ფორუმზე გავუშვით სურათების ახალი სისტემა რომელიც ბევრად ააჩქარებს გვერდების ჩატვირთვას და მომავალ ფორუმის აპლიკაციაში მობილურ ტრეფიკს დაგიზოგავთ.
ამჟამად ძველი მეთოდიც მუშაობს მაგრამ ცოტა ხანში გაითიშება და [img] ტაგებში ლინკების ჩასმით ფოტოებს ვეღარ გამოაქვეყნებთ.
* ახალი ფუნქციების ჩასართავად კარგად დაარეფრეშეთ ფორუმის რომელიმე გვერდი
ახალი ფორმატია [YOUTUBE] ტაგის მსგავსი ოღონდ ისევ [img] ტაგს იყენებს
ახალი ფორმატით სურათების დამატება ხდება [img] ტაგის ღილაკზე დაჭერით (ეს ღილაკი ასევე დაემატა თემებში არსებულ სწრაფი გამოხმაურების ფორმაში), რომელიც ძველი ლინკის მოთხოვნის ფორმის ნაცვლად ამოაგდებს ახალ ფორმას რომლითაც ლინკის ჩასმაც შეგიძლიათ და პირდაპირ კომპიუტერიდან ატვირთვაც.
სურათების დამუშავება ხდება ფორუმის სერვერზე და ყველა დამატებული სურათი მიუხედავად იმისა ლინკით არის ატვირთული თუ კომპიუტერიდან, ინახება ფორუმის სერვერზე.
ნებისმიერი დიდი ზომის სურათი ავტომატურად პატარავდება 1024 პიქსელზე რაც უზრუნველყოფს გვერდების სწრაფად ჩატვირთვას და გვერდების გაწელვისგან დაცვას.
ფორუმის სერვერზე სურათების განთავსება ასევე ბევრად უფრო უსაფრთხოა მომხარებლებისთვის, ვინაიდან მომხმარებლებს იცავს ტრეკინგისგან და ასევე ზოგიერთი იუზერი ამ ფუნქციას იყენებდა იუზერების IP მისამართების დასადგენად და ბევრი სხვა მაიმუნობისთვის.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე არის გიფ ანიმაციების დამუშავება. როგორც წესი ყველა გიფ ანიმაცია რაც აქ იტვირთება არის მეგაბაიტები რაც ანელებს გვერდების ჩატვირთვას, მიაქვს უზარმაზარი ინტერნეტ ტრეფიკი და მოუხერხებელია.
ახალი მეთოდით ატვირთული ან ლინკიდან დამატებული ყველა გიფ ანიმაცია ავტომატურად კონვერტირდება mp4 ვიდეო ფორმატში, იუზერები ხედავენ პირველი კადრის JPG ფორმატში გადაყვანი ფოტოს და Play ღილაკს, რომელზე დაჭერის შემდეგაც ირთვება ანიმაცია.
მაგალითისთვის ამ თემის
ცოცხალი ფოტოები პირველი გვერდზე განთავსებული გიფების ზომა არის 100მბ და წარმოიდგინეთ ამ გვერდის მობილური ინტერნეტით გახსნა როდესაც 200მბ ინტერნეტ პაკეტი გაქვთ ჩართული
ახალი მეთოდის მეშვეობით იგივე რაოდენობის გიფებიანი გვერდი იქნება მაქსიმუმ 1მბ.
თუ გიფ ანიმაცია არის 256კბ-ზე ნაკლები ზომის, მაშინ არ ხდება მისი კონვერტაცია და ჩვეულებრივ გიფ ფაილად იტვირთება:
ყველა ატვირთული სურათი არის მიბმული მომხმარებელზე, არა ავტორიზირებულ ან ბან დადებულ იუზერებს სურათს დამატება/ატვირთვა არ შეუძლიათ. ცოტა ხანში ფორუმზე დაემატება გალერეა რომელიც ამ სისტემაზეა მიბმული სადაც შეგეძლებათ ნახოთ თქვენს მიერ ატვირთული ყველა სურათი და წაშალოთ თუ ამის სურვილი გაქვთ, ასევე მოდერატორებს ექნებათ შესაძლებლობა რომ ფოტო წაშალონ.
წაშლის ფუნქციის გააქტიურებამდე თუ რამე ისეთი ფოტო ატვირთეთ რაც აუცილებლად გსურთ რომ წაიშალოს, მომწერეთ მე ან ტიმს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ყველა ატვირთული სურათი მიბმულია მომხმარებელზე და მიუღებელი ფოტოების ატვირთვა (ან სხვა არამიზნობრივი გამოყენება) გამოიწვევს დავორნვას ან ბანის დადებას!
დაიცავით ფორუმის და შესაბამისი განყოფილების წესები სურათის დამატებისას. This post has been edited by web_nts on 27 Jul 2017, 21:00