andro phკი, ვიზუალურადაც კარგი ბიჭია და თან რაღაცნაირი უცნაური ტიპია: ჯერ ფიზიკურობით რო დავიწყოთ, მიუხედავად იმისა, რომ მშრალი აგებულების არის, ძალიან მსხვილი ძვლები და თათები აქვს, ამაზე დიდი ზომის ძაღლებსაც კი არ აქვთ ასეთი მსხვილი ტორები, არც წინა და არც უკანა. ტორსი აქვს კიდე რაღაცნაირი, ნაჯახივითაა. აი რო მოდის ჩემსკენ და გვერდს გამარტყავს ძალიან არასასიამოვნოა რბილად რომ ვთქვათ, ისეთი შეგრძნებაა დაახლოებით სიბნელეშI რო მიდიხარ და დიდ კუნძს წამოარტყა წვივის ძვალი.
ხასიათით და ფსიქიკითაც უცნაური მასტია, ქუჩაში რო გამყავს, მთელი უბნიდან აიხვეტება თU სადმე რამე ძაღლისმაგვარი მოძრაობს და მოგვყებიან ყეფით და წიოკით, შეხედავს ამ აღრიალებულ და გადარეულ ძაღლებს და ვითომ გამჭვირვალეები არიან, აარიდებს მზერას და აგრძლებს მოძრაობას, საერთოდ ვერ ამჩნევს. გუშინწინ გრძელბეწვიანი ნაგაზი შეგვხვდა, გადაირია ისე უყეფდა ეს ნაგაზი, ამას არ მოუკლია თავი მაინცდამაინც (ძირითადად ღამე ვასეირნებ ხოლმე რო ტვინს მიღLიან გამვლელები მეც და ამასაც), ცოტა გაიწია და დაიკიდა მერე.
რო მოვიყვანე 2 თვის ლეკვი იყო, მაშინვე ხმელი აგებულების და დიდი ტორებით. სასწრაფოდ მოვუწყე ვოილერი და სახლიც ავუშენე. ხოდა რო ვუყურებდი მეცინებოდა ძაან - ხასიათითაც მოხევეა, ეს 2 თვის ლეკვი იდგა შუა ვოილერში და წვიმა, ქარი, თოვა - საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, ხო შეილება რო ან მოიბუზოს ძაღი, ან შეცივდეს ან რამე შეგრძნება რო აქვს გამოხატოს, შეეშინდეს ელვის, ქუხილის ან ხმაურმა შეაწუხოს - საერთOდ არაფერი, ზუსტად ისე იდგა და იყურებოდა კაი მზიან ამინდში, როგორც წარღვნაში. არც გაბრაზების ეშინოდა, არც დარტყმის... რო ეფერები ეგ მოწონს და რო უბრაზდები იმთავითვე ეკიდა და ეხლაც კიდია. თამაშ თამაშში შემომახია რამოდენიმეჯერმე ტანსაცმელი სულ და ვერაფრით ვერ შევაგნებინე რო შეეწყვიტა.
მოკლედ დიდი უცნაური ვინმეა, მარა ძალიან საყვარელია, რაც მთავარია არაფრის არ ეშინია, ეგ შეგრძნება საერთოდ არ აქვს. ბავშვებთან იდეალურად თამაშობს სანამ არ ამჩატდება შეხტომას არ დააპირებს ხოლმე. ხო კიდე არ მოწონს იარაღს რო ვუმიზნებ, რაღაცას ხვდება, და ღრენით და ბუხუნით მოეფარება ხოლმე თვალს.
* * *
ეს რო მოვიყვანე ის დღეა, ეზოში არ გაუშვათ და ჰაერზე გყავდესო ვეტერინარმა, ხოდა 2 თვით აივანის ოკუპირება მოახდინა