rollo ”მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტების შესანიშნავი წყაროა, ეს ნივთიერებები კი დაბერებას უშლის ხელს;
წვავს ცხიმს და გაძლევს საშუალებას ვარჯიში უფრო დიდ ხანს გააგრძელო;
ის ახანგრძლივებს სიცოცხლეს; გიცავს გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან; ამცირებს ორგანიზმში ქოლესტეროლის მომატებულ დონეს;
აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამცირებს წნევას და ამიტომაც, სანამ მწვანე ჩაის სისტემატურ მოხმარებაზე გადახვალ, კარგად დააკვირდი შენს წნევას. თუ ისედაც დაბალი გაქვს, მაშინ მაინცდამაინც ნუ მიეძალები;
ამცირებს სტრესს და შენს ტვინს ენერგიასა და ძალას მატებს (თუ გაინტერესებს, რატომ, შეგიძლია იხილო ჩვენი სტატია ენერგიის ნატურალური წყაროების შესახებ);
იცავს ფილტვებს სიგარეტისა და მისი გამონაბოლქვისგან; აგრეთვე, იმ მავნე ნივთიერებებისგან, რომელიც ხვდება მწეველი ან პასიურად მწეველი ადამიანების ფილტვებში;
ორგანიზმს ეხმარება ღვიძლის ალკოჰოლისგან დაცვაში;
ანტიოქსიდანტ „კატეჩინის“ დახმარებით ახდენს კბილების ჩამოშლა-ჩამოფშვნის პრევენციას და კურნავს უსიამოვნო სუნს პირის ღრუში;
ხელს უწყობს ძვლების დაცვასა და მათ აღდგენას;
აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს და იცავს მას სხვადასხვა დაავადებისგან; ყველაფერთან ერთად ებრძვის ბაქტერიებსაც;
წყალზე უკეთ ებრძვის დეჰიდრატაციას;
კანს უფრო გლუვსა და სასიამოვნოს ხდის, ანტიოქსიდანტების წყალობით ებრძვის სიბერეს.
...
თუმცა!
გადაჭარბებული არაფერი ვარგა. მწვანე ჩაის დიდი რაოდენობით (დღეში 5+ ჭიქა) მიღება უკვე აღარ არის სასარგებლო და უსაფრთხო იმის გამო, რომ ის კოფეინს შეიცავს. გვერდით ჩვენებებში შესაძლოა დაფიქსირდეს: თავის ტკივილი, ნერვიულობა, უძილობა, დიარეა, ადვილად გაღიზიანებადობა, კანკალი, ყურებში გუგუნი, დაბნეულობა და ა.შ.
ის რეაქციაში შედის გარკვეულ მედიკამენტებთან.
განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს:
ორსულობისას და ბავშვის ძუძუთი გამოკვებისას, ანემიისას, ქრონიკული გაღიზიანებისას, მოუწესრიგებელი სისხლდენისას (შესაძლოა სისხლდენის რისკი გაზარდოს), დიაბეტისას (ამ დროს აუცილებელია სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი), გლაუკომისას (ზრდის თვალშიგა წნევას);
მაგრამ ეს ყველაფერი ნუ შეგაშინებთ; უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ყველაფერში ზომიერება უნდა დაიცვათ!”
This post has been edited by Tio on 7 Jun 2017, 16:40