მე მყავდა 2010 იანი პრიუსი და გეტყვი ნაღდს თუ დამიჯერებ. მაქვს თან ზოგადად გამოცდილება მანქანებში და ჰიბრიდებში
პირველი რჩევა იქნება აქ რაც დაიწერა გეტყვი რო გარბენზე ჩაციკვლა არის დიდი სისულელე
მითუმეტეს პრიუსზე. აი საერთოდ არ ნიშნავს რო 70 მილიანი მანქანა ჯობია რამით 200 მილიანს. ჯერ ერთი რო აქ არბენინებენ მანქანებს და მერე ყრიან , ვერ გაიგებ ვერანაირად ჩამოყრილია თუ არა, მაგალითად ჩამოიყვანა ტიპმა 150 მილი გარბენით 4 წლის წინ, მერე აქ არბენინა აიყვანა 220ზე , ჩამოყრის 160 ზე და ეგაა. ვერავინ მაგას ვერ გაარკვევს სპიდომეტრი თუ არ მოხსენი
და სპიდომეტრს არავინ მოვახსნევინებს
ამიტო გარბენზე ცქერას ჯობია მანქანის მდგომარეობას უცქირო და კარგად შეამოწმო.
ჩამოყვანა გაძვირდა ძაან , ადგილზეც გაძვირდა და თან გამოუცდელი თუ ხარ შენ ვერ ჩამოიყვან ვერანაირად პრიუსს ვერც 2010 იანს ვერ 2013 იანს რო 6500$ ზე ნაკლებში ჩაეტიო.
ამიტო ადექი და მანქანა ნახო კაი მდგომარეობაში მთავარია, ბატარეები ქონდეს კაი და აბს კომპიუტერით შეგიმოწმებენ, არცერთი ელემენტის ვოლტაჟი 14 არ უნდა ჩამოცდეს. ნეიტრალში ჩააგდებენ, დალნები კონდენციონერი ყველაფერი უნდა ჩაირთოს და დააჯინო ბატარეები მაქსიმალურად, რო გაითიშება მანქანა და ხელმეორედ დაქოქვა მოუწევს აი ეგრე, დაჟე 2ჯერაც რო გაითიშოს მანქანა. და მასე დაცლილზე 14ს რომელი ბატარეაც ჩამოცდება გამოსაცვლელია.
აბეესი თუ კაია, გამოუცვლი ყიდვის მეორე დღესვე ტორმუზის ჟიდკოსტს ცენტრში და ეგაა.
რო შევაჯამოთ, კიდევ გავიმეორებ რომ გარბენზე არ ჩაიციკლო. აქ ჩამოყრა კი არა ბევრი მინახავს 180 მილიანი მანქანა ბევრად მოვლილი იყო ვიდრე 80-100 მილიანი. მე თუ მკითხავ საერთოდ 12 წლის პრიუსს რო უწერია 100 მილზე ნაკლები გარბენი საერთოდ არ უნდა იყიდო იმიტო რო 99% ნაჩალიჩარია, პრიუსს საგორაოდ არც ამერიკელი არ ყიდულობს და არც ქართველი და ზღაპარია რა. 12 წლის პრიუსის რეალური საშუალო გარბენი არის 200 მილი.
220 მილამდე იყიდე არაა პრობლემა, მთავარია ძვირი არ მიცე იმიტო რო მერე გაყიდვა რო გენდომება აგერ ხო ხედავ მარტო გარბენს უყურებენ და გაგიჭირდება ძვირად გაყიდვა. მე გავყიდე 2010 იანი პრიუსი 230მილით 6100$ ში ახლახანს მარა ყველანაირად გამართული მყავდა და სალონიც მოვლილი და სუფთა, არსად დახეული ნაჭერი არ ქონია და პლასტმასებიც ყველა თავის ადგილას
ვინ კოდი შეამოწმე ყველა მანქანაზე გარბენი და როდის ჩამოყვანილი ყავს. 150-200(220) დიაპაზონში თუ იყიდი ყველაზე კაი და ნაღდია, მარა დიაგნოსტიკა არი მთავარი
150 მილი ქონდეს გარბენი და ბატარეები ვოლტაჟს ვერ იჭერდეს ან სალონი იყოს გაცვეთილი ეგეთი რად გინდა.
https://myauto.ge/ka/pr/77985137აი მაგალითად ამას შეხედავ ნავაროტკები აქ. მონიტორი აქ, მარა ნარბენი და ამოსმული მანქანა როა ამას სურათებშიც ეტყობა, ასეთი არ უნდა იყიდო
დამავიწყდა მთავარი. როცა იყიდი მეორე დღესვე შეუცვალე ტორმუზის ჟიდკოსტი ცენტრში ან თეგეტაში. მეორე დღესვე ამოაღებინე ბატარეები და კონტაქტები გააწმენდინე და ქულერიც და დენსოს სვეჩები დააყენე აუცილებლად კიდე Denso #3444 უნდა მაგას. სადღაც 300 ლარის თემაა ეს ყველაფერი მარა აუცილებელია რა, წინა პატრონმა როდის რა გამოიცვალა და რა ხარისხის დააყენა ვერ გაიგებ და აუცილებლად ქენი ეს ყველაფერი
This post has been edited by Malammore on 11 Sep 2022, 14:29