ამ ბოლო დროს სკოლის მიმართ ნოსტალგია დამჩემდა. ხშირად ვნახულობ ისეთ სიზმრებს, სადაც ისევ სკოლის მოსწავლე ვარ და კლასელებთან ერთად ვერთობი. სკოლის ფართებზე ვაჯაზებთ - ლექსენის, ბლექ აიდ ფის, ბრიტნის სპირსის და ა.შ. ჰიტებზე.
ასევე, სკოლის ბუფეტში ნაყიდი პერაშკები და ლობიანები მენატრება. მეორე მსოფლიო ომში ნამყოფი მერხები და ნახევრად დანგრეული კედლები და ე.წ შეშის ღუმელით გათბობილი საკლასო ოთახები.
ძალიან ვნანობ იმ ფაქტს, რომ სკოლაში დიდი დროს არ ვატარებდი. ხშირად ვაცდენდი გაკვეთილებს და ზოგჯერ არც დავდიოდი.
ჩემი ბებერი მასწავლებლებიც მომენატრენ, რომლებიც ჩემს მშობლებსაც კი ასწავლიდენ. ძალიან ვნანობ რომ ვაბრაზებდი მათემატიკის მასწავლებელს, რომელსაც კოკო ჯამბოს ვურთავდი გაკვეთილების დროს, ხოლო ფიზიკის გაკვეთილებზე მასწავლებელს ვცემდი
ისიც მომენატრა გოგოებთან დაჯდომას რომ მაიძულებდა მასწავლებელი და ისიც სკოლიდან რომ მრიცხავდენ.
განსაკუთრებით ჩემი კლასელები მომენტრენ, რომელთა უმრავლესობა ახლა რომ შემხვდეს, შეიძლება ვერც ვიცნო.
მხოლოდ ერთ ტიპს ვნახულობ და იმდენად მიხარია მისი ნახვა, რომ მინდა გულში ჩავიკრა.
გუშინ ბავშვები დავინახე როგორ მიდიოდენ სკოლაში და ვინატრე იმათ ადგილზე ყოფნა.
თქვენ არ გენატრებათ სკოლა ?