საუდის არაბეთში დიდი ცვლილებები იწყება. ეს ქვეყანა იყო ისლამური რადიკალიზმისა და ტერორიზმის ერთ-ერთი ბუდე,
დღეს კი ვესტერნიზაციის გზას ადგება და ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება დასავლურ სამყაროზე. მათ შორის ჩვენზეც.
ტახტის მემკვიდრე, მუჰამედ ბინ სალმანმა შეიმუშავა განვითარების გეგმა, სახელად "saudi vision 2030",
რაც ითვალისწინება საუდის არაბეთის ყველაზე ჩაკეტილი ქვეყნიდან ყველაზე გახსნილ ქვეყანად გარდაქმნას.
სალმანი გეგმავს ულტრა-ლიბერალური ეკონომიკის აშენებას და ინვესტიციებისა და მიგრანტების მიზიდვას მთელი მსოფლიოდან.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მან უკვე მიანიჭა ქალებს მანქანის მართვისა და სტადიონზე დასწრების უფლება;
დააკანონა კინოთეატრების გახსნა, რაც აქამდე აკრძალული იყო;
საუდის არაბეთში პირველად შევიდა ამერიკული კომიქსები;
მეტიც, საუდის არაბეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც რობოტს მიანიჭა მოქალაქეობა და ეს სიმბოლურად მოდერნიზაციას ნიშნავს.
ამასთანავე, სალმანმა დააპატიმრა 200-მდე მაღალჩინოსანი, მათ შორის 11 პრინცი, რომლებიც რადიკალურად იყვნენ განწყობილნი.
სალმანის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმინარე ტერორიზმსა და ექსტრემიზმს არაფერი აქვს საერთო ისლამთან და ეს უნდა დასრულდეს.
მომყავს ციტატა: "ჩვენ ვუბრუნდებით იმას, რაც წარსულში ვიყავით - ზომიერი ისლამის ქვეყანა,
რომელიც გახსნილია ყველა რელიგიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის";
"ჩვენ არ დავხარჯავთ შემდეგ 30 წელს ექსტრემისტული იდეებისთვის".
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დადებითი მხარეები: რეგიონის ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება და ეს ჩვენს ეკონომიკაზეც აისახება;
საუდის არაბეთის წარმატების შემთხვევაში მას სხვა არაბული ქვეყნებიც მიბაძავენ და ისლამური რადიკალიზმი შესუსტდება.
მუსლიმური ქვეყნებიდან ნაკლები ლტოლვილი წამოვა ევროპისკენ და საქართველოსკენ.
შესაძლო უარყოფითი მხარე: მუსლიმური სამყაროს გაძლიერება.
This post has been edited by androabuladze on 18 Dec 2017, 18:31