Perfecto_77არ სჭირდება ნებართვა, თუ კერძო წყალსატევი არ არის უპრობლემოდ შეხვალ.
წყლის თოფები სანადირო მაღაზიებში აქვთ და თავიდან იაფიანი აიღე რამე, საერთოდ რეზინის საბელით გირჩევ, შუა ნადირობაში რომ ჰაერი არ გაგითავდეს, უბრალოდ ეგ არის რომ ცოტა გრძელებია, სამაგიეროდ დასამიზნებლად და სამუშაოდ იოლია.
ნადირობას თუ აპირებ, ბალონი გამორიცხე, ბუშტულები ფრთხობს თევზს და არ მიგიშვებს სასროლზე.
კი, ნიღაბი აუცილებლად გჭირდება, ოღონდ დააკვირდი ცხვირზე თხელი რეზინი ჰქონდეს თორენ წნევას ვერ გაათანაბრებ და ყურებში მოგიჭერს, გრუზიც წელზე დაიმაგრე ქამრით, აუცილებლად, ვიმეორებ აუცილებლად იქონიე დანა, რომელიც წვივზე გექნება მიმაგრებული, მაგის გარეშე არც გაბედო დაყვინთვა, უამრავი ძველი ბადეები ყრია ჩვენს წყალსატევებში და ღმერთმა არ ქნას მანდ გაებლანდო თან დანის გარეშე.
ჩაყვინთვის დროს ზედმეტი არ იხმაურო, მთლიანად რომ ჩაეშვები, მერე მოუსვი ლასტები, მეტე ეფექტისთვის და საერთოდაც, იცოდე რომ მოძრაობა ბარძაყიდან ხდება და არა მუხლიდან, მუხლი ყოველთვის ფიქსირებული უნდა იყოს თუ მკვეთრ მოხვევას არ აკეთებ და თევზს არ მისდევ. მოკლედ ნიუანსებს მერეც დაამუღამებ, იუთუბსაც გადახედე, ბევრი გაკვეთილებია მანდ.
ჰო და ბოლოს აუცილებლად იქონიე კომბინიზონი 3მმ მაინც დაბლა ცივია წყალი.
აბა წარმატებები და ნი პუხა ნი პერა