უნაღდო ანგარიშსწორების პირველი ეროვნული სისტემა ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებისთვის.
Pay.ge - ლიბერთი ბანკის მიერ დანერგილი თანამედროვე, მოქნილი და უნივერსალური ანგარიშსწორების სისტემა სავაჭრო და მომსახურების ობიექტების, ინტერნეტ მაღაზიების მფლობელებისა და მათი მოხმარებლებისთვის.
Pay.ge - ში ჩართულ სავაჭრო და მომსახურების ობიექტების მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ სხვადასხვა პლასტიკური ბარათებით (მათ შორის Visa და MasterCard) Sმარტივი, Gift Card და სისტემის სხვა ბარათებით, eMoney ანგარიშით, მობილური ტელეფონით, ინტერნეტითა და Facebook-ით მარტივად, სწრაფად, კომფორტულად და იაფად.
უპირატესობები სავაჭრო ობიექტებისთვის
სწრაფია - მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა მყისიერად აისახება თქვენ ანგარიშზე და მისი განკარგვა მომენტალურად შეგიძლიათ
უნივერსალურია – შესაძლებელია გადახდა ნებისმიერი Visa, MasterCard და Pay.ge სისტემის ბარათებით. გადახდა შესაძლებელია, როგორც პლასტიკური ბარათით, ასევე SMS-ით, Facebook-ით, ელ. ფოსტით ან თვითმომსახურების ტერმინალით (ფეიბოქსით)
იაფია - სხვა საგადამხდელო სისტემებთან შედარებით, Sმარტივი და Pay.ge-ს ბარათებით და გადახდის გადახდის სხვა არხების გამოყენებისას საკომისიო მხოლოდ 1%-ია. შეღავათიანი ტარიფებია Visa და MasterCard ბარათებისთვის.
უსაფრთხოა - თანხების მოძრაობა ხდება მაქსიმალურად დაცულ გარემოში. გამორიცხულია თანხის ”დაკარგვა” ან სისტემური შეცდომები.
მოსახერხებელია - არ გჭირდებათ ხურდის დაბრუნება და ფისკალური ჩეკის ამორტყმა, თავიდან იცილებთ მომხმარებელთა უკმაყოფილებას და საგადასახადო რისკს.
ინტერნეტ მაღაზიებისთვის
სწორი ინტერნეტ ექვაირინგის შერჩევას ინტერნეტ მაღაზიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. Pay.ge გთავაზობთ გადახდის საშუალებების ყველაზე დიდ არჩევანს საუკეთესო ტარიფებით. ჩვენ სისტემაში ჩართვით თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ გადახდები: Visa და MasterCard ბარათებიდან, Sმარტივი და eMoney ანგარიშებიდან, სასაჩუქრე ბარათიდან Gift Card.
მხოლოდ ჩვენი სისტემის მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ გადახდები ისეთი კლიენტებისაგან, ვისაც არც ბარათები და არც საბანკო თუ ელექტრონული ანგარიშები აქვთ. ასეთ მომხმარებლებს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას გადაიხადონ ნაღდი ფულით საქართველოში მოქმედი ნებისმიერი თვითმომსახურების ტერმინალის, ფეიბოქსის საშუალებით.
Facebook მაღაზიები ონლაინ ვაჭრობის განსაკუთრებით სწრაფად მზარდი სეგმენტია. Pay.ge სისტემა ორიენტირებულია Facebook მომხმარებლებზე. თუ გაქვთ Facebook მაღაზია, ჩვენ სპეციალურად ამ მიზნისათვის მორგებულ გადახდის საშუალებებს შემოგთავაზებთ.
ონლაინ მაღაზიებისათვის მწვავედ დგას პროდუქტის მომხმარებლისათვის მიწოდების საკითხი, განსაკუთრებით იქ, სადაც ფოსტა განვითარებიული არ არის. ჩვენ გთავაზობთ ლიბერთი ბანკის კურიერულ მომსახურებას SmartEX-ს ამ ამოცანის გადასაწყვეტად.