#54428057 · 27 Mar 2019, 19:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
llev
QUOTE | მე ხომ ვარ ღმერთის სახედ და ხატად შექმნილი, მაქვს საკომუნიკაციო საშუალებები ენა, ხელები, თვალები, სმენა.
რატომ არ მელაპარაკება ღმერთი ჩემს ენაზე?
რატოა ადამიანი ასე გაორებული? სულიერი-ხორციელი? რა მიზანი აქვს სულის ხორცად მოვლინებას?
|
ბიბლია ხომ წასაკითხადაა ადამიანებისთვის.
დროებით ხორციელ სხეულში ყოფნით დაისაჯე,ღმერთის სიტყვის გაუგონრობის გამო. აქედან გადარჩენა მონანიება და მარადიულ სულიერ სხეულში ცხონებაა.
QUOTE | ღმერთის არსებობაშიც დავეჭვდი, |
,,დამკვირვებლის'' არსებობას ამტკიცებს კვანტური ბიოლოგია. გია დვალი.მიხეილ მენსკი,რობერტ ლანცა და სხვა უკვე ძალიან ბევრი მეცნიერი. მაქს პლანკი: „რელიგია და მეცნიერება სრულებით არ გამორიცხავს ურთიერთს, როგორც ამას ადრე ფიქრობდნენ და რისიც ეშინია დღეს ბევრ ჩვენს თანამედროვეს; პირიქით, ისინი თანხვდებიან და ავსებენ ერთმანეთს“. „ორივენი - რელიგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერება - თავიანთი დასაბუთებისათვის საჭიროებენ ღვთის რწმენას, მაგრამ პირველისთვის (რელიგიისთვის) ღმერთი დგას საწყისში, მეორისთვის (მეცნიერებისთვის) - მთელი აზროვნების ბოლოში. რელიგიისთვის ის წარმოადგენს ფუნდამენტს, მეცნიერებისთვის - მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების გვირგვინს“.
|