forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (11) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ანიმე/ Anime VOL.8
Joiner
Mars' sole survivor


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3099
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 20:18  #51674866      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
アニメ / Anime / ანიმე
user posted image

ანიმე - წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს . იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით.

ისტორია - ანიმეს XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილი ანიმაციის ხელოვნებაზე. პირველი, დღეისთვის ცნობილი ანიმე, შეიქმნა 1907 წელს. ის წარმოადგენს მოკლე, სამწამიან ჩანახატს მეზღვაურ ბიჭზე. თანდათან, ეს ხელოვნება დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში, რადგან შეზღუდული ბიუჯეტის, სასურველი გადასაღები მოედნების მიუწვდომელობის და დასავლური სტილის მსახიობების ნაკლებობის პირობებში, რეჟისორებს უჭირდათ ისეთი კინოფილმების გადაღება, რომელთა სიუჟეტი იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებას სცილდებოდა, ანიმაციის გამოყენებისას კი მხატვრებს და ანიმატორებს შეეძლოთ ნებიმიერი საჭირო სცენისა თუ პერსონაჟის შექმნა.

თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეძუკა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ლეგენდა“ და „მანგას ღვთაება“. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.

წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც სარგებლობდა პოპულარობით. განვითარებაში ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას, რომელიც მასზე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა და იმ დროისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში.

განმასხვავებელი ნიშნები - იაპონური ანიმაცია სხვა ქვეყნების ანიმაციისაგან პირველ რიგში სიუჟეტის ღრმა დამუშავებითა და შესრულების მაღალი ხარისხით განსხვავდება . ანიმეს უდიდესი ნაწილი იქმნება აუდიტორიის კონკრეტული ფენის მოთხოვნების გათვალისწინებით. დაყოფის კრიტერიუმებში შეიძლება შედიოდეს, როგორც მაყურებლის სქესი და ასაკი, ასევე მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ამ გზით არჩეული მეტაჟანრი შემდგომში გავლენას ახდენს ნაწარმოების სიუჟეტზე, იდეებზე და შესრულების სტილზეც კი.

ხატვის სტილი - ანიმეს ხატვის სტილზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, იხსენებენ პერსონჟების არაპროპორციულად დიდ თვალებს. სინამდვილეში ანიმეს პერსონაჟების თვალები გამოირჩევიან არა იმდენად სიდიდით, როგორც დეტალიზაციით, სახის სხვა ნაწილთან შედარებით. თვალებისაგან განსხვავებით, ცხვირი და პირი ტრადიციულად იხატება რამდენიმე ხაზის მეშვეობით, მაგრამ ხშირია გამონაკლისიც, მაგალითად ანიმე-ტრილერში „მონსტრი“ (Monster) გამოყენებულია პერსონაჟების „რეალისტური“ დიზაინი.

ანიმეს პერსონჟებს ხშირად აქვთ უჩვეულო ფერის თმები და ექსტრავაგანტული ვარცხნილობები. თავდაპირველად ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ მაყურებელს ადვილად შეძლებოდა რამდენიმე ერთმანეთის მსგავსად დახატული პერსონაჟის ერთმანეთისგან გარჩევა. ამჟამად კი, როცა ხატვის ხარისხი შედარებით მაღალია და პერსონაჟები დამუშავებულია წვრილმან დეტალებამდე, ეს უფრო ტრადიციის საკითხია, ვიდრე საჭიროების. ამას გარდა, თმების ფერი ხშირად ასახავს პერსონაჟის ხასიათს და ფსიქოლოგიას. მაგალითად, თმაწითელი პერსონაჟები ხშირად ცხარე ხასიათით გამოირჩევიან, ლურჯთმიანები კი — პირიქით. ღია ფერების თმები, ასევე პერსონაჟის უცხოური წარმოშობის ნიშანი შეიძლება იყოს, რადგან იაპონელებს ძირითადათ მუქი თმები აქვთ.

ემოციების გადმოსაცემად ანიმეში ტრადიციული მეთოდების — სახის გამომეტყველების და ხმის ცვლილების გარდა გამოიყენება სხვა ხერხები, რომლებიც ხშირად ჰიპერტროფირებული და კომედიურია — მაგალითად, გაბრაზებულ პერსონაჟს შეიძლება თვალებში ცეცხლი აენთოს, სხვა პერსონაჟის სულელურ ან უდროო კითხვის ან მოქმედების საპასუხოდ თავის ზემოდ ან გვერდზე გაუჩნდეს ოფლის გიგანტური წვეთი (ეს ანიმეს ყველზე ცნობილ სტერეოტიპადაც კი იქცა), შოკირებული პერსონაჟი შეიძლება ქვად გადაიქცეს დ. ა. შ.

ცალკე აღსანიშნავია ხატვის სტილი რომელსაც „ჩიბი“-სტილი (იაპონ. ちび), ან SD-სტილი (Super Deformed — სუპერ-დეფორმირებული) ეწოდება. ამ სტილის გამოყენებისას პერსონაჟებს არაპროპორციული თავებით და განსაკუთრებით დიდი თვალებით ხატავენ. ეს ხატვის სტილი ხშირად კომედიურ სიტუაციებში გამოიყენება, როცა საჭიროა მოქმედების კომედიურობის და პაროდიულობის ხაზგასმა. თუმცა არსებობს ამ სტილში დახატული მთელი სერიალები, ამ შემთხვევაში „ჩიბი“-სტილი მოწოდებულია გამოიწვიოს მაყურებლის სიმპატია „თეთრ და ფუმფულა“ პერსონაჟების მიმართ.

მუსიკა და გახმოვანება - როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე ანიმეშიც ემოციების გადმოსაცემად და მაყურებელის ხასიათზე ზემოქმედებისათვის აქტიურად გამოიყენება ხმა და მუსიკა. ანიმეს ტრანსლაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოიცემა ამ სერიალის საუნდტრეკები და ხშირად ისინი კონკურენციას უწევენ მომღერალთა ტრადიციულ მუსიკალურ ალბომებს. ამიტომ, ანიმესთვის სიმღერების შესასრულებლად და მუსიკის დასაწერად უმთავრესად ცნობილ ჯგუფებს და კომპოზიტორებს იწვევენ.

ფილმის (ან სერიის) დამწყები და დამასრულებელი სიმღერები ნაწარმოების „სავიზიტო ბარათია“ და მათ ჩვეულებრივ ცნობილი პოპ-მუსიკოსები და ჯგუფები ასრულებენ. ორივე კომპოზიცია ნაწარმოების განუყოფელი ნაწილია — დამწყების მიზანია შეუქმნას მაყურებელს შესაბამისი განწყობა სერიალის ყურებისათვის, აგრძნობინოს, თუ რას უნდა ელოდოს სერიალისაგან. დამასრულებელი კომპოზიცია ხშირად დამწყებზე უფრო წყნარია, მისი მიზანი სერიის შედეგების შეჯამებაა.

ანიმეს საუნდტრეკებისათვის დამახსიათებელია ისეთი მოვლენა, როგორიცაა „თემატური მუსიკა“ — როდესაც რაიმე მოვლენისას ან რომელიმე პერსონაჟის მოქმედებისას ისმის შესაბამისი მუსიკა. მაგალითად, მუსიკა რომელიც ისმის ბრძოლების განმავლობაში შეიძლება იყოფოდეს ბრძოლის ადგილმდებარეობის მიხედვით — თუ ბრძოლა მიმდინარეობს ტყეში — მუსიკა ერთია, თუ ქალაქში — მეორე. ან შეიძლება იყოფოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი პერონაჟი მონაწილეობს ბრძოლაში (ამის კარგი მაგალითია სერიალი „Mai HiME“ — მასში ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი საკუთარი თემა, რომლებიც ამ პერსონაჟების ბროლისას ისმის).

მსახიობები, რომლებიც ანიმეს ახმოვანებენ იაპონური სახელით „სეიუ“ არიან ცნობილები. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, იაპონიაში ეს პროფესია საკმაოდ პოპულარულია და განვითარებული, რის გამოც ანიმეს გახმოვანება სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმების გახმოვანებასთან შედარებით მაღალი ხარისხით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ბევრი სეიუ ასევე ცნობილია თავისი საესტრადო მოღვაწეობით, მაგალითად ერთ-ერთი პოპულარული სეიუ, მაგუმი ჰაიასიბარა, რომელსაც ორმოცდაათზე მეტი ანიმე აქვს გახმოვანებული, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია, ამასთან მსახიობი და რამდენიმე ცნობილი ფირმის „სახე“.

ჩვეულებრივი საუნდტრეკების გარდა, ხშირად გამოიცემა სპეციალური ალბომები, რომლებიც მაგალითად, ცალკეული პერსონაჟებისადმია მიძღვნილი — ამ ტიპის ალბომებში შედის რამდენიმე სიმღერა, რომლებსაც ამ პერსონაჟის გამხმოვანებელი სეიუ ასრულებს, რის შედეგადაც მსმენელს უჩნდება გრძნობა რომ სიმღერები პერსონაჟს ეკუთვნის. ამ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად სიმრერები ხშირად შერჩეულია პერსონაჟის ხასიათის და გემოვნების გათვალისწინებით. ასევე ამ დისკებზე შეიძლება იყოს ინტერვიუების პერსონაჟების სეიუებთან, პერსონაჟის მიერ წარმოთქმული მონოლოგები დ. ა. შ. ამის გარდა ხშირია აუდიო დამატებები სერიალისათვის — მოკლე რადიო-წარმოდგენები, სერიალის პერსონაჟების მონაწილეობით, რომელებიც ხშირად კომედიური ხასიათისაა და ნაწარმოების მთავარ სიუჟეტთან არაა დაკავშირებული.

სიუჟეტი და ჟანრები - ანიმე არსებობს ნებისმიერი ჟანრის, რომელიც კი შეიძლება შეგვხვდეს სხვა ნაწარმოებებში, იყოს ეს კომედია, დრამა სათავგადასავლო ჟანრი თუ ეროტიკა. ანიმეს უდიდესი ნაწილი შეიცავს რამდენიმე ჟანრის და თემატური ელემენტის ნარევს, რის გამოც მისი ზუსტი კლასიფიკაცია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ერთის შეხედვით მსუბუქი, კომედიური სიუჟეტი შეიძლება მძიმე დრამაში გადაიზარდოს, და პირიქით, თითქმის ყველა ანიმეს ახასიათებს ის, რასაც ხშირად „კომედიის ელემენტებს“ უწოდებენ.

უმეტეს შემთხვევებში, სხვადასხვა ჟანრები მაინც ახდენენ გავლენას სიუჟეტის მიმდინარეობაზე, რაც კარგად ჩანს ე. წ. „შიონენ-ედვენჩერ“-ის (სათავგადასავლო ფილმი ბიჟებისათვის) მაგალითზე. ამ ჟანრის ნაწარმოები ძირითადათ შემდეგნაირად ვითარდება: ფილმის უდიდესი ნაწილის განმავლობაში მთავარი გმირი აგროვებს მეგობართა გუნდს, სწავლობს ბრძოლის ახალ ხერხებს და გზადაგზა წყვიტავს მცირე პრობლემებს, რათა საბოლოოდ დაამარცხოს ძლიერი და სახიფათო მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ სერიალი მთავდება, ან ჩნდება სხვა, უფრო ძლიერი მოწინააღნდეგე, რომლის დასამარცხებლად გმირს ყველაფრის თავიდან გამეორება უხდება. თითოეულ ასეთ ციკლს „არკა“ (ინგ. Arc) ეწოდება. ამ ჟანრის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება „ნარუტო“ (Naruto), ან „ბლიჩი“ (Bleach) მივიჩნიოთ.

აუდიტორიის მიხედვით
კოდომო (იაპ.子供, Kodomo) — ანიმე ბავშვებისათვის. მაგალითად: Pokemon, Doraemon.
სეინენ (იაპ.青年, Seinen) — ანიმე მამაკაცებისათვის. მაგალითად: Cowboy Bebop. Maison Ikkoku, Kaiji , Monster .
შონენი (იაპ.少年, Shōnen) — ანიმე ბიჭებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Bleach, One Piece, Naruto .
შოჯო (იაპ.少女, Shōjo) — ანიმე გოგოებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Fruits Basket, Kare Kano.
ჯოსეი (იაპ.女性, Josei) — ანიმე ქალებისათვის. მაგალითად: NANA, Nodame Cantabilie.

თემატიკის მიხედვით
ბიშონენი (იაპ.美少年, Bishōnen) — იაპონურად „ლამაზ ბიჭს“ ნიშნავს, და ]გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Fushigi Yūgi, Trinity Blood.
ბიშოჯო (იაპ.美少女, Bishōjo) — იაპონურად „ლამაზ გოგოს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Magic Knight Rayearth.
მაჰო–შოჯო (იაპ.魔法少女, Mahō Shōjo) — „ჯადოქარი გოგოები“. ანიმე მაგიური ძალის მქონე გოგოზე/გოგოებზე. მაგალითად: Sailor Moon, Mahou Shoujo Lyrical Nanoha.
მაჰო–შონენ (იაპ.魔法少年, Mahō Shōnen) — „ჯადოქარი ბიჭები“. მაქო-შოუჯოსაგან განსხვავებით, აქმ ჟანრის ანიმეში მაგიურ ძალას ბიჭები ფლობენ. მაგალითად: Shaman King, YuYu Hakusho.
მექა (Mecha) — ანიმე გიგანტური რობოტების (ან რამე სხვა მექანიკური მოწყობილობების) შესახებ. მაგალითად: Mobile Suit Gundam, Evangelion.
სენტაი/სუპერ სენტაი (იაპ.戦隊, Sentai) — ანიმე რომელშიც მოყოლილია პერსონაჟების/სუპერგმირების მუდმივი ჯგუფის შესახებ, რომელიც იბრძვის რამის ან ვინმეს წინააღმდეგ. მაგალითად: Cyborg 009.
სპოკონი (იაპ.スポ根, Spokon) — ანიმე ახალგაზრდა სპორტსმენებზე და მათ სპორტულ კარიერაზე. მაგალითად: Hikaru no Go.
ჰარამხანა (Harem) — პერსონაჟების ურთიერთობს ფორმა, როცა მთავარ გმირს ახლავს საპირისპირო სქესის რამდენიმე სხვა პერსონაჟი. მაგალითად: Love hina, Ai Yori Aoshi.

რომანტიკული ჟანრები
ეჩჩი (იაპ.エッチ, ecchi) — ეროთიკის ელემენტების მქონე ანიმე. მაგალითად: He Is My Master.
იაოი (Yaoi) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე მამაკაცთა შორის. მაგალითად: Okane ga nai, Sensitive Pornograph.
იური (იაპ.百合, Yuri) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე ქალთა შორის. მაგალითად: Strawberry Panic!.
შონენ–აი (იაპ.少年愛, Shōnen-ai) — ანიმე მამაკაცთა შორის სიყვარულზე. იაოისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Loveless.
შოჯო–აი (იაპ.少女愛, Shōjo-ai) — ანიმე ქალთა შორის სიყვარულზე. იურისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Yami to Bōshi to Hon no Tabibito.
ჰენტაი (იაპ.変態 ან へんたい, Hentai) — იაპონურად „გარყვნილს“ ნიშნავს და პორნოგრაფიული ანიმეს აღსანიშნავად გამოიყენება. მაგალითად: Bible Black, Immoral Sisters.

ფორმატები
როგორც ნებისმიერი სხვა კინოპროდუქცია, ანიმე იქმნება მისი შემდგომი გავრცელების ფორმატის გათვალისწინებით და ის შეიძლება იყოს განკუთვინილი საჩვენებლად ტელევიზიით, კინოთეატრებში ან გაიყიდოს ვიდეოკასეტებზე და DVD-ზე. გავრცელების ფორმატი გავლენას ახდენს როგორც ნაწარმოებების ხანგრძლიობაზე, ასევე მათ ბიუდჟეტზე რაც ხშირად პირდაპირ მოქმედებს ანიმეს საბოლოო ხარისხზე. მაგალითად ერთნაირი ბიუდჟეტით გადაღებული 26 სერიან სერიალს სავარაუდოთ ბევრად უარესი ხარისხის ანიმაცია ექნება, ვიდრე სრულმეტრაჟიან ფილმს, თუმცა ხშირია გამონაკლისებიც.

საწყისი ფორმატის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ნებისმიერი ანიმე აუცილებლად გამოდის DVD-ზე. ამ დროსთვის სტუდია ჩვეულებრივ ასწორებს პირველი ტრანსლაციის დროს დაშვებულ შეცდომებს, ზოგ შემთხვევებში კადრის ფორმატი იცვლება 16:9ზე, ხშირად ნაწარმოებს ემატება დამატებითი სერიები, განსაკუთრებით თუ მისი ტრანსლაციიდან შედარებით მცირე დროა გასული.

ტელესერიალი (TV) — ანიმე, რომელიც შედგება მოკლე 22-24 წუთიანი სერიებისაგან და განკუთვნილია ყოველკვირეული ტელეტრანსლაციისათვის. სერიის ხანგრძლიობა განპირობებულია იმით, რომ სარეკლამო ბლოკთან ერთად მან უნდა შეადგინოს სატელებიზიო ბლოკის სტანდარტული დრო — ნახევარი საათი. ხანდახან შეიძლება შეგვხდეს 12 წუთიანი სერიებიც (ბლოკის ნახევარი) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში 3-5 წუთიანი სერიები — უმრავლეს შემთხვევებში ისინი რომელიმე კომპანიის მიერაა შეკვეთილი რაიმე პროდუქციის სარეკლამოდ და შესაბამისად რეკლამისათვის განკუთვნილ დროს გადის.

ტელესერიალი იყოფა სეზონებად რომელთა ხანგრძლიობაა 26 სერია, რაც ტრანსლაციის ნახევარ წელს შეადგენს. რა თქმა უნდა, ხშირია უფრო მოკლე (13 სერია, სეზონის ნახევარი) და ბევრად უფრო გრძელი (300+ სერია) სერიალებიც, მაგრამ ისინიც ტრადიციულად 26 სერიან „სეზონებად“ იყოფა. სეზონები შეიძლება ტრანსლირებული იქნას როგორც მიყოლებით (მაგალითად სერიალი Mobile Suit Gundam SEED რომლის ხანგრძლიობა 52 სერიას, ანუ 2 სეზონს შეადგენს), ასევე გარკვეული შესვენებით (მაგალითად სერიალი Code Geassის პირველი სეზონი 2007 წლის ივლისში გამოვიდა, მეორე სეზონი კი 2007 წლის ზამთრისთვისაა დაგეგმილი).

OVA (ინგლ. Original Video Animation) — ანიმე რომელიც სპეციალურადაა შექმნილია ვიდეოკასეტებზე ან DVD-ზე გასავრცელებლად. ასეთი ანიმეს ხანგრძლიობა ერთიდან ექვს სერიამდე მერყეობს და თითო სერიის ხანგრძლიობა შეიძლბა იყოს 25 წუთიდან (უკანასკნელ დროს გამოშვებული ანიმე) ერთ საათამდე და მეტიც (80-ან წლებში გამოშვებული ანიმე).

OVA შეიძლება გამოშვებული იყოს სატელევიზიო სერიალზე მუშაობის დაწყების წინ, აუდიტორიის რეაქციის დასადგენად ან პოპულარული სერიალის დამთავრების შემდეგ — დამატებითი შემოსავლის მისაღებად ან ფანების მოთხოვნით. კარგი მაგალითია მანგა Ah, My Goddess!ის ეკრანიზაცია — 1991 წელს ის ჯერ 5 სერიანი OVA-ს ფორმატში გამოვიდა ეკრანებზე, 14 წლის შემდეგ კი, 2005 წელს შედგა სატელევიზიო სერიალის პირველი სეზონის პრემიერა. ეს სერიალი გამოირჩეოდა კიდე იმით, რომ მისი ხანგრძლიობა 24 სერიას შეადგენდა, დარჩენილი 2 კი გამოვიდა მხოლოდ DVD დისკებზე, რამაც ავტომატურად გადაიყვანა ისინი OVA-ს ფორმატში.

დამწყები სტუდიები ხშირად იწყებენ კარიერას OVA-ს გამოშვებით, რადგან მისი გადაღება საკუთარი სახსრებით შეუძლიათ და იმედი აქვთ მიიქციონ აუდიტორიის და პროდიუსერების ყურადღება. ასე, მაკოტო შინკაის კარიერა დაიწყო სახლის კომპიუტერზე დახატული 30 წუთიანი OVA-თი და ამ ამ დროისთვის ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ანიმატორად ითვლება.

ფილმი — ანიმე, რომელიც კინოთეატრებში საჩვენებლადაა განკუთვნილი. როგორც წესი, ესაა სრულმეტრაჟიანი ანიმე, რომლიც ანიმაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ფილმი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც დასრულებულ ნაწარმოებს ასევე იყოს რაიმე სხვა სერიალის დამატება (spinoff). მაღალი ხარისხის ანიმაციის მიუხედავად, ფილმებს რომლებიც პოპულარული სერიალების დამატებებს წარმოადგენენ, ხშირად აქვთ ორიგინალურ სერიალზე ბევრად უარესი სიუჟეტი, რადგან უმრავლეს შემთხვევებში მათ სცენარს წერს გამომშვები სტუდიის სცენარისტი, და არა ორიგინალური ნაწარმოების (მანგის, წიგნის, რანობეს) ავტორი.

ONA (ინგლ. Original Network Animation) — ანიმე, რომელიც ინტერნეტში გასავრცელებლადაა შექმნილი. ამ დროისთვის, ესეთი ანიმეები საკმაოდ ცოტაა რაც განპირობებული არის იმით, რომ უკანასკნელ დრომდე მაღალი ხარისხის ვიდეოფაილების გავრცელება ინტერნეტის საშუალებით საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

სასარგებლო ლინკები :

http://myanimelist.net/
http://anidb.net/perl-bin/animedb.pl?show=main
http://animea.net/
http://www.animetake.com/
http://bakabt.me/
http://tokyotosho.info/
http://nyaa.eu/
https://nyaa.si

Watch online საიტები :
http://www.animefreak.tv/
http://www.animeultima.tv//
http://www.anime44.com/
http://uzumaki.kz/ ( რუსულ ენოვანი )

ფორუმები :

http://www.anime.ge/ - პირველი და ყველაზე კარგი ქართული ანიმე ფორუმი
http://www.gaiaonline.com/forum/anime-manga-comics/f.3/ ( ერთერთი ყველაზე დიდ კომუნითიანი ფორუმი ( Leonhart შენი ხათრით ზმი user.gif ) )
http://boards.4chan.org/a/

TOP 10

gon1 159
ritchie 101
Crow1 87
moodyman 84
Joiner 66
HTC-エド 63
Magicman Gio 60
Harrison Stafford 53
MRlurch 52
Leonhart 52


წინა თემები:

პირველ ნაწილი - Anime / ანიმე
მეორე ნაწილი - アニメ / Anime / ანიმე VOL.2
მესამე ნაწილი - ანიმე/ Anime VOL.3
მეოთხე ნაწილი - ანიმე/ Anime VOL.4
მეხუთე ნაწილი - ანიმე/ Anime VOL.5
მეექვსე ნაწილი - ანიმე/ Anime VOL.6
მეშვიდე ნაწილი - ანიმე/ Anime VOL.7



--------------------
It's not the answers that matter, it's the questions.
gon1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2221
წევრი No.: 201795
რეგისტრ.: 2-May 15

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 21:03  #51675105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Joiner
up.gif
QUOTE
gon1 159

ჰმმ არ ვიცოდი
აბაააააააააააააააააააა ახალი ანიმეებეეეეეეეეეეეეეეეეე კაი ანიმე





--------------------
Atleti! Atleti! Atleti! Atletico De Madrid!
Aupa Atleti

America: 9/11 never forget
Brazil:7/1 never forget
baggins
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6104
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 22:55  #51675832      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რამე სერიოზული და ლამაზი ანიმე მირჩიეთ rolleyes.gif

Fune wo Amu ნანახი აქვს ვინმეს? როგორია?

This post has been edited by baggins on 15 Nov 2017, 23:01


--------------------
- "Can a man still be brave if he's afraid?"
-"That is the only time a man can be brave."
© Game of Thrones
Realism4Life
კედელი აბოროტებს!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4479
წევრი No.: 123450
რეგისტრ.: 8-November 10

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 22:59  #51675861      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბერსეკერს ველოდები და ტიტანების მანგას ვაგრძელებ, დანარჩენი ჩემი ანიმე ოდისეა დასრულებულია user.gif


--------------------
ცხოვრება უსამართლოა შვილო. რაც უფრო მალე მიხვდები ამას, მით უფრო მალე გაგიადვილდება მასთან შეგუება.
რატომ უნდა იყო 1 პიროვნება, როცა შეგიძლია იყო მრავალი?
ძაან გაუგებრობაა და ჩამოვიდეს ქრისტე მეორედ და აგვიხსნას რა ჯანდაბაა ეს პოსტდმოდერნი და როგორ ვიცხოვროთ. (c) Pioneer
Rhaegar
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2047
წევრი No.: 121864
რეგისტრ.: 1-October 10

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 23:06  #51675914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვა, გილოცავთ ახალ თემას. bis.gif ბიბოპის პოსტერს მივესალმები. yes.gif

---------
გუშინ Fullmetal Alchemist-ის დაწყება ვცადე და არ მიმიზიდა, კიდევ რამდენიმე სხვა ანიმეს ვერ შევყევი. აღმოვაჩინე, რომ ყველა შონენ ჟანრი იყო, რაც, ეტყობა, ჩემთვის აღარაა.

ისევ სეინენს მივაწვები. up.gif


--------------------
The things you think you own, own you.
Joiner
Mars' sole survivor


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3099
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 23:08  #51675923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
baggins
ვიზუალურად ყველაზე გამორჩეული შინკაის ფილმებია.
https://myanimelist.net/anime/16782/Kotonoha_no_Niwa
https://myanimelist.net/anime/32281/Kimi_no_Na_wa
https://myanimelist.net/anime/433/Kumo_no_M...kusoku_no_Basho
https://myanimelist.net/anime/1689/Byousoku_5_Centimeter

მიაზაკის და ზოგადად გიბლის ფილმები.

ასევე
https://myanimelist.net/anime/1034/Ouritsu_...mise_no_Tsubasa
https://myanimelist.net/anime/2154/Tekkon_K...eet?q=tekkon%20
https://myanimelist.net/anime/2418/Stranger__Mukou_Hadan

Kara no Kyoukai (ფილმების სერიაა. სასურველია შემდეგი ქრონოლოგიით ნახვა 2, 4, 3, 1, 5, 6, 7)
gon1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2221
წევრი No.: 201795
რეგისტრ.: 2-May 15

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 23:16  #51675983      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
baggins
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6104
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09

გამოგზავნილია: 15 Nov 2017, 23:25  #51676040      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Joiner @ 15 Nov 2017, 23:08 )
https://myanimelist.net/anime/1034/Ouritsu_...mise_no_Tsubasa



ეს არ მაქვს ნანახი, შევხედავ. არიგატო

ასეთი დარქიც არ მინდა. user.gif
QUOTE
Kara no Kyoukai (ფილმების სერიაა. სასურველია შემდეგი ქრონოლოგიით ნახვა 2, 4, 3, 1, 5, 6, 7)
HTC-エド
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2814
წევრი No.: 193148
რეგისტრ.: 28-October 14

გამოგზავნილია: 16 Nov 2017, 00:18  #51676382      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ

Black Clover-ს უყურებთ ?


--------------------
ეს ვიდეო კადრებად დაშლილი შუმერებმა ამოტვიფრეს ქვებზე და ჩქარა რო ჩაირბენდი ვიდეოს უყურებდი
© Internet_Contraband

......................................................
http://www.youtube.com/watch?v=GdZn7k5rZLQ&list=RDEMof1B_qVrAM-7fKd6KTmz6Q
Magicman
პირში ეტყვი?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5403
წევრი No.: 149108
რეგისტრ.: 17-May 12

გამოგზავნილია: 16 Nov 2017, 08:32  #51677213      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქს ფიქსს boli.gif

სერაფიმს ველოდები რატომღაც user.gif


--------------------
ადმინ შენი დედის მოსავალი გაანადგურა აზიურმა ფაროსანამ შე სირო შენ
© Jacques_Cousteau

ახალწელს მაგარი ნაშები გამეჩითენ ორნი კლუბში მარა ###ქალები ხოდა ორივე დავიკიდე და სახლში წყნარად მივანძრიე
© გეტო
Harrison Stafford
ReggaeON


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15655
წევრი No.: 133403
რეგისტრ.: 6-July 11

გამოგზავნილია: 16 Nov 2017, 17:18  #51679625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქს ფიქს boli.gif


--------------------
Visca Barça

#COYG

Allez Les Bleus
Rhaegar
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2047
წევრი No.: 121864
რეგისტრ.: 1-October 10

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 13:20  #51683433      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Legend of the Galactic Heroes ვინმეს ნანახი აქვს?

მეოთხე სერიამდე მივედი და უკვე გული მერევა გეი სცენებით. დავსერჩე, ვითომ Reinhard von Lohengramm და Siegfried Kircheis გეები არ არიანო, მაგრამ ძალიან ნერვებმომშლელია მაგათი მანერული დამოკიდებულება.

არადა იმედი მქონდა სუპერ სერიალს ვიწყებმეთქი.

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

* * *
მეოთხე სერიაში გამოჩნდა რომ არ არიან პიდარასტები, თუმცა ანიმეს ავტორებიდან რომელიღაცას აშკარად შიგააქვს.
Crow1
EL PSY CONGROO


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 208898
რეგისტრ.: 14-October 15

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 15:21  #51684045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Rhaegar
ბოკუ ნო პიკო ნახე up.gif


--------------------
Сон для слабаков !

"Птицей Гермеса меня называют,Свои крылья пожирая сам себя я укрощяю."

ადექი ეხლა ჩვენი ფბს მიმოწერები წაშლე
და დეაქტივაცია მიეცი ექაუნთს
ყველას უთხარი მასე ქნას რომ მთლიანად გაქრეს კვალი ©GamerSpawn*

3 pastaiani muteli myavs
prosta ver vtynavxolme © saba aurauri
Joiner
Mars' sole survivor


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3099
წევრი No.: 171605
რეგისტრ.: 10-August 13

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 15:23  #51684063      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Rhaegar
უმაგრესი ანიმეა. უბრალოდ ერთი ისაა რომ მაგის გაძლება მოგიწევს.
პ.ს იანგ ვენლი პატარა ბიჭთან ერთად ცხოვრობს.
Snow93
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 823
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 17 Nov 2017, 16:35  #51684472      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრე ვუყურებდი ჯეტიქსზე გადიოდა შინზო. იმ დღეს იუთუბზე წავაწყდი შემთხვევვით და ძალიან გამიხარდა biggrin.gif

ლექტორი მყავდა ერთი 50 წლის და წამოცდა ლექციაზე რომ უყურებს თურმე მოშნად რამდენიმეს biggrin.gif მომკალით და ახლა ვერ ვუმუღამებ ვერცერთს, ალბათ ვინც ფენტეზიზე გიჟდება იმათთვისაა განკუთვნილი
user posted image


--------------------
www.stalker.ge - Urban Exploration
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (11) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0277 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]