ორთოპედიული მაღაზიების ქსელი ახალი ხედვა აცხადებს კონკურსს კომპანიის სახელ წოდების (ნეიმინგის) და ლოგოს შექმნაზე.
სახელიც და ლოგოც უნდა ასოცირდებოდეს სამედიცინო სფეროსთან (თუმცა არა კლინიკასთან ან აფთიაქთან).
სახელი უნდა იყოს ერთი ამოსუნთქვით სათქმელი, დასამახსოვრებელი.
ლოგო უნდა იყოს ადვილად აღქმადი, თანამედროვე დიზაინის, მარტივი და უნიკალური
კონკურსის პირობები:
კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა 300 ლარი სახელის მოფიქრებისთვის და 300 ლარი ლოგოს დამზადებისთვის.
თუ ერთი ადამიანი გაიმარჯვეს ლოგოს და სახელ წოდების კატეგორიაში შესაბამისად გადაეცემა 600 ლარი.
კონკურსი გრძელდება 2017 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით.
ნამუშევრები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: n.koberidze@akhalikhedva.ge
ნამუშევრებთან ერთად გამოგზავნეთ კონცეფციის მოკლე განმარტება. ( თან დაურთეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია)
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ კომპანიის facebook გვერდზე:
https://www.facebook.com/akhalikhedva.ge/ან ვებ გვერდზე: www.akhalikhedva.ge