EXCLUSIVE: ჰამაკი დრონზე, ახალი ლუდი და Leavingstone-ს მორიგი გაფრენამარკეტერი ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ნატახტარის და ლივინგსტონის მორიგ გაფრენას! დრონით მფრინავი ჰამაკი, რომელმაც უკვე მოიპოვა „ხაშურელი ალადინისა“ და „თანამედროვე შერეკილის“ მეტსახელი, სინამდვილეში ახალი მსუბუქი ლუდის, ნატახტარი ლაითის კამპანია აღმოჩნდა:
“რადგანაც საქმე ეხებოდა ახალ მსუბუქ ლუდს, ჩვენ ავიღეთ სიმსუბუქის ერთ-ერთი სიმბოლო – ჰამაკი და ლუდის სმის დემონსტრირების პარალელურად, სხვადასხვა ქალაქის თავზე ვაფრინეთ. გვინდოდა არატრადიციული გარე რეკლამის გზით მთელი საქართველო აგველაპარაკებინა, თუმცა, როგორც საერთაშორისო გამოხმაურებებმა აჩვენა, გაცილებით შორს გავფრინდით“ – აცხადებენ “ლივინგსტონში”
“თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრება აღსავსეა აუცილებლობებით, პასუხისმგებლობებით და ვალდებულებებით. მართალია, შეუძლებელია მათი თავიდან არიდება, მაგრამ შესაძლებელია მათი შემსუბუქება. სწორედ ამიტომ შეიქმნა “ნატახტარი ლაითი”, რომელიც ერთი მხრივ ყველასთვის კარგად ნაცნობი ლუდი “ნატახტარია”, თუმცა უდარდელი, ლაღი და მსუბუქი.
“ლივინგსტონთან” ერთად ვეცადეთ ბრენდის ეს განწყობა თავისუფლებისა და სილაღის ორი სიმბოლოს – ფრენისა და ჰამაკის, გაერთიანებით წარმოგვეჩინა. მსოფლიო მასშტაბით 25 მილიონამდე ნახვა, გვაფიქრებს, რომ მიზანს მივაღწიეთ. იმედს ვიტოვებთ “ნატახტარი ლაითიც” დაიმსახურებს საზოგადოების მოწონებას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.” – აცხადებენ “ნატახტარში”
https://www.marketer.ge/hamaki-gafrena/ყველაფერი რეკლამაა რა ..