"გიგა ოთხოზორიას მკვლელის ადგილსამყოფელის იდენტიფიკაციას შევძლებ" - ქართველი ჰაკერი
ქართველი ჰაკერი, ლუკა ფეიქრიშვილი, რომელმაც ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელის იდენტიფიცირება 8 წუთში შეძლო, "პირWელს" სკანდალურ ინფორმაციას აწვდის.
რა საფრთხის წინაშეა სოციალური ქსელის მომხმარებელი და შესაძლებელია თუ არა გიგა ოთხოზორიას მკვლელის ადგილსამყოფელის დადგენა, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "პირWელს" ჰაკერული ორგანიზაციის "umbrella" დამაარსებელი, ჰაკერი ლუკა ფეიქრიშვილი ესაუბრა.
- როგორც ვიცი, ოთხოზორიას მკვლელის იდენტიფიცირება სოციალურ ქსელში შენ მოახერხე. გავრცელა ინფორმაცია, რომ ის დაკავებული არ არის. მაინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი მისი ადგილსამყოფელის დადგენა?
- ოთხოზორიას მკვლელის სოციალური ქსელის ლინკის იდენტიფიკაცია, ფოტოები, დაბადების თარიღი, ადგილი, სახელი, გვარი - ეს ყველაფერი 8 წუთში გავაკეთე. თუ მომეცემა ის რესურსი და საჭირო ტექნიკა, რასაც მოვითხოვ, მე შევძლებ მისი ადგილსამყოფელის მიახლოებით იდენტიფიკაციას მაინც.
- რა რესურსია ამისთვის საჭირო?
- საჭიროა რამდენიმე ათეული კომპიუტერი, რამდენიმე ათეული გამოცდილი პირი და 24 საათიანი მონიტორინგი.
- რა დაინტერესება გაქვს, როცა არც სახელმწიფოსთან თანამშრომლობ და არც არავის პირადი ცხოვრებაში იჭრები, დაკვეთის შემთხვევაში მაინც?
- ჩემი ინტერესი არის სამართლიანობა. მინდა რომ ყველას თანასწორი უფლებები ჰქონდეს კიბერ სამყაროში. ამ თემას ნუ ეხუმრებით. თავის დროზე ობამამ არჩევნები ფეისბუქით მოიგო. არ მინდა ვინმე თავს იმის გამო იკლავდეს, რომ მისი პირადი ფოტოები მოიპარეს და გაავრცელეს!
- რა საფრთხის წინაშეა სოციალური ქსელის რიგითი მომხმარებელი?
- მათ არ აქვთ საკმარისი განათლება... როდესაც გინდა დაჯდე საჭესთან, ჯერ ხომ უნდა ისწავლო ტარება, რომ არ დაზარალდე და არ დააზარალო სხვა, ასეა ინტერნეტიც. მაგალითად, ინფიცირებულ ლინკებზე გადასვლით სათაურით "გადადი ლინკზე და მოიგე აიფონი" ეს ძირითადად "ფიშერია" ხოლმე და ასე შემდეგ. ამავდროულად, მათი არცოდნის გამო ისინი ხშირად თავის ნებით აბარებენ თავისივე ინფორმაციას უცხო პიროვნებებს, როდესაც ცნობისმოყვარეობის გამო, უცნობ "ლინკებზე" "აკლიკებენ"... თუ საფრთხეს ხელისუფლებისგან გულისხმობთ, მარტო იმას ვიტყვი, რომ კონტროლდება ყველა და ყველაფერი... პრობლემა კი იმაშია, რომ არც ხელისუფლებას სურს რაიმე გააკეთოს ამის შესაჩერებლად და თავადაც დიდი წვლილი მიუძღვის ამაში. ამის ფაქტები რეალურად არსებობს და მაქვს კიდეც! მე რომ ახლა თქვენ პირობითად შეგაგინოთ გლანძღოთ, მოგპაროთ ფოტოები და გამოვიყენო ცუდი მიზნებისთვის, ეს თურმე არ არის დანაშაული და ვერ მიჩივლებთ, ვერ გამასამართლებთ.
- რა რჩევას მისცემ სოციალური ქსელის მომხმარებლებს?
- ნუ გახსნით უცხო ლინკებს, გახსნამდე დააკვირდით ლინკის დაბოლოებას და დასაწყისს, ნუ გადახვალთ უცხო საიტებზე, ნუ დათანხმდებით უცხო პიროვნებას თქვენს ცხოვრებაში შემოჭრის შესახებ, ნუ ისაუბრებთ ინტერნეტში თქვენს ძალიან პირადულ თემებზე, ნუ გაავრცელებთ ინტერნეტით ცხოვრების ამსახველ დეტალებს, აკონტროლეთ თქვენს ქსელებში შემოსული IP მისამართები, გაფილტრეთ და იქნებით შედარებით დაცულნი...
http://pia.ge/show_news.php?id=69278&lang=geoრვა წუთშიო კარლ რვა წუთში ფბ ლინკი მედო ჰდ შიო