მოდერს ვთხოვ ზედმეტი ზედა პოსტები წაშალოს. დიდი მადლობა.
მაშ ასე, დღეს ვისაუბრებთ ანაბრებზე.
პროკრედიტ ბანკის მისიებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს დაგროვების კულტურის დამკვიდრებას. ჩვენ გვწამს, რომ დაგროვებით გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეიძლება, ვიდრე იგივე კრედიტის ან რაც ყველაზე ცუდია, განვადების გაკეთებით. ალბათ ბევრს გითამაშიათ ე.წ. ლატარეა. ჩვენ გთავაზობთ ალტერნატივას: ეთამაშეთ ლატარეა თქვენს თავს და საჩუქრად ბანკი მოგცემთ პროცენტებს (იხ. ზრდადი ვადიანი ანაბარი)
ჩვენ ვართ ბანკი, სადაც არ მოგთხოვთ მაღალ შემოსავლებს და უზარმაზარ თანხებს დაგროვების დასაწყებად. პროკრედიტში დაგროვების დაწყება შეგიძლიათ 2 ლარითაც.
რატომ პროკრედიტი?
გაიხსენეთ ომის პერიოდი. თითქმის ყველა ბანკიდან მოხდა ანაბრების გადინება. მაგრამ პროკრედიტი აღმოჩნდა თითქმის ერთადერთი ბაკი, ვინც არა მარტო მუშაობა არ შეაჩერა, პირიქით, ჩვენ უფრო ინტენსიურად დავიწყეთ საქმიანობა თვით დაზარალებულ ზონებშიც კი. პროკრედიტი გთავაზობთ სტაბილურობას და მარტივ მომსახურებას.
მოკლედ, გადავიდეთ მთავარზე.
ვთქვათ გაქვთ რაღაც რაოდენობა ფული (თუნდაც 500 ლარი) და ზუსტად იცით რომ მომავალი 8 თვე ეს ფული არ დაგჭირდებათ. სახლში შენახვას თავის მინუსები აქვს: რომ იცი ფული გაქვს, ძალაუნებურად დაგეხარჯება. არის ვარიანტი: გააკეთო მინის ქილით ყულაბა და იქ შეინახო. მაგრამ ასე ფაქტიურად ფული უმოძრაოდ დარჩება. განათავსეთ ეს თანხა ვადიან ანაბარზე და თქვენ ბანკისგან მიიღებთ 12.25 წლიურ პროცენტ სარგებელს.
ვადიანი ანაბრის პირობები* იხსნება მინიმუმ 200 ლარი ან 100 ევრო/დოლარით
* მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 24 თვის ვადით
* იხსნება ფიქსირებული თანხით და ვადით
* საპროცენტო სარგებელი შეიძლება გაიტანოთ ვადის ბოლოს ან ყოველთვიურად (ამ შემთხვევაში ანაბარს დაერიცხება 0.5% ით ნაკლები)
წლიური საპროცენტო განაკვეთები (სურათისთვის ბოდიში, ვერაფრით ვერ გავაკეთე ცხრილი ფორუმზე)
ანაბრის საფუძველზე შეგიძლიათ გაიტანოთ ანაბრით უზუნველყოფილი კრედიტი სადღაც 1 საათში მხოლოდ პირადობის მოწმობით.
მოქნილი ანაბარივადიანი ანაბარი რა თქმა უნდა კარგი საშუალებაა მაღალი პროცენტის მისაღებად, მაგრამ შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა და მაგალითში მოყვანილი 8 თვის ნაცვლად უცებ ეს ხუთასივე ლარი დაგჭირდეს კაცს. ვადიანი ანაბრის დარღვევისას დაირიცხება მხოლოდ 1.5 %. ცოტა არ იყოს და სამწუხაროა, ხომ? ამიტომ გვაქვს ანაბრის მეორე სახეობა: მოქნილი ანაბარი.
მოქნილი ანაბრის დარღვევისას არ გეკარგებათ ასეთი დიდი რაოდენობის საპროცენტო სარგებელი (იხილეთ ცხრილი ქვემოთ). ეს შესანიშნავი პროდუქტია იმ შემთხვევისათვის, როდესაც არ ხართ დარწმუნებული როდის დაგჭირდებათ ზუსტად ფული.
მოქნილი ანაბრის პირობები* მინიმალური თანხა (ისევე როგორც ვადიან ანაბარზე) 200 ლარი ან 100 დოლარი/ევრო
* ვადა მინიმუ 3 და მაქსიმუმ 24 თვე.
* სარგებლის გატანა ისევ შეიძლება როგორც ვადის ბოლოს, ასევე ყოველთვიურად (დაერიცხება 0.5% ით ნაკლები)
* და მთავარი - მიაქციეთ ყურადღება ანაბრის დარღვევისას დარიცხულ პროცენტს:
3 თვეზე ადრე დარღვევისას დაირიცხება წლიური 1.5 %. აქაც, ისევე როგორც ვადიანი ანაბრის დროს, შეიძლება გაკეთდეს ანაბრით უზრუნველყოფილი კრედიტი. და კიდევ: როგორც ვადიანი, ისე მოქნილი და ასევე ზრდად ვადიანი ანაბრის გახსნისას გეძლევათ საშუალება აირჩიოთ ბონუს პროდუქტი: SMS მომსახურება, ინტერნეტ ბანკინგი, პლასტიკური ბარათი (ამათზე ლაპარაკი შემდგომ გვექნება)
ზრდადი ვადიანი ანაბარიოო, პირდაპირ გეტყვით, ეს ჩემი საყვარელი ანაბარია. ეს საშუალებას გვაძლევს მოვაგროვოთ თანხა, ვითომც კულაბაში ჩაგვიდია. მაგრამ განსხვავებით შემნახველი ანაბრისაგან (იხ. ქვემოთ) ერიცხება მეტი პროცენტი და გაქვს მეტი საფუძველი რომ არ დაარღვიო (იმიტომ რომ ამ დროს კინკილა 1.5% შეგრჩება
)
ზემოთ ვახსენე ლატარიის თამაში. მე ერთხელ მაქვს ნათამაშევი მარტო ეს ლატარეა და არ მომეწონა სიმართლე გითხრათ. ვთქვათ პირველი იღებ ფულს. მერე მთელი რამდენიც თამაშობთ, უხდი და უხდი. მაგარი ცუდი გრძნობაა. შუაში თუ იღებ, მოდის შენი რიგი, მოდის და მერე ისევ იწყებ ფულის ხდას, სარგებელი არ გაქვს.
ყველაზე მაგარია თუ ბოლოს იღებ. მაგრამ აქ ერთი საშიშროებაა: ხომ შეიძლება ვიღაცა გავიდეს ლატარიიდან? აი ანაბარზე თუ შეიტანთ, ვერავინაც ვერ გავა. თან ლატარიის მიმდევრობის დარღვევა და შენი ინიციატივით გასვლა რაღაცნაირად უხერხულია. ანაბრის თანხა კი შენია, როდესაც გინდა გაიტან. ლატარიის დროს არავინ ზედმეტს არ მოგცემს (შეიძლება აქეთ დევანა დაუწყო, მომეცით ჩემი ფულიო), ანაბრის დროს კი ბანკი გიხდით აქეთ ფულს და დევნაც არ გინდათ.
მოკლედ, ვნახოთ პირობები:
* გახსნა შეიძლება 10 ლარით/დოლარით/ევროთი
* მინიმალური შენატანია ისევ 10 ლარი/დოლარი/ევრო
* შეიძლება 2 თვის გამოტოვება (ანუ 2 თვე ნებისმიერი მიმდევრობით შეიძლება რომ არ შემოიტანოთ)
* იხსნება მინიმუმ 6 თვით, მაქსიმუმ 24 თვით.
* პროცენტი თავის ძირიანად გამოგაქვთ ვადის ბოლოს.
* ხოო.. თუ ვადაზე ადრე დაირღვევა ანაბარი - 1.5 % წლიური სარგებელი მაინც დაერიცხება.
* ფულის შეტანა შეიძლება ბანკში მოუსველადაც ინტერნეტბანკინგის საშუალებით (ამაზეც ვისაუბრებთ)
* ასევე შეიძლება კრედიტის აღება შეღავათიანი პირობებით.
პროცენტებს რაც შეეხება:
6 დან 12 თვემდე ვადით გახსნილ ანაბარს ერიცხება ლარზე 11.75, დოლარზე 8.75 და ევროზე 7.75 წლიური საპროცენტო სარგებელი.13 დან 24 თვის ჩათვლით კი - 14.5 % ლარზე, 10.5 % დოლარზე და 9.5 % ევროზე.მოკლედ, ძალიან კარგი ანაბარია და ჩემი რჩევა იქნება, თვეში 20 ლარი მაინც რომ დაზოგოთ, ერთი წლის მერე ძირი თანხა იქნება 20*12= 240 ლარი. ამაზე დარიცხული პროცენტი - 28,2 ლარი. დიდი თანხა არაა რა თქმა უნდა, მაგრამ სამაგიეროდ ფულია.
შემნახველი ანაბარიშემნახველი ანაბარი არის ძალიან მოქნილი საშუალება დააგროვოთ ფული და თან ნებისმიერი სიხშირით, ნებისმიერი თანხით და არც პროცენტის დაკარგვაზე გქონდეთ რამე შიში. ა, პატარა შეზღუდვა მაინც არის. ანუ 200 000 ლარზე ან 100 000 დოლარზე/ევროზე ზემოთ სარგებელი აღარ ერიცხება.
მოკლედ, გვაქვს 5 ლარი? შეგვიძლია გავხსნათ შემნახველი ანაბარი და მას მაშინვე დაეწყება წლიური 10 % ის დარიცხვა. დაგვჭირდა ეს 5 ლარი უკან? არაა პრობლემა, გაიტანეთ, უბრალოდ 10 ის ნაცვლად დაერიცხება 9 %. ისევ იშოვეთ? არაა პრობელმა, შემოიტანეთ. მოკლედ, პრობელმა არაა.
ამავე დროს შემნახველი ანაბრის ანგარიში შეიძლება ისევე გამოიყენოთ, როგორც მიმდინარე ანგარიში. ანუ გადაიხადოთ აქედან გადასახადები, გადარიცხოთ თქვენს სხვა ანგარიშებზე (მაგალითან ბარათის ან ზრდადი ვადიანის).
პროცენტის რეალიზება ხდება ყოველ 3 თვეში ერთხელ. ანუ პროცენტი კი ითვლება ყოველდღიურად, მაგრამ დარიცხვა ხდება 3 თვეში ერთხელ. თუ ისე მოხდა, რომ ამ 3 თვიან პერიოდში არ გაიტანეთ არაფერი, მაშინ დაერიცხება შემდეგი პროცენტები:
ლარში -10 %, დოლარში - 6 % და ევროში - 5 %
ხოლო თუ გაიტანეთ, მაშინ
ლარში - 9 %, დოლარში - 5 % და ევროში - 4 %
3 თვის მერე უკვე გაზრდილ თანხაზე დაიწყება პროცენტის გამოთვლა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
საბავშვო ანაბარიგყავთ შვილი (ღმერთმა დიდი გაგიზარდოთ), შვილიშვილი, ნათესავის ბავშვი.. მოკლედ, 16 წლამდე ასაკის მემკვიდრე და გინდათ მომავლისათვის დაუგროვოთ თანხა, საბავშვო ანაბარი ისაა, რაც გჭირდებათ.
* პირველადი შენატანი - 10 ლარი/დოლარი/ევრო
* მინიმალური ვადა - 2 წელი (ამიტომაა საჭირო 16 ან უფრო პატარა მემკვიდრე
)
* ირღვევა როდესაც ბავშვი ხდება 18 წლის
* შეტანა შეიძლება ნებისმიერი სიხშირით და თანხით.
* დარღვევისას უკვე შესრულებულ წლებზე დაერიცხება სრული პროცენტი, ხოლო ნაწილზე - 1.5 %. უფრო გასაგებად მოვიყვანოთ მაგალითი: ვთქვათ გახსენით 10 წლით, მაგრამ მოხდა ისე, რომ სადღაც 8 წელსა და 4 თვეში სასწრაფოდ დაგჭირდათ ეს თანხა. ამ 8 წელზე დაერიცხება სრული პროცენტი, იმ 4 თვეზე კი - 1.5 %.
წლიური საპროცენტო განაკვეთებილარი - 15%, დოლარი - 11 %, ევრო - 10%
თუ ბავშვის დაბადებისთანავე დაიწყებთ თვეში თუნდაც 50 ლარის შემოტანას, სრულწლოვანებისას დაგროვილი იქნება 42 000 ლარზე მეტი, საიდანაც თქვენი შეტანილი იქნება 10 000 ზე ცოტა მეტი, ხოლო პროცენტი დაგერიცხებათ -
32 000 This post has been edited by dj-guro on 11 Nov 2009, 00:47
საჭის მართვისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ? ესე იგი ყველაზე დაბალი კლასის მძღოლი ხარ @ Jonatahn_smith
ქორე ვაა.. ფორუმდეს ქა?