Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები > პრეფერანსი


Posted by: Dennis Bergkamp 7 Oct 2015, 21:29
აი დაპირებული თემაც.

კლასიკურ შემთხვევაში პრეფერანსს თამაშობს 4 ადამიანი.

დასტიდან თამაშობს 32 ბანქო. 7-დან A-ს ჩათვლით.
4 „მასტი“ სიძლიერის მიხედვით (ზრდადი) ყვავი, ჯვარი, აგური, გული.

ერთ-ერთი მასტი აირჩევა კოზირად. ამ შემთხვევაში ნებისმიერი კოზირი უფრო მაღალია ნებისმიერ არაკოზირზე. პირველ სვლას აკეთებს დამრიგებლიდან მარცხნივ მჯდომი მოთამაშე, ყოველ სვლაზე მოთამაშეები ვალდებულები არიან ჩამოვიდნენ თითო ბანქო. მოთამაშეები ვალდებულნი არიან ჩამოვიდნენ იმავე „მასტის“ ბანქო, რაც ჩამოვიდა პირველი სვლის ავტორი. თუ მოთამაშეს არ უკავია ჩამოსული ბანქოს „მასტი“, მაშინ უნდა ჩამოვიდეს კოზირი, ხოლო თუ კოზირიც არ უკავია შეუძლია ჩამოვიდეს ნებისმიერი ბანქო. “ვზიატკა” მიაქვს იმ მოთამაშეს რომელსაც ეკუთვნის ყველაზე მაღალი ბანქოკოზირის ჩათვლით (ბანქოს ჩამოსვლის და „ვზიატკის“ აღების წესი ჯოკრის იდენტურია)

პრეფში არის სამი ჯგუფის თამაში:
1) თამაში „ვზიატკაზე“
2) რასპასი
3) მიზერი

„ვზიატკაზე“ თამაშის დროს მოთამაშე ვალდებულია აიყვანოს იგივე ან უფრო მეტი „ვზიატკა,“ რაც მან შეუკვეთა კონკრეტული ხელის წინ. ხოლო დანარჩენი მოთამაშეები ცდილობენ ხელი შეუშალონ მას ამაში და თავის მხრივ წაიყვანონ მაქსიმალურად მეტი ოდენობის „ვზიატკა“.

განსხვავება ჯოკერთან. ყოველ კონკრეტულ დარიგებაში ჯოკერში თამაშობს 4-ივე მოთამაშე, ანუ სიტყვას ყველა ამბობს და თამაშობს „ზაკაზის“ აყვანაზე. პრეფერანსში ვზიატკაზე თამაშის დროს თამაშობს (ანუ „ზაკაზს“ შეკვეთას აძლევს) 1 მოთამაშე, რომელმაც გაიმარჯვა „ვაჭრობაში“, („ვაჭრობა“-ს ქვემოთ დეტალურად განვიხილავ) ხოლო დანარჩენები ცდილობენ არ ააყვანინონ. კიდევ ერთი განსხვავება, ჯოკერში „გასაკეთებლად“ უნდა აიყვანო ზუსტად შეკვეთილი ოდენობა, მაგ. 6 თუ ვთქვი და 7 ავიყვანე ვფუჭდები. პრეფში მთავარია მინ. შეკვეთა შეასრულო, ხოლო თუ ზედმეტს ავიყვან პირიქით უკეთესია.

მიზერის შეკვეთის შემთხვევაში - მოთამაშე ვალდებულია არ აიყვანოს არცერთი კარტი, ხოლო დანარჩენები ცდილობენ, როგორმე „შეტენონ“ რაც შეიძლება მეტი კარტი.

ანუ ჯოკრის ენაზე რომ ვთქვათ, „ვზიატკების“ შემთხვევაში მოთამაშეები ცდილობენ „წააგლიჯონ“ შემკვეთს კარტი, ხოლო მიზერის შემთხვევაში „შეტენონ“.

რასპასის - დროს კი მოთამაშეები ცდილობენ წაიღონ რაც შეიძლება მცირე რაოდენობის კარტი.

„ვზიატკის“ და ან მიზერის თამაში ხდება შემდეგნაირად.

მინიმალური შეკვეთის „ვზიატკის“ ოდენობა, რომლის შეკვეთაც არის შესაძლებელი არის - 6. ხოლო მაქსიმალური - 10. უფრო ძლიერი „ზაკაზის“ თანმიმდევრობა მოცემულია ცხრილში, დალაგებულია ზრდადობის მიხედვით:

user posted image

შეკვეთის უფლებას იღებს მოთამაშე, რომელიც გაიმარჯვებს ვაჭრობაში. როგორ მიმდინარეობს ვაჭრობა:
ყოველ დარიგებაში მონაწილეობს 3 მოთამაშე. რიგდება ათ ათი კარტი, დარჩენილ ორ კარტს ეწოდება „პრიკუპი“, რომლის ნახვის უფლება არ აქვს არავის ვაჭრობის დამთავრებამდე. დარიგებულ კარტს აქვს დაახლოებით ასეთი სახე:

user posted image

ვაჭრობის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოიპოვო უფლება პრიკუპზე და შეუკვეთო შენთვის ყველაზე ხელსაყრელი კონტრაქტი.
პირველ სიტყვას ამბობს დამრიგებლიდან მარცხნივ მჯდომი მოთამაშე. ამბობს პასს, ან უკვეთავს ვზიატკას. მოთამაშე რომელიც იტყვის პასს, ვაჭრობაში აღარ იღებს მონაწილეობას.
როგორც ზემოთ ავღნიშნე ვზიატკის შეკვეთის მინიმალური ოდენობაა - 6 „ვზიატკა“, ხოლო მასტი „ყვავი“.ვთქვათ პირველ მოთამაშეს სურს თამაში და აძლევს მინიმალურ შეკვეთას, „6 ყვავი“. რაც ნიშნავს იმას, რომ დარიგებაში მან უნდა აიღოს 6 ვზიატკა სადაც კოზირი იქნება ყვავი. თუ სხვა მოთამაშეებს სურთ ვაჭრობაში ჩაბმა მათ უნდა შეუკვეთონ წინაზე მაღალი ნომინალური ღირებულება ან უარი თქვან ვაჭრობაზე და თქვან პასი. ანუ თუ პირველმა მოთამაშემ შეუკვეთა 6 ყვავი, მეორე მოთამაშემ 6 ჯვარი (აჰყავს 6 „ვზიატკა“, როდესაც კოზირია ჯვარი და ა.შ.). მესამე მოთამაშემ ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად მინიმუმ უნდა შეუკვეთოს 6 აგური. სადემონასტრაციოდ სურათი ერთ-ერთი ხელიდან.

user posted image

პირველმა შეუკვეტა 6 ყვავი, მეორემ 6 ჯვარი. მე რომ მივიღო ვაჭრობაში მონაწილეობა მინიმუმ 6 აგური უნდა შევუკვეთო, ანუ უფრო მეტი ნომინალური ღირებულება. (ნაკლებ ღირებულებაზე ღილაკი გამორთულია, ანუ ვეღარ ავირჩევ) ვაჭრობა გრძელდება მანამ სანამ არ გამოვლინდება ვაჭრობაში გამარჯვებული, ანუ ორი მოთამაშე იტყვის პასს. ვთქვათ ვაჭრობა გაგრძელდა 6 გულამდე. გამარჯვებული იღებს პრიკუპს, გადაყრის ორ ზედმეტ კარტს და ამის შემდეგ უკვეთავს თამაშს. მას უფლება არა აქვს 6 გულზე ნაკლები ნომინალური ღირებულება შეუკვეთოს, ხოლო უფრო მეტიდან კი შეუკვეთს ნებისმიერს. მაგ. 6 ყვავს, 6 ჯვარს, 6 აგურს ვერ შეუკვეთავს. თუ აღნიშნული მასტიდან რომელიმე უნდა რომ იყოს კოზირი, მაშინ უნდა შეუკვეთოს უკვე 7 ვზიატკა და მეტი. თუ ოდნავ გერთულათ ზემოთ ახედეთ ცხრილს და მიხვდებით.

თუ სამივე მოთამაშემ თქვა პასი. მაშინ იწყება რასპასი. სადაც მონაწილეები ცდილობენ წაიყვანონ რაც შეიძელბა ცოტა კარტი.

რასპასი იწყება ასე: დამრიგებელი ატრიალებს პირველ კარტს. შემდეგ მეორეს. ხოლო ორი პრიკუპის გასვლის სემდეგ პირველ სვლას აკეთებს დამრიგებლიდან მარცხნივ მჯდომი მოთამაშე.

user posted image

პრეფერანსის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში - შენი ბანქოს და ყველა შესაძლო „რასკლადის“ შეფასებით, შეუკვეთო და შემდეგ ითამაშო მაქსიმალურად ხელსაყრელი კონტრაქტი.

ხელი შემკვეთს შესრულებულად ჩაეთვლება თუ წაყვანილი „ვზიატკის“ რაოდენობა მეტია ან ტოლი - შეკვეთილზე. მთავარი განსხვავება ჯოკერთან. ჯოკერში მნიშვნელოვანია ზუსტად იმ რაოდენობის „ვზიატკა“ ავიყვანოთ რამდენიც გვქონდა შეკვეთილი, ზედმეტი ქულებს გაკლებს. აქ პირიქითაა, უნდა ეცადო რომ შეკვეთილზე უფრო მეტი „ვზიატკა“ წაიღო. მაგალითად თუ შევუკვეთე 6 ვზიატკა, კოზირით გული. 7 ან 8 ვზიატკის წაღება მოთამასისთვის უკეთესია. შესრულებული ხელები აისახება შემდეგნაირად.
6 ვზიატკა - 2 ქულა
7 ვზიატკა - 4 ქულა
8 ვზიატკა - 6 ქულა
9 ვზიატკა - 8 ქულა
10 ვზიატკა - 10 ქულა
მიზერი - 10 ქულა.

შენიშვნა მხედველობაში მიიღება შეკვეთილი ვზიატკის რაოდენობა, მაგ. თუ ვთამაშობთ 6 გულს. 6 ვზიატკის და 8 ან 10 ვზიატკის წაღების შემთხვევაში პულკაში იწერება 2 ქულა. განსხვავება მოთამაშეზე დაწერილ ვისტებზეა, რომელზეც ცალკე გვექნება საუბარი. აქვე ახალბედა მოთამაშეებისთვის რჩევა. თუ გიკავიათ 7-ის კარტი და ფიქრობთ რომ შესაძლებელია 8 აიყვანოთ, ნუ გაბერავთ ხოლმე, ყოველთვის ჯობია უეჭველი ვზიატკა დააფიქსიროთ.

ახლა გადავედით ქულების დათვლაზე. ა სად იწერება ქულები. გული არ გაგისკდეთ ერთი შეხედვით მონსტრი ჩანს, მაგრამ რეალობაში სულაც არ არის ძნელი. მოკლედ შეხედეთ სურათს.

user posted image

თამაშობენ
ა - ანრი
ბ - ბერგკამპი
ვ - ვიერა
გ - გიგზი.

ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ ვ - ვიერია. წარმოიდგინეთ რომ უზიხართ ოთხკუთხედ მაგიდას და წინ დევს აღნიშნული ფურცელი. ჩვენი განყოფილება არის ის სამკუთხედი სადაც აწერია ვ. გვერდით მჯდომი მოთამაშეებისთვისაც შესაბამისად, მათ წინ არსებული სამკუთხედი.

ანუ შეკვეთილი და შესრულებული თამაშები იწერება „პულია“-ში. ანუ ჩვენ, ვიეირამ, ვ-მ თქვა 7 გული და აიყვანა. ვ-ს პულიაში იწერება 4. ხოლო თუ ვერ აიყვანა შეკვეთილი, მაშინ იშტრაფება და იწერება შესაბამისი ქულა „გორა“-ში.

თუ ვისტი აიყვანა, ვ-ს მარჯვნივ მჯომარე ბერგკამპმა. ბ-მ. წერს შესაბამის განყოფილებაში. დახედეთ სურათს. ბ-ს სამკუთხედში, განყოფილება ვისტი - ვ-ზე.

ახლა რაც შეეხება. ვისტს და ვისტიორებს.

ვაჭრობაში გამარჯვებული მოთამაშის მიერ კონტრაქტის შეკვეთის შემთხვევაში
დარჩენილი ორი მოთამაშე გადაწყვეტს, თქვას ვისტი, თუ თქვას პასი. ვისტი ნიშნავს, რომ შემკვეთის წინააღმდეგ მოთამაშეც აიყვანს გარკვეულ წინასწარ განსაზღვრულ კარტთა რაოდენობას.

შეკვეთილი კონტრაქტის დროს ვისტიორის მიერ წასაყვანი ვზიატკის მინიმალური რაოდენობა მოცემულია ზემოთ ცხრილში.

ანუ. მაგ. ბერგკამპა თქვა 6 ყვავი. ხოლო ვიერამ ვისტი. ვიერამ უნდა აიყვანოს მინ. 4 ვზიატკა თავისი ვისტის შესასრულებლად. თუ აიყვანს დააწერს მოთამაშეს შესაბამის გრაფაში, ხოლო თუ ვერ აიყვანა მაშინ ავა შტრაფის ველზე, გორაში.

პულიაში როგორ იწერება გავარკვიეთ.
ახლა გორას და ვისტებს მივხედოთ.

მოთამაშის მიერ შეკვეთილი კონტრაქტის ვერშესრულების შემთხვევაში გორაში (ჯარიმა) ეწერება. თამაშის ღირებულება ნამრავლი ვერწაღებულ კარტზე.

ანუ თუ ვთქვი 6. და წავიყვანე - 5. ანუ დამაკლდა 1 ვზიატკა. გორაში დამეწერება 1*2=2.

ვთქვი 7 - ავიყვანე -5. გორაში დამეწერება 2*4=8.

ვისტის შემთხვევაში მეწერება აღებული ვზიატკების ნამრავლი კონტრაქტის ნომინალურ ღირებულებაზე.

ანუ. ბერგკამპი თამაშობდა 6-ს. ვიერია იყო ვისტიორი და აიყვანა 4 ვზიატკა. ვიეირას ეწერება 4*2=8 ვისტი.

კონკრეტულ ხელში შესაძლებელია
მხოლოდ ერთმა მოთამაშემ ივისტოს. ამ შემთხვევაში ის ირჩევს, კარტები გახსნას, აი ასე:

user posted image

თო შემკვეთს ეთამაშოს დახურულად: აი ასე

user posted image

ორივე მოთამაშემ ივისტო. ამ შემთხვევაში თამაში ხდება დახურულად.
ან ორივე მოთამაშემ თქვას პასი.

რასპასის შემთხვევაში წაღებული ვზიატკები იწერება გორაში. შემდეგი წესით. დაითვლება მოთამაშების მიერ წაღებული ვზიატკები. 4-მა მოთამაშემ ვზიატკები გადაინაწილა შემდეგნაირად. ანრიმ - 1, ბერგკამპმა -2, ვიერიამ -3, გიგსმა 4.
ყველაზე ნაკლები ვზიატკის წამღები ითვლება ამინისტიორად და გორაში არაფერს იწერს. ხოლო დანარჩენი იწერს იმდენს რამდენიც მეტი ვზიატკა წაიღეს ამნისტიორზე.
ანუ ბერგკამპს გორაში დაეწერება - 1, ვიეირას -2, ხოლო გიგსს - 3.

თამაში სრულდება როდესაც შეივსება წინასწარ დათქმული პულის რაოდენობა.


მოვრჩი ბოზიშვილი ვიყო.


Posted by: Marco Reus 7 Oct 2015, 21:34
mazianze ginda ?

_________________

cxvarze da ocianze wink.gif

Posted by: dampalus 7 Oct 2015, 21:35
love.gif

Posted by: Dennis Bergkamp 7 Oct 2015, 21:37
მოკლედ მოემზადეთ კითხვით და თარგმნით გექნებათ. კითხვები თუ გაქვთ რამე გამოუშვით, მოვცხოთ მერე.

აბა ჰე, წავედი რაგბის საყურებლად და ვინც სახლშია, დაწყებამდე იმეცადინეთ ბიჭო mad.gif

Posted by: gege84 7 Oct 2015, 21:37
QUOTE
mazianze ginda ?

_________________

cxvarze da ocianze

yes.gif yes.gif yes.gif yes.gif yes.gif

Posted by: VALETA 7 Oct 2015, 21:38
Dennis Bergkamp
up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif up.gif

Posted by: Sniki 7 Oct 2015, 21:39
სულ მინდა ამ თამაშის სწავლა და ვერ ვუმუგამებ არადა მეუბნევა ყველა კინგი თუ იცი ადვილიად გაუგებო

Posted by: Dennis Bergkamp 7 Oct 2015, 21:42
QUOTE (Sniki @ 7 Oct 2015, 21:39 )
სულ მინდა ამ თამაშის სწავლა და ვერ ვუმუგამებ არადა მეუბნევა ყველა კინგი თუ იცი ადვილიად გაუგებო

კი. კინგი თუ იცი ადვილად დაამუღამებ. საბაზისოა კინგი რა. რასპასი - იგივე "ვზიატკი ნე ბრატ". კონტრაქტის შეკვეთა გავს კინგის +++-ებზე თამაშს.

Posted by: gege84 7 Oct 2015, 21:45
ფორუმზე ჩაატარეს 3 ჯერ ჩემპიონატი, პირველი, მესამე, მეორე ადგილები ავიღე
არა და სამივეჯერ მე უნდა მომეგო sad.gif

Posted by: Sniki 7 Oct 2015, 21:45
Dennis Bergkamp
დავუჯდები და გადავიკიტხავ თუ არ დამეზარა biggrin.gif

Posted by: madridiSSta1988 7 Oct 2015, 22:06
bis.gif
მაგრად მევასება.
გვეთამაშა ერთი ხელი .

Posted by: Manuelo Costa 7 Oct 2015, 22:08
გაიხარე love.gif

დღეს არ მცალია და ხვალ ჩავუჯდები

Posted by: Hawaiian 7 Oct 2015, 22:10
მე ვყომარობ და როდის ჩავუსხდეთ?))))

Posted by: madridiSSta1988 7 Oct 2015, 22:10
თამაშის სკრინები საიდანაა? პროგრამა მქონდა და წამეშალა, მაგრამ შენ რომ დადე, ეგ რაღაც სხვანაირი ჩანს.Dennis Bergkamp



კინგსაც ითამაშებდა კაცი ისე.

ვნახე, გამბლერის პროგრამა ყოფილა.

Posted by: Tabo 7 Oct 2015, 22:14
სასტავი თუ შეიკრიბებით ვითამაშებ, პროსტა საუკუნეა არ მითამაშია biggrin.gif biggrin.gif 3-4 წელია მაინც biggrin.gif

გამბლერზე თამაშობთ ისევ? biggrin.gif

Posted by: პრობლემა 7 Oct 2015, 22:25
Dennis Bergkamp
საღოლ! ხვალიდან შემოგიერთდებით, ჯოკრის მასხარა დედა######

Posted by: join 7 Oct 2015, 22:33
გადავხედავ აუცილებლად


რაც გადავიკითხე კინგს გავს რაღაცით biggrin.gif

Posted by: Tabo 7 Oct 2015, 22:40
join
QUOTE
რაც გადავიკითხე კინგს გავს რაღაცით

მარტო იმითი გავს რომ 4 კაცში ვინც არიგებს ისვენებს დალშე არა biggrin.gif
ნუ რასპასით კიდე რომ რაც შეიძლება ნაკლები წაიღო biggrin.gif

+

თამაშის ხანგრძლივობა ძალიან დიდი შეიძLება იყოს biggrin.gif biggrin.gif
დაჟე შეიძლება არც დაამთავრო არასდროს givi.gif

Posted by: dampalus 8 Oct 2015, 00:59
სამსახურს მალე დავამათვარებ და ვითამაშოთ
პრეფერანს.დე-ზე ვთამაშობდი ონლაინში
ხოდა, ჩვენ სად ვითამაშოთ?
პოსტი არ წამიკითხავს

ვინც თბილისში ხართ
მოდით ხვალ ჩემთან, სამსახურში და
ვითამაშოთ )))


Posted by: JCH 8 Oct 2015, 01:03
dampalus

სად მუშაობ? ))

Posted by: join 8 Oct 2015, 01:12
QUOTE
მარტო იმითი გავს რომ 4 კაცში ვინც არიგებს ისვენებს დალშე არა
ნუ რასპასით კიდე რომ რაც შეიძლება ნაკლები წაიღო

+

თამაშის ხანგრძლივობა ძალიან დიდი შეიძLება იყოს 
დაჟე შეიძლება არც დაამთავრო არასდროს 



კარგია კარგი ხუთ ხელ ჯოკერს მაინც აჯობებს biggrin.gif biggrin.gif

Posted by: dampalus 8 Oct 2015, 01:19
JCH


ვერაზე, ზანდუკელზე, გოეთეს წინ ))
ბარმენ-მენეჯერი ვარ ))))

ანუ, თამაშის პონტი არის
გუშინ ვითამაშეთ პრეფერანსი )))

მინუს 10-ით დავამთავრე, მაგრამ მაინც ))

ხოდა, მოდი ხვალ ))) პირველ ლუდზე დაგპატიჟებთ )))

Posted by: gaucho 8 Oct 2015, 02:16
ხართ ახლა სამი კაცი მაინც?

ვითამაშოთ?

Dennis Bergkamp
სგ, სგ up.gif

მარა რაღაცეები აკლია :დ

Posted by: Bowman 8 Oct 2015, 09:30
Dennis Bergkamp
უნდა წავიკითხო.
არ ვიცი პრეფერანსის თამაში და სულ მაინტერესებდა: ))

Posted by: BATONI-DAVITI 8 Oct 2015, 11:01
gambler.ru კიდე არსებობს?)))

საუკუნეა მანდ არ შევსულვარ smile.gif

Posted by: Dennis Bergkamp 8 Oct 2015, 12:42
QUOTE (gaucho @ 8 Oct 2015, 02:16 )
ხართ ახლა სამი კაცი მაინც?

ვითამაშოთ?

Dennis Bergkamp
სგ, სგ up.gif

მარა რაღაცეები აკლია :დ

აკლია, მა არ აკლია? smile.gif მაგრამ როგორ გინდა ერთ პოსტში ყველა ნიუანსი ჩაატიო.

ძირითადები ჩამოვწერე დანარჩენი პროცესში.

ყოფილა აქ მსურველი სასტავი, ჰოდა მოვცხოთ საღამოს მაშინ

გამბლერ.რუ არსებობს კი არა ვარსკვლავებს ეთამაშება. ყველაზე კარგი სერვერია აშკარად.

Posted by: BELIEVE 8 Oct 2015, 12:46
ისე მონოპოლიის ვარიანტი თუა სადმე ონლაინში ეგეც კარგი იქნებოდა. ოღონდ ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულმა ხალხმა უნდა ითამაშოს, თორემ 10_დან 9 თამაში ჩხუბით და გინებით დამთავრდება.

Posted by: VALETA 8 Oct 2015, 13:21
BELIEVE

ხო მონოპოლიც კაია პროსტა ნორმალური ვერ ვნახე ონლაინში


---------------------


პ.ს ვცადე პრეფერანსი და გადამიარეს :დ ვაფშე მამენტ არც მითამაშია ეგრე გამოვიდა დარიგება რო იწყებოდა ტიპები თამაშის გარეშე იყოფდნენ კარტებს უკვე იცოდნენ ვის 6 მიყავს ვის 7 . და ასე შემდეგ :დ თანხმობას ვაჭერდი და ეგრე მორჩა თამაში - 1500 ქულით დაახლოებით ;დ

Posted by: Grrh 8 Oct 2015, 13:26
კაროჩე, 1-2 ხელში რაღაცეები თუ შემეშალა არაუშავს ხო? biggrin.gif

Posted by: GOVEN 8 Oct 2015, 13:36
არც კინგი ვიცი და არც პრეფერანსი user.gif

ბელოტის თამაში არ იცით არავინ? biggrin.gif


QUOTE
მონოპოლი

ყველაზე მაგრად მევასება ძველი რუსული მონოპოლი smile.gif

Posted by: Grrh 8 Oct 2015, 13:46
კაროჩე თქვენთან ერთად უნდა მოვცხო ხელი თორე რაღაც კითხვები გამიჩნდა biggrin.gif

მონოპოლის დიდი სიამოვნებით შევუბერავდი

Posted by: Dennis Bergkamp 8 Oct 2015, 14:00
არა უშავს იასნა. თემაც იმიტომ გავხსენი რომ ახლებმაც ისწავლონ.

ახალბედებისთვის ყველაზე უკეთესი ვარიანტია თამაშის ყურება. და თამაშის დროს რა კითხვებიც ჩნდება იმაზე პასუხის მიღება.

მეც ეგრე ვისწავლე. ვუყურებდი რუსებს შევუვარდებოდი ოთახში და ვუყურებდი. მერე დავიწყე თამაში, თავიდან კი მომიწია ლანძღვა-გინების ატანა smile.gif

Posted by: Grrh 8 Oct 2015, 14:02
Dennis Bergkamp
ხო ანუ ეგ მინდა, რო თამაშის დროს რა კითხვაც გამიჩნდება ეგ გავიგო.


Posted by: Andro_forza juve 8 Oct 2015, 14:02
Tabo
QUOTE
პროსტა საუკუნეა არ მითამაშია  3-4 წელია მაინც

ადრე რომ თამაშობდი ვის რა კლეს ჭამდი რო lol.gif :lo:

სვით რიმემბა givi.gif

Posted by: gaucho 8 Oct 2015, 14:02
dampalus
QUOTE
პრეფერანს.დე-ზე ვთამაშობდი ონლაინში

ინსტალაცია არ ჭირდება ჰო?

თუ ხართ ვინმე შემოთ მაგ საიტზე ვითამაშოთ bis.gif

Posted by: Darker Side 8 Oct 2015, 14:25
კინგსაც გეთამაშებით, პრეფერანსსაც და მონოპოლისაც mad.gif

Posted by: Dovi 8 Oct 2015, 14:27
დვეპე














lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Dennis Bergkamp 8 Oct 2015, 21:21
მოკლედ ვის აქვს სურვილი პირველი პარტია რომ მოვცხოთ?

აბა გელოდებით...
* * *
gege84
madridiSSta1988
Hawaiian
Tabo
Andro_forza juve
gaucho
Darker Side

არავის გინდათ?

Posted by: Kebo 8 Oct 2015, 21:42
Dennis Bergkamp

შენი დაწერილი წესები დავამუღამე

მოდი ვითამაშებ მე
ოღOნდ ხარისხზე არ ვარ პასუხისმგებელი biggrin.gif

Posted by: gege84 8 Oct 2015, 21:44
სად თამაშობთ? და გერმანიის თამაშის დაწყებამდე თუ მოვასწრებთ მინდა

Fpclub.eu აქ ვთამაშობდი ადრე ვისტი 1 ცენტიდან იწყება 10 ცენტამდე დრო იყო კარგად ვიგებდი აქაც და დებერცშიც

Posted by: Dennis Bergkamp 8 Oct 2015, 21:47
gambler.ru

კლიენტია გადმოსაწერი. არ დაგეზაროს. კარგი სერვერია up.gif

Posted by: gege84 8 Oct 2015, 21:48
Dennis Bergkamp
ხო მარა დამწყებებთან მეზარება რა ნერვები არ მეყოფა მაგის sad.gif ადრე გამბლერზე ვთამაშობდი მეც

Posted by: Dennis Bergkamp 8 Oct 2015, 21:52
ასე მოვილაპრაკეთ რომ მცოდნეები ვითამაშებთ და დამწყებები უყურებენ, რა კითხვებიც ექნებათ ვუპასუხებ. შანსი არაა ეგრე პირველივე ადგე და ითამაშო.

სანამ კიდე ორი გაიჩითება დარეგისტრირდი. თუ ძველი ექაუნტი არ გახსოვს

Posted by: gege84 8 Oct 2015, 21:56
Dennis Bergkamp
მომწერე რომელ მაგიდაზე ზიხართ smile.gif

Posted by: Dennis Bergkamp 8 Oct 2015, 22:06
QUOTE (gege84 @ 8 Oct 2015, 21:56 )
Dennis Bergkamp
მომწერე რომელ მაგიდაზე ზიხართ smile.gif

მე - 15 მაგიდა. acho777 ჩემი ნიკი. ბავშვის ავატარიანი

Posted by: gege84 8 Oct 2015, 22:10
Dennis Bergkamp
გიპოვე აბა 2 კაცი გვაკლიაო მარტო ზიხარ smile.gif

Posted by: Hawaiian 8 Oct 2015, 22:11
მეც შემოვალ ახლავე )))
....................

Posted by: Dennis Bergkamp 8 Oct 2015, 22:23
QUOTE (gege84 @ 8 Oct 2015, 22:10 )
Dennis Bergkamp
გიპოვე აბა 2 კაცი გვაკლიაო მარტო ზიხარ smile.gif

წევიდნენ ძამია წევიდნენ. ქე იცადეს პეწე ხანს მარა წევიდნენ

Posted by: Hawaiian 8 Oct 2015, 22:23
მაგიდა როგორ უნდა მოვძებნო გამახსენე რა

Posted by: Dennis Bergkamp 8 Oct 2015, 22:26
Hawaiian
პრეფ-2 ში შემოდი და მანდ ნახე მაგიდებში, მე-15 მაგიდა

Posted by: Hawaiian 8 Oct 2015, 22:28
Dennis Bergkamp
QUOTE
პრეფ-2 ში შემოდი და მანდ ნახე მაგიდებში, მე-15 მაგიდა

მოვედი მისტერენდრიუ ვარ
* * *
1 კაციღა გვაკლია შემოდით ვინმე ))))

Posted by: gaucho 9 Oct 2015, 02:35
ცოტა კი დამაგვიანდა მაგრამ ხართ ვინმე? :/


Posted by: Dennis Bergkamp 9 Oct 2015, 22:11
არის ვინმე მსურველი მოიწერეთ და გავაკეთებ მაგიდას.

Posted by: Farenheit 9 Oct 2015, 22:15
დავაი დავაი
გამბლერიდან გადმოვწერო პროგრამა ხო?Dennis Bergkamp


Posted by: Dennis Bergkamp 9 Oct 2015, 22:19
QUOTE (Farenheit @ 9 Oct 2015, 22:15 )
დავაი დავაი
გამბლერიდან გადმოვწერო პროგრამა ხო?Dennis Bergkamp

ხო, გამბლერიდან. მერე ნიკი შექმენი და ჰაიდა, დაწერე აქ მზად რომ გექნება

Posted by: Farenheit 9 Oct 2015, 22:25
Dennis Bergkamp
Fahrenheit
ეს ექაუნთი მაქვს მაგრამ ცოტა ვერ მოვწვი სიტუაცია biggrin.gif
თუ ამხსნი კარგი იქნება
პრეფერანსის მაგიდებს ვერ ვხედავ biggrin.gif

ვსიო მოვწვი უკვე biggrin.gif

Posted by: Dennis Bergkamp 9 Oct 2015, 22:30
Farenheit

მე-20 მაგიდაზე მოდი. აბა ორი კაციც და გავდივართ

Posted by: Farenheit 9 Oct 2015, 22:35
Dennis Bergkamp
რა ნიკით ხარ?

Posted by: Dennis Bergkamp 9 Oct 2015, 22:40
QUOTE (Farenheit @ 9 Oct 2015, 22:35 )
Dennis Bergkamp
რა ნიკით ხარ?

Acho777

სად ხარ შენ გელოდებით მიე დათანხმება )))

Posted by: Farenheit 9 Oct 2015, 23:54
Dennis Bergkamp
ძააან გაგაწამეთ კამანდა? lol.gif lol.gif lol.gif


Posted by: გიარია 10 Oct 2015, 01:20
QUOTE (GOVEN @ 8 Oct 2015, 13:36 )


ბელოტის თამაში არ იცით არავინ? biggrin.gif


აუ ბელოტი biggrin.gif უმაგრესია

გურული იქნები უეჭველი givi.gif ან ფრანგი))

Posted by: (მე) 10 Oct 2015, 04:26
Dennis Bergkamp
QUOTE
2) რასპასი



7-ი ვზიატკით რომ იხსნება ეგ დათქმაზეა არა? ალბათ 15-16 წლის წინ ვითამაშე ბოლოს ბრუკლინში, მაგრამ ერთი თამაში მინდა და გავიხსენებ.smile.gif


ბავშვობაში ჭადრაკის სახლში მასწავლეს ეს თამაში და დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი. ვნახოდ, ვეცდები დავრეგისტრირდე, მაგრამ დრო ისე რა მაქვს სამწუხაროდ. თან დროშიც დიდი სხვაობაა.smile.gif


Posted by: GS88 10 Oct 2015, 05:55
QUOTE
ბელოტი

boli.gif lol.gif lol.gif

გურიაში სხვათამაშს ვერითამაშებ კარტი თუარის

ბელოტიდა მისი ჯანი biggrin.gif

givi.gif

Posted by: GOVEN 10 Oct 2015, 08:25
გიარია
კიი გურული ვარ biggrin.gif

Posted by: Really? 10 Oct 2015, 12:36
QUOTE (GOVEN @ 10 Oct 2015, 08:25 )
გიარია
კიი გურული ვარ biggrin.gif

მეც გურული ვარ და ბელოტი და მისი ჯანი მართლა lol.gif lol.gif
* * *
ხართ ვინმე? პრეფერანსი მოვცხოთ

Posted by: Dennis Bergkamp 10 Oct 2015, 13:17
QUOTE (Really? @ 10 Oct 2015, 12:36 )
QUOTE (GOVEN @ 10 Oct 2015, 08:25 )
გიარია
კიი გურული ვარ biggrin.gif

მეც გურული ვარ და ბელოტი და მისი ჯანი მართლა lol.gif lol.gif
* * *
ხართ ვინმე? პრეფერანსი მოვცხოთ

საღამოსკენ ბაზარი არაა.

ბელოტიც არის გამბლერზე. ვთამაშობდი ადრე. მაგარი მუღამი ქონდა. პარაში.

ვითამაშებდი სიამოვნებით

ოღონდ გურიის ბირჟიდან ოდნავ განსხვავებული კონვენციებია მანდ

Posted by: Really? 10 Oct 2015, 14:18
QUOTE (Dennis Bergkamp @ 10 Oct 2015, 13:17 )
ბელოტიც არის გამბლერზე. ვთამაშობდი ადრე. მაგარი მუღამი ქონდა. პარაში.

ვითამაშებდი სიამოვნებით

ოღონდ გურიის ბირჟიდან ოდნავ განსხვავებული კონვენციებია მანდ

ხოდა ვითამაშოთ იმ კონვენციებით რაც მოცემულია.

კინგი მევასება კიდე მაგრა რავი,ჯოკერს გულს ვეღარ ვუდებ და მირჩევნია ესენი.

Posted by: LoseYourself 10 Oct 2015, 15:05
ვა სგ
სულ მინდოდა დამემუღამებინა ეს იგრა
ჩავუჯდები წესებს

რაღაცა კინგის ელემენტები ურევია ხო როგორც ვიცი ?

Posted by: gaucho 10 Oct 2015, 15:22
დავცხოთ?

..................................

Posted by: Farenheit 10 Oct 2015, 16:37
QUOTE (gaucho @ 10 Oct 2015, 15:22 )
დავცხოთ?

..................................

user.gif
დავაი ბიჭებო
??????????????????

Posted by: გიარია 10 Oct 2015, 16:38
QUOTE (GS88 @ 10 Oct 2015, 05:55 )
QUOTE
ბელოტი

boli.gif lol.gif lol.gif

გურიაში სხვათამაშს ვერითამაშებ კარტი თუარის

ბელოტიდა მისი ჯანი biggrin.gif

givi.gif

biggrin.gif biggrin.gif

აბა რა, ბელოტი თუ იცი, ჯოკრის თამაში აღარც მოგინდება მართლა, ძაან მაგარია biggrin.gif


კი ფრანგულისგან განსხვავდება ცოტათი, მარა მამენტ გურული ჯობია, უფრო გართულებულია თავისი ვინუჟდენებით და კაია biggrin.gif

Posted by: gaucho 10 Oct 2015, 17:08
Farenheit
QUOTE
დავაი ბიჭებო

არ მოხვედით და სხვებთან ვითამაშე user.gif

კაი +ით კი დავამთავრე up.gif

გვიან მოვალ და ყომარის ხასიათზე ვიქნები, მოემზადეთ mad.gif

Posted by: madridiSSta1988 10 Oct 2015, 17:50
LoseYourself
კინგი თუ იცი, ამის სწავლა სხვებზე მეტად გაგიადვილდება.

Posted by: Bull_ 10 Oct 2015, 23:19
ტელეფონში ვთამაშობ ხოლმე და მაგრა ასწორებს

Posted by: gaucho 11 Oct 2015, 01:44
ხართ ვინმე?

3 ვინმე, 30ჯერ 3 ვინმე drug.gif

Posted by: Pato 11 Oct 2015, 15:58
BELIEVE
VALETA
GOVEN
QUOTE
მონოპოლი


რომ გეცლებათ დაწერეთ და ვითამაშოთ pogo.com-ზე. სარეკლამო პაუზები ტყნავს ტვინს, მაგრამ მაინც გაგვისწორდება smile.gif

Posted by: gaucho 11 Oct 2015, 16:20
მოდეთ, ბიწო მოდეეეეეეეეეეეეეეეეთ mad.gif

Posted by: პრობლემა 11 Oct 2015, 17:54
gaucho
ხაარ?
მე მინდა smile.gif

Posted by: Malouda 11 Oct 2015, 20:40
დააბრუნეს ისევ??? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Farenheit 11 Oct 2015, 20:40
mad.gif mad.gif mad.gif mad.gif
რატო დახურეთ და გააქრეთ
ახსნა-განმარტება დაიდოს

Posted by: ✈▌▌ 11 Oct 2015, 20:42
Farenheit


არ იყო გამქრალი უბრალოდ ქვევით იყო drug.gif

საერთოდ აზარტულ თამაშებიში რო გადაიტანოთ ესეც და ჯოკერიც? up.gif down1.gif

Posted by: Malouda 11 Oct 2015, 20:44
✈▌▌
სამი კაცი გეუბნება დახურული და წაშლილი იყოო მარა მაინც შენსას აწვები drug.gif

Posted by: ✈▌▌ 11 Oct 2015, 20:50
Malouda

დახურული რო იყო მეც ვიცი facepalm.gif

მერე ასჯერ დავარეფრეშე და სულ გახსნილი იყო mad.gif


ყლეზე დაიკიდე რა givi.gif

გადაიტანეთ აზარტულებში up.gif

Posted by: gaucho 12 Oct 2015, 00:52
მარტო ხიზანაზე გაბრაზებულები მოდით.

თუ არა და ჩავიქნევ ხელს და მერე გინდა დახურეთ და გინდა სუ გააქრეთ ეს თემა mad.gif



Posted by: BaBuSiK)) 12 Oct 2015, 03:24
განყი გეშლებათ ბრადცი : )))))))))))
................

Posted by: LoseYourself 12 Oct 2015, 12:08
madridiSSta1988
კი, კინგს კარგად ვთამაშობ საკმაოდ

Posted by: earl732 12 Oct 2015, 16:01
რამე სანდო საიტი იცით სადაც პრეფერანსის თამაში შეიძლება ფულზე ? და გითამაშიათ?

Posted by: mister_simps 14 Oct 2015, 19:32
გლადკი არა, მაგრამ სკაკი ვისაც გინდათ ვითამაშოთ.

Posted by: tokka_wattsky 14 Oct 2015, 19:43
QUOTE (BaBuSiK)) @ 12 Oct 2015, 03:24 )
განყი გეშლებათ ბრადცი

შარკებს პატივს ცემთთქო დაებაზრე lol.gif lol.gif

Posted by: HugoChavez 19 Oct 2015, 13:08
კინგი კარგად ვიცი ამასაც დავამუღამებ და ვითამაშოთ ხოლმე ერთადერთი თამაშია მგონი რომელიც არ ვიცი smile.gif)

Posted by: POKERISBLUFF 19 Oct 2015, 13:31
HugoChavez
დაიცა

ეხლა არ თქვა

რამსის თამაშიც ვიციო


smile.gif))))))))))))))))

Posted by: HugoChavez 19 Oct 2015, 17:38
POKERISBLUFF

თამაში კი არა პირველად გავიგე ვა საინტერესოა

Posted by: Dennis Bergkamp 21 Oct 2015, 19:37
ხომ არავინაა მსურველი შემთხვევით?

ან პიტერი შავუბეროთ ან სკაკი, ან სულაც კინგი.

მეზარება რუსებთან

Posted by: mister_simps 21 Oct 2015, 19:52
Dennis Bergkamp
მოდი სკაკი უცებ. Бриллиант მაწერია )

Posted by: Dennis Bergkamp 21 Oct 2015, 20:04
QUOTE (mister_simps @ 21 Oct 2015, 19:52 )
Dennis Bergkamp
მოდი სკაკი უცებ. Бриллиант მაწერია )

სად ზიხარ კაცო? ვერ გიპოვე ვერსად

Posted by: mister_simps 21 Oct 2015, 20:08
Dennis Bergkamp
მერვე მაგიდა.

Posted by: HugoChavez 23 Oct 2015, 15:33
ნელნელა გამომდის თამაში პროსტა რა ვერ გავიგე Dennis Bergkamp
მიზერის დროს ჩემს კარტს ხედავენ? და სელფ-ვისტი რა პონტია და თრუსთი ?

Posted by: Dennis Bergkamp 23 Oct 2015, 16:01
QUOTE (HugoChavez @ 23 Oct 2015, 15:33 )
ნელნელა გამომდის თამაში პროსტა რა ვერ გავიგე Dennis Bergkamp
მიზერის დროს ჩემს კარტს ხედავენ? და სელფ-ვისტი რა პონტია და თრუსთი ?

მიზერს გახსნილად გეთამაშებიან, შესაბამისად იციან შენი კარტი თავისთავად, ოღონდ პრიკუპიანად. რომელი ორი კარტი მოტეხე, უკვე ეგ არ იციან.

მიზერისტს უნდა ეთამაშოს რომელიმემ, ორივეს აქვს უფლება, შესაბამისად თავიდან მოლაპარეკების გზით წყდება, თრასთ ნისნავს, რომ მეორეს აძლევ უფლებას თვითონ გაათამაშოს დარიგება.

თუ ორივე დაიჯინებს, რომ აუცილებლად თვითონ უნდა გათამაშება მაშინ უკვე ის ათამაშებს, ვისაც მომგებიანი თავდაპირველი პოზიცია უკავია.

Posted by: HugoChavez 25 Oct 2015, 19:28
Dennis Bergkamp
მადლობა არავის გინდათ თამაში?
პ.ს. კარგად ვერ ვთამაშOბ

Posted by: HugoChavez 27 Oct 2015, 01:22
Dennis Bergkamp
რა მაინტერესებს წერა ვერ დავამუღამე ვკითხულობ მაინც მიჭირს ასე თუ ისე გაგება ლაივში თუ არ ვითამაშე და არ ვუყურე როგორ წერენ ხოდა წეღან მიზერი ვითამაშე კარტი არ ამიყვანია არცერთი და მაინც მინუსი მომცა რატო?

კიდე სიტყვაზე ვიღაც რო ამბობს სიტყვას 6 აგური და ამ დროს ვისტიორი ვარ მე და მოვუგე + ხო მეწერება? რაც მეტს წავიყვან უკეთესია?
ან სიტყვაზე მე ვთქვი 6 და ავიყვანე 5 იასნად მინუსია და რაც უფრო ნაკლები მიმყავს უფრო ცუდია ხო? თუ აზრი არ აქვს 5 ავიყვან თუ 4ს?

Posted by: Samea 22 Jan 2016, 12:37
QUOTE
ახალბედებისთვის ყველაზე უკეთესი ვარიანტია თამაშის ყურება. და თამაშის დროს რა კითხვებიც ჩნდება იმაზე პასუხის მიღება.

მეც ეგრე ვისწავლე. ვუყურებდი რუსებს შევუვარდებოდი ოთახში და ვუყურებდი.

არ ითამაშებთ? გიყურებთ

Posted by: MikaelSuliksen 10 Jun 2018, 16:53
უპ ^

გამარჯობათ

ეს თამაში გავაკეთე ონლაინში (+ კინგი)

https://pref.ge

გასართობი პროექტია, თავის საქმე ჰქმნა უკვე ამან ჩემთვის. თუ გაქვთ სურვილი თქვენც გაერთეთ.
გამბლერივით ნავაროჩენი არაა, თუმცა უპირატესობა ის აქვს რომ პირდაპირ ბრაუზერით თამაშობთ და არანაირი კლიენტის ინსტალაცია არაა საჭირო.
ავტორიზაცია მოსულა ისე როგორც საიტზე რეგისტრაციით, ასევე ფეისბუქით ან გუგლით.

კინგი სტაბილურია, პრეფერანსი არაა საკმარისად გატესტილი.
თუ ითამაშებთ და რამე ხარვეზს ნახავთ (პროგრამა გამაზავს) მომწერეთ საიტის მეილზე ან აქ დამიწერეთ smile.gif

საიტი უფასოა, რეკლამები არ მაქვს, მკიდია. შესაბამისად ბანერებიც არ ხნავს ტვინს საიტზე. smile.gif
ფულზე თამაში არ მოსულა.

თუ ითამაშებთ და ხარვეზებს მომწერთ (ან სურვილებს, რა როგორ ჯობია რომ იყოს) მადლობელი დაგრჩებით.

მომავალში იქნება ბოტებიც - ვინმე თუ მაგიდიდან გაიქცევა, კომპიუტერი ჩაანაცვლებს და თამაში გაგრძელდება. ეხლა ეგ არ მაქვს.

პატივისცემით,
მე

Posted by: Lаki 11 Aug 2018, 09:42
QUOTE
პატივისცემით,
მე

MikaelSuliksen
წარმატებები შენ :UP

wink.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)