გაზზე გადაყვანის ძირითადი მოტივია ის რომ მანქანა ხდება საშუალოდ 50% ით ეკონომიური და ყოველ თვე თქვენ დაახლეობით 50% ს დაზოგავთ თქვენი ანაზღაურებიდან.
სწორედ ამიტომ ბუნებრივ აირზე მანქანის გადაყვანა სულ უფრო და უფრო ფართოდ ხდება და ხალხშიც პოპულალური ხდება.
სანამ ბუნებრივ აირზე გადაიყვანდეთ მანქანას მანამდე უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე რამე რასაც ჩამოვწერ აქ.
1)აუცილებლად უნდა აარჩიოთ ნორმალური ფირმა/ბოქსი/ადგილი სადაც დააყენებთ გაზს. მოგცემენ გარანტიას და ექნებათ ნორმალური აპარატურა
2)აუცილებელია რომ თქვენი მანქანა ბენზინზე გამართულად მუშაობდეს , მხოლოდ ამის მერე შეიძლება მისი ბუნებრივ აირზე გადაყვანა და მასზე კარგად მუშაობა
3)გაითვალისწინეთ თუ რანაირად აპარატურას გიყენებენ, შეესაბამება თუ არა მისი მონაცემები თქვენი მანქანის მონაცემებს, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თუ როგორ სიმძლავრიან აპარატურას შეგირჩევენ, მოთხოვეთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია აპარატურაზე, რამდენ კილოვატიანია და ყოფნის თუ არა თქვენს ავტომობილს მისი სიმძლავრე.
4)ბუნებრი აირზე მანქანის სწორად გადაყვანის დროს არ უნდა ანთებდეს ჩეკს. ჩეკის ანთებას იწვევს ან არასწორი კალიბრაცია ან სხვა რაიმე გარე ფაქტორი (პუნქტი 2)
5)მეორე პუნქტის შემთხვევაში ჩეკი თუ აგინთოთ ეგ ბუნებრივი აირის ბრალი არ იქნება, ამიტომ ჯერ კარგად უნდა დარწმუნდეთ ნამდვილად მუშაობს თუ არა თქვენი ავტომობილი ბენზინზე კარგად და მხოლოდ მერე გადაიყვანოთ ბუნებრივ აირზე.
პრინციპში ძირითადი ესაა რასაც თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ.
ეხლა დავწეროთ ცოტა რამ თვითონ ბუნებრივ აირზეც .
ჩვენთან ფართოდაა გავრცელებული მეოთხე და მეორე თაობის ბუნებრივი აირის აპარატურები. უნდა იცოდეთ რომ სადაც გეუბნებიან მესამე თაობა გვაქო ეგ რეალურად მეორე თაობაა 99% ში.
მე პირადად საქართველოს ბაზარზე მსგავსი აპარატურა არ მინახია (მესამე თაობაზე ვსაუბრობ )
ეხლა კი უშუალოდ მეორე თაობაზე
1) მეორე თაობა
მეორე თაობა არის მექანიკურად კონტროლირებადი მოწყობილობა რომელსაც აქვს ცენტრალური შეფრქვევა, მას არ აქვს ცალ ცალკე ცილინდრზე შეფრქვივს უნარი, იგი მხოლოდ ცენტრალურად აფრქვევს ნაზავს. მისი გამოყენება რეკომენდირებულია ძირითადად კარბურატორიან მანქანებზე.
2) მეოთხე თაობა
მეოთხე თაობის აპარატურა გამოირჩევა მისი წვის სიზუსტით და ძრავის მონაცემების შენარჩუნებით, განსხვავებით მეორე თაობის აპარატურისგან მას აქვს , ელექტრონულად კონტროლირებადი ფრქვევანები, მას ელექტრონულად აკონტროლებს ბუნებრივი აირის კომპიუტერი (ECU) რომელიც ბენზინის კომპიუტერიდან აღებული ინფორმაციით ზუსტად ითვლის თუ როდის და რამდენი გაზი შეაფრქვიოს ავტომობილის ძრავში, მეორე თაობისგან განსხვავებით მეოთხე თაობას აქვს ყველა ცილინდრზე ცალკე ფრქვევანა, ისინი უშუალოდ კოლექტორში გახვრეტის შემდეგ დგება და გაზს ზუსტად ცალკეულ ცილინდრზე აფრქვევს რის შემდეგაც ვიღებთ ძალიან ზუსტ ნაზავს, სიმძლავრის მინიმალურ დაკარგვას და მაქსიმალურ ეკონომიას.
როგორც ხვდებით მეორე თაობასა და მეოთხე თაობას შორის სხვაობა ძალიან დიდია, მეორე თაობას არ შეუძლია აკონტროლოს გაზის ნაზავი, რაც იწვევს ბუნებრივი აირის მეტ მოხმარებას, სიმძლავრის მკვეთრ დაკლებას და ძრავის მწყობრიდან გამოყვანას, რადგან არასწორი ნაზავის შემთხვევაში ბუნებირივ აირი ვერ ასწრებს დაწვას წვის კამერაში, გამოდის იქიდან და აზიანებს სხვა დეტალებს.
ბუნებრივ აირში არ არსებობს V თაობა და ეს არის მარკეტინგული ხრიკი!!!
ასევე მინდა დავწერო პირდაპირი შეფრქვევის (GDI, NEODI, D-4...) ძრავებზე. მათ გააჩნიათ მაღალი წნევის ნასოსი და ინჟექტორები რომლებიც ბენზინს აფრქვევენ უშუალოდ წვის კამერაში, ამ დროს თავად გრილდებიან. გაზის დაყენების შემთხვევაში გაგრილების ფუნქცია ითიშება და ხდება ინჟექტორების დაზიანება ამიტომაც არ არის რეკომენდირებული გაზის დაყენება. თუ მაინც გადაწყვეტს მფლობელი მათზე ყენდება მხოლოდ მე-3 თაობა!!! ინჟექტორების მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა ინდივიდუალურია 3 თვიდან 2-3 წელი დაახლოებით.მეოთხე თაობაში ეს ყველა მინუსი გაბათილებულია თუმცაღა რჩება ისეთი დეტალებიც რასაც დამატებითი მოწყობილებები ჭირდება რომ სულ ბოლომდე აღმოიფრხვას პრობლემები.
მეოთხე თაობისთვის ძირითადად დამატებითი დეტალი არის აალების წინსწრების კუთხის რეგულატორი და ე.წ წვეთოვანები.
დავიწყოთ აალების წინსწრების კუთხის რეგულატორიდან(
იგივე ვარიატორი ).
აალების წინსწრების კუთხე არეგურილებს მის % მაჩვენებელს, ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანის შემდეგ ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ მაქსიმალური ეკონომიურობა, სწორედ ამისთვის საჭიროა გამოვიყენოთ აალების წინსწრების კუთხის რეგულატორი. შეკუმშული ბუნებრივი აირის ხასიათი და წვის სისწრაფე ბენზინის ხასიათისგან და წვის სისწრაფისგან განსხვავდება, იგი უფრო ნელა იწვება ვიდრე ბენზინი, ამის გამო როდესაც გამშვები სარქველი იღება წვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს ეს იწვევს, მანქანის საწვავისა და ჰაერის არასწორ ნაზავს, მის ცუდ წვას, სიმძლავრის დაკარგვას, გაზის დამატებით ხარჯს, სარქველებისა და მისი უნაგირების დამატებთ დატვირთვასა და ტემპერატურის ზრდას, რის შემდეგაც მათი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა იზრდება, აალების წინსწრების კუთხის რეგულატორი სწორედ ამისთვისაა შექმნილი რომ ეს პრობლემა აღარ წარმოიქმნას. სწორი კუთხის დაყენების შემდეგ მანქანის სიმძლავრის და წვა ოპტიმალური ხდება.
ეხლა კი ე.წ წვეთოვანიც განვიხილოთ
ბუნებრივი აირი მისი ხასითიდან გამომდინარე ნელა იწვის როგორც უკვე ვახსენეთ ადრე,ამას ემატება ის რომ მისი ოქტანობა მეტია ბენზინის საწვავთან შედარებით,მისი წვის ტემპერატურა კი 2 ჯერ აღემატება ბენზინისას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბუნებრივი აირის დიდი ხნის მოხმარების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას შემდეგი პრობლემა, სარქველებისა(კლაპნების) და მისი უნაგირების გაცვეთა მწყობრიდან გამოსვლა ანუ დაწვა.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად და გადასაჭრელად გამოიგონეს ე.წ წვეთოვანები, სპეციალური სითხე რომელიც ბუნებრივი აირის მეოთხე თაობის მსგავსად უშუალოდ კოლექტორის გახვრეტის შემდეგ დგება, იგი პოხავს უშუალოდ სარქველებს და მის უნაგირებს, რითიც ქმნის მასზე დამცავ ფენას, ამცირებს რა ტემპერატურას მათი დაწვის ალბათობა საგრძნობლად იკლებს.
მათი გამოყენება რეკომენდირებულია იაპონური მანქანებისთვის, პრაქტიკამ აჩვენა რომ იაპონურ მანქანებს 2 ჯერ მეტად აქვთ სარქველების დაწვის პრობლემა ვიდრე გერმანულ მანქანებს.
ასევე არსებობს აპარატურები OBD მხარდაჭერით და მის გარეშე, OBD (on board diagnostic)წარმოადგენს ავტომობილის სადიაგნოსტიკო პორტს, მხარდაჭერის შემთხვევაში აპარატურა მას უკავშირდება და ხდება საწვავის მიწოდების კერექტირება ავტომობილის საჭიროების მიხედვით (კლიმატური პირობები, დატვირთვა და ა.შ.) შედეგად მანქანა არ ანთებს "Check Engine"-ს და უფრო გამართულად მუშაობს.
რაც შეეხება აალების სანთლებს ე.წ. "სვეჩებ"-ს გირჩევთ აუცილებლად დააყენეთ რაც თქვენს მანქანას ეკუთვნის კატალოგით, გაზის აალებისთვის იდეალურია ერთკონტაქტიანი და სამკონტაქტიანი "სვეჩები" რომელთა ნაპრალის ზომა 0.7-0.8მმ-ია.
პირველი თემის ლინკი
გაზზე გადაიყვანთ მანქანას?მეორე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამესამე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეოთხე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეხუთე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეექვსე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეშვიდე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამერვე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამერცხრე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეათე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეთერთმეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანამეთორმეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანა, თემა მეთორმეტემეცამეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანა, თემა მეცამეტე!მეთოთხმეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანა, თემა მეთოთხმეტე!მეთხუთმეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანა, თემა მეთხუთმეტე!მეთექვსმეტე თემის ლინკი
მანქანის გაზზე გადაყვანა, თემა მეთექვსმეტე!მეჩვიდმეტე თემის ლინკი
<<<<მანქანის გაზზე გადაყვანა - თემა მეჩვიდმეტე>>>>მეთვრამეტე თემის ლინკი
<<<<მანქანის გაზზე გადაყვანა - თემა მეთვრამეტე>>>მეცხრამეტე თემის ლინკი
<<<<მანქანის გაზზე გადაყვანა - თემა მეცხრამეტე>>>>მეოცე თემის ლინკი
<<<<მანქანის გაზზე გადაყვანა - თემა XX- საიუბილეო>>>>ოცდამეერთე თემის ლინკი
<<<<მანქანის გაზზე გადაყვანა - თემა XXI- >>>>ოცდამეორე თემის ლინკი
<<<<მანქანის გაზზე გადაყვანა - თემა XXII- >>>>ოცდამესამე თემის ლინკი
<<<<მანქანის გაზზე გადაყვანა - თემა XXIII- >>>>ოცდამეოთხე თემის ლინკი
<<<<მანქანის გაზზე გადაყვანა - თემა XXIV >>>><<<<მანქანის გაზზე გადაყვანა - თემა XXV >>>><<<<მანქანის გაზზე გადაყვანა - თემა XXVI >>>>მანქანის გაზზე გადაყვანა. თემა XXVIIახლა კი ზოგადი ფასები ავტომობილის ბუნებრივ აირზე გადაყვანის
4 ცილინდრიანი 850-1100 ლარი
6 ცილინდრიანი 1000-1400 ლარი
8 ცილინდრიანი 1050-1500 ლარი
ფასები დამოკიდებულია აპარატურაზე, დამყენებელზე.
ფასებში არ შედის ბალონის ფასი
ბალონის ფასები განისაზღვრება ბალონის ტიპისგან და წლისგან
საშუალოდ კი ასეთი ფასებია,
ერთი კუბის ფასი 22-40$ ს შორის თამაშობს , დამოკიდებულია ბალონის მწარმოებელზე ტიპზე და წელზე.
დიდი მადლობა დიდ სენსეის PREDATOR-ს დიდი ხნის განმავლობაში ამ თემის პატრონობისა და ბევრი ინფორმაციისთვის.
ასევე გთავაზობთ რამდენიმე გამოცდილი და ხარისხიანი სამონტაჟო ბოქსის ფასებს სადაც ადვილად შეძლებთ იპოვოთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი:
1.თემური ქსნის ქუჩაზე, ზარმაცების ხაშის მოპირდაპირე მხარეს. გამოცდილი კაცი და ბევრი კმაყოფილი კლიენტის არჩევანი.
AEB 4 cyl OBD ს გარეშე - 900 (მომენტებში ბენზინის ჩართვის გარეშე ნუ ბიუჯეტური ვერსია) - 1000 ლარი (ეს მაგარი ვერსიაა იგივე კომპია რაც OBD ეს აქვს ოღონდ ობედეს მხარდაჭერა არა აქვს)
AEB 4 cyl OBD ფუნქციით 1050 ლარი
AEB 6 cyl OBD - 1100 რაილის ინჟექტორებით, 1200 აებეს ინჟექტორებით, ნუ თუ კიდე სხვა ინჟექტორებით მოუნდება მაგალითან ჰანასი +120 ლარია),
AEB 8 cyl OBD თი - 1300 ლარი აებეს ინჟექტორებით,
Landi Renzo 4 cyl - 1000 ლარი, ტურბო მატორებისთვის ლანდის ძლიერი ინჟექტორებით და ძლიერი რედუქტორით 1200 ლარი სპეც ვარიანტი,
Lanzi Renzo 6 cyl - 1250 ლარი, OBD მხარდაჭერით,
Lanzi Renzo 8 cyl - 1400 ლარი ესეც OBD ეთია,
Tartarini 4 cyl - 1000 ლარი OBD ეს გარეშე,
Tartarini 4 cyl - 1050 ლარი OBD -ს ფუნქციით,
Tartarini 6 cyl - 1200 ლარი OBD ეთი,
Tartarini 8 cyl - 1300 ლარი OBD ეთი,
Zenit Pro 4 cyl - 900 ლარი OBD -ს გარეშე,
Zenit Pro 4 cyl - 950 OBD ეთი 950 ლარი
Zenit Pro 6 cyl - 1050 ლარი OBD ეთი,
Zenit Pro 8 cyl - 1200 ლარი OBD ეთი,
STAG 4 cyl - 900 ლარი, OBD ეს გარეშე,
STAG 6 cyl - 1050 ლარი, OBD ეთი,
STAG 8 cyl - 1200 ლარი OBD ეთი,
ნებისმიერ სხვასაც რასაც მოიტანს თვითონ მომხმარებელი, მონტაჟი ჯდება 250 ლარი,
თუ კოლექტორის მოხსნა დაჭირდება ემატება 50 ლარი, ვანის მოხსნის შემთხვევაშიც 50 ლარი,
2 რედუქორის შემთხვევაში უმატებს 150 ლარიდან 200 ლარამდე დამოკიდებული რედუქტორის მოდელზე,
ბალონები
ჩინური:
13 კუბიანი - 450 ლარი
16 კუბიანი - 490 ლარი
20 იანი - 590 ლარი
ფაბერი
16 კუბიანი 1000 ლარი
20 კუბიანი 1150 ლარი
ვარიატორები:
70 ლარი ჩინური AEB ეს პროგრამით
150 ლარი მიკროლუჩი (უკრაინული) პროგრამირებადი
AEB - ეს 120 ლარი.
551 14 58 34 თემური
577 43 00 72 მალხაზი (ვარიატორების მემონტაჟე).
თქვენ აღარ ხსნით თემას და მე გავხსნი მაშინ ) This post has been edited by PREDATOR on 4 Oct 2016, 13:08