საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პასუხიOn.ge შეეცადა გაერკვია აქვთ თუ არა ინფორმაცია ქართველ სპორტსმენებს იმის შესახებ, რომ თედეევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო დეპუტატია და რა იყო ფოტოს გადაღების მიზანი.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე ფოტოს ავთენტურობას ადასტურებს. მისი თქმით, არა რუსეთის დროშის, არამედ მეგობრისა და კოლეგის, ჯაბო თედეევის გამოსახულებიანი მაისური აცვია. მისი დახასიათებით თედეევი წარმატებული მწვრთნელია და მაისური მისი თხოვნით, მის პატივსაცემად ჩაიცვა.
"ჩვენი მეგობარია, საქართველოში დაბადებული, გაზრდილი... უბრალოდ მოვიდა და გვთხოვა, თუ შეიძლება და რაღაცა და რა პრობლემაა მეთქი", - იხსენებს იანტბელიძე მაისურის ჩაცმის დეტალებს.
ქართველი მოჭიდავეების ძამბოლეტთან ახლომეგობრული ურთიერთობის დასტური მის ინსტაგრამგვერდზეც იძებნება. ძამბოლეტს ქართველი ჩემპიონთან, გენო პეტრიაშვილთან გადაღებული ფოტო აქვს ატვირთული.
საქართველოსა და რუსეთის ნაკრების ახლო ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას იანტბელიძე ამბობს:
"ის არის საქართველოში დაბადებული, გაზრდილი თუ კარგად ნახავთ."
სატელეფონო ინტერვიუს დროს რამდენიმე კითხვის დასმის შემდეგ მთავარმა მწრთვნელმა საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა.
"შევხვდეთ. ხომ უნდა ვნახო, ვინ ხართ, ღირს თუ არა ინტერვიუს მოცემა", - ასე განმარტა სატელეფონო ინტერვიუს შეწყვეტის მიზეზი. მოგვიანებით, შეხვედრისთვის დათქმული დრო გადაწია, შემდეგ კი არც სატელეფონო ზარებს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უპასუხა.
წყარო