გამარჯობა მეგობრებო, ბოდიში თუ არასწორ განყოფილებაში ვქმნი კითხვას, მარა მგონი შესაბამისია აქ....
მოკლედ, გაყიდვა მინდა 1 ან რამდენიმე ძვირადღირებული ნივთის იბეიზე, და რამე სპეციფიური დეტალები არი რაც უნდა გავითვალისწინო?
ექაუნთი მაქ, და ჩვეულებრივად სურათებს გადავუღებ, დავდებ ინფორმაციას და ყველაფერს, და დაველოდები მყიდველს.
მარა გაგზავნა თიტონ როგორ ხდება? ალბათ ფოსტით ხო? რამდენი ხანი ჭირდება ფოსტას ამერიკაში გასაგზავნად?
და რაც მთავარია, არის თუ არა რამე ლეგალური ნიუანსები რომელიც უნდა გავითვალისწინო? მაგალითად:
1.)რადგან ვყიდი, რაიმე სახის გადასახადის გადახდა მიწევს სახელმწიფოს მიმართ?
2.)ფოსტას თითონ უნდა ვუთხრა რო ამანათი გაყიდულია და მაგას ვაგზავნი, ან რამე საბუთები იქნება სპეციფიური შესავსები?
ესეთი რაღაცეები მაინტერესებს ძირითადად, რო რამე დარღვევას არ ქონდეს ადგილი. მადლობა წინასწარ