Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა


Posted by: Pinturicch10 13 Mar 2010, 18:38
არასამთვრობო ორგანიზაციის შექმნა მინდა და რა არის ამისთვის საჭირო იურიდიული კუთხით?
სად უნდა დავრეგსტრირდეთ ან რამდენია გადასახდელი რეგისტრაციისათვის???

...

თუკი არის უკვე ასეთ თემა იქნებ ლინკი მიმითითოთ...

მადლობა.

Posted by: შევარდენი1906 14 Mar 2010, 09:39
http://www.napr.gov.ge/uploads/help/index.htm

Posted by: conditiosinequanon 14 Mar 2010, 10:21
მანუალი დაწერეთ რა , და ნოტარიუსის ხარჯები. და დამფუძნებელთა კრების ოქმის ნიმუში, 3 კაცი საკმარისია შესაქმნელად??

Posted by: 022022 14 Mar 2010, 10:46
კი 3 კაცი არის მინიმუმი ...........

Posted by: sofo-fofo 19 Mar 2010, 10:24
022022

QUOTE
კი 3 კაცი არის მინიმუმი ...........


არანაირი შეზღუდვა არ არის შესაძლებელია ერთმაც დააფუძვნოს

Posted by: gogilord 30 Mar 2010, 15:35
sofo-fofo
შევარდენი1906
ადრე არასამტავრობოს დასარეგისტრირებლად საჭირო იყო მინიმუმ 5 კაცი.
ეს მოიხსნა უკვე? ანუ ფონდი/კავშირი სეიძლება დააფუძნოს ერთმა პიროვნებამ?
თუ შეიძლება მიმითითოთ კანონის შესაბამისი მუხლი, რომლითაც გაუქმებულია 5 კაციანი ვალდებულება?
ფონდსა და კავშირს შორის იურიდიული განსხვავება აღარ არსებობს?
ორგანიზაციის იურიდიულ დასახელებაში ადრე საჭირო იყო კავშირის ან ფონდის მითითება, ეხლა?
წინასწარ მადლობა პასუხისათვის?
-----
არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდება და ოქმი თუ გაქვთ ვინმეს იქნებ დადოთ აქ?
დიდად მადლობელი დაგრჩებით.

Posted by: ნათია 3 Apr 2010, 11:39
pinturicio
აი ეს დამეხმარა ძალიან და ნახე, გამოგადგება http://www.epfound.ge/files/ngo-epf.pdf
საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრირო და მგონი 100 ლარია გადასახადი რეგისტრაციის.

conditiosinequanon
ნოტარიუსის ხარჯები შემოიფარგლება წესდების, ხელმოწერების ნიმუშების და ა.შ. დამოწმებით. როგორც ვიცი ძვირი არაა.
დაფუძნება 1 ადამიანსაც შეუძლია და კრების ოქმი იმ შემთხვევაშია საჭირო თუ იურიდიული პირია დამფუძნებელი. ფიზიკური პირის შემთხვევაში, დამფუძნებლის გადაწყვეტილება უნდა დაამოწმებინო ნოტარიუსს.

შენც გამოგადგება ეს ლინქი http://www.epfound.ge/files/ngo-epf.pdf

gogilord
QUOTE
ეს მოიხსნა უკვე?

yes.gif
მცნება "ფონდი" და "კავშირი" საერთოდ ამოიღეს კანონმდებლობიდან.
QUOTE
ორგანიზაციის იურიდიულ დასახელებაში ადრე საჭირო იყო კავშირის ან ფონდის მითითება, ეხლა?

ეხლა რაც გინდა იმას მიუთითებ. "ასოციაცია", "კლუბი", etc.
QUOTE
არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდება და ოქმი თუ გაქვთ ვინმეს იქნებ დადოთ აქ?

აჰა, ჩავგუგლე და ნახე აბა
http://www.gyla.ge/index.php?option=com_content&view=article&id=64&Itemid=146&lang=ka
http://sau.ge/?page_id=4

Posted by: conditiosinequanon 3 Apr 2010, 13:20
ყოველიშემთხვევისთვის დავწერ tongue.gif წესდების დამტკიცება ჯდება 18 ლარი +2 ლარი , ხოლო ყოველი ხელმოწერის დამტკიცება 2ლარი და + თითო დოკუმენტზე 2 ლარი . (კრების ოქმი,ფაქსიმილია,მესაკუთრის თანხმობა)

Posted by: Pinturicch10 3 Apr 2010, 16:25
ნათია
მადლობა დიდი.
გადავხედავ აუცილებლად smile.gif

Posted by: რატიუს 3 Apr 2010, 17:18
QUOTE
კრების ოქმი,ფაქსიმილია,მესაკუთრის თანხმობა

ესენი რა ჯდება? და ფიზიკური პირებისთვის თუ კრების ოქმი არ არის საჭირო მაშინ ფაქსიმილია და მესაკუთრის თანხმობა რა ჯდება? და მესაკუთრის უფლება ანუ იურიდიული მისამართის?

Posted by: 022022 4 Apr 2010, 10:36
QUOTE (sofo-fofo @ 19 Mar 2010, 10:24 )
022022

QUOTE
კი 3 კაცი არის მინიმუმი ...........


არანაირი შეზღუდვა არ არის შესაძლებელია ერთმაც დააფუძვნოს

რავი მე რომ შევქმენი მაშინ იყო smile.gif

Posted by: ნოდარი13 29 Apr 2013, 10:24
3 წელია გასული და რამე შეიცვალა თუ ისევ ისე შეიძლება ჩამოყალიბება?

Posted by: Boss Online 3 May 2013, 04:21
რა შეუძლია და რა არის წერია სადმე ?

არასამთავრობოების უფლებამოსილებები შესაძლებლობები და შეზღუდვებზე ინფორმაცია თუ არის სადმე ?

ასევე საერთოდ რატომ უნდა დაარეგისტრირო არასამთავრობო ასოციაცია რას მოგიტანს ეს ?

Posted by: Keta023 22 Feb 2014, 20:13
3 კაციანი ორგანიზააციის შემთხვევაში როგორ შეიძლება განაწილდეს მოვალეობები?? ძირითადი რა უნდა იყოს? ანუ დირექტორი, ბუღალტერი, პროექტის მენეჯერი თუ რა?

Posted by: tamunadi 16 Mar 2014, 20:53
არაკომერციულ იურიდიულ პირზე დამფუძნებელთა კრების ოქმი გადმომიგზავნეთ რა ვინმემ წინასწარ მადლობაა

Posted by: lazy 17 Mar 2014, 18:17
არ სჭირდება არავითარი კრების ოქმი, წესდება და პირადობების ასლები და მორჩა.

Posted by: androabuladze 17 Mar 2014, 21:11


როგორც წესი ორგანიზაცია სხვადასხვა ორგანებისაგან შედგება.
შესაძლებელია, რომ ერთი კაცი იყოს ყველა ორგანოს წარმომადგენელი/ხელმძღვანელი?




Posted by: lazy 18 Mar 2014, 14:47
მაგაზე ამომწურავი პასუხები უნდა ჰქონდეთ წესით და რიგით იუსტიციის სახშშშ

Posted by: ვუნდერკინდი 26 Oct 2014, 13:42
Keta023
ორგანიზაციის თანადამფუძნებლები შეიძლება საერთოდ არ იყვნენ თანამშრომლები. თამანშრომლები შეგიძლია აიყვანო კონკურსის წესით, ან პროექტის მიხედვით მეტად კომპეტენტური პირები, ბუღალტერი გირჩევ აიყვანო კარგი და კვალიფიციური, ცუდ ბუღალტერს შეუძლია საერთოდ ჩაძიროს ორგანიზაცია.

Posted by: Mr_Eisenheim 7 Nov 2014, 17:54
საალამი ყველას.. ანუ რაღაცეები მაინტერესებს და იქნებ დამეხმაროთ, მოკლედ 1რიგში მაინტერესებს რა სჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას? (დოკუმეტები, თანხა, რა მოთხოვნებია და ასე შემდეგ)

2. ვართ ეკონომისტები სტუდენტები (მეორე კურსის და უფრო მაღალი კურსელები კიდე) და გვინდა არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნა, ჩვენ პროფესიასთან დაკავშირებით გვაქ რაღაც იდეები ანუ, და თუ შეგიძლიათ რომ გვირჩიოთ შევძლებთ თუარა თავი გავართვათ ამ საქმეს? ?

ვიცით რომ იურისტების დახმარება დაგვჭIრდება და ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი იქნებ კიდე რამე რჩევა მოგვცეთ ..

მადლობა წინასწარ ყველას

Posted by: max-14 12 Sep 2019, 00:53
QUOTE
არასამთვრობო ორგანიზაციის შექმნა მინდა და რა არის ამისთვის საჭირო იურიდიული კუთხით?
სად უნდა დავრეგსტრირდეთ ან რამდენია გადასახდელი რეგისტრაციისათვის

თუ შეიძლება დეტალურად რომ გამარკვიოთ,მადლობა

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)