#45896992 · 8 Oct 2015, 22:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, თქვენი დახმარება მჭირდება ვისაც გაქვთ გამოცდილება იქნებ მიპასუხოთ რამდენიმე კითხვაზე. მოკლედ რაჭაში ვაკეთებთ საკალმახეს , გვაქს მეტრა ნახევარი სიმაღლის ბალავერი ჩასხმული 150 კვადრატზე, რომელიც 4 განყოფილებადაა დაყოფილი. ობიექტიდან დაახლოებით 250 მეტრში ( მაქსიმუმ) არის მდინარე , რომლიდანაც უნდა შემოვიყვანოთ წყალი, მდინარე ობიექტზე დაბლაა , ალბათ 10 მაქსიმუმ 20 მეტრი იქნება სიმაღლეთა შორის სხვაობა, მითხრეს რომ უნდა შევიძინო წყლის საქაჩი მატორი ( ნასოსი ) , როგორი ნასოსი უნდა შევიძინო, რა სიმძლავრის, დაახლოებით რა ფასია, და რამდენი ექნება დაახლოებით ელექტრო ენერგიის ხარჯი ყოველთვიურად? ასევე მაინტერესებს 100 იანი მილების ფასი, რითაც წყალი უნდა შემოვიყვანო, თუ მატორის თემა არამომგებიანი იქნა მაშიინ უნდა განვიხილო სხვა მდინარიდან წამოყვანა რომელიც ერთ კილომეტშია. დამატებით ინფორმაციასაც თუ მომაწვდით რაიმე საინტერესოს კარგი იქნება, წინასწარ მადლობა
|