მოკლედ, ალბათ დამიგვიანდა ამ თემის გახსნა და ჩემს ნიკს არც ეპატიება.
საერთოდ ნაკლებად ფანური ტიპი ვარ. ჩემი გოგოს გარდა ალბათ რეალურად არც არაფრის ფანი არა ვარ. მიყვარს ინტერნეტი, ლივერპული, ესპანეთის ნაკრები, ასტრონომია, ქართული სპორტი, არქეოლოგია, მწვადი, თუმცა ზომიერებას ყოველთვის ვიცამ. ჩემი სამშობლოს გარდა კი ორ კუთხეს ვცემ დიდ პატივს დედამიწაზე ახალ ზელანდიას და მადეირას...
მადეირა პორტუგალიის ავტონომიური რეგიონი, კუნძულთა კრებული ატლანტიკაში, აფრიკასთან უფრო ახლო, ვიდრე ევროპასთან
Das ilhas, as mais belas e livres ასე უწოდებენ ამ კუნძულებს (რომელთაგანაც ყველაზე დიდი მადეირა და პორტო სანტოა)
ყველაზე ლამაზი და თავისუფალი კუნძულები
ფართობი: 797 კმ კვ.
მოსახლეობა: 250 000
ფუნშალი: 120 000
კლიმატი სუბტროპიკული, რბილი მთელი წლის განმავლობაში.
ვფიქრობ, მარტო მე არ ვარ მადეირას ფანი ამ ფორუმზე, ზოგი ალბათ ნამყოფიც არის (უშავესი შურით მშურს) გამოგვეხმაურეთ
აქვე დატკბით დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქალაქუკას მაჩიკუს ხედებით
მიმაგრებული სურათი