შადეს სრული სახელია ჰელენ ფოლაშადე ადუ, ის 1959 წლის 16 იანვარს, ქალაქ იბადანში, იოს შტატის დედაქალაქში დაიბადა. მისი მამა აებისი ადუ ნიგერიელია (რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა) დედა – ენ ჰეისი კი ბრიტანელი ( მედდა ). მათ ერთმანეთი ლონდონში გაიცნეს და მალევე დაქორწინდნენ. პირველი შვილი ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ნიგერიული სახელი - უბრალოდ ბანი დაარქვეს. ამის შემდეგ, საცხოვრებლად იბადანში გადავიდნენ, სადაც გაჩნდა კიდეც მათი ქალიშვილი , რომელსაც ჰელენი დაარქვეს
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუმცა ნიგერიელ მეგობრებს გაუჭირდათ ამ სახელის გამოთქმა და მას მეორე სახელი ფოლაშადე შეარქვეს , რომელიც შემდეგში შემოკლდა და მხოლოდ შადე დარჩა. მომავალი ვარსკვლავი 4 წლის იყო როდესაც მისი მშობლები დაშორდნენ და გოგონა ძმასთან ერთად დედამ ლონდონის სამხრეთ ნაწილში წაიყვანა საცხოვრებლად , სადაც ენის მშობლები ცხოვრობდნენ. პატარები ბებია და ბაბუასთან იმ დრომდე ცხოვრობდნენ, სანამ მათი დედა ხელმეორედ არ გათხოვდა და ამის შემდეგ ისინი ჰოლანდიაში გადავიდნენ , სადაც და-ძმა ხშირად რასისტული თავდასხმების მსხვერპლი ხდებოდა. პატარა შადე ძალიან კარგად ცეკვავდა, ძალიან უყვარდა სოული და ფანკი , თუმცა სურვილი ოდესმე სერიოზულად ემღერა არასდროს გასჩენია. სკოლის დამთავრების შემდეგ, გადაწყვიტა არტ დიზაინერი გამხდარიყო და ლონდონში წმ.მარტინის კოლეჯში ჩააბარა. შადემ უამრავი სამსახური გამოიცვალა ( რესტორნის ოფიციანტობიდან დაწყებული ველოსიპედისტი კურიერით დამთავრებული ) რადგან სტიპენდია რომელსაც ის სასწავლებელში იღებდა საარსებოდ ძალიან მცირე თანხა იყო. დიპლომის აღების შემდეგ შადემ მეგობართან ერთად სამკერვალო სტუდიის შექმნა გადაწყვიტა, თუმცა გზაზე მრავალი დაბრკოლება და უსიამოვნება შეხვდა. ახალი ტალღის ბრიტანული ჯგუფი „Spandau Ballet“, პირველ ამერიკულ ტურნეზე პუბლიკის წინაშე, სრულიად უცნობი დიზაინერების მიერ შეკერილი ტანსაცმლით გამოვიდა. „ეს იყო ყველაზე დიდი წარმატება ჩემს სამკერვალო პროფესიაში, თუმცა, ყველაფერზე ეკონომიის გაკეთება გვიწევდა და ცხოვრების ასეთი რეჟიმი ოცნების საშუალებასაც არ მაძლევდა, რაზეც მე ძალიან ვბრაზდებოდი“ - იხსენებს შადე. ბოლოს იგი პოდიუმზეც გამოვიდა, მონაცემები აბსოლიტურად უწყობდა ხელს, რათა ამ პროფესიით დასაქმებულიყო. შადეთი სამოდელო სააგენტოები დაინტერესდნენ და ცოტა ხანში მოდის წამყვანი ჟურნალები გოგონას ფოტოებით აჭრელდა. ამ პერიოდში, შადეს მუსიკისკენ სწრაფვა გაუძლიერდა და 1980 წელს, ის ფანკ ჯგუფის, Arriva-ს სოლისტი გახდა. ჯგუფი ძირითადად ლათინურ რიტმებზე იყო ორიენტირებული, განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენდა და ტიპიურ „იმიგრაციულ“ მუსიკას ქმნიდა. საინტერესოა რომ, ცნობილი სიმღერა „Smooth Operator“ სწორედ მაშინ დაიწერა, თუმცა „Arriva“-ში მას ეს სიმღერა არ უმღერია. ამ პერიოდშიც ის იყო "ბექვოკალისტი" ჯაზ - ფანკურ ჯგუფში „ Pride“, სადაც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი პარტნიორი ჯგუფის საქსაფონისტი სტუარტ მეთიუმანი იყო და მალევე შადემ კოლექტივში მთავარი ვოკალისტის ადგილიც დაიკავა. ამ დროისთვის, პუბლიკამ მოასწრო გოგონას შეყვარება, თუმცა ჯგუფი უეცრად დაიშალა. ახალგაზრდა ჰელენში „Pride“- ის ყოფილი მენეჯერი ლი ბარეტი დიდ პერსპექტივებს ხედავდა. მალევე „Epic Records“-მა ჰელენს სოლო კონცერტის გამართვა შესთავაზა, მაგრამ ახალგაზრდა მომღერალი მხოლოდ ჯგუფის თანხლებით გამოსვლაზე დათანხმდა. ჯგუფს კი სწორედ ამ დროს დაერქვა სახელი - „Sade“. ეს ოთხი პიროვნება იყო : საქსაფონისტი, გიტარისტი და სიმღერების თანაავტორი სტუარტ მეთიუმანი, კლავიშნიკი ენდრიუ ჰეილი, ბასისტი პოლ სპენსერ დენმანი და თვითონ შადე ( ასევე ჯგუფში პერიოდულად იწვევდნენ დრამერ პოლ კუკს და პერკუსიონისტებს მარტინ დიჩმენს და დეივ ერლის ). ჯგუფმა ძალიან მოკლე ხანში შეძლო შეექმნა მსმენელისთვის ინტელექტუალური და მსუბუქი ჟღერადობა , რომელიც ოსტატურად ავლებდა პარალელს ჯაზს, რიტმ & ბლუზსა (R'n'B) და სოულს შორის. ხოლო მოდამ, როგორც შადეს ახალგაზრდობის მთავარმა გატაცებამ, მას საშუალება მისცა, გამხდარიყო გამორჩეული გემოვნების ეტალონი MTV -ზე. მუსიკალურ წრეებში მას „The First Lady Of Cool“- ს უწოდებდნენ, ხოლო ერთგულმა მსმენელმა მას მარტივად „The Lady“ შეარქვა. ჰელენის კარეირა სინგლით „Your Love IS King“ დაიწყო, რომელსაც უდიდესი წარმატება ხვდა წილად ბრიტანეთში. შტატებში მისი „დრო“ მომდევნო წელს მოვიდა, როდესაც მეორე სინგლმა „Smooth Operator“ თავისი წყნარი ჰარმონიით, მთელი ამერიკა დაიპყრო. ალბომი „Diamond Life“ მთელს მსოფლიოში 6 მილიონზე მეტი ტირაჟით გაიყიდა. შადემ კი მსოფლიო აღიარება მოიპოვა და მეორე ალბომზე, „Promise“ მუშაობას შეუდგა. ამ ალბომმა გაამართლა. ალბომში იყო ისეთი სიმღერები როგორიცაა „The Sweetest Taboo“ და „Never As Good As The First Time“. ალბომი რითმ & ბლუზსა და პოპ ჩარტებში ლიდერულ პოზიციებს დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა. 8 თვიანი მსოფლიო ტურნესა და მრავალი საქველმოქმედო კონცერტების შემდეგ, კოლექტივმა ხმაურიანი პუბლიკის, ფოტო და ვიდეო კამერებისგან დასვენება გადაწყვიტა. შემოქმედებითმა ტაიმ-აუტმა 2 წელს გასტანა , რომლის დროსაც ახალგაზრდა მომღერალმა დოკუმენტალისტი რეჟისორი, კარლოს სკოლა გაიცნო და მათ შორის რომანტიული ურთიერთობა დაიწყო. ამავე პერიოდში გამოდის შადეს მორიგი ალბომი- „Stronger Than Pride“. ალბომში შედიოდა ისეთი სიმღერები როგორებიცაა, Nothing Can Come Between Us , Paradise , „Love Is Stronger Than Pride“, მაგრამ ამჯერად გამოჩდნენ კრიტიკოსები, მათ ეს ნამუშევარი, როგორც განვითარების შემაფერხებელი ისე შეაფასეს. რომელიც, კრიტიკოსთა აზრით, ალბომში ახალი მუსიკალური იდეების უკმარისობის გამო ხდებოდა. თუმცა, ერთგულ მსმენელებს ეს ნაკლებად ადარდებდა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მათ რეკორდულ დროში შეიძინეს ბილეთები შადეს მომდევნო მსოფლიო ტურნეს კონცერტებზე. ტურნეს შემდეგ, 1989 წლის 11 ოქტომბერს, მადრიდის დიდ სასახლეში „Vinuelas“-ში ადუ ცოლად კარლოს სკოლას გაჰყვა, თუმცა მათი თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე შადემ ლონდონში ძველი სახლი შეიძინა, რომელიც თავისი დიზაინერული ნიჭით მალევე გადაიქცა ძალიან მოდურ რეზიდენციად - თავისივე სტუდიით. ამ სტუდიაში დაიწყო და ჩაიწერა მომდევნო ალბომი „Love Deluxe“, რომელსაც ყველა დიდხანს ელოდა. შადეს პოეტურმა ტალანტმა და მრავალი მუსიკალური სტილის ინტეგრაციის ამბიციურმა შედევრმა, ჯგუფი მაღალ საფეხურებზე დააბრუნა. კრიტიკოსებმა კი აღტაცება ვერ დაფარეს და განაცხადეს, რომ სწორედ ეს იყო ის ჟღერადობა, რომელმაც ეს ჯგუფი ასე პოპულარული გახადა ერთ დროს. სინგლი „No Ordinary Love“ ახლაც ითვლება შადეს „ჰიმნად“. ალბომის ფინალური სინგლი „Cherish The Day“ კარლოსთან გატარებულ ყველა მზიან და ღრუბლიან დღეებს მიეძღვნა. „Love Deluxe“-მა შესანიშნავი 90 კვირა გაატარა ბილბორდების პოპულარობის რეიტინგში. ძალიან მალე კი კარლოსი და შადე შერიგდნენ, თუმცა, ამ შერიგებამაც დიდხანს არ გასტანა. გასტროლებში ერთად სიარულმა და გაუთავებელმა კონფლიქტებმა მომღერალი აიძულა საბოლოოდ გაეწყვიტა ურთიერთობები ესპანელთან და ისინი საბოლოოდ დაშორდნენ. 1994 წელს გამოვიდა ჯგუფის ყველაზე კარგი კრებული „The Best Of Sade“, რომელიც ჯგუფის 10 წლიანი კარიერის შემფასებელი გამოდგა, რის შემდეგაც მუსიკოსები დაიშალნენ. ჰელენმა საკურორტო ქალაქ ოჩო რიოსში მამული შეიძინა, რომელიც იამაიკაზე მდებარეობს და იქ ახალ ბოიფრენდთან, პროდიუსერ - ბობ მორგანთან ერთად დასახლდა. 1996 წლის 21 ივლისს, მათ ქალიშვილი ილოი შეეძინათ. მომდევნო წელს, ისინი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდნენ. ჯგუფის სხვა წევრების შესახებ, ცნობილია, რომ 1998 წელს მათ ერთობლივი ძალებით დისკი ჩაწერეს და ვოკალისტად მოწვეული ყავდათ ამელი ლარიო. პროექტს მათ „Sweetback“ უწოდეს. 2000 წელს ჯგუფის წევრები ახალი კლასიკური ალბომის „Lovers Rock“ ის ჩასაწერად ისევ შეიკრიბნენ, რითაც აღტაცებაში მოიყვანეს მრავალი მათი თაყვანისმცემელი. 2010 წელს, ათ წლიანი პაუზის შემდეგ ბენდმა ახალი ალბომის გამოშვება გადაწყვიტა. ალბომის სახელწოდებაა ’’ Soldier of Love’’. როცა ერთ-ერთი რადიოსადგურის წამყვანმა შადეს ჰკითხა, ალბომებს შორის ინტერვალის დროს, ანუ ათი წლის გამავლობაში რას საქმიანობდითო, მან უპასუხა: "გამოქვაბულში ვიყავი და ლოდის გადაგორებას ვცდილობდი." იგი 9 თებერვალს გამოვიდა და სტუდიაში ჩაწერილი მისი მეექვსე ალბომია 1984 წელს შემდგარი დებიუტის შემდეგ. "მიყვარს სიმღერების წერა", - ამბობს შადე- "მაგრამ სიძნელეები სწორედ მერე იწყება. როცა კომერციულ მხარესთან გაქვს შეხება, უფრო ღია უნდა გახდე, რაღაც მოლოდინები უნდა გაამართლო, შენს მიმართ ერთგვარი ზეწოლა იწყება. ზოგიერთს უყვარს ამ სიტუაციასთან "მორგება", მე კი იმ "ზოგიერთთა რიცხვს არ მივეკუთვნები."
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ნამდვილი კლასია
!! მისი ყოველი სიმღერა ძალიან დახვეწილია ჩემი აზრით, როგორც მისი კონცერტები და ბენდი
This post has been edited by VR_29 on 25 Apr 2017, 03:57