Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფსიქოლოგია > მოვწონვარ თუ არა?


Posted by: mapshnik 6 Mar 2018, 23:45
ესეიგი როგორ გავიგო გოგოს მოვწონვარ თუ არა? როცა მარტო ვრჩები მასთან ერთად ხმას არცერთი არ ვიღებთ ნუ ამას თავისი მიზეზები აქ არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მის ქმედებებს აღგიღწერთ და იქიდან გამოიტანეთ დასკვა, ანუ თვალს ვერ მისწორებს , საუბარშიც ძალიან მოკრძალებულად და არადამაჯერებლად აფიქსირებს ხოლმე აზრს. კამათში ვერ შემოდის როცა მასთან ერთად ვარ ცდილობ თავი მოიკატუნოს ვითომ ტელეფონშია ჩართული და ყურსასმენებს უსმენს, ფეხებს ნერვიულად ათამაშებს, აშკარად შფოთავს და ვერ გრძნობს თავს თამამად, ალბათ ჰგონია რომ ჩვენს პირად ურთიერთობაზე და კონფლიქტზე დავუწყებ ლაპარაკს და მაგიტომ ვფიქრობ რომ ვერ გრძნობს თავს კომფორტულად,სხვებთან გახსნილია მარა როცა ჩემთანაა და 1-1 ზე ვუსწორებ თვალს აშკარად ვატყობ რომ ოდნავ ნაწყენიცაა და თითქოს ჩემგან ელის რაღაცნაირად გავვაქტიურდე, მიუხედავად იმისა რომ ჩათში ძალიან უფერულად მწერს და იფასებს თავს.. რას ფიქრობთ თქვეენ????

Posted by: ZoooM 7 Mar 2018, 01:57
mapshnik
ესე ვერავინ ვერგეტყვის მოწონხარ თუ არა.
და შენ მოგწონს?
თუ შენ მოგწონს და გინდა რო ეგ გოგო შენი იყოს ძმა, ერთად როცა ხართ ხმას რატო არიღებ?
რაც დაწერე იქიდან გამომდინარე მორცხვი ადამიანია, რაც პირდაპირ ნიშნავს რომ ინიციატივა შენ უნდა აიღო.
როგორც არ უნდა ევასებოდე მაგ გოგოს ეხლა შენ, შენი უმოქმედობით პირიქით კარგავ.


Posted by: Ninna_maya 7 Mar 2018, 03:24
აუ, მეგონა გვირილაზე მკითხაობდა ვიღაც smile.gif

Posted by: VovaN006 7 Mar 2018, 05:12
იდი ნა ... უთხარი. ერთი სიტყვით გააჯმევინე. გოგოების მეტი რა არის. ბევრთან უნდა ცადო ბედი. შეიძლება 10 დან 1 თან გამოგივიდეს. ხელი არ ჩაიქნიო ბრატ smile.gif

Posted by: <<Innamorata>> 7 Mar 2018, 09:01
და შენ მოგწონს?: )

ფაქტი ისაა რომ არ უნდა შენთან კონტაქტი..

Posted by: LTC100 7 Mar 2018, 09:40
QUOTE
ჩვენს პირად ურთიერთობაზე და კონფლიქტზე დავუწყებ ლაპარაკს


რა კონფლიქტი? არ ელაპარაკებით ერთმანეთს smile.gif
სავარაუდოდ არ აინტერესებ , დიდად არ იჩენს შენც ინიციატივას და რას ელოდები? მარტო რომ დარჩებით შემოგახტეს? :დ

Posted by: mapshnik 7 Mar 2018, 11:12
ფაქტი ისაა რომ მარტო რო ვრჩებით ეტყობა რო მღელვარებას იწყებს და ნერვიულობს, ასე გონია პირად ურთIერთობაზე დაუწყებ საუბარს, ანუ სახეზე ეტყობაა რო ღელავს და ეს რისი მანიშნებელია? რომ არ ვაინტერესებდე და ფეხებზე ვეკიდო მაშინ სულ აღარც დაიწყებდა აღელვებას

Posted by: <<Innamorata>> 7 Mar 2018, 11:27
mapshnik
იქნებ უსიამოვნებისგან ღელავს: ))))

Posted by: LTC100 7 Mar 2018, 11:34
mapshnik
მოძრაობა გააკეთე ბრატ და მიხვდები.
აქ ნოსტრადამუსები არ ვპოსტავთ smile.gif

Posted by: _სებასტიანი_ 7 Mar 2018, 13:33
mapshnik
თმებს ამწვალებს?givi.gif კაროჩე,როგორც შენ აღწერ,თუ არ გეჩვენება,მაგ გოგოს სურს რომ ინიციატივა გამოიჩინო.
შენი უმოქმედობა,ძაან აღიზიანებს და ეგეთი ურთერთობა არ სურს,თუ დროზე არ გადადგი ნაბიჯი,დაგიკიდებს....
იაქტურე დროზე,რაღაც შეცვალე.

ურთერთობა,სავარაუდოდ სურს,მაგრამ დისკომფორტი ექმნება,შენთან და თავს დაცულათ ვერ გრძნობს...

ცოტახანი მაცალე და იმასაც გეტყვია პირველი შვილი ბიჭი გეყოლებათ თუ გოგოlol.gif

Posted by: miShiko123123123 7 Mar 2018, 15:23
https://www.youtube.com/watch?v=GeziQpSP-po

Posted by: sunny_flower 7 Mar 2018, 16:46
რატომ დავკარგე ამ თემის კითხვაში ჩემი ცხოვრების 5 წუთი rolleyes.gif

აშკარად რაღაც ბექგრაუნდი გაქვს მაგ გოგოსთან, გქონია ურთიერთობა და ახლა სხვა "პალასაზე" ხართ, პრეისტორიის ცოდნის გარეშე და საერთოდ ასეთი ზედაპირული ინფორმაციით აქ ვანგა არავინ არაა ვინმეს გრძნობებს მიხვდეს, ჯობია შენ დაელაპარაკო, კითხო და თვითონ გითხრას რას გრძნობს და რას არა

Posted by: austen 7 Mar 2018, 22:18
ინტერეესი აქვს, გაკვირდება როგორ იმოქმედებ. თუ გაიხსნები და კონტაქტში შეხვალ გაქვს შანსი....

Posted by: elodin 7 Mar 2018, 23:03
არ მოწონხარ დაიკიდე. down1.gif

მართლა კი არა, არ წამიკითხავს, აზრზე არვარ. facepalm.gif lol.gif

Posted by: dikka 8 Mar 2018, 00:03
QUOTE
შენი უმოქმედობა,ძაან აღიზიანებს და ეგეთი ურთერთობა არ სურს,თუ დროზე არ გადადგი ნაბიჯი,დაგიკიდებს....
იაქტურე დროზე,რაღაც შეცვალე.

ურთერთობა,სავარაუდოდ სურს,მაგრამ დისკომფორტი ექმნება,შენთან და თავს დაცულათ ვერ გრძნობს...



yes.gif yes.gif

რომც მოწონდე ცოტა ხანიც გიყურებს რას იზავ და თუ არაფერს გააკეთებ დაგიკიდებს, ფაქტია რომ უხერხული სიტუაცია იქმნება როცა მარტო რჩებით და კონტაქტი თუ არ შედგა, რას ელოდები მასეთი ურთიერთობისგან?

Posted by: shepherd 10 Mar 2018, 23:24
mapshnik
QUOTE
მოვწონვარ თუ არა?, არ დამიბლოკოთ თემა გთხოვთ

შენ კი გინდა დაგარწმუნოთ რომ მოწონხარ, იმიტომ რომ ეგრე გინდა,
მაგრამ დარწმუნებული ვარ არ მოწონხა

შეიძლება ერთ დროს რაღაც სიმპატია ქონდა, მაგრამ გაქრა და ვეღარ აღადგენ


ყოველ შემთხვევაში მასე ვერა))

Posted by: Lаki 11 Mar 2018, 19:30
ერთხელ მასე იყო/დაგხვდა
მეორედაც იგივე გამეორდა

მესამედ რამ შეგახვედრა? biggrin.gif

Posted by: Sonix 12 Mar 2018, 22:55
QUOTE (mapshnik @ 6 Mar 2018, 23:45 )
ესეიგი როგორ გავიგო გოგოს მოვწონვარ თუ არა? როცა მარტო ვრჩები მასთან ერთად ხმას არცერთი არ ვიღებთ ნუ ამას თავისი მიზეზები აქ არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მის ქმედებებს აღგიღწერთ და იქიდან გამოიტანეთ დასკვა, ანუ თვალს ვერ მისწორებს , საუბარშიც ძალიან მოკრძალებულად და არადამაჯერებლად აფიქსირებს ხოლმე აზრს. კამათში ვერ შემოდის როცა მასთან ერთად ვარ ცდილობ თავი მოიკატუნოს ვითომ ტელეფონშია ჩართული და ყურსასმენებს უსმენს, ფეხებს ნერვიულად ათამაშებს, აშკარად შფოთავს და ვერ გრძნობს თავს თამამად, ალბათ ჰგონია რომ ჩვენს პირად ურთიერთობაზე და კონფლიქტზე დავუწყებ ლაპარაკს და მაგიტომ ვფიქრობ რომ ვერ გრძნობს თავს კომფორტულად,სხვებთან გახსნილია მარა როცა ჩემთანაა და 1-1 ზე ვუსწორებ თვალს აშკარად ვატყობ რომ ოდნავ ნაწყენიცაა და თითქოს ჩემგან ელის რაღაცნაირად გავვაქტიურდე, მიუხედავად იმისა რომ ჩათში ძალიან უფერულად მწერს და იფასებს თავს.. რას ფიქრობთ თქვეენ????

რამდენი ხანია იცნობ და ურთიერთობ მასთან ?

Posted by: mamaduniangi 17 Mar 2018, 21:54
QUOTE
აქ ნოსტრადამუსები არ ვპოსტავთ

QUOTE
აქ ვანგა არავინ არაა


თუშეიძლება წინასწარ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ








ყველა პასუხისტვის მზად ხარ ჩჰემო პატარა მეგობაროო?/

კაი

მაგ გოგოს არარტუ ევასები პირიქით მაგრა არევასები user.gif


Posted by: Fear1997 22 Mar 2018, 19:08
მოკლედ :დ რადგან თემა დახურული არაა მეც ვიკითხავ იგივე რამეს :დ

ახალი სამსახური მაქვს 24 საათი ვმორიგეობ. :დ
რამოდენიმე მორიგეობაა რაც მივდივარ პირველად რო მივედი ჩემი წინა სმენა იცვლებოდა და ერთი ბიჭი მომეწონა ;დ :დ მეორე სმენაზე ისე მოხდა რომ ერთად მოგვიწია ყოფნა ცოტა დააგვიანა სანამ მოვიდა და რომ დამინახა მოვიდა და გამეცნო წინაზე საგიჟეთი მქონდა და ვერ გაგესაუბრეო :დ

იმ დღეს სულ ყველაფერზე მეძახდა და მასწავლიდა (პირველად ვმუშაობ მსგავს პოზიციაზე) მთელი დღე მესაუბრებოდა პირადულ კითხვებს მისვამდა და ცდილობდა ყველაფერი გაეგო ჩემზე.. ვცდილობდი არ შემემჩნია მაგრამ აღფრთოვანებული ვიყავი :დ (სხეულის ენა თუ იცის მიხვდებოდა ალბათ (რასირცხვილია :დ facepalm.gif ) )
გამოცდებს მიწყობდა პატარ პატარებს და მერე ვკითხე გაბრაზებულმა ასე რატომ მტვირთავ გინდა რომ წავიდე თქო? არა არ მინდა მაგრამ ისე ბევრი წასულაო მიპასუხა :დ როცა ყველამ დაიძინა და ჩენ დავრჩით სრულიად უმიზეზოდ გამომიცხადა რომ შეყვარებული არ ყავს და თავისი სამსახური ყველაფერს ურჩევნია :დ ხშირად მეხებოდა მხარზე და ცდილობდა ეხუმრა მერე აკვირდებოდა ჩემს რეაქციებს ;დ დილით გადაამოწმა აბა ახლა კიდევ თუ მოგწონს აქ მუშაობაო და რომ ვუთხარი ახლა ორმაგად მინდა აქ ყოფნა თქო გამიღიმა და ბევრ რამეზე ვისაუბრებთ მე და შენო :დ

მესმის რომ შეიძლება არაფერს ნიშნავდეს რადგან სილამაზის ნაპერწკლები არ მცვივა და ასე ერთ დღეში ადამიანს ვერ მოვეწონებოდი მაგრამ შანსი მაქვს? :დ თუ უბრალოდ ახალი ხორცი ვიყავი და ცდილობდა რამე ესწავლეინა ჩემთვის? :დ რა ვქნა მირჩიეთ რამე მე დებილს თავიდან ვერ ამომიგდია უკვე ერამდენე დღეა :დ facepalm.gif

Posted by: Lаki 22 Mar 2018, 19:47
Fear1997
QUOTE
მაგრამ შანსი მაქვს? :დ თუ უბრალოდ ახალი ხორცი ვიყავი და ცდილობდა რამე ესწავლეინა ჩემთვის? :დ რა ვქნა მირჩიეთ რამე მე დებილს თავიდან ვერ ამომიგდია უკვე ერამდენე დღეა



ახალი ხორცი ხარ თუ სულის საზრდო მაგას დრო გიჩვენებს.
ისე კი შანსი ნამდვილად გაქვს. ოღონდ ჯერ არ ვიცი(თ) რისი.... wink.gif

QUOTE
რასირცხვილია

რატოა სირცხვილი.
პირიქითაა აქ, გონებას სხეულიც წაეხმარა შანსის მოპოვებაში...

Posted by: Fear1997 22 Mar 2018, 19:56
ეს რა იყო ახლა biggrin.gif თვის ბოლოს სხვაგან გადადის დრო ვერაფერს ვეღარ მიჩვენებს და მოვლენებსაც წინ ვერ გავუსწრებ :დ მადლობა მაინც biggrin.gif

Posted by: Lаki 22 Mar 2018, 20:00
Fear1997
QUOTE
ეს რა იყო ახლა

რა არ მოგეწონა?
QUOTE
თვის ბოლოს სხვაგან გადადის დრო ვერაფერს ვეღარ მიჩვენებს

ეს პირველ პოსტში არ გიტქვამს.

QUOTE
მოვლენებსაც წინ ვერ გავუსწრებ

ნურც ეცდები. გასწრება/მიძალებას...

QUOTE
მადლობა მაინც

არაფრის

Posted by: Fear1997 22 Mar 2018, 20:04
უბრალოდ ის შეგრძნება მქონდა თითქოს ვიწამლებოდი.. ვიხრჩობოდი.. მერე უცებ მოვიდა თავისი სასაცილო სიარულის მანერით და გადაწყვიტა რომ თავხედურად შემოჭრილიყო ჩემ პირად სივრცეში და მაიძულა სუფთა ჰაერი მესუნთქა .. ჩემთვის სუფთა ჰაერივითაა და ახლა არ ვიცი რა ვქნა . თუ არ გიგრძვნია და გამოგიცდია არაკომპეტენტური იქნები და აზრი არ აქვს რა ...

Posted by: Lаki 22 Mar 2018, 20:09
Fear1997

შენ შეყვარებული ხარ.
უფრო სწორად გატაცებული...

ადრე გქონია მსგავსი შეგრძნებები?

ილაპარაკე აქ, ეს შენ ახლა გჭირდება. ვხვდები ამდენს.
მე გიპასუხებ თუ სხვა, არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა.
მთავარია შენ ელაპარაკო მაგ თემაზე ვინმეს.
ეს ოდნავ მაინც განგმუხტავს და დაგამშვიდებს...

QUOTE
თუ არ გიგრძვნია

თითები არ გეყოფა ჩამოსათვლელად wink.gif


Posted by: Artist 23 Mar 2018, 02:48
mapshnik
QUOTE
ესეიგი როგორ გავიგო გოგოს მოვწონვარ თუ არა?

პასუხი იცი ისედაც და უბრალოდ აწვალებ იმ გოგოს და შენც წვალობ მგონი...

აგერ შენივე პასუხი:
QUOTE
რომ არ ვაინტერესებდე და ფეხებზე ვეკიდო მაშინ სულ აღარც დაიწყებდა აღელვებას


Posted by: Fear1997 23 Mar 2018, 08:09
QUOTE (Lаki @ 22 Mar 2018, 20:09 )
Fear1997

შენ შეყვარებული ხარ.
უფრო სწორად გატაცებული...

ადრე გქონია მსგავსი შეგრძნებები?

ილაპარაკე აქ, ეს შენ ახლა გჭირდება. ვხვდები ამდენს.
მე გიპასუხებ თუ სხვა, არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა.
მთავარია შენ ელაპარაკო მაგ თემაზე ვინმეს.
ეს ოდნავ მაინც განგმუხტავს და დაგამშვიდებს...

QUOTE
თუ არ გიგრძვნია

თითები არ გეყოფა ჩამოსათვლელად wink.gif

გატაცებული შეიძლება ვიყო შენით biggrin.gif და გელოდო აქ როდის დამიწერ 4 თვეში ერთხელ 1 პოსტს biggrin.gif მე იმ ადამიანთან ურთიერთობა მინდა biggrin.gif ხედავ განსხვავებას? biggrin.gif

შეგრძნება ხშირად მაქვს მაგრამ სურვილი დაახლოების არასდროს მქონია :დ biggrin.gif

Posted by: mamaduniangi 23 Mar 2018, 08:59
QUOTE
მაგრამ აღფრთოვანებული ვიყავი

QUOTE
გამიღიმა და ბევრ რამეზე ვისაუბრებთ მე და შენო


:დ
ვინაიდან და რადგანაც კაცებს არ გაგვაჩნია სოლიდარობის გრძნობა ერთმანეთის მიმართ და სიმართლე რომ ვთქვა მაგრადაც მკიდია Iმ ბიჭის მიღწევს რამეს თუ არა შენს მიმართ
იმ ბიჭს რომეკითხა რავქნაო იმასაც ვეტყოდი ჩემ აზრს
ამიტომ რახან შენიკითხე
გეტყვი რომ გეთამაშება და შენი.... გკერავს რაა... არაკეთილსინდისიერად :დ ... გართობის მიზნით და თუ შენთვის მისაღებია მსგავსი ურთიერთობა აყევი და გაერთეთ
ტუ სხვა გეგმები გაქვს შენც ეთამაშე ანუ წყაროზე მიყვანე და წყალი არ დალევინო :დ ხვდები ხო

დაესე დრო გაჩვენებს ; ) Fear1997




ეგკიარადა ერთი გოგო მომწონს და შეყვარებული ყავს

არადა რომ ვუთხრა ორისიტყვა ჩემი გახდება ვიციი მარა facepalm.gif ოოოო სიცოცხლეო უკუღმართ დანაცარებო

ჩემი მორალი არ მაძლევს ამის ნებას



ხო ერთი გოგოც მომწონს მაგარი ვაჟნია რა ამიტომაც მომწონ მარა იმას არმოწოს ჩემნაირი ბიჭებდია რაგინდა რო ქნა
ალბათ რა იდიოტად აღმიქვავს როცა ვცდილობ რამე ვიხუმრო ხოლმე user.gif


მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!

არადა ფორმა როგორ უხდება

Posted by: Lаki 23 Mar 2018, 10:13
Fear1997

ხოოოო

წარმატებები.

შედეგებს თუ გაგვაგებიებ მადლობელი დაგრჩებით....

Posted by: Emptiness 23 Mar 2018, 10:17
გოგოს თუ მოსწონხარ არ დაგიწყებს ლოდინს, თავად შემოგთავაზებს კაი რამეებს smile.gif

ასე რო დაიკიდე ეგ გოგო.რეალურად არ აინტერესებ. ურთიერთობა რომც აეწყოს შენი მცდელობებით, მაინც უაზრობა იქნება.

Posted by: მელნისფერი 11 Sep 2019, 19:29
QUOTE
ჩემთვის სუფთა ჰაერივითაა და ახლა არ ვიცი რა ვქნა

შენც აჩვენე რამდენი რამე შეგიძლია ;დ ძლიერი იყავი, სუსტი და უმოტივაციო არავის სჭირდები ;დ მამაკაცებს მოსწონთ თავისზე ჭკვიანები (თუმცა ამას არასდროს აღიარებენ) მარდები, ინფორმირებულები, სილამაზე და ნაპერწკლების აღქმა ინდივიდუალურია, აუცილებელი არაა ლამაზი იყო იმისთვის, რომ ადამიანმა მთელი ცხოვრება შემოგწიროს თვალებგახელილმა, წინ იყურე და არასდროს გადაუხვიო მიზნისკენ მიმავალი გზიდან, ესეც სექსუალურია ჩემი გადმოსახედიდან, რაღაცის ცოდნა და ინტელექტი ყველას მოსწონს, აჩვენე შენი დადებითი მხარეები, სიმსუბუქე და ნარნარი არ დაგავიწყდეს ;ვ წარმატებებს გისურვებ!!! ^_^

Posted by: Fear1997 11 Sep 2019, 21:57
მელნისფერი
lol.gif lol.gif
თუ უკვე ყველაფერი გააფუჭე ნარნარი არ უშველის lol.gif lol.gif

Posted by: Artist 11 Sep 2019, 23:05
თემის ავტორი დაიკარგა?
რას გავს ეს`? თემას შემოაგდებენ და დაიკარგებიან ხოლმე… აქ რჩევებს
იძლევა ხალხი წვალობს ის კი წავიდა და წავიდაა…

Posted by: mapshnik 11 Sep 2019, 23:41
აღარ მინდა არაფერი გამოდის მაინც რა აზრი აქ. გამიცივდა გულიც და ყველანაირი გრძნობებიც

Posted by: Artist 11 Sep 2019, 23:49
mapshnik
QUOTE
ღარ მინდა არაფერი გამოდის მაინც რა აზრი აქ. გამიცივდა გულიც და ყველანაირი გრძნობებიც

მაშინ დახურე თემა შენი გასხნილია და შეგიძლია დახურვა თუ აღარ გინდა რჩევები…

Posted by: Fear1997 11 Sep 2019, 23:58
Artist
QUOTE
მაშინ დახურე თემა შენი გასხნილია და შეგიძლია დახურვა თუ აღარ გინდა რჩევები…

რატომ უნდა დახუროს? თავიდან რატომ გახსნას ვინმემ თემა? იყოს smile.gif

Posted by: Artist 12 Sep 2019, 00:04
Fear1997
QUOTE
რატომ უნდა დახუროს?

აღარ მინდაო ამბობს თვითონვე თემის ავტორი და ამიტომ…
იქნებ არ იცის როგორ იხურება საკუთარი თემა '?

Posted by: Fear1997 12 Sep 2019, 00:07
Artist
მას არ უნდა, სხვას უნდა, ყველა ავტორმა რომ თავისი თემის დახურვა დაიწყოს რადგან ეს მათ ხელეწიფებათ, რა ვაკეთოთ ფორუმზე? ქსოვა დავიწყოთ? smile.gif

Posted by: Artist 12 Sep 2019, 15:59
Fear1997
QUOTE
მას არ უნდა, სხვას უნდა, ყველა ავტორმა რომ თავისი თემის დახურვა დაიწყოს რადგან ეს მათ ხელეწიფებათ, რა ვაკეთოთ ფორუმზე? ქსოვა დავიწყოთ?

ეს მათი უფლებაა და თანაც ყველა არ იყენებს ამ უფლებას.. ანუ საკმარისი თემებია მთელ ფორუმზე, ქსოვის დაწყება ნაღდად არ მოგიწევს…


Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)