25 წელი ვიცხოვრე ისე, რომ არც მიფიქრია როგორი ვიყავი, ვინ ვიყავი. ჩემთვის, ყველა ადამიანი იყო პატიოსანი, სუფთა სულის პატრონი.
განსაკუთრებული, საყვარელი, ჩემზე უკეთესი. მათთან ურთიერთობაში გულწრფელად, უანგაროდ და გულუბრყვილოდ ჩავდიოდი აბსოლუტურად ჩემს თავს.
აი, ბოლო-ბოლო, მოვკვდი, რათა დავაბდებულიყავი და ამ ცეცხლსა და ნგრევაში, გავიცანი საკუთარი თავი და ზოგადად, ადამიანები.
ჩემი ფასიც იდეალურად შევისწავლე და აი, სწორედ ამ ფასში გავუცვლი სხვას თავის თავს, არც მეტი, არც ნაკლები. ძაან საკაიფო, კომფორტული და ჰარმონიულია ასე,
ახლა უკვე ნამდვილად გიყვარს შენი თავი და სხვებიც, რადგან ხედავ, რაცხა სიმახინჯეებიც გაგვსდევს ხოლმე, მაგრამ შენ იღებ მათ ისეთად, როგორიცაა.
ისევ გიყვარს ისინი, უბრალოდ, მათთან შენს თავს ვეღარ ჩადიხარ. განა აღარ, ვერად. მე მინდა, რომ ისევ შემეძლოს ჩასვლა.
მიყვარს ცხოვრება და მომწონს, რომ მოვკვდი, რათა დავაბდებულიყავი! :აეე -ფშიუუ-სტვენა:
ხოოოლო, თუ თანხაზე მიდგა საქმე, რა თანხაზე დავხურდავდები, ასე ზეპირად ნაღდად ვერ ვიტყვი,
ათასი რაღაც მაქვს გამოსაანგარიშებელი, როგორც კუპიურებში, ასევე სხვა და სხვა გარემოებებში.
ჯერ, ცალი თირკმელი მარტო რა ღირს, ხომ მოგეხსენებათ? მე კი ორი მაქვს.
ბავშვობაში, მთელი ღამე გავათენე სიხარულით აღელვებულმა, რომ მომივიდა შესანიშნავი იდეა ცალი თირკმელის გაყიდვის და საკუთარი თავის აშენების.
როგორც კი გათენდა, გამოვაცხადე და ველოდი ტაშს დამიკრავდნენ. დამიკრეს, ოღონდ გათათხვა და სწერვობა,
რომ ტვინის გაყიდვა უფრო მჭირდებოდა, რადგან რაც მქონდა ისიც მაკდლებოდა ნელ-ნელა.
This post has been edited by Estrella on 28 Apr 2017, 18:23
Slow down a little.