ეგ არის რაც არის
ერთი სადენი 'ნოლში" უნდა შეარჭო) მეორე დაამიწო კარგად
და მიიღებ რამოდენიმე ვოლტ დენს. მაგრამ ვერასოდეს გათვლი რამდენი იქნება
ბევრ რამეზეა დამოკიდებული... შეიძლება შენთან დენი არც იყოს და აესეთი სისტემით რამოდენიმე ვოლტი მიიღო... ნუ ჩემი დაკვირვებით ძაბვა იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენადაა ნეიტრალური სადენი დატვირთული... ენერგოკრიზის დროს საკმაოდ მეხმარებოდა ხოლმე აკუმულატორების დასამუხტად
ნუ დენი ცვლადია, მაგრამ დიოდებით მუდმივ, იმპულსურ ძაბვას იღებ. მაგრამ ზოგჯერ ძაბვა იმდენად დიდი იყო ხოლმე, რომ აკუმულატორში წყალი "დუღდებოდა" (ანუ ბურთულებს ყრიდა) რეოსტატით ხელით ვწევდი ხოლმე, მაგრამ ერთხელ კი გასკდა ის ოხერი თავები არ მოვხადე და... მოკლედ ასეთი ბავშვობა მქონდა შევარდნაძის გადამკიდე
ახლა არ მგონია ეგ ვინმეს აინტერესებდეს
ადრე მგონი ბევრი იყენებდა
* * *
Paganiნუ რავი აბა როგორ გითხრა... ეგ არის დიფერენციალური ამომრთველი... ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ... ფაზა და ნოლი შედის ამ მოწყობილობაში (ჩვეულებრივ ავტომატურ ამომრთველს წააგავს ერთი შეხედვით) და ფაზა და ნოლი მიდის მომხმარებლებზე. თუ ავიღებთ და უკვე გამომავალ ფაზას (ან ნოლს) სხვა რომელიმე ნოლთან (დამიწება, მეორე ფაზა, ნოლი რომელიც "უზო"-დან არ გამოდის) ერთად ჩავრთავთ წრედში, მივიღებთ დენის "გაპარებას" რაზეც უმალვე ახდენს რეაგირებას დიფერენციალური გენერატორი, რომელიც ამ მოწყობილობის მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.... ახლა ავიღოთ შემთხვევა როცა მიწაზე ვდგავართ და ფაზას ვეხებით, რა ხდება? ჩვენ ვხდებით "მომხმარებელი" ანუ იკვრება წრედი (გვირტყამს დენი) ფაზის და დამიწების მეშვეობით. ხოლო თუ "უზო" დან გამოდის ეს ფაზა, ხდება დენის გამორთვა წამის მეასედის სიჩქარით. შესაბამისად დენის მიწოდება წყდება და გადავრჩით ერთი სიტყვით
"უზო" (устройство защитного отключения) არსებობს სხვადასხვა მგძნობელობის. 10, 30, 100, 300, 500 მილიამპერზე. ყველაზე გავრცელებულია 30 მილიამპერიანი. ასევე არსებობს ელექტრონული და ელექტრო-მექანიკური უზო. ელექტრონული არის ნაგავი და მაგას ჩინელები აწარმოებენ მგონი მარტო. ასევე ტიპების მიხედვითაც განსხვავდება A და AC. A უფრო ძვირია. მაგრამ მაგას არ აქვს იმდენად დიდი მნიშვნელობა... დამიწების გაკეთებაც აუცილებელია, რადგან ამ შემთხვევაში უზო მეტალისკორპუსიან ტექნიკაზე იზოლიაციის დარღვევისას, დენის დარტყმისგან და ხანძრისგან დაგვიცავს... არის ეგრეთწოდებული დიფ-ავტომატი, სადაც უზო და ავტომატია ერთ კორპუსშია... ყველაზე მაღალი ხარისხის ABB, LEGRAND, SHCNEIDER ELECTRIC, SIEMENS Iს წარმოებისაა