Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > დასვენება ბაკურიანში -SKI snowboard ზამთარი


Posted by: Noname(c) 13 Oct 2009, 16:27
გამარჯობა აქაურობას.

ვაპირებ მეგობრებთან (თან ოჯახთან) ერთად დავისვენო ბაკურიანში ამ ზამთარს.

ხოდა ჩემთვის სამარცხვინოდ წარმოდგენა ამარამაქვს რა ხდება მანდ.

გუდაური გასაგებია ყველაფერი. აი ბაკურიანზე რას მეტყვით:

როგორი ტრასებია რა სირთულის?
ტრასები მოვლილია?
სერვისი?
ფასები?
სნოუბორდების ქირაობა შეიძლება თუ ჯობია შენი წაიღო თან.
გართობა?

თუ რაიმე ლინკს მომცემთ მაგაზეც მადლობელი ვიქნები.





Posted by: TengoGog 14 Oct 2009, 00:34
ბაკურიანი.ჯე ან დავისვენოთ.ჯე

ბევრი მასალაა და დაგეხმარება ამ ამბავში....

ისე სრიალისთვის იასნია გუდაური სჯობს ბევრად. ბაკურიანში რაც კარგია არის საველე ანუ ივანიშვილის კანატკა, მაგრამ ერთი მინუსი ის აქვს რომ სულ ქარია იქ და ძირიტადად თოვლი მოაქვთ და ყრიან. კოხტა (ყველაზე გრძელი და რთული ტრასა) შარშან არ მუშაობდა, წელს არ ვიცი რა იქნება. სასტუმროებს რაც შეეხება, ვედრა მანეთად, როგორის და რანაირიც გინდა ფასი, მდებარეობა, მომსახურება და სხვა მრავალი. სასტუმროებს ამ საიტებზე ნახავ!

Posted by: mustafa_ibrahim 16 Oct 2009, 12:31
შარშან მუშაობდა ორი ტრასა, დიდველი და ტატრა. ტატრა არ ვიცი, მგარამ დიდველი კარგი მოწყობილია. მე პირადად გუდაურს მირჩევნია. ჯერ ერთი, რომ თოვლის ხარისხი უკეთესია, მეორეც მიმაჩნია, რომ უფრო კარგი მოწყობილია. დახურული საბაგიროთი ადიხარ, გზაში არ გაიყინები. ზედა პლატოზე კი ღიაა საბაგირო, მაგრამ ჩამოსაფარებელი აქვს. მოკლედ კარგი ტრასებია. თოვლი შარშან ბევრი იყო. ბოლოს 3 მარტს ვისრიალე და ძალიან დიდი თოვლი იყო. სასტუმროები იწყება 30 ლარიდან და ზევით. სნოუბორდი არ ვიცი, ალბათ იქნება გაქირავებაში. თხილამური კი ბევრგან ქირავდება.

Posted by: webdesigner93 16 Oct 2009, 12:44
Noname©
http://bakuriani.ge http://davisvenot.ge აქ არის ყველანაერი ინფორმაცია. რაც შეეხება მოვლას ჩემი აზრით ბაკურიანი იდეალური მოვლილია. მანქანით უპრებლომოდ გადაადგილდები სამანქანო გზა მუდამ იწმინდება,ტერიტორიას პატრულირებენ,სნოუბორდი არ მიყვარს და არ დავკირვებივარ თუ აქირავებენ ალბათ კი მარა აქედან თუ წაიღებ ჯობს დაიზღვევ თავს smile.gif) ტრასებიც იდეალური მოვლილია წელს წესით კოხტა უნდა გაიხსნენ განახლებული კანატკით ისე ტატრა და დიდველი და კიდევ არის დამწყების ტრასები 25 მეტრიანი(სიგრძის მიხედვით არა biggrin.gif ) 75 მეტრიანი და პარკში. სასტუმროები უამრავია შენი გემოვნებით აარჩიე და იმ ტრასასთან ახლოს რომელზეც აპირებ სრიალს smile.gif) ბურანები და კვადროებიც ჩითავს თუ გევასება. კიდე ძალიან კარგად მოწყობილი კინოთეატრია. თბილისის არცერთ კინოთეატრს არაფრით არ ჩამოუვარდება ! და კლუბები და ა.შ. smile.gif) გუდაური და ბაკურიანი სულ სხვადასხვაა და ამიტომ ვერ იტყვი რო რომელიმე უკეთესია smile.gif)

Posted by: nefro 16 Oct 2009, 21:42
ძალიან მინდა ოჯახიტ წავიდე მაგრამ ძალიან ძვირი გაამოდის, საქარტველოსთვსი არარეალურად ძვირ. თუ სადმე კერძო კოტეჯში შეხვალ - 35 კაცზე კვებით, მაგრამ აბაზანის და ტუალეტის რიგში მოგიწევს დგომა და საკმარისად არ ათბობენ ხოლმე ყველაფერთან ერთად. ნორმალური სასტუმრო უკვე 50 დოლარი და ზემოთ ღირს. თანაც განსხვავებით ნებისმიერი ტურიტული ადგილიდან საზღავგარეთ, 2 კაცი შედიხარ ოთახში სამი ტუ 9 მაინც იგივე თანხაა კაცზე. ეს მარტო ჩვენთან ხდება. 4 დიდი და ერთი 7 წლის ბაშვი რომ წავიდეტ 10 დღით საშუალო სასტუმროში და ვისრიალოთ, 1500 დოლარი დაგვიჯდება ჯამში. არააა ძალიან ძვირი?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)