#60847048 · 19 Nov 2023, 01:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Toxic:) @ 18 Nov 2023, 08:23 ) | მოგესალმებით, რას ფიქრობთ ამ ეტაპზე საინვესტიციოდ რისი შეძენა ჯობია, სად და რომელი უძრავი ქონების ფასი შეიძლება გაიზრდება ახლო მომავალში უფრო მეტად? მე დავწერ ჩემს მოსაზრებას.
1.თბილისის შემოგარენში, წეროვანი წილკანი მიწების ფასს ზრდის დიდი პერსპეკტივა აქვს. საკმაოდ ბევრი საწარმო გაიხსნა ამ ტერიტორიაზე და მოთხოვნაც იზრდება. 2. ანაკლიაში პორტის გახსნის შემთხვევაში ალბათ რამდენჯერმე გაიზრდება მიწის ფასი. 3. თბილისში ბინების ფასი ალბათ დასტაბილურდება, გაცემული ნებართვების საფუძველზე მომავალ წელს ჭარბი მიწოდების საკითხის დადგომას ვარაუდობენ. თუ შეიძლება თქვენი ვარიანტებიც დაწერეთ. |
გეთნახმები მეც ძირითადად. თბილისში ბინის ფასები ალბათ მინიმალურადღა მოიმატებს ან საერთოდ შეჩერდება ფასების ზრდა.
წეროვანსა და ნატახატარს აქვს კარგი პერსპექტივა, ასევე ვფიქრობ, რომ საგურამო და მისი შემოგარენია კარგი ვარიანტი. ბევრმა დეველოპერმა დაიწყო მანდ პატარა სახლებისაგან შემდგარი კომპლექსების მშენებლობა.
საინტერესოა რას ფიქრობს ამაზე უფრო გამოცდილი ხალხი.
--------------------
გინდა ცხონება? – იყავი ეკლესიაში და იგი არ გაგცემს შენ. ეკლესია ზღუდეა: თუ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ შეგეხება; ხოლო თუ გარეთ გახვალ, ნადირი მოგიტაცებს. ნუ განეშორები ეკლესიას, ქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია; ის არის შენი იმედი, მასშია შენი ცხონება. ( წმ. იოვანე ოქროპირი)
|