Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სპორტი > ქართველი რეკორდსმენები


Posted by: M1QeLa 1 Feb 2024, 21:15
გამარჯობათ
მე მაქვს დამყარებული 3 გინესის რეკორდი და მინდა ვისაუბრო რახდება რეკორდებში და საქართველოში რა დონემდეა განვითარებული ეს სპორტი
მინდა გითხრათ რომ ნოლის დონეზეა დაცემული არანაირი ფულადი ჯილდო მხოლოდ სიგელი მედალი და ვსიო ანუ გინესი არ გიხდის არანაირ თანხას რეკორდის დამყარებაში და ვიღაცეები რო ამბობენ მილიონს გაძლევენო ეგ არის ტყუილი და უცოდინრობა
ეხლა გეტყვით როგორ ხდება ამ სპორტში თანხის გამომუშავება.
გჭირდება სპონსორი რომელსაც გაურიგდები რო რასაც ის აწარმოებს მაგალითად წვენი რამე ან ჩასაცმელი რავიცი...
ხოდა მაისურზე უნდა გეხატოთ მაგის ფოტო ან ლოგო რამე ან წარწერა ხოდა რეკორდს როცა ამყარებთ წინასწარ აგებინებთ ტელევიზიებს როდის იგეგმება და რო მოვლენ და ინტერვიუს აიღებენ შენგან ეს მაისურზე წარწერაც ჩანს კამერაში ამას ტელევიზია მერე აშუქებს და არის რეკლამა ანუ რეკლამაში იღებ ფულს და არა რეკორდის დამყარებაში მაგრამ ჩვენთან არ მოდის ტელევიზია მე 3 რეკორდი დავამყარე წინა წელს და არცერთ ღონისძიებაზე არ მოვიდა ტელევიზია ნუ რათქმაუნდა არ გაშუქდა ეს რეკორდები აქედან გამომდინარე შენ დამფინანსებელს ვერ მისცემ გარანტიას რეკლამის იმიტო რო შეიძლება არ მოვიდეს ტელევიზია და იმ ფულის უკან დაბრუნება მოგიწევს წელსაც ვაპირებ რეკორდის დამყარებას ვემზადები თუ მოვიდა ტელევიზია კაია თუარადა მარტო ენთუზიაზმით სპორტსმენი ცოდოა და აღარ მოგინდება უბრალოდ აიცრუებ გულს

ეხლა აღიარება როგორ ხდება ჩვენ რადგანაც დამფინანსებელი არ გვყავს და ვერ მივდივართ საზღვარგარეთ რო იქ გინესის მსაჯების თანდასწრებით დამყარდეს რეკორდი და ვერც ჩამოგვყავს მსაჯი აქ რადგან უნდა დაუფინანსო გზა და აქ რომ ჩამოვა მერე სასტუმრშო დააბინავო და ესეც ხარჯებთან არის დაკავშირებული გვიწევს ვიდეოს გადაღება და გადაგზავნა მაგრამ ჩვენი ფედერაცია ამასაც ვერ ართმევს თავს და ამბობენ გადავაგზავნეთ ვიდეო და ჯერ არ არის პასუხიო არადა გავა უკვე 1 წელი და ჯერ პასუხი არარის

მოკლედ ეს სპორტი რო არ იყოს ასე ჩამკვდარი ტელევიზიები უნდა დაინტერესდნენ მოვიდნენ ღონისძიებებზე და მოხდეს გაშუქება აი ასე განვითარდება რეკორდები საქართველოში რადგან ბევრი რეკორდსმენი გვყავს მართლა 10-15 გზის მსოფლიო ჩემპიონები და არ იცნობს ხალხი რაც ძალიან სამწუხაროა ტელევიზიებს არ სურთ რატომღაც ამ კარგის გაშუქება სულ ცუდს აშუქებენ და თუ მოხდა საოცრება და მოვიდნენ აშუქებენ არასწორად სკანდალურად როგორც ჭაბუკა ჭიღლაძის რეკორდზე მოხდა ვაგონები რომ გაწიეს და დააბრალეს უკნიდან მიაწვნენო მერე ისევ ჩაატარეს ღონისძიება და დაამტკიცეს რო არანაირ თაღლითობას არ ქონდა ადგილი სირცხვილი ტელევიზიას.

Posted by: iverieli 20 Feb 2024, 13:46
M1QeLa
გამარჯობა.

თუ საიდუმლო არაა რაში დაამყარე გინესის 3 რეკორდი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)