forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (57) « პირველი ... 55 56 [57]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> The United States of America (USA), Vol: 14
dimentius
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2522
წევრი No.: 47917
რეგისტრ.: 26-November 07

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 20:51  #55127285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SerIouS
QUOTE
გრილი, ანუ არ არის ზაფხული ცხელი, ორეგონში და ვაშინგტონში ასე არაა?


მარტო ზაფხულში აპირებ ცხოვრებას?
ზამთარი ცივია ორეგონშიც და წაშინგტონშიც. ასევე წელიწადის 170 დღე მოღრუბლულია და ყოველი მესამე დღე წვიმაა.

QUOTE
მე რასაც ვეძებ სან ფრანციკოშია 
ან სადღაც მანდ 


არ არის აქ შენი ადგილი ძალიან გაწვალდები.
1. რომ წინასწარ იძახი რომ არ ხარ კვალიფიციური მუშა ხელი და არც გინდა რომ გახდე. ანუ ფინანსურად შენტვის აქ ყოფნა იქნება არსებობის ტოლი.
2. არ გიყვარს არც საკუთარი და არც სხვა ეროვნების ხალხი. სან ფრანცისკო როგორც იცი არის ყველაზე დევირსიფიცირებული ქალაქი ლამის მსოფლიოს მაშტაბით. მსგავსი აზროვნება რასაც შენ აქ წერ, რომ ინდუსები არ გინდა, ლათინო არ გინდა, მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობასთან გაქვს ურთიერთობის სურვილი და რაც ჩემტვის ყველაზე მიუღებელია რომ ქართვლბთან არ გაქვს ურთიერთობის სურვილი ეს მკაცრად მიუღებელია. მსგავსი ერთი სიტყვაც კი სან ფრანცისკოში ნებისმიერ სამსახურში და ჩათვალე 1 საათს არ გამუშავებენ. ამას სრული სერიოზულობით გეუბნები ნებისმიერი დამსაქმებელი დაგიქნევს სხვა რასაზე შენი ცუდი დამოკიდებულება რომ გამოთქვა.

თანაც არ შეესაბამება შენს კრიტერიუმებს სან ფრანცისცო უმეტესობა არ ცხოვრობს თეთრკანიანი.
user posted image

giorgixec1
QUOTE
თბილისში არის კოლეჯი "სპექტრი" რომელიც ასწავლის სხვადასხვა სპეციალობებს: ელექტროობა, სანტექნიკა, მძიმე ტექნიკის მძღოლობა და ასე შემდეგ. ხოდა რას მირჩევთ რომელი სპეციალობით მუშაობა უფრო მომგებიანი იქნება ნიუიორკში?


ასე ზუსტად არავინ დაგიწერს თუ რა უნდა ისწავლო და რა გამოხვიდე. ელემენტარულად იმის გამო რომ კაცმა არ იცის შენი შესაძლებლობები და ინტერესის სფერო, ეს მხოლოდ შენ უნდა იცოდე რა გიზიდავს და რისი კეთება შეგიძლია სიბერემდე.

მაგრამ არის რამოდენიმე პრიბციპი რომელიც უნდა გაითვალისწინო:
1. ახლადჩამოსულების 80% სპეციალობას იცვლის პირველივე წელს. ანუ რასაც მანდ ისწავლი დიდი ალბათობით აქ სხვა რამეზე მოგიწევს მუშაობა.
2. არ აირჩიო ისეთი სპეციალობა როგორიც მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში ძალიან შემცირდება. მაგალითად სატვირთოს მძღოლობა, ქარხნის მუშები, სუპერმარკეტების მოლარეები, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მომავალ 10 წელიწადში junior and middle level software engineers პოზიციები განახევრდება, ანუ პროგრამისტების ნახევარი აღარ იქნება. ავტომატიზაცია წვრილფეხა პროგრამისტებს ჩაანაცვლებს. დარჩებიან მხოლოდ მაღალი კლასის პროგრაისტები. ასევე ბევრი სამედიცინო პოზიციები აღარ იარსებებს იმის გამო რომ ადამიანზე უკეთ ანალიზს პროგრამები გააკეტებენ. ასევე დიდ მწარმოებელ ინდუსტრიებში არ გირჩევ ვინაიდან ავტომატიზაცია და გლობალიზაციამ დიდი ნაწილი მოსპო უკვე, ხოლო რაც დარჩა ისის მიყვება 5-10 წელიწადში.
3. აირჩიე ისეთი სპეციალობა რომ გკონდეს პერსპექტივაში საკუთარი მცირე ბიზნესის გახსნის. ვინაიდან სხვაზე მუშაობით აქ ძაან შორს ვერ გაფრინდები.
4. კარგი მომავალი აქვს სერვისების სფეროს, სამშენებლო პროფესიებს. იმაზე უკეთესი ვიდრე იურისტებს, ფინანსისტებს, ანალიტიკოსებს და ექიმებსაც კი. ვინაიდან ამ სფეროებში ბევრი რამ შეიცვლება ავტომატიზაციის და მონაცემტა გაანალიზების ჭკვიანი ალგორიტმების უფრო დანერგვით. იმას არ ვიძახი თუ კარგი ექიმი ხარ თავი უნდა დაანებო და მშენებლობაზე წახვიდე. მაგრამ როგორც ზოგადი ინდუსტრია მათი განვიტარება შენელდება ხოლო სერვისების და მშენებლობის უფრო სწრაფად განვიტარდება.



მამაო თამაზი
QUOTE
გცალია შაბათს რო მომეხმარო?

შაბათს ვერა ვმუშაო. შემიძლია მხოლოდ საღამოს 8-9 მერე.

QUOTE
პროსტა ვიდეო გადამიღოს ვინმემ არ მინდა არაფერი მეტი :დ.

არ აგმოგადგები ოპერატორად ))) ცოლი საკუტარ ბავშვებზე არ მაღებნებს სურათებს არ ვარგივარ ამაში )))
თუ მართლა მოგყავს ცოლი გილოცავ პირველ რიგში. ჩემი საჩუქრს რაც შეეხება.
ნახე ქრეიგს ლისტზე ოპერატორი 300$ მდე რომ გადაიღოს რაც გაქვს დაგეგმილი და მე გადაუხდი.
არ ვხუმრობ სრული სერიოზულობით გეუბნები. ამას როგორც ქვეითი ქვეითს ისე გაჩუქებ.


gamindio
QUOTE
გამარჯობათ, თუ იცით საელჩოსთვის მოწვევა ორიგინალი უნდა გეჭიროს თუ ონლაინიც მოსულა?

საერთოდ რომ არ მიიტანო კერძო პირის მოწვევა ის ჯობია.
ვინაიდან კერძო პირის მოწვევის ფასი არის ნულის ტოლი და არის საელჩოს მოთხოვნილებების საწინააღმდეგო მოქმედება.
DORO
ყისმათიანი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13355
წევრი No.: 142670
რეგისტრ.: 5-February 12

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 21:21  #55127420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE (giorgixec1 @ 18 Aug 2019, 10:57 )
თბილისში არის კოლეჯი "სპექტრი" რომელიც ასწავლის სხვადასხვა სპეციალობებს: ელექტროობა, სანტექნიკა, მძიმე ტექნიკის მძღოლობა და ასე შემდეგ. ხოდა რას მირჩევთ რომელი სპეციალობით მუშაობა უფრო მომგებიანი იქნება ნიუიორკში? მეტყვით რაც გამოგდისო, მაგრამ გამოსვლით ყველაფერი გამომივა, მძმე ტექნიკის მძღოლობაც, ელექტროობაც, სანტექნიკაც, გიბსოკარდონით მუჩაობაც. მერე მანდაც დამჭირდება ალბათ რაიმე კურსის გავლა და სერტიფიკატის აღება. მერე რომელიმეპატარა ქალაქში როგადავიდე საცხოვრებლად ეს ხელობა ყველგან გამოსადეგარი იქნება. უბერის თემა ბოლო უკიდურეს ვარიანტად მაქ :დ. გრინი მაქ , 24 ის ვარ smile.gif)

დენი და წყალი ისწავლე.

მერე ობიექტზე რომ მიხვალ თუ რამეა ტუბზე ჩაწერე როგორ შეცვალოთ რელე და იმის მიხედვით შეცვლი.
ყველა ასე აკეთებს :დ

გიფსოკარდონზე მექსიკელებს მაინც ვერ აჯობებს ვერავინ biggrin.gif


--------------------
სარკეში ჩაიხედე
thug
life


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 38307
წევრი No.: 7904
რეგისტრ.: 25-December 04

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 22:10  #55127615      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dimentius

შენ მემგონი საბჭოთა მთავრობა რა ტყუილებსაც ავრცელებდა მაშინდელი ინფორმაციის მერე აპდეიტი აღარ გაგიკეთებია smile.gif))

მთელი ევროპა შემოიარა რადიოაქტიულმა ღრუბელმა...

user posted image

საბჭოთა კავშირი არც გააბაზრებდა სკანდინავიაში გერმანიაში და ათასობით კილომეტრების დაშორებით რომ დაიწყეს რადიაციის დაფიქსირება მერე პროსტა სხვა გზა აღარ ქონდათ ეღიარებინათ მ*ღნერის ჭამა...


user posted image


მგონი კარგი იქნებოდა 1986 წლის საბჭოთა პროპაგანდის ინფორმაცია განაახლო რეალური ინფოთი biggrin.gif


გირჩევ უყურო HBO-ს სერიალს
დეტალურად არის რეალური ინფორმაცია გადმოცემული

უბრალო ადამიანებმა შეასრულეს უამრავი გმირობა და გადაარჩინეს ფაქტიურად ნახევარი ევროპა განადგურებისგან
წყალი ამოტუმბეს რეაქტორის ქვევიდან
ეგ რომ არ ექნათ იმხელა აფეთქება მოხდებოდა 3 დარჩენილ რეაქტორსაც გაიყოლებდა + ნახევარ ევროპას სადღაც 500,000 წელი გახდიდა საცხოვრებლად უვარგისს...

This post has been edited by thug on 18 Aug 2019, 22:23


--------------------
"Some day a real rain will come and wash all the scum off the streets."
SerIouS
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2364
წევრი No.: 139154
რეგისტრ.: 18-November 11

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 22:42  #55127750      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ME
QUOTE (ME @ 18 Aug 2019, 09:39 )
მე უფრო კალიფორნიის შუაში გირჩევ, შედარებით თეთრები არიან, და შედარებით სიიაფეა

აიაი წამოვიდა სასარგებლო რჩევები biggrin.gif
იდეალურ
მაინც რომელ ქალაქებს გულისხმობთ?
ემანდ თუ თეთრები და სიიაფეა, სამაგიეროდ სამსახურის შოვნა იქნება რთული?



dimentius
QUOTE
ზამთარი ცივია ორეგონშიც და წაშინგტონშიც.

ეგ არ ვიცოდი.
უფრო სწორედ ვიცოდი რომ ყინვები მანდაც არაა..
ვაშინგტონში ზამთარში მოყინულზე დადიან????
არ ვიცი ზამთარში მანდ რახდება მართლა



QUOTE
თანაც არ შეესაბამება შენს კრიტერიუმებს სან ფრანცისცო უმეტესობა არ ცხოვრობს თეთრკანიანი.

cry.gif




thug
QUOTE
უბრალო ადამიანებმა შეასრულეს უამრავი გმირობა და გადაარჩინეს ფაქტიურად ნახევარი ევროპა განადგურებისგან
წყალი ამოტუმბეს რეაქტორის ქვევიდან
ეგ რომ არ ექნათ იმხელა აფეთქება მოხდებოდა 3 დარჩენილ რეაქტორსაც გაიყოლებდა + ნახევარ ევროპას სადღაც 500,000 წელი გახდიდა საცხოვრებლად უვარგისს...

facepalm.gif
სან ფრანცისკო კიარა დედამიწა გააჩერეთ ჩავდივარ



This post has been edited by SerIouS on 18 Aug 2019, 22:43


--------------------
Good Mistake
thug
life


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 38307
წევრი No.: 7904
რეგისტრ.: 25-December 04

გამოგზავნილია: 18 Aug 2019, 23:21  #55127923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SerIouS

user posted image
giorgixec1
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2186
წევრი No.: 128447
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 02:11  #55128350      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dimentius
მადლობა დიმენტიუს, გავითვალისწინებ შენ რჩევებს smile.gif))

DORO
დენზე და წყალზე სულ ის მახსენდება ბებიაჩემმა მოკლე ჩართვისს დროს დამაგრძელებელს ვედრით წყალი რო დაასხა ცეცხლის ჩაქრობის მიზნით biggrin.gif მის მერე იძახის აღარაფერი მაწუხებს ბებიაო biggrin.gif

ხელოსანმა 1000 ლარი რო დამიფასა სახლის ელექტროობა, ავდექი იუთუბს ჩავუჯექი და გავაკეთე ჩემი ხელით რამოდენიმე დღეში, დამიწებით, 15 ავტომატით და რევერსული შუქის ჩამრთველებით. smile.gif)


--------------------
▬▬▬▬ I ♥ HONDA ▬▬▬▬
Honda Accord CL7 2.0
მამაო თამაზი
Blue Cord Devil


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9938
წევრი No.: 64527
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 04:08  #55128448      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · yim
Gio707
QUOTE
მოწვევა გამომიგზავნე და ვიდეოსაც გადაგიღებ, სურათებსაც და დაგიმონტაჟებ კიდევაც 

მოწვევა პირიქით დაგაზარალებს ჯიგარო


* * *
dimentius
არა მადლობა მართლა. არაა საჭირო მეგობარო.

ძალიან დიდი მადლობა.

მოკლედ ერთი ამაბვი მინდა მოგიყვე. მარტო შენ არა ყველას. ხოდა მოკლედ რაღაც დასაქმებებზე ვეძებდი. რახან კოლეჯს ვიწყებ ფართ თაიმს ვეძებდი რო ჩემ დროზე მემუშავა. ოფიციალურ ვეტერანების საიტზე იყო რაღაც ივენთი სადაც შემოდიოდნენ რეკრუიტერები საიტზე და უნდა გაგეგზავნა რეზუმე მაგათთვის.ანუ ეს რეალური იყო. უცბად მომდის სმს რომ ამ იმეილზე გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე და თქვენთვის გვაქ სამსახურიო საათში 35 დოლარი. ყველაფერ საოფისე კომპიუტერს პრინტერს და ყველაფერს გიყიდით ჩვენო და სახლიდან მოგიწევს მუშაობაო. წინადადება მიმზიდველად ჩანდა დამაინტერესა რა ხდებოდა. მივწერე მეც იმეილი.იქიდან მომივიდა ინსტრუქცია რომ გამოგვიგზავნე შენი მისამართი და ჩეკს გამოგიგზავნითო. ავდექი მეც მივწერე მისამართი მაგრამ დავეჭვდი რა ხდებოდა იმიტო რო სმს ის და იმეილის ტექსტები ძალიან გავდა ერთმანეთს. მაგრამ მაინტერესებდა რა ხდებოდა და მივეცი მისამართი. მეორე დილით მივიღე პაკეტი. (შენახული მაქვს ეგენი) იმ პაკეტში იდო ჩეკი 3450 დოლარის. მისამართები რო ვნახე ჩეკი ეკუთვნოდა ტექსასში რაღაც ფირმას რომელიც რეალურად არსებობს და გამოგზავნილი იყო ვაბშე სხვა ფირმიდან რომელიც იყო კანზასში და რომლებსაც საერთო არ უნდა ქონოდათ ერთმანეთთან. მერე მივწერე კი მივიღე ჩეკი და ეხლა ბანკში დავდებ თქო. რეალურად ჩეკი არ დამიდია სქრინშოტი მივაფოტოშოპე და გავუგზავნე რო დავდე თქო ანგარიშზე. შაბათს მომდის სმს. მწერენ რომ ჩვენმა ფინანსურმა მენეჯერმა გვითხრაო რო ფული უკვე მოიხსნა ანგარიშიდანო და შეგიძლია გამოყენებაო. არა და ხომ ვიცი არ დამიდია მე ჩეკი. მერე მივწერე კაი და რა ვქნა მეთქი რა გავაკეთო. მაქედან 1000 დოლარი შენიაო რო რახან ჩვენთან დაიწყე მუშაობაო 1000 დოლარი ბონუსი გეკუთვინოსო. არა და ვაბშე არ მიუთითებიათ რა ფირმაა, პროსტა მომწერეს რომ დავიწყე მუშაობა. მარა სად? არ ვიცი smile.gif))))))))))))). კაი და მერე რა ვქნა მეთქი. ეხლა ეგ ფულიო ზელეთი გადააგზავნე ამ იმეილზეო. მომწერეს იმეილი. ხოდა მანდ ავიჭერი უკვე და მივწერე რო ყალბი ჩეკია და არ გადავაგზავნიდი არაფერს. იქიდან უკვე მუქარა წამოვიდა რო გადაგდება გინდა ჩვენი და ფულით მიმალვაო ხო? სქრინები მაქვს მაგათი smile.gif)))). ხოდა კიდე უარესად ამეშალა ნერვები და დამემუქრნენ ეხლა ვნახოთო. მე დამემუქრნენ. smile.gif) მე. მაკოცონ ტრაკზე. აი ასე დასრულდა ეს ამბავი. ფრთხილად იყავით ბევრი რამე ხდება.


--------------------
კახელზე მხოლოდ კახელმა უნდა იხუმროს დანარჩენებს რუჩკა და ფურცლი ნაგლეჯი უნდა ეჭიროთ და იწერდნენ
--


all depends on me. as long as i live i shall think only of victory. i shall annihilate everyone who is opposed to me!!!
lume
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1376
წევრი No.: 208760
რეგისტრ.: 10-October 15

გამოგზავნილია: 19 Aug 2019, 04:58  #55128467      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
გიფსოკარდონზე მექსიკელებს მაინც ვერ აჯობებს ვერავინ


მექსიკელები ძაან მაგრები არიან არა სიმაღლის სამუშაოებზე,

ტანი უწყობთ ხელს და პატარა ტანით სწრაფად და დიდხანს მუშაობენ, მეორე ის რომ სიცხის მიმართ ამტანები არიან,
5 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
4 წევრი: Svani91, thug, giorgixec1, kucha
Topic Options Pages: (57) « პირველი ... 55 56 [57]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0385 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]