ნუ უფრო რამე ექშენი, რომ ახტე, დახტე, გადახტე, მაგრამ ნებისმიერი თამაში შეიძლება მომეწონოს სადაც თავისუფლება გაქვს. ახალ თამაშებში ეგ იკარგება.
ეს 2-3 დღეა ვოვს ვთამაშობ (ვოტლკს) და მემგონი სხვა მიზეზებთან ერთად, კიდევ ერთI მიზეზი აღმოვაჩინე რატომაცაა (იყო) ვოვი ერთ-ერთი უძლიერესი თამაში.
მარტო ერთი სინემატიკია თავიდან რომ რთავ :დდდ და ძალიან კარგი ყოველთვის. და მარტო 1 ვიდეო რგოლი პერსონაჟს რომ ქმნი. ორივე შეგიძლია გამოტოვო.
და ვსო.
მორჩა.
აწი შენა ხარ და შენი ნაბადი.
სად წახვალ, რას გააკეთებ, ვინ შეგხვდება, რა ლუტი დაგრჩება ლამის სრულიად რენდომია. კატასტროფულად თავისუფალი თამაშია. ფაქტიურად შენ თვითონ ქმნი რა გინდა რომ აკეთო და როგორ გინდა რომ ითამაშო. პვპ-ს თუ მიაწვები, უამრავი შესაძლებლობებია. ბათელგრაუნდები, ვინტერგრასპი, დუელები, არენა 2v2, 3v3, 5v5. გილდიები. მოწინააღმდეგე მოთამაშეების ქალაქებზე თავდასხმები.
ან ვაფშე არ ჩაერთვები პვპ-ში და სულ ცალკე სამყაროა კიდე.
სასაცილო ქვესტებია. საინტერესო იტემები შეგიძლია აგროვო. რამე წოდებებზე იჩალიჩო. ტრანსმოგრიფიკაციის სეტები ეძებო.
და მერე მოდიან და მეუბნებიან რდრ2 უმაგრესი თამაშია, შენ ვერ დაამუღამეო
დაჟე! დაჟე ინტერაქტიული ფილმი თამაში Fahrenheit-იც კი უფრო მეტ თავისუფლებას გაძლევს, ვიდრე ეგ ტუპოი ვესტერნ სიმსი.