს თუ ჩვეულებრივი? |
Posted by: annak 29 Dec 2009, 18:09 | ||
zazabichi
ძალიან აქებენ "ლა ტორტას" და ვიცი, რომ გაფორმებაც ძალიან კარგი აქვთ საკონტაქტო ნომრები გავიგე და დაგიპიემებთ. |
Posted by: miau 29 Dec 2009, 18:56 |
dariala კრემის ვარიანტი მომეწონა ძალიან |
Posted by: dariala 29 Dec 2009, 19:56 |
miau მართლა? მიხარიააა |
Posted by: Solveig 29 Dec 2009, 20:22 | ||
dariala მეც ძალიან მომეწონა შენი რეცეპტი. საქართველოში რომ ჩამოვალ, უნდა ვცადო აუცილებლად. ბისკვიტს და კრემს თითქმის ეგეთს ვაკეთებდი მეც (ძალიან მინიმალური განსხვავებებით, მაგალითად-კარტოფილის სახამებელი არ მიცდია კრემში), ფორთოხლის ლიქიორსაც ვიყენებდი დასანამად, მაგრამ წინასწარ დაშაქრული ფორთოხლების ჩატანება ნამდვილად არ მიცდია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი გამოვა tos-ka
ჩვენ ვაკეთებდით ეგეთ ნაპოლეონს ლიმონის ცედრა უხდება მოხარშულ კრემს.. დამბალი უფრო მიყვარს რატომღაც, ვიდრე ხრაშუნა.. |
Posted by: ialoni 29 Dec 2009, 20:23 |
გოზინაყის რეცეპტი მჭირდება. წინასწარ მადლობა ყველას და წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახლწელს |
Posted by: sharlot 29 Dec 2009, 23:17 |
ialoni დეიდაჩემი აკეთებს უმაგრეს გოზინაყს, მაგრამ ახლა კითხვა გვიანია, 2 თვით ადრე იწყებს ნიგოზის მოშუშვას, მერე 1 ნამცეცი ფერვფლი არ უნდა ჰქოდენს და მარტო 3 დღე თაფლი შემოყავს. საახალწლოდ ჩამოვა გოზინაყითუტთ და გაისისათვის ჩაგაწერინებთ |
Posted by: ialoni 30 Dec 2009, 04:13 | ||
sharlot
მაგარია |
Posted by: fermina 30 Dec 2009, 14:26 |
მეგობრებო, ერთი თხოვნა მაქვს - ჩვეულებრივი მოხარშული კრემის რეცეპტი მინდა (უკვერცხოსი). ათასჯერ გამიკეთებია, ოღონდ ძალიან დიდი ხნის წინ და ზუსტად არ მახსოვს. დაახლოებით, რძეში ფქვილს და შაქარს ვხსნიდი და დუღილამდე მიმყავდა თუ რაღაც ეგეთი . კარაქს ცალკე ვთქვეფდი და მერე ვურევდი. და კიდევ, ნაღების ფხვნილი ცალკე ვიყიდე მოსართავად და როგორც გამყიდველმა მითხრა, ცივ რძეში ან წყალში უნდა გავხსნა და ავთქვიფო და თქვენ როგორ აკეთებთ ხოლმე? |
Posted by: August 30 Dec 2009, 14:35 |
fermina შაქარი და კარაქი შენი ნებაა და პ/ფქვილი კი ლიტრზე 4 სუფრის კოვზი უნდა ... კაი თავიანი კოვზი |
Posted by: Solveig 30 Dec 2009, 14:36 |
ialoni წვრილად დაჭრილი ნიგოზი მოხალე და მერე გაცერი მსხვილ საცერში, რომ კანის ნაფლეთები, ე. წ. ფერფლი მოსცილდეს. აადუღე თაფლი (არჩევანი შენზეა, როგორს აიღებ..წაბლის, აკაციის, ყვავილების...მოკლედ, ეგ შენი გადასაწყვეტია. მე მძაფრი სუნის თაფლის გოზინაყი არ მიყვარს), ადუღე, განუწყვეტლივ ურიე და შიგადაშიგ ამოწმე ცივი წყლით, ანუ, წყალში რომ ჩააწვეთებ თაფლს, არ უნდა გაიშალოს. შემდეგ ჩაყარე უკვე მოხალული და გაგრილებული ნიგოზი, ცოტა ხანს გააჩერე დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტელი მორევით და ბოლოს გადაიტანე წინასწარ მომზადებულ ფიცარზე, რომელზეც გაშლილი იქნება ცივ წყალგადასმული ცელოფანი (ცხადია, საკვები პროდუქტებისათვის გამოსადეგი). გაშალე გოზინაყი ზედ კოვზით და მერე გადაატარე ასევე ცივ წყალში დასველებული ცომის საბრტყელებელი, სანამ სწორ ზედაპირს არ მიიღებ...სისქე დაახლოებით 0.5სმ უნდა იყოს. შეგიძლია, ცხლადვე დაჭრა. აცალე გაციება და მერე ცივ ადგილზე შეინახე. |
Posted by: fermina 30 Dec 2009, 14:40 | ||
დიდი მადლობა, დოზირებაც არ მახსოვდა და თანმიმდევრობაც, ანუ ჯერ რძე უნდა დადგა ცეცხლზე და რომ შეთბება, მერე უნდა ნელ-ნელა გახსნა მასში ფქვილი და შაქარი? და დუღილამდე უნდა მიიყვანო თუ უნდა იდუღოს? მახსოვს, სულ ვურევდი... |
Posted by: August 30 Dec 2009, 15:05 |
fermina არა ცივ რძეში გახსენი ფქვილი და შაქარი და მუდმივი მორევით ( დაბალი ცეცხლი!!!) მიიყვანე ადუღებამდე განუწყვეტლუვ ურიე და აცალე რომ ფქვილი მოიხარშოს სულ ორიოდე წთ დასჭირდება რადგან თავიდანვე იხარშებოდა რძესთან ერთად ... მერე გადაიტანე სხვა ჯამში, გააცივე, ვანილი დაუმატე და კარაქიც შეათქვიფე... ნეტავ ის ფერმინა ხარ მე რომ მგონია? |
Posted by: fermina 30 Dec 2009, 15:08 | ||
მადლობა, ის ვარ დიახ |
Posted by: sharlot 30 Dec 2009, 15:35 | ||
ეგ გამახსენდა, სამზარეულო რომ გავაკეთეთ და დაფაში ნიჟარის ადგილი ამოვჭერით, იმ ამონაჭრელზე მამაჩემმა 1 -1,3 სმ-სიმაღლის პატარა ფიცრის ხაზები დააკრა და გოზინაყის დაფაც მზად იყო. ყვევიდან დასაფენი ცელოფანი აღარ არის საჭირო, თან ის ცელოფანი სულ იკუჭებოდა, და სიმაღლესაც ადვილად არეგულირებ, გადაუსმევ ზემოდან უხლავს და ეგაა. ნუ, თუ ეს დაფა არ გაქვს ფიპრაპირ სამზარეულოს დაფაზეც შეიძლება ან მაგიდა თუ არის მსგავსი ფაქტურის. ხო, წყალი არ უდნა მიაკარო გოზინაყს, სყალში დასველებული უხლავით კი უნდ აგააბრტყელო, ამგრამ თუ ისეთი ვერ გამოგივა როგორც საჭიროა უაკნა არაფრის დიდებით არ ჩააბრუნო (ერთხელ მოუვიდა მასე დედაჩემმს და ნაწილ-ნაწილ იკრიფებოდა მერე გოზინაყი ) |
Posted by: ialoni 30 Dec 2009, 16:12 | ||
დიდი დიდი მადლობა. ღმერთმა მრავალს დაგასწროს |
Posted by: Solveig 31 Dec 2009, 01:04 |
sharlot რა ვიცი, სიმართლე გითხრა, ეგრე აკეთებდა დედაჩემი წლობით, მეც ეგრე გავაკეთე და არასოდეს ვუჩიოდით არასწორ სისქეს. არც იმ 2 წვეთ წყალს გაუფუჭებია..ფიცარზე რომ ვაკრავდით, ყოველთვის ჭირდა აფხეკა. ialoni არაფრის, იხარე |
Posted by: upwave 31 Dec 2009, 01:28 |
სიმართლე გითხრათ, გოზინაყი არასოდეს გამიკეთებია, დღემდე დედაჩემი მანებივრებს არაჩვეულებრივი გოზინაყით (და თან რიტუალი აქვს ესეთი, ლექსს ყვება: ცხელ გოზინაყში თითი რომ ჩაყო ბავშვმა ), მაგრამ დაზუსტებით ვიცი, რომ წყლიან (ანუ სველ) ფიცარზე აბრტყელებს და ჭრის. P.s. ჩემთან წყალი შეწყდა, მგონი რაღაც დაზიანებაა. ბედი არ გინდა |
Posted by: rtuli 31 Dec 2009, 01:33 | ||
upwave
მე დავწერე ძველ თემაში და გოგოებმა გამოსცადეს ცემი მეთოდი,თუნუქის ფურცელს ზეთი ცოტათი გადაუსვი(რაფინირებული,კახური სურნელოვანი არსეიძლება) და ისე გასალე გოზინაყი,არწააგებ |
Posted by: upwave 31 Dec 2009, 01:58 |
rtuli აუცილებლად ვეტყვი დედაჩემს და გაისად იქნებ მეც ვცადო გოზინაყის გაკეთება. დროა უკვე! |
Posted by: dariala 3 Jan 2010, 16:01 |
Solveig დიდი მადლობა, რომ დაინტერესდი ჩემი ვარიანტით * * * აუ აქ იდო სადღაც ბანანის ტორტი, მოხარშული ბეზეთი. ცომში შესქელებული რძე უნდოდა. დდი მადლობა მის ავტორს ამ ახალ წლებზე გავაკეთე და ძალიან-ძალიან გემრიელი გამოვიდა. მე ტორტს აღარ გავეკარები სხვას. |
Posted by: maknatuna 3 Jan 2010, 16:29 |
ვაშლის პეროგი 300 გრ კარაქი გავთქვიფოთ კარგად, დავამატოთ 3ჩ.ჭ. შაქარი. შემდეგ სათითაოდ შევაზილოთ 6 კვერცხის გული. დავასხათ 1,5 ჭიქა მაწონი. 1ც. გაწურული ლიმონის წვენი, სოდა 2 კ. ძმრით, ვანილი და 4,5 ჭიქა ფქვილი. ეს მასა კარგად ავურიოთ და შევდგათ მაცივარში ერთი საათით.. შემდეგ ეს მასა გავყოთ ორ ნაწილად და გამოვაცხოთ. თითოეულ ფენას წავუსვათ წინასწარ მომზადებული ვაშლის პიურე, ზემოდან მოვაყაროთ ნაფხვენები და შაქრის პუდრა. ვაშლის პიურე: 1კგ. ანტონოვკა ვაშლი გავფცქვნათ, ამოვაცალოთ გულები და დავჭრათ წვრილად. დავადგათ დაბალ ცეცხლზე, 20-25 წუთის შემდეგ დავამატოთ შაქარი გემოვნებით. |
Posted by: ლაბუ 4 Jan 2010, 13:39 |
maknatuna, მე ვაშლის პიურეს ფრთხილად ვურევ მუსს, გემრიელი გამოდის ეს ნამცხვარი შევაკოწიწე სხვადასხვა რეცეპტებით და გემრიელი კი გამოვიდა |
Posted by: maknatuna 4 Jan 2010, 23:15 | ||
ლაბუ
ვფიქრობ მართლა მოუხდება. შემდეგზე ვცდი |
Posted by: Dancer 5 Jan 2010, 10:41 | ||
rtuli
აი ეს ნამცხვარი სუზტად რეცეპტიან სურათიანად გუშინ ჟურნამ სარკეში აღმოვაჩინე |
Posted by: rtuli 5 Jan 2010, 15:00 | ||
Dancer
ვა, რა ხდება ,დაილია სხვა ინტერნეტ რესურსები ,ფორუმ ჯეს მოადგნენ+რტულს ნეტა თვითონ თუ მოუმზადებიათ(ვინც აარჩია რეცეპტი) |
Posted by: upwave 5 Jan 2010, 16:01 |
rtuli საავტორო უფლებები ირღვევა. საქართველოა, რაააა |
Posted by: nanana 6 Jan 2010, 10:53 |
ეესეიგი, ხვალ დიდი სტუმრიანობა გვაქვს და უნდა გავტესტო ადესის ფელამუშიანი ნამცხვარი. უფრო სწორად ფელამუში კი არა პუდინგიანი. ათქვეფილი ნაღების კრემით და კვერცხის გულებიანი კრემით და ერთი ფენა ეს უნაზესი და არომატული ადესის პუდინგი . . . გაიგეთ რამე? |
Posted by: rtuli 6 Jan 2010, 13:06 | ||||
nanana
ეს პუდინგი სიმინდის სახამებლით გირჩევ მოამზადო და ცოტა ნაღები შეათქვიფო უფრო მსუბუქი გამოვა პუდინგი,ან კარგი ხარისხის კარაქი. ისე ფელამუში-პუდინგი ადესის,ცომის იფეკტს გამოიწვევს. ჩემიმოგრძალებულიაზრისსმაილიკი |
Posted by: amadeus 6 Jan 2010, 15:59 | ||
zazabichi
შპს თავა |
Posted by: annak 6 Jan 2010, 17:38 | ||
amadeus
არ ცალია, გურიაშია წასული ფილიალს ხსნის პ.ს. იმედია ადვილად გადავრჩებით და არ "ჩაგვქოლავს" ორივეს ამას რო წაიკითხავს ერთი მე ვერ გავსინჯე ეგ ცნობილი ტორტი. |
Posted by: წკაპო 6 Jan 2010, 18:03 |
მარილიანი კეიკი ინგრედიენტები
მომზადება
|
Posted by: POMPADOUR MADAM DE 6 Jan 2010, 19:09 |
პრაღის ტორტი ©POMPADOUR MADAM DE http://www.radikal.ru ცომი: 3 კვერცხი 1.5 ჩაის ჭიქა შაქარი ვანილი 200 გრ არაჟანი ნახევარი ქილა შედედებული რძე - სასურველია შოკოლადის ან კაკაოს ნახევარი ჩაის კოვზი სოდა+ლიმონის წვენი 2 სუფრის კოვზი კაკაო 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა 150 გრ კარაქი 3 ჭიქა ფქვილი (ეს ყველაფერი ერთი ბისკვიტისთვის ანუ 2 ცალი უნდა გამოაცხოთ) კრემი: 400 გრ კარაქი 1 ქილა შოკოლადის შედედებული რძე ან კაკაოიანი 2 სუფრის კოვზი კაკაო 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა ვანილი კონიაკი ბისკვიტის დასანამი: 2 ჭიქა წყალი 4 სუფრის კოვზი წყალი 100 გრ კონიაკი წამოვადუღოთ გავაცივოთ და დავნამოთ თითოეული ბისკვიტი გავჭრათ 2 ნაწილად შოკოლადი: 100 გრ შავი შოკოლადი 100 გრ რძიანი შოკოლადი დავხეხოთ 2 სუფრის კოვზი (შეიძლება ცოტა მეტი) ნაღები ჭურჭელში გავადნოთ ადუღებამდე ჩავდოთ მოსართავში და მოვრთოთ ტორტი პ.ს. მე რთულმა მომიტანა "გალეშილი ალუბალი" მუზამ შემაწუხა (მთვრალი ალუბალის გავლენა ძალიან მიყვარს) და ყველა ფენაში განვათავსე შესაბამისად გამახსენდა რომ გაყინული მქონდა მარწყვი, მაყვალი და ჟოლო და გავაფორმე ეს პრაღის ტორტი ყველაფერი მოუხდა მინდა გითხრათ |
Posted by: rtuli 8 Jan 2010, 13:42 |
მარილიანი ქეიქის ღვიძლი ძმა ანუ ქეიქი ლორით და ყველით 150მლ.თეთრი ღვინო 150მლ.ზეთი(მე დაჩა ვიხმარე) 4 ცალი კვერცხი 100გრ. ყველი(ნაკლებ მარილიანი,გახეხილი) 250 გრ. ფქვილი 1 შეკვრა გამაფხვიერებელი(ან 0,5 ჩ.კ. სოდა+1 ჩ.კ. ძმარი) 1/4ჩ.კ. მარილი 200გრ. დაჭრილი ლორი 200გრ. ზეთის ხილი გავთქვიფოთ ღვინო+ზეთი,შევათქვიფოთ სათითაოდ კვერცხები,დავამატოთ ნახევარი ყველი+ფქვილი,ისევ ყველი+ფქვილი,კარგათ მოურიოთ და დავამატოთ გამაფხვიერებელი+მარილი+ლორი+ზეთის ხილი. ჩავასხათ მასა ყალიბში,კარაქ მოსმული+ფქვილ მოყრილი,გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში. http://www.radikal.ru |
Posted by: tikope 9 Jan 2010, 13:19 | ||
rtuli
ჭიქაში რას გულისხმობ? |
Posted by: rtuli 9 Jan 2010, 13:27 | ||
tikope
ჩ.ჭ. ვგულისხმობ,მაგრამ ზოგში 250 მლიტრი სითხე ჩადის ზოგში 240მილილიტრი. მე საზომი ჭიქა მაქვს და დავისვენე |
Posted by: nanana 9 Jan 2010, 23:00 |
ესეიგი გავაკეთე ადესის პუდინგიანი ტორტი ათქვეფილი ნაღებით და კიდევ ერთი სახის კრემით. რძიან კრემში ყავისფერი შაქარი გამოვიყენე და ნაზი ტალახის ფერი მიეცა მაგრამ ფრიად გემრიელი იყო. rtuli პუდინგი სახამებლით გავაკეთე შენი რჩევით, მაგრამ კისელისმაგვარი მასა მივიღე და მერე ისევ პურის ფქვილის დამატება მომიწია. კარგი იყო საბოლოო ჯამში რამე საოცარი ნამცხვარი მინდა |
Posted by: faustina 10 Jan 2010, 00:14 |
კომშის ტარტა http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru * * * |
Posted by: Baltimore 11 Jan 2010, 06:30 |
ძვირფასო კულინარებო და კონდიტერებო, ხაჭოსაგან მომზადებული რაიმე ნამხცვრის მომზადების იდეას, სათანადო რეცეპთან ერთად ხომ ვერ მომაწვდიდით? სარჩევში ვნახე და ვერაფერი ვნახე. პ.ს. ცოდვა გამხელილი ჯობია, ე. წ. ჩიზ კეიკებს ვერ ვიტან. |
Posted by: rtuli 11 Jan 2010, 12:07 | ||
Baltimore
აი აქ ნახე,რამოდენიმე პოსტის ქვემოთ რეცეპტიც დავწერე http://forum.ge/?showtopic=33978306&f=&st=195entry14401906 ნახე ქლიავის შტრუდელიც მოვამზადე მაგ ცომით http://forum.ge/?f=82&showtopic=33978306&st=255 ანუ გულსართი იმპროვიზირებულია |
Posted by: nite 11 Jan 2010, 16:22 | ||
faustina
ამის რეცეპტი სადმე დევს |
Posted by: Baltimore 13 Jan 2010, 09:53 |
იცოდით თუ არა, რომ ნამცხვარი ნაპოლეონი რუსულ ნამცხვრადაა ცნობილი? აქ შეგიძლიათ ნახოთ: http://www.grouprecipes.com/34697/russian-napoleon-cake.html http://www.russianfoods.com/recipes/item00109/default.asp http://www.grouprecipes.com/34697/russian-napoleon-cake.html ესეც ისე, ნაპოლეონის მოყვარულთათვის, სადაც რუსების ჭაჭანება არაა და ნამცხვრი მისი ცნობილი ევროპული სახელითაა მოხსენიებული და ჩინებული სურათებიც ერთვის: http://www.foodbuzz.com/recipes/718906-napoleon-mille-feuille-cake- ზარმაცებისათვის ერთ სურათს მივამაგრებ |
Posted by: mzi 13 Jan 2010, 11:28 |
რთული დილა მშვიდობის თქვენ დამპირდით ქადის რეცეპტიიიიი გთხოვთ.... |
Posted by: rtuli 13 Jan 2010, 12:08 |
ქადა 50გრ.საფუარი ცოცხალი(ან 3 ჩ.კ.მშრალი) 1/2ჩ.K. მარილი გადავურიოთ ერთმანეთში მარილი+საფუარი დავასხათ 1 ჩ.ჭ. რძე 2-3 ს.კ.შაქარი 200გრ. დარბილებული მარგარინი(დაცა მაგალითად) 3,5 ჩ.ჭ. ფქვილი მოვზილოთ ცომი,ჩავდოთ ჭურჭელში,დავაფაროთ სახურავი ან პარკი და დავივიწყოთ მოცივარში 4 საათით მინიმუმ,ან მთელი ღამით. მეორე დღისით გავყოთ 2 ნაწილათ ,გავშალოთ,მოვაყაროთ გულსართი,გადავახვიოთ რულეტივით,დავჭრათ,გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ ღუმელში,საშვალო სიმხურვალეზე,სანამ არდაგვიწითლდება. გულსართი: 350გრ. ფქვილი და 170გრ. ერბო მოვშუშოთ მოყავისფრო ფერამდე.გადმოვდგათ და დავაყაროთ350გრ. შაქარი+1 ჩ.K. დარიჩინი+მიხაკი http://www.radikal.ru პ.ს. ცოტა მინდა ვაქო ეს ცომი ასე მოზელილი შეგვიძლია 2 თვემდე გვედოს მაცივარში და ნებისმიერი რვეზელები დავაცხოთ,პიცაზეც მიდის ძალიან კარგათ |
Posted by: Ctrl 13 Jan 2010, 12:20 |
POMPADOUR MADAM DE მადამ ეს რეები გაგიკეთეიათ, ჯირკვლები ამტკვდა |
Posted by: mariaa 13 Jan 2010, 12:22 |
rtuli აი ქადა არ გამიკეთებია(და რამდენი რამ) ჯერ-ჯერობით და თან მომწონს გემრიელია.. |
Posted by: upwave 13 Jan 2010, 12:22 | ||
rtuli
მაცივარში, თუ საყინულეა აუცილებელი? და როგორ უნდა შვინახოთ, ცელოფანგადაფარებული? (ანუ ხომ არ ამოფუვდება?) |
Posted by: rtuli 13 Jan 2010, 12:27 | ||||
upwave
მაცივარში ცელოფანში გადახვეული,მშვენივრად ინახება. საფუვრიანი ცომია,მაგრამ ცხიმის გამო ცოტა მძიმეა,ამიტომ ძალიან არ ამოფუვდება. mariaa
ძალიან მარტივი მოსამზადებელია+ გემრიელია. შენ და შენი შვილი მშვენივრად მოახერხებთ მომზადებას |
Posted by: upwave 13 Jan 2010, 12:35 |
rtuli მადლობა You must enter a message to post! Minimum 30 chars! * * * უი, დამავიწყდა ერბოს მაგივრად კარაქი ან მარგარინი არ წავა? და თუ კი, რა რაოდენობით უნდა შევცვალო? |
Posted by: mzi 13 Jan 2010, 12:46 |
rtuli ურრმესი მადლობა |
Posted by: rtuli 13 Jan 2010, 13:27 | ||||
upwave
მარგარინით არგამიკეთებია,კარაქი კი წავა,მაგრამ ერბოს რატომ ხმარობენ იცი,ზედმეტი წყალი+შენარევები აქვს კარაქს და ფქვილს ცომად აქცევენ შიგდაშიგ,მაშინ ჯერ კარაქი დადე ტაფაზე(იგივე რაოდენობით)როცა სიშხინს დაამთავრებს(ანუ ის წყალი ზედმეტი აორთქლდება)მერე ჩააყარე ფქვილი mzi
არაფერს |
Posted by: upwave 13 Jan 2010, 13:56 |
rtuli დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მოდი რა, კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვამ რააა თუ რამეა, რა ერბო უნდა ვიხმარო? |
Posted by: tasikuna-taso 13 Jan 2010, 13:57 | ||
უბრალოდ მაცივარში თუ საყინულეში უნდა შევინახოთ 2 თვე რომ გაძლოს * * * rtuli ბოდიში. აღარ შეგაწუხებ. ჩემს კითხვაზე პასუხი უკვე გაგიცია. გვიან წავიკითხე |
Posted by: rtuli 13 Jan 2010, 14:01 | ||||
upwave
მცენარეული თუ გინდა ,,ტეკსუნი,,შეიძინე,მე მაგას ვიყენებ,გემრიელია თუ სახლის კარაქს გადაადნობ მაშინ უკეთესი იქნება ,ოღონდ სად გვაქვს ეგ სიამოვნება. tasikuna-taso
ჩვეულებრივად მაცივარში,მე ერთ კვირაზე მეტს ვერ მიძლებს ეგ ცომი,ვხმარობ. |
Posted by: tavadze 13 Jan 2010, 16:49 | ||||||
tavadze
რაჭველებო, ბოშუნიკებო, რა დაგიწერეთ ასეთი, რომ აღარ მეხმაურებით? გეხუმრეთ, თორემ მართლა კი არ ვბრაზობ თქვენზე. თქვენ რომ არ მყავდეთ ან იმ მთებში, ან - ამ ფორუმზე, რა მეშველებოდა, ვისღა წავკბენდი ძმურად და ტკბილად? rtuli
რთული, არ დამცინო და მართლა ტორტების დიდოსტატი არ გეგონო, მაგრამ ჩემები რძის მაგივრად მაწონში ზელდნენ, უფრო ხრაშუნა გამოდისო. შაქარსაც გულსართში ურევდნენ. P.S. იმედია, შესწორებად არ მიიღებ და არც მიწყენ - კულინარიის მეტრს შენიშვნა როგორ გაკადრო. უბრალოდ, ახალ ვარიაციად მიიღეთ. ჩემს დას ხშირად ვაკეთებინებდი, რადგან მალევე მზადდება, მე კი ტკბილეულის მუსუსი ვარ. ჰოდა, მაწონზე ზრუნვა მე მევალებოდა, იქიდან მახსოვს ასე ზუსტად - რძეში არ ზილავდა ჯიუტად. ადრე სადღაც დავწერე, რომ ჩვენს ოჯახში ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ინტერნაციონალურად ქართული მენიუ იყო და დედაჩემი ასეთ რამესაც აკეთებდა - ჩვეულებრივ ცომს გაარტყელებდა, მერე წაუსვამდა გამდნარ შაქარს და აცხობდა. ისიც გემრიელი იყო. მგონი, ეგ აჭარული სინორის ვარიაცია მგონია, მაგრამ ვერ დავიჩემებ. P.S.P.S. ახლა კიდევ ამაზე წავა კომენტარები, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. POMPADOUR MADAM DE
მნიამ!!! ყოჩაღ შენ, მაგხელა ფილარმონია ტორტის სახლაფორთოდაც რომ მიგიცლია. |
Posted by: sesililu 13 Jan 2010, 17:39 |
ხახნო იქნებ იცოდეთ, ფიშკების დასამზადებლად საჭირო ცომის რეცეპტები. ძალიან დამეხმარებით, თუნდაც რუსულად იყოს ინეტშI ინებ მიპოვოთ..... http://www.radikal.ru მოდერ მგონი სწორად გავხსენი ძალიან დამეხმარებით |
Posted by: rtuli 13 Jan 2010, 17:47 |
sesililu http://www.smachno.ua/consultation/4690.html http://www.koolinar.ru/recipe/view/31692 http://www.cook-talk.com/forum/index.php?act=recipes&CODE=03&id=5352 |
Posted by: rtuli 13 Jan 2010, 18:01 | ||||||||
tavadze
მგონიხარ კიარა,ხარ ტორტების დიდოსტატი!
ქართულად არვიცი ეს სიტყვა და რუსულად დაგიწერ преувеличиваеш
ნამდვილად არსებობს მარტივი ვარიანტი მაწვნის ცომზე მოზელილი და გამომცხვარი ქადები,მე პირადათ სულ მაწონზე ვაცხობდი და ახლა ახალი რამე მომინდა და რძეზე+საფუარზე მოზელილი ცომით გამოვაცხე ,უფროსწორედ მომაწვა ნოსტალგიამ ,ადრე მარაზიებში იყიდებოდა მრგვალი ქადები,საფუვრიან ცომზე მოზელილი და მაგის გამეორება მინდოდა,ვინ მაცალა ცომით თამაში,შვილი საჭრელით დამადგა და ის დაჭრილი ქადები მინდაო,ჰოდა დავჭერით. ისე მე მეგონა დევს აქ ქადების რეცეპტი,მაწვნის ცომით ,ყველაზე პოპულარული ცომია ქადებისთვის.თუ არ არის მე დავდებ მოგვიანებით+თუ სურვილი აქვს ვინმეს
მე მგონი დედის ხელიდან ყველაფერი გემრიელია |
Posted by: mzi 13 Jan 2010, 18:05 |
[quote]მე მგონი დედის ხელიდან ყველაფერი გემრიელია smile.gif[/quote |
Posted by: tavadze 13 Jan 2010, 18:32 | ||
rtuli
|
Posted by: Baltimore 16 Jan 2010, 10:02 |
ქეთი მელუას ვაშლისა და ქლიავის ტორტი ფილოში ნახეთ? თუ საკონდიტრო ნაწარმის არქივში დევს და მე ხელახლა მოვქექე, მაშინ - ბოდიში! ბარემ აქვე ვიკითხავ: ცომის ეს სახელბა "ფილო", რაც ბაქლავასთვისაც გამოიყენება და ფენოვანი ცომი ერთიი და იგივეა? |
Posted by: keto22 16 Jan 2010, 14:46 | ||
rtuli ესენი როგორ?რომელია ფქვილი და რომელი შაქარი? |
Posted by: miau 16 Jan 2010, 16:12 | ||
Baltimore
სრულიად განსხვავებული ტექნოლოგიაა. ეს ბაქლავის ცომი - http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=345entry7287033 ეს კი ფენოვანი ცომი - http://forum.ge/?showtopic=33695604&f=&st=375entry13419970 შეადარე. |
Posted by: punchi 16 Jan 2010, 16:23 |
ადრე გავსინჯე სადღაც და იმის მერე აღარც მომიკრავს თვალი და იქნებ დაწეროთ რეცეპტები ჩიზ ქეიქის? ვაფრენ ისე მომწონს ძაან მაგარი რამეა http://www.radikal.ru |
Posted by: miau 16 Jan 2010, 16:27 | ||
punchi
http://forum.ge/?f=82&showtopic=33790052 აქ საკონდიტრო ნაწარმში მოძებნე 5-6 რეცეპტია |
Posted by: kukurukuku 16 Jan 2010, 16:34 |
rtuli ტორტისთვის კრემს რამდენი ლიტრი ნაღები? და რამეს ვამატებთ გათქვეFისას? |
Posted by: WOMAN IN LOVE 16 Jan 2010, 18:34 |
kukurukuku 500 გრ. ნაღები გათქვიფე კრემისთვის. თუ ტკბილია (იყიდება ეგეთიც), მაშინ არაფერს არ ამატებ და თუ ტკბილი არაა, შაქრის ფხვნილი დაამატე. |
Posted by: kukurukuku 16 Jan 2010, 22:17 |
WOMAN IN LOVE რამდენი შაქარი უნდა დავამატო? და პროსტა ნაღEბი ავთქვიფო მიქსერით? ანუ როგორი მასა უნდა მივიღო? მაპატიეე ლუზერი ვარ კულინარიაში |
Posted by: S_H_I_N_Y 16 Jan 2010, 22:22 |
kukurukuku შენ დასმულ კითხვებზე პასუხებს მეც მოუთმენლად ველოდები ნაღები ვიყიდე, მაგრამ ადრე კრემი არ გამიკეთებია და მინდა პირველი მცდელობა წარმატებული იყოს |
Posted by: Doloress 16 Jan 2010, 22:28 |
rtuli შვარცვალდი ვეძებე და ვერ ვნახე, მგონი შენ დადე რეცეპტი, იქნებ დამილინკო რაა.. კიდევ რამე ნამცხცვარი ან ტორტი მინდა გავაკეთო, აუცილებლად შოკოლადიანი ბისკვიტით, ალკოჰოლით და მსუბუქი კრემით, მაგალითად ნაღების.. თან არ მაქვს დიდი გამოცდილება ნამცხვრების ცხობის და ძაან რთული არ მინდა. რას მირჩევთ? |
Posted by: kukurukuku 16 Jan 2010, 22:45 |
Doloress აი ჩვენ რო რეცეპტს ველოდებით ეგაააააა ზედგამოჭრილი იმისი რასაც შენ Eზებ ბისკვიტის რეცეპტი აქ დევს და კრემის რეცეპტი ეხლა რომ დაწერა WOMAN IN LOVE - მ ეგაა, სურათები "დღეს გავაკეთე"- ს თემაშI ნახე |
Posted by: ninoma 16 Jan 2010, 23:47 |
kukurukuku ნაღები უნდა ათქვიფო მიქსერით. გემოვნებით დაამატე შაქრის პუდრა(ქართულად დამავიწყდა), შენ როგორი სიტკბოსიც გინდა იმდენი. მე თავიდანვე ვაყრი შაქრის ფხვნილს. ნაღები თქვეფისას ხდება ღრუბელივით. ზედმეტი არ მოგივიდეს ათქვეფა, თორემ აგეჭრება. ცოტა ვანილს და ლიქიორსაც ვამატებ. სუპერ კრემია |
Posted by: kukurukuku 17 Jan 2010, 00:18 |
ninoma მადლობთ =) ამ დღეებში შევერკინები |
Posted by: nanana 17 Jan 2010, 00:29 | ||
რა ხელმარჯვე ყოფილა |
Posted by: rtuli 17 Jan 2010, 01:21 | ||
შოკოლადის ბისკვიტი პირველი ვარიანტი: 1 კოლოფი შესქელებული რძე 2 ცალი კვერცხი 1ჩ.ჭ. ფქვილი 5-6 ს.კ. კაკაოს ფხვნილი 1-2 ჩ.K. ლიქიორი(ან კონიაკი) თუ არ გაქვთ არაა პრობლემა 0,5 ჩ.კ. სოდა+1 ჩ.კ. ძმარი გავთქვიფოთ კვერცხები,შევათქვიფოთ შესქელებული რძე,დავამატოთ სოდა გახსნილი ძმარში,დავაცრათ ფქვილი+კაკაოს ფხვნილი,ამოურიოთ კარგ მასამდე და ჩავასხათ ლიქიორი.ეს მასა მოვათავსოთ ყალიბში,უმჯობესია პერგამენტის ქაღალდი ჩაუფინოთ+კარაქი გადაუსვათ,გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ 180 გრადუსზე ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში(ხის ჩხირით გაუსინჯოთ ცომის გამოცხობა,შეიძლება კიდევ დაგჭირდეთ დრო,მთავარია ძალიან არგამოაშროთ ღუმელში). ნაღების კრემი: 500 მლ. ნაღები 36% 2-3 ს.კ. შაქრის პუდრი შეგიძლიათ დაამატოთ ახალი უცხიმო,წმინდა საცერსი გატარებული 100 გრ. ხაჭო წვრილად დახეხილი შოკოლადი 100გრ. ესეც სურვილის მიხედვით კარგათ ვთქვეფავთ მიქსერით ცივ ნარებს როცა ამოსვლას(შეკვრას დაიწყებს) ვამატებთ ცოტცოტას საქრის პუდრს.როგორც კი ამოვა ნაღები და მგრადი მასა გამოვა,აღარ ვთქვეფავთ და კოვზით ვამატებთ(თან ვურევთ) გათქვეფილ ხაჭოს+შოკოლადს. გამომცხვარ ბისკვიტს ამოვუღოთ გული,მე მოუსვი გარშემო არაჟანიც(ქობულეთის) http://www.radikal.ru ჩაულაგეთ ბანანები,ან თქვენს გემოვნებით ხილის კრებული. ამოღებული გულის ერტი მუჭა გადადეთ,დანარცენი გაურიეთ კრემს და ამოავსეთ ბისკვიტი,ზემოდან მოაყარეთ ნაფხვენი (გადადებული გულის),შეგიძლიათ მოასხათ ტეთრი შოკოლადი ზემოდან,ან დააფხვნათ შოკოლადი. შედგით მაცივარში 2-3 საათით. პ.ს. არვიყავი დღეს სახლში ბოდიშით დაგვიანებული პასუხისთვის. ninoma
მოდერ შეგიძლია წინა გვერდიდან ის პოსტი შოკოლადის ბისკვიტის წაშალო |
Posted by: Baltimore 17 Jan 2010, 01:26 |
rtuli ხაჭოიანი ცომზე რომ გიწერიათ: ფქვილი/ხაჭო/მარგარინი 1:1:1 შეფარდებითო, არც გამაფხვირებელი უნდა, არც სოდა და არც რაიმე მსგავსი? ინტერნეტში ვნახე ერთგან, საფუარიც ქონდათ დამატებული. როგორ გგონიათ, ზედმეტია? |
Posted by: rtuli 17 Jan 2010, 02:00 | ||
Baltimore
მომიმზადებია მრავალჯერ ჩემს მიერ დადებული რეცეპტით და არასოდეს დამიმატებია გამაფხვიერებელი ან საფუარი მთავარია ჩემს რეცეპტში ის რომ ცომი უნდა დაიკეპოს და ზარმაცულად შეერთდეს მასა,ანუ ბევრი ზელა არშეიძლება. სხვა რეცეპტებში თუ ამატებენ შეიძლება ცომი ცოტა სხვანაირი გამოდის,არვიცი |
Posted by: BEKO 17 Jan 2010, 02:16 |
rtuli ნინო, რამხელაა თქვენი ტორტის ფორმა? მე ჩვეულებრივი ბისკვიტიც ამომიღრუტნია ეგრე და კრემი და ხილი ჩამიწვია, ჩაცივებული ძალაინ გემრიელია ხოლმე |
Posted by: rtuli 17 Jan 2010, 02:20 | ||||
BEKO
ჩემი 26 სმ.დიამეტრში. ცოტა მაღალი მინდოდა და პორცია ნახევარი მოვამზადე. ისე რეცეპტით(ანუ 26 სმ ფორმისთვის 1 პორციით) კი ცოტა ზემოდან ამოდის კრემის მასა და ქუდივით ფორმას იღებს ტორტიკი * * * Doloress
მე არ დამიდია აქ რეცეპტი,NJ-ს ქონდა მომზადებული და არვიცი თუ დადო რეცეპტი. აი შოკოლადის ტორტები: http://forum.ge/?showtopic=33695527&f=&st=600entry8698797 ეს მთვრალი ალუბალი ზალიან გემრიელია http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=105entry13386789 ეს ცოტა მარტივია http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=1080entry16259923 |
Posted by: Doloress 17 Jan 2010, 12:00 |
rtuli გაიხარე, მადლობა |
Posted by: aduala 17 Jan 2010, 18:44 |
კეთილო დეიდებო. იქნებ მასწავლოთ კომშის რაიმე ნამცხვარი. ქმარმა ჩამომიტანა უამრავი რაიონიდან და მინდა რამე გავაკეთო... |
Posted by: rtuli 17 Jan 2010, 18:47 | ||
aduala
http://forum.ge/?showtopic=33937461&f=&st=1110entry16356129 |
Posted by: aduala 17 Jan 2010, 19:05 |
rtuli დიდი მადლობა. ფორმის ყიდვას სად მირჩევთ და რა ღირს? დამწყები კულინარი ვარ ჯერ... |
Posted by: rtuli 17 Jan 2010, 19:10 | ||
aduala
მე დანიურში მა სუპერში მაქვს ნაყიდი,ფასები აღარ მახსოვს მაგრამ არისე ძვირი ღირს. ტეფლონის კარგია(შავი ფერი რომ აქვს მისხმული ყალიბებს) და შუშისაც კარგებია. |
Posted by: aduala 17 Jan 2010, 19:13 |
rtuli ოკ.გავივლი და ვიყიდი. |
Posted by: Dancer 18 Jan 2010, 16:39 | ||
rtuli
მარტივი და კარგი რეცეპტი ჩანს და შაქარი არ უნდა ?? |
Posted by: rtuli 18 Jan 2010, 16:44 | ||
Dancer
შაქარი აქვს შესქელებულ რძეს აქ მეორეჯერ მომიწია მაგ რეცეპტის დაწერა,შეცდომა მაქვს 5-6 ს.კ. ფქვილის მაგივრად კაკაო უნდა იყოს! |
Posted by: Dancer 18 Jan 2010, 17:04 | ||
rtuli
ხო მაგას მივხვდი, მე კაკაო ჩავიწერე ჩემთან მაგ ბისკვიტს გამოვაცხობ ამ დღებში, ზემოდან ყავის კრემს წავუსმევ და ბანანებით მოვრთავ შედეგს და სურათს განახებთ |
Posted by: tekla 18 Jan 2010, 17:35 |
rtuli დაჭრილი ნიგოზი ან თხილი რომ შევურიო შოკოლადის ბისკვიტს არ გამოვა? |
Posted by: rtuli 18 Jan 2010, 17:56 | ||
tekla
რატომ არა,მე დავფქვი ნუში და გავურიე |
Posted by: somnambuli 18 Jan 2010, 21:18 | ||
rtuli
ეგ დონატებისააა... იმენნა ფიშკების მინდა... აი რომ ცხვება რუსთაველზე რომაა ეგეთების ცომის.. ზეთსი რომ ჩაყარო მერე....დანადგარი აცხობს... პ.ს. მალდობა |
Posted by: Lene :) 18 Jan 2010, 21:24 |
უთხარი ქუთაისშI მე3 სკოლიდან პირველს კოლისკენ გასასვლელში რომ ფიშკების საცხობია იქ მომყიდეთ რეცეპტითქო ეს ისე უკბილოდ ვიხუმრე აშკარად... თუ რამე გავიგე გაგაგებინებთ * * * http://cook.interes.ge/tkbileuli.html http://www.gurman.ge/ ეგებ აქ იდოს სადმე... |
Posted by: rtuli 18 Jan 2010, 22:00 | ||
somnambuli
ეხლა მივხვდი რა ფიშკები пышки მოგიძებნი რეცეპტს http://www.povarenok.ru/recipes/show/12165/ http://www.baking-club.ru/pishki1.php |
Posted by: cheshire cat 20 Jan 2010, 11:56 |
ეს ზედა პოსტი სპამია? ფიშკები არ ვიცი და ბლინები უნდა ვცადო ერთი. აი გვერდისშეცვლის ამბავი როგორ გამოვა არ ვიცი ზოგი ჰაერში ატრრიალებს ტაფას და ჯადოქრობს რაღცებს. რეცეპტი მომცა ქალმა, რომელმაც თქვა - 2000ცალის დაცხობა შემიძლია ერთ ჯერზეო. 4 ტაფაზე ერთად ვმუშაობო. რა სანახაობა იქნება??!! |
Posted by: miau 20 Jan 2010, 12:46 | ||
cheshire cat
არ გინდა ჯადოქრობა, აიღე ტეფალის ტაფა (თავი რომ დაიზღვიო, თორემ მე დიდი პაპის ნ აქონი თუჯის პატარა ტაფები მაქვს და სხვას ვერც ვხმარობ - ოდითგანვე მხოლოდ ბლინებს აცხობდნენ და მგონი ტაფებს გამომუშავებული აქვს ), ფუნჯით ზეთი წქაუსვი ყოველ 4-5 ბლინის შემდეგ. დაასხი ცომი და ტაფაზე გადაანაწილე ხელის მოძრაობით - ტაფა მიატრიალ-მოტრიალე ცომის გადასანაწილებლად. ბლინს ნაპირები რომ შეუოქროსფერდება, ჯერ დანით შემოატარე გარშემო (დანა კარგი იქნება კარაქის - თხელი და მრგვალ წვერიანი), მერე შეუყარე და გადმოატრიალე. ბლინს ტაფაზე რომ დაასხამ, უნდა იყოს კარგად გახურებული. ტეფალზე უმინიმალურესაი შანსია, რომ მიიკრას. |
Posted by: tasikuna-taso 20 Jan 2010, 16:51 | ||
4 ტაფაზე მეც ვაცხობ, მაგრამ 2000 ძალიან ბევრია, თანაც თუ არ ისვენებს |
Posted by: miau 22 Jan 2010, 21:35 |
შავი კექსი თეთრი შოკოლადით http://img264.imageshack.us/i/picture160b.jpg/ 200გ. კარაქი 1,5 ჭიქა შაქარი 4 კვერცხი 1/2 ჩ/კ სოდა 1 პაკეტი ვანილი 2-3 ს/კ კაკაო 100 გ. დაფხვნილი თეთრი შოკოლადი 1 ჭიქა მნანის ბურღული 1,5 ჭიქა პურის ფქვილი 100 მლ ნაღები ან არაჟანი დამდნარი (ჩავდოთ ქვაბში კარაქი და ნახევრად გავადნოთ) კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ ცალ-ცალობით კვერცხი, ნაღები, ვანილი, სოდა ფქვილარეული, მანანის ბურღული და კაკაო. ჩავდოთ ცომის 1/3 კარაქწასმულ ფქვილმოყრილ ფორმაში და მოვაყაროთ 1/2 თეთრი შოკოლაად, მერე კიდევ 1/3 ცომი და დანარჩე3ნი შოკოლადი, შემდეგ კვლავ ცომი და შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში საშუალო ცეცხლზე. კექსი გამოდის უფრო ფხვიერი და ნაზი, ამიტომ, ცოტა დავაყოვნოთ და ისე ამოვიღოთ ფორმიდან, ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა. |
Posted by: ნინო1965 23 Jan 2010, 09:50 |
ხალხო ნამცხვარი "მადონა"-ს გამოცხობა მასწავლეთ რა? (ან რეცეპტი დაწერეთ) წინდაწინ გიხდით მადლობას. |
Posted by: tasikuna-taso 23 Jan 2010, 18:56 |
ნინო1965 რამ გაგახსენათ მეზარება მაგრამ ამინც დავწერ ბისკვიტი როგორ მზადდება მადონა 6 ცალი კვერცხის ცილით და 2 ჭიქა (250მლ-იანი) შაქრისგან გავაკეთოთ ბეზე, შევურიოთ გულები. დავამატოთ 3 სუფრის კოვზი თაფლი, 6 სუფრის კოვზი რძე, 1 ჩ/კ სოდა ძმრით, ერთი პაკეტი ვანილი, 4-5 ჭიქა პურის ფქვილი. მოვათავსოთ მაცივარში. ერთი საათის შემდეგ გამოვიღოთ, გავყოთ სამ ტოლ ნაწილად და სათითაოდ გამოვაცხოთ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ჟარონაზე. ცომს პირდაპირ ჟარონაზე ვაბრტყელებთ ფქვილიანი ხელით. გაცივებულ ფენებს დავკრემავთ. თავზე მინანქარი. |
Posted by: miau 23 Jan 2010, 20:02 |
ხაჭოს ნამცხვარი დასპირტული ხილით 200 გ. კარაქი ან მარგარინი 250 გ. ფქვილი 1/2 ჩ/კ სოდა 400-500 გ. ხაჭო 3 დიდი (ან 4 პატარა ) კვერცხი 300 გ. შაქარი 2 პაკეტი ვანილი 4-5 ს/კ დასპირტული ხილი (მე მაყვალი გამოვიყენე) ფორთოხლის ცედრა - 1 ს/კ კარაქი დავადნოთ ნახევრად, შევათქვიფოთ შაქარი, დავუმატოთ კვერცხი, ხაჭო, ვანილი, სოდაარეული ფქვილი და დასპირტული ხილი. ჩავდოთ ფორმაში და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ. http://img528.imageshack.us/i/xacokeqs.jpg/ |
Posted by: ninoma 23 Jan 2010, 22:03 |
miau ძალიან მომწონს თქვენი ოჯახობის სამზადისი. ისეთ გემრიელობებს აკეთებთ და იმდენ ნაირნაირ კერძებს, რომ აღფრთოვანებული ვარ. შემოვდივარ კულინარიის თემაში, დამხვდება ამდენი გემრიელობები და ისე გავდივარ დაბლუებული, რომ შექების კომენტარებსაც ვეღარ ვწერ. ხილის დასპირტვა როგორ ხდება? |
Posted by: miau 23 Jan 2010, 22:33 | ||
ninoma
ძალიან დიდი მადლობა, ასეთ კომპლიმენტებს არ ვიმსახურებ, მე ყოველ შემთხვევაში. რაც შეეხება ხილის დასპირტვას - რამოდენიმე ვარიანტია. მე მარტივს გეტყვი - საშობაო ლიქიორიდან ამოვიღე მაყვალი, შეიძლება ასევე ჟოლო, უკურკო ნებისმიერი ხილი, მაგრამ კენკრა უფრო კარგია. შეიძლებამთელ-მთელი დასპირტული ქლიავები, რომლის მომზადება ცალკე თემაა, საშობაო ლიქიორთან არაფერი აქვს საერთო და auau-დედიკო დადებს რეცეპტს. საშობაო ლიქიორი კი ასე მზადდება - მინის ჭურჭელში იყრება სხვადასხვა ხილი, სეზონის მიხედვით ემატება და საშობაოდ იწურება. 1 კგ ხილზე მოპდის 1 ჭიქა არაყი და ი ჭიქა შაქარი. მერე ამავე პროპორციით ემატება და შიგადაშიგ ვურევთ. მერე ვწურავთ და ვისაც უნდა ხილსაც ხმარობს, მაგალითად მე * * * უფრო მარტივს გასწავლი - 2 ღამით სპირტში და შაქარში ჩადე რომელიმე ხილი და დაისპირტება. უფრო მეტს თუ დააყოვნებ, უკეთეს შედეგს მიიღებ. |
Posted by: BadbadGirl 24 Jan 2010, 02:57 |
შვედური დარიჩინის ბულკები იგივე "Kanelbullar" ცომისათვის: ღრმა თასში მოვათავსოთ 120 გრ გამდნარი კარქი, დავასხათ 500მლ რძე და შევათბოთ 37 გრადუსამდე. მერე დავამატოთ 50გრ. ახალი დროჟი, 300 გრამი შაქარი და დავდთ 10 წუთით. შემდეგ დავამატოთ 1 ჩ.კ. კარდემომა, 1 ჩ.კ. ვანილი და ფქვილი 750-700 გრამამდე. ცომს რომ მოვზლავ უნდა იყოს ნაზი, მისი გაბრტყელება რომ უპრობლემოდ შეგვეძლოს. ავურიოთ ეს ყველაფერი კარგად, გადავაფაროთ ტილო და დავდოთ სადმე სითბოში 40-50 წუთით. გულსართი: გვინდა 50 გრ ძალიან დარბილებული კარქი. შაქარი გემოვნებით და ბეეეეეეეეევრი დარიჩინი, და ასევე ბევრი ქიშმიში. მომზადება: ცომი რომ ამოვა, გავყოთ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ კარგად (მაგრამ არა სიფრიფანად. 3-4 მილიმეტრი საუკეთესოა) გადავუსვათ ჩვენი ძალიან დარბილებული კარაქი, მივაყაროთ იმდენი შაქარი რამდენიც გვინდა. მოვაყაროთ ბლოოომად დარიჩინი და ქიშმიში. გადავახვიოთ რულეტივით. დავჭრათ 3-4 სანტიმეტრზე და ჩავდოთ მაფინის ფორმებში. დავტოვოთ ასე მინიმუმი 30 წუთი, მაქსიმუმი 50. მეორე ნაწილი ისევე შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც პირველი. ან ფანტაზია გამოიყენოთ და ნიგოზი, კაკაო, ყაყაჩო და ა.შ. იხმაროთ. მთავარია რომ კარგად გაბრტყელებულ ცომს კარაქი გადაუსვათ და მერე შაქარი მოაყაროთ. გამოცხობა: დროის გასვლის შემდეგ, ბულკებს გადავუსვათ ჯვერცხის გულისა და რძის ნარევი, და შევდოთ გამოსაცხობათ 200 გრადუსზე. მომზადებისთვის დაახლოებით 20 წუთია საჭირო. |
Posted by: Kirchi 24 Jan 2010, 05:21 |
მოკლედ გუშინ პირველად გავსინჯე ნამდვილი ინგლისური პუდინგი Treacle Sponge Pudding(http://hubpages.com/hub/Treacle-Sponge-Pudding): პუდინგი იყო გაჟღენთილი რაღაც თაფლის მაგვარი სიროფით, ყველაზე საინტერესო კი ის იყო რო თვითონ პუდინგი მოაქვთ ცხელი, ღრმა თეფშზე რომელზეც ასევე მოთავზებულია ვანილის ნაყინი ! იმდენად გემრიელი იყო რო ფორუმის ამ განყოფილებაში მოვძებნე ეს თემა და გადავწყვიტე გამეზიარებინა ეს ბედნიერება |
Posted by: rtuli 24 Jan 2010, 14:08 | ||
Kirchi
ვიზიარებ მეც თქვენს ბედნიერებას და დასახელების მიხედვით ვაპირებ რეცეპტის მოძიებას+მომზადებას. მერე მეც გაგიზიარებთ ჩემს ბედნიერებას+გამოცდილებას პ.ს. ძალიან მადისამღძვრელი სურათია. |
Posted by: Peppi 24 Jan 2010, 17:20 |
ხრაშუნა «ბზრიალა» ეს პეჩენია თავიდან «ვერასოდეს ვერ გავაკეთებ» კატეგორიას მივაკუთვნე, თუმცა სულ ტყუილად . . ამაზე მარტივი იშვიათად თუ რაიმე გამიკეთებია. ას, რომ თქვენც ნუ შეშინდებით სურათის დანახვისას, ნებისყოფა მოიკრიბეთ, რეცეპტი ბოლომდე ჩაიკითხეთ და მიხვდებით, თუ რა მარტივია ცხოვრება . . მასალა: ფქვილი – 300 გრ, ან 3 პირამდე სავსე ჭიქა; კარაქი – 200 გრ, ცივი; შაქრის პუდრა – 100 გრ ან 1 პირამდე სავსე ჭიქა; კვერცხი – 1 ცალი; კაკაო – 1 სადილის კოვზი. ინვენტარი – 2 საშუალო ზომის ჯამი, საჭრელი ფორმები 2 სხვადასხვა ზომის, გასაბრტყელებელი დაფა (სასურველია რომელიც არ იკრავს ისეთი ან კულინარიული ცელოფანი გამოიყენეთ); საბრტყელებელი, ბასრ პირიანი დანა. საზომ ჭიქად გამოყენებულია ლუმინარის, გამჭირვალე, ხელიანი 180 მლ.ლ ჭიქა. მომზადების დრო: ცომისათვის – 15 წუთი; ცხობისათვის - 10 წუთი. მომზადება: ფქვილი და შაქრის პუდრი აურიეთ ერთმანეთში; კარაქი ჩადევით ამ ნარევის შუაგულში და დანით აკეპეთ საბოლოო შერევამდე; გაყავით ეს ნარევი 2 ჯამში, თანაბარ ნაწილად; კვერცხი გატეხეთ და ოდნავ შეთქვიფეთ; პირველ ჯამში მოთავსებულ მასას დაამატეთ კაკაოს ფხვნილი და აურიეთ, აქვე დაამატეთ დაახლოებით კვერცხის ნახევარი; როცა კვერცხს ამატებთ ნარევს, გაითვალისწინეთ, რომ ცომი უნდა გამოვიდეს რბილი, მაგრამ არა სველი ან ზედმეტად წებვადი, ამიტომ პორცია-პორციად შეამატეთ; ასევე მოზილეთ მეორე ნაწილიც; მოათავსეთ ცალ-ცალკე ცელოფნებში და შეინახეთ მაცივარში, მინიმუმ 30 წუთით, სანამ ცომი არ შემაგრდება და სამუშაოდ ვარგისი არ გახდება; ასეთი ცომი რამდენიმე დღეც შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში. ფიგურები: გაახურეთ ღუმელი საშუალოდ, 180 გრადუსამდე; ცომის ორივე ნაწილი გააბრტყელეთ 3-4 მმ სისქეზე; გამოჭერით ერთნაირი ფორმის ფირფიტები. თეთრი ფერის უნდა იყვეს 3 მმ-ით უფრო ფართე ერთ მხარეს, რომ შიდა თეთრი გული გამოიყვანოთ, იხ სურათზე; თეთრ ფენას ზემოდან დაადევით ყავისფერი ფენა; რეცეპტში ფენებს შორის ათქვეფილი კვერცხის გულის წასმა ეწერა, თუმცა მე ამის გარეშე გავაკეთე; გადახვევა დაიწყეთ ფართე თეთრი ფენიდან. გადაახვიეთ მჭიდროდ და თანაბრად; შემოახვიეთ კულინარიული, გამჭირვალე ცელოფანი და შედევით მაცივარში 1 ან 2 საათით, ან გაყინეთ საყინულეში 40 წუთით;ცომი მაშნ არის დასაჭრელად მზად, როცა თითქმის «ქვასავითაა»; ბასრი დანით დაჭერით 5 მმ სისქის ნაჭრებად და დააწყვეთ ცხიმ მოსმულ საცხობ ფურცლზე; ცხვება 10 წუთი. შეეცადეთ ღია ფერის ცომმა ფერი არ შეიცვალოს. რეცეპტი სურათებში იხილეთ, აქ http://perfectcook.org/index.php?option=com_rapidrecipe&page=viewrecipe&recipe_id=84&Itemid=55 |
Posted by: tasikuna-taso 24 Jan 2010, 17:42 | ||
ეს რა არის? და კიდე მაფინის ფორმები სად ვიყიდო? |
Posted by: BadbadGirl 24 Jan 2010, 19:54 |
tasikuna-taso ქართულად ყოფილა ილი. მაფინის ფორმები სუპერმარკეტებში იყიდება. ისე სულ არაა საჭირო, უფორმოდაც მშვენივრად ცხვებიან. დაჭრი დააწყობ, ამოვლენ და გამოაცხობ ოღონდ შორ შორს დააწყვე რომ მთლათ ერთმანეთძე არ გადაიზარდნონ. |
Posted by: Peppi 24 Jan 2010, 20:37 | ||
BadbadGirl
შენ გაგიკეთებია? მაშინ დავიჯერებ მე ვთვლი, რომ მაშინ სხვა ნამცხვარი გამოვა, შეიძლება იგივე გემოთი, მაგრამ მაინც სხვა . . მაფინის მუღამი ეს პატარა ფორმები და შემოხვეული ქაღალდია პ.ს. ისე, მაფინის ფორმებიც არის საკონკურსო პრიზად ჩემს ბლოგზე |
Posted by: BadbadGirl 24 Jan 2010, 20:49 |
Peppi როგორ არ გამიკეთებია ესა მაფინი ხომ არაა ბულკია რომელის ცომიც ინარჩუნებს ფორმას |
Posted by: rtuli 24 Jan 2010, 21:40 | ||
Peppi
რა ლამაზია თითქმის ფახლავა 4 ცალი კვერცხი თითო ჩ.ჭ.: ფქვილი შაქარი მანანის ბურღული მარგარინი ,,დაჩა,, კეფირი ნიგოზი და ქოქოსის ფხვნილი სანახევროდ,ან მხოლოდ ნიგოზი 2 ჩ.K. გამაფხვიერებელი ცოტა ფორთოხლის ცედრა,თუმცა არაა აუცილებელი სეროფი: 1 ჩ.ჭ. წყალი 2 ჩ.ჭ. შაქარი ვანილი 1 ცალი ლიმონის წვენი გავთქვიფოთ ,,დაჩა,, და შაქარი(მე ცოტა დავაკელი ,არმიყვარს კოშმარულად ტკბილი),შევათქვიფოთ კვერცხები,დავასხათ კეფირი,დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი,მანანის ბურღული დავაყაროთ,ნიგოზი(გატარებული)+ქოქოსის ფანტელი.მოვზილოთ სქელი არაჟნის სისქის მასა და დავასხათ ცხიმ წასმულ+ოდნავ შაქარ მოყრილ ყალიბში და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 30-35 წუტიტ,ზედა პირი დაუწითლოთ. ოდნავ შევაგრილოთ და მოვასხათ წინასწარ მომზადებული სეროფი: ავადუღოთ წყალი დავამატოთ საქარი,ვურიოთ გადნობამდე და წამოვადუღოთ,დავამატოთ ლიმონის წვენი და ვანილი. ასე სეროფ მოსხმული გავაციოთ მოვაყაროთ ან ნიგოზი ან ქოქოსის ფანტელი. http://www.radikal.ru |
Posted by: Peppi 24 Jan 2010, 22:38 | ||
rtuli
სათაური "გლიჯამს" . . მე უნდა გავაკეთო ყაყაჩოს თესლის ნამცხვარი, ამას გავს, ოღონდ მარტო სურათით, უნდა შეგახარბოთ, აკრძალულია კიდევ მაგის გაყიდვა, თუ იცი? ბრიტანული ტკბილეულის ერთ-ერთი გემრიელი ცომია |
Posted by: BadbadGirl 24 Jan 2010, 23:01 | ||
Peppi
მგინი კიდევ აკძალულია. თუმცა არ ვიცი რაა ასაკრძალი თესლში. ჩემ ქმარს უყვარს ყაყაჩო ძალიან, ისევე როგორც მე ნიგოზი |
Posted by: rtuli 24 Jan 2010, 23:17 | ||||
Peppi
ეს რომ წავიკითხე ვიტირე როგორ მიყვარს,ფუნთუშები გამოტენილი ყაყაჩოს პავიდლოთი
აკრძალულია,ნარკომანებმა არგაიხარონ,აღარ იციან ვენებში რა გაუშვან რომ იკაიფონ მხოლოდ საქართველოშია აკრძალული,სასაცილოა,უფროსწორედ სატირებელია. ჩემმა დამ,როცა ჩამოვალ წამოგიღებო,კინაღამ ინფაკრტი მიმაღებინა,სანამ ავუხსენი რომ ციხეს გახეხინებენ არაფრის გულისთვის |
Posted by: Dr_Zuzumbo 24 Jan 2010, 23:47 | ||||||
დაიცა და ხაშხაშის თესლი როგორ უნდა გაუშვან ვენებში? არსად არაა აკრძალული კულინარიაში გამოყენება და მაგ შეჩვენებულებს რა დაემართათ. ნარკოტიკული ნივთიერებაა ხაშხაშის თესლი რაშიცაა, იმ "ბუტონიდან" გადმოდენილი სითხე, რომელიც უნდა გაშრეს და ისაა კაკრაზ ჰეროინისა და მორფის საწყისი პროდუქტი. ნარკომანებმა რომ თესლისაგან ეგ მიიღონ, ჯერ უნდა დათესონ, მემრმე უნდა აყვავილონ და როცა ყვავილი დასცვივდება მერმე კიდევ ათასგვარი პროცედურა ჩაუტარონ. რომელ ნარკომანსა აქვს მაგის მოთმინების ჰოპსილა- მაგეებს მანაგუა და იმის ჯანი მახსოვს ჯეელობაში, ავტობუსით მოვდიოდით ლისის ტბიდან- გარშემო წითლად იყო ყაყაჩოებისაგან მინდორი შეღებილი. გაჩერებაზე ორი საეჭვო გარეგნობის გაბურძგნილი ტიპი ამოვიდა, ხელში უზარმაზარი ყაყაჩოს ბუკეტებით. მძღოლმა ეგრევე აჯახა, კარებშივე: ჯიგრებო, თქვენ რაცა გგონიათ ის არაა ეგ ყვავილიო. უნდა გენახათ იმათი სიფათები- მოისროლეს ამდენი ნაწვალები ბუკეტები |
Posted by: rtuli 25 Jan 2010, 00:00 | ||
Dr_Zuzumbo
ჯანდაბა მაგათ,საკონდიტრო ყაყაჩოს თესლისგან რას ჩალიჩობდნენ ტექნოლოგია არვიცი მაგრამ,ფაკტია რომ რაღაც ჯანდაბას აკეთებდნენ მისგან და ამიტომაც აიკრძალა. იმისთანა ნარკუშას რა ვუთხარი საკონდიტრო ყაყაჩოს თესლს რომ ,,ვენებში,, გაუშვებს,ფუ! ეგ კიარადა,მარგანცოვკაც მოისპო და მაგას რას უშვრებოდნენ ვერ ვხვდები დღემდე |
Posted by: Baltimore 25 Jan 2010, 01:24 | ||
არაჩვეულებრივად შერჩეული სახელია. ბრავო! |
Posted by: rockataka 25 Jan 2010, 01:44 | ||
Dr_Zuzumbo
ყაყაჩოს თესლს ხარშავდნენ ათასგვარ ქიმიკატებში რაც ლეგალურად შეგეძლო გეყიდა და მაგ საზიზღრობას იკეთებდნენ ვენებში იაფი ჯდებოდა და თან კაიფიც კარგი ქონდა - "როგორც იძახდნენ" და შეჯდა მტელი ახალგაზრდობა |
Posted by: Snow Crash 25 Jan 2010, 01:56 |
Peppi მეც ვაცხობ ხოლმე, ოღონდ უფრო იოლად. ორივე ფენას ვაბრტყელებ ერთი და იმავე დაფაზე, რომ ზუსტად ერთი ზომის გამოვიდეს, მერე ერთმანეთზე ვადებ, ძეხვივით ვახვევ ცელოფანში და ვყინავ. |
Posted by: aranormaluri 25 Jan 2010, 02:10 |
rtuli რაღაცა უნდა მოგიყვე გუშინ ნამცხვარი ჩამეშალა, ადრე გამოვიღე ალბათ და ფორმიდან რომ გადმოვიღე დაიშალა. მერე ჩავდე სხვა ფორმაში, კარგად დავანამცეცე ბისკვიტი და თავიდან გამოვაცხე. რა თქმა უნდა დაიწვა ცოტათი, მაგრამ რახან შოკოლადის კექსი იყო ამიტომ დიდად არ ემჩნეოდა. მერე შენი რეცეპტის მიხედვით გადავწყვიტე შაქრის მინანქარი გამეკეთებინა. პროპორციები ავურიე ვიფიქრე მე ამდენი არ მინდათქო. ხოდა გამოვიდა მინანქარი კი არა კანფეტი. ძლივს იკვნიტებოდა. ყველაზე ცუდი ის იყო რომ დაბ. დღეზე უნდა წამეღო. წავიღე მაინც. |
Posted by: rtuli 25 Jan 2010, 02:20 | ||
aranormaluri
რაქნეს მასპინძლებმა მიირთვეს და გაქეს ძალიან საყვარელი ხარ ამას როცა ვხედავ სულ მეცინება: aranormaluri კაცები მახვევია ბუზებივით |
Posted by: Peppi 25 Jan 2010, 12:10 | ||||||
Dr_Zuzumbo
უშვებდნენ და მერე როგორ მაშIნ შემოსავლების სამინისტროში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს . . "ოპტავიკები" დაიჭირეს რამდენიმე, დიდ ფულს აკეთებდნენ .. ნარკომანები კი დიდი რაოდენობით ხარშავდნენ, და რაღაც "ნაგავი" კი გამოდიოდათ . . Snow Crash
ხო, თუ არ გაყინე არ გამოვა ისე, არაფერი . . არ დაიჭრება ლამაზად არც ჩემია რთული, მემგონი ჩემი რეცეპტი არ წაგიკითხია rtuli
მაგისგან ასაფეთქებლები მზადდება, თუმცა რაღაც კიდევ უნდა , რუსთაველები არიან მაგაში დასპეცებულები, იქვნენ . . Baltimore გაიხარე |
Posted by: tasikuna-taso 25 Jan 2010, 12:56 | ||
გმადლობთ |
Posted by: rtuli 25 Jan 2010, 13:03 | ||
Peppi
რატომ გოგო,რატომ იყვნენ ,მე აქ რისთვის ვარ,მარგანეცის ტექნოლოგი ვარ,მადანოდან დაწყებული მზა პროდუქციით დამთავრებული ,ძილში რომ მკითხო გიპასუხებ რა და როგორ .ოღონდ ვისღა სჭირდება მზა პროდუქცია+სპეციალისტები, პირდაპირ საბადოდან ამოღებული იყიდება. ჰო თემას გადავუხვიე და მარგანცოვკას პირდაპირი დანიშნულებით ნარკუშები იყენებენ,აი რისტვის ,ანუ რა სტადიაზე ვერ ვხვდები.ჯანდაბა მაგათ ,დაგვიბრუნონ ჩვენი ყაყაჩოს თესლები,ნუ რათქმაუნდა საკონდიტრო,თუმცა ვფიქრობდი ჩემს დას მოვახარშინებ მეთქი პავიდლოსავით და ისე ცამომიტანოს ,მაგაზეც დაიჭერენ |
Posted by: Peppi 25 Jan 2010, 13:40 | ||
rtuli
მე ბავშვები ვიგულისხმე, ასაფეთქებლებს ვინც ამზადებდნენ ეჰ, პროფესიონალი და სპეციალისტი რაში სჭირდებათ, რამეში, როო? |
Posted by: n_j 25 Jan 2010, 16:52 |
ფუნთუშები 1,5 ჩ.ჭ თბილ რძეში გავხსნათ 1-2 ს.კ საფუარი და ცოტა ფქვილი(საერტო რაოდენობიდან, სულ საჭიროა დაახლოებით 350-400გრამი) ეს რომ აფუვდება, დავამატოთ 1-2(ზომას გააჩნია) კვერცხი და 80 გრამი კარაქი, გამდნარი, ნახევარი ჭიქა შაქარი, ვანილი(ლიმონის ან ფორტოხლის ცედრაც შეგიძლია) და დარჩენილი ფქვილი. ცომი უნდა იყოს ნაზი, შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში. რომ გაფუვდება გავაკეთოთ პატარა ბურთულები და ერთმანეთთან ახლოს დავაწყოთ გამოსაცხობ ფორმაში. დავტოვოტ ცოტა ხანი ასაფუებლად შემდეგ კი გამოვაცხოთ. თავზე კვერცხის წასმა და რამის მოყრა არ არის აუცილებელი მაგრამ სასურველია, ასევე შეგიზლიათ გული ჩაუდოთ რამე ხილი, ალუბალი, მარწყვი, გარგარი, მოცვი, მოცხარი და სხვა ფოტოები იხილეტ აქ http://forum.ge/?f=82&showtopic=34057480&st=1155 |
Posted by: aranormaluri 25 Jan 2010, 23:27 | ||
rtuli
არა რა მაქეს, დაიხოცნენ სიცილით. კბილებზე აეკროთ ის მინანქარი და ატყდა ამბები. მე თავიდან ხმა არ ამოვიღე, იქნება არც ისეთი ცუდიათქო, მარა ვის რას გამოვაპარებდი რო არ მომეყოლა არ შეიძლებოდა რა. |
Posted by: Baltimore 26 Jan 2010, 01:25 |
როდესაც კექსს ზედაპირი ასე უსკდება, ხომ არ იცით, რითია გამოწვეული და რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ასეთი რამ არ მოხდეს? მერე უკვე დაჭრილს კი ძალიან არ ეტყობა ეს დამსკდარი ზედაპირი, მაგრამ, მაინც არასასურველია. http://img64.imageshack.us/i/dsc00810r.jpg/ http://img177.imageshack.us/i/dsc00807mw.jpg/ |
Posted by: Peppi 26 Jan 2010, 02:04 | ||
Baltimore
არ ვისი, მაგრამ მაფინებს და პატარა კექსებს თავი რომ ამოდით და უსკდებათ - ეგ კარგობის ნიშანია და გემრიელიცაა, კარგად დაბრაწული |
Posted by: natka-q 26 Jan 2010, 11:52 |
გუშინ ვჭამე ბეზეს ტორტი, საკმაოდ გემრიელი იყო, მაგრამ ბეზე ნაკლებად ეტყობოდა, ჩAმდნარი იყო რაღAცნაირად. იქნებ, თუ არ დაგეზარებათ რასაკვირველია, ბეზეს ტორტის გამოცდილი ვარიანტი დამიწეროთ, ოღონდ, ბეზე რომ არ გაქრეს კრემის წასმის შემდეგ ისეთი. ბეზეს გაკეთების აუაუს, რთულის და ნანანა-ს ვარიანტები ვიპოვე, მაგრამ ტორტს ბეზეს გარდა კრემიც ხომ სჭირდება და როგორი კრემი უნდა გამოვიყენო?! + ბისკვიტს დანამვა უნდა ალბათ და რითი მოუხდება დანამვა?! |
Posted by: tos-ka 26 Jan 2010, 12:49 |
natka-q ბეზეს რომ გამოაცხობ, ერთი დღე მაინც უნდა ადროვო რომ მერე ტორტში არ ჩაგიდნეს. თუმცა მგონი ჩვენ სხვადასხვა რამეზე ვსაუბრობთ. თუ დამიკონკრეტებ ბეზეს ტორტი გინდა თუ ბეზეიანი ტორტი, ეგებ შევძლო და დაგეხმარო |
Posted by: miau 26 Jan 2010, 13:10 | ||||
natka-q
+1 ნაღების კრემსაც ვუხდენ, შედედებული რძის კრემის სხვადასხვა ვარიანტსაც და ნაღებდამატებულ ქოქოსის რძის კრემსაც, გააჩნია რა გინდა. |
Posted by: natka-q 26 Jan 2010, 13:19 |
tos-ka ბეზეიანი ტორტი მინდა ძAაალიააან. ე.ი. ამაღამ გამოვაცხობ ბეზეს, რომ ხვალ უკვე ტორტი ავაწყო. miau ალბათ, შედედებული რძის კრემი იქნება ჩემთვის ყველაზე ოპტიმალური. |
Posted by: tos-ka 26 Jan 2010, 13:34 |
natka-q გასაგებლარია. მაშინ მასე ჯობია. ჯერ ბეზე გამოაცხე და მეორე დღეს - ტორტი კრემი - ბეზეში გამოყენებული კვერცხის გულებით რომ გააკეთო არ გინდა? ცოტა საწვალებელი კი არის, მაგრამ უგემრიელესი. მე "ირისკა"-ს ვამატებ ხოლმე და ოდნავ ხსნად ყავას. ორიგინალური არომატი აქვს. |
Posted by: S_H_I_N_Y 26 Jan 2010, 14:51 | ||
tos-ka ძალიან გთხოვ ეგ კრემი მასწავლე რაა
ძალიან მომინდა |
Posted by: dariala 26 Jan 2010, 15:09 | ||
მეც მინდა რაა, მეც მასწავლეთ ეს კრემი რაღაცა ძაალიან მაგარი რამე ჩანს |
Posted by: tos-ka 26 Jan 2010, 15:10 | ||
S_H_I_N_Y
კი, ბატონო, რა პრობლემაა ოღონდ სახლამდე უნდა მივაღწიო და რეცეპტიც მოვძებნო ეს ბეზეს ტორტის კრემია, "ირისკა" ჩემი ფანტაზიით დავუმატე და გაამართლა |
Posted by: miau 26 Jan 2010, 15:43 | ||||
Peppi
მეც მასე ვიცი ზოგადად კექსზე. წერია კიდეც რეცეპტებში - თავი უნდა გაუსკდესო. * * *
tos-ka რეცეპტს სანამ მოძებნი, გზად IV სართულზე შეიარე |
Posted by: Peppi 26 Jan 2010, 16:11 |
წავალ მე ახალ თემას გავხსნი . . პირველად ამ განყოფილებაშI შეიძლება? |
Posted by: miau 26 Jan 2010, 16:13 | ||
Peppi
მე კიდევ ამას დავხურავ. |