კიტიანაკლიაში?
დედულეთი მაქვს ახლო სოფელში.
მიშას დროს დაიწყეს მოწესრიგება და კურორტს დაამსგავსეს. ხალხმაც დაიწყო დასასვენებლად სიარული
სანაპირო მოეწყო, ერთი სასტუმროც აშენდა, მაგრამ ამითი მორჩა ყველაფერი ... და ეხლა (ჯამში), შუა გზაზე გაჩერებულ მშენებლობას წააგავს.
მთავარი პრობლემა ალბათ დასარჩენი ადგილის პოვნაა ზღვის სიახლოვეს.
ძირითადად ავტომობილებით დადიან ზუგდიდის და ამავე რაიონის ზღვისპირა სოფლების მაცხოვრებლები და სტუმრად (დასასვენებლად) მყოფი ადამიანები.
თვითონ ზღვა თხელია, გახვალ ასი მეტრის სიღრმეში და წყალი წელამდე გწვდება. ნაპირი მთლიანად ქვიშიანია და ზღვის სანაპირო ფსკერიც.
ქვებს პრაქტიკულად ვერ ნახავთ.
ბავშვიანი დედებისთვის იდეალური ადგილია.
p.s. გვერდითა (ენგურს გადაღმა) სოფელია განმუხური, აფხაზეთს ემიჯნება და იქ რადიკალურად განსხვავებული პლაჟია, სანაპირო ხრეშით და წყალი უცბად რო ღრმავდება. ანაკლიის პლაჟიდან საფეხმავლო, საკმაოდ ლამაზი ხიდი გადადის პირდაპირ განმუხურის პლაჟზე, სადაც უკეთესადაა მოწყობილი ინფრასტრუქტურა. აკვა პარკიცაა და ა.შ.
This post has been edited by spider77 on 21 Jul 2022, 07:55