Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სხვადასხვა > ვიყიდი ტირის თოფს


Posted by: 1KA_1KA 22 Apr 2016, 19:16
არავის გაქვთ ბინოკლიანი რამე რუმე საკაიფო biggrin.gif

Posted by: Irakli_12345 23 Apr 2016, 19:15
გააჩნია როგორი გინდა ან რა კალიბრიანი გინდა smile.gif

Posted by: jmm75 24 Apr 2016, 02:07
Irakli_12345
QUOTE
გააჩნია როგორი გინდა ან რა კალიბრიანი გინდა

ალბათ 4.5 მმ, უფრო მეტს ნებართვა უნდა და არც შემოაქვთ მგონი, ერიდებიან.
1KA_1KA
QUOTE
არავის გაქვთ ბინოკლიანი რამე რუმე საკაიფო

ბინოკლი არის ხელსაწყო ორი თვალისთვის, ეგეთი სამიზნე თოფზე არ არსებობს. smile.gif))
QUOTE
ვიყიდი ტირის თოფს, იაფად

პნევმატურია ეგ. ტირის თოფს ადრე ეძახდნენ, როცა ბევრგან იყო ეგეთი ტირი მოწყობილი.smile.gif))

Posted by: soso66 24 Apr 2016, 10:10
დავიწყოთ იმით,რომ ჩვენთან 4.5მმ ანუ 0.177კალიბრის გარდა ყველა დანარჩენი აკრძალულია.და კიდევ ის
მაინც დაწერეთ რისთვის გინდათ,რა მანძილზე სასროლად,რა ფასის კატეგორიაში,რა ჯერადობის ოპტიკით.
მოკლედ რაც უფრო დაწვრილებით აღწერთ,მით უფრო კონკრეტულ დახმარებას მიიღებთ.გისურვებთ წარმატებას.

Posted by: 1KA_1KA 24 Apr 2016, 19:47
ამასაც თუ კალიბრები ქონდა არვიცოდი smile.gif)))
QUOTE
ბინოკლი არის ხელსაწყო ორი თვალისთვის, ეგეთი სამიზნე თოფზე არ არსებობს. ))

აი ეს ვიცოდი biggrin.gif
პნევმატური ის არ არის ბალონი რო იდება ?

გასართობად მინდა რა ჩიტები მიზანში სროლა და ასე შემდეგ )))

Posted by: jmm75 24 Apr 2016, 21:43
1KA_1KA
QUOTE
პნევმატური ის არ არის ბალონი რო იდება ?

პნევმატურია ყველაფერი რაც კი ჰაერის(გაზის) შეკუმშვაზე(წნევაზე) მუშაობს.
* * *
QUOTE
გასართობად მინდა რა ჩიტები მიზანში სროლა და ასე შემდეგ )))

მიზანში სროლა გასაგებია, მაგრამ გასართობად ჩიტების ხოცვა? რა დაგიშავეს?

Posted by: Irakli_12345 25 Apr 2016, 09:35
ნებართვა წესით უკვე 4.5 ანსაც უნდაო, მაგრამ ზოგმა რა გააკეთოს ვისაც 5.5 აქვს? biggrin.gif

Posted by: temo_777 25 Apr 2016, 09:48
Irakli_12345
როგორც ასეთი ნებართვა არცერთს არ სჭირდება.
4.5 ნებართვის გარეშე შეგიძლია იქონიო,(არ რეგისტრირდება)იყიდო-გაყიდო,გადაადგილო, უმეტეს შემთხვევაში დაუსახლებელ ადგილას ისროლო ისე რომ არავინ არ გაატრაკოს, ხალხში დიდად არ გამოაჩინნო,ერიდო სამართალდამცავებს.
იშვიათი შემთხვევებია როდესაც წაურთმევიათ 4.5-იიანი (უშუალოდ თოფი) მაგრამ მაინც ყოფილა.
რაც შეეხება მაგაზე მაღალ კალიბრებს საერთოდ ხსენებაც აკრძალულია biggrin.gif
არ ფორმდება,არ ინახება, მოკლედ საერთოდ აკრძალულია.
QUOTE
მაგრამ ზოგმა რა გააკეთოს ვისაც 5.5 აქვს?

ჩუმად იყოს smile.gif მაგის შესახებ ბევრი არ ილაპარაკოს თუნდაც ფორუმებზე, ხალხში გამოჩენას და იმის თქმას რომ 5.5-იანები და მაგაზე მაღალი აქვს ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია smile.gif
საკმაოდ დიდი ჯარიმებია!!! და თავისთავად იარაღის კონფისკაციაც
* * *
jmm75
QUOTE
მაგრამ გასართობად ჩიტების ხოცვა? რა დაგიშავეს?

მე მაგათი ჩიჩი მიყვარს givi.gif (ბეღურებს რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ)
გვრიტებსაც დიდი სიამოვნებით მივირთმევ smile.gif
chups.gif

Posted by: Irakli_12345 25 Apr 2016, 10:39
არა საერთოდ ჯამში მართალი ხარ, რამდენი ვიკთხე მაღაზიაებში არსად არ იყიდება 5,5 იანები, მაგრამ სახიფათო თუ არის ეგეთი მაშინ დანა ჩანგალიც აკრძალონ biggrin.gif

Posted by: temo_777 25 Apr 2016, 10:59
Irakli_12345
სახიფათო 4.5-იანიც არის განა არაა,აგერ 2015-ის ბოლოს ადამიანი მოკლეს მაგითი.
უბრალოდ რომ დაეწყოთ გაფორმებები თუნდაც 4.5 და მაგის ზევით კარგი იქნებოდა,როგორც ცეცხლსასროლზე.
მერე კიდე დომხალი აღარ იქნებოდა.

http://www.newposts.ge/?l=G&id=91127-

Posted by: jmm75 25 Apr 2016, 13:18
temo_777
QUOTE
მე მაგათი ჩიჩი მიყვარს givi.gif (ბეღურებს რა თქმა უნდა არ ვგულისხმობ)
გვრიტებსაც დიდი სიამოვნებით მივირთმევ

ღმერთმა შეგარგოთ! მე გასართობად ხოცვას არ ვეთანხმები. მეც ვცოდავდი ბავშვობაში,
მაგრამ ერთხელ დაჭრილი ბეღურა ჩამოვაგდე, იმის მერე ასე უმიზეზოდ ცოცხალი არსებისთვის
აღარ მისვრია.

Posted by: temo_777 25 Apr 2016, 14:26
jmm75
QUOTE
ღმერთმა შეგარგოთ!

მადლობა smile.gif
QUOTE
მე გასართობად ხოცვას არ ვეთანხმები.

ხო მანდ გეთანხმებით, ცოდოა ცოცხალ ორგანიზმს რომ თოფი დაუმიზნო საერთოდ.

Posted by: soso66 25 Apr 2016, 18:48



http://www.mymarket.ge/ka/product/view/9295446/ თუ სერიოზულად გაგიტაცათ პნევმატიკამ,ადრე თუ გვიან მაინც პ.ც.პ



სისტემის თოფის ყიდვა მოგინდებათ.მითითებულ ლინკზე კაცი ყიდის და თოფს თუ არაფერი ჭირს ძალიან კარგი ფასია.

Posted by: temo_777 25 Apr 2016, 20:19
soso66
რომელი ვერსიაა ეს ხომ არ იცი?
უშუალოდ ჯოულები მაინტერესებს ნორმალური ტყვიებით როგორა აქვს,
გუგლში ვერ ვნახე.
საუნდ მოდერატორი უყენია ეს ცალკე ალბათ ხო?
როგორც მივხვდი AT44 S კლიპის გარეშე, მოკლე ვერსიაა.თუ ვცდები?
არა და ამას სხვა კონდახი აქვს,
ცოტა ავიბენი.ზუსტი მოდელი ვერ გავიგე.

Posted by: soso66 26 Apr 2016, 12:10
როგორც სურათზე ჩანს at44-ია.უკლიპო ვერსია.ენერგეტიკა 40 ჯოულამდეც შეიძლება აიყვანოთ,გნებავთ დაბლაც დაწიოთ.არის კიდევ ხის კონდახით,მაგრამ პლასტიკი ჯობია.ნაკაწრები არ ეტყობა და ნერვებს არ მოგიშლით.ოღონდ ერთი გაითვალისწინეთ მეტი სიმძლავრე ნაკლები გასროლები.თუ კარგად დაარეგულირებთ გექნებათ 40 ან მეტი გასროლა 270 მ/წ მძიმე 10,5გრანიანი ტყვიებით.

Posted by: temo_777 26 Apr 2016, 14:43
soso66
QUOTE
როგორც სურათზე ჩანს at44-

ატ-44 ბევრნაირი ვერსიაა.
იქიდან ვერცერთ ვერსიას ვერ დავამთხვიე ოფიციალური საიტიდან,შეიძლება ძალიან ძველია,ან კონდახი აქვს შეცვლილი. ყოველშემთხვევაში რაც საიტზე იდო,იქიდან არცერთს არ ემთხვევა.


Posted by: Baxura 28 Apr 2016, 10:23
საინტერესო თემაა დავფიქსირდები wink.gif

Posted by: giorgevich23 29 Apr 2016, 14:13
კროსმანის ფანტომი მაქვს,დაბალ ფასიანებში ყველაზე იდეალური ვარიანტი ეს არის,თუ ნახავ სადმე იყიდე არ ინანებ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)