Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > განათლება > გერმანული ბაღები და TANTE-ები!!!


Posted by: Margarita-Hanum 24 Oct 2006, 20:43
TANTE LANDA
TANTE NINA


აბა, გამოჩნდით ფორუმელები, ვინც მოესწარით ნამდვილ გერმანულ ბაღებს თანთე ლანდასთან ან თანთე ნინასთან!მაინტერესებს ყველანაირი ინფორმაცია, მოგონებები, ფოტოები, შემორჩენილი ნახატები, როდის რა ტერიტირიაზე იყო, ვისთვის რა მნიშვნელობა შეიძინა ან ვერ შეიძინა იქ ნასწავლმა გერმანულმა და სხვა რაღაცეებმაც და ა.შ.

ვინ შემორჩა გერმანულ კულტურას და რა გახსოვთ თანთეებზე?
წინასწარ გიძღვნით ყველას გამოხმაურებისათვის დიიიიიიიიიიიიდ მადლობას!!!!!

Posted by: Margarita-Hanum 26 Oct 2006, 20:57
ვაჰ, როგორ არავინ გამოჩნდა, დავიჯერო, ამ განათლებულ განყოფილებაში მხოლოდ პოტომაკდალეულები დაიარებიან?

Posted by: Pathetikos 30 Oct 2006, 23:12
დედაჩემს დაუდიოდა სახლში თურმე ერთერთი ტანტე, ოღონდ სახელი არ მახსოვს. smile.gif
ძალიან კარგ მოგონებად აქვს დარჩენილი დედაჩემს ტანტეს გაკვეთილები - მსუყე და აზრით დატვირთული.

ისეთები კი არა გოეთეს ინსტიტუტში ან მოგერმანულო სკოლებში რომ ასწავლიან ვიღაც ჩამოთრეული "ინსტრუქტორები" სადამლაგებლო და სატვალეტისმრეცხავო გერმანულს. boli.gif

აააააარა ბატონო, - შილერი და მთელი ამბები იყო ჩართული ამ საქმეში. smile.gif

Posted by: muzabello 31 Oct 2006, 12:16
Margarita-Hanum
QUOTE
ვინ შემორჩა გერმანულ კულტურას და რა გახსოვთ თანთეებზე

Tante ვიცი რომ დეიდას ნიშნავს მაგრამ რა ფენომენზე გაქვს ამ შემთხვევაში საუბარი ვერ მივხვდი ალბათ არ მსმენია, (მიუხედავად გერმანული კულტურისა და ენისადმი ჩემი ღრმა პატივისცემისა)
დაახლოებით კი მივხვდი ბატონიPathetikos პოსტიდან მაგრამ თემის გახსნის შინაარსი რა უნდა იყოს და როგორ უნდა მოხდეს ამ თემაზე დებატები, პოლემიკა ვერ წარმომიდგენია.
რომელ წლებში იყო ეგ გერმანული ბაღები რომლებზეც წერ? იქნებ უფრო ვრცლად, საინტერესოა.

Posted by: Margarita-Hanum 31 Oct 2006, 19:05
Pathetikos
QUOTE
დედაჩემს დაუდიოდა სახლში თურმე ერთერთი ტანტე, ოღონდ სახელი არ მახსოვს.

კითხე შენს გაზრდას სახელი და გვარი და თუ რაიმე საინტერესო და სათქმელი ახსოვს, იქნებ შემომაწიო.
მადლიერი დაგრჩები!

muzabello
ტოპიკი დებატებისა და პოლმიკისთვის არ გამიხსნია.

ინფორმაციას ვაგროვებ გერმანულის გერმანელ მასწავლებლებზე, ე.წ "ტანტეებზე".
ტანტე ნინასა და ლანდას კერძო ბაღები ჰქონდათ 60-80-იან წლებში, 90-იანებში ლანდას ქალიშვილი - ელისო ეწეოდა იგივე საქმიანობას.
მე უფრო ამ ოჯახის ამბები მაინტერესებს, მაგრამ ფონად სხვა ტანტეების ისტორიების ძალიან საინტერესოა.

Posted by: Pathetikos 31 Oct 2006, 19:47
Margarita-Hanum
QUOTE
კითხე შენს გაზრდას სახელი და გვარი და თუ რაიმე საინტერესო და სათქმელი ახსოვს, იქნებ შემომაწიო.
მადლიერი დაგრჩები!

დედაჩემის ტანტეს იულია მაიერი ერქვა.
სულ ესაა რაც მის ბაგეთ გამოვღლიტე. ნამეტანი დაღლილია. მეტი ვეღარ შეძლო. ერთი ის კი ვიცი, რომ დედაჩემზე გიჟდებოდა, მერე ბიძაჩემსაც აუყვანეს, მაგრამ იმან ისე გადარია, რომ რამდენიმე კვირა მარტო დედაჩემის ხათრით დარჩა და დედაჩემი წავიდა თუ არა გერმანიაში, მაშინვე გაიქცა. biggrin.gif
აი ესეც საინტერესო და სასიამოვნო ისტორია... smile.gif


yes.gif

Posted by: Margarita-Hanum 31 Oct 2006, 20:53
Pathetikos
მადლიერი! დაუყარაულდი დასვენებულზე და იქნებ კიდევ რამე გამოსტყუო... შემთხვევით ძველი რვეულები და ეგეთი რამე-რუმეებიც ხომ არა აქვს იმ დროიდან შემორჩენილი? - რა იცი, თავშემონახული ხალხი ვართ...

Posted by: Pathetikos 31 Oct 2006, 20:57
Margarita-Hanum
QUOTE
მადლიერი! დაუყარაულდი დასვენებულზე და იქნებ კიდევ რამე გამოსტყუო... შემთხვევით ძველი რვეულები და ეგეთი რამე-რუმეებიც ხომ არა აქვს იმ დროიდან შემორჩენილი? - რა იცი, თავშემონახული ხალხი ვართ...

no.gif
დედაჩემი არაა მაი ზნის ქალი.

ზეპირსიტყვიერებისკენ უფროა მიდრეკილი.


biggrin.gif

Posted by: Margarita-Hanum 31 Oct 2006, 21:05
Pathetikos
QUOTE
ზეპირსიტყვიერებისკენ უფროა მიდრეკილი.


ჰო, ნარატიული კულტურის ხალხი ვართ.
მაშ ზეპირსიტყვიერების იმედად ვიქნები.

Posted by: Margarita-Hanum 27 Jan 2007, 23:54
წელსაც არავინ გამოჩნდა ნეტა? rolleyes.gif

Posted by: Margarita-Hanum 31 Jan 2007, 21:49
რავა ყველამ მიმატოვა???? user.gif

Posted by: Pathetikos 31 Jan 2007, 22:26
ახ, დიზეს თემა ისტ ნოხ ამ ლებენ? biggrin.gif

Posted by: memoria 1 Feb 2007, 11:36
ერთი ტანტე, ფრიდა მაიერი ახლა გერმანიაში ცხოვრობს, შორნდორფში, შარშან ასი წლის გახდა. 90-ს რომ გადასცილდა, დაბრმავდა და ბრმების შრიფტი ისწავლა და წიგნიც დაწერა. ფრიდა მაიერი იყო ლუთერული პასტორის, რიჰარდ მაიერის შვილი. მამამისი მოკლეს, თვითონ გადაასახლეს, მერე დაბრუნდა, იყო ტანტე, მერე გამსახურდიასი შეეშინდა და ემიგრაციაში წავიდა. ტანტეების ინსტიტუტი აღარ არსებობს. ერთი არის ცოცხალი ლილი ფონ გიორცი, მაგრამ ძალიან მოხუცია. დიდებულიძეები აღარ აგრძელებენ ტანტე ლანდას საქმიანობას. ტანტე ლანდა იყო ლომაიას მოადგილე სანდრო დიდებულიძის დედა, ელისო კი მისი - და.
ახლა არსებობს ერთი გერმანული ბაღი, მე რორგორც ვიცი, მაგრამ ძალიან ძვირია დაახლ. 200$. ინტეგრირებული ბაღია და ამითაც კარგია: უნარშეზღუდული და გაზულუქებული ბავშვები ერთად არიან.

Posted by: Margarita-Hanum 1 Feb 2007, 21:39
Pathetikos
იმედს არ ვკარგავ yes.gif

memoria
გაიხარე!
QUOTE
წიგნიც დაწერა
თბილისში არის ეგ წიგნი? ან რა ქვია ზუსტად თუ იცი?


QUOTE
ახლა არსებობს ერთი გერმანული ბაღი, მე რორგორც ვიცი, მაგრამ ძალიან ძვირია დაახლ. 200$. ინტეგრირებული ბაღია და ამითაც კარგია: უნარშეზღუდული და გაზულუქებული ბავშვები ერთად არიან.

ეგ ბაღი ვიცი, მაგრამ მანდ უკვე სხვა ამბავია. "ნამდვილი" გერმანელების დაარსებულია.
რა გინდა, შენ რომ გაზულუქებულს ეძახი, იმათი მშობლები ინახავენ მაგ ბაღს უნარშეზღუდული ბავშვებისათვის.

Posted by: memoria 1 Feb 2007, 22:04
თბილისში ეგ წიგნი ნამდვილად აქვს ფრაუ ჰუმელს, გოეთეშიც იქნება აუცილებლად. ეკა წერეთელს ჰკითხე გოეთეში. ფრიდა მაიერი უნიკალური ქალია. ძალიან ძლიერი ადამიანია, მე მას პირადად არ ვიცნობ. წიგნის ზუსტ სახელს ხვალ მოგწერ.
გაზულუქებული ცუდად გამომივიდა. როცა მშობელს ფული აქვს და თანახმაა მისი ბავშვი უნარშეზღუდულებთან ერთად იყოს, უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

Posted by: Margarita-Hanum 1 Feb 2007, 22:25
memoria
QUOTE
გაზულუქებული ცუდად გამომივიდა. როცა მშობელს ფული აქვს და თანახმაა მისი ბავშვი უნარშეზღუდულებთან ერთად იყოს, უკვე დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.


მართალი ხარ. თანაც, როგორც ვიცი, ის 200 დოლარი სწორედ უნარშეზღუდულ ბავშვების ხარჯზე ნაწილდება.

წიგნის მითითებისათვის მადლიერი ვარ.

Posted by: memoria 1 Feb 2007, 22:26
ტანტეების შესახებ ყველაფერი იციან ეკა და სანდრო გამყრელიძეებმა და ტანტე ფრიადასთან ყოველთვის ჩადიან, როცა გერმანიაში არიან. თუ იცნობ, დაელაპარაკე.

Posted by: Margarita-Hanum 1 Feb 2007, 23:15
memoria
კეთილი და პატიოსანი!

Posted by: Margarita-Hanum 5 Feb 2007, 21:44
კარგით რა ხალხო, ნუ ჩამიგდებთ ამ თემას!

(ხავსმოჭიდებული ) cry.gif

Posted by: Pathetikos 5 Feb 2007, 22:31
Margarita-Hanum
რა ვქნა, დედაჩემს თავის ქალას ვერ გადავუხსნი, რომ ტვინში ჩავუძვრე. რაც თავის ტანტეზე ახსოვს, ისაა, რაც ადრე გითხარი. ტუტ მირ ლაიდ. biggrin.gif

Posted by: ბაჩუკი 6 Feb 2007, 17:30
საქართველოში არინ ალბათ გერმანელი გერმანულის მასწავლებლები,ხო არ იცნობთ ვინმეს 2 თვეში რო ამალაპარაკოს?ბაზა მაქვს საკმაოდ ნორმალური

Posted by: Margarita-Hanum 6 Feb 2007, 21:48
Pathetikos
QUOTE
Margarita-Hanum
რა ვქნა, დედაჩემს თავის ქალას ვერ გადავუხსნი, რომ ტვინში ჩავუძვრე. რაც თავის ტანტეზე ახსოვს, ისაა, რაც ადრე გითხარი. ტუტ მირ ლაიდ. 


როგორ გეკადრებათ, მე ახლა სხვების დედების იმედად-ღა ვარ.....
* * *
memoria
QUOTE
გოეთეშიც იქნება აუცილებლად. ეკა წერეთელს ჰკითხე გოეთეში


გოეთეში არ იყო, ეკასაც არ გაუგია, მაგრამ უკვე სხვა წიგნში ვიპოვე მითითება.
ალბათ, ფრაუ ჰუმელს უნდა მივაკითხო, თუ მოვიცალე და თუ მომცა...

Posted by: Margarita-Hanum 25 Feb 2007, 00:29
აბა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ამ თემას rolleyes.gif ეგება ვინმე გამოჩნდეს ღვთისნიერი!

Posted by: briyvi 27 Feb 2007, 16:45
შენა და, ეგ თქვენი ტანტეები მარტო გერმანულებსა და შილერებს გასწავლიდნენ თუ უფრო კაი რამეებსაც? wink.gif

Posted by: Margarita-Hanum 27 Feb 2007, 22:12
briyvi
QUOTE
უფრო კაი რამეებსაც

wink.gif

Posted by: memoria 2 Mar 2007, 17:39
b]ბაჩუკი[/b]
გერმანელი გერმანულის მასწავლებელია სერგი გვარჯალაძის ცოლი, უტა. კერძო მოსწავლეები ჰყავს თუ არა, არ ვიცი. მოხუცი გერმანელები უკვე ძალიან მოხუცები არიან და გარუსებული გერმანულით ლაპარაკობენ. შეიძლება, ბარბარა ვატენდორფიც ასწავლიდეს, დაად-ს ყოფილი ლექტორი, რომელიც აქ ცხოვრობს. სხვა არ გამიგია.[

Posted by: Margarita-Hanum 3 Mar 2007, 15:44
memoria
QUOTE


b]ბაჩუკი[/b]
გერმანელი გერმანულის მასწავლებელია სერგი გვარჯალაძის ცოლი, უტა. კერძო მოსწავლეები ჰყავს თუ არა, არ ვიცი. მოხუცი გერმანელები უკვე ძალიან მოხუცები არიან და გარუსებული გერმანულით ლაპარაკობენ. შეიძლება, ბარბარა ვატენდორფიც ასწავლიდეს, დაად-ს ყოფილი ლექტორი, რომელიც აქ ცხოვრობს. სხვა არ გამიგია.[



ეს მე მგონი, სხვა თემაში უნდა დაგეპოსტა, არა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)