Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Apple > iMac


Posted by: ჰეისან 24 Dec 2012, 18:14
ამ თემაში ვისაუბრებთ iMac-თან დაკავშირებულ საკითხებსა და პრობლემებზე.

Posted by: Shechema 6 Jan 2013, 03:49
გამარჯობათ
მაქვს iMac 27 i7 3.4
და მინდა 5.1 საუნდ სისტემის დაყენება
ინტერნეტში ვნახე რაღაცეები და ეს რომ ვიყიდო გაუშვებს თუ იცით?
http://www.ebay.com/itm/Creative-Labs-SB-X-Fi-Surround-5-1-Pro-USB-/350685357162?pt=US_Sound_Cards_Internal_&hash=item51a679e46a
ვინ ერკვევა მაკებში კარგად დახმარება მჭირდება

Posted by: ჰეისან 6 Jan 2013, 03:52
Shechema
System Requirements: Microsoft Windows 7, Microsoft Windows Vista, Microsoft Windows XP Professional x64 Edition, Microsoft Windows XP SP2

Platform Compatibility: PC

ეჭვი მეპარება, რომ მაკზე წავიდეს...

Posted by: Shechema 6 Jan 2013, 04:01
ჰეისან

მაკზე პარალელურად Windows 7 იც დავაყენე და მეორე ვარიანტია მარტო კაბელი ვიყიდო თუ რომელი ჯობია ვეღარ გავიგე

Posted by: ჰეისან 6 Jan 2013, 04:23
Shechema
მარტო კაბელის ყიდვა რაღად გინდა? რაღაცას ვერ მივხვდი... თავისი კაბელი არ მოჰყვება მაგ Sound Card-ს?

ისე, თუ მაინც Windows-ს აყენებდი, Mac-ი რაღად გინდა მაშინ? biggrin.gif გაყიდე და ჩვეულებრივი კომპიუტერი იყიდე. ფულიც დაგრჩება...

Posted by: Shechema 6 Jan 2013, 14:34
ჰეისან

მაკიც მიყენია უბრალოდ ძლიერი სისტემაა და რამდენიმე თამაშის გამო დავაყენე პარალელურად ვინდოუსიც
რაც შეეხება საუნდკარტას ეგ არ მაქვს, მაქვს 5.1 დინამიკები და მინდა მივაერთო მაკზე და რომელი ვარიანტი ჯობია მაგას ვკითხულობ

Posted by: ZGMURTLI2 6 Jan 2013, 17:24
აუ ხალხო, დამეხმარეთ რა... დავაყენე iMac-ზე Windows და ახლა Linux-ზე როგორ გადავიდე? YouTube-ზე ვნახე Boot Camp გავუშვი და ახლა Windows-იდან მინდა უკან Linux-ზე გადასვლა. დამეხმარეთ კაცურად, PM-ში მომწერეთ. მადლობა წინასწარ.

Posted by: ჰეისან 6 Jan 2013, 19:03
QUOTE
ლინუკზე გადასვლა

ლინუკი რა არის?

Posted by: DaNGeR_DaNGeR 7 Jan 2013, 14:21
დღეს ჩამომივიდა სამსახურში ახალი iMac-ი, ძაან მიმზიდველია love.gif lol.gif


http://www.radikal.ru




http://www.radikal.ru



http://www.radikal.ru

Posted by: ჰეისან 7 Jan 2013, 15:37
DaNGeR_DaNGeR
ძალიან ლამაზია smile.gif მომილოცავს! მშვიდობაში მოიხმარე

Posted by: DaNGeR_DaNGeR 7 Jan 2013, 19:37
ჰეისან
QUOTE
ძალიან ლამაზია  მომილოცავს! მშვიდობაში მოიხმარე



გაიხარე smile.gif ფაქტია რომ ეფლს დიზაინში ბადალი არ ჰყავს smile.gif

Posted by: MOLA 7 Jan 2013, 20:04
DaNGeR_DaNGeR
არა მარტო დიზაინში ... ნუ არ გაგიტრუხებ მუღამს biggrin.gif დანარჩენს შენით ნახავ biggrin.gif

Posted by: Ar-Pharazôn 14 Jan 2013, 17:11
ძველო და ახალო მაკისტებო, გამარჯობათ!

მოკლედ, 1 კვირის წინ ახალი, გვიანი 2012-ის iMac შევიძინე, 27"-იანი, თუმცა საბაზო მოდელი, ანუ 2.9 GHz QuadCore 512 MB ვიდეომეხსიერებით (თამაშებს ვერ გაქაჩავს, თუმცა დაჟე Boot Camp-ის დაყენებას არ ვაპირებ, სამუშაოდ მჭირდება). დავუშვი შეცდომა და ვიყიდე თბილისში, "ჰამაკში" და 27"-იანები არ ჰქონდათ გაძლიერებული sad.gif ამას HDDRAM-ის და HD/Fusion Drive-ის გაზრდის პერსპექტივა აქვს და მაინტერესებს, სად შეიძლება ამის გაკეთება (ჰამაკში არ იციან).

ვიცი, ჯობდა გამომეწერა High-End მოდელი, მარა აწი გვიანია. მოკლედ, თქვენი რჩევა მჭირდება ძალიან.

Posted by: ჰეისან 14 Jan 2013, 17:22
Ar-Pharazôn
ჯერჯერობით, ეს ამომიგდო გუგული ბიძიამ

http://www.nbcnews.com/technology/gadgetbox/apples-fusion-drive-what-it-do-you-need-it-1C6626215

http://support.apple.com/kb/HT5446

ნამდვილად იცი რომ მაგ iMac-ს ორი დისკის ადგილი აქვს?

ახლა გავეცანი მაგ Fusion Drive-ის კონცეფციას და მაგრად არ მომეწონა იდეა. ერთი დრაივის ქვეშ აერთიანებს Flash Drive-ს და HDD-ს. ეგ არ მომწონს ზუსტად. მირჩევნია, რომ Flash Drive-ზე სისტემა ეყენოს, თავისი პროგრამებით, ხოლო HDD-ზე Storage მქონდეს გაკეთებული.

Posted by: Ar-Pharazôn 14 Jan 2013, 17:41
ჰეისან

კი, 27-იანი baseline არის. რაშიც მჭირდება, ჯერჯერობით იმაში უნდა გამომადგეს, უბრალოდ ვიდეოკარტაზე მწყდება გული (GeForce GTX 660M - თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ 512 მბ ვრამი რა უბედურებაა? თან 27-დიუიმიანისთვის. თან ეგ არ აფგრეიდდება sad.gif ) სხვა მხრივ, 1 ტბ-დან 3 ტბ-მდე ჰდდ-ს ან ფიუჟენის გაზრდის პრასვეტი და 8 გბ ჰჰდრამიდან 16-მდე ან 32-მდე (სერვერი არ მაქვს, ასე რომ ეს უკანასკნელი ციფრი არ მაინტერესებს). მოკლედ, ვინც ერკვევით მაკებში და მათ მუშაობის სპეციფიკაში - რა რესურსის ამოღება შეიძლება აქიდან? ძირითადად ხმაზე მიწევს მუშაობა (დამუშავება/მიდი/შიგადაშიგ ანალოგური ჩანაწერების კორექტირება) და გრაფიკაზე დიდი გართულება არ მაქვს, მაგრამ შიგადაშიგ ცივ 5-ზე და დიაბლო 3-ზე არ ვიტყოდი უარს tongue.gif

----

ჰამაკში ჯერ ბაიბურში არ არიან ფუიჟენ დრაივთან დაკავშირებით, როგორც მე მივხვდი (შეიძლება მეშლება), ყოველ შემთხვევაში გადამაგზავნეს ვაჟაზე რომ არის სხვა ავტორიზებული სერვის-ცენტრი იქ და რომ დავრეკე , იქაც არ იცოდნენ ახლების დააპგრეიდებასთან დაკავშირებით არაფერი ჯერჯერობით.

ფიუჟენზე არც მე მაქვს გართულება, ძველებური 3 ტბ ჰდდ-ც ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენებდა))

Posted by: ჰეისან 14 Jan 2013, 17:45
Ar-Pharazôn
ვიდეომეხსიერების გაზრდის შანსი რომ არ არის, ეგ ტეხავს. თამაშები შეგიძლია დაივიწყო. Boot Camp-ს თუ გამოიყენებ, ისიც SSD-ზე უნდა გაუშვა (თუ, რა თქმა უნდა, SSD-ს ჩადგამ პირველად ვინჩესტერად). ამ შემთხვევაში, SSD-ს ტევადობა არ უნდა იყოს 256 გიგაბაიტზე ნაკლები, რათა Windows-ს გამოუყო სადღაც 60 გიგაბაიტი და თამაშებში იგრიალო. მე ისიც არ ვიცი, შენს მიერ დასახელებული თამაშები Mac OS X-ისთვისაც არსებობს, თუ არა...

Posted by: Ar-Pharazôn 14 Jan 2013, 17:49
ჰეისან

სტარკრაფტ2-ის დემო გადმოვწერე და გაუშვა სტაბილურად ადგილობრივ დეფინიციაში. თანამედროვე თამაშებზე არც ვფიქრობდი. მე რაც დავასახელე თამაშები, ოფიციალურად არის მაკზე გამოშვებული. ბუტკამპის დაყენებას ამაზე არ ვაპირებ საერთოდ ))) ინფოს და მონაცემების შესანახად მინდა ძირითადად და მულტიმედიის დამუშავების ამბავში.


Posted by: Est 14 Jan 2013, 18:51
Ar-Pharazôn
http://www.crucial.com/store/mpartspecs.aspx?mtbpoid=06ED3C48A5CA7304
21-იანს Dual HDD-ს მხარდაჭერა არ აქ, 27-იანთან როგორაა საქმე არ ვიცი (მემგონი ამასაც არ აქ).

Posted by: Ar-Pharazôn 14 Jan 2013, 19:18
Ar-Pharazôn
21-იანებს HDD-ს საერთოდ არ უმატებენ მგონი. 27-იანებში მოსულა storage-ის და ოპერატიულის გაზრდაც. ეს უკანასკნელი ადვილია და ჰდდ-ს დამატება მგონი ჩვენებურ 'ავტორიზებულ' წარმომადგენლებს არ შეუძლიათ ჯერჯერობით

Posted by: ჰეისან 14 Jan 2013, 20:50
Ar-Pharazôn
შენი პრობლემა რაშია კონკრეტულად? გინდა დარწმუნდე, რისი ჩამატება შეგიძლია და რისი - არა? დავშალოთ შენი iMac-ი და ვნახოთ, რა სლოტები აქვს.

Posted by: Ar-Pharazôn 14 Jan 2013, 22:00
ჰეისან

ჯერჯერობით არ მაქვს პრობლემა. უბრალოდ მეგობრების რჩევებს არ დავუჯერე და 'ჰამაკში' ვიყიდე ყველაზე კარგი აიმაკის ყველაზე ცუდი ვერსია. იმან დამაგოიმა, რომ პრაისლისტში აქვთ მითითებული უკეთესი, მაგრამ რეალურად არ ქონდათ და არ იცოდნენ როდის ექნებოდათ(ბიუჯეტიც და დროც შეზღუდული მქონდა, შესაბამისად ჩამოტანის დღეს (ანუ წინა ოთხშაბათს მომიწია ყიდვა). აპარატის დაშლას ჯერჯერობით არ ვაპირებ, სანამ ავტორიზებული სპეციალისტისგან არ მივიღებ გარკვეულ ინფოს. ეს შეიძლება თვეების შემდეგ მოხდეს, მაგრამ მანამდე გამოვიყენებ როგორც შემიძლია

------

http://www.imore.com/new-imac-teardown-reveals-lots-adhesive-and-almost-no-end-user-upgrade-options

აგერ სტატია ახალი აიმაკის teardown-თან დაკავშირებით. არაა სუსტი ნერვების მქონე ადამიანისთვისო biggrin.gif

Posted by: Erskine 15 Jan 2013, 13:36
Ar-Pharazôn
დიაბლოს უპრობლემოდ წაიღებს ეგ კარტა, შეიძლება ახლა ულტრა სეთინგებზე ვერა მაგრამ მედიუმზე ძალიან უპრობლემოდ ითამაშებ.

Posted by: Ar-Pharazôn 15 Jan 2013, 18:01
Erskine

არ მიცდია დიაბლო, მაგრამ მეც ეგრე მგონია. მე სხვა რაღაც მაინტერესებს. მე მგონი ჰეისანი მართალი იყო და ამ მოდელისთვის ჰარდ დრაივის გაზრდა არ არის გათვალისწინებული საერთოდ და თქვენი, უფრო მცოდნე ხალხის აზრის მაინტერესებს - საუკეთესო მეთოდი რა იქნება ჰარდის ამბავში , ექსტერნალის უსბ-თი შეერთება, თუ დაველოდო სანამ ჩემნაირ მოდელებზე დაამუღამებენ ადგილობრივი მასტერები სსდ-ს ან ფიუჟენის ინტეგრირებას?

Posted by: ikasso 15 Jan 2013, 21:08
Ar-Pharazôn
მსგავსი ვარიანტიც შეიძლება

[IMG]http://9to5mac.files.wordpress.com/2012/01/elgato-thunderbolt-ssd.png[/IMG]

ყიდულობ 240-256GB-იან ექსტერნალ SSD [sic!] Thunderbolt drive-ს, თუ თვალში ცოტა უშნოდ გხვდება, სკოტჩით მიამგრებ აიმაკს ზურგზე givi.gif, გადაყრი სისტემას და პროგრამებს, ინთერნალ ჰარდ დისკი კიდე დანარჩეისთვის დაგრჩება. არ არის ეს იდეალური ვარიანტი, თან რაღაც უკუღმართობასთან იჭერ საქმეს, მაგრამ ალბათ გარკვეულ შეღავათს მაინც მოგცემს. ისე FUSION-ის "დანაწევრებაც" შეიძლება, ავტომატურად, თავის ჭკუაზე რომ არ გადაწყვიტოს რა სად წაიღოს. მაგრამ შენს შემთხვევაში, ნებისმიერი ინტერნალ-აფგრეიდი (მეხსიერების დამატების გარდა) და ფა-ფუ გარანტია! მემგონი არ ღირს, ერთი წელი მაინც. თან დაშლაც უფრო პრობლემატური გახდა. ადრე მაგნიტებზე მაინც იყო ეკრანი, ახლა წებოთია მიკრული. ჭორები დადის რომ მაგ წებოს მარტო კალიფორნიაში ხარშავენ ინდიელ შამანებთან ერთად და მერე აგზავნიან ჩინეთში თუ სადაც აწყობენ wink.gif

ჰეისან
დავით, როგორა ხარ? კითხვა უნდა დაგისვა:

წარმოიდგინე, შენ ან დიმიტრის ავტომატებით დაგადგნენ ვიღაც როჟები. მაკბუქები ჩამოგართვეს, დაემშვიდობეთო, მაკ პროებზე ლაპარაკიც ზედმეტია და ერთადერი ამ არჩევნის წინაშე დაგაყენეს: აიმაკი, ან მაკ მინი სინემა დისფლეით, ორივე ტოპ-ნავაროტებით.

რომელს აირჩევთ?

რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, მონაცემების და ფასის თანაფარდობას თუ გადახედავ - აიმაკს. მაგრამ მეორე შემთხვევაში, ჯერერთი მოინტორს ითრევ კარგს, ჰო, ვთქვათ NEC და EIZO პრო სერიის დონემდე ვერ ქაჩავს, მაგრამ სინემა დისფლეი ვ ცელომ მაინც ხოშიანია, თავისი ხარისხიანი მიკროფონ-დინამიკებ-კამერით და ეფლ-ეკოსისტემურობით. თან ეფლის მონიტორის მალე მოძველების რისკიც დაბალია. დოხტურას ძველი დისფლეის არ იყოს, დღესაც ალბათ სამხედრო ლენდ როვერივით აკეთებს თავის საქმეს. მესმის, რომ ეს მაკ მინიც კარგი კარატიშკაა თავისი აფგრეიდ-უნარით. ან ეს Intel HD Graphics 4000 რა ბედენაა? მაგრამ ბევრი ვერაფერი თუ დაამატე, აიმაკისგან განსხვავებით, კრიშკას მაინც მოხსნი და ჩახედავ. გულს მოიფხან.

ამათმა კიდე ხომ გააწვრილეს ეს დიზაინიც და ჩემი გულიც, კაცო.

ამიდუღდა მოლკედ, ტვინი. ვერ გადამიწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ აიმაკის შტამპოვი ნატურას ბოლომდე მაინც ვერ ვეგუები, სადღაც 75-80%-იანი გადახრით, ალბათ მაგის ყიდვა მომიწევს.

ისე, იმ ცხონებულ ბინ ლადენს, ღმერთის თუ წამდა, რა იქნებოდა, ერთი თვითმფრინავი NVIDIA-ქარხნებისკენ გაეშვა mad.gif

Posted by: ჰეისან 16 Jan 2013, 01:47
ikasso
კარგად ვარ, იკას ვენაცვალე smile.gif თავად ხომ ხარ ჯიგრულად? ვეღარ მოვაღწიეთ შენამდე ვერაფრით... არა უშავს smile.gif

მე რომელს ავირჩევდი? არ ვიცი... პირველ რიგში, შევეცდებოდი ის ავტომატები უკან გამეთხარა მოძალადეებისათვის biggrin.gif სერიოზულად რომ დავფიქრდეთ, ავირჩევდი იმ ვარიანტს, სადაც უკეთესი ვიდეობარათი იქნებოდა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბინ ლადენი მგონი nVidia-ს წილში ეჯდა biggrin.gif

Posted by: Ar-Pharazôn 17 Jan 2013, 00:09
ikasso
ჰეისან

მე ერთი პერიოდი ტექნოლოგიის ახალ ამბებს ჩამოვრჩი და მოკლედ, რახან ამ მაკს ორი თანდერბოლტის პორტი აქვს, იდეაში არამარტო ექსტერნალ SSD-ის არამედ რაიმე გრაფიკული კარტის შეერთება თუა შესაძლებელი? დაახლოებით რა ფასი (და სივრცე) შეიძლება დამიჯდეს სიტყვაზე - საერთო ჯამში 3-4 ტერაბაიტიანი და უფრო დიდი გრაფიკული მეხსიერების მქონე სისტემის შექმნა. თანდერბოლტის ფორმატზე წამიკითხია თავის დროზე, რევოლუციური რაღაცაა, უშნურო ეპოქაში შნურებზე აიძულებს ხალხს წეწვაგლეჯვასო

Posted by: bachoiii 4 Feb 2013, 04:58
გამარჯობათ! რას იტყვით ამ კონფიგურაციის მქონდე iMac_ზე 3D_ზე სამუშაოდ?
• 3.1GHz Quad-core Intel Core i7, Turbo Boost up to 3.9GHz
•16GB 1600MHz DDR3 SDRAM - 2x8GB
•1TB Fusion Drive
•(21.5 inch)
ლაპარაკია ახალ 2012 წლიან ბოლო მოდელზე... მადლობთ!

Posted by: Erskine 4 Feb 2013, 11:15
bachoiii
ერთი რამ უნდა ითქვას რომ MAC OS ზე 3dmax გამოსული ჯერ კიდევ არარის და როდის გამოვა კაცმა არ იცის ასე რომ თუ მაგ პროგრამაში აპირებთ მუშაობას მოგიწევთ ვინდოუსის ჩაწერა smile.gif და აიმაკზე ვინდოუსი ...

Posted by: bachoiii 4 Feb 2013, 13:33
3D Maxze arc vapireb mushaobas... im programebze vmushaob romlebic macze uproblemod aris...

Posted by: jack911111 13 Feb 2013, 20:02
ვყიდი magic mouse-ს 85 ლარად და ვაყოლებ iphone4 -ის 3ცალ გაუხსნელ კაბურას

მაუსი იდეალურ მდგომარეუბაშია ახალი.

მომწერეთ პირადში

Posted by: kosty 1 Mar 2013, 00:45
გამარჯობა ვაშლოფილებს!

ახალ iMac ზე ვინდოუსის დაყენებისას მახსოვრობა დაფორმატდა. ახალ აიმაკებზე მაკთან ერთად ჩვეულებრივად დავაყენეთ ვინდოუსი და მეგობარმა მერე ვინდოუსში C დისკი გაყო და C და D დისკებად გააკეთა და D დისკი დააფორმატა და მერე ვეღარ ჩართო, ანუ აღარც მაკს ხედავს და არც ვინდოუსს. მე ვფიქრობ, მთლიანი მახსოვრობა დაფორმატდა ვინდოუსის ფორმატში. გარე მყარ დისკზე კი დავაყენე მაკი 10.8 იმ იმედით, რომ მთავარად გარე მახსოვრობის მაკს გავუშვებ და მერე მთლიანი მაკის მახსოვრობას მაკის ფორმატში დავაფორმატებთქო და რაღაც ვერ გამოვიდა.
ამის დაშლა და SSD-ს ამოღება, მერე მისი ცალკე დაფორმატება მაგარი საჩალიჩოა და იქნებ თქვენ იცოდეთ რამე ამის სხვა წამალი smile.gif

Posted by: ჰეისან 1 Mar 2013, 11:51
kosty
Mountain Lion-ის საინსტალაციოთი ჩაიტვირთე და გრაფიკულ გარსს როცა გამოგიტანს, იქ მენიუდან ამოარჩიე Disk Utility. შიგნით მონიშნე შენი SSD, გადადი Partition-ზე, ჩამოსაშლელი სიიდან ამოარჩიე 1 Partition, გვერდით პატარა გრაფაში ჩაწერე სახელი (მაგალითად MacOS), ფორმატში ამოარჩიე Mac OS Extended (Journaled) და Options-ში GUID. მერე დააჭირე Partition ღილაკს და დაეთანხმე შეტყობინებას. სულ ეგაა. მერე გამოდი Disk Utility-დან და გააგრძელე ინსტალაცია.

როცა სისტემა დაყენდება, შემდეგ აფდეითები გააკეთე და ამის მერე შეგიძლია Boot Camp Assistant-ის საშუალებით Windows-იც ჩაწერო.

Posted by: kosty 1 Mar 2013, 12:10
ჰეისან

თემა გარეთ არასწორად გამიხსნია, მადლობა რომ გადმოამისამართე.

გრაფიკული გარსი საერთოდ არც გამოაქვს, ჩართვისას ლოგო რომ გამოაქვს გადახაზული წრე, ვფიქრობ არცერთი სისტემა აღარ წერია და თან SSD ვინდოუსის ფორმატში არის დაფორმატებული, თუ შEიძლება ესეთი რაღაც.
ახალი imac არის და სუპერდრაივით ბევრჯერ ვცადე და მაინც ვ ერ მივედი Disk Utili.
ვინდოუსის ვირტუალური D დისკი დააფორმატა თანამშრომელმა და იმის მერე დაეწყო ესე.
G drive ზე დაინსტალირებული მაკი რომ მთავარ სისტემად გაუშვას და SSD გარე დისკათ რომ დავანახო და მერე დაფორმატდეს შეიძლება ამის გაკეთება?



Posted by: ჰეისან 1 Mar 2013, 12:33
kosty
მოიცა, 10.8 სისტემის საინსტალაციო ფლეშკა ან დისკი გაქვს?

P.S. თანამშრომელი "მაგარი" გყოლია biggrin.gif

Posted by: kosty 1 Mar 2013, 12:57
კი ორივე მაქვს მაგრამ ოფიციალური დისკი არ მაქვს, თან სამ აიმაკზე არის ეგ პრობლემა biggrin.gif
Gdrive ზე მიყვენია ჩვეულებრივად მაკი, სხვა macbook pro და ძველი აიმაკიც უშვებს.
დისკიდანაც ვცადე და მაინც ისევ თეთრ ფონზე გადახაზული წრე გამოდის.
ოფიციალური დისკი ხო არ უნდა?

Posted by: ჰეისან 1 Mar 2013, 14:24
kosty
უნივერსალი იმიჯი გჭირდება, რომელიც ყველა მაკზე მიდის...

მე ერთი რამ ვერ გავიგე - G Drive-ზე რატომ გიყენია Mac OS X? თავისსავე ვინჩესტერზე რომ ეყენოს, რა მოხდება?

Posted by: kosty 1 Mar 2013, 14:35
თავის ვინჩესტერზე რაც ეყენა იმას ვერ ხედავდა და ახლიდანაც აღარ იწერებოდა.
smile.gif)))) ძლივს გამოვიდა biggrin.gif
USB 4 ით მეორე iMac ზე შევაერთე და ეს დაინახა გარე ვინჩესტერად და დავფორმატე MAC ის ფორმატში და პირდაპირ გავუშვი Mac OS X ინსტალაცია smile.gif
* * *
ჰეისან
მადლობა დახმარებისთვის smile.gif

Posted by: ჰეისან 1 Mar 2013, 14:46
kosty
კარგია, რომ მოაგვარე პრობლემა... smile.gif გილოცავ

Posted by: bachoiii 15 Mar 2013, 00:56
http://mymarket.ge/product_info.php?product_id=3908486

Posted by: BIOS_999 9 Sep 2013, 19:05
iMac 24"

პირველ რიგში ბოდიშს მოგიხდით ახალი თემის შექმნისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რასაც ახლა ვწერ მე აქ, თიორემ ნამდვილად არ გავხსნიდი ახალ თემას

მოდერს ვთხოვ რამოდენიმე დღე მაინც იქნებ გააჩეროს ჩემი თემა

ვინმეს შემთხვევით გაფუჭებული iMac ხომ არ აქვს, ისეთი რომ არ ირთვებოდეს და არაფერში არ გჭირრდებოდეთ... ან ვიჩუქებ ან ფულს გადავიხდი... ძალიან მჭირდება,

Posted by: ჰეისან 9 Sep 2013, 20:35
BIOS_999
QUOTE
ინმეს შემთხვევით გაფუჭებული iMac ხომ არ აქვს, ისეთი რომ არ ირთვებოდეს და არაფერში არ გჭირრდებოდეთ

ზუსტად ისეთივე მოდელი გინდა, რაც შენ გაქვს?

Posted by: BIOS_999 9 Sep 2013, 22:45
ვიდზე მინდა იყოს ისეტივე, თორემ შიგნით რა იქნება საერთოდ არ მაინტერესებს... wink.gif

http://media.digital.ru/products/610322/610322_1_a.jpg

აი ამაზე მაქვს საუბარი... wink.gif

Posted by: KAM_M_MILA 10 Sep 2013, 13:03
ხომ ვერ დამეხმარებით?
ჩემი iMac პრინტერს ხედავს და სკანირებაზე მიწერს Unable to connect to device . პრინტერია hp m1120n. კავშირი ქსელით.

Posted by: ჰეისან 22 Sep 2013, 21:04
KAM_M_MILA
საინტერესოა... შეიძლება, დრაივერის პრობლემაა. მე HP LaserJet M1217nf-ზე ვბეჭდავ და სკანირებასაც ვიყენებ მშვენივრად (Mac OS X 10.8.5 მიყენია)

Posted by: KAM_M_MILA 25 Sep 2013, 00:17
ჰეისან
აქამდე მეც ვიყენებდი ორივეს. უცებ სკანერი ვერ დაინახა.
დრაივერი ჩავწერე თავიდან და უშველა.
მადლობა smile.gif

Posted by: kekvi 23 Oct 2013, 11:30
iMac მომპარეს და მაქვს ყუთი. ზედ აწერია ყველაფერი ანუ ყველა ID. შესაძლებელია მისი პოვნა, თუ საქართველოშია ეს კომპიუტერები? შსს-ს შეუძლია მაგის პოვნა, თუ არა?

Posted by: sis tema 23 Oct 2013, 13:30
kekvi

არც ყუთი დაკარგო და არც პოვნის იმედი! tongue.gif კომპიუტერი ისე ვის რაში უნდა ინტერნეტში თუ არ ჩართო, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის პოვნა კი ისეთივე რთული საქმეა როგორც ოდნავ შეგრილებული ხინკლის ჭამა! მით უმეტეს შსს-სთვის! სავარაუდოდ იპოვნიან yes.gif

Posted by: sergo_bero 23 Oct 2013, 14:38
kekvi
ყუთზე ნახე მაკ მისამართი თუ წერია , მაგის მიხედვით თეორიულად შეიძლება პოვნა , ან iCloud-ზე თუ გქონდა მიბმული იქაც ნახე

Posted by: kekvi 23 Oct 2013, 17:51
ჩემი კომპიუტერები არაა, ახლობლისაა და ოფისიდან მოპარეს. 1 კვირის ჩამოტანილი იყო. თეორიული შანსი ვიცი, რომ არის. თუ ვინმეს აქვს, უეჭველი ჩართავს ქსელში. ვნახოთ, რა იქნება.

Posted by: Metallica Loverman 9 Nov 2013, 02:05
ჯამაათნო, ჩვეულებრივი PC თამაშების ჩართვა შეიძლება iMac-ზე? ვფიქრობ iMac დავითრიო თუ მაკბუქი და თამაშებს თუ უშვებს მაშინ უპირატესობას მივანიჭებდი iMac-ს...

Posted by: user654 28 Dec 2013, 00:47
მოკლედ თითქოს ადვილი საქმეა მარა არ მინდა სადმე ვაგზალზე რო მივაგდო ..

ესეგი ჩამომაქვს Imac : http://www.amazon.com/Apple-ME089LL-27-Inch-Desktop-VERSION/dp/B00746WPXI/ref=pd_sim_sbs_pc_1

მინდა გავხსნა და გამოვცვალო ამ ნაწილებით :
მჭირდება გარანტია რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის smile.gif

http://www.amazon.com/Samsung-Electronics-2-5-Inch-SATA_6_0_gb-MZ-7PD512BW/dp/B009NB8WTI/ref=sr_1_2?s=electronics&ie=UTF8&qid=1388177148&sr=1-2&keywords=samsung+ssd+512

http://www.amazon.com/Intel-i7-4770K-Quad-Core-Processor-BX80646I74770K/dp/B00CO8TBQ0/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1388175070&sr=1-1&keywords=Intel+Core+i7

http://www.amazon.com/Crucial-PC3-12800-SODIMM-204-Pin-CT2K8G3S160BM/dp/B008LTBJFW/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1388175204&sr=8-1&keywords=SO-DIMM+32GB+1600mhz


Posted by: bebero101 18 Jan 2014, 18:23
გამარჯობათ IMAC ზე დავაყენე ვინდოუს 7 ყველაფერი გავმართე თავის თავად და უბრალოდ თავის დინამიკებს არ რთავს სხვა დინამიკებზე ჩვეულებრივ მუშაობს თუ ვინმეს გქონიათ და გააკეთეთ მიმითითეთ კაცურად არ დაგეზაროთ

Posted by: tornikejan 22 Jan 2014, 23:56
QUOTE
გამარჯობათ IMAC ზე დავაყენე ვინდოუს 7 ყველაფერი გავმართე თავის თავად და უბრალოდ თავის დინამიკებს არ რთავს სხვა დინამიკებზე ჩვეულებრივ მუშაობს თუ ვინმეს გქონიათ და გააკეთეთ მიმითითეთ კაცურად არ დაგეზაროთ
windows support დააყენე?

ხალხნო პრობლემა მაქვს iMac -ზე და დამეხმარებით?

Posted by: Wozniak 23 Jan 2014, 00:45
bebero101
QUOTE
IMAC ზე დავაყენე ვინდოუს 7

ღმერთო რას გიშავებ ასეთს, ოხ ჩემი კაი რაააა....

Posted by: tornikejan 23 Jan 2014, 01:09
Wozniak

თამაშებისთვის მისწრებაა ვინდოუსი smile.gif))))))) :დ

Posted by: x360Soulja 25 Jan 2014, 14:55
ფილმს არ რთავს რაღაც კოდეკები უნდა და რომელი კოდეკი უნდა გადმოიწერო ზუსტად?



ოღონდ ისე ამიხსენით,რომ გავაგებინო ვისაც აინტერესებს user.gif

Posted by: Shechema 27 Jan 2014, 00:11
imac -ზე პარალელურ რეჟიმში მაქვს WIndows 7 იც თამაშებისთვის და რესტარტისას თავისი კლავიარურით option ღილაკით აკეთებს რომ ამარჩევინოს რომელი სისტემა ჩაიტვირთოს მაგრამ მე ჩვეულებრივი კლავიატურა მაქვს მიერთებული Razer ის და მანდ Alt ით არ აკეთებს იგივეს და ხო ვერ დამეხმარებით რას უნდა დავაჭირო არჩევის ფანჯარა რო ამოაგდოს?

Posted by: remixtedi 1 Feb 2014, 00:13
მოკლედ მაქვს imac 2009 წლისაა მგონი, ახლა ვინდოუსი მაქვს ჩაწერილი რადგან HDD გამოვცვალე... და ვაპირებ მაკოსის ჩაწერას მაგრამ სავარაუდოდ იქაც ექნება ასეთი პრობლემა, ახლა პრობლემა რაშია, ჩართვიდან 1-2 საათის შემდეგ "ხურდება" და იწყებს ეკრანის რამდენიმე წამით ჩაქრობას და მერე ისევ მუშაობს ხანდახან გაშავდება და თუარ გადატვირთე არ სწორდება, რაღაც ვიდეოს შეცდომას წერს ნოტიფიქეიშენში და სწორდება უცებ... შეილება ეს ვიდეოს გაგრილების პრობლემა იყოს? მე ეგ მგონია და რას მირჩევთ? არ მქონია აიმაკთან შეხება და აზრზე არ ვარ...

Posted by: su_puma 25 Feb 2014, 00:35
გამარჯობათ ხალხნო და ჯამაათნო smile.gif)
მოკლედ IMac-ის ყიდვა მინდა, დიდად არ ვარ გეიმერი მაგრამ WorldOfTanks ვთამაშობ და მაინტერესებს პარალელურად Windwos რომ დავაყენო მუშაობს ნორმალურად
თამაშებზე ? და საერთოდ რას მირჩევთ 2012 წლის ბოლოს გამოსულ იმაკებთან დაკავშირებით? ნორმალური სისტემაა ? I5-ზე GTX 675MX-ით. და კიდევ ერთი კითხვა
ძალიან დიდი ხანია SSD-ეს გარეშე კომპი აღარ მქონია და ამაზედაც მინდა ჩავაყენო. ძნელი საჩალიჩოა?
მადლობა წინასწარ

Posted by: Est 25 Feb 2014, 11:40
su_puma
ითამაშებ უპრობლემოდ, წესით ამ თამაშს ვირტუალურ მანაქანაშიც გაუშვებ ნორმალურ FPS-ზე. რაც ეხება SSD-ს, iMac-ის მოდელს გააჩნია, არის ორნაირი: 1. ჩვეულებრივი hard drive-ით, 2. Fusion Drive - ჰიბრიდი რომელიც აერთიანებს HDD-ს და SSD-ს (იხ. ბმულები). SSD-ზე გადასვლის შემთხვევაში მოგიწევს დაშლა... http://www.ifixit.com/Teardown/iMac+Intel+21.5-Inch+EMC+2544+Teardown/11936

დეტალური მიმოხილვა - http://www.anandtech.com/show/6679/a-month-with-apples-fusion-drive
ოფიციალური ვებ გვერდი - https://www.apple.com/imac/performance/

Posted by: su_puma 25 Feb 2014, 14:52
Est
გაიხარე, დიდი მადლობა. საქმე ისაა, რომ ეგ თამაში არაა კარგად ოპტიმიზებული და სხვა თამაშებზე მეტად ჭედავს მაგაზე. 27-იანი სამსუნგის All in One მქონდა აქამდე i7-ზე Radeon 7850m ვიდეოკარტით და საშუალო გრაფიკაზე ქაჩავდა მხოლოდ sad.gif მოკლედ, ვიყიდე რა, ეს მოდელი. Mac OS-ის მუღამი მქონდა და იმედია, არ ვინანებ biggrin.gif

http://www.amazon.com/Apple-MD096LL-27-Inch-Desktop-VERSION/dp/B004YLCHLQ

SSD-სთვის მეორე სლოტი აქვთ ამათ, თუ მომიწევს ყველა ვარიანტში თავის ვინჩოს ამოღება?

Posted by: Est 27 Feb 2014, 11:50
su_puma
რამდენადაც მე ვიცი 2012 წლის მოდელებს არ აქვს მეორე სლოტი, მაინც გადაამოწმე ფორუმებზე, გუგლში...

Posted by: Shechema 16 Mar 2014, 14:29
ხო არ იცით სადმე აიმაკის ხელოსანი? გამოსახულება აღარ გამოაქვს ეკრანზე მგონი ვიდეოკარტას დაერხა, ეშველება რამე?

Posted by: ჰეისან 16 Mar 2014, 16:29
Shechema
პეკინის 22-ში მიდი, ოთოსთან. იქნებ გიშველოს რამე. დაელაპარაკე...

Posted by: Shechema 17 Mar 2014, 20:43
აქ ვინმე შემოდის apple -ს ტექნიკოსი თუ იცით?
მიტანა არ მინდა არსად იმიტომ რო ვნახე ამ ნაწილს 3 წელი აქვს გარანტია და მემგონი შემიცვლიან ოფიციალურად, უბრალოდ ყიდვის საბუთი არ მაქვს არაფერი და ვინმე თუ ერკვევა ამასთან დაკავშირდებით რა ვქნა

Posted by: tornikejan 20 May 2014, 23:18
კაროჩე უნდა მიშველოთ რა... აი ესე დაემართა დღეს და ვეღარც ვაყენებ საინტალაციოს...

ან ვისთან მივიდე ან რამე მიშველეთ რა....

http://www.picz.ge

ენიბოდი... ფლიზ

Posted by: ჰეისან 21 May 2014, 02:58
tornikejan
საინსტალაციო ფლეშკიდან უნდა ჩაიტვირთო და Disk Utility-ში უნდა მონიშნო შენი კომპიუტერის HDD და მისცე Repair Disk. თუ გაიტანა, ხომ კარგი. თუ არა, ესე იგი დარხეული აქვს HDD-ს.

Posted by: tornikejan 21 May 2014, 12:22
ჰეისან
ჰოდა, მეუბნება - ვერ ვასწორებო. მასე ვაკეთებ და ვერ ვასწორებო. საერთოდ დარხეული აქვს? კიდე ვცდი და გადავუღებ სურათს.

დღეს ვიყავი ხელოსანთან, ზეპირად ავუხსენი და 700 ლარამდე დამიფასა. რეალური ფასია? ჰარდ დისკი თავიდან უნდა ჩაიდგასო.

Posted by: ჰეისან 22 May 2014, 04:41
tornikejan
700 ლარი რისი ფასია? მხოლოდ HDD-ს შეცვლის, თუ ძველ დისკზე არსებული ინფორმაციის გადარჩენისა და ახალ HDD-ზე გადმოტანის, აგრეთვე სისტემისა და პროგრამების დაყენების ფასი?

Posted by: tornikejan 22 May 2014, 14:53
ჰეისან
ძველ დისკზე არაფერია დარჩენილი, მე თვითონ წავშალე, რათა ახალი სისტემა ჩამეწერა. ახალს რომ ვწერდი, დამიწერა - დაზიანებულია Hard Disk-ი და ვერ დავაყენებ აქო. ახალი HDD-ს, სისტემის და პროგრამების დაყენების ფასია. 400-dan 700-მდეო, მითხრა, გააჩნია მოდელსო.

Posted by: ჰეისან 22 May 2014, 15:09
tornikejan
გწეწავენ... იყიდე SATA HDD, მინიმუმ იმხელა, რაც გეყენა და მოდი ჩემთან. ისე დაგიყენებ. ოღონდ, არ იყიდო Toshiba, Hitachi, Western Digital ან Fujitsu ბრენდები. ეცადე, Samsung ან Seagate ითრიო.

Posted by: tornikejan 22 May 2014, 15:50
ჰეისან
მსგავსი რამ მოგსვლია შენ? რამდენი დამიჯდება შენთან? სადმე მსგავს ფირმაში მუშაობ?

Posted by: ჰეისან 22 May 2014, 16:15
tornikejan
QUOTE
რამდენი დამიჯდება შენთან?

lol.gif 350000 Malawian Kwatcha

შენ მხოლოდ HDD-ს ყიდვა მოგიწევს და მეტი არაფერი. მე ფაქტიურად უმუშევარი ვარ biggrin.gif ვმუშაობ და არ მიხდიან... ოღონდ მასეთ საქმეებში ფულს არ ვიღებ, არაა ჩემი პროფესია.

P.S. თუ 7200 rpm-იან HDD-ს დაითრევ, მთლად უკეთესი. ოღონდ, არა მგონია, 1 TB-იანი HDD იშოვნო მასეთი ბრუნთა რიცხვის მქონე. უფრო 500 GB-იანები ან 750 GB-იანები ჩითავს 7200 ბრუნით.

Posted by: tornikejan 22 May 2014, 16:29
ჰეისან

biggrin.gif biggrin.gif მსგავსი რამ გაგიკეთებია შენ? iMac მაქვს...

http://www.amazon.com/Seagate-Barracuda-3-5-Inch-Internal-ST310005N1A1AS-RK-Retail/dp/B0012YXWWQ/ref=sr_1_10?ie=UTF8&qid=1400759435&sr=8-10&keywords=SATA+HDD

ეს ნახე აბა, ნორმალურია? ჯერ მაინც არ ვყიდულობ, უბრალოდ რა ფასში გამომდის ეგ მაინტერესებს smile.gif აბა ის როჟა 400-დან 700 ლარამდე რაში იღებს?! biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ჰეისან 22 May 2014, 16:59
tornikejan
უი, მე მეგონა ნოუთბუქი გქონდა... biggrin.gif iMac-ი არ დამიშლია არასოდეს, მაგრამ თუ ზუსტ მოდელს მეტყვი, მაშინ YouTube-ზე დავძებნი მაგისი დაშლის ინსტრუქციას. წესით, ეკრანი უნდა მოხსნა "პრისოსკებით" და მერე იჩალიჩო შიგნით. ვნახოთ...

ნორმალურია ეგ HDD. ფასიც მშვენიერი აქვს. თავისი ჩამოტანით არა მგონია, რომ 120 ლარს გადასცდეს. სერვის ცენტრმა რომ ეგ ფასი მოგითხარა, პრინციპში ვერ გაამტყუნებ. HDD უნდა იყიდონ და ჩაგიდგან, ხელობის ფული ცალკე და სისტემის დაყენება თავისი პროგრამებით - ეგეც ცალკე ფულია. ასე რომ, 400 ლარი კიდევ ნორმალურია, აი 700 ძალიან ბევრია. ვთქვათ, HDD დაუჯდებათ 170 ლარი თავისი გადასახადებით, ხელობა - 80 ლარი მაქსიმუმ მაგისი შეცვლა, შემდეგ - სისტემის დაყენება დაახლოებით 150 ლარი თავისი პროგრამებით და განახლებებით კი გამოდის 400 ლარი. მაგაზე მეტი არ უნდა მოეთხოვათ.

Posted by: tornikejan 22 May 2014, 21:47
და მარტო რო დავაყენებინო HDD,და მეტი არაფერი? მგონი ეგ უფრო ნაღდია

10.8.4 ვერსია მაქვს ნაყიდი 1 წლის წინ მგონი,დაყენება კი ვიცი ჩემით :დ გაწი გამოწი 200 ლარში ჩავეტევი ზნაჩიტ....

სამსუნგის ან სიგეითის HDD რატო ჯობია დანარჩენებს?

Posted by: ჰეისან 22 May 2014, 22:03
tornikejan
QUOTE
მარტო HDD რომ დავაყენებინო და მეტი არაფერი?

მასე აჯობებს.
QUOTE
10.8.4 ვერსია მაქვს ნაყიდი 1 წლის წინ მგონი. დაყენება კი ვიცი ჩემით

10.9.3 დააყენე, დამიჯერე.
QUOTE
სამსუნგის ან სიგეითის HDD რატო ჯობია დანარჩენებს?

იმიტომ, რომ ჩემს პრაქტიკაში მაგ ბრენდის HDD-ებმა გაქაჩა ყველაზე დიდხანს.

Posted by: tornikejan 23 May 2014, 00:46
ჰეისან
10.9.3-მდე განახლებას თვითონ არ მომცემს? 10.9.0-მდე, ანუ Mavericks-ამდე თვითონ მიგდებს აფდეითს. ისე, 64 GB-იანი HDD მაქვს, 10 წლის წინანდელი. არც ვიცი, რა ბრენდია და რამე. დროებით ეგ ხომ არ დავაყენებინო? biggrin.gif

Posted by: ჰეისან 23 May 2014, 00:51
tornikejan
64 გიგაბაიტიანი რა უბედურებაა?! biggrin.gif ცოდოა, იწვალებ ტყუილად. მაინც მოგიწევს გამოცვლა.

Posted by: tornikejan 23 May 2014, 00:57
biggrin.gif:D მაგ იდეას შევეშვი ანუ biggrin.gif და რამდენი ხანი გამიძლებს სამსუნგის და სიგეითის ? ამან 3წელზე მეტი გაძლო...
* * *
http://www.amazon.com/dp/B005T3GRNW/ref=wl_it_dp_o_pC_nS_ttl?_encoding=UTF8&colid=2590K3G0O0GHJ&coliid=IXHBPQS7P8C0F&psc=1

ეს 32 ან 64 მბ რას ნიშნავს? პირველი რაც დავდე იმას 32 cache აქვს ამას ,64

Posted by: ჰეისან 23 May 2014, 01:17
გაძლებას რაც შეეხება, მაგას ვერავინ იწინასწარმეტყველებს. მე აგერ, Maxtor-ის HDD-ები მაქვს რამდენიმე ცალი 10 წლის წინანდელ PC-ებში (ოფისში 5 ცალი გვაქვს მასეთი ძველი კომპიუტერი) ჰოდა, ყველა HDD ნორმალურად ფუნქციონირებს, ერთხელაც არ გაუჩმახებიათ. ისე, 3.5"-იანი HDD-ები უფრო გამძლეები არიან, ვიდრე 2.5"-იანები (ანუ, ნოუთბუქში ჩასადგმელები). ეგ ზოგადად მასეა. ჩემს პრაქტიკაში ყველაზე გამძლე გამოდგა Samsung-ები და Seagate-ები. Toshiba-ს და Hitachi-ს HDD-ები პანტაპუნტით იბრიდებოდნენ, Fujitsu მეტ-ნაკლებად ნორმალური ქცევით ხასიათდებოდა.

Posted by: > CasTieL < 8 Mar 2016, 13:24
გამარჯობათ,
მაქვს ეს დინამიკები:
http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16836110010
როგორ ჩავრთო iMac 21.5-ზე?

ერთი ვარიანტი ვიფიქრე ამ ხმის კარტის ყიდვა:
http://www.amazon.com/gp/product/B0044DEDCA?keywords=creative%20usb%20sound%20blaster%20live%2024-bit&qid=1457417952&ref_=sr_1_2&sr=8-2
მაგრამ Mac-ზე ამის დრაივერს ვიშოვი? ასევე რამდენად გამომადგება ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.
იქნება დამეხმაროთ cry.gif cry.gif cry.gif

Posted by: პინტურიკიო 13 Mar 2016, 00:47
კომპიუტერი ჩავრთე და ა -რო ვაჭერდი აირყვაზე ხმას უწევდა აირია რაღაც. თავისით ეჭირებოდა და ა.შ. Bluetooth-ზე Disconnect რომ მივეცი, ახლა პოულობს, მაგრამ ის ციფრები რომ უნდა ჩავწერო, არ წერს... რა ვუყო რა? დავიტანჯე

Posted by: ჰეისან 13 Mar 2016, 04:10
პინტურიკიო
რა კომპიუტერი გაქვს და რომელი სისტემა გიყენია?

Posted by: პინტურიკიო 13 Mar 2016, 13:13
ჰეისან
iMac, ბოლო. ახლა მითხრა ჩემმა ძმამ, წყალი დამესხაო და ვაშრობ. იმედია, გაშრება.

Posted by: > CasTieL < 19 Mar 2016, 21:06
QUOTE
გამარჯობათ,
მაქვს ეს დინამიკები:
Genius SW-HF5.1 5000
როგორ ჩავრთო iMac 21.5-ზე?

ერთი ვარიანტი ვიფიქრე ამ ხმის კარტის ყიდვა:
Creative Sound Blaster X-Fi Surround 5.1 Pro USB Audio System
მაგრამ Mac-ზე ამის დრაივერს ვიშოვი? ასევე რამდენად გამომადგება ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.
იქნება დამეხმაროთ cry.gif cry.gif cry.gif


მიშველეთ ხალხი არა ხართ?

Posted by: ჰეისან 19 Mar 2016, 23:43
> CasTieL <
Mac OS X-ზე ძალიან პრობლემატურია Creative ბრენდის პროდუქციისათვის დრაივერების მოძებნა. თითქმის ვერსად ნახავ, თუ ვინმეს არ აქვს ჰაკერულად დაწერილი. არ ვიცი, შენი პრობლემა როგორ უნდა გადაიჭრას. ანუ, 5.1 ხმის ეფექტის მიღება გინდა, ხომ? სახლის კინოთეატრის პონტში...

Posted by: > CasTieL < 20 Mar 2016, 11:33
ჰეისან
კი 5.1 მინდა

Posted by: ka_lasha 7 Jun 2016, 16:26
გამარჯობათ, Icloud-ზე დაბლოკილ Imac-ზე სისტემის გადაყენება შესაძლებელია რომ ბლოკი მოიხსნას? თუ IPhone-სავით ჭირდება ამასაც ბლოკის მოხსნაზე "წვალება" ?


უფრო სწორად არ ვიცი ჯერ უსერს ადევს პაროლი თუ Icloud-ზეა, თუ უსერს ადევს იდეაში სისტემის ახლიდან ჩაწერამ უნდა უშველოს თუ იქლოუდია არ ვიცი.

Posted by: 2019 7 Sep 2019, 03:05
მეგობრებო, მოძველდა iMac-ები თუ ისევ ღირს ყიდვა? 2019 წლის iMac-ზე რას იტყვით?

Posted by: Alameda 7 Sep 2019, 14:24
ka_lasha

რომელი წლის არის?

2014 წლის პროზე თავიდან დავაყენე სისტემა, აიქლაუდიც ჩართული მქონდა და Find my Mac-იც. ჩვეულებრივ გააკეთა აქტივაცია სისტემის ჩაწერის შემდეგ.

Posted by: vaniko9 20 Oct 2019, 03:53
გამარჯობათ მე მაქვს iMac 2012 21.5-ი ხოდა რა მაინტერესებს მაქვს ვინდოუსის კომპიუტერი და მინდა ჩემი აიმაკი გამოვიყენო როგორც მონიტორი (target display mode) ხოდა ჩემს ვინდოუსის კომპიუტერს აქვს მინი დისპლეი პორტი აიმაკს კი thunderbolt-ი ხოდა როგორ დავაკავშირო ერთმანეთ? მე ასე ვიფიქრე რომ მეყიდა მინი დისპლეიდან გადამყვანი thunderbolt-ზე.. მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოვა :/ ვინმემ თუ იცით გამარკვიეთ რა ვქნა

Posted by: BeGrylls 6 Nov 2019, 12:32
ვიყიდი აიმაკს 27 ინჩს ...დეტალებზე მომწერეთ პირადში

Posted by: Summly 14 Nov 2019, 20:21
iMac ზე აყენია ვინდოუს 10 - x86. როგორ დავაბრუნო ისევ Mac OS ზე? BOOT CAMP ასისტენტი ვერ ვნახე, ვერც ახალს ვერ ვიწერ. Google უკვე გადავქექე.

Posted by: ჰეისან 14 Nov 2019, 21:10
Summly
იდეაში, Disk Utility-თაც შეგიძლია Widows-ის (ანუ Boot Camp-ის) Partition-ი მოქისტო. მე ერთხელ ვცადე Sierra-ზე და გამომივიდა.

Posted by: bora-diver 16 Nov 2019, 11:04
Summly
თუ მარტო windows წერია მაშინ command+R დუნდა დააფორმატო და macos ჩაწერო თუ macos წერია მაშინ რესტარტის დროს options დააჭირე და bootcamp ასისტენდიტად წაშლი windows-ს

Posted by: Harley Davidson 13 Apr 2020, 20:19
მეგობრებო, iMac (21.5-inch, Mid 2011)-ზე აფგრეიდი გაგიკეთებიათ ვინმეს?

ამას https://www.amazon.com/gp/product/B075KQVH27/ref=ox_sc_act_title_2?smid=A2W0TEJ3MK1XP5&psc=1

და ამას https://www.amazon.com/Timetec-1600MHz-PC3L-12800-Pro13-inch-21-5-inch/dp/B00SNSKH7M/ref=sr_1_4?crid=1Q703YMQQ4ZPP&dchild=1&keywords=imac+mid+2011+ram+upgrade+16gb&qid=1586794666&s=electronics&sprefix=ram+upgrade+for+mid+2011+%2Celectronics%2C146&sr=1-4 ვფიქრობ და ვინმეს გამოცდილება ხომ არ აქვს აფგრეიდის?

Posted by: ჰეისან 13 Apr 2020, 23:12
Harley Davidson
პირადად მე, მხოლოდ MacBook Pro 17" Mid 2010 მივააფგრეიდე - SSD ჩავდგი და RAM დავამატე. iMac-ზე არ მიჩალიჩია. წინ დამცავი მინა რომ აქვს, მაგისი მოხსნა მეშინია, ხელში არ ჩამატყდეს. ისე, კარგი აზრია აფგრეიდი. საკმაოდ ასწრაფდება ეგ კომპიუტერი. თუ გაგრილების სისტემაშიც შეცვლი თერმოპასტას, მთლად უკეთესი. ოღონდ ძალიან მაღალი ხარისხის თერმოპასტა უნდა იშოვნო.

Posted by: Harley Davidson 13 Apr 2020, 23:51
ჰეისან
Bundle ვერსად ვნახე ნორმალური sad.gif
ნუ ჯერ არ გამომიწერია და ჩავუჯდები ვიდეოებსაც.
იმ საქმისთვის, მე რასაც ვაკეთებ, სსდ-ც ეყოფა, მაგრამ ბარემ ბოლომდე ვიზამ თქო.
მინების დამჭერები მოჰყვება და აი თერმოპასტაზე არ ვიცოდი. გაიხარე, გმადლობ smile.gif

Posted by: Harley Davidson 29 Apr 2020, 10:32
მოკლედ, ღირს სსდ-ში ინვესტირება ნამდვილად.
დაფრინავს ეს ჩემისა ესა smile.gif)

Posted by: crysiswarhead 29 Apr 2020, 19:08
Harley Davidson
სად შეაცვლევინე iMac ზე ვინჩესტერი? ცვლის ვინმე საქართველოში თუ შენით შეცვალე?

Posted by: Nutsa_nuc 29 Apr 2020, 23:01
რა მოუვიდა ჩემს MacBook Air არ ვიცი, როცა ტელეფონს ვაერთებ არ აღიქვამს. ამ ბოლო დროს მაგრა ურევს და როგორ შეიძლება გამოვასწორო ან თავიდან ჩავწერო პროგრამა მთლიანად??? sad.gif(((


უფს თემა ამერია gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: Harley Davidson 1 May 2020, 07:12
crysiswarhead
QUOTE
სად შეაცვლევინე iMac ზე ვინჩესტერი? ცვლის ვინმე საქართველოში თუ შენით შეცვალე?

ჩემით შევცვალე. 42 დოლარი დაჯდა 128-იანი სსდ, რომელსაც მოჰყვა თავისი ხელსაწყოები და ასევე ეკრანის დამცავის მოსახსნელი.
შემდეგ ვუყურე იუთუბზე ვიდეოს smile.gif
ერთი ისაა, რომ წინასწარ უნდა გქონდეთ მომზადებული ჰაი სიერა დასაბუთ ფლეშკაზე და ჩაწერა ცოტა ტვინისბურღვაა, მაგრამ ნუ აი შედარება არ არის...
პროცესორსაც შევცვლი თქო ვიფიქრე და გადავიფიქრე, ნამეტანი დაშლა უნდა.
აი ოპერატიულს დავამატებ და კარგა ხანს აიმაკს არ გამოვცვლი.
Nutsa_nuc
QUOTE
რა მოუვიდა ჩემს MacBook Air არ ვიცი, როცა ტელეფონს ვაერთებ არ აღიქვამს. ამ ბოლო დროს მაგრა ურევს და როგორ შეიძლება გამოვასწორო ან თავიდან ჩავწერო პროგრამა მთლიანად??? (((

რომელწლიანია და რომელი აიოსი აყენია?

Posted by: Nutsa_nuc 4 May 2020, 15:27
Harley Davidson
early 2015 და Catalina აყენია..

Posted by: crysiswarhead 5 May 2020, 23:06
Harley Davidson
რომელი ვიდეოთი იხელღმძრვანელე? პროცესორი იცვლება მაგას პლატაში აქ ინტეგრირებული როგორც მახსოვს,რამი მემგონი ეცვლება

Posted by: Harley Davidson 6 May 2020, 19:45
crysiswarhead
QUOTE
პროცესორი იცვლება მაგას პლატაში აქ ინტეგრირებული როგორც მახსოვს,რამი მემგონი ეცვლება

იცვლება პროცესორიც და ვიდეოკარტაც smile.gif)
https://www.youtube.com/watch?v=Vw1tCbFxHPg&t=87s
ამ ვიდეოთი ვიხელმძღვანელე.

Nutsa_nuc
QUOTE
early 2015 და Catalina აყენია..

ალბათ აიოსის გადაყენება ყველაზე ადვილი გამოსავალი იქნება

Posted by: crysiswarhead 9 May 2020, 00:24
Harley Davidson
უი შენ რეტინამდე iMac ზე ამბობ მე რეტინიანი მეგონა, არადა რეტინიანს რა მოვუხერთოთ ვერ გავიგეთ,

Posted by: Nutsa_nuc 9 May 2020, 23:01
QUOTE (Harley Davidson @ 6 May 2020, 19:45 )


Nutsa_nuc
QUOTE
early 2015 და Catalina აყენია..

ალბათ აიოსის გადაყენება ყველაზე ადვილი გამოსავალი იქნება

მომხედეთ ვინმემ მერეsad.gif თავიდან როგორ დავაყენო?


რო ვაერთებ ტელეფონს გამოჩნდება და ეგრევე ქრება sad.gif და ასე აკეთებს სანამ არ გამოვაერთებ ტელეფონს

Posted by: Alameda 9 May 2020, 23:16
Nutsa_nuc
კაბელის პრობლემა გამორიცხე?
ყველა ტელეფონზე მასე აკეთებს?
QUOTE
თავიდან როგორ დავაყენო?

MacOS გინდა დააყენო თავიდან თუ iOS?

Posted by: Nutsa_nuc 9 May 2020, 23:23
Alameda


არა სხვა ტელეფონზე ასე არ შვება, კაბელი გამორიცხულია, კარგად ტენის და სხვა ტელეფონსაც აღიქვამს.

სხვა რა შეიძლება გავაკეთო თავიდან დაყენება, რომ არ დამჭირდეს ?

Posted by: Alameda 11 May 2020, 13:51
Nutsa_nuc
ტელეფონს დავარესეტებდი ასეთ შემთხვევაში, სხვა იდეა არ მომდის :/

Posted by: Nutsa_nuc 11 May 2020, 13:59
Alameda

სხვათაშორის ამასწინებზე დავარესეტე და იმის მერე აღარ აღიქვამს, ახლა ისევ თავიდან ვარესეტებ.

ვნახოთ..
* * *
აჰჰა მაინც არ უშველა..


რა ვქნა?sad.gif

Posted by: memberii 12 May 2020, 17:52
გამარჯობა მეგობრებო,

iMac-ზე მინდა El Capitan ჩავწერო USB-ის დახმარებით, მაგრამ ვერ ვახერხებ ვერანაირად. მოდელი: iMac 20-inch, Early 2008, USB დავაფორმატე და ჩავწერე TransMac-ით, ვაჭერ ALT Key-ს მაგრამ USB არ გამოაქვს რომ ავირჩიო. Command + R-ის შემდეგ Choose Startup Disc-ში საერთოდ არაფერს არ მიჩვენებს, Disc utility-ში მიჩვენებს რომ ჩემი USB შეერთებულია, ასევე Terminal-შიც აჩვენებს როგორც exsternal disk-ს. USB ის ინფორმაციაში მიწერს Bootable : No. არადა ჩაწერილი მაქვს ზედ და სწორი ფორმატითაც არის. რა ვქნა რას მირჩევთ? გადმოვიწერდი თვითონ iMac-ში მაგრამ Apple ID არ მიშვებს.
user posted image
user posted image
user posted image
user posted imageuser posted image

Posted by: Alameda 13 May 2020, 19:24
Nutsa_nuc
დღეს გამიკეთა მასე უცხო მაკზე. ტელეფონი და მაკბუქი დავარესტარტეთ. მერე დავარესეტე Location and Privacy და Network Settings და ძალიან ბევრი ცდის მერე გაეშვა :/

Posted by: vaniko9 19 Jul 2020, 05:11
გამარჯობათ მე მაქვს 2012 წლის 21.5 აიმაკი. ხოდა მიწერია მაკ ოს მოჰავი ხოდა მინდა განვაახლო მაკ ოს კატალინაზე და მიწერს რომ, შეუძლებელია განახლებაო.. არადა წესით კატალიანა უნდა ჩაიწეროს ჩემმა აიმაკმა :/ იქნება ვინმემ იცოდეთ რა ხდება?

Posted by: gio3870X2 15 Nov 2020, 20:45
iMac 27" 2019 თუ აქვს ვინმეს გასაყიდი, შემეხმიანოს...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)