ერვინ რომელი, გერმანიის ერთ-ერთი გამოჩენილი გენერალი, რომელსაც სამხედრო საქმე ხელოვნების დარგში ჰქონდა აყვანილი.
ვისაუბროთ მასზე, ცნობილი და უცნობი ისტორიები და ნაწყვეტები დავდოთ მისი ცხოვრებიდან/ომებიდან.
ეს კი მოკლე ინფო:
ერვინ ოიგენ იოჰანეს რომელი (გერმ. Erwin Eugen Johannes Rommel) (დ. 15 ნოემბერი 1891, ჰაიდენჰეიმი, გერმანია — გ. 14 ოქტომბერი 1944, ჰერლინგენი, გერმანია) - გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი, გერმანიის არმიის მთავარსარდალი ჩრ. აფრიკაში მეორე მსოფლიო ომის დროს. ბრიტანელების მიერ "უდაბნოს მელად" (ინგლ. Desert Fox) წოდებული.
ერვინ რომელი დაიბადა 1891 წლის 15 ნოემბერს ქალაქ ჰაიდენჰაიმში ევანგელისტი პროფესორის ერვინ რომელისა და მისი მეუღლის ჰელენე ლუცის ოჯახში. ის ოჯახის მეორე შვილი იყო და იმავე წლის 17 ნოემბერს მოინათლა. ერვინს ჰყავდა 2 ძმა, გერჰარდი და კარლი და 1 და, ჰელენე. რომელს სურდა ავიიაციის ინჟინერი გამოსულიყო, მაგრამ საბოლოოდ მამის დაჟინებით ოფიცრის კარიერა აირჩია. მან გიმნაზია შვებიშ გმიუნდში დაამთავრა და არმიაში დაიწყო მსახური. იგი ჩაირიცხა კადეტად მეფე ვილჰელმ I-ის №124 ინფანტერიის პოლკში ქალაქ ვაინგარტენში.
1911 წლის მარტში რომელმა ქალაქ დანციგში სამხედრო სკოლის კადეტთა საღამოზე გაიცნო ლუცია მარია მოლინი, რომელზეც მოგვიანებით 1916 წელს იქორწინა. თუმც მანამდე იმავე საღამოს მას შეუყვარდა ვალბურგა შტემერი, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი, გერტრუდა. ბავშვს რომელი, რაკი უკანონოდ იყო დაბადებული, თავის შვილად არ აღიარებდა და მესამე რაიხის პერიოდში ძმისშვილად ასაღებდა. თავის მეუღლესთან, ლუცია მოლინთან ერვინ რომელს 1928 წელს შეეძინა ვაჟი მანფრედ რომელი.
მოგვიანებით ნსდაპ-ის პროპაგანდამ გაავრცელა ისტორია თითქოს რომელი უბრალო ხელოსნის ვაჟი იყო, რომელიც პარტიაში ერთი-ერთი პირველი შევიდა. ამით პროპაგანდა მას, როგორც სამაგალითო წევრს ასაღებდა. რომელი თვითონ ყველა ხერხით ებრძოდა და ეწინააღმდეგებოდა მისი ბიოგრაფიის ასეთ დამახინჯებას.
1941 წლის ზამთარში აფრიკის ფრონტზე იტალიელების კატასტროფული მარცხის შემდეგ, მუსოლინიმ ჰიტლერს ლიბიაში ინგლისერების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა. თავდაპირველად გერმანული ჯარების მეთაურად ერიკ მანშტაინსა და გენერალ ბარონ ფონ ფუნკს ასახელებდნენ, მაგრამ ფიურერმა არჩევანი ერვინ რომელის სასარგებლოდ გააკეთა. 1941 წლის იანვარში ჰიტლერმა თავად მიანიჭა ერვინს გენერალ-ლეიტენანტის წოდება და აფრიკაში გამგზავრება უბრძანა.1941 წლის 12 თებერვალს მან პირველად დადგა ფეხი აფრიკის მიწაზე. მან თავიდანვე დაიწყო მატყუარა მანევრების ჩატარება რითიც აბნევდა ინგლისელ აგენტებს და ისინი ლონდონს გადასცემდნენ, რომ გერმანელებმა აფრიკაში უზარმაზარი ძალა გადაისროლეს, სინამდვილეში კი რომელმა უბრალოდ ბრძანა რამდენჯერმე გაეტარებინათ ტანკები ერთ ადგილას და ამ ფანდით მიზანსაც მიაღწია. ეს ერთერთი მაგალითია თუ რაოდენ მოხერხებული იყო ჰიტლერის რჩეული გენერალი. მან ასევე ბრძანა ფოლკსვაგენებზე დაემაგრებინათ ტანკების ხისგან გამოთლილი მაკეტები რითაც შიშის ზარს სცემდა მოწინააღმდეგეს, საქმე იქამდეც მივიდა რომ აფრიკაში მყოფ მოკავშირეების ჯარებში მეთაურობამ აკრძალა ერვინ რომელის სახელის ხსენება, რადგან მისი სახელის ხსენებაც კი ძალიან ზემოქმედებდა ჯარისკაცებზე.
This post has been edited by BeRa_ChoX on 10 Aug 2013, 00:33
“A coward dies a thousand times before his death, but the valiant taste of death but once. It seems to me most strange that men should fear, seeing that death, a necessary end, will come when it will come.”
― William Shakespeare, Julius Caesar