Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მხატვრობა > თენგიზ მირზაშვილი


Posted by: novalisi 20 Apr 2008, 20:52
ერთი ნაცნობი ქალი ყიდის თენგიზ მირზაშვილის ნახატს , ძალიან იაფად . ხელწერა აშკარად მირზაშვილისაა და მე მინდა ვიყიდო ეს ნახატი მაგრამ ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება ნამდვილად მირზაშვილისაა იგი თუ არა .
მაინტერესებს სად და ვის შეიძლება მივაკითხო ,ვინაა ამის ექსპერტი რომ დამიდასტურონ ეს ნახატი ნამდვილად თენგიზ მირზაშვილისაა?
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: avelumia 20 Apr 2008, 21:57
ეგ არც ისე ძნელია. ჯერჯერობით თ. მირზაშვილის გაყალბების ფაქტი არ აღმოჩენილა, მერწმუნე!!!
ისე, რომელ წელსაა შესრულებული?

Posted by: kanonika 20 Apr 2008, 22:02
avelumia
ხო, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ აიწევს მისი ნახატების ფასი და არ არის გამორიცხული ბაზარზე ნაყალბევი ნახატებიც გამოჩნდეს. მისი ტექნოლოგია მარტივი იყო და ბევრს ხატავდა, უამრავს, და ისე ყიდდა და ჩუქნიდა (უფრო მეტს), რომ აღრიცხულიც არ არის, ისევე როგორც ბევრი თანამედროვე მხატვრის ნამუშევრები.

novalisi
ნახე რამდნიმე ორიგინალი, აი ისეთი, რომელიც შეიძლება თავად აქვს ვინმესთვის ნაჩუქარი და შენ თვითონვე მიხვდები ის ნახატი ყალბია, თუ ორიგინალი, გამყიდველსაც გააჩნია, კითხე როგორ ჩაუვარდა ხელში, მოკლედ მინი გამოძიება ჩაატარე.

Posted by: guga_art 20 Apr 2008, 22:10
avelumia
და ვინ თქვა რომ გაყალბების ფაქტი არ არსებობს?მემგონი თუ არ ვცდები კანდელაკია მისი გვარი მირზაშვილის ხელწერისაგან და ისიც შემიძლია ვთქვა სრული გადმოკატავება აქვს მისგან...ისე მოკვდა მირზაშვილი და ყველა მისი ნახატების ყიდვაზე ჩალიჩობს უკვე ეეეჰ არადა ძაიან კარგი კაცი იყო ჩუბჩიკა

Posted by: novalisi 20 Apr 2008, 22:17
რომელ წელსაა შესრულებული არ ვიცი (არ აწერია) , მაგრამ აშკარად მისია . რაც შეეხება გამოძიებას, ესეც გამოკვლეული მაქვს და ნახატი სწორედ ერთ-ერთია იმ გაჩუქებულებიდან , რომელზეც თქვენ საუბრობდით. ესაა პატარა, თაბახის ფურცლის ზომის კარდონზე დახატული ნამუშევარი.

Posted by: guga_art 20 Apr 2008, 22:39
novalisi
და დადე მაგ ნამუშევრის ფოტო და ესე მაინც გეტყვი თU წელითაც არის დასაბუთებული მით უკეთესი

Posted by: bato-bato 20 Apr 2008, 22:41
ჩუფჩიკა

როგორ მიყვარს ეგ კაცი

საწყალი

ძალიან მეწყინა, რომ გარდაიცვალა


Posted by: novalisi 20 Apr 2008, 22:48
QUOTE (guga_art @ 20 Apr 2008, 22:39 )
novalisi
და დადე მაგ ნამუშევრის ფოტო და ესე მაინც გეტყვი თU წელითაც არის დასაბუთებული მით უკეთესი

ახლა ვერ დავდებ არ მაქვს , მაგრამ მოვახერხებ ამასაც .

Posted by: kanonika 20 Apr 2008, 23:27
novalisi
QUOTE
ესაა პატარა, თაბახის ფურცლის ზომის კარდონზე დახატული ნამუშევარი.

ძირითადად მასეთ ფორმატზე ხატავდა

QUOTE
ნახატი სწორედ ერთ-ერთია იმ გაჩუქებულებიდან

პარალელურად შეამოწმე, მტელ საქართველოს შეუძლია თქვას, რომ ნახატი ჩუბჩიკამ აჩუქა და ის ქალიც შეამოწმე რა ტიპია

Posted by: guga_art 20 Apr 2008, 23:31
kanonika
სხვათაშორის ჩუბჩიკამ იცოდა ნახატების გაჩუქება ამიტომ გასაკვირი არ არის......

Posted by: POMPADOUR MADAM DE 24 Apr 2008, 12:45
novalisi
თხოვნა მაქვს დადე სურათი რა

და ფასიც მოაყოლე...

Posted by: novalisi 15 May 2008, 19:00
გამარჯობა, ხალხო.
პირველ რიგში ბოდიში, რომ ამდენს ხანს დავიკარგე და არ მოგეცით საშუალება დამხმარებოდით smile.gif .
რაც შეეხება მირზაშვილის ნახატს - ნანა ........იას ( ეს ის ქალია ვისგანაც ნახატი უნდა მეყიდა ) დედა რომ ვატირე მე, ერთი დღით დავაგვიანე მისვლა და აღარ მომყიდა გადავიფიქრეო , ალბათ სხვას მისცა. არადა 200 ლარად მაძლევდა (POMPADOUR MADAM DE ფასი ხომ გაინტერესებდა ) მე მგონი კაი ფასი იყო.
ასე რომ ეს ეს თემა შეგვიძლია გავაუქმოთ სულ . მადლობა ყველას , ვინც ჩემს დახმარებას ცდილობდით smile.gif

პ.ს. ისე მირზაშვილი ნახატების ყიდვა რომ გინდოდეს სად შეიძლება თბილისში ყიდვა?

Posted by: Pususuna 15 May 2008, 19:22
QUOTE
მტელ საქართველოს შეუძლია თქვას, რომ ნახატი ჩუბჩიკამ აჩუქა

და ეგრეც არის. ყოველ თავმოყვარე და პატიოსან ქართულ ოჯახში დღეს მირზაშვილის ერთი ნახატი მაინც კიდია კედელზე. biggrin.gif

Posted by: faxula 19 May 2008, 14:20
QUOTE (novalisi @ 15 May 2008, 19:00 )
გამარჯობა, ხალხო.
პირველ რიგში ბოდიში, რომ ამდენს ხანს დავიკარგე და არ მოგეცით საშუალება დამხმარებოდით smile.gif .
რაც შეეხება მირზაშვილის ნახატს - ნანა ........იას ( ეს ის ქალია ვისგანაც ნახატი უნდა მეყიდა ) დედა რომ ვატირე მე, ერთი დღით დავაგვიანე მისვლა და აღარ მომყიდა გადავიფიქრეო , ალბათ სხვას მისცა. არადა 200 ლარად მაძლევდა (POMPADOUR MADAM DE ფასი ხომ გაინტერესებდა ) მე მგონი კაი ფასი იყო.
ასე რომ ეს ეს თემა შეგვიძლია გავაუქმოთ სულ . მადლობა ყველას , ვინც ჩემს დახმარებას ცდილობდით smile.gif

პ.ს. ისე მირზაშვილი ნახატების ყიდვა რომ გინდოდეს სად შეიძლება თბილისში ყიდვა?

გამარჯობა, ჩუფჩიკას ნახატის ყიდვა თუ გინდა, ჯობს მის ოჯახს დაუკავშირდე. მე ვიცნობ მის შვილს და შემიძლია ნომერი მოგცე.

Posted by: novalisi 22 May 2008, 00:33
QUOTE (faxula @ 19 May 2008, 14:20 )


გამარჯობა, ჩუფჩიკას ნახატის ყიდვა თუ გინდა, ჯობს მის ოჯახს დაუკავშირდე. მე ვიცნობ მის შვილს და შემიძლია ნომერი მოგცე.

არა აღარ მინდა უკვე. ვნახე ნაცნობი რომელმაც მითხრა თუ დაგჭირდეს მე გაყიდინებო , მგონი ისიც ოჯახის წევრებს იცნობს. გაიხარე ,დიდი მადლობა smile.gif

Posted by: Ekaki 4 Mar 2019, 18:17
ჩუბჩიკას ნახატების ყიდვა მინდა და სადაა შესაძლებელი?

Posted by: kotcio 6 Mar 2019, 15:40
Ekaki
ძალიან ბევრი ყალბია და არ შემოგაპარონ

Posted by: S A F O 12 Mar 2019, 15:17
kotcio
biggrin.gif
ჩუბჩიკები იმდენია (ორიგინალი ) და ისეთი იაფი თან,
მაგის გაყალბებაზე დიდად არავინ შეიწუხებს თავს , დამიჯერე . smile.gif

Posted by: kotcio 13 Mar 2019, 16:26
S A F O
ვიცი და იმიტომ ვამბობ. სიფრთხილეს თავი არ სტკივა wink.gif

Posted by: S A F O 13 Mar 2019, 17:15
kotcio

მაგაზეც დაიწყეს კაცო ?
ისე მარტივად მისაბაძი კი არის, ცოდვა გამხელილი ჯობია და :დ

გუდიაშვილი ისე მიყვარს, მაგრამ მაგის ფული რომც მქონდეს, მაინც ძალიან დავფიქრდები,
იმდენი ყალბი გუდიაშვილი მაქვს ნანახი . ზოგიერთი იმდენად ცუდად არის მიბაძული,
არ შემეცოდება თუ რამე კანონს შემოიღებენ და მისკვანჩავენ ვინმეს -გუდიაშვილის შემოქმედების აბუჩად აგდებისთვის biggrin.gif


Posted by: oshi 16 Mar 2019, 01:38
Ekaki
ძაან მარტივად შეგიძლია ყიდვა, ორიგინალების. 150 დოლარიდსნ სამასამდე.

Posted by: S A F O 16 Mar 2019, 20:46
oshi

100 $ ვიყიდე და ზუსტად ვიცი, რომ ორიგინალია . (ჩარჩოს გარეშე ოღონდ ) მწვანეთმიანკუწკუწა გოგო -ჩემი ფავორიტი ჩუბჩიკებიდან .
ადრე უფრო იაფიც კი ღირდა თურმე

Posted by: oshi 17 Mar 2019, 18:19
S A F O
კი იყიდდი მაგ ფასშიც.:-)

ერთ დახატვაზე რამდენიმეს ხატავდა. ანუ დიდ მუყაოს იღებდა და მერე ჭრიდა პატარებად, თან საკმაოდ სწრაფად ხატავდა. დიდ დროს არ ანდომებდა:-) მაგიტომაა ბევრ.:-) არც მაგის შვილი ხატავს ცუდად...

Posted by: Tamunatamuna44 11 Sep 2019, 16:10
გამარჯობა ვყიდი თ.მირზაშვილის ნახატს, შემეხმიანეთ
* * *
გამარჯობა ვყიდი თ.მირზაშვილის ნახატს, შემეხმიანეთ user posted image
* * *
ამ ფორუმზე არავინააა???????????

Posted by: button nose 2 Nov 2020, 22:48
მე ვყიდი ჩემს ჩუბჩიკებს 3 ცალი მაქვს, რა საკვირველია ორიგინალი. თუ ვინმე დაინტერესდება მომწერეთ პირადში

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)