Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > უნდა აიკრძალოს თუ არა


Posted by: qariana 18 Feb 2019, 21:53


არ ვიცი, მარტო მე შევწუხდი ამ ბოლო დროს თუ თქვენთვისაც აუტანელი გახდა მეტროს ყოველ გაჩერებაზე შემოსული მათხოვრები და მათი პრობლემების მოსმენა ავადმყოფ დედებზე და კიბოიან ბავშვებზე.

მესმის, რომ ხალხს უჭირს, მაგრამ ამ მეტროთიც ხო დალხენილი ხალხი არ ვმგზავრობთ 90% ჩვეულებრივი მუშათა კლასია.

თანაც დიდი ეჭვი მაქვს რომ ჩვეულებრივი ბიზნესია ეს მათხოვრობა და უმწეო ბავშვების და მოხუცების უკან ხალხი დგას რომელიც მათი ექსპლოატაციით ფულს აკეთებს.


თქვენ რას იტყვით უნდა აიკრძალოს თუ არა მათხოვრობა, ან რა გამოსავალს ხედავთ?


Posted by: DATOIA 18 Feb 2019, 21:54
მათხოვრობა სტალინის მოგონილია - ჩრდილოვანი ეკონომიკა რომ ეკონტროლებინა.

ამიტომ

QUOTE
არა [ 1 ]  [50.00%]


სტალინი ცუდს არ მოიფიქრებდა boli.gif

Posted by: buxxx 18 Feb 2019, 21:56
QUOTE
უნდა აკირძალოს თუ არა მათხოვრობა მეტროში?
კი [ 1 ]  [100.00%]

არა მარტო მეტროში
შეიქმნას რამე ფონდი, დარეგისტრირდნენ მათხოვრები და იქ ჩაურიცხოს ხალხმა ვისაც დახმარება უნდა.
20-25 წლის ბიჭები მათხოვრობენ უკვე, ზოგი ყროყინებს გიტარაზე და ზოგი რას აკეთებს.
ჩვეულებრივი პენსიონერი რატომ უნდა მათხოვრობდეს არ მესმის. კი პენსია არის ძალიან ცოტა მაგრამ არავინ თუ არ ყავთ და რაღაც ერთი 300 ლარამდე მაინც ხომ იღებენ ჯამში
რა ნამუსით უნდა იმათხოვრონ? დაეხმაროს სახელმწიფო კი ბატონო ვისაც მართლა უჭირს რამე ფიზიკურად

ეს გაურკვეველი ჯიშის ხალხი კიდევ წავა თავისი რომ აიკრძალება. რა რჯული აღარ ჩამოდის ვინ არიან რა არიან ვერ გაიგებ. ქურდობენ იპარავენ იფურთხებიან და რა ვიცი რას არ აკეთებენ.
ამ პრობლემას მიხედოს მერიამ ჯობია

Posted by: რიკი 18 Feb 2019, 22:00
qariana
და რა უნდა უყო თქვენი აზრით მათხოვარს?
დააპატიმრო თუ ჯარიმა უნდა დააკისრო?
QUOTE
უმწეო ბავშვების და მოხუცების უკან ხალხი დგას რომელიც მათი ექსპლოატაციით ფულს აკეთებს.

ასეთი რაღაცეების გამოვლენა და აღკვეთა შესაბამისი სამსახურების ფუნქციაა

Posted by: senpai 18 Feb 2019, 22:02
უნდა აიკრძალოს

+

ის ხალხი უნდა დაისაჯოს ვინც "კრიშავს" მაგათ. სპეციალურა რომ სვავენ იქ და მერე მიყავთ ხოლმე. (განსაკუთრებით მოხუცები)

Posted by: В.И. Ленин 18 Feb 2019, 22:03
QUOTE
არა [ 3 ]  [25.00%]

პირიქით.

Posted by: Shota-Dinamo 18 Feb 2019, 22:05
მათხოვარი დამოკიდებულია ხალხის კეთილ ნებაზე, თუხალხი თანახმაა მეტროში მოძრავ მათხოვარს ფული აძლიოს შენ ვინ ხარ ამ 2 ადამიანს გარიგება აუკრძალო?

და თუ ხალხი გადაწყვეტს რო არ მოსულა მეტროში - უბრალოდ ფული არ უნდა მისცენ და ვსო smile.gif ### არავინ არაა პროსტა იკატაონ


მარა თქვენ ხო კაცი დაანძრევს თუ არა მაგაზეც სახელმწიფო ნებართვის შემოღება გინდათ
facepalm.gif '


Posted by: რიკი 18 Feb 2019, 22:08
მარტო მე მეჩვენება თუ მონობის მოთხოვნილება აქვს საზოგადოების დიდ ნაწილს?
ეს აიკრძალოს, ის შეიზღუდოს, ამას სიკვდილი, იმას ჩამოხრჩობა...
მერე იტყვის კიდევ, თავისუფალი ადამიანი ვარო,
შეაწუხა თურმე მათხოვარმა,
არ მისცე, შე დალოცვილო თუ არ გინდა,
აიკრძალოს არა, დახვრეტა მიუსაჯეთ კიდევ!

Posted by: qariana 18 Feb 2019, 22:09
QUOTE (რიკი @ 18 Feb 2019, 22:00 )
qariana
და რა უნდა უყო თქვენი აზრით მათხოვარს?
დააპატიმრო თუ ჯარიმა უნდა დააკისრო?


უნდა იყოს რაიმე სანქცია. იგივე მეტროს პოლიცია ცოტა უნდა გამოფხიზლდეს.
დაპატიმრება ეხლა ნამეტანია, თან უმეტესობა ბავშვები არიან.

ბავშვის მათხოვრობა ნორმალურია? ეს არ არის მისი ფუნდამენტური უფლების შელახვა?

რატომ არავინ ინტერესდება ამით.

ეს ენჯეოები რატომ არ იღებენ ხმას?


----


Posted by: dvbt2 18 Feb 2019, 22:10
მათხოვრობა არ უნდა აიკრძალოს. უნდა აიკრძალოს თაღლითური ფონდები ვითომ ვიღაცისთვის რო აგროვებენ ფულს და ბავშვებისთვის მათხოვრობის იძულება.

Posted by: Shota-Dinamo 18 Feb 2019, 22:11
ჰიტლერის ძალაუფლება და უარესი იქნებოდა აქედან უმრავლესობა

Posted by: Chelo27 18 Feb 2019, 22:14
გაუბედურებულ ხალხს სახელმწიფო არ და ვერ ეხმარება და სხვა რა გზა აქვთ ამ საზოგადოების ფენას?

Posted by: SPLIYVI 18 Feb 2019, 22:15
საპონი გავაკეთოთ




ფასიანი შუქნიშნები მომწონს მე

დავამუღამე მოცილება. წინა მანქანიდან დისტანციას იჭერ 4-5 მეტრს. რომ მოვა წინ წახვალ biggrin.gif

70 წლის ბებოს რომ ეჭირება ტაბლიჩკა და ობოლი ვარ აწერია ვქვითინებ ხოლმე


Shurige აკონტროლებს ამ მაფიას

Posted by: kardinali100 18 Feb 2019, 22:16
QUOTE
უნდა აკირძალოს თუ არა მათხოვრობა მეტროში?
 კი


Posted by: qariana 18 Feb 2019, 22:20
QUOTE (Shota-Dinamo @ 18 Feb 2019, 22:11 )
ჰიტლერის ძალაუფლება და უარესი იქნებოდა აქედან უმრავლესობა



არ გვინდა რა ეს გირჩიანული პოსტები.


მითხარი 5 ან 10 წლის ბავშვი რატომ უნდა დაბოდიალობდეს მარტო ვაგონში და მღეროდეს დაზეპირებულ ლექსს და მოწყალებას ითხოვდეს, როცა ის უნდა სწავლობდეს, დადიოდეს სკოლაში, თამაშობდეს მეგობრებთან დადიოდეს სპორტზე და ვითარდებოდეს როგორც სხვა მისის თანატოლები.

ესაა ბავშვის ფუნდამენტური უფლება.







Posted by: უცხო_ 18 Feb 2019, 22:22
სრულწლოვნებზე არ ვიცი, სადაოა, მაინც შემწეობის თხოვნაა. აი ბავშვებზე, რაც ნამდვილად ვიცი, აკრძალული უნდა იყოს, ყველგან! არის კიდეც უბრალოდ არავინ ასრულებს კანონებს და სოც სამსახურიც არ/ვერ მუშაობს.

Posted by: რიკი 18 Feb 2019, 22:22
qariana
QUOTE
უნდა იყოს რაიმე სანქცია

რა სანქცია,
რაიმე - ადვილი სათქმელია.

QUOTE
მეტროს პოლიცია ცოტა უნდა გამოფხიზლდეს

როგორ, რა უნდა გააკეთოს? ყოველ ვაგონში პოლიციელი უნდა იდგეს?
QUOTE
ბავშვის მათხოვრობა ნორმალურია? ეს არ არის მისი ფუნდამენტური უფლების შელახვა?

მაშინ ადექით, მოკიდეთ ხელი, მიიყვანეთ პოლიციაში, მოითხოვეთ მშობლის ან მეურვის მოყვანა და გარკვევა, რატომ ამათხოვრებს ბავშვს,
მართლა აქვს თუ არა სამყოფი საკვები, და საცხოვრებელი,
მერე სურვილის მიხედვით მიადევნეთ თვალი, როგორ გაგრძელდება ეს ამბავი,
თქვენ ამის უფლება გაქვთ,
მაგრამ თქვენ ეს არ გინდათ, თქვენ გინდათ რომ არ შეგაწუხონ მეტროში!

Posted by: ladylike 18 Feb 2019, 22:23
qariana
QUOTE
უნდა აიკრძალოს თუ არა, მათხოვრობა მეტროში?


კი

კიარადა

ლიცენზია უნდა აიღონ

Posted by: Shota-Dinamo 18 Feb 2019, 22:24
QUOTE (qariana @ 18 Feb 2019, 22:20 )
QUOTE (Shota-Dinamo @ 18 Feb 2019, 22:11 )
ჰიტლერის ძალაუფლება და უარესი იქნებოდა აქედან უმრავლესობა



არ გვინდა რა ეს გირჩიანული პოსტები.


მითხარი 5 ან 10 წლის ბავშვი რატომ უნდა დაბოდიალობდეს მარტო ვაგონში და მღეროდეს დაზეპირებულ ლექსს და მოწყალებას ითხოვდეს, როცა ის უნდა სწავლობდეს, დადიოდეს სკოლაში, თამაშობდეს მეგობრებთან დადიოდეს სპორტზე და ვითარდებოდეს როგორც სხვა მისის თანატოლები.

ესაა ბავშვის ფუნდამენტური უფლება.

და ამის მოგვარებას როგორ ხედავ, ციგნის ბავშვებს ვდიოთ ერმა და მშობლებს წავართვათ?

ყოველ დღე ბავშვთა სახლიდან რო გამოიქცევა და თავის მშობელს დაუბრუნდება, ისევ სამათხოვროდ წავა, მერე?

ან რა გინდა მითხრა რო მაგათი ყველა გაჩენილი ბავშვის მოვლისთვის საჭირო სახსრები მე უნდა წამართვა ძალით?

არ ვარ თანახმა მადლობა smile.gif

მირჩევნია ვინც ეხმარება ეხმარებოდს და მე შემეშვან

Posted by: robin 18 Feb 2019, 22:25
მათხოვრობის ბიზნესი უნდა აიკრძალოს რადგან ბევრი ბავშვი და სრულწლოვანი ჩართული ყავთ კრიმინალური მენტალობის ადამიანებს ამ "სფეროში"
ციგნები საერთოდ სხვა მიდგომას საჭიროებენ.
ერთი სერიოზული დახურული სასწავლო დაწესებულება გვჭირდება არასრულწლოვნების აღსაზდელად , არასამთავროების მონიტორინგით სხვაგვარად არ გამოვა.

Posted by: max-14 18 Feb 2019, 22:26
არა მარტო მეტროში,აეროპორტში,ქუჩებში..აღარ შეიძლება უკვე გავლა,არადა დიდი ფული იჭრება მაგ მათხოვრობაში
ხო, ''სტაიანშიკებიც'' ზედ მისაყოლებელია

Posted by: B-E-R-U 18 Feb 2019, 22:29
აეროპორტთან და მეტროში, მართლა უნდა აიკრძალოს.

Posted by: androabuladze 18 Feb 2019, 22:31


QUOTE
 უნდა აიკრძალოს თუ არა, მათხოვრობა მეტროში?


დახურე თემა, თორემ შეგაფურთხებ


user posted image



Posted by: თოფიჩაM 18 Feb 2019, 22:37
ყველა ჩამოსული მიუხედავად პოზიტიური განცდებისა, მაგათ უჩივის და მათი აგრესიულობა და უტიფრობა უფუჭებთ საერთო დადებით ფონს.

ფაქტია, რომ რაღაც რეგულაციები უნდა დავამყაროთ.
საკითხი მისახედია.

Posted by: GukaGuka1 18 Feb 2019, 22:39
ეხლა ჩამოვედი ბერლინიდან

აი მათხოვრობა თუ გინდა ნახო 1 კვირა უნდა ჩახვიდე და მიხვდები რო აქ საპანიკო არაფერი ხდება ))


Posted by: siml11 18 Feb 2019, 22:39
არასრულწლოვნების მათხოვრობა უნდა აიკრძალოს ამდენ დამნაშავეს რო ინახავენ ციხეებში რა გახდა ერთი უსახლკაროებისთვისაც რომ აშენდეს საცხოვრებლი და საკვეთით უზრუნველყოფა მოხდეს, მერეც გამოუშვებენ რათქმაუნდა მშობლები სამათხოვროდ მაგრამ მერე უნდა დაიჭირო მაგათი მშობლები და დასაჯო ბავშვზე ძალადობის გამო

Posted by: Shota-Dinamo 18 Feb 2019, 22:42
ააგორეთ კამპანია რო ბავშვებს არ მისცენ ხურდა, რადგან ამ ბავშვებს იყენებენ და რეალურად ის დახმარება მათ არ რჩებათ.

როცა ერი შეწყვეტს ხურდის მიცემას ბავშვებისთვის - მორჩება მათი გამოყენება სამათხოვროდ smile.gif

აბა წარმატებები კამპანიაში

აქ თემების ხსნა წყლის ნაყვაა smile.gif

Posted by: ჰერელი 18 Feb 2019, 22:44
გერმანიაში ხალხს კანონით უფლება აქვთ იმათხოვრონ თუმცა უხმოდ.


შენ არ უნდა შეგეხოს ან ფეხზე ჩამოგეკონწიალოს. ასევე ტვინი არ უნდა გახვრიტოს დეიდებო ბიძიებოს ძახილით.

Posted by: androabuladze 18 Feb 2019, 22:44


Shota-Dinamo
QUOTE
ააგორეთ კამპანია რო ბავშვებს არ მისცენ ხურდა, რადგან ამ ბავშვებს იყენებენ და რეალურად ის დახმარება მათ არ მისდით.

როცა ერი შეწყვეტს ხურდის მიცემას ბავშვებისთვის - მორჩება მათი გამოყენება სამათხოვროდ

არა. კამპანია კი არა მაგას უნდა პოლიცია. როგორც კი ნახავ, რომ ბავშვი მათხოვრობს,
შესაბამისმა სამსახურმა უნდა გაარკვიოს ვინ არის ეს ბავშვი და ვინ არის მისი მშობელი.
მშობელი უნდა დასაჯო ბავშვზე ძალადობისთვის და ბავშვი წაიყვანო თავშესაფარში.
რამდენიმე კვირაში მოგვარდება პრობლემა.



Posted by: Crucialmind 18 Feb 2019, 22:44
რატომ მარტო მეტროში? ყველგან უნდა აიკრძალოს, მეტიც მერიის მიერ უნდა გამოიყოს სპეციალური ადგილები ქუჩებში სადაც მათხოვრობა დაშვებული იქნება. ასეთი ადგილები უნდა აღინიშნოს სპეციალური საგზაო საინფორმაციო ნიშნებით

Posted by: Shota-Dinamo 18 Feb 2019, 22:45
QUOTE (androabuladze @ 18 Feb 2019, 22:44 )
Shota-Dinamo
QUOTE
ააგორეთ კამპანია რო ბავშვებს არ მისცენ ხურდა, რადგან ამ ბავშვებს იყენებენ და რეალურად ის დახმარება მათ არ მისდით.

როცა ერი შეწყვეტს ხურდის მიცემას ბავშვებისთვის - მორჩება მათი გამოყენება სამათხოვროდ

არა. კამპანია კი არა მაგას უნდა პოლიცია. როგორც კი ნახავ, რომ ბავშვი მათხოვრობს,
შესაბამისმა სამსახურმა უნდა გაარკვიოს ვინ არის ეს ბავშვი და ვინ არის მისი მშობელი.
მშობელი უნდა დასაჯო ბავშვზე ძალადობისთვის და ბავშვი წაიყვანო თავშესაფარში.
რამდენიმე კვირაში მოგვარდება პრობლემა.

ციგნების დასჯაში - წარმატებები შენც და პოლიციასაც smile.gif)

Posted by: dega 18 Feb 2019, 22:47
სახელმწიფოს აქვს მორალური უფლება აკრძალოს?
თუ აქვს კი ბატონო
მაგრამ ქართულ სახელმწიფოს 30 წელია არ გაუკეთებია არაფერი იმისთვის
რომ ეგეთი ხალხი არ იყოს...
რაც მეტად ვისწრაფებთ ნატოს და ევროკავშირისკენ
მით მეტად გაიზრდება მათხოვრების რაოდენობა
დღეს რაცაა, 2030 წლისთვის ორი იმდენი იქნება და მეტიც...

yes.gif

Posted by: qariana 18 Feb 2019, 22:52
QUOTE (ჰერელი @ 18 Feb 2019, 22:44 )
გერმანიაში ხალხს კანონით უფლება აქვთ იმათხოვრონ თუმცა უხმოდ.


შენ არ უნდა შეგეხოს ან ფეხზე ჩამოგეკონწიალოს. ასევე ტვინი არ უნდა გახვრიტოს დეიდებო ბიძიებოს ძახილით.



მაგას აგრესიული მათხოვრობა ქვია.
როცა იხვეწები, იმუქრები, იყენებ სხვადასხვა ჟესტებს, საკრავ ინსტრუმენტებს, ბავშვებს, ან ცხოველებს რომ გამოიწვიო ადამიანის სიმპატია, დანაშაულის გრძნობა ან სიბრალული ფულის მიღების მიზნით.


ასეთი ტიპის მათხოვრობა მაგალითად აშშს აკრძალული აქვს.

https://en.wikipedia.org/wiki/Aggressive_panhandling

Posted by: keen 18 Feb 2019, 22:55
QUOTE
შენ არ უნდა შეგეხოს ან ფეხზე ჩამოგეკონწიალოს. ასევე ტვინი არ უნდა გახვრიტოს დეიდებო ბიძიებოს ძახილით.

როცა გეხება, ბორბლებში გივარდება და ა.შ. უკვე მათხოვრობა კი არა, ძალადობაა და აი ამ შემთხვევაში ვალდებულია სახელმწიფო, რაიმე იღონოს!

სად თავისთვის რომ დგას ადამიანი, რომელიც მოწყალებას ითხოვს და სად აგრესორი, სხვადასხვა ხერხით რომ ცდილობს ფულის წართმევას? აი ამ კატეგორიას ვინც თანხას აძლევს, ნეტავ იმათ ტვინებში ჩამახედა sad.gif


Posted by: უცხო_ 19 Feb 2019, 09:39
რიკი
QUOTE
მაშინ ადექით, მოკიდეთ ხელი, მიიყვანეთ პოლიციაში, მოითხოვეთ მშობლის ან მეურვის მოყვანა და გარკვევა, რატომ ამათხოვრებს ბავშვს,
მართლა აქვს თუ არა სამყოფი საკვები, და საცხოვრებელი,
მერე სურვილის მიხედვით მიადევნეთ თვალი, როგორ გაგრძელდება ეს ამბავი,
თქვენ ამის უფლება გაქვთ,
მაგრამ თქვენ ეს არ გინდათ, თქვენ გინდათ რომ არ შეგაწუხონ მეტროში! 

უფლება მაქვს და არა ვალდებულება.
ვნახე ბავშვი, მივიყვანე, დაიწერა ოქმი და მოვაწერე ხელი. მერე რატომ მაკისრებს პოლიცია ვალდებულებას საათობით ველოდო უფროსების მოსვლას, ბავშვის პატრონების, სოც სამსახურის, ვიარო სამართლოებზე, გავაცდინო დრო, ნერვები და ბოლოს მივხვდე რო ასეთი რამ აღარ გავაკეთო არასდროს?! //
ჩემ შემთხვევაში სასამართლომდე არ მივიდა საქმე. მშობელი რომ მოყვანეს ათქმევინეს რო ბავშვი გაეპარათ და არ იცოდნენ რო მათხოვრობდა givi.gif
თან კიდევ პოლიციელმა მითხრა, გაგიმართლა ზოგი ბავშვი ისეთი უზრდელია და აგრესიული გინებას და ფურთხებას იწყებსო. რაც ბუნებრივია მინიშნებად მივიღე smile.gif

Posted by: ბესიკის26 19 Feb 2019, 09:42
ჩემი აზრით უნდა დაიბეგროს ...უჭირს ახლა სახელმწიფოს biggrin.gif

Posted by: n-i-c-k 19 Feb 2019, 09:53
QUOTE
შეიქმნას რამე ფონდი, დარეგისტრირდნენ მათხოვრები და იქ ჩაურიცხოს ხალხმა ვისაც დახმარება უნდა


სერიოზულად წერ ?? biggrin.gif მთელი საქართველო , მათ შორის ჩინოვნიკი/მოსამართლეები დარეგისტრირდებიან მერე მაგ ფონდში sad.gif


QUOTE
დავამუღამე მოცილება. წინა მანქანიდან დისტანციას იჭერ 4-5 მეტრს. რომ მოვა წინ წახვალ


ეგ ათწლეულია ეგრე ვაკეთებ ...

Posted by: Lapustak 19 Feb 2019, 11:33
მათხოვრობის აკრძალვა ალბათ მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს.
იმ ხალხისაც არ მესმის, ვინც მათხოვრების კრიტიკისთვის იცლის. ვისაც უნდა, სადაც უნდა იქ იმათხოვროს და ღმერთმა შეარგოს რასაც იშოვის.

მეორე მხარეც აქვს ამ ამბავს, წელს ბათუმში საშინლად იქცეოდნენ ციგნის ოჯახები - დიდიც და პატარაც. 5 წუთის განმავლობაში ფეხზე ეკიდნენ გამვლელ უცხოელებს და ზოგიერთ ქართველსაც. თუ საბოლოოდ არაფერს მისცემდი, გაგინებდნენ და ხელსაც გირტყავდნენ. არ ვაჭარბებ ... ბათუმის ბულვარში სრულიად უნიათოდ იქცეოდა პოლიცია, რომელიც იქ მრავლად იყო.

აი ასეთი ქცევა კი მართლა დასჯადი უნდა იყოს. 32 წლის ისე გავხდი, ვცდილობ გადაბრუნებული სიტყვა არავის ვუთხრა და სხვამაც არ მითხრას. წელს მაგინეს ციგნებმა ბულვარში არაფრის გამო. ზრდასრულმა ბიჭმა არა, ქალმა და მოზარდმა

Posted by: buxxx 19 Feb 2019, 11:52
SPLIYVI
QUOTE
დავამუღამე მოცილება. წინა მანქანიდან დისტანციას იჭერ 4-5 მეტრს. რომ მოვა წინ წახვალ

lol.gif lol.gif lol.gif

რიკი
QUOTE
რა სანქცია,
რაიმე - ადვილი სათქმელია.

რა სანქცია უნდა ბიჭო მაგას
ყველა მეტროში დგას პატრული, არაფერს აკეთებენ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით
დაინახავს ამ ციგნებს, ამოუგრიხოს ხელები და ხელბორკილით გაიყვანოს სადგურის გარეთ, ან კაპეზე 48 საათი
ერთხელ ორჯერ სამჯერ და მოგვარდება. არა ბიჭო ეხლა პირდაობა უნდა სთხოვო ციგნის ბავშვს და ჯარიმა გამოუწერო facepalm.gif

გარემოვაჭრეები ხელს რომ უშლიან და ციგან მათხოვრებზე ზრუნავენ ის სასტავი პოსტავს facepalm.gif
გარემოვაჭრეების პრობლემას თუ აგვარებ მაგ პრობლემასაც მოაგვარებ როგორმე ნება რომ არსებობდეს
და ნუ მისცემთ ხურდას და მასეთი ალოგიკური ხალხიც მაგიჟებს
ნუ იყიდით ნარკოტიკებს წამლის ბარიგისგან და იყოს ეგ ლოგიკაა
Lapustak
QUOTE
მათხოვრობის აკრძალვა ალბათ მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს.
იმ ხალხისაც არ მესმის, ვინც მათხოვრების კრიტიკისთვის იცლის. ვისაც უნდა, სადაც უნდა იქ იმათხოვროს და ღმერთმა შეარგოს რასაც იშოვის.

ალბათ მსოფლიოში აქლემივით ფურთხია ციგნები არ არიან და მაგიტომ. ###ზე რატომ არ გკიდია მსოფლიო ვერ გავიგე? ზუნზლიანი მათხოვარი ბინძური ხელებით ხატებს და სანთლებს რომ გტენის ტრანსპორტში მოგწონს? შენს რელიგიასთან არანაირი შეხება რომ არ აქვს? ხურდას რომ არ მისცემენ ტურისტებს რომ აფურთხებენ ეგ მოგწონს? არ გავარტყი მსოფლიოს?
ვერ გავიგე რა ხალხი ხართ რა

აიკრძალა გარევაჭრობა და რაღაც შედეგი აქვს ხო მაგას? აიკრძალოს მასეთი ფორმით მათხოვრობა და მაგასაც ექნება შედეგი
მინიმუმ მათხოვრებისთვის მიმზიდველი ქვეყანა აღარ ვიქნებით და ახალი პარტიები არ ჩამოვა გაურკვეველი ჯიშის ხალხის სამათხოვროდ.
რამდენი მათხოვარი ემატება ყოველდღიურად ალბათ არ იცით ან თვალს ხუჭავთ იმიტომ რომ მსოფლიოში არაა აკრძალული. აგერ აზერბაიჯანმა აკრძალაო ამბობენ და ვინც იქ იყო აქეთ გამოუშვეს
აზერები ყოფილან სულელები და თქვენ ჭკვიანები მაგათი შეფარებისთვის.

უფროსები მოპარულ ან უხარისხო პროდუქტს გტენიან ქუჩაში, მაგათი შვილები კიდევ სამათხოვროდ ყავთ გაშვებული.
მისახედია ეგ პრობლემა თავიდან ბოლომდე. მაგრამ კალაძე რამდენად მოიფიქრებს მასეთი ნაბიჯების გადადგმას ეგაა საკითხავი. მთავარია თბილისი დავაწეროთ მთაწმინდაზე, მეტი სადარდებელი არ აქვთ.
გლეხებს ართმევენ ქუჩაში ქლიავის ვედროებს გარევაჭრობააო და ციგნებზე ხსნილია თუ რა ხდება? მთავარია თელ სოფლიოში როგორაა მიღებული

Posted by: არმეძებო 19 Feb 2019, 12:16
აიკრძალოს კი არა,მაგ ციგნური მაფიის ბოსებიც უნდა დაიჭირონ,ბავშვების ტრეფიკინგის გამო.სერიოზული ფული კეთდება მანდ,მარა ვინაა მომკითხავი,თვითონაც წილში არიან ალბათ,სამარცხვინოა რაც ხდება,უკბე პირდაპირ გამოძალვის მეთოდები დაამუღამეს,ტურისტების მაინც შერცხვეთ ამ ჩემისებს,იმენა ჰაერში აგდებენ საწყლებს ეს ციგნები.

Posted by: buxxx 19 Feb 2019, 12:19
არმეძებო
QUOTE
აიკრძალოს კი არა,მაგ ციგნური მაფიის ბოსებიც უნდა დაიჭირონ,ბავშვების ტრეფიკინგის გამო.სერიოზული ფული კეთდება მანდ,მარა ვინაა მომკითხავი,თვითონაც წილში არიან ალბათ,სამარცხვინოა რაც ხდება,უკბე პირდაპირ გამოძალვის მეთოდები დაამუღამეს,ტურისტების მაინც შერცხვეთ ამ ჩემისებს,იმენა ჰაერში აგდებენ საწყლებს ეს ციგნები.

არა აგერ არგუმენტი აქვთ თურმე სოფლიოში არსად არაა აკრძალული
დავიჯერო ნიუიორკში რომ გაუშვა ერთი 50 ციგანი სამათხოვროდ ხმას არავინ გასცემს? რომ ჩამოეკიდებიან ვიღაცას ფეხებზე პოლიცია დადგება და ყურებას დაუწებს?
იქ არ სჭირდებათ აკრძალვა იმიტომ რომ არაა იმ ფორმებით როგორიც ჩვენთან. ზიან ნიჭიერი ტიპები ან გიტარაზე უკრავენ ან რამეს აკეთებენ. აქ ყროყინით კვდებიან და ცალკე ეს ციგნები კიდევ.
ვიღაც ყროყინებს და მეორე კიდევ იმაზე უნიჭო ქუდით დაგსდევს რომ ფული მისცე facepalm.gif

აგერ რაღაც დასაქმების ფორუმია, რამდენი მასეთი გიტარისტი მივა თქვენი აზრით დასაქმებისთვის? ჩემი აზრით 0
არ დამიწყოთ ეხლა 400 ლარზე რატომ უნდა იმუშავონ და რაღაც, მეტროში მათხოვრობას მაინც ჯობია
მე მაგალითად მირჩევნია მშიერი ვიყო ვიდრე ვიმათხოვრო. მირჩევნია 100 ლარი მქონდეს ხელფასი.

Posted by: senpai 19 Feb 2019, 12:25
გავიხსენოთ კლასიკა



Posted by: არმეძებო 19 Feb 2019, 12:28
buxxx
QUOTE
არა აგერ არგუმენტი აქვთ თურმე სოფლიოში არსად არაა აკრძალული
დავიჯერო ნიუიორკში რომ გაუშვა ერთი 50 ციგანი სამათხოვროდ ხმას არავინ გასცემს? რომ ჩამოეკიდებიან ვიღაცას ფეხებზე პოლიცია დადგება და ყურებას დაუწებს?
იქ არ სჭირდებათ აკრძალვა იმიტომ რომ არაა იმ ფორმებით როგორიც ჩვენთან. ზიან ნიჭიერი ტიპები ან გიტარაზე უკრავენ ან რამეს აკეთებენ. აქ ყროყინით კვდებიან და ცალკე ეს ციგნები კიდევ.
ვიღაც ყროყინებს და მეორე კიდევ იმაზე უნიჭო ქუდით დაგსდევს რომ ფული მისცე 


როგორ არ აკრძალეს,ალიევმა სულ ტრაკში პანჩურით გამოყარა აზერბაიჯანიდან,პოლინეთში ვიყავი და იქ მათხოვარი არ მინახავს,ეგრევე პოლიციას აყავს სადმე თუ შეამჩნია,ჩვენთსნ.პურიქით სასათბურე პირობებს უქმნიან მგონი,აშკარად ჩანს ვიღაც მფარველი ყავთ,სერიოზულ ფულს ხვეტავენ და მაგ საწყალ ბავშვებს კაპიკებს აძლევენ დღის ბოლოს,ბოსები ყავთ ვისაც აბარებენ ფულს,მოკლედ მაგათი კანონით დასჯა ძაან ადვილია,ტრეფიკინგია ჩვეულებრივი,ყუთებით რომ დადიან ეგენიც ერთი მაფიაა,მეტროს პატრულს კიდია,მერიას კიდია რა ხდება მეტროში და ბავშვთა უფლებათა დამცველებსაც კიდიათ რაც ხდება მოკლედ ყველას ვისაც ეხება ყველამ დაიკიდა,ზარალდება ხალხი.

Posted by: levani169 19 Feb 2019, 12:31
რა უნდა აიკრძალოს,მღუპავთ?
ძლივს ავიწყე საქმე,ოთხნახევარი მათხოვარი მყავს დასაქმებული,დღეში თითოს 50 ლარი მოაქვს ჩემდა წილად.
ძლივს ვიგრძენი დემოკრატიის სიხარული და სითბო,ავკრძალოთო ამათ კიდე.......სადა ბანაობთ ბიწოოოოოოოო!
QUOTE
SPLIYVI

დავამუღამე მოცილება. წინა მანქანიდან დისტანციას იჭერ 4-5 მეტრს. რომ მოვა წინ წახვალ

მე მიკეთებ მაგას?
იმნაირო შენ.

Posted by: გალე 19 Feb 2019, 12:39
qariana
მათხოვრებზე ფულის მიცემით, ჩვენ ვზრდით მათხოვრების რაოდენობას ქვეყანაში...

სოციალურად დაუცველებზე ქვეყანა უნდა ზრუნავდეს. უნდა მიდიოდეს შესაბამისი კომისია, შეამოწმოს რეალურად თუ არის მისაცემი ფული და აძლევდეს ფულს..
მაგიტომ ვავსებთ ჩვენ ბიუჯეტს.
მაგას სჯობს, პროდუქტის/სერვისის ყიდვას როდესაც აწარმოებ, რესიფთის ამორტყმა მოსთხოვო. ხშირად არ მაძლევენ და მოთხოვნა მიწევს. მსგავსი ხერხით, ბიუჯეტის შევსებიდან თავს არიდებენ...

Posted by: Lapustak 19 Feb 2019, 12:44
ციგნებზე მეც იგივე დავწერე. თავს გავიდნენ...

ჩეხეთშიც ბევრი ცხოვრობს, მაგრამ უკლებლივ ყველა მუშაობს დასუფთავებაში. კრთი ციგანი არ მახსოვს მოსულიყო. თავისთვის დადიოდნენ...

სახელმწიფომ რამე უნდა მოუხერხოს

Posted by: Asuka 19 Feb 2019, 13:19
ჯერ კიდე მიშა მპირდებოდა ამას.
მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცა მაღალჩინოსანი კრიშავს.

Posted by: Aleqto 19 Feb 2019, 13:19
ფაქტია, რომ საკმაოდ ბევრს უჭირს და მათ სახელმწიფო არ ან იმ ოდენობით ეხმარება, რომ არაა საკმარისი..ისიც მართალია, რომ მათხოვრობა ერთგვარ ბიზნესადაა ქცეული...
როცა ორ ხელიანი და ფეხიანი ჯანმრთელი ახალგაზრდები დგანან და მათხოვრობენ, ეს ჩემი აზრით მათი არჩევანია და ვერ ვხვდები მაგალითად დამლაგებლობას ან მუშად მუშაობას (თუ სხვა რამეს ვერ შოულობენ) რატომ ურჩევნიათ მათხოვრობა...
მაგრამ ასაკიანი ადამიანი, რომელიც ნაგვის ბუნკერში იქექება და პარალელურად მათხოვრობს...მჯერა რომ მას ნამდვილად უჭირს...და რა...ასეთ ადამიანს, რომელსაც ისედაც თითქმის დაკარგული აქვს ადამიანობა, კიდე ის მივუთითოთ რომელ უბანში, რომელ ბუნკერში, რომელ საათზე აქვს უფლება ეძებოს სხვისი გადაყრილი საჭმლის ნარჩენები? ან ის განუსაზღვროთ სად შეუძლია ხელგაწვდილს მოწყალების სათხოვნელად დგომა ?

მეც მაღიზიანებს კი არადა რაღაცნაირად მაშინებს და მთრგუნავს ამდენი გაჭირვებული ადამიანის დანახვა, მაგრამ... ის რომ მეტროს მაგივრად სადმე მიყრუებულ "პადზემკასთან" დადგეს... იმასაც ვერ იშოვის, რითიც ასე თუ ისე დღეს ახერხებს თავის გატანას...და ეს ხალხი ჩვენი საზოგადოების ის ნაწილია, რომელზეც სახელმწიფო ვერ თუ არ ზრუნავს სათანადოდ და ესეც ეყოფათ რეგულაციად...


Posted by: ZSU-23-4 19 Feb 2019, 13:23
უნდა აიკრძალოს მათხოვრობა. ორი აზრი არ არის აქ. ამას დამატებული, ისიც უნდა აიკრძალოს, მეტროს შესასვლელში რომ დგანან და აბა გატარება აბა გატარებბა-ს გაიძახიან

Posted by: ბესიკის26 19 Feb 2019, 13:32
qariana
QUOTE
ასეთი ტიპის მათხოვრობა მაგალითად აშშს აკრძალული აქვს.

https://en.wikipedia.org/wiki/Aggressive_panhandling

up.gif
QUOTE
მათხოვრებზე ფულის მიცემით, ჩვენ ვზრდით მათხოვრების რაოდენობას ქვეყანაში...

yes.gif
მე მხოლოდ ფიზიკურად ნაკლულ ადამიანებს ვწყალობ...
ბავშვებს - არა!

Posted by: ჰერცოგი_ალბა 19 Feb 2019, 13:35
QUOTE
20-25 წლის ბიჭები მათხოვრობენ უკვე, ზოგი ყროყინებს გიტარაზე და ზოგი რას აკეთებს.

მე ასეთ ხალხს ფულს არ ვაძლევ

Posted by: არისტოტელე999 19 Feb 2019, 13:37
უნდა აიკრძალოს რადგან:
QUOTE
თანაც დიდი ეჭვი მაქვს რომ ჩვეულებრივი ბიზნესია ეს მათხოვრობა და უმწეო ბავშვების და მოხუცების უკან ხალხი დგას რომელიც მათი ექსპლოატაციით ფულს აკეთებს.



Posted by: FDA 19 Feb 2019, 13:38
buxxx
QUOTE
პენსია არის ძალიან ცოტა მაგრამ არავინ თუ არ ყავთ და რაღაც ერთი 300 ლარამდე მაინც ხომ იღებენ ჯამში

ეგ 100 ლარი შენით მიამატე ტუ საიდან იღებს პენსიონერი 300ლარს?
* * *
Aleqto
QUOTE
ვერ ვხვდები მაგალითად დამლაგებლობას ან მუშად მუშაობას (თუ სხვა რამეს ვერ შოულობენ) რატომ ურჩევნიათ მათხოვრობა...

ხუმრობ? დამლაგებელი რასაც თვეში იღებს მატხივარი 1 -2 დღეში

Posted by: tintoreto 19 Feb 2019, 13:40
qariana
QUOTE
 უნდა აიკრძალოს თუ არა, მათხოვრობა მეტროში?

ხალხი თვითონ იძლევა ფულს და ეს მათხოვრები ყოველთვის იქნებიან ციგნების თამადობით

რამოდენიმე წლის წინ სომხეთში ვიყავი საქმეზე, ერევანში ვერსად ვერ ვნახე ციგნები და სხვა ჯურის მათხოვრები

არც სტაიანშიკები ჰყავთ.

არ იძლევიან პრაგმატული სომხები ფულს და პრობლემაც მოხსნილი აქვთ! biggrin.gif

Posted by: FDA 19 Feb 2019, 13:48
buxxx
QUOTE
მსოფლიოში არაა აკრძალული

ბევრ ევროპის ქვეყანაშ ძალიანაც აკრძალულია, საფრანგეთი , ჰოლანდია და სხვ მე როგორც ვიცი თუ ეგრე არაა თქვით

Posted by: არისტოტელე999 19 Feb 2019, 13:52
უმეტეს ევროპის ქვეყანაში აკრძალულია yes.gif

მთელი ევროპის 80-90%

მაგრამ ჩვენი ბრლაია ისევ
რას ვეხმარებით

Posted by: buxxx 19 Feb 2019, 13:55
FDA
QUOTE
ეგ 100 ლარი შენით მიამატე ტუ საიდან იღებს პენსიონერი 300ლარს?

ეგ მივამატე უმწეობა და ასე შემდეგ. თუ ყავს პატრონი 200 ლარი პენსიაც საკმარისია ქუჩაში რომ არ კვნესოდეს მთელი დღე სახედამალული
FDA
QUOTE
ბევრ ევროპის ქვეყანაშ ძალიანაც აკრძალულია, საფრანგეთი , ჰოლანდია და სხვ მე როგორც ვიცი თუ ეგრე არაა თქვით

რაც დაწერეს იმაზე გავეცი პასუხი ეგ ჩემი დაწერილი არაა

Posted by: დოსტოევსკი 19 Feb 2019, 13:56
QUOTE (SPLIYVI @ 18 Feb 2019, 22:15 )

70 წლის ბებოს რომ ეჭირება ტაბლიჩკა და ობოლი ვარ აწერია ვქვითინებ ხოლმე



lol.gif თან აი უეჭველი რომ იცი რომ გატყუებს ნაგლად. ბავშვის დიდი პლაკატებით რომ ჩითავენ facepalm.gif

Posted by: qariana 19 Feb 2019, 14:24
QUOTE (არმეძებო @ 19 Feb 2019, 12:16 )
აიკრძალოს კი არა,მაგ ციგნური მაფიის ბოსებიც უნდა დაიჭირონ,ბავშვების ტრეფიკინგის გამო.სერიოზული ფული კეთდება მანდ,მარა ვინაა მომკითხავი,თვითონაც წილში არიან ალბათ,სამარცხვინოა რაც ხდება,უკბე პირდაპირ გამოძალვის მეთოდები დაამუღამეს,ტურისტების მაინც შერცხვეთ ამ ჩემისებს,იმენა ჰაერში აგდებენ საწყლებს ეს ციგნები.




yes.gif

ეგრეა. მაგრამ აქ ზოგიერთ გონია, თითქოს ეს თემა იმ ხალხის წინააღმდეგაა, რომლებასც გადარჩენისთვის სხვა გზა არ დარჩენიათ მათხოვრობის გარდა.

რეალურად პრობლემა არსებობს და სახელმწიფომ ამ შემთხვევაში უნდა ითამაშოს თავისი როლი.
ჩართონ სოციალური მუშაკები, თუ საჭიროა პოლიციაც სადაც ბავშვთა და უმწეო მოხუცების ესპლოატაციის და მათი მათხოვრობის იძულება იკვეთება.

მაგრამ არავის უნდა რაიმეს გაკეთება.

გაიცინებენ ამ ციგნის ბავშვების ნამღერ ლექსზე ან ამრეზით შეიშმუშნებიან მიუგდებენ 10 თეთრს და მორჩა, აღარ არსებობს პრობლემა, ყველა კმაყოფილია.


Posted by: Aleqto 19 Feb 2019, 14:24
FDA
კი შეიძლება შოულობს, მაგრამ თავმოყვარეობაც ხომ ღირს რაღაც, სანამ გაცვდება...

ადრე, ბავშვთა სამყაროს წინ რომ მარშუტკების გაჩერებაა, მანდ იყო ერთი ცოტა მოსულელო ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ყოველ დილას ალაგებდა მარშუტკას, თითოს 1 ლარად...საკმაოდ კარგად შოულობდა და თან მოკლე დროში...
მეორე ტიპიც იყო,ის გადასასვლელ ხიდს და ბაზარს გვიდა...მოვაჭრეები უგროვებდნენ ფულს და ისინი უხდიდნენ...

ჰო, კიდევ ერთი კაციც არის...ის სალფეტკებს და ასანთს ყიდის...

და რამდენია კიდევ მათნაირი...და თუ მთავრობამ არ აიღო მათზე პასუხისმგებლობა...რამდენიმე წლის შემდეგ, როცა მუშაობას ვერ შეძლებენ, ამათაც ვნახავთ ქუჩაში და აბა სხვა რა ქნან...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)