ბოლოს ამანათით გამოვიწერე და დავდებ კარგ და ცუდ მხარეებსაც.
კარგი ისაა, რომ რეალური წონით ჩამოვიდა, რამე დიდ ყუთში არც ყოფილა და არც გადაუფუთავთ, მაგრამ მაინც...
დღევანდელი გადამზიდების შემხედვარე, პატარა ყუთიდან რომ არ ამოიღეს და დიდში არ ჩადეს, ეგეც კარგია
კარგს კიდევ იმას დავწერ, რომ საკმაოდ მალე ჩამოვიდა, არ ველოდი.
არ ველოდი იმიტომ რომ საიტზე ბევრად მეტი ეწერათ.
და 8 დღით ადრე ჩამოვიდა...
ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა მაგარია 8 დღით ადრე რო ჩამოდისო, მაგრამ რეალურად რო შეხედო, სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებს.
ანუ საიტი გინდა ქონიათ, გინდა არა.
საიტი რო არ ქონდეთ საერთოდ და მარტო ჩამოსვლისას მოგდიოდეს მესიჯი ან გირეკავდეს ვიღაც ტიპი, არაფერი შეიცვლება.
რეალურად ვერ აკონტროლებ დროს, სადაა შენი ამანათი და როდის ჩამოვა.
პირველი ჩამოტანით კმაყოფილი რომ ვიყავი, კიდე გამოვიწერე და ამაზონმა რო მიიტანა, მესამე დღეს აისახა საიტზე, არადა ჩავლილია შობა-საახალწლო ციებ-ცხელებები.
ეხლა გამოიგზავნაო, მაგრამ როდის ჩამოვა არ უწერიათ, მაგ რეისზე არაა ჯერ დამატებული ინფორმაცია.
ანუ როდის ჩამოვა, კაცმა არ იცის.
შეიძლება ხვალ 10 დღეში ჩამოვაო დაეწეროს და ზეგ ჩამოვიდეს, 9 დღით ადრე...
ცუდია რომ ზუსტად ვერ განსაზღვრავ გიღირს თუ არა გამოწერა, კონკრეტული თარიღისთვის თუ გჭირდება რამე...
პრაიმიც გავაუქმე აქ, აზრი არ აქვს, ვერ ააწყობ გეგმებს იმის მიხედვით ერთ დღეში მიიტანენ ამერიკის მისამართზე თუ სამში, აქ როდის ჩამოგივა, არავინ იცის...