Ras_al_Ghulმე მყავს 1.3 ფიტი 2003 წლიანი
1.5 ძრავისგან ის განსხვავებაა რომ 1.3 ცეპზეა და 1.5 რემენზე
და 1.3 ს 8 სვეჩი აქვს და 1.5 ს 4.
ამიტომ 1.3 ზე პრობლემურია 8 დან 4 ბაბინა და ჩიბუხები ( მუშტუკი ) რადგან 4 წინ აქვს ძრავს განლაგებული და დანარჩენი 4 უკანა მხარეს საქარე მინისკენ. მანდ სიმხურვალე მეტია და ზაფხულში გაზაობა-ტანჯვით თუ ივლი და ძან ბევრს აწვალებ უკანა 4 ის ჩიბუხები დნება სიმხურვალეში განსხვავებით წინა ოთხისა და პატარა პერებოის იკიდებს მატორი მაგის გამო და წვას უმატებს. უკანა 4 ჩიბუხის გამოცვლით
პერებოი აღარ აქვს და გამართულად დადის წვაც გამოსწორდება მოკლედ მეტი მოფრთხილება უნდა რა ამ კუთხით...
და კიდევ 1.3 იან ფიტში თუ ბარგი გაქვს და ბევრი გიზის მანქანაში მაშინ საგრძნობლად ეტყობა აბგონზე ჩაჭერითაც უჭირს გასწრება ადვილად ვერ კრეფს სიჩქარეს, 1.5 უკეთესი იქნება აბგონზე არ გაგაწვალებს.
სხვა მხრივ მაგარი გამოდგარი მოდელია. დიდი ტევადობის სალონი აქვს, ბევრი სედანი და ჰეჩბექიც ვერ იოცნებებს იმხელაა...სარეცხი მანქანა თავისუფლად ჩავდე უკან ბარგიც შევტენე და წავედი უპრობლემოდ იმდენი ჩაეტია :დ მაგალითად კოლტი უფრო პატარაა და ნისან ნოუტში რომ ჩავჯექი მეგონა მანქანა მიჭერდა ირგვლივ ფიტის მერე ისეთი სივიწროვე მომეჩვენა, შედარებაც არ შეიძLება რა ამ კუთხით
სწრაფადაც დადის ბევრ სხვა პატარა მანქანას ადვილად ამწარებს, 1.6 იანი სედანებიც გამიმწარებია სხვათაშორის დადგომაზე :დ
ეკონომიურია საკმაოდ, იგივე კლასში მაზდა ბევრს წვავს, ნისანი ბევრს, არც კოლტია უკეთესი, ისტი არ ვიცი
ლუკოილის პრემიუმი 50 ლარის ჩავასხი და ქუთაისიდან გონიოში ჩავედი, მერე იქ 1 დღე ქალაქში ვიბოდიალე მანქანით, იქედან ბათუმში 2 ჯერ გადავედი და უკან დავბრუნდი + ბათუმშიც ბევრი ვიბოდიალე, მერე გონიოდან ქუთაისში წამოვედი, მერე 3-4 დღე ქუთაისში საბოდიალოდაც დამიტოვა საწვავი ჩეკი არ აუნთია 4 დღე ისე ვატარე, თან აგრესიულად დამყავდა აბგონები არ დამიკლია, მეზიზღება 50-60 ით მღოღავ ტრაილერებს ვსდიო კუდში ნახევარი საათი
. მოკლედ ჰიბრიდების მერე ერთ-ერთი კარგი ოპტიმალური არჩევანია ეკონომიის ამბავში
მთავარია კარობკა ქონდეს ნორმალურ კარგ მდგომარეობაში, მე ყოველ 20 000 ზე ვუცვლი ზეთს რაცაა თავისი და ვისგანაც ყიდულობ მოვლილი უნდა ყავდეს და რავი პრობლემა არ ექნება ამ კუთხით
This post has been edited by Mr Angry on 12 Sep 2019, 16:01