#55548358 · 2 Dec 2019, 16:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
ერთ მიწის ნაკვეთს ჰყავს 6 მესაკუთრე, რომელთაგანაც 2 მათგანი მევალეთა რეესტრშია შეყვანილი. ნაკვეთის ყიდვა მინდოდა და ასე აღმოჩნდა. მაინტერესებს ამ ნაკვეთის დარჩენილი 4/6 ნაწილის ყიდვა თუა შესაძლებელი და რანაირად უნდა მოხდეს ამ 4/6 ნაწილის გამოყოფა? ანუ თუ ამ 4/6 ნაწილს ვიყიდი, ვიქნებით 3 თანამესაკუთრე, საიდანაც 2/3 წილი ჩემი იქნება. როგორ უნდა გადავწყვიტოთ ამ ნაკვეთიდან რომელი 2/3 არის ჩემი? იურიდიულად მექნება უფლება, რომ ეს მევალეები ვაიძულო რმელიმე ნაწილი ამოირჩიონ და დანარჩენი მე გამოვიყო? თუ მათ კეთილ ნებაზე ვიქნები დამოკიდებული და ისე შეიძლება მოხდეს რომ ეგ ნაკვეთი ყოველთვის ჩვენ ყველას საკუთრებაში იქნება?
მადლობა წინასწარ
|