საინტერესოა კი. იმ მხრივ, რომ არასდროს მიფიქრია ამაზე, არც თავისით შემხვედრია. იმ მიზეზით, რომ აქამდე ის ბავშვური ემოციები მქონდა ჩაარჩენილი უფროსებისგან რაც მსმენოდა თვითმკვლელობაზე. გონებაში კი შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ არაცნობიერ დონეზე, ისევ ყოფილა ჩალექილი ის ბავშვურ-სტერეოტიუპული რამეები. სულ ცოტა ხანია, რაც ეს დავაფიქსირე და თემისადმი განწყობა, აღქმა, ხედვაც შემეცვალა. და ეგ ყველაფერი ამ თემასთან დავაკავშირე, ახლა წავაწყდი ბოდიალისას.
მე თავს თუ ოდესმე მოვიკლავ, იქედან გამომდინარე, რამდენადაც ვიცნობ, გამომიკვლელვია და აზრზე ვარ ჩემი თავის, ვიცი, რომ თავს არასდროს მოვიკლავ აფექტში ან ცხოვრებისეული პრობლემების თუ ტრაგედიების გამო, პირიქით. ალბათ, თუ ოდესმე თავს მოვიკლავ, ეს იქნება ჩემი თავის ადამიანობის დიდი მოწყენილობისგან, ვიქნები გამოცარიელებული ემოციებისგან, ვნებებისგან, ნაპერწკალიც კი აღარ იქნება ჩემში სიცოცხლის, ცნობისმოყვარეობის. ალბათ კაი ასაკიანი ვიქნები, ბუნების კანონით ეგრე მოუწევს. ამავდროულად, გააზრება აბსურდული ირონისაა და უტოპისაა ამ სამყაროსი, უფრო მძაფრად შემომიტევს ამ სიცარიელეში, ვიქნები დიდ ცნობიერებისა და გონების მოგზაურობებში და თემებში, შეიძლება კიდეც გადამქონდეს ფურცელზე ეგ ყველაფერი. თავს მოვიკლავ მყუდროდ და თბილად, რამე ისეთი ხერხით, რომ ჩავწვე და დავიძინო საყვარელ ლოგინში. მერე მიპოვნის ვინმე.
სხვანაირი თვითმკვლელობა ვერ წარმომიდგენია, რამდენადაც მე დღეს ჩემს თავს ვიცნობ. თუ მაინც და მაინც მოხდება, ასე მოხდება წესითა და რიგით.
Slow down a little.