მგონი ცოტა დავმშვიდდი და ახლა მოგიყვებით ჩემი თმის ისტორიას:
ძალიან ქერა დავიბადე, რაღაც სასწაული ოქროსფერი თმა მქონდა ბავშვობაში...
თინეიჯერობის ასაკშიც თითქმის ისეთივე ქერა ვიყავი...
აი სადღაც ბოლო 2 წელში ძალიან სწრაფად დამეწყო გამუქება
მე ზოგადად ბავშვობიდან მომწონს ქერები, თეთრები და ცისფერთვალებები
და მიხარია, რომ მეც ეგეთი გარეგნობა მაქვს და ძალიან მიყვარს და ვაფასებ
ჰოდა ძალიან სწრაფად რომ მიმუქდებოდა თმა, არ მომეწონა.
შარშან ზაფხულს შევიღებე პირველად.
არც გაღიავება დამჭირვებია და არაფერი
კარგი უამიაკო საღებავით ვიღებავდი
მუქი ქერადან გადავედი ცოტა უფრო ღია ქერაზე
დავიბრუნე ჩემი ბავშვობის ოქროსფერი
ყველა მეუბნებოდა, იგივე ფერი გქონდა, რად გინდოდა, რომ შეიღებეო
როცა თმა მეზრდებოდა და ძირებში ჩემი ბუნებრივი თმა ამოდიოდა, თითქმის არ მეტყობოდა
ამიტომ ძალიან იშვიათად, 3-4 თვეში ერთხელ ვიღებავდი
სულ რამდენჯერმე მაქვს შეღებილი.
რამდენიმე დღის წინ აფთიაქში არ იყო ის ნომერი, რომელიც მქონდა დამახსოვრებული და რაღაც მოყავისფრო ავიღე
არ მეგონა, თუ ასეთი მუქი აღმოჩნდებოდა
საშინლად ვერ ვეგუები
ფოტო გაჩვენოთ კი არა, სარკეში ძლივს ვიყურები
მგონია, რომ ძალიან უხეში შტრიხი შემოიტანა მუქმა თმამ ჩემი სახის მოყვანილობაში
ასეთი მუქი ბოლო წლებში მაგრად რომ გამიმუქდა, მაშინაც კი არ მქონია
გაცილებით მუქად მაქვს ახლა...
არ ვიცი რა...
საშინელებაა
((((((((((
არ ვიცი, რა გავაკეთო
2 წლის წინ თმის ბოლოებს რომ დავხედავდი, ხელში ავიღებდი და ულამაზესი ოქროსფერი კულულები მქონდა...
დღეს ჩემი ხელით მოვისპე და გავიმუქე...
საერთოდ რატომ დავიწყე შარშან შეღებვა
რა მინდოდაააა
This post has been edited by ბანჯოო on 2 Aug 2021, 22:20