რა კარგი თემა აღმოვაჩინე...
ჩემ გამოცდილებას ჩავამატებ თქვენის ნებართვით..
ყველაზე გემრიელი ამოდის ღორის შეიკა და ნეკნების მწვადი, სუკი კარგია მაგრამ მშრალი გამოდის...
შეიკას არავითარი ჩაბასტურმება არ უნდა, მარტო რამოდენიმე საათით ხახვში და პილპილში შეიძლება, რამოდენიმე ცალ დაფნის ფოთოლსაც ჩავდებ ხოლმე... მაგრამ მერე შამფურზე აგების დროს ეს ხახვი აუცილებლად ყველა ბოლომდე უნდა მოაცილოთ ხორცის ნაჭრებს, თორემ დაიწვება უცებ და დანახშირდება და გემოს გაუფუჭებს... მარილს პრინციპურად არ ვაყრი თავიდან, რადგან დიასახლისებმა კარგად იციან რომ მარილი ხელს უწყობს წვენის გამოყოფას... აი მაგალითად კიტრი-პომიდვრის სალათი დაჭრილი დიდ ხანს ინახება ახალივით თუ არ მოაყრით მარილს... მოაყრით და ეგრევე წვენს უშვებს... ასევე ხორცის ნაადრევად დამარილება იწვევს წვის პროცესში ნაადრევად წვენის გამოყოფას და მწვადი შედარებით მშრალი გამოდის... 2-3 წუთით ადრე სანამ მოვხსნი ნაკვერჩხლიდან მაშინ ვაყრი მარილს, ეს საკმარისია რომ მარილი გადნეს და გაუჯდეს.
თუ შეიკა ვერ იშოვეთ და მაგალითად ბარკლის ნაჭერი გაქვთ შესაწვავად, აიღეთ ერთი ბოთლი ჩვეულებრივი ლუდი და ლუდში ჩააბასტურმეთ ხახვთან ერთად, რამოდენიმე საათი საკმარისია, ხორცი გამოდის ძალიან ფაფუკი და გემრიელი, არავითარი ლუდის გემო არ აქვს...
შეშა წალამი ყველაზე სასურველია, მაგრამ თუ არ გაქვთ მაშინ ნებისმიერი ხილის შეშა გამოდგება, მთავარია არავითარ შემთხვევაში წიწვოვანი ხეები არ შეერიოს!!! მე მრავალი წელი ციმბირში ვცხოვრობდი და იქ არყის (ბერიოზას მგონი ესე ქვია ქართულად)) ხეს ვიყენებდით და ძალიან გემრიელი გამოდის ასევე...
როგორც კი ცეცხლი ქრება მაშინვე არ დაალაგოთ შამფურები, დააცადეთ ცოტა, აი ნაცრისფერი რომ გახდება ნაკვერჩხლები მაშინ დაიწყეთ შეწვა, თორემ ძლიერ სიმხურვალეზე ხორცი მალე იწვება და ვერ ასწრებს შიგნიდან კარგად შეწვას, გარეშემო გაგიშავდებათ და შიგნით კი უმივით დარჩება...
ძმარი არ იხმაროთ მარინადში!!! პადოშივით აქცევს ხორცს, ძმარს უმატებენ თაღლითი მემწვადეები განსაკუთრებულად ზაფხულში, როდესაც სიცხისგან ხორცი მალე უფუჭდებათ ამ შემთხვევაში, ძმარი მყრალ სუნს თრგუნავს!!! თუ ძმრის არომატი გსურთ მაინც, აი იმ წყლის ბოთლში ჩაამატეთ ერთი კოვზი ძმარი, რომელსაც ვიყენებთ უცაბედად ცეცხლის გაჩენის დროს ნაკვერჩხალზე...
ის ხახვი არ გამოიყენოთ საჭმელად რაშიც უმი ხორცი იყო ჩაბასტურმებული, იმ ხახვმა თავისი საქმე უკვე გააკეთა, ხორცს თავისი წვენი მისცა და იმუშავა გემოსთვის... ის ხახვი გადაყარეთ და ხელახლა სასურველია წითელი ხახვი დაჭერით რგოლებად ბლომად და ემალის დიდ ქვაბში ჩაყარეთ, მწვადს როცა მოხსნით შიგ ჩაყრით და აატრიელებთ გემრიელად, ერთ წუთში ჩაიორთქლება ხელახლა და იფ იფ იფ რა არომატები დადგებაა... მომანდომეთ ამ წერაში რაა...
ესეც ჩემი შემწვარი მწვადი...
This post has been edited by LIVE-76 on 27 Apr 2020, 00:09