ფინალშიც ქვინზლენდურმა ტრიომ 13-კაცა რაგბის უბობოლესი, ავსტრალიის ლიგა (ნრლ) სექტემბრის ბოლო კვირას მოიგო მელბურნმა, ვინც შარშანწინ "სელერი ქეპის" დარღვევაში ამხილეს და წინა ორი ტიტული ჩამოართვეს >>>
http://qaflan.netai.net/2012/მელბურნი 18-კაცა ოზი-რულზის მექაა, ლიგა კი, 15-კაცა რაგბისა არ იყოს, მაგ მეგა-პოლისში ჩანერგილი ეგზოტიკაა. ამის მიუხედავად, "სთორმი" 2006-9 წლებში ზედიზედ ოთხჯერ გავიდა დიდ ფინალში, ორი წლის წინდელი დარბევის შემდეგ კი ისევ მოღონიერდა ქრეიგ ბელამის თავ-კაცობით.
გუნდს სამი ზე-ვარსკვლავი ჰყავს: ფულბექი ბილი სლეითერი, ჰავბექი ქუპერ ქრონქი და ჰუქერი ქემერონ სმითი. სამივენი ქვინზლენდელები არიან და ლომის წილი უდევთ იმაში, რომ "მორუნზმა" წელს ზედიზედ მეშვიდედაც მოუგო "სთეით ოვ ორიჯინი" სიდნეელებს.
აღარ შეცვლილაწლევანდელი პლეი-ოფი ლოგიკურად წარიმართა - დიდ ფინალამდე გამართულ რვავე მატჩში მასპინძელმა იმარჯვა. ნავსი გატყდა საჩემპიონო ბურთაობაში, რომელშიც მელბურნმა სიდნეის ოლიმპიურ სტადიონზე აჯობა მაინორ-პრემიერს, ანუ წრიული სტადიის ფალავანს, "ბულდოგზს, ვისაც ფულბექად "დელი მესინჯერის ჯილდოს" (წლის უმარგესი) მფლობელი, ნორჩი ბენ ბარბა უყენია.
პირველ ტაიმში ოთხი ლელო დაიდო, მეორეში კი ანგარიში აღარ შეცვლილა. სთორმი პირველად დააწინაურა რაიან ჰოფმანმა, ვინც გარეს ვიდოპის ირიბი პასით ლელოს მიწვდა. მერე სმითმა ააცილა ჯარიმა, სემ პერეთმა კი კრიშნან ინუს გაგორებული კუთხეში რომ დაუმიწა სლეითერს, გუნდური ჩხუბი ატყდა.
ზედიზედ ხუთი წყებატაიმის დასკვნით ათ წუთში აიშვა ქრონქმა და ნამატჩევს ქლაივ ჩერჩილის მედლით დაჯილდოვდა. ჰავბექმა ჯერ მბოჭავი მიიზიდა და ღიობში სლეითერი შეუშვა, მერე კი ფრთაზე ზუსტი აბრაგანი აუწია ჯასთინ ონილს.
მეორე ტაიმის დასაწყისში, სლეითერის შეცდომის შემდეგ, ბულდოგზს ზედიზედ ხუთი (!) წყება მიეცა, მაგრამ სთორმმა გაძლო, კაპიტანი სმითი კი ვიზავს, მაიქლ ენისს ლელოში ჩაუწვა. მალე ქემერონმა კიდევ ააცილა ჯარიმა, საათის თავზე კი ბარბამ კიდეზე გაინავარდა და ბურთი შიგნით გადაკიდა, მაგრამ ბილმა დაასწრო ჯოშ მორისს.
გაისად მსოფლიო თასიაბოლო მეოთხედში მეტოქეებს თითო ლელო გაუუქმეს ვიდეო-რეფებმა: ბულდოგმა ჯოშ რენოლდსმა მას შემდეგ დაამიწა, რაც ჯონათან რაითმა აბრაგანზე წატყაპუნებით წინ დაუგდო ბურთი, ვიდოპის აწეული კი სლეითერმა ნახტომში რომ მოხსნა და ბრაიან ნორს გაატანა, ეს დარტყმისას ოფსაიდში ბრძანდებოდა.
მელბურნმა 35 ექვს-ბოჭვიანი წყებიდან 32 გაასრულა, ბულდოგზის სკიპერ ენისს კი 48 ბოჭვა მოუგროვდა. სამხრეთში სეზონი შაბათს სრულდება - ავსტრალია თაუნსვილში ელიგავება ზელანდიას, გაისად კი, წლის ამ დროს (26/10 - 30/11) ინგლისსა და უელსში 14-გუნდა მსოფლიო თასია.
ავსტრალ(აზი)ის ეროვნული ლიგა (ნრლ)
24 თამაში 26 რაუნდში, პლუს 4 მუქთი ქულა
2012 1/03-2/09 ქ სხვ მ-წ*ფ
ქენთებრი ბულდოგზ 40 +199 18- 6
მელბურნ სთორმ 38 +218 17- 7
საუს სიდნი რებითოზ 36 +121 16- 8
მენლი სი იგლზ 36 +94 16- 8
ნორს ქვინზლენდ ქაუბოიზ 34 +152 15- 9
კანბერა რეიდერზ 30 +9 13-11
ქრონალა შარქს 29 +4 12-11*1
ბრისბენ ბრონქოუზ 28 +34 12-12
სენთ ჯორჯ ილავარა დრეგონზ 26 -33 11-13
ვესთს თაიგერზ 26 -45 11-13
გოულდ ქოუსთ თაითანზ 24 -28 10-14
ნიუქასლ ნაითს 24 -40 10-14
სიდნი რუსთერზ 21 -164 8-15*1
ნიუ ზილენდ ვორიორზ 20 -112 8-16
პენრით პანთერზ 20 -166 8-16
პარამათა ილზ 16 -243 6-18
პლეი-ოფი (ფინალები)
<< შესარჩევი @ 7-8/09
ბულდოგზ (1) 16:10 სი იგლზ (4) 36,420
სთორმ (2) 24:06 რებითოზ (3) 19,750
<< გასავარდნი @ 8-9/09
ქაუბოიზ (5) 33:16 ბრონქოუზ (8) 21,307
რეიდერზ (6) 34:16 შარქს (7) 24,450
<< ნახევარი @ 14-15/09
სი იგლზ (4) 22:12 ქაუბოიზ (5) 16,678
რებითოზ (3) 38:16 რეიდერზ (6) 35,874
<< წინასწარი @ 21-22/09
სთორმ (2) 40:12 სი იგლზ (4) 25,543
ბულდოგზ (1) 32:08 რებითოზ (3) 70,354
<< დიდი @ 30/09
ბულდოგზ (1) 4:14 სთორმ (2) 82,976
ქულა: ლელო 4, გოლი (გარდასახვა ჯარიმა) 2, არეკნი 1
ბლდ: ბარბა პერეთ ჯ.მორის ინუ რაით <6-7> რენოლდს ქითინგ / თოლმან ენის^კაპ კასიანო; პრიჩარდ ჯექსონ ისთვუდ * მრქ) გრემ ფინუქენ პეინ სთეგ - ლ: პერეთ
სთო: სლეითერ ვანქა ნილსენ ჩემბერს ონილ <6-7> ვიდოპ ქრონქ / ბრომიჩ სმით^კაპ ნორი; მანუ ჰოფმან ლაური * მრქ) ჰინჩქლიფ ლოუ პროქთორ ფაიოსო - 3ლ: ჰოფმან სლეითერ ონილ; გ: სმით
რეფ: არჩერ ქამინს; კიდ: თერნერ ჰოლანდ; ვიდ: ვორდ ჰეინ
0:4(6) 4:4(25) 4:10(33) 4:14(39) /
ვიდეო:
I ტაიმი
https://acrossthetasman.com/attachment.php?...82&d=1349005680II ტაიმი
https://acrossthetasman.com/attachment.php?...83&d=1349006052++ სახელი aliosha12
+++ პაროლი 123456
ნრლ-ის ყველა ფინალი @ სიდნეი, ოლიმპიური
1998 ბრონქოუზ (ბრ) 38:12 ბულდოგზ
1999 სთორმ (მლბ) 20:18 დრეგონზ
2000 ბრონქოუზ (ბრ) 14:06 რუსთერზ
2001 ნაითს (ნქს) 30:24 ილზ
2002 რუსთერზ 30:08 ვორიორზ (ზელ)
2003 პანთერზ 18:06 რუსთერზ
2004 ბულდოგზ 16:13 რუსთერზ
2005 თაიგერზ 30:16 ქაუბოიზ (ჩრდ.ქვზ)
2006 ბრონქოუზ (ბრ) 15:08 სთორმ (მლბ)
2007 # სთორმ (მლბ) 34:08 სი იგლზ
2008 სი იგლზ 40:00 სთორმ (მლბ)
2009 # სთორმ (მლბ) 23:16 ილზ
2010 დრეგონზ 32:08 რუსთერზ
2011 სი იგლზ 24:10 ვორიორზ (ზელ)
2012 სთორმ (მლბ) 14:04 ბულდოგზ
# სთორმს ორი ტიტული ჩამოერთვა
წლის ბოლო ტესტიავსტრალია - ზელანდია
შაბ 13/10 თაუნსვილ (ჩრდ.ქვზ) დეირი ფარმერზ 12.30 საქ
@
This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 10 Oct 2012, 12:47