... არ შეგეშინდეთ, ფაიზაღს ვბაზრობ!
... პროსტა 6 საათზე გამეღვიძა და "კეთილ მოლეკულაზე" მინდა გიამბოთ.
* * *
...არც რამე "გირჩულ-მარიხუანურ-ჯაფარიძეული" არ გეგონოთ, მართალია ცოტა "სტრანნად" გამოიყურება, მაგრამ მის მსგავს რამე-რუმეებს თავად ჩვენი ტვინი ბუნებრივად ისე გამოიმუშავებს, რომ ამის აზრზეც არ ვართ.
...მოკლედ, ტერმინებით და შესავლებით რომ არ დაგგრუზოთ, ეს ყველაფერი ერთი ბედიერი შემთხვევის წყალობით მოხდა - იმ დღეს ზარმაცი "პრიმატი" ბანანებს ისე მიაძღა, რომ გამთენიისას მონელების პრობლემა შეექმნა. ნახევრად მძინარე ჩამოხტა ხიდან და საფაღარათო ფოთლებს დაუწყო ძებნა. იქვე ძილ-ღვიძილში რამე ფოთოლი მოგლიჯა, გაღეჭა ერთი-მეორე, რაღაც ნიტოო, ემწარა და თან სასაზე გაეგლისა, მერე იქვე ლიანას ქერქი აახლიჩა და ახლა ის გაღეჭა, იქნებ ცუდმა გემომ გადამიაროსო...ამ დროს, მიიხედა და ხედავს სავანის ჰორიზონტზე უზარმაზარი ყვითელი დისკო ამოსულა და უღიმის - "დილა მშვიდობისაო"! უაუ-ო...აღმოხდა პრიმატს, და სულ გადაავიწყდა მუცლის გვრემაც და პირის სიმწარეც!
* * *
....რაო, უაუ-ო, შეცბა და საკუთარი ხმა ეუცნაურა. მერე ცაში აიხედა და დაინახა ცისფერი. ხედავს ამ ცისფერში ვიღაც დაფრინავს და ლივლივებს, მსგავსი ადრეც დაუნახავს, მაგრამ ის სულ სხვანაირია. მყისიერად იგრძნო რომ ეს თვითონაა და ახლა სავანას ზემოდან დაჰყურებს, ხედავს ბუჩქებს, ხეებს, იმ ბანანის პალმას სადაც ღამე გაათია და უკე მეორეჯერ აღმოხდება - " უაუ, ო მაი გად" !...მაგრამ ვინ აცალა, მაიმუნების წივილ-კივილმა გამოაფხიზლა, ლეოპარდი უახლოვდებოდათ. აღარ ახსოვს შიშით როგორ აღმოჩნდა ისევ ხის კენწეროზე, სადაც მთელი დღე ეძინა და მხოლოდ გვიან ღამით გამოეღვიძა. თვალი გაახილა და დაინახა - ღამე და მთვარე! არა, ეს ყვითელი დისკო იმას სულ არ ჰგავდა გამთენიისას რომ ნახა. კიდური გაიწვდინა უნდოდა შეხებოდა, ვერ მიწვდა, მაგრამ დისკოდან შუქი ჩამოიეღვარა და იხილა საკუთარი ხელი. ... მას მერე ძაან დიდმა დრომ განვლო, მას უკვე აღარ ახსოვს პირველად როდის და როგორ გაათენა და "მე და ღამე" დაეწერინა.
p.s.: რა ამის პასუხია და ამ ბღაჯვნაში თვალებდაწითლებული სვარშჩიკი აშოტა გამახსენდა ... ერთხელ რაღაცას რო ასვარკებდა ვკითხე - თვალებზე რა მოგივიდამეთქი, ამ დროს მისმა კარის მეზობელმა ჩამოიარა და წაიოხუნჯა ...რა მოუვიდოდა, წუხელის რო დაჯდა, თავაუღებლად "მე და ღამე"-ს წერდა, დილამდე თვალი არ მოუხუჭავსო!
This post has been edited by Stalker2005 on 14 Oct 2017, 23:17
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)