Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მოგზაურთა კლუბი > ირანი / جمهوری اسلامی ایران


Posted by: მაჰათმა განდი 11 Aug 2013, 16:16
მსოფლიოში ერთ-ერთი საინტერესო ქვეყანა მოგზაურებისთვის;

წინა თემა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა ფორუმელებს შორის, რასაც სავარაუდოდ ირანთან უვიზო რეჟიმის არსებობამაც შეუწყო ხელი.

იმედია, რომ ეს რეჟიმი შენარჩუნდება და ამ ქვეყნით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები იმოგზაურებენ გართულების გარეშე.



პირველი თემის ბმული:

http://forum.ge/?f=69&showtopic=33928022


პირველი თემის 10 აქტიური ფორუმელი:


mamababu 144
lelos 139
Baiateo 135
giorgitab 125
annak 111
gugua 80
lashuka 66
pteranouka 58
tavadze 35
ქაფქიანა 29







პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: evaeviko 11 Aug 2013, 16:21
მოგესალმებით !!

ჩემი ოქტომბრის ტურის გეგმა უნდა გაგაცნოთ, გთხოვთ გაიზიაროთ და კორექტირება შეიტანოთ

ალბათ 4 დღე მექნება საშუალება ირანის ქალაქებში ყოფნის (მგზავრობის გარეშე) და ავირჩიე შემდეგი ქალაქები : თეირანი, ისპაჰანი, პერსეპოლისი და შირაზი და ისევ უკან თეირანი. რუკის მიხედვით თიტქოს ასე უფრო ადვილია გადაადგილ;ება თანაც ღამით , რომ დღის საათები ი არ დავკარგო მგზავრობაში.
თითო დღე თითო ქალაქში. ვიცი ცოტაა მაგრამ.. კონკრეტულად რა ადგილების ნახვას მირჩევდით ამ ქალაქებში??

Posted by: Baiateo 11 Aug 2013, 16:45
ვა ერთ თემაში ამდენი მეტი არსად დამიპოსტავსsmile.gif)

http://pix.ge/

lelos მომენატრა


evaeviko
პერსეპოლისისთვის ერთი დღე გეყოფა

ისპაჰანი და შირაზი არ ვიცი, მაგრამ თეირანისთვის ცოტაა. ერთ დღეში მე შენ ადგილას საად აბადის კომპლექსში და გოლესთანის სასახლეში წავიდოდი. და საღამოს დარბანდში საჭმელად. http://www.cbi.ir/Page/1475.aspx საგანძურიც ძალიან საინტერესოა, მაგრამ ცოტა ხანია ღია. ნიავარანი 5 საათამდეა ღია


მე იაზდში მინდა წასვლა

Posted by: evaeviko 11 Aug 2013, 19:06
Baiateo
დიდი მადლობა. :-)

თავიდან თავრიზს ვფიქრობდი, მერე შირაზით ჩავანაცვლე. რომელი ჯობია მაინც , იქნებ მირჩიოს ვინმემ. და კიდევ , ქალური მომენტი.. შოპინგის თვალსაზრისით როგორია ირანი??smile.gif) ოქტომბერში ვაპირებ და მინდა კარგად ინფორმირებული ვიყო.


მადლობა ყურადღებისათვის

Posted by: Baiateo 11 Aug 2013, 20:29
შირაზში ჯობია წახვიდე, უფრო ლამაზია

შოპინგი რა ვიცი, მე ბევრი რამე მაქვს ირანში ნაყიდი, გააჩნია შენ რა გინდა. ჩვეულებრივი ტანსაცმლის ყიდვა თუ გინდა ჯობია ირანში წასვლას არ უცადო, მაგრამ თუ საინტერესო სამკაულები გინდა მაშინ ნამდვილად ღირს. ან ყალიონი, სუნელები, წიგნებიც კი მიყიდია. ხალიჩა, ოქროს ნაკეთობები.

თან ისიც გაითვალისწინე, რომ შესაბამისი ტანსაცმელი გინდა ირანში წასასვლელად. მოიმარაგე ჯინსები, თავსაფრები და გრძელი ფართო და გრძელმკლავიანი მაიკები, უფრო სწორედ მაგ პერიოდისთვის თხელი პლაში ჯობია, აი რაღაც ესეთი http://www.amazon.com/Anne-Klein-Breasted-Trenchcoat-X-Large/dp/B00ARH7810/ref=sr_1_27?ie=UTF8&qid=1376238410&sr=8-27&keywords=Trench+Coat

მარტო მიდიხარ თუ ვინმესთან ერთად?

Posted by: evaeviko 11 Aug 2013, 21:34
Baiateo
ანუ ოქტომბერში ასე გრილა?? რატომღაც სიცხეს მოველოდი. სამწუხაროაsmile.gif)
4 ქალი მივდივართ, ისიც გვირჩიეს ერთი მამაკაცი სასურველია წაიყოლოთო.

რაც შეეხება თავსაფრებს, უკვე ვემზადებით.

შირაზი ესეიგი, ძალიან კარგი!! ისაჰანიდან ვვარაუდობ პერსეპოლისში , იქიდან შირაზში. თითქოს რუკის მიხედვით ტური ასე უფრო ლოგიკური ჩანს.
ანუ.. თეირანი-ისპაჰანი- პერსეპოლისი- შირაზი და ისევ უკან თეირანი .

მეგობრებო თუ დამიდასტურებთ ამ ტურის ლოგიკურობას..smile.gif) დავიწყებდი შემდეგ ეტაპს ანუ ოტელების ძიებასsmile.gif

პატივისცემით

ფატი

Posted by: Q 7 11 Aug 2013, 23:00

რა ღირს მანდ(ქალაქებში) სასტუმროები ძვირია ძალიან ? კერძო სასტუმროები თუ არის?





Posted by: evaeviko 13 Aug 2013, 22:31
მოგესალმებით. გთხოვთ უპასუხოდ ნუ დამტოვებთ.

Posted by: essen 14 Aug 2013, 09:22
მანქანით რომ წახვიდე მემგონი კარგი იქნება თან იქ ბენზინიც იაფი ჯდება,მაგრამ ერთი ნაცნობმა მითხრა მანანით ვიყავი ირანში და საზღვარზე შესვლაში 200 დოლარი გადამახდევინეს მანქანაზეო, გაგიგიათ ვინმეს ეგ ამბავი?

Posted by: არწივი9 17 Aug 2013, 00:47
QUOTE
წინა თემა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა ფორუმელებს შორის, რასაც სავარაუდოდ ირანთან უვიზო რეჟიმის არსებობამაც შეუწყო ხელი.

იმედია, რომ ეს რეჟიმი შენარჩუნდება და ამ ქვეყნით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეები იმოგზაურებენ გართულების გარეშე.

ჩვენი მხრივ ეს რეჟიმი ხომ გაუქმდა? rolleyes.gif

Posted by: მაჰათმა განდი 17 Aug 2013, 15:21
არწივი9
QUOTE
ჩვენი მხრივ ეს რეჟიმი ხომ გაუქმდა?


ცალმხრივად არის გაუქმებული, მე როგორც გამიგია, არა? ანუ, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უვიზოდ მოგზაურობის საშუალება. თუმცა, 100%-ით ვერ ვიტყვი. თუ გაქვს ინფორმაცია, კარგი იქნებოდა თუკი გაგვიზიარებდი.




პატივისცემით,
განდი.
არწივი.

Posted by: არწივი9 17 Aug 2013, 21:43
mahatma-gandhi
QUOTE
ცალმხრივად არის გაუქმებული, მე როგორც გამიგია, არა?

მეც ასე ვიცი yes.gif

Posted by: stephanozi 18 Aug 2013, 12:49
არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც ამ ქვეყნის ნახვის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, იმედია ადრეთუ გვიან მოვახერხებ ირანში ჩასვლას.

Posted by: evaeviko 18 Aug 2013, 17:28
essen
QUOTE
მანქანით რომ წახვიდე მემგონი კარგი იქნება თან იქ ბენზინიც იაფი ჯდება,მაგრამ ერთი ნაცნობმა მითხრა მანანით ვიყავი ირანში და საზღვარზე შესვლაში 200 დოლარი გადამახდევინეს მანქანაზეო, გაგიგიათ ვინმეს ეგ ამბავი?



კი, ჩვენი ორგანიზაციიდან იყო მანქანა წასული და საკმაოდ ძვირი დაუჯდათ საზღვარზე გადასვლა

Posted by: lashuka 18 Aug 2013, 19:32
გილოცავთ ახალ თემას ჩემო ირანელებო. smile.gif

Posted by: Liverpool Forever 21 Aug 2013, 21:52
user posted image

ბელუჯისტანი.


Posted by: spark 23 Aug 2013, 11:38
საოცრად მინდა ირანში მოგზაურობა მარა ჯერ ვერავინ ვერ დავითანხმე :S

Posted by: aloha__ 10 Sep 2013, 12:14
evaeviko
QUOTE
ჩემი ოქტომბრის ტურის გეგმა უნდა გაგაცნოთ



მეც ძაან მინდა ირანში ~_~

რა გიჯდება თუ საიდუმლო არ არის?


Posted by: Q 7 17 Sep 2013, 16:54
ერთი კვირა 530-600$(ო) დაახლოებით
უდაბნოს მონახულება თუ გინდა ჯობია ოქტომბერში ან გაზაფხულზე წასვლა.
ოთახი 12-20$.
ეს რაც გავიგე ამ ეტაპზე.


QUOTE
ბელუჯისტანი.


აი აქ მოხვედრა კი სახიფათოა

Posted by: ფაშისტი 10 Nov 2013, 20:32
სამნი მივდივართ ჩვენი ხოდით მომავალ წელს შვებულებაზე, კარვებით ოღონდ. მატარებლით სასომხეთში, და იქიდან ირანში. მერე უკანა გზით აზერბაიჯანში და ეგრევე ლაგოდეხში გადმოვალთ. 2 კვირაში ვეტევით საკაიფოდ. ირანი რომ არ დავლაშქრო გავრეკავ ..უდაბნო გასნაკუთრებით

Posted by: lashuka 11 Nov 2013, 06:58
მომნატრებია ირანი sad.gif უნდა წავიდე აუცილებლად.

Posted by: get-up 11 Nov 2013, 12:08
ფაშისტი
QUOTE
მერე უკანა გზით აზერბაიჯანში და ეგრევე ლაგოდეხში გადმოვალთ.

lol.gif
ლაგოდეხი მომეწონა
შენ აღარ ხუმრობ აი, რის ნახვას აპირებ თუ არ გაქვს ჯერ დაგეგმილი?

Posted by: ფაშისტი 13 Nov 2013, 18:57
get-up
ეგ სმაილი არ მომეწონა..

შაჰების სასახლეს, პერსეპოლისს.. არ ვიცი კიდევ რას.
შენ ნომერი შეიცვალე?
დამიპიემე და.. ან სმს გამოუშვი

Posted by: Baiateo 13 Nov 2013, 23:14
მეც მომენატრაsad.gif(

მაგრამ ველოდები რომელიმე ჩემი მეგობარი როდის ჩავა და მეც მაშინ წავალsmile.gif)

Posted by: get-up 14 Nov 2013, 13:04
ფაშისტი
QUOTE
ეგ სმაილი არ მომეწონა..

ნოემბერია და მესმის შენი wink.gif

ისევ ის ნომერი მაქვს...

Posted by: Dr Dre 20 Nov 2013, 23:22
მეგობრებო, ირანში წასვლა გვინდა ორ ადამიანს, ასე ორი კვირით, გვინდა რაც შეიძლება მეტის ნახვა მოვასწროთ, დაახლოებით რა დაჯდება? რამდენად უსაფრთხოა ქრისტიანისთვის ირანი? მადლობა წინასწარ

Posted by: lashuka 21 Nov 2013, 01:52
QUOTE
მეგობრებო

გისმენთ
QUOTE
ირანში წასვლა გვინდა ორ ადამიანს

მშვენიერი არჩევანია
QUOTE
ასე ორი კვირით

ვფიქრობ საკმარისია
QUOTE
გვინდა რაც შეიძლება მეტის ნახვა მოვასწროთ

აუცილებლად შეძლებთ
QUOTE
დაახლოებით რა დაჯდება?

ვფიქრობ 1500 დოლარი 2 ადამიანზე საჩუქწრებიც რომ ჩამოიტანო, საკაიფო სასტუმროშიც რომ იყო და თვითმფრინავითაც რომ იმგზავრო. დიდი შანსია ხურდაც ჩამოგყვეს.
QUOTE
რამდენად უსაფრთხოა ქრისტიანისთვის ირანი?

არ მიაყენო მათ რელიგიას შეურაწყოფა, ასევე ირანელი ქალის მიმართ ნუ გამოიჩენ დიდ ყურადღებას, არ ეცადოთ რომ ალკოჰოლი მიიღოთ და თუ მიიღებთ მოერიდეთ ქუჩაში გამოსვლას და ქალი უნდა იყოს შემოსილი როგორც მათი რელიგია და კანონმდებლობა მოითხოვს. ამ ყველაფრის დაცვის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ირანი ნებისმიერი რელიგიისათვის.
QUOTE
მადლობა წინასწარ

არაფერს. გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.

P.S.

შეიძლება გადავწყვიტო მანქანით წასვლა და ვის უნდა აბა დამემგზავროს? მაქს, 5 ადამიანი.

Posted by: Royal_Flash 21 Nov 2013, 21:49
lashuka

QUOTE
შეიძლება გადავწყვიტო მანქანით წასვლა და ვის უნდა აბა დამემგზავროს? მაქს, 5 ადამიანი.




როდის აპირებ, რამდენი ხნით და კონკრეტულად სად და სად შეგიძლია დაწერო ? wink.gif wink.gif

Posted by: Royal_Flash 23 Nov 2013, 22:24
მოკლედ მეგობრებო, დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ ნახევარში თუ ვინმე აპირებთ წასვლას სიამოვნებით დაგემგზავრებოდით. ^_^

lashuka

რო შემოხვალ ან აქ ან PM მიპასუხე გთხოვ შენს გეგმებზე wink.gif

Posted by: lashuka 24 Nov 2013, 01:30
არ ვგეგმავ, უბრალოდ მინდა წავიდე. ჩემს ჭკუაზე მყოფი ხალხი თუ გამოჩნდება, შევიკრიბოთ და დავგეგმოთ. ძალიან მინდა პერსეპოლისის მონახულება და ისპაჰანში ჩასვლაც. ასევე ფერეიდანსაც ვესტუმრებოდი...

სულ არის 1200 KM თბილისი - თეირანი. 60 კილომეტრში არის აზერბაიჯანის საზღვარი. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ბენზინი ღირს სადღაც 50-60 თეთრი ჩვენს ფულზე თუ გადმოვიყვანთ. თეირანამდე მაქსიმუმ 1 ბაკი და ნახევარი ბენზინი მინდა. სადღაც მაქსიმუმ 100 ლარი. ირანში კი ბენზინი ღირს 16-22 თეთრი და წავიდა გულავიიიიიიიიიი smile.gif

Posted by: Royal_Flash 24 Nov 2013, 02:50
lashuka

ჰო მარა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაიშნიკები ამოგადენენ მაგ ბენზინის სიიაფესო ბევრი ამბობს biggrin.gif ეგეც გასათვალისწინებელია.
2 კაცი ვართ მე და ჩემი მეგობარი, დაპოსტოს კიდე ვინმემ და მართლა შეიძლება დაფიქრება. wink.gif

Posted by: mustafa_ibrahim 24 Nov 2013, 23:28
QUOTE
ბელუჯისტანი.

რა ლამაზია
QUOTE
აი აქ მოხვედრა კი სახიფათოა

რატომ, რა ხდება ისეთი?

Posted by: lashuka 25 Nov 2013, 03:23
QUOTE
ჰო მარა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაიშნიკები ამოგადენენ მაგ ბენზინის სიიაფესო ბევრი ამბობს

მაგის შესახებ მეც მსმენია ბევრი, ნუ ეგაც გასათვალისწინებელია და უნდა ვიქონიოთ შაბაშები თან... ვაიდა რა ხდება smile.gif
* * *
QUOTE
აი აქ მოხვედრა კი სახიფათოა

რატომ, რა ხდება ისეთი?

ალბათ თავისი ადგილმდებარეობის გამო.
" "ბელუჯისტანი — რეგიონი სამხრეთ აზიაში, ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ირანის მთიანეთის ნაწილი. მოიცავს ირანის სამხრეთ ნაწილს, დასავლეთ პაკისტანსა და სამხრეთ-დასავლეთ ავღანეთს. სახელწოდება მომდინარეობს ბელუჯებისგან, რომლებიც ამ რეგიონის ძირითად მაცხოვრებლებს წარმოადგენენ.

Posted by: MEZGVAURI 12 Dec 2013, 12:15
ფორუმელებო ვინც იცით რაიმე ირანული გადამზიდების შესახებ მომეშეველეთ რა და მირჩიეთ რომელიმე, აქედან ტელეფონით პრაქტიკულად ვერაფერი ვერ გავარკვიე, ვწვალობ რაღაცას, ტვირთის ჩამოტანა მინდა ნუ დიდის არა–100კგ + – მაგრამ ვერ ვიპოვე ვერავინ ჯერ და ტან მირჩევნია გამოცდილი ადამიანის რჩევა

Posted by: lashuka 15 Dec 2013, 05:08
MEZGVAURI
ავტობუსი... smile.gif

Posted by: MEZGVAURI 16 Dec 2013, 11:35
lashuka
ავტობუსები უარობენ-აზერბაიჯანელები პრობლემებს გვიქმნიანო. დამღალეს უკვე, ინგლისურშიც მასიურად ჭედავენ sad.gif( ვცდილობ ახლა გადამზიდებთაბ გავარკვიო რაიმე, მეთქი იქნებ გამოცდილი არის ვინმე რომ მირჩიოს რაიმე

Posted by: kaki96_ 17 Dec 2013, 03:07
QUOTE
ფორუმელებო ვინც იცით რაიმე ირანული გადამზიდების შესახებ მომეშეველეთ რა და მირჩიეთ რომელიმე, აქედან ტელეფონით პრაქტიკულად ვერაფერი ვერ გავარკვიე, ვწვალობ რაღაცას, ტვირთის ჩამოტანა მინდა ნუ დიდის არა–100კგ + – მაგრამ ვერ ვიპოვე ვერავინ ჯერ და ტან მირჩევნია გამოცდილი ადამიანის რჩევა


პმ მომწერე ზუსტად რა პრობლემა გაქვს და გაგარკვევ რა გააკეთო.

ავტობუსით შანსი არ არის შემოტანის,ერთი კვირის უკან თეირანიდან 3 ცალი აგური გამომიგზავნეს ნიმუშის სახით და ამ შობელძაღლებმა 2 ლარიან აგურში 25 ლარი გადამახდევინეს,უბრალოდ კლიენტი ელოდებოდა ნიმუშებს თორე გადამემტვრია უნდა ეგ აგურები მაგათვის თავზე


და საერთოდ ვინმეს თუ ირანში რაიმე საქონლის.მოძებნა,ყიდვა და ტრანსპორტირება დასჭირდება მომწეროს

Posted by: Baiateo 29 Dec 2013, 23:47
lashuka

რომელ სასტუმროში ცხოვრობ ხოლმე?

იანვარში ან თებერვალში ვფიქრობ წავიდე და ვერ ჩამოვყალიბდი სასტუმრო როგორ დავჯავშნო

Posted by: lashuka 4 Jan 2014, 03:14
Baiateo
მე ვარხოლმე Iran Shahr Hotel. Ferdosi Square-სთან არის ახლოს. გოლესთანის სასახლეც ახლოს არის მანდ... 3 ვარსკვლავიანია, კარგი მომსახურება და კარგი ფასები...

მეც მაგრად მინდა... ვერ მოვაბი ჯერ თავი.

P.S. ვიზა გვინდა უკვე თუ ჯერ არა?

Posted by: Baiateo 4 Jan 2014, 23:17
lashuka
მე იმდენი ვიფიქრე, რომ ამასობაში ფული დამეარჯაsmile.gif)) მარა გაზაფხულზე მაინც მოვახერხებsmile.gif)

ჯერ არ გვინდა ვიზა, ხოდა მაგას ვფიქრომ სანამ არ გვინდა იქამდე მოვაბა თავიsmile.gif))


ფასები ქონიათ ადამიანური, თორემ მე 120 $-ს ქვევით ვერ მოვძებნეsmile.gif) მართალია მე უფრო ტაჯრიშისკენ მინდა, მაგრამ მაინც არა უშავს

Posted by: lashuka 10 Jan 2014, 14:57
ფასებიც ადამიანურია, მომსახურებაც კარგი აქვთ. სისუფთავეც იდეალურია და მოკლედ კარგი სასტუმროა რა დამიჯერე... მომსახურე პერსონალიც ძალიან საყვრლები არიან...

Posted by: Jacques 9 Feb 2014, 14:35
გამარჯობა, ეხლა შაბათს ან კვირას მივდა წასვლა ირანში მეგობართან.. მაინტერესებს ავტობუსი რა ჯდება, რამდენ ხანში ჩავალ, როგორი ფასებია იქ.. ქვეყნის შიგნით რა ტრანსპორტით მირჩევთ გადაადგილებას (შირაზში მინდა ჩასვლა) და ასე შემდე.. რის ნახვას მირჩევთ... ფული არ მაქვს ბევრი, თან გოგო ვარ თან 21 წლის და ცოტა მეშინია მარტო რომ მივდივარ.. თეირანში ვიქნები მეგობართან და მერე მარტო უნდა ვიარო...
კიდევ რა მაინტერესებს გასაგებია რომ სასმელი აკრძალულია მაგრამ წავაწყდი ინფორმაციას რომ არამუსლიმებისთვის დასაშვებია ქონა.. ხოდა საზღვარზე 1-2 ბოთლი ქარული ღვინის წაღება მინდა მეგობართან.. მეგობარი პოლონელია და არ არის მუსლიმი biggrin.gif რა ვქნა გავრისკო?

Posted by: Baiateo 9 Feb 2014, 16:09
QUOTE (Jacques @ 9 Feb 2014, 14:35 )
წავაწყდი ინფორმაციას რომ არამუსლიმებისთვის დასაშვებია ქონა.. ხოდა საზღვარზე 1-2 ბოთლი ქარული ღვინის წაღება მინდა მეგობართან.. მეგობარი პოლონელია და არ არის მუსლიმი biggrin.gif რა ვქნა გავრისკო?

ეგ არ ქნა, თორემ დეპორტს ვინ ჩივის და გაროზგვას არ გამოკრა ხელი. კატეგორიულად აკრძალულია სასმელის შეტანა. გამონაკლისი ხდება თუ დიპლომატიური ფოსტით მიგაქვს, რისი გახსნის უფლებაც არ აქვთ.

ხდება ხოლმე, რომ სახმელეთო საზღვარს ვინც ხშირად კვეთს და იცნობენ მესაზღვრეებს, აძლევენ ხოლმე მათაც სასმელს და თან გადააქვთ, თუმცა შენს შემთხვევაში გამორიცხულია ეგ ამბავი. ასე რომ დაივიწყე. ვერ გიშველის მერე ვერც საელჩო და ვერც ვერავინ.

მოკლედ ეგ ამბავი დაივიწყე.

რაც შეეხება სხვა საკითხებს. ავტობუსით არ მიმგზავრია, მგონი პირდაპირ არც კი დადის. დიდი ალბათობით ერევნიდან ან ბაქოდან მოგიწევს.

შიდა გადაადგილება ჯობია თვითმფრინავით. მართალია ძველი თვითმფრინავები ყავთ, მაგრამ ავტობუსით ძალიან ბევრ დროს დაკარგავ.

მარტო სიარული საშიში არაა, თუ იქაურ დრეს კოდს და კანონებს არ დაარღვევ

Posted by: Jacques 9 Feb 2014, 20:28
Baiateo
დიდი მადლობა smile.gif
მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი და ისევ ვფიქრობ გარისკვაზე smile.gif))
რაღა მე არ გამიმართლებს და გამჩხრეკენ... თანაც სასმელი კი აკრძალულია მაგრამ ვისაც უნდა ყველა იშოვის ნებისმიერი სახის ალკოჰოლს ძალიან მარტივად... მაგალითად სომხების უბანშიsmile.gif)


http://en.wikipedia.org/wiki/Alcohol_in_Iran

Non-Muslim citizens are also allowed to bring alcohol into the country. However, despite complete prohibition for Muslim citizens, there is still widespread alcohol use across Iran.

ჰოსტელებზე თუ გაქვთ რამე ინფორმაცია? ვიცი რომ ჰოსტელი ძალიან ცოტაა სასტუმროები კიდევ საკმაოდ ძვირია... მოკლედ სახარჯი ფული მაქვს 600 ლარი დაახლოებით 10 დღე და როგორ მეყოფა არ ვიცი... თეირანში თუ ვიქნები საცხოვრებლის ფული არ მეხარჯება მაგრამ რამდენიმე ადგილის ნახვაც მინდა მოკლედ მაინტერესებს ყველაფერი ძალიან იაფი smile.gif)

Posted by: Baiateo 10 Feb 2014, 13:40
Jacques


ერთადერთი რასაც მაგით მოახერხებ იქნება ის, რომ ხელს გამოკრავ გაროზგვას და პლუს საქმეს გაუჩენ საელჩოს შენი სისულელით, და თანაც რომ ვერ გიშველიან ვერაფერს.

იქ კი ბატონო იშოვე არაა პრობლემა. მაგრამ საზღვარზე გადასვლა ძალიან დიდი რისკია იმ დროს როცა არავის არ იცნობ საზღვარზე. ნუ მოკლედ შენი საქმის შენ იცი, შეიძლება გაგიმართლოს კიდეც, მაგრამ შეიძლება არა, და მერე ნუ დააბრალებ ნურავის.


600 $ 10 დღისთვის ცოტად მეჩვენება

იაზდში თუ გადაწყვიტავ წასვლას აი ეს სასტუმრო ვიცი იაფიანი http://www.silkroadhotel.ir/

Posted by: lashuka 11 Feb 2014, 05:01
QUOTE
რაც შეეხება სხვა საკითხებს. ავტობუსით არ მიმგზავრია, მგონი პირდაპირ არც კი დადის. დიდი ალბათობით ერევნიდან ან ბაქოდან მოგიწევს.

დადის, ორთაჭალიდან გადის და სადღაც 30 დოლარამდე ღირს. ეგრე ღირდა აზადის ავტოსადგურიდან თბილისი 500 000 რეალი. 30 დოლარი გამოდიოდა დაახლოვებიტ მაშინ. ეხლა არ ვიცი

QUOTE
მაგრამ მე მაინც მაქვს იმედი და ისევ ვფიქრობ გარისკვაზე

არც იფიქრო. იქ 99% გაგისინჯავენ რა მიგაქვს და მართლა ძალიან დიდ პრობლემებს შეხვდები. რისეთის საელჩოს შექონდა მანქანით. დაიჭირეს და მიუხედავად იმისა რომ საელჩოს მანქანა იყო დაუწვეს. ეგ არის რელიგიის შეურაწყოფა და მართლა დიდ პრობლემებს შეხვდები სადაც ვერავინ და ვერაფერი გიშველის.

QUOTE
მოკლედ მაინტერესებს ყველაფერი ძალიან იაფი

ისედაც იაფია ყველაფერი იქ. სასტუმროებიც იაფია. ყოველშემთხვევაში აქ რომ ფასები აქვს ისეთი არასერიოზული ფასები არაა.

QUOTE
ყველა იშოვის ნებისმიერი სახის ალკოჰოლს ძალიან მარტივად

დამიჯერე, არც ისე მარტივად.

ჩემი რჩევაა მოდი დარჩი აქ. ისე არ ქნა რო ამწეკრანზე ამოყო თავი smile.gif

Posted by: Jacques 11 Feb 2014, 14:45
lashuka
QUOTE
დადის, ორთაჭალიდან გადის და სადღაც 30 დოლარამდე ღირს. ეგრე ღირდა აზადის ავტოსადგურიდან თბილისი 500 000 რეალი. 30 დოლარი გამოდიოდა დაახლოვებიტ მაშინ. ეხლა არ ვიცი

ორთაჭალიდან მიდის კი და 80 ლარი ღირს პირდაპირ მიდის თურქეთით...

QUOTE
არც იფიქრო. იქ 99% გაგისინჯავენ რა მიგაქვს და მართლა ძალიან დიდ პრობლემებს შეხვდები. რისეთის საელჩოს შექონდა მანქანით. დაიჭირეს და მიუხედავად იმისა რომ საელჩოს მანქანა იყო დაუწვეს. ეგ არის რელიგიის შეურაწყოფა და მართლა დიდ პრობლემებს შეხვდები სადაც ვერავინ და ვერაფერი გიშველის.

კარგი უკვე გადავიფიქრე biggrin.gif
QUOTE
ისედაც იაფია ყველაფერი იქ. სასტუმროებიც იაფია. ყოველშემთხვევაში აქ რომ ფასები აქვს ისეთი არასერიოზული ფასები არაა.

ფასებმა ბოლო დროს ნამდვილად აიწია ზუსტად ვიცი...
QUOTE
დამიჯერე, არც ისე მარტივად.

რა თქმა უნდა ყოველ ფეხის ნაბიჯში ვერ იშოვი მაგრამ თუ მოინდომებ მარტივია smile.gif
QUOTE
ჩემი რჩევაა მოდი დარჩი აქ. ისე არ ქნა რო ამწეკრანზე ამოყო თავი 

აქ რატომ დავრჩე: )) ამწეკრანზე ტყუილად არამგონია ჩამომკიდონ biggrin.gif


Posted by: lashuka 13 Feb 2014, 12:18
QUOTE
ფასებმა ბოლო დროს ნამდვილად აიწია ზუსტად ვიცი.

იქ ფასები არ იწევს. უბრალოდ კურსი იცვლება დოლართან მიმართებაში... დილა-საღამოთი იცვლებახოლმე კურსები...
* * *
QUOTE
აქ რატომ დავრჩე: )) ამწეკრანზე ტყუილად არამგონია ჩამომკიდონ 

ვინ გეუბნება მერე ტყულადო? რაღაცა არ ჩაატარო იქ და არ თქვა მერე რაო, რა მოხდაო? biggrin.gif

Posted by: Jacques 14 Feb 2014, 18:07
lashuka
QUOTE
ვინ გეუბნება მერე ტყულადო? რაღაცა არ ჩაატარო იქ და არ თქვა მერე რაო, რა მოხდაო? 

არ ჩავატარებ biggrin.gif

ისე ვინმეს თუ უნდა გამომყვეს ოთხშაბათს მივდივარ biggrin.gif


ფუუუ რა აფერისტები არიან კაროჩე კიდე კაი შევამოწმე biggrin.gif ინგლისურ ვერსიაში 1 საწოლიანი ოთახის ფასი წერია 22$ და ეხლა შევამოწმე სპარსული ვერსია და 24 000 რიალი წერია და ეგ დაახლოებით 10$ ია ეხლა მიდი და უმტკიცე მაგათ biggrin.gif
http://www.firouzehhotel.com/language_persian/rooms.htm


შირაზში რამე იაფიანი სასტუმრო არ იცით?

შირაზამდე ყველაზე იაფად რითი ჩავაღწევ?
ეხლა ვითვლი და ფულის მხრივ 1 კვირაზე მეტს ვერ გავჩერდები სამწუხაროდ

Posted by: lashuka 15 Feb 2014, 09:59
QUOTE
ინგლისურ ვერსიაში 1 საწოლიანი ოთახის ფასი წერია 22$ და ეხლა შევამოწმე სპარსული ვერსია და 24 000 რიალი წერია და ეგ დაახლოებით 10$ ია ეხლა მიდი და უმტკიცე მაგათ

სპარსული ვერსია სპარსებისათვის არის და ინგლისური ვერსია ჩასულებისათვის. როგორც ჩვენთან რა... smile.gif

Posted by: Jacques 15 Feb 2014, 11:06
lashuka
QUOTE
სპარსული ვერსია სპარსებისათვის არის და ინგლისური ვერსია ჩასულებისათვის. როგორც ჩვენთან რა...

არ მაინტერესებს მე სპარსულს ვიხდი აბა რა ლოგიკაა ეგ მე მაგათზე გაჭირებული ვარ... ჩვენთან ეგრე ნაგლად არ არის, ისე მაინც მოგატყუებენ რო ვერ მიხვდე biggrin.gif აქ იმენა ოფიციალურ ფასშია განსხვავება.. ყველაფერში აფერისტები როგორ უნდა იყვნენ

Posted by: lashuka 15 Feb 2014, 17:13
QUOTE
ყველაფერში აფერისტები როგორ უნდა იყვნენ

შეცდომაა ეგ თორე მაინც და მაინც არ არიან აფერისტები.

Posted by: Jacques 15 Feb 2014, 18:53
lashuka
QUOTE
შეცდომაა ეგ თორე მაინც და მაინც არ არიან აფერისტები.

ფულს თუ შეეხება რამე მაშინ სად რა მოჟოშკონ არ იციან biggrin.gif

Posted by: lashuka 16 Feb 2014, 01:10
QUOTE
ფულს თუ შეეხება რამე მაშინ სად რა მოჟოშკონ არ იციან

ჟოშკები ქართველები რო არიან ეგეთები გალაქტიკაში არ არიან. 1 ლარის გულისთვის ამოიტრიალებენ ყველაფერს. არ ვიცი შეიძლება მე მაქვს ხელგაშლილ ხალხთან ურთიერთობა. მოკლედ რო ჩავდივარხოლმე, რაღა დაგიმალო და აქეთ გამოხედვაც აღარ მინდახოლმე... ქუჩაში რომ დადიხარ და უცხოელი ხარ ყველა გიღიმის, მეტროში ჩახვალ და ბზინავს ყველაფერი. მე პირადად ადგილი დამითმეს, სტუმარი ხარო... ძალიან სასიამოვნო ხალხია. აი ჩახვალ და ნახავ. ოღონდ რელიგია და ქალი არ შეურაწყო თორე მერე ცუდი რეაქციები ეწყებათხოლმე.

ენა რომ ვიცოდე უფრო დიდ ნაბიჯებზე ვიფიქრებდი ირანში. მარა ინგლისური იმათმა არ იციან და მე ჩეთორი, ხუბე და ხუნე-ს მეტი ვერაფერი ვისწავლე.

აგერ თეირანის მეტროს სურათები...


Posted by: შიიტი1 17 Feb 2014, 20:02
lashuka

სპარსული ენის სწავლა თუ გინდა, უფასო კურსებია ყოველ წელს კულტურის განყოფილების შენობაში, ტ. 2 25 33 70 შეიძლება ჩაწერა. გაზაფხულზე ხდება ძირითადად ჩაწერა, თუ არ ვცდები.

Posted by: lashuka 19 Feb 2014, 11:46
QUOTE
სპარსული ენის სწავლა თუ გინდა, უფასო კურსებია ყოველ წელს კულტურის განყოფილების შენობაში, ტ. 2 25 33 70 შეიძლება ჩაწერა. გაზაფხულზე ხდება ძირითადად ჩაწერა, თუ არ ვცდები.

საინტერესოა. დავრეკავ ერთი გავიგებ. სპარსული კაი ენაა...

Posted by: Baiateo 19 Feb 2014, 15:18
lashuka
რამეს თუ გაიგებ მეც მითხარიsmile.gif მეც მინდოდა ძალიანsmile.gif)

Posted by: lashuka 19 Feb 2014, 16:39
QUOTE
რამეს თუ გაიგებ მეც მითხარი

დავრეკავ დროს რომ გამოვნახავ და მოგწერ.

Posted by: Mr_Zigzag 28 Feb 2014, 16:32
გამარჯობა,
ძალიან მაინტერესებს ირანის თემა და ალბათ უახლოეს მომავალში მეც ჩავეწერები ირანში მიმავალ მგზავრთა სიაში smile.gif

Posted by: numlock 1 Mar 2014, 14:22
ავტობუსით ძააან წვალებააა? და ვიზებზე რა ხდება ხომ არ იცით, გვჭირდება ვიზის აღება თუ ისე შემიძლია წასვლა? სასტუმროს ფასიც ვნახე და 2 კაცზე 28 დოლარი ბრექვესითით საკმაოდ კარგი ფასია. პლოიუს ამას ავტობუსით ან მანქანით თუ წავედი მგონი ძვირი არ უნდა დამიჯდეს მოგზაურობა
რას ფიქრობთ?

Posted by: lashuka 1 Mar 2014, 16:11
QUOTE
ავტობუსით ძააან წვალებააა?

24 საათში იქ არის და კომფორტული ავტობუსებია რამდენადაც მე ვიცი.
QUOTE
გვჭირდება ვიზის აღება თუ ისე შემიძლია წასვლა?

მემგონი ჯერ კიდევ უვიზო რეჟიმი უნდა იყოს. თუმცა გადაამოწმე მაინც.
QUOTE
სასტუმროს ფასიც ვნახე და 2 კაცზე 28 დოლარი ბრექვესითით საკმაოდ კარგი ფასია.

ნამდვილად კარგი ფასია მაგრამ დამიჯერე შეიძლება ვიღაცის ნაწოლ ლოგინში ჩაგაწვინონ. ასე რომ ცოტა დაამატე კიდევ
QUOTE
პლოიუს ამას ავტობუსით ან მანქანით თუ წავედი მგონი ძვირი არ უნდა დამიჯდეს მოგზაურობა

ავტობუსის ბილეთია 30-50 დოლარი. სადღაც ასე მერყეობს. მანქანით რომ წახვიდე თბილისიდან 60 KM აზერბაიჯანის საზგვარი და აზერბაიჯანში გააზაპრავკებ იაფად ბოლომდე და 1200-1500 KM არის თეირანამდე. იქ კი ბენზინი სადღაც 23 თეთრი ღირს.
QUOTE
რას ფიქრობთ?

ასე რომ სახმელეთო ტრანსპორტით უფრო იაფი დაგიჯდება თუმცა ავტომობილით წასვლის შემთხვევაში გაითვალისწინე აზერბაიჯანელი გაიშნიკები
* * *
QUOTE
გამარჯობა,
ძალიან მაინტერესებს ირანის თემა და ალბათ უახლოეს მომავალში მეც ჩავეწერები ირანში მიმავალ მგზავრთა სიაში

ანტრე ბატონო ანტრე

Posted by: Soft_Eject 2 Mar 2014, 10:43
lashuka

მანქანის წასვლის შემთხვევაში "კლარნეტი" ხომ არ არის საჭირო ?

ევროელები წერდნენ რომ კლარნეტია საწირო რისი გაკეთებაც პრობლეატურია

Posted by: lashuka 4 Mar 2014, 15:16
QUOTE
მანქანის წასვლის შემთხვევაში "კლარნეტი" ხომ არ არის საჭირო ?

ვერ მივხვდი?

Posted by: შიიტი1 4 Mar 2014, 19:55
ახალი კურსები შედგა დამწყებთათვის უკვე, დღეს იყო სერტიფიკატების დარიგება და ჩაწერა კულტურის განყოფილებაში, რომელიც არის თურქეთის საელჩოს ქვემოთ რომ მიდიხართ შესახვევში.

Posted by: Baiateo 5 Mar 2014, 00:32
შიიტი1

ტელეფონის ნომერიც ხომ არ იცი შემთხვევით?

Posted by: Soft_Eject 6 Mar 2014, 22:54
ანუ რაღაც ზალოგის პონტია რომ მანქაანას უკან დააბრუნებ...
ისე საერთოდ ვინმე წასულაა პირადი მანქანით ირანში ?
lashuka

Posted by: შიიტი1 10 Mar 2014, 11:20
QUOTE (Baiateo @ 5 Mar 2014, 00:32 )
შიიტი1

ტელეფონის ნომერიც ხომ არ იცი შემთხვევით?

უკანა გვერდზე წერია, თუმცა აქაც დავწერ:

2 253370.

Posted by: NOD_34 12 Mar 2014, 16:42
თუ იცით.. ინგლისური ან რუსული თუ ესმით სასტუმროებში ან მაღაზიებში ?

Posted by: Baiateo 13 Mar 2014, 20:37
NOD_34

რუსული საერთოდ არა. ინგლისური ასე თუ ისე. გააჩნია როგორ სასტუმროში და მაღაზიაში. ნუ ახლა თეირანში ყველაზე მაგარ სასტუმროში რომ ვცხოვრობდი იქ იცოდნენ კარგად. ქარაჯში ისე რა, მაგრამ ვგებულობდი და ვაგებინებდი. დაბალი კლასის სასტუმროში ან მაღაზიაში საერთოდ არ იციან. ქუჩაში შემხვედრებმაც უმეტესობამ არ იცის. ნუ მოკლედ რომ ვთქვა, რაც უფრო შეძლებულია ირანელი მით უფრო კარგად იციან. ღარიბებმა საერთოდ არ იციან

Posted by: lashuka 14 Mar 2014, 04:58
Baiateo
სხვათაშორის ირანელმა მითხრა, აქ ყველამ იცის ინგლისურიო თუმცა ტეხავსო ინგლისურად ლაპარაკიო და გვიკრძალავენო. გსმენია ამის შესახებ რამე?
* * *
QUOTE
ანუ რაღაც ზალოგის პონტია რომ მანქაანას უკან დააბრუნებ...
ისე საერთოდ ვინმე წასულაა პირადი მანქანით ირანში ?
lashuka

რაღაცას იხდი საზღვარზე, თუმცა არ ვიცი რას...

Posted by: Baiateo 14 Mar 2014, 14:59
lashuka

არაა, ძაან ბევრია საერთოდ რომ ვერ გებულობს. აკრძალვაზე არ გამიგია

Posted by: lashuka 23 Mar 2014, 23:01
QUOTE
აკრძალვაზე არ გამიგია

ირანელმა მითხრა, პროსტა ტეხავსო რა...

Posted by: zvigena 28 Apr 2014, 00:11
რამე სიახლე არის ამ თემაში?! ავტობუსის ფასი თეირანამდე 100 ლარზე ცოტა მეტი გვითხრეს დღეს ორთაჭალაში და ცოტა ძვირი ხომ არ არის?!

სავიზო რეჟიმი ხომ არ შემოუღიათ ამასობაში (ტრადიციული კითხვა)

Posted by: lashuka 28 Apr 2014, 21:27
zvigena
100 ლარიო? შარშან იყო 30 დოლარამდე ირანიდან რო წამოსულიყავი. ცოტა ძვირია იმის ფონზე რომ 170 ლარი თვითმფრინავში გადავიხადე.

Posted by: kaki96_ 29 Apr 2014, 13:46
QUOTE
100 ლარიო? შარშან იყო 30 დოლარამდე ირანიდან რო წამოსულიყავი. ცოტა ძვირია იმის ფონზე რომ 170 ლარი თვითმფრინავში გადავიხადე.



იქედან ეგრე არი,აქედან ოფიციალური 105 ლარია,მაგრამ 80-70 ლარშიც მიყავხარ.

Posted by: lashuka 8 May 2014, 13:17
მაგარი სასაცილო ქვეყანა ვართ რა. ირანის ფონზეც კი...

Posted by: zvigena 15 May 2014, 01:11
უკანა გზა დაახლოებით 70 ლარი ღირდა ბილეთი, მოკლედ დადებითი შთაბეჭდილებებით მოვბრუნდი.

ერთადერთი პრობლემა რაც არ უნდა ცუდი იყოს, საკუთარ ერთ ერთ მესაზღვრესთან შეგვემთხვა, ვალეს გამშვებ პუნქტზე

Posted by: Baiateo 15 May 2014, 23:04

zvigena


რა პრობლემა?

Posted by: zvigena 16 May 2014, 01:37
ერთ ერთი მესაზღვრე ზრდილობასთან მწყრალად იყო და მოგვიწია თავზე დაფარება ცოტა ჭკუის სასწავლებლად

Posted by: peoplez 28 May 2014, 06:43
გამარჯობათ , ჩემი ახლობელი მიდის ერთ თვეში და ბინა სად უნდა იქირავოს ხომ ვერ მეტყვით ვინმე? დიდი ხნით უნდა დარჩენა იქ, დედაქალაქში, ხომ არავის იცნობთ ქართველი რო იყოს იქ. ?

Posted by: Charlotte_ Sometimes 30 May 2014, 16:08
როგორ არის ეხლა ვიზების საქმე? იყავიტ ვინმე ამ ბოლო დროს?

Posted by: lashuka 31 May 2014, 01:41
აუ ნახეთ რა მაგარია. ირანელი მამა შვილი არიან.

* * *
QUOTE
გამარჯობათ , ჩემი ახლობელი მიდის ერთ თვეში და ბინა სად უნდა იქირავოს ხომ ვერ მეტყვით ვინმე? დიდი ხნით უნდა დარჩენა იქ, დედაქალაქში, ხომ არავის იცნობთ ქართველი რო იყოს იქ. ?

დამიჯერე ქართველზე უკეთ ირანელები მიხედავენ შენს ახლობელს... ირანელი მოუვლის, ქართველი კი გაძარცვავს. ნუ ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი რა თქმა უნდა smile.gif

ისე სერიოზულად რომ გითხრა ბინის ქირაობა არაა ძვირი თუმცა დიდ დეპოზიტებს ითხოვენ რაც ბოლოს გიბრუნდებათ უკან.

Posted by: L/F 13 Jun 2014, 02:48
მოკლედ ვაპირებ ამ ქვეყანაში მოგზაურობას სავარაუდოდ აგვისტო ოქტომბრის პერიოდში ზუსტად არ ვიცი და რა გავითვალისწინო მარტო ვაპირებ სავარაუდოდ ... 1 კვირა ან 10 დღე ავტობუსით დაახლოებით როგორც მითხრეს ეკონომიურად 500-600 დოლარი გეყოფა 1 კვირა ირანელმა მითხრა აქ ცხოვრობს ჩვენთან....არ ვიცი რამდენად მართალია და რა ადგილების ნახვას მირჩევთ 1 კვირაში რო მოვასწრო ნახვა ისპაჰანი თეირანი შირაზი, კიდევ? თუ მოესწრება საერთოდ ... ბიჭი ვარ და რამე ისეთი გასათვალისწინებელი თუ არის რაც არ ვიცი..

Posted by: lashuka 18 Jun 2014, 16:38
QUOTE
თუ მოესწრება საერთოდ ... ბიჭი ვარ და რამე ისეთი გასათვალისწინებელი თუ არის რაც არ ვიცი..

თავი აარიდე ალკოჰოლის მიღებას და ქუჩაში გოგონების გაარშიყებას. დანარჩენი დაცული იქნები.

Posted by: Giorgi_Roganeli 22 Jun 2014, 16:46
18-დან 27 ივლისამდე ვაპირებ ირანში მოგზაურობას თვითმფრინავით ან ავტობუსით. ბევრს ვერ მოვასწერბ, მინდა დავათვალიერო თეირანი, ისპაჰანი და ფერეიდანი. შეიძლება მარშრუტის შეცვლაც. ვინმე ხომ არ დამემგზავრებით?

Posted by: kaki96_ 22 Jun 2014, 17:06
QUOTE
18-დან 27 ივლისამდე ვაპირებ ირანში მოგზაურობას თვითმფრინავით ან ავტობუსით. ბევრს ვერ მოვასწერბ, მინდა დავათვალიერო თეირანი, ისპაჰანი და ფერეიდანი. შეიძლება მარშრუტის შეცვლაც. ვინმე ხომ არ დამემგზავრებით?


ამ სიცხეში რა უნდა დაათვალიერო ,სასტუმროდან ვერ გამოყოფ თავს. გარწმუნებ საერთოდ გაგიქრება რაიმეს მონახულების სურვილი

ირანში კაცი ეხლა საქმეზე თუ წახვალ და კონდიციონერებიან ოთახში თუ დაჯდება

Posted by: lashuka 23 Jun 2014, 03:12
QUOTE
ირანში კაცი ეხლა საქმეზე თუ წახვალ და კონდიციონერებიან ოთახში თუ დაჯდება

ზაფხულში არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც მე ვიცი ჩვენნაირი კლიმატია იქაც...

Posted by: kaki96_ 28 Jun 2014, 15:40
ეს თეირანი არი დაახლოებით ეგრე .35 გრადუსიანი სიცხით .სადაც რამე სანახავია ეგ კიდე სამხრეთი არი და წარმოიდგინე რა იქნება

Posted by: ika100 30 Jun 2014, 12:04
მართლა სასწაული ქვეყანაა, აუცილებლად უნდა ჩავიდე, ერთი სურათები ანხეთ: http://imogzaure.ge/?p=2537

ამ წელს მინდა წასვლა და ვიზის საკითხზე ვერაფერი გავიგე, ხომ ისევ უვიზოა?!

Posted by: kaki96_ 1 Jul 2014, 20:01
უვიზოარი,უვიზო
აი სასწაულის რა გითხრა

Posted by: Royal_Flash 29 Jul 2014, 15:39
გამარჯობა.

ვინც ერკვევით, ამ ტურზე მირჩიოთ იქნებ რამდენად ღირს ?

https://www.facebook.com/events/1451356041786115/

და ეს ტურისტული (Fellowtraveller თანამგზავრი) რამდენად სანდოა ? biggrin.gif :გქონიათ ვინმეს შეხება ?

წინასწარ გმადლობთ.

Posted by: didi bege 29 Jul 2014, 20:42
ფულადი გზავნილების საქმე როგორ არის . ხო არ იცით ვინმემ ?

Posted by: kaki96_ 29 Jul 2014, 20:46

didi bege


QUOTE
ფულადი გზავნილების საქმე როგორ არის . ხო არ იცით ვინმემ ?


ეგ დაივიწყე.

ნუ არი ასეთი სქემა.აძლევ თანხას აქ.იქ კიდე გადასცემენ შენს ადრესატს

Posted by: Baiateo 30 Jul 2014, 00:43
Royal_Flash

ჩემმა მტერმი წავიდა ირანში ავტობუსით, სანამ ჩახვალ სულს გააფრთხობ ალბათ smile.gif

ცუდი არ ჩანს, მაგრამ მე თუ მკითხავთ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი აკლია, იაზდი

Posted by: kaki96_ 30 Jul 2014, 01:30
QUOTE
ჩემმა მტერმი წავიდა ირანში ავტობუსით, სანამ ჩახვალ სულს გააფრთხობ ალბათ


არც ეგრეა საქმე. მშვენივრად ვიმგზავრე რამოდენიმეჯერ.ვიპ ავტობუსით
კომფორტული სავარძლები აქვთ,იმდენად ფართე რო სულ სამი რიგი არი ოთხის მაგიერ


http://www.jam-service.com/fa/News/Detail/Car

Posted by: Royal_Flash 30 Jul 2014, 08:05
Baiateo
QUOTE

ჩემმა მტერმი წავიდა ირანში ავტობუსით, სანამ ჩახვალ სულს გააფრთხობ ალბათ


როგორც ორგანიზატორები წერენ კონდინციონერიანი, ძალიან კომფორტული ავტობუსიაო და რავი biggrin.gif
გზადაც დაათვალიერებ თან.

QUOTE
ცუდი არ ჩანს, მაგრამ მე თუ მკითხავთ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი აკლია, იაზდი


მართალია. ალბათ კიდევ რომ დაამატონ დღეები და ადგილები უბრალოდ აღარ უღირთ და გაძვირებასაც ერიდებიან რო ხალხი არ დააფრთხონ.

პირველი ვიზიტისთვის მემგონი ნორმალურია.

ჩემით რომ წავიდე დაახლოვებით ამდენივე დამიჯდება თუ ბევრად იაფი ?
უბრალოდ ისიცაა, რომ როცა არც ენა იცი და არც გზა-კვალი, ალბათ მაინც ჯობია რო პირველ წასვლაზე გიდთან ან მცოდნე ადამიანთან ერთად წახვიდე.

ინგლისური და რუსული საერთოდ არ ესმის ჰო მოსახლეობას ?

Posted by: kaki96_ 31 Jul 2014, 01:29
QUOTE
ინგლისური და რუსული საერთოდ არ ესმის ჰო მოსახლეობას ?


რუსული საერთოდ 0

ინგლისური ახალგაზრდებს ასე თუ ისე ესმით,ოღონდ მასიურად არა

Posted by: Royal_Flash 31 Jul 2014, 12:14
Baiateo
kaki96_

საბოლოოდ თუ გადავწყვიტე წასვლა, მერე თუ შეიძლება მოგმართავთ კიდევ რაღაც კითხვებით. jump.gif

მადლობა.

Posted by: tsvrkaua 15 Aug 2014, 21:06
ხომ არ იცით რა სიტუაცია დაგვხვდება მანქანით რომ წავიდეთ? სავარაუდოდ მარჯვენასაჭიანი იქნება ავტომობილი და საზღვარზე თუ იქნება პრობლემა? გადასახდელი რამდენია, პოლიცია რამდენად კორუმპირებული და მკაცრია?

მადლობა

Posted by: ფითქო 12 Sep 2014, 20:06
ჰეჰ, ირანი წელსაც ვერ მოვახერხე... user.gif



იმედია, ისლამური რეჟიმი მინიმუმ მომავალ წლამდე იქნება... ისლამური ირანი მაინტერესებს მე...

Posted by: bujumbura 26 Sep 2014, 19:07
გამარჯობა მეგობრებო!

ირანში არ ვყოფილვარ, მაგრამ ეს ქვეყანა ყოველთვის მაინტერესებდა და სურვილი მაქვს ოქტომბრის ბოლოს 10-12 დღით ვეწვიო სამოგზაუროდ. მინდა თეორანიდან შირაზამდე ვიმგზავრო ამ პერიოდში და რამდნეიმე ქალაქში შევჩერდე.

ყველაზე მთავარი პრობლემა ჩემთვის ამ ეტაპზე ნორმალურ ფასში თეორანამდე ჩაღწევაა. რადგან ცოტა დრო მაქვს ჯერ-ჯერობით ავიახაზებს განვიხილავ. ფლაივისტას იმედი მქონდა, მაგრამ 480 ლარი მომიხიეს.

გთხოვთ მირჩიეთ როგორ ჩავაღწიო თბილისიდან თეირანში მოკლე დროსა და მცირე ხარჯებით. მადლობა smile.gif

Posted by: lashuka 5 Oct 2014, 04:49
Baiateo
როდის გეგმავ გამგზავრებას?

Posted by: Baiateo 7 Oct 2014, 18:00
lashuka
მე ალბათ კაი ხანი ვერა smile.gif წელს რაღაც ბევრი რამის ყიდვას შევეჭიდე და ირანის ფინანსები მაინცდამაინც არ მრჩება smile.gif ნუ მომავალი წლის ბოლომდე ნამდვილად ვერა sad.gif

Posted by: lashuka 9 Oct 2014, 12:30
QUOTE
ნუ მომავალი წლის ბოლომდე ნამდვილად ვერა

რას ამბობ იქამდე როგორ უნდა გაძლო?

Posted by: Baiateo 9 Oct 2014, 22:02
რას ვიზამ, მანქანა და სახლი მირჩევნია smile.gif)

Posted by: lashuka 10 Oct 2014, 03:08
QUOTE
რას ვიზამ, მანქანა და სახლი მირჩევნია )

ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს ერთიც და მეორეც. PM ნახე...

Posted by: mafios 007 17 Oct 2014, 22:41
ეხლა მივდივარ სამოგზაუროდ და თუ შეგიძლიათ რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ
ისევ უვიზო რეჟიმია?
ხოარ იცით დაზღვევის ქონა აუცილებელია?
და საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარვუდგინო სად მივდივარ?
* * *
ან კიდე რამე სპეციფიურ საბუთს ხოარ მომთხოვენ? მაგალითად აცრების შესახებ

Posted by: kaki96_ 24 Oct 2014, 02:00
QUOTE
ეხლა მივდივარ სამოგზაუროდ და თუ შეგიძლიათ რამდენიმე კითხვაზე მიპასუხეთ
ისევ უვიზო რეჟიმია?
ხოარ იცით დაზღვევის ქონა აუცილებელია?
და საზღვრის გადაკვეთისას უნდა წარვუდგინო სად მივდივარ?
* * *
ან კიდე რამე სპეციფიურ საბუთს ხოარ მომთხოვენ? მაგალითად აცრების შესახებ




არაფერი არ გინდა პასპორტის გარდა

Posted by: frajock 6 May 2015, 00:36
როდისაა ყველაზე კაი სეზონი ირანის მოსანახულებლად , და ავტობუსით წასვლა ღირს თუ არა რა ღირს

Posted by: kataxxl 15 May 2015, 21:47
მე მინდა ფერეიდანში წასვლა მანქანით

წიგნები მინდა წავიღო საზღვარზე ხომ არ გაჭედავენ

Posted by: will smith 15 May 2015, 22:45
kataxxl
QUOTE
მე მინდა ფერეიდანში წასვლა მანქანით

წიგნები მინდა წავიღო საზღვარზე ხომ არ გაჭედავენ

როგორც ვიცი ჭედავენ მარა მაინც სცადე,გააჩნია რაოდენობასაც

Posted by: kataxxl 15 May 2015, 23:10
საიდან ჯობია წასვლა

აზერები მანქანებს არ უშვებენო წავიკითხე

თან გაიშნიკები ყავთ ნაბოზარი

სასომხეთიდან მოსულა გადასვლა???????

მანქანით ვგულისხმობ

Posted by: kaki96_ 16 May 2015, 00:36
თურქეთიდან.

ახალციხე,ვალე ,ყარსი,ბაზარგანი,თავრიზი

Posted by: sallyBourbon 20 May 2015, 09:29
mafios 007




რა კარგია smile.gif ტურისტულით მიდიხარ ?



მე მაქვს გეგმაში მაგრამ ჯერ არ ვიცი როდის წავალ..


და ფერეიდანსაც მოვინახულებ smile.gif

Posted by: bacaco 3 Jul 2015, 21:24
Isev uvizo gvaqvs iranshi? Zalian minda wasvla da iqneb dawerot rame ? An avtobisebi saidan dadian an vinme xom ar gegmavt wasvlas uaxloes xanshi? smile.gif smile.gif

Posted by: kaki96_ 6 Jul 2015, 01:45
QUOTE
Isev uvizo gvaqvs iranshi? Zalian minda wasvla da iqneb dawerot rame ? An avtobisebi saidan dadian an vinme xom ar gegmavt wasvlas uaxloes xanshi?


ორთაჭალიდან


















Posted by: bacaco 6 Jul 2015, 12:45
Aravis gindat wavidet smile.gif dzalian mainteresebs kidev uvizo gvaqvs?? smile.gif aravis gaqvt survili fereidanis naxvis smile.gif

Posted by: webdesigner93 6 Jul 2015, 13:37
bacaco
მე მაინტერესებს ძალიან smile.gif ფრენები არის თუ იცი ირანისკენ ?

Posted by: MeGaLine 6 Jul 2015, 13:45
თუ გადაწყვეთ წასვლას და შეიკრიბებით მეც თქვენთან ვარ ვიმოგზაურებდი სიამოვნებით მიუხედავად იმისა რო ზაფხულია smile.gif

Posted by: bacaco 6 Jul 2015, 14:42
Piradshi momweret smile.gif smile.gif ise mainteresebs ro ravi sxvatashoris somxetic mainteresebs da msurveli jerjerobit aravinaa nu iranzec ar vityvi uars.

Posted by: Dr Dre 6 Jul 2015, 18:52
მეგობრებო ავტო სტოპით მივდივარ ირანში, რჩევებს დიდი სიამოვნებით მივიღებდი smile.gif

Posted by: masai11 8 Jul 2015, 17:31
Royal_Flash
Fellowtraveller თანამგზავრი მიერ შარშან შემოთავაზებული ტური მომეწონა და თუ შენ იყავი ამ ტურში ძალიან საინტერესოა შენი შეფასება.
თავად ეს ტურსააგენტოც ისევ არსებობს, კოორდინატები ხომ არ იცით ვინმემ?

არაისლამური, ზოროასტიული სპარსეთია ჩემი ინტერესი და ტურიც შესაბამისი მინდა დავგეგმო.
კარგი იქნება თუ იმ რეგიონების მონახულებას შევძლებ სადაც დღესაც ცხვორობენ მაზდეანები.

Posted by: Dr Dre 27 Jul 2015, 13:03
გუშინ ჩამოვედი ირანიდან, ძალიან კმაყოფილი ვარ. სომხეთის გავლით ვიყავი ავტოსტოპით და ავტობუსით კომბინირებულად. ფერეიდუნ შაჰრიც ვიხილე

Posted by: bacaco 28 Jul 2015, 14:18
Dr Dre
au ra magaria mec minda da tavi ver movabi ra... sad.gif dawere ra kidev rame smile.gif daaxloebit ra dagijda? Sicxeebi iko? Sazgvarze uproblemod gadaxvedit smile.gif

Posted by: Dr Dre 29 Jul 2015, 11:34
bacaco
QUOTE
daaxloebit ra dagijda?

150$ მდე დაჯდა, თუმცა გასათვალისწინებელია ის. რომ მე კარავშიც მეძინა და ავტოსტოპითაც ვმოგზაურობდი ხშირად.
QUOTE
Sicxeebi iko?

კი საშინლად ცხელოდა
QUOTE
Sazgvarze uproblemod gadaxvedit

ვერა, ერთი ღამე სომხეთის საზღვარზე გაგვათევინეს. ვერ დავუმტკიცეთ რომ ვიზა არ გვჭირდებოდა. ბოლო-ბოლო საზღვრის უფროსს დაურეკა ჩვენმა ელჩმდა და ბრძანება გასცა გავეშვით. ძალიან ტვინგაყინული ხალხია საზღვარზე. ტურისტისთვის ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა, ყველა გიღიმის, ყველა ფოტოებს გადაღებას გთხოვს. სახლში გეპატიჟებიან, სასაუზმოდ და ჩაიზე გიწვევენ, იყო შემთხვევები როდესაც ცოლ-ქმარმა მანქანით ექსკურსიები ჩატვიტარეს და ისპაჰანის რამდენი ძეგლი გვანახეს. თუ კარვით მიდიხარ იდელური ქვეყანაა მაგისთვის, კემპინგის კულტურა უაზრობამდე ყავთ აყვანილი, სადაც რამე მწვანეს დაინახავენ ეგრევე კარავს შლიან და ჩაის სმას იწყებენ. ფერეიდანში წადი აუცილებლად, ეს არის საოცრება. მე უფრო მაგის გამო წავედი სპარსეთში

Posted by: Jorik 5 Aug 2015, 13:04
QUOTE
ტურისტისთვის ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა, ყველა გიღიმის, ყველა ფოტოებს გადაღებას გთხოვს. სახლში გეპატიჟებიან, სასაუზმოდ და ჩაიზე გიწვევენ, იყო შემთხვევები როდესაც ცოლ-ქმარმა მანქანით ექსკურსიები ჩატვიტარეს და ისპაჰანის რამდენი ძეგლი გვანახეს. თუ კარვით მიდიხარ იდელური ქვეყანაა მაგისთვის, კემპინგის კულტურა უაზრობამდე ყავთ აყვანილი, სადაც რამე მწვანეს დაინახავენ ეგრევე კარავს შლიან და ჩაის სმას იწყებენ. ფერეიდანში წადი აუცილებლად, ეს არის საოცრება. მე უფრო მაგის გამო წავედი სპარსეთში

up.gif

Posted by: kaki96_ 6 Aug 2015, 14:47
QUOTE
ტურისტისთვის ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა


არც მთლად მასეა საქმე,მაინც საფრთხილოა უკაცრიელ ადგილებში მარტო გადადგილება.
ეგ კიარადა ქალაქებშიც ისეთი დამუღამებული მეთოდები აქვთ სტუმრებისთვის ჩანთებისა და ნივთების წართმევის.
ერთხელ თეირანში მანქანა გაეძრო ქსივით საბუთებიო თავი 90 წლების თბილისში მეგონა gigi.gif
იგნორი რო გავუკეთე ,მერე ჩანთას წაეტანა და მანქანა ეგრევე დაძრა ადგილიდან.
დროზე რომ არ გამეშვა ხელი ალბათ მითრევდა შუაგულ თეირანში.
კიდევ კარგი ჩანთაში დიდი არაფერი მედო და ფულიც და საბუთებიც თან მქონდა

Posted by: Atreverse 2 Oct 2015, 17:43
QUOTE
ფრენები არის თუ იცი ირანისკენ ?

კი, არის რეისები

Posted by: VILLA 4 Oct 2015, 22:16
მოგესალმებით მეგობრებო

ჩემი ირანელი მეგობარი გეგმავს საქართველოში ვიზიტს, ვინც გარკვეული ხართ ამ საკითხებში იქნებ მომცეთ რჩევა დარიგებები, რომელსაც მას გადავცემ.

მაინტერესებს როგორ შეუძლია ყველაზე იაფად საქართველოში ჩამოსვლა, ავტობუსით აღარ მოდიანო, თურქეთში არსებული საფრთხის გამოვო. სხვა გზაა არ არის ირანელი მოქალაქისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს?


Posted by: PINKY 5 Oct 2015, 13:32
kaki96_

შენერთხელ არგაგიმართლა მთელქვეყანას ნუდაადანაშაულებ..

მეცგადავკვეთე ალბათ 10 წლისწინ მთელი ირანი და ძაან კეთილი და სტუმართმოყვარე შემხვდა ყველა..

ერთხელ თეირანში ვაგზლის ტერიტორიაზე რუგზაკი დამრჩა :დ ზემოდან დაჟე პატარა ჩანთა ედო რომელშიც ფული დარაღაცეები გვეწყო..

15-20 წუთისმერე დავეჭვდი რა ძაანმსუბუქად დავდივართქო და რომ დავბრუნდი ყველაფერ ხელუხლებელი დაგვხვდა..

: )

ყოფილა შემთხვევა კიდე სასტუმროს რომ ვეძებდით და ვინმეს ვკითხავდით რამე მიგვასწავლეთქო, არგვიშვებდნენ სასტუმროში ძაან ძვირიაო და თავისთან გვტოვებდნენ უფასოდ რათქმაუნდა..

მოკლედ მე კარგად მახსენდება : )

აი სასმელსაც რომყიდიდნენ თავისუფლად უფრო ხშირად ჩავიდოდი ხოლმე..

: პ

Posted by: janela 6 Oct 2015, 13:57
მეგობრებო,

ირანში ვაპირებ წასვლას

საიდან ჯობია და რა ლოკაციების გავლით საქართველოდან, რომ თეირანამდე ჩავიდე?

Posted by: PINKY 6 Oct 2015, 16:54
janela

სომეხი თუ არხართ არავინ აზერბაიჯანიდან რათქმაუნდა..

: )

Posted by: janela 6 Oct 2015, 17:02
PINKY

რა არავინ?

სხვა კითხვა დასვსი smile.gif)

ანუ: სარფიდან ჯობია წავიდე თუ ახალქალაქიდან? მერე რომელ ქალაქში უნდა ჩავიდე? ყარსში და ყარსიდან თეირანში? ეს მაინტერესებს.. smile.gif)

Posted by: PINKY 6 Oct 2015, 17:22
janela

რა ვერგაიგე ?

თუ სომეხი არავინ ხართ აზერბაიჯანიდან წადით თქო..

სარფი ვაბშე რაშუაშია ? ? ?

ან რითი მიდიხართ ? ? ?

Posted by: janela 6 Oct 2015, 17:32
PINKY

QUOTE
თუ სომეხი არავინ ხართ აზერბაიჯანიდან წადით თქო..


ხოდა აზერბაიჯანიდან რომელი ქალაქიდან? მარშუტი მაინტერესებს ზოგადი პასუხები არა : ) რუსეთის გავლით რომ ვერ წავალ ვიცი. ამიტომ ,,town by town" პრინციპით მაინტერესებს. იქნებ ამაზე მიპასუხო )))

QUOTE
სარფი ვაბშე რაშუაშია ? ? ?


თურქეთის გავლითაც დადიან, მაგ: ყარსის გავლით.

QUOTE
ან რითი მიდიხართ ? ? ?


საზ. ტრანსპორტით და ადგილზე (ალბათ) ავტომობილს დავიქირავებთ...

Posted by: PINKY 6 Oct 2015, 17:39
janela

აზერბაიჯანში ბაქოს გარდა არცერთი ქალაქის სახელი არვიცი..

: ) )

და თუ საზტრანსპორტით მიდიხარ რაღა მნიშვნელობა აქვს რისი გავლით წავა ?

: )

Posted by: janela 6 Oct 2015, 20:57
PINKY

ნამყოფი ხარ ირანში?
კიდე ზოგად რაღაცეებს მწერ!

თუ ნამყოფი ხარ როგორ წადი ეგ მაინტერესებს.

თბილისიდან წადი ბაქოში და მერე ბაქოდან თეირანში?


მოკლედ ვინც ნამყოფი ხართ მხოლოდ იმათ მიპასუხეთ!







Posted by: Dr Dre 7 Oct 2015, 11:40
janela
მე ვარ ნამყოფი, ერევნის გავლით წავედი ავტო სტოპით, ტაბრიზიდან უკვე ავტობუსით ვმოძრაობდი. კონკრეტულად რა კითხვები გაქვს მკითხე, გიპასუხებ
PS. ორთაჭალიდან როდის გადის ავტობუსები თეირანისაკენ და რა ღირს ხომ არ იცით ვინმემ??

Posted by: janela 7 Oct 2015, 12:22
Dr Dre

მადლობა smile.gif)

აუტო სტოპი არ მაწყობს - დიდ დროს მოითხოვს...

ორთაჭალიდან გადისო 50 დოლარადო - მეც წავიკითხე მაგრამ მერე 118 08-ზე დავრეკე და მითხრეს რომ არ დადისო. მხოლოდ ფრენები არის მაგ მიმართულებითო.


Posted by: PINKY 7 Oct 2015, 13:46
janela

უცნაურად ჟღერსდა და მეც ავტოსტოპით ვიყავი, მეც სომხეთიდან (ერევანში ინდოეთის ვიზა უნდა ამეღო)..

ჩადი ხო ავტობუსით ბაქომდე და იქ გადაჯექი თეჰრანის ავტობუსზე..

შეგიძლია იგივე გააკეთო ერევნის გავლით..

არაფერი სირთულე მაგაში არდევს..

Posted by: vatman 7 Oct 2015, 18:27
PINKY
და რამდენი ხანი მიდის ავტობუსი თირანამდე ბაქოდან ან ერევნიდან?

Posted by: janela 7 Oct 2015, 20:44
vatman

https://goo.gl/OPzVjI შედი და დისტაციაზე მიაწერს დროს smile.gif) 16 საათი დაახლოებით

Posted by: kaki96_ 10 Oct 2015, 00:56
საერთოდ თურქეთიდან გადასვლა ყველაზე ნორმალურია,ორთაჭალიდან დადის მგონი უპრობლემოდ.

აზერების გზას რაც შეეხება.ჩადიხარ სასაზღვრო ქალაქ ასტარაში გადადიხარ საზღვარს,ტაქსით გადიხართ მთავარ ტრასაზე სულ 2-3 კილომეტრია და იალაა თეირანისკენ.
ეს გზა იყო ადრე .
100$ ღირდა ტაქსი წითელი ხიდიდან ასტარამდე.
მაგრამ აზერი ტამოჯნიკები საზიზღრობაა სრული

Posted by: givi van der vaarti 22 Oct 2015, 16:26
გამარჯობა, მანქანით მინდა წასვლა ირანში და თუ ხართ ვინმე ქართული ნომრებით ნამყოფი, გამიზიარეთ გამოცდილება, რა დაჯდება, იქ რამე შარს ხომ არ ავიკიდებ, და საერთოდ გამიშვებენ თუ არა, მადლობა

Posted by: JSN 21 Nov 2015, 18:12
შირაზში / პერსეპოლისში ვინ არის ნამყოფი? smile.gif

Posted by: იოკოძუნა 18 Jan 2016, 20:23
Dr Dre
შეგიძლია მითხრა, რამდენი დრო და ძალისხმევა დაგჭირდა ავტოსტოპზე? მე ახლა ვაპირებ და გამოცდილი ადამიანის რჩევა მჭირდება, კარგად რომ დავგეგმო, მადლობა : )

Posted by: supertramp 11 Feb 2016, 18:30
გამარჯობათ მეგობრებო,

ძალიან საინტერესო ინფორმაციებს ვნახულობ ხოლმე თქვენი მეშვეობით smile.gif

თუ შეგიძლიათ რჩევები მომცეთ. სამსახურიდან მთავაზობენ ირანში წასვლას. ნახევარი იქ მომიწევს ყოფნა და რა სიტუაციაა როგორი გარემოა.
მარტო მომიწევს წასვლა sad.gif რაღაც პერიოდი იქ ვიქნები რაღაც პერიოდი საქართველოში.

აღმოსავლეთში არასდროს არ ვარ ნამყოფი და არც დავინტერესებულვარ არასდროს და იქნებ ზოგადი რამე ინფო მომაწოდოთ.

თემას რათქმაუნდა ვკითხულობ დავიწყეთავიდან მაგრამ მიმდინარე სიტუაციაც მაინტერესებს

მადლობა წინასწარ

Posted by: Trulala 8 Mar 2016, 16:04
მე ვაპირებ აპრილში ირანში მოგზაურობას.
გიზიარებთ გაიდბუქებს:
http://www.highlander.ge/iran-travel-guide/
http://www.highlander.ge/iran/
ბოლოში არის სხვადასხვა ფორმატში ჩამოსაქაჩი ბმულები

Posted by: sallyBourbon 19 Mar 2016, 19:03
https://sallyjanellysblog.wordpress.com/2016/03/17/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-3/

Posted by: ML320_Blue 3 Apr 2016, 01:48
QUOTE (sallyBourbon @ 19 Mar 2016, 19:03 )
https://sallyjanellysblog.wordpress.com/2016/03/17/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-3/

ერთობ საინტერესო რევიუ იყო ირანის შესახებ...

Posted by: _Burzum 4 Apr 2016, 03:39
QUOTE (sallyBourbon @ 19 Mar 2016, 19:03 )
https://sallyjanellysblog.wordpress.com/2016/03/17/%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-3/

შენ კი გაიხარე, მშვენივრად დამათენდა თავს ამის კითხვა-თვალიერებაში და პარალელურად გუგლ რუკაზე ვნახულობდი იმ ადგილებს, რასაც ახსენებდი.
user.gif

Posted by: lepori 24 Apr 2016, 20:29
ხალხნო,
ალავირდი ხან უნდილაძემ 33 თაღიან ხიდზე ქართული ასოები გამოსახაო და>>>> https://en.wikipedia.org/wiki/Si-o-seh_pol
ვერ ვიპოვე ერთი სურათიც კი ქართული ასოები რომ ჩანდეს sad.gif

თუ იცით რამე ფოტო, დამიდევით ლინკი თქვენ გახარებასა alk.gif

Posted by: shukera 24 Apr 2016, 20:45
lepori
QUOTE
ხალხნო,
ალავირდი ხან უნდილაძემ 33 თაღიან ხიდზე ქართული ასოები გამოსახაო და>>>> https://en.wikipedia.org/wiki/Si-o-seh_pol
ვერ ვიპოვე ერთი სურათიც კი ქართული ასოები რომ ჩანდეს

თუ იცით რამე ფოტო, დამიდევით ლინკი თქვენ გახარებასა 



უნდილაძემ ეგ ხიდი რომ ააგო მაშინ ქართულ ანბანში 38 ასო იყო....

Posted by: lepori 24 Apr 2016, 22:20
shukera
QUOTE
უნდილაძემ ეგ ხიდი რომ ააგო მაშინ ქართულ ანბანში 38 ასო იყო....

ანუ ტყუილია ის ამბავი რომ ქართული ასოებია გამოსახული?..

QUOTE
უნდილაძის მიერ აშენებული ხიდის 33 თაღი შეესაბამება ქართული ანბანის 33 ასოს, თითოეულ თაღზე თითო ქართული ასოა გამოსახული

http://www.fereidani.ge/17_alaxani/17_alaxani.html

Posted by: cinakani 10 May 2016, 15:48
ეხლა მაისში მივდიოდი ირანში და ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ გადაგვაგდო გამგზავრების დღესsmile.gif))

Posted by: Jorik 15 May 2016, 15:14
QUOTE
ეხლა მაისში მივდიოდი ირანში და ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ გადაგვაგდო გამგზავრების დღეს

ფული აიღეს და დატყდნენ?

Posted by: vatman 16 May 2016, 14:22
cinakani
QUOTE
ეხლა მაისში მივდიოდი ირანში და ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ გადაგვაგდო გამგზავრების დღეს))

უფრო დეტალური ინფორმაცია საინტერესო იქნებოდა....

Posted by: cinakani 16 May 2016, 17:54
QUOTE
ფული აიღეს და დატყდნენ?

QUOTE
უფრო დეტალური ინფორმაცია საინტერესო იქნებოდა....


მოკლედ ესეთი ამბავია: 9 მაისს უნდა წავსულიყავი ირანში ტურისტული კომპანია თრეველერ ჯის ტურით. თანხა წინასწარ გადავუხადე, მანამდე ვაუჩერიც ვიყიდე სვუპზე. გამგზავრების დღეს მირეკავს ორგანიზატორი დიდი ბოდიშები, რომ ტური ჩაიშალა. მეუბნება რომ დაახლოებით ნახევარმა ჯგუფმა, რომელიც ერთად მოდიოდა, თანხა არ გადაიხადა. დავრჩით მეორე ნახევარი ვისაც გადახდილი გვქონდა მაგრამ ტურისტულმა დაგვიკიდა და ეს ნახევარი ჯგუფი და ტური ჩაშალეს. ყველა საოცარი ისაა ბოლო დღემდე როგორ მიიყვანეს ამხელა თანხის გადახდა, რაც ცოტა საეჭვოა. თუმცა მთავარი წინ გელით : ))) 9 მაისიდან დღემდე ველოდები ფულის დაბრუნებას, მთელი ომი მქონდა დღეს. ლამის ცოცხალ-მკვდარი ვაგინე ტელეფონზე. დაიმახსოვრეთ ამ კომპანიის სახელი (Traveler GE) და ამ ნაბოზრებს არ გაეკაროთ. ათასი ტყუილი მოიგონეს, თითქოს თანხა გადმორიცხული იყო უკვე. მე იმ ფულს მაინც დავიბრუნებ, უბრალოდ ნერვების წყვეტად მიჯდება ეს ყველაფერი.

Posted by: vatman 17 May 2016, 10:43
cinakani
გასაგებია..
წინა დღით თქმა რა ამბავია...
არადა მაგათ ფასდაკლებებს მიაქვს სვუპ.ჯი


Posted by: cinakani 20 May 2016, 13:45
QUOTE
გასაგებია..
წინა დღით თქმა რა ამბავია...
არადა მაგათ ფასდაკლებებს მიაქვს სვუპ.ჯი


ფეხებზე კიდიათ საკუთარი კლიენტები და მაგიტომ. სულ არ ადარდებდათ რომ ტური ჩაიშალა.

Posted by: LEGEN_wait for it_DARY 20 May 2016, 16:42
vatman

იტყუებიან ფასდაკლებებზეც. ერთ თეთრს არ აკლებენ რეალურად.

Posted by: Jorik 21 May 2016, 20:00
cinakani
QUOTE
მოკლედ ესეთი ამბავია: 9 მაისს უნდა წავსულიყავი ირანში ტურისტული კომპანია თრეველერ ჯის ტურით. თანხა წინასწარ გადავუხადე, მანამდე ვაუჩერიც ვიყიდე სვუპზე. გამგზავრების დღეს მირეკავს ორგანიზატორი დიდი ბოდიშები, რომ ტური ჩაიშალა. მეუბნება რომ დაახლოებით ნახევარმა ჯგუფმა, რომელიც ერთად მოდიოდა, თანხა არ გადაიხადა. დავრჩით მეორე ნახევარი ვისაც გადახდილი გვქონდა მაგრამ ტურისტულმა დაგვიკიდა და ეს ნახევარი ჯგუფი და ტური ჩაშალეს. ყველა საოცარი ისაა ბოლო დღემდე როგორ მიიყვანეს ამხელა თანხის გადახდა, რაც ცოტა საეჭვოა. თუმცა მთავარი წინ გელით : ))) 9 მაისიდან დღემდე ველოდები ფულის დაბრუნებას, მთელი ომი მქონდა დღეს. ლამის ცოცხალ-მკვდარი ვაგინე ტელეფონზე. დაიმახსოვრეთ ამ კომპანიის სახელი (Traveler GE) და ამ ნაბოზრებს არ გაეკაროთ. ათასი ტყუილი მოიგონეს, თითქოს თანხა გადმორიცხული იყო უკვე. მე იმ ფულს მაინც დავიბრუნებ, უბრალოდ ნერვების წყვეტად მიჯდება ეს ყველაფერი.

იმედია დააბრუნებენ ფულს, განუკითხაობაა ტო.

Posted by: cinakani 23 May 2016, 11:51
QUOTE
cinakani
QUOTE
მოკლედ ესეთი ამბავია: 9 მაისს უნდა წავსულიყავი ირანში ტურისტული კომპანია თრეველერ ჯის ტურით. თანხა წინასწარ გადავუხადე, მანამდე ვაუჩერიც ვიყიდე სვუპზე. გამგზავრების დღეს მირეკავს ორგანიზატორი დიდი ბოდიშები, რომ ტური ჩაიშალა. მეუბნება რომ დაახლოებით ნახევარმა ჯგუფმა, რომელიც ერთად მოდიოდა, თანხა არ გადაიხადა. დავრჩით მეორე ნახევარი ვისაც გადახდილი გვქონდა მაგრამ ტურისტულმა დაგვიკიდა და ეს ნახევარი ჯგუფი და ტური ჩაშალეს. ყველა საოცარი ისაა ბოლო დღემდე როგორ მიიყვანეს ამხელა თანხის გადახდა, რაც ცოტა საეჭვოა. თუმცა მთავარი წინ გელით : ))) 9 მაისიდან დღემდე ველოდები ფულის დაბრუნებას, მთელი ომი მქონდა დღეს. ლამის ცოცხალ-მკვდარი ვაგინე ტელეფონზე. დაიმახსოვრეთ ამ კომპანიის სახელი (Traveler GE) და ამ ნაბოზრებს არ გაეკაროთ. ათასი ტყუილი მოიგონეს, თითქოს თანხა გადმორიცხული იყო უკვე. მე იმ ფულს მაინც დავიბრუნებ, უბრალოდ ნერვების წყვეტად მიჯდება ეს ყველაფერი.

იმედია დააბრუნებენ ფულს, განუკითხაობაა ტო.


ძალიანაც არ უნდოდათ, მაგრამ დააბრუნეს
sa.gif sa.gif

Posted by: nutsiko 20 Jun 2016, 19:45
cinakani
კაბადოკიაში მიმავალი ტურისტები, სარფის გამშვები-პუნქტიდან უკან დააბრუნეს. ჩაშლილი ტურს ტურისტებსა და ორგანიზატორებს შორის სიტყვიერი დაპირსპირება მოჰყვა. ადგილზე მივიდა საპატრული პოლიცია და ვითარება განიმუხტა. საბოლოოდ, ტურის მონაწილეები თბილისში დაბრუნდნენ. ისინი ითხოვენ თანხის უკან დაბრუნებას. კერძოდ: ტურის ღირებულების - 180 ლარისა და ვაუჩერში გადახდილი - 15 ლარის მათთვის დაბრუნებას.

„ჯი-ეიჩ-ენი“ საკითხით დაინტერესდა და მის გარკვევას შეეცადა. ერთ-ერთი ტურისტი ამბობს, რომ მან ფასდაკლების ვაუჩერი კაბადოკიის ტურზე ფასდაკლებების საიტ - swoop.ge-ზე შეიძინა.

swoop.ge-ზე გაკეთებულ სარეკლამო შეთავაზებაში ვკითხულობთ: „გთავაზობთ 15 ლარად, 60%-იან ფასდაკლების ვაუჩერს 4 დღიან ტურზე კაპადოკიაში კომპანიისგან Traveler.ge. ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში ადგილზე გადაიხდით 180 ლარს 450 ლარის ნაცვლად“.

რადგან Traveler.ge, აღიქმება როგორც -.GE ზონის დომენი, გადავამოწმეთ და ამ დომენზე სადაზღვევო კომპანია „იმედი ელ“-ის ვებგვერდი იხსნება. კომპანია „იმედი ელის“ წარმომადგენელი „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბარში ადასტურებს, რომ დომენი მათ ეკუთვნის, თუმცა ტურისტულ კომპანიასთან რაიმე სახის ურთიერთობას, მით უფრო, აღნიშნულ ტურთან, კატეგორიულად უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ განცხადებაში მითითებული არ არის რომ Traveler.ge კომპანიის ინტერნეტგვერდის მისამართია. შესაძლოა, ეს მხოლოდ კომპანიის სახელწოდებაა, თუმცა სამეწარმეო რეესტრში ამ სახელწოდებით კომპანია არ იძებნება.

ამის შემდეგ დავუკავშირდით განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო პირებს, რომელთაგან ერთ-ერთმა, შალვა ბოლოთაშვილმა განაცხადა, რომ ის ხელმძღვანელობდა ამ ტურს. „ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვაზე - რატომ ვერ შეძლო კომპანიამ ტურის უზრუნველყოფა, ბოლოთაშვილი ამბობს, რომ ამის მიზეზი სარფის გამშვებ-პუნტზე წარმოქმნილი პრობლემა იყო. „თურქეთის მხარემ ავტობუსები არ გაატარა“.

მისივე თქმით, მიზეზი მათთვისაც უცნობია.

„სწორედ ეს გახდა მიზეზი რომ ტური ჩაიშალა. ჩვენ მივმართეთ თურქეთის საელჩოს და ვცდილობთ საკითხში გარკვევას. ჩვენ არაერთი ტური გქვონია და ეს იყო მე-11. მსგავსი პრობლემა არასდროს შეგვქმნია“, - ამბობს ბოლოთაშვილი.

ჩვენს კითხვაზე არის თუ არა კომპანია Traveler.ge პასუხიმგებელი, ბოლოთაშვილი გვპასუხობს, რომ ეს ტური დაგეგმა არა კომპანიამ, არამედ ფიზიკურმა პირმა შალვა ბოლოთაშვილმა და აქ კომპანია არაფერ შუაშია. ასევე, ამბობს რომ დომენი Traveler.ge მათი კუთვნილება არ არის.

კითხვაზე, განცხადებაში ტურს სწორედ Traveler.ge სთავაზობს ტურისტებს, ორგანიზატორი გვეუბნება: „მე მილიონი კომპანია მაქვს, სამშენებლო და სხვაც ბევრი და მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“.

ბოლოთაშვილი ჩვენთან საუბარში ადასტურებს, რომ ტურისტებისთვის თანხა ჯერ არ დაუბრუნებიათ, რადგან სასტუმროს, საწვავისა და ავტობუსის მძღოლებისთვის უკვე გადახდილი ჰქონდათ.

მისი თქმით, თანხის დაბრუნებას გარკვეული დრო დასჭირდება.

კომპანიის შესახებ დასმულ კითხვაზე გაუგებარი პასუხის შემდეგ, მივმართეთ swoop.ge-ს, სადაც ოპერატორმა „ნინიმ“ ჩვენს შეკითხვაზე რატომ შეჰყავთ მომხარებელი შეცდომაში, როცა ასეთი კომპანია არ არსებობს, ჩვენთან საუბარი არ ისურვა. ჩვენს თხოვნის შემდეგ კი, პასუხისმგებელ პირთან დავეკავშირებინეთ, საუბარი დაასრულა.

ტურის ჩაშლის მიზეზებზე სხვა ვერსია აქვთ ტურისტებს. ისინი ამბობენ, რომ ორგანიზატორებს დოკუმენტაცია წესრიგში არ ჰქონდათ, რის გამოც თურქეთის მხარემ ავტუბუსები ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა.

ტურისტებმა საზღვარი ფეხით გადაკვეთეს. ორი ავტობუსი კი დარჩა ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

„ერთი ვერსიით, შეფერხება უკავშირდებოდა საზღვარზე კომპიუტერული სისტემის გაუმართაობას. მეორე ვერსიით, ავტობუსების გამქირავებელ კომპანიას დროულად არ ჰქონდა გადაგზავნილი შესაბამისი მოთხოვნა, საბუთები საზღვარზე, რაც აფერხებდა ავტობუსებისთვის პროცედურების გავლას. როგორც საბოლოოდ გაირკვა, ბოლო ვერსიით, ავტობუსებს არ გააჩნდათ საკმარისი საბუთები საზღვრის გადასაკვეთად და კაბადოკიისკენ გზის გასაგრძელებლად“, - გვიყვება ერთ-ერთი ტურისტი.

შესაძლოა, სრულიად სიმართლეს შეესაბამებოდეს, რასაც ბოლოთაშვილი ჰყვება, თუმცა რამდენიმე დარღვევა, რომელიც სახეზეა, კითხვის ნიშნებს აჩენს: 1. არარსებული კომპანია გეგმავს ტურს. 2. შემდეგ აცხადებს რომ პასუხისმგებელი არა კომპანია, არამედ ფიზიკური პირია, რის შესახებაც ტურისტებმა არ იციან. 3. ვაუჩერის ღირებულების გარდა გადასახდელი 180 ლარი ტურისტებმა მგზავრობის დაწყების წინ, ავტობუსში ხელზე გადიხადეს ისე, რომ არანაირი დამადასტურებელი ქვითარი მათთვის არ გადაუციათ.

სხვა საკითხია ჰქონდა თუ არა ავტობუსს დოკუმენტაცია წესრიგში, რა გახდა არ შეშვების მიზეზი, თუმცა ერთი რამ ნათელია - ჯერჯერობით ტურისტებისთვის არც გადახდილი თანხა დაუბრუნებიათ და არც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დაინტერესებულან, რა ხდება. იქნებ არც არის მათი კომპეტენცია?

http://ghn.ge/com/news/view/155168

Posted by: cinakani 30 Jun 2016, 11:18
QUOTE

nutsiko

ვნახე, სიუჟეტიც კი იყო ტელევიზიაში. ვიღაცას თავს მოაკვლევინებენ ეს იდიოტები biggrin.gif biggrin.gif

Posted by: giogiorgi13 13 Jul 2016, 16:13
კიდევ უვზო რეჟიმია ხო ?
ვაპირებ ავტოსტოპით წასვლას და მაინტერესებბს რა მაშუტს მირჩევდით და საჭმელს რა ფასები აქვს და ასე შემდეგ
___________

Posted by: bacaco 14 Jul 2016, 14:26
giogiorgi13
Mec wamiyvane ra

Posted by: giogiorgi13 16 Jul 2016, 11:34
bacaco
წამო რა პრობლემაა მართლა თუ გინდა დამიკავშირდი და ჯერ ჩვენ ორი კაცი ვართ ავტოსტოპზე წყვილათ უნდა ვიყოთ იდეაში

Posted by: Phosphorescence 16 Jul 2016, 16:42
ახლა უვიზო რეჟიმი გვაქვს ირანთან? თეოკრატიული მმართველობაა და რა წესები უნდა გაითვალისწინოს ჩასულმა ადამიანმა?

Posted by: cinakani 16 Jul 2016, 17:28
QUOTE
ახლა უვიზო რეჟიმი გვაქვს ირანთან? თეოკრატიული მმართველობაა და რა წესები უნდა გაითვალისწინოს ჩასულმა ადამიანმა?

ჩვენთვის ირანთან ყოველთვის უვიზო რეჟიმი მოქმდედებდა და ეხლაც მოქმედებს. წესებს რაც შეეხება, სასტიკად აკრძალულია ალოკოჰოლური სასმელების შეტანა საზღვარზე და ასევე ქვეყნის შიგნით მოხმარება. ჩაცმულობას რაც შეეხება, კაცებს შორტების გარდა ყველაფრის ჩაცმა შეუძლიათ, ქალებისთვის კი ცოტა მკაცრი წესებია. თმები დაფარული უნდა იყოს და გამომწვევად არ უნდა ეცვას. უსაფრთხოების მხრივ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. რაც თურქეთში და საფრანგეთში ხდება, მსგავსი მოვლენები იქ ფაქტობრივად გამორიცხულია. იქაური სპეცსამსახურები უმაღლეს დონეზე მუშაობენ. ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, მთავარია მათ წეს–ჩვეულებებს პატივი სცეთ და ზედმეტ ხმას არავინ გაგცემთ.

Posted by: Phosphorescence 16 Jul 2016, 17:37
cinakani
გამომწვევად ჩაცმაში რა იგულისხმება? მოკლემკლავიანი მაისური შეიძლება გამომწვევად ჩაითვალოს?
ალკოჰოლზე ცხადი იყო ისედაც. უფრო სამოსზე მაინტერესებს, ქალისა და კაცის შემთხვევაში.

Posted by: cinakani 16 Jul 2016, 17:53
კაცის შემთხვევაში განსაკუთრებული შეზღუდვები არაა, შორტებს თუ არ ჩავთვლით.

QUOTE
გამომწვევად ჩაცმაში რა იგულისხმება? მოკლემკლავიანი მაისური შეიძლება გამომწვევად ჩაითვალოს?

შეიძლება ეგეც ჩაითვალოს. ქალის შემთხვევაში სასურველია ყოველგვარი მოკლე (კაბა, მაისური) დავივიწყოთ: )))) თავსაბურავი აუცილებელი ატრიბუტია, განსაკუთრებით რელიგიური დანიშნულების ადგილებში. თუმცა ამაზე ტურისტებს ნაკლებად ერჩიან როგორც წესი. ასევე აუცილებელია მოსასხამის ან მანტოს ტიპის ჩასაცმელი რომელიც საჯდომს დაფარავს.

Posted by: Phosphorescence 16 Jul 2016, 18:15
cinakani
გასაგებია. ეს რეგულაცია სახლშიც, ანუ შიგნითაც აუცილებელია?
სიტყვაზე, რომ მიგიპატიჟონ სტუმრად, ან ოჯახში აღმოჩნდე ვინმესთან, მაშინაც გიწევს ჩვეულებრივ დაცვა, ხო?

Posted by: cinakani 16 Jul 2016, 19:08
QUOTE
გასაგებია. ეს რეგულაცია სახლშიც, ანუ შიგნითაც აუცილებელია?
სიტყვაზე, რომ მიგიპატიჟონ სტუმრად, ან ოჯახში აღმოჩნდე ვინმესთან, მაშინაც გიწევს ჩვეულებრივ დაცვა, ხო?

ჩაცმაზე ესეთი კონტროლი ქუჩაში ხორციელდება. სახლში რაც გინდა ის ქენი. შინაურულ წრეში ალკოჰოლურ სასმელებსაც კარგად წრუპავენ : ))) არამგონია მასპინძლმა ქალს დააძალოს მოსასხამის ტარება. საკმაოდ სერიოზული პროტესტი აქვთ ირანელებს ქალებს ჩაცმის ესეთ რეგულაციებთან დაკავშირებით. უკვე დიდი ხანია წამოიწყეს კამპანია "my stealthy freedom". ჩადრის და ყოველგვარი თავსაბურავის გარეშე იღებენ ფოტოებს და სოციალურ ქსელებში ათავსებენ.

Posted by: darlan 16 Jul 2016, 19:37
QUOTE
მოკლედ ესეთი ამბავია: 9 მაისს უნდა წავსულიყავი ირანში ტურისტული კომპანია თრეველერ ჯის ტურით. თანხა წინასწარ გადავუხადე, მანამდე ვაუჩერიც ვიყიდე სვუპზე. გამგზავრების დღეს მირეკავს ორგანიზატორი დიდი ბოდიშები, რომ ტური ჩაიშალა. მეუბნება რომ დაახლოებით ნახევარმა ჯგუფმა, რომელიც ერთად მოდიოდა, თანხა არ გადაიხადა. დავრჩით მეორე ნახევარი ვისაც გადახდილი გვქონდა მაგრამ ტურისტულმა დაგვიკიდა და ეს ნახევარი ჯგუფი და ტური ჩაშალეს. ყველა საოცარი ისაა ბოლო დღემდე როგორ მიიყვანეს ამხელა თანხის გადახდა, რაც ცოტა საეჭვოა. თუმცა მთავარი წინ გელით : ))) 9 მაისიდან დღემდე ველოდები ფულის დაბრუნებას, მთელი ომი მქონდა დღეს. ლამის ცოცხალ-მკვდარი ვაგინე ტელეფონზე. დაიმახსოვრეთ ამ კომპანიის სახელი (Traveler GE) და ამ ნაბოზრებს არ გაეკაროთ. ათასი ტყუილი მოიგონეს, თითქოს თანხა გადმორიცხული იყო უკვე. მე იმ ფულს მაინც დავიბრუნებ, უბრალოდ ნერვების წყვეტად მიჯდება ეს ყველაფერი.


ეს Traveler GE ყველგან როგორ ახერხებს თავისიუ კვალის დატოვებას sad.gif

Posted by: Phosphorescence 16 Jul 2016, 20:22
cinakani
მადლობა ინფორმაციისთვის.

Posted by: cinakani 16 Jul 2016, 22:29
QUOTE
მადლობა ინფორმაციისთვის.

არაფრის რა მადლობა. შემდეგ წელს ვაპირებ წასვლას ჩემი ხოდით და იმედია გამომივა.

QUOTE
ეს Traveler GE ყველგან როგორ ახერხებს თავისიუ კვალის დატოვებას

ეგენი საერთოდ სალაპარკოდაც კი არ ღირს.

Posted by: Phosphorescence 17 Jul 2016, 00:46
QUOTE
ეს Traveler GE ყველგან როგორ ახერხებს თავისიუ კვალის დატოვებას

რა კვალზეა საუბარი? ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ?

Posted by: cinakani 17 Jul 2016, 18:24
QUOTE

რა კვალზეა საუბარი? ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ?

მაგას ცუდი რეპუტაცია აღარ ქვია უკვე. თავხედობის და გარეწრობის ყველანაირი რეკორდი მოხსნეს. უბრალოდ არ გაეკარო მაგ ტურისტულს, ტურისტული თუ შეიძლება რომ ვუწოდოთ საერთოდ.

Posted by: Phosphorescence 17 Jul 2016, 18:38
cinakani
დამაინტერესა უკვე. რა ინციდენტებზეა საუბარი კერძოდ?

Posted by: nutsiko 18 Jul 2016, 11:17
დიდი ხანია მინდა ირანში წასვლა.
ორ მეგობარს გვინდოდა, მაგრამ თანმხლები ბიჭის გარეშე არ გვირჩიეს.
რომელიმე ტურისტული ჯგუფი თუ იცით, ვისაც მიჰყავს ხალხი ტურისტულად?
ძალიან ძალიან მინდა ირანის ნახვა.
იქნებ მირჩიოთ რამე, დამაკვალიანოთ.
მადლობელი წინასწარ

Posted by: cinakani 18 Jul 2016, 17:25
QUOTE
დამაინტერესა უკვე. რა ინციდენტებზეა საუბარი კერძოდ?

უკვე მერამდენედ გადაყარეს ხალხი. ტიპებს ტურში მიყავთ ხალხი და წესიერად გზაც კი არ იციან, ამასწინათ აბუდელაურზე ატარეს 32კმ. ფეხით ისე რომ არც კი გააფრთხილეს რამდენი იქნებოდა სასიარულო. მერე ჯგუფი დაიშალა და ხალხი თავისით წამოვიდა, ზოგი ლამის კლდეზე გადაიჩეხა. ირანის ტური გამგზავრების დღეს ჩაშალეს და მერე ფულს არ აბრუნებდნენ სანამ და არ დავახურე თავზე ყველაფერი. კაპადოკიაში მიყავდათ ხალხი და თურქულმა მხარემ არ შეუშვა ავტობუსი საბუთების გაუმართაობის გამო. ესენი საზღვრიდან დატყდნენ და ხალხი სარფიდან საკუთარი ფულით დაბრუნდა. კიდევ ძალიან ბევრია, ყველაფერს აქ ვერ დავწერ.
* * *
QUOTE
დიდი ხანია მინდა ირანში წასვლა.
ორ მეგობარს გვინდოდა, მაგრამ თანმხლები ბიჭის გარეშე არ გვირჩიეს.
რომელიმე ტურისტული ჯგუფი თუ იცით, ვისაც მიჰყავს ხალხი ტურისტულად?
ძალიან ძალიან მინდა ირანის ნახვა.
იქნებ მირჩიოთ რამე, დამაკვალიანოთ.
მადლობელი წინასწარ

http://www.cultur.ge/ge/package/iran/
ეს არის საკმაოდ კარგი ტური, თუმცა ძალიან ძვირია. შენითაც შეგიძლია წახვიდე, დამიჯერე გამყოლი ბიჭი ნამდვილად არ გჭირდება smile.gif

Posted by: bacaco 18 Jul 2016, 20:16
nutsiko
Mec shen dgeshi var ise dzalian minda iranshi chemi meugle daviyolie da albad gazafxulze vestumrebi am saocar qveyanas

Posted by: cinakani 21 Jul 2016, 18:43
17 ივლისს, სტამბულში გამართულ იუნესკოს სესიაზე, მსოფლიო მემკვიდრეობის კულტურულ ძეგლთა ნუსხაში შეიტანეს 8 ახალი ძეგლი, მათ შორი 2 ირანული, ესენია: უდაბნო დეშტე ლუტი და ირანის მიწისვქეშა საირიგაციო სისტემა. ირანის საირიგაციო სისტემა აერთიანებს 11 მიწისქვეშა არხს. ეს მიწისქვეშა სარწყავი სისტემა ირანის რამდენიმე პროვინციაში მდებარეობს, მათ შორის: ხორასან–რეზავი, იეზდი, ისპაჰანი, კერმანი და მარკაზი. ირანის ყველაზე ძველი მიწისქვეშა არხი მდებარეობს გონაბადში და ჩვ.წ.ა–მდე დაახლოებით 700–500 წლით ადრეა აშენებული. დღევანდელი მონაცემებით ირანიდან სულ 21 ძეგლია შესული იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

Posted by: kaki96_ 22 Jul 2016, 01:31
QUOTE
დიდი ხანია მინდა ირანში წასვლა.
ორ მეგობარს გვინდოდა, მაგრამ თანმხლები ბიჭის გარეშე არ გვირჩიეს.
რომელიმე ტურისტული ჯგუფი თუ იცით, ვისაც მიჰყავს ხალხი ტურისტულად?
ძალიან ძალიან მინდა ირანის ნახვა.
იქნებ მირჩიოთ რამე, დამაკვალიანოთ.
მადლობელი წინასწარ


არაფერი გამყოლი ბიჭი არ გჭირდება,ქალები იქ საკმაოდ დაცულია ზედმეტობებისაგან.
ეხლა გინდათუარა უკაცრიელ ადგილებში თუ არ აპირებთ სიარულს.

მაგრამ ზაფხულში არ გირჩევ ,საშემოდგომო ჩაცმულობით და სულ კონდიციონერის ძებნაში , რისთვისაც წახვედი შეიძლება საერთოდ აღარ გაგახსენდეს. biggrin.gif ძაან ცხელა,მითუმეტეს სამხრეთისკენ.

რა ტურისტული.რაში უნდა გადაყარო ტყუილად ფული.


თეირანში იქაური ქართველის ნომერს მოგცემ ,არქიტექტორი კაცია.თუ რამე დაგეხმარებათ.

თუ მეც მაგ დროისათვის მომიწია მაქეთ წასვლამ,დახმარებას არ დაგზარდებით

აუხსენით რისი ნახვა გინდათ და და გეტყვით ის როგორ და რანაირად იმოძრაოთ.
ავტობუსების სერვისი კარგად აქვთ განვითარებული და სადმე მისვლა მოსვლა პრობლემა არ არი

http://slowtraincomingsalandrich.blogspot.com/2014/06/tea-and-rice-growing-in-iran-tehran.html
* * *
QUOTE
გასაგებია. ეს რეგულაცია სახლშიც, ანუ შიგნითაც აუცილებელია?
სიტყვაზე, რომ მიგიპატიჟონ სტუმრად, ან ოჯახში აღმოჩნდე ვინმესთან, მაშინაც გიწევს ჩვეულებრივ დაცვა, ხო?


სიტუაციიდან გამომდინარე.ეხლა რაღა მაინდამაინც შავოსნებთან უნდა მოხვდე სტუმრად თუ არადა ისე არ არი პრობლემა

QUOTE
თმები დაფარული უნდა იყოს და გამომწვევად არ უნდა ეცვას


დაფარული უნდა იყოს კეფის ადგილი და საჯდომი.
გრძელი სახელოები და უდეკოლტო

url=http://pix.ge/]user posted image[/url]


ფეხზე სპორტული ფეხსაცმელი ,ჯინსები,ტილოს ხალათი ,როგორიც ექთნის ხალათია ისეთი .შავი ან ყავისფერი .და თხელი
თავსაბურავი. ეს არი იდეალური ჩაცმულობა ირანისათვის

http://pix.ge/

თმა უკვე ისე გამოაჩინეს თითქმის კეფამდე რო ცოტა დარჩათ კიდევ და მოისვრიან ალბათ საბოლაოდ.

მაგრამ ის როგორ იმაგრებენ რო არ სძვრებათ ბოლომდე თავსაბურავი დღემდე არ ვიცი

Posted by: Trulala 15 Aug 2016, 22:03
აპრილში მეგობართან ერთად ვიყავი ირანში. ესეც ბლოგიდან პირველი ჩანაწერები

nutsiko
არაა პრობლემა მარტო გოგოების წასვლა მაგრამ ზაფხულში არა, მოიხარშებით.
---

http://www.highlander.ge/%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98/

http://www.highlander.ge/%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%a4%e1%83%9d/

http://www.highlander.ge/%e1%83%97%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%b0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%98/

Posted by: DJ_Killroy 5 Jun 2017, 22:56
ირანში ავტომანქანით.
ვინ იცის რა არის საჭირო საზღვრის გადასაკვეთად?

Posted by: Universe24 8 Jun 2017, 10:10
QUOTE
ირანში ავტომანქანით.
ვინ იცის რა არის საჭირო საზღვრის გადასაკვეთად?

+1 ეს მეც მაინტერესებს

+ სასტუმროები სად შეიძლება რომ ვნახოთ?

ასევე გამიგია, რომ სასტუმროში ითხოვენ ქორწინების მოწმობას და რამდენად მართალია ეს?

Posted by: Commissioner 29 Aug 2017, 12:58
გამარჯობა,
ვინმემ იცით თბილისი თეირანის პირდაპირ ფრენაზე ბილეთები სად შეიძლება რომ ვიყიდო?
დღეში 5-6 რეისია მაგრამ ვერსად მივაგენი ამ ირანული ავიაკომპანიების ბილეთებს...

Posted by: vatman 29 Aug 2017, 16:23
DJ_Killroy
QUOTE
ირანში ავტომანქანით.
ვინ იცის რა არის საჭირო საზღვრის გადასაკვეთად?

გჭირდება carnet de passage , რომელიც მგონი შეგიძია აიღო საავტომობილო ფედერაციაში, საერთაშოორისო საავტომობილო ფედერაციის წარმომადგენელი არის.
ან ვინმე იქაური გჭირდება თავდებშ ჩაგიდგეს თუ რაღაც მსგავსი...

აი ეს ტიპიც აკეთებს ეგეთ რაღაცეებს: http://www.overlandtoiran.com

მოკლედ იაფი არ ჯდება მანქანით გადასვლა ირანში.
თორემ ეს იდეა 1 წლის წინ დამებადა, მარა ჯერ ჯერობით გადავიფიქრე smile.gif

Posted by: oldgio 26 Sep 2017, 21:03
ხალხო, თეირანში ჩადით და მერე იაფი ფრენებია მეჰრაბადის აეროპორტიდან... ინგლისური თუ იცით ცოტა, არ დაიკარგებით, შირაზი უნდა ნახოთ თეირანის შემდეგ (პერსეპოლისი) და არ ინანებთ არაფერს.. თეირანში ცოტაა სანახავი, - გოლესტან პალას, ეროვნული მუზეუმი, ოქროს ფონდი (თუ შეგიშვეს).. თეირანში კი პირდაპირი რეისებია, ბესიკის 4-ში მიდით, იქ იშოვით მისაწვდომ ბილეთებს 2 საათიანი ფრენით...

მოკლედ, აქედანვე დაგეგმეთ და არ ინანებთ.

Posted by: georgiamafia 28 Sep 2017, 19:58
ირანში მინდა წავიდე ამ დღეებში. აქედან ვინმე სხვაც ხომ არ აპირებს და შემომიერთდებოდა`?

Posted by: turebige 29 Sep 2017, 13:43
თუ ირანში წასვლა გეგმავთ ავტოსტოპით, ძალიან საინტერესო ჩანაწერები, რჩევები და გამოცდილება შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ http://blog.turebi.ge/?page=blogger&id=8

Posted by: chamss 21 Nov 2017, 22:25
ირანელი გოგო საცოლეთ კაია??? დაახასიათეთ ვინმემ


Posted by: გუგო 6 Dec 2017, 14:17
QUOTE
ასევე გამიგია, რომ სასტუმროში ითხოვენ ქორწინების მოწმობას და რამდენად მართალია ეს?

ქორწინები ან ,,დროებითი ქორწინების მოწმობა''
დიდი ალბათობით ისე არ შეგასახლებენ წყვილს ერთ ნომერში smile.gif)

Posted by: Eka_Sherly 3 Jan 2018, 19:35
სალამი მეგობრებო,

აპრილში (მაისის დასაწყისიც მისაღებია) ხომ არ გეგმავთ ვინმე ირანში მოგზაურობას?

Posted by: oldgio 4 Jan 2018, 11:15
ასეთი ამბების ფონზე როგორ უნდა დაგეგმო იქ წასვლა smile.gif დალაგდეს სიტუაცია, გაირკვეს ყველაფერი. ეგ კი არა, უვიზოს შეინარჩუნებენ თუ არა, ესეც საკითხავია. ისე, დროზე გამომისწრია, სექტემბერში რომ არ ატყდა ეს ამბები.

Posted by: გუგო 9 Jan 2018, 17:35
QUOTE
ასეთი ამბების ფონზე


რავი არაფერი მიგრძვნია smile.gif
ერთადერთი პრობლემა რაც შემექმნა ვერც ერთი ქართული ბანკის ბარათი ვერ გამოვიყენე და ინტერნეტი იყო ფაქტიურად გათიშული ბოლო 3 დღე.

Posted by: oldgio 9 Jan 2018, 18:47
ვერც ქართულ და ვერც ევროპის ქვეყნის ბარათს ვერ გამოიყენებდი, უცხოური ბარათები სანქციით დაბლოკილია. ეგ კი არა, ოფიციალურად გადარიცხვები ჯერ არ დაუბლოკავთ, მაგრამ ორგანიზაციები (მაგალითად, ჩემი უნივერსიტეტი) ვერ რიცხავს საკონფერენციო თანხას თეირანში აქაური ეროვნული ბანკის ზეპირი აკრძალვით. როდის იყავი?

Posted by: გუგო 10 Jan 2018, 10:29
oldgio
მე TBC-ის ბარათი მქონდა სადაც დამიდასტურეს ნებისმიერი ბანკის ბანკომატში მოვხსნიდი თანხას და ვისარგებლებდი ტერმინალით, მეც ვეძგერე და რაც ქეში მქონდა ყველა დავსვი ბარათზე, facepalm.gif
მარტო რომ ვყოფილიყავი მომიწევდა ღია ცის ქვეშ ცხოვრება drug.gif

Posted by: oldgio 10 Jan 2018, 10:45
ეგ ინფორმაციაც არ გადმოუციათ მთლად პატიოსნად. გასაგებია, რომ საქართველოს ბანკები იგულისხმეს. არ უთქვამთ, რომ მხოლოდ თიბისის პარტნიორ ბანკებში შეუძლია კაცს საკომისიოს გარეშე გატანა? შეიძლება კლიენტმა ეს იცის, მაგრამ არ გაგაფრთხილეს? ისე, რა უბედური ფული იყო ის რიალი, დავიტანჯე კუპიურებზე ნულების თვლით. თანაც ფასებს თუმნებით რომ გულისხმობენ და გეუბნებიან..

Posted by: გუგო 10 Jan 2018, 11:36
oldgio
როგორც აღმოჩნდა არცერთთან ქონდათ პარტნიორული ურთიერთობა sad.gif


QUOTE
დავიტანჯე კუპიურებზე ნულების თვლით.

ვაიმე მეთქი ავშენდი იმდენი ნული რომ დავინახე gigi.gif

Posted by: spike1337 12 Jan 2018, 15:42
გამარჯობათ, მიანტერესებს რამდენად რთულია ირანიდან საქართველოში ფულის გამოგზავნა, რა მეთოდებით არის შესაძლებელი და რამდენი ხანი ჭირდება ჩამოსვლას, ასევე საკომისიო რამდენი იქნება ხომ ვერ მეტყვით? და 5-6 თვით რო წავიდე ვიზა დამჭირდება თუ მაინც უვიზოდ შევძლებ შესვლას?

Posted by: oldgio 13 Jan 2018, 20:28
ამჟამად არსებული კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქეს 45 დღის მანძილზე შეუძლია უვიზოდ ყოფნა ირანში. რაც შეეხება ფულის გამოგზავნას, რთული კითხვაა. აი, ზემოთ აღვნიშნე, რომ გადარიცხვა-გადმორიცხვები ოფიციალურად არ აუკრძალავთ, მაგრამ არაოფიციალურად შეფერხებებს უქმნიან. ჯობს, ამათ გაუგზავნო შეკითხვა ამ თემაზე:
https://www.tejaratbank.ir/general_content/1520655-BRANCHES.html

პარალელურად, ეროვნულ ბანკს კითხო:
nbg.ge

Posted by: ევროპელი... 15 Jan 2018, 03:53
lashuka

QUOTE
ვფიქრობ 1500 დოლარი 2 ადამიანზე საჩუქწრებიც რომ ჩამოიტანო, საკაიფო სასტუმროშიც რომ იყო და თვითმფრინავითაც რომ იმგზავრო. დიდი შანსია ხურდაც ჩამოგყვეს.


ხუმრობ? biggrin.gif 1500 2 კაცს როგორუნდ ეყოს? რაღირს სასტუმრო ან ბილეთები? ups.gif

Posted by: გუგო 17 Jan 2018, 20:18
QUOTE
ვფიქრობ 1500 დოლარი 2 ადამიანზე საჩუქწრებიც რომ ჩამოიტანო

Anzali free Tourism phase-ში თუ მოხვდები 200$ გადაიმხობ თავზე ყველაფერს yes.gif უბრალოდ ეგაა 2 ერთნაირ ნივთს ვერ იყიდი.

Posted by: gorgini 24 Jan 2018, 11:58
QUOTE (Eka_Sherly @ 3 Jan 2018, 19:35 )

აპრილში (მაისის დასაწყისიც მისაღებია) ხომ არ გეგმავთ ვინმე ირანში მოგზაურობას?

პირადად ჩემთვის მარტი არის ყველაზე მისაღები: ერთი მხრივ, იმდენად არ ცხელა, თანაც სპარსელთა ახალი წლის (ნოურუზი) სადღესასწაულო განწყობა განსაკუთრებულია. ამიტომ 21 მარტის გარშემო პერიოდი მეჩვენება ყველაზე ოპტიმალურად.

Posted by: Crucialmind 31 Jan 2018, 18:56
UP
//////////////////////////////////////////////////////

Posted by: Pyramid_of_Cheops 2 Feb 2018, 01:04
აი ირანში რატომ უნდა მოგინდეს ადამიანს მოგზაურობა biggrin.gif

Posted by: GukaGuka1 4 Apr 2018, 15:02
ვინმემ ხომ არ იცით რა გზით შეიძლება ირანიდან პატარა თანხა გადმომირიცხონ ?
ეროვნულ ბანკში ველაპარაკე და აზზე არ არიან არაფრის და ვერ ვხვდები ვის მივმართო ან სად დავრეკო რო გავარკვიო...

Posted by: NorthSea 12 Apr 2018, 19:04
ჰოსტელები და იაფი სასტუმროების საითები არის რომ მოიძებნოს? თეირანი, ისპაჰანი, კუნძული ქეში

Posted by: uno e due 17 Apr 2018, 00:38
თუ მინდა სადმე წასვლა დღეს მხოლოდ ირანია... იეზდი, ისპაჰანი, შირაზი, პერსოპოლისი love.gif
ვაპირებ წასვლას და სურვილი ხომარააქვს რომელიმეს?

Posted by: lilianna 8 May 2018, 15:01
გამარჯობა. ირანში მოგზაურობას არ ხება,მაგრამ ირანს ხება დ იქნებ დამეხმაროთ.ირანელ ასაკოვან ქალს უნდა ვაჩუქო საჩუქარი,რაიმე ქართული მინდა,თან რომ მოეწონოს და რას მირჩევთ?თექა ან ტიხრული მინანქარი მომაფიქრდა,სხვა რა შეიძლება?

Posted by: weasel 2 Aug 2018, 01:58
უსაფრთხოა მოგზაურობა?
ძვირი არ დაჯდება, ვგონებ.

Posted by: Ar-Pharazôn 27 Aug 2018, 20:40
ჩამოხრჩობის აფიშა არსებობს ირანში? ერთხელ მინდა დავესწრო სიკვდილით დასჯას.

Posted by: chamss 27 Aug 2018, 22:11
ირანელ გოგოებზე დაწერეთ რა როგორები არიან

მაინტერესებს


Posted by: Miria 28 Aug 2018, 19:21
chamss
ძალიან პრანჭიენი და ფულს და ზიზილ-პიპილების(ოქროულობა) მოყვარულები არიან

tongue.gif
* * *
lilianna
მგონი თექა ჯობია ტიხრულ მინანქარს.

ტიხრული მინანქარი ჩვენთვის, ქართველებისთვის არის (რატომღაც) ვაუ რაღაც, მაგრამ უცხოელები ამაზე გაგიჟებულები არ მინახავს.

rolleyes.gif

Posted by: madridman 6 Sep 2018, 12:47
გაუმარჯოს
ირანში ვაპირებთ წასვლას ტურისტულად და აშშ-ს ვიზის მიღებაზე სამომავლოდ პრობლემა ხომ არ შეგვექმნება?

Posted by: loca 11 Nov 2018, 18:24
gamarjoba.sparsuli enis ufaso kursebi tu arsebobs isev tbilisshi xom ar icit?

Posted by: RastaWoman 7 Mar 2019, 00:36
გამარჯობა
ავტომობილით ყოფილა ვინმე ირანში? რა პროცედურებია საზღვრის კვეთის დროს? შესაძლებელია თუ არა ქართული ნომრით კვეთა და იქ ავტომობილის დიდი ხნით დატოვება ან გაყიდვა? დამეხმარეთ გთხოვთ თუ გაქვთ ინფორმაცია.

Posted by: SoulPrayer13 20 Jun 2021, 22:18
თემა რატომ არის ჩაძირული, საკმაოდ მომხიბლავი ქვეყანა სამოგზაუროდ იქნებ გაგეზიარებინათ მეტი გამოცდილება რა

Posted by: express 12 Apr 2022, 07:46
მოგესალმებით! მანქანით მივდივარ ირანში და რა დაბრკოლება შეიძლება შემექმნას საზღვრის კვეთისას? ასევე რომელ გზას მირჩევთ- სომხეთი, თუ თურქეთი?

Posted by: Aunties 12 Apr 2022, 18:06
ირანში ახლობელი მყავს 2010 ერთად ვიყავით ევროპაში და იქნებ რამე რეალური შემომთავაზოთ

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)