ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი აცხადებს, რომ ქალაქის ბიუჯეტი ცარიელია ხოლო შემოსავლები გეგმას ჩამორჩენილი. აღნიშნული განცხადება მანდ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა:
„მე არ ვარ პოლიტიკოსი. ყველაფერი რასაც ვაცხადებ თვითმმართველობის უკეთესი მუშაობისკენ არის მიმართული. ქუთაისში როცა მოვდიოდი ვიცოდი, რომ სირთულეები მელოდა, თუმცა ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დამხვდებოდა ცარიელი ბიუჯეტი, გეგმას ჩამორჩენილი შემოსავლები , შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები „
დიმიტრი კოპალიანი ამბობს, რომ შესასწავლია რამდენად კანონიერად ტარდებოდა ტენდერები და რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა თანხები:
„მძიმე მემკვიდრეობად გვერგო წარმოუდგენლად გაზრდილი ადმინისტრაციული ხარჯები, ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის ასეულობით ფაქტი და კანონდარღვევით ნაწარმოები ტენდერები, რის გამოც ჩვენ აუცილებლად უნდა შევისწავლოთ მერიის ხელმძღვანელი პირების საქმიანობა და მათი თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობა. „
კოპალიანის ინფორმაციით მერიი თანამშრომლები საბოტაჟს ეწევიან:
„მერიაში ჯერ კიდევ რჩებიან თანამშრომლები, რომლებიც თავიანთი უზნეო ქცევით, უაზრო დაპირებებითა და ე.წ. „ატკატების“ ძიებით არიან „
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები აცხადებენ, რომ ისინი სწორედ ამ პრობლემების მგოვარებაზე მიუთითებდნენ მერს:
„მე პირველი დოკუმენტი დავინახე, რომლის თანახმად იქმნება სატენდერო კომისია და დაინიშნა პირველი სხდომა. ეს უკვე იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მერია რეალურად გამოაცხადებს ტენდერებს და რეალურად იზრუნებს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ქალაქში. ამიტომ, ჩვენ მივესალმებით ამ წამოწყებას,:-მ ამბობს გოჩა თევდორაძე.
http://www.ireporter.ge/?p=45345ჩანერგილი ეგა :В