#52740305 · 18 May 2018, 22:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინ კომპანია Valve-მა iOS-სა და Andorid-ზე გამოუშვა აპლიკაცია Steam Link, რომლითაც შესაძლებელია თქვენს Steam-ის ანგარიშზე არსებული თამაშების გაშვება სმარტფონებზე, პლანშეტებზე, სმარტ ტელევიზორებსა და სხვა კომპიუტერებზე. ამისთვის აუცილებელია რომ Steam Link App დაინსტალირებული მოწყობილობა იმავე ქსელში იყოს, რომელშიც ჩართულია კომპიუტერი, სადაც გაშვებულია Steam-ის კლიენტი თქვენი ანგარიშით.
Steam Link ცალკე მოწყობილობაც არის, მაგრამ არც ისე პოპულარული გამოდგა და კომპანია Valve-მა მის კლიენტებს ასეთი სასიამოვნო აპლიკაცია უფასოდ შესთავაზა.
Steam Link App არ ახდენს თამაშის "თარგმნას" მობილურისთვის და მერე მის ინსტალაციას, ის აკეთებს სტრიმს იმ მოწყობილობასთან, რომელშიც ეს აპლიკაცია გაქვთ დაინსტალირებული. ამისთვის კი აუცილებელია თქვენს სმარტფონს ან ტელევიზორს გააჩნდეს 5 გჰც უსადენო ქსელში მუშაობის მხარდაჭერა.
გრაფიკული ინტერფეისი არის სტანდარტული Big Picture Mode.
ძალზე მოსახერხებელი აპლიკაციაა. თუ კომპიუტერი დგას სხვა ოთახში და თქვენ გსურთ საძინებელ ოთახში მაგალითად Rocket League ან DOTA 2 ითამაშოთ, თქვენს სმარტ ტელევიზორში გახსენით Steam Link App და დატკბით. ამ შემთხვევაში აუცილებელია Steam Controller ან სხვა კონტროლერი (მაგალითად Xbox-ის კონტროლერი), რომლის მხარდაჭერაც სთიმს აქვს.
აპლიკაციას აქვს 4K მონიტორის მხარდაჭერა და შეუძლია თამაშების სტრიმი 60FPS-ით.
აპლიკაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია თქვენი ოპერაციული სისტემის მარკეტიდან.
This post has been edited by Vaqueiro on 18 May 2018, 22:07
|