არსებობს ჯგუფი მათემატიკოსებისა, რომლებიც 0-ს ნატურალურ რიცხვად მიიჩნევენ.
თუნდაც 0-ზე გაყოფა ავიღოთ, ან 0-ის ნატურალურ რიცხვად მიჩნევა - მე-5 კლასში უკვე ზეპირად იციან ბავშვებმა, რომ უმცირესი ნატურალური რიცხვი 1-ია და 0-ზე გაყოფა არ განისაზღვრება, მაგრამ ძირითადად გაუაზრებელია ხოლმე ეგ სწავლა.
კარგია, რომ ხალხი ინტერესდება ამ თემებით და ცდილობს ამ დოგმების საპირისპიროს დამტკიცებას რაიმე გზით, ეგ ძალიან კარგია აზროვნების განვითარებისთვის, მაგრამ მე თვითონ არ წარმომიდგენია, 0-ზე გაყოფა როგორ შეიძლება განისაზღვრებოდეს. რა უნდა მივიღოთ პასუხი? სავარაუდოდ, გადავდივართ წარმოსახვით, ანუ კომპლექსურ რიცხვებში. მანდ უარყოფითი რიცხვიდანაც კი განისაზღვრება ფესვი. ამიტომ, ნებისმიერი ალგებრასთან დაკავშირებული აბსურდი შემიძლია დავწერო და მივაკუთვნო კომპლექსურ რიცხვებს. ვერავინ შემედავება, ცხადია
სავარაუდოდ, უნდა აღმოვაჩინოთ რაღაც შეცდომა
tyvia, შენს მსჯელობაში. წერტილის ზომა 0 როგორ უნდა იყოს? წერტილი არის გეომეტრიული ცნება, რომელიც არ განიმარტება. თან ზომა 0-ის ტოლად ვერ ჩაითვლება, რადგან ის წერტილიც ხომ რაღაცაა და მისი ზომა 0-ის ტოლი როგორ იქნება? არ ვიცი, ეგ ცოტა მაღალი დონის მათემატიკაა, ალბათ და არსად წამიკითხავს, რომ წერტილის ზომა 0-ის ტოლია.